მიუტევე რამეთუ არ იციან...

Admin
აზრები
0
0

"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან"   ლუკა 23, 34.  ...

"ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან"
 
ლუკა 23, 34.
 
რა არ იციან ადამიანებმა? რა არ იცოდნენ იმ ადამიანებმა? ფაქტია, რომ მათ არ იცოდნენ რაღაც ისეთი, რაც იცოდა ქრისტემ და მისმა მამამ. და რა იყო ეს? რიგით ქრისტიანს რომ ჰკითხოთ, ეს "რაღაც" არის ის ფაქტი, რომ ქრისტე ღმერთი იყო და ეს არ იცოდნენ ადამიანებმა. თუმცა, მე ამაში სხვა ელემენტებსაც ვხედავ. ადამიანებმა არ იცოდნენ რას აკეთებდნენ, ანუ არ იცნობდნენ საკუთარ თავს, ისინი მექანიკურად მოქმედებდნენ, გაუცნობიერებლად, ანუ არ იცოდნენ საკუთარი რეალობა. ამიტომაც, მათ ეპატიებათ..
 
ეს "რაღაც" იცოდა ქრისტემ და ეს "რაღაც" არ იცოდნენ ადამიანემბა, და ეს "რაღაც" არის ის, რომ ჩვენ მექანიკურები ვართ და ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. ჩვენ გვძინავს და გაუცნობიერებლად ვმოქმედებთ. ჩვენ არ ვიცით, რომ გვძინავს და არ ვიცით, რომ გაუცნობიერებლით ვიმართებით, და ყველა ჩვენი ლოკალური თუ გლობალური გადაწვეტილება და მცირე თუ მსოფლიო მნიშვნელობების მოვლენები მთლიანად თუ არა, თითქმის მთლიანად მაინც დაპროგრამებულია ჩვენგან გაუცნობიერებელი პროგრამით.
 
ქრისტეში მექანიკურობა უკვე მომკვდარია, და ის წარმოადგენს ცნობიერების იდეალს. ინტელექტუალურად რომ გასაგები იყოს რაზეც ვსაუბრობ, წარმოიდგინეთ მეცნიერი, რომელიც იკვლევს რაიმე ობიექტს. მას არ აქვს ემოციები ამ ობიექტთან მიმართებით, მას არ აქვს მოლოდინები, იმედები ან უიმედობები, მას არ აქვს ფანტაზიები და წარმოდგენები ობიექტთან დაკავშირებით. ის უბრალოდ ექსპერიმენტებს ატარებს, და რასაც მიიღებს შედეგად, ეს იქნება მისთვის ჭეშმარიტება, რომელიც დამოუკიდებელია მისი რწმენა-წარმოდგენებისგან.
 
სწორედ ასე, ადამიანში მაღალი ცნობიერების ერთ-ერთი გამოხატვაა გარემოს ადექვატური ხედვა, რაც გულისხმობს ხედვას ყოველგვარი პირობების , ემოციების, მოლოდინების და ა.შ. გარეშე. ეს არის უბრალოდ ჭვრეტა ბუნების, როგორიც ის არის. ასეთ ადამიანს არ აქვს მიჯაჭვულობა, იმედები და სხვა განწყობები გარემოსადმი (ადამიანებისადმი, ნივთებისადმი და ა.შ.), ის უბრალოდ იღებს რეალობას ისეთს, როგორიც არის. და როგორც მეცნიერს, ესმის, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია, და ამიტომაც არაფრის განსჯა და განკითხვა არ ღირს.
 
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ: რეალობა არის ისეთი, როგორიც არის, და სხვანაირი ვერ იქნება, რადგან, სხვანაირად ყოფნა რომ შეძლებოდა, მაშინ სხვანაირიც იქნებოდა. ანუ, ყველაფერი რაც ხდება არის შედეგი რაიმე სხვა წინაპირობებისა. ადამიანი, რომელიც ამას აცნობიერებს ღრმა დონეზე, აღარ განიკითხავს, აღარ განსჯის, აღარ წყინს, აღარ აქვს იმედები და უიმედობები, აღარ აქვს მოლოდინები. და ა.შ. ის უბრალოდ რეალობას იღებს ისეთს, როგორიც არის.
 
ისევ ქრისტეს რომ დავუბრუნდეთ, უფროსწორედ ქრისტიანებს. ხშირად მოისმენთ ქრისტიანებისგან, რომ "უნდა აპატიო სხვებს, არ უნდა განიკითხო სხვები და ა.შ.". თუმცა, მათი უმეტესობა ამას მექანიკურად აკეთებს, ანუ საკუთარ თავს აძალებს, რომ შურისძიების სურვილები ჩაიხშოს, ან აკონტროლოს განკითხვის ფიქრები და ა.შ. ზოგი გეტყვით, რომ დასაწყისისთვის ესეც კარგია. მაგრამ, ამას გაცნობიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს..
 
სიყვარულზეც იგივე ხდება.. ზოგიერთი თავს აძალებს, რომ უყვარდეს ადამიანები, სიკეთე აკეთოს, თავი განწიროს მოყვასისთვის, და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ "ქრისტეს უნდა მიბაძონ". ხოდა აბა, გაცნობიერებაზე საუბარი ზედმეტია, როცა უბრალოდ მიბაძვასთან გვაქვს საქმე.
 
სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების ადექვატური ხედვა. ესაა, როდესაც ბუნებას ჭვრეტ ისეთს, როგორიც არის, და არ ამახინჯებ მას საკუთარი ვიწრო ეგო-ინტერპრეტაციებით. ამას კი დიდი სიბრძნე სჭირდება..
 
ზოგი სიყვარულს ეძახის მიჯაჭვულობას, ეჭვიანობას, გავლენის ქვეშ მოქცევას ან პირიქით - უპირობო მორჩილობას, ან უაზრო თვითშეწირვას და წყალში ჩაყრილ სიკეთეს (რამდენია ამის მაგალითი, უაზრო და გაუცნობიერებელი თვითშეწირვის თუნდაც..).. ან სულაც, საკუთარ თავზე ძალდატანებას, რომ პატიება და სიყვარული ვისწავლოთ..
 
არამც და არამც.. უნდა გაგაკვირვოთ, და ეს ყველაფერი სიყვარული კი არა ძალადობის ნიშნებია, გინდა მოძალადე იყავი, გინდა მსხვერპლი.. ქრისტე არც მექანიკურად მორჩილი იყო, არც უაზროდ შეწირულა კაცობრიობისთვის, არც საკუთარ თავის გაკონტროლებით "მიაღწია" იმას, რომ ეპატიებინა ჩვენთვის ჯვარცმა..
 
ის უბრალოდ ბუნებაში გაითქვიფა, ხედავდა ყველაფერს, ამიტომაც ესმოდა ყველასი, და ამიტომაც საკუთარი ეგო შესწირა სხვათა ეგოს.
 
ადამიანს, რომელიც გარემოს ადექვატურად აღიქვამს, უბრალოდ არ შეუძლია, რომ არ აპატიოს, და აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საკუთარ თავს დავაძალოთ პატიება.. აქ საუბარია იმაზე, რომ როცა ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია, მაშინ ის უკვე აღარ ბრაზობს გარე სამყაროზე, იცის რა, რომ ადამიანებიც ასევე იმართებიან მექანიკურად, როგორც სხვა ფიზიკური მოვლენები. ამიტომაც, პატიობს, რადგან მათ სხვანაირად არ შეუძლიათ.
 
Jesus Christ praying in Garden of Gethsemane
კიდევ ერთხელ: რეალობა არის ისეთი, როგორიც არის, და სხვანაირი ვერ იქნება, რადგან, სხვანაირად ყოფნა რომ შეძლებოდა, მაშინ სხვანაირიც იქნებოდა. ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან, და ისინი ისე იქცევიან, როგორც დაპროგრამებულნი არიან.. ამ ყველაფრის მხედვარეს კი ისღა დაგრჩენია გაიღიმო და თქვა: გააკეთეთ ისე, როგორც იცით, მაინც სხვანაირად ვერ შეძლებთ.. ან უბრალოდ აღარაფერი თქვა, როგორც პრინციპში ქრისტე მოიქცა..
 
გიკვირთ, რომ მექანიკურები ხართ? ხომ არ გგონიათ, რომ საკუთარ თავს მართავთ.. და რა არის საერთოდ ეს "საკუთარი თავი"? რა არის "მე"? რამდენი "მე" გვაქვს? რა კავშირია "მეებს" შორის? სად გადის ზღვარი გარე სამყაროსა და ინდივიდუალურობას შორის, და არსებობს კი ასეთი ზღვარი, თუ უყწვეტად გადადის ერთი მეორეში?.. ქრისტე მინიმუმ ჭვრეტდა ამ ყველაფერს, და თავად, როგორც ბუნების ნაწილი, აღარ ძალადობდა ბუნებაზე, ანუ აღარ ქმნიდა წარმოდგენებს, მოლოდინებს, იმედებს და ა.შ. რადგან, ეს ყველაფერი ძალადობაა ბუნებაზე, ძალადობაა რეალობაზე..
 
აცნობიერებს რა ადამიანი ამ ყველაფერს, საკუთარ ეგოს მინიმუმამდე დაიყვანს და მთლიანად გარდაქმნის მას ალტრუიზმში, და ბუნებას მისცემს საშუალებას, რომ გაუკეთოს მას ყველაფერი, რისი მოთხოვნილებაც აქვს მას (ბუნებას).. "არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ", ეუბნება მამა ღმერთს, ანუ ყოვლისმომცველ ბუნებას.. ამ მომენტში ქრისტე საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ საკუთარი ეგო მთლიანად გარდაქმნას ალტრუიზმში და ბუნებაზე აღარ იძალადოს საკუთარი ადამიანური ეგოთი, არამედ ბუნებას დაემორჩილოს მთლიანად. და აქ ხდება სწორედ გაცნობიერებული თვითშეწირვა.. უკვე გაცნობიერებული, და არა მექანიკური..
 
"ცის კიდითგან არს გამოსვლა მისი, და მიწევნა მისი, ვიდრე კიდედ ცისამდე, და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა"
 
ფსალ. 18.
 
ბუნებიდან მოდის კაცი, ბუნებას გამოეყოფა, და კვლავ ბუნებას უბრუნდება. მაგრამ, ეს დაბრუნება არ ჰგავს წინა მდგომარეობას. კაცმა გაცნობიერების დიდი ისტორია განვლო, რათა კვლავ დაბრუნებულიყო ბუნებაში და კოლექტიურ პასუხისმგებლობაში. ეს გაცნობიერების ერთი დიდი ისტორიაა. ისტორიის დასასრულს კაცი კვლავ ბუნებაში ითქვიფება, მაგრამ უკვე გაცნობიერებულად აკეთებს ამას.
 
ასე გამოდის, რომ ბუნებიდან იმიტომ ამოიზარდა ცნობიერება, რათა ბოლო-ბოლო თავად მიმხვდარიყო, რომ ისევ იქ უნდა დაბრუნდეს.. სახალისო ისტორიაა. მაგრამ, დაბრუნდება უკვე გაცნობიერებულად, აირჩევს უკვე გაცნობიერებულად და არა მექანიკურად. გაცნობიერებულად ეწირება ბუნებას და არა მექანიკურად, როგორც აქამდე. და სწორედ ეს გაცნობიერების ცეცხლია, რომელსაც "არა არს, ვინ დაეფაროს", რადგან ეს ცეცხლი გაცნობიერების ნაპერწკლებს ანთებს სხვა ადამიანებშიც, და მათშიც იწყება იგივე პროცესები..
 
და ასე დაუსრულებლად..
 
გისურვებთ მექანიკურობიდან ცნობიერებაში გადასულიყავით, ნაბიჯ-ნაბიჯ..
 
და ასე დაუსრულებლად..
 
ავტორი: იოანე შენგელია
 
გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

იდეების ჩანიშვნა


ავტორი: იოანე შენგელია თუ დაკვირვებულხართ, ჩვენი აზრების მიმდინა...

ღამის ფიქრები


ავტორი: აკაკი სხულუხია როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე ნაპერწკლებს გ...

ტყუილის მეტაფიზკა


ავტორი: ერენიელი ტყუილი წარმოებადია ინდივიდის უნარისგან როგორ მო...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.


ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტ...

თეზა #4


ავტორი: მამუკა გურული "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" მინდა ა...

ქვეცნობიერი - (შეუცნობელ/შესაცნობელი) - არის ' ღ მ ე რ თ ი ' !


ავტორი:ნინო დიდებაშვილი  კიდევ ერთი მცდელობა - კოლექტიურ ცნ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff