ფიქრებზე დაკვირვების გაკვეთილები

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე "დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვ...

minds

ავტორი: ანა თოფურიძე

"დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს მოქმედებებს ისინი ჩვევებად ყალიბდებიან. დააკვირდით თქვენს ჩვევებს ისინი თვისებებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს თვისებებს, ისინი თქვენს ბედს განსაზღვრავენ."

ეს სიტყვები ალბათ ბევჯერ გაგვიგონია, წაგვიკითხავს და ვიცით, მაგრამ როგორც ჩემი საყვარელი Matrix პერსონაჟი მორფეუსი იტყოდა: "იცოდე გზა და გაიარო გზა სხვადასხვა რამეა ნეო". იმისთვის რომ ფიქრებზე დაკვირვება ისწავლო, ჯერ უნდა სრულიად გააცნობიერო და გაიგო რა არის ფიქრი. დაბადებიდან ტვინი შეჩვეულია აზროვნებას, ეს ადამიანის ბუნებრივი პროცესია და რთულია საკუთარი თავის განყენებულ მდგომარეობაში გადაყვანა ყოველდღიურობაში. თუმცა თუ ამას მოინდომებს ადამიანი და ვარჯიშს დაიწყებს, აუცილებლად შეძლებს შინაგანი დამკვირვებლის (და არა კომენტატორის) შექმნას, რომელიც დააკვირდება და შეისწავლის თავისივე თავის ფუნქციონირებას.

ჩემი აღქმით ადამიანები თავად იშვიათად ვფიქრობთ, ეს ფიქრები ადამიანობენ. ჩვენ მხოლოდ სიხშირეებს და ჩვენში არსებულ ენერგიებს ვცვლით რითაც ვიზიდავთ ახალ ცოდნას, ახალ შეხედულებას, ფიქრების ახალ მიმართულებას. ჩვენი რეალური მე არანაირ კავშირში არაა არცერთ ფიქრთან, ყველა ფიქრი დროებითია და ერთი წლის შემდეგ მას არასწორად ჩავთვლით და გაგვეცინება. ამიტომ არაფრის მიღება როგორც უტყუარი ჭეშმარიტების არ ღირს. არ ღირს რაც მოგვეფიქრება იმის დაჯერება გადამოწმების გარშე და ემოციებით აყოლა, არ ღირს მოქმედება პირველივე ფიქრის მოსვლისას, ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ და გარემოს ობიექტურ რეალობას შევადაროთ, იქნებ ვცდებით და არასწორი მოქმედებისგან დავიცვათ თავიც და გარემოც.

სიტყვები ადამიანებმა შევქმენით, ისინი უხილავი თავისთავადად არსებული არსებები არიან, წინადადებები, ისინი დაფრინავენ ყველაგან და ზოგჯერ მიდიან ადამიანებთან.. ის აზრი რაც შენთან მოდის, შენი ფიქრი არაა რამდენიმე საუკუნის წინ ვიღაცის შექმნილი აზრია.. საუკუნეების წინ. შექმნა როგორც ჩვენ შეგვქმნა შემოქმედმა, ჩვენც ხომ შემოქმედები ვართ, თავად დაფარფატებენ და მიდიან ადამიანებთან. მუზაზეც ხომ ვამბობთხოლმე "მოვიდა". აზრები, სიტყვები.. დაბადებიდან დაგვხვდა ეს ყველაფერი და ჩვენ გვგონია ჩვენ ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ. იქნებ ფიქრიც და ლაპარაკიც ციხეა? უბედნიერესი ვარ როცა არ ვფიქრობ და არ ვლაპარაკობ და მყავს მეგობრები ვინც ასევე გრძნობენ თავს.. და ეს ყველაფერი არ გვჭირდება ურთიერთობისთვის. ჩვენ შეგვიძლია კომუნიკაცია ფიქრის და სიტყვების გარეშე, ე.ი ჩვენ ვარსებობთ ფიქრების და სიტყვების მიღმა. ვარსებობთ ე.ი შეგვიძლია ცხოვრებაც და არაა აუცილებელი ფიქრი მივიღოთ როგორც უტყუარი ჭეშმარიტება.
ფიქრები ყოველთვის შედეგია, ნებისმიერი ფიქრი მხოლოდ მოდის ვიბრაციის და ენერგიის მიხედვით. არსებობს სხვებისგან მოსული ენერგია და იმ ენერგიას თავის ფიქრები მოყვებიან, არის შენი პირადი ენერგია. სხვების ენერგიამ შენში შეიძლება იმოქმედოს თუ შენისგან ვერ გაარჩევ. ცნობიერების სიხშირე იცვლება ენერგიის ცვლილებით და შემდეგ სხვა სიხშირეზე მოდიან სხვა ფიქრები. თითქმის ყველა ფიქრი მოსულია და თუ არ დაიჯერებ და აყვები ემოციებით, შეგიძლია გაშვებაც. უფრო ხშირად ვყვებით ხოლმე ფიქრს სხვა ფიქრით და მერე ეს რეალურდება. თუმცა თუ ამოიცანი საიდან მოვიდა შეგიძლია ასხლეტა, გაშვება ისწავლო. რეალურად არცერთი ფიქრი რეალური არაა და ყველაფერი ქრება. მესთან მათ შეხება მხოლოდ მაშინ აქვთ თუ შენ ყურადღებას მიაქცევ. წარმოიდგინეთ ფიქრი როგორც ჰაერში მოფარფატე წარწერებიდა სხვა არაფერი, რომელიც მიდიან და მოდიან სიხშირეების მიხედვით და ზოგჯერ ეწბებიანდა რჩებიან. რეალობა თუ გაინტერსებთ ის ყველანაირი ფიქრის მიღმაა.

ფიქრების დაკვირვება ძალიან საინტერესოდა სასაცილო პროცესია, გინდა თუ არ გინდა აღიარებ რამდენი სისულელე მოგდის თავში და თვით-იუმორი გიმუშავდება და ასევე ხვდები, რამდენი კონფლიქტური მოვლენა იქმნება ფიქრებიდან და როგორ გაქვს არჩევანი შენ როგორი შექმნა, რამდენად შენზეა დამოკიდებული სამსახურში, ოჯახში თუ მეგობართან ნებისმიერი გაუგებრობის გამწვავება თუ გამარტივება და ახალ სასიამოვნო გამოცდილებად ქცევა.

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მამაომ ასე დამარიგა: "ღმერთი ერთხელ მოდის, ჩუმად და წყნარად გეტყვის, ეშმაკი კი ბევრჯერ და ძალადობს შენზეო". ეს ძალიან საყვარელი სიმბოლური ახსნაა და გასათვალისწინებელი, მაგრამ მხოლოდ ეს არ გეყოფა სრული თვითდაკვირვებისთვის. როდესაც არ იცით თქვენს ფიქრს ენდოთ თუ არა, გამოიკვლით ის საიდან მოდის, შიშისგანაა შექმნილი თუ სიყვარულისგან? ამას იგრძნობთ, ის რისი შექმნის საწყისიც შიშია ვერ იქნება დასაჯერებელი სიმართლე, ეს უფრო ძველი გამოცდილებიდან გამეორებული გაფრთხილებაა. როდესაც ტვინი ძველ დაუმთავრებელ უსიამოვნო მოვლენას გახსენებს, ამას ის იმიტომ არ აკეთებს რომ შენ მოიწყინო და დაითრგუნო. ტვინი ზრუნავს შენზე და როგორც დაულაგებელი უჯრიდან, ჭუჭყიანი გასარეცხი ტანსაცმელი უნდა ამოვიღოთ და გავრეცხოთ, ისე გვაწვდის ტვინიც იმ მოვლენას რაც თავის დროს არაჯანსაღად, ცალმხრივად დაარასწორად მივიღეთ. უნდა დავბრუნდეთ წარსულში და ის მოვლენა მთლიანად ბევრმხრივად გავაშუქოთ და გავუშვათ. თუ ამას სწორად გავაკეთებთ ის აღარ დაბრუნდება. ბრუნდება და გახსენდება მხოლოდ ის რაც სრულყოფილად არ დაგინახავს.დააკვირდით თქვენს ფიქრის პროცესს და უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ...

მსგავსი სტატიები

მარტოსული ღმერთი


ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მს...

აზრის თავისუფლება


ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში...

34 წლისას მიგნებული 35 სასწაული


ავტორი: სალომე ჯოჯუა წყარო ამ ყველაფრის გაზიარება პომპეზურად მინდ...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

ღმერთის შეცდომებიც მოსულა


ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმ...

როცა გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლია


ავტორი: იოანე შენგელია ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ (სახელები შეცვ...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

კვანტური მექანიკის მხილებული რეალობა


ავტორი: ანა თოფურიძე რეალობა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელი გა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff