ღამის ფიქრები

Admin
აზრები
0
0

ავტორი: აკაკი სხულუხია როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი,და თრთვილი...

night

ავტორი: აკაკი სხულუხია

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი,
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი....

ამ ლექსის ავტორი იყო კომუს პროვინციის მმართველი და იმპერატორის ოფიციალური წარმომადგენელი - იაკამოჩი. გარდაიცვალა 785 წელს და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. ეს ლექსი ძველისძველ ლეგენდას ეფუძნება: იმხანად კიოტოს საიმპერატორო რეზიდენციაში ყოფილა ხიდი, რომელიც აკავშირებდა ორ ნაპირს და ცნობილი იყო „კაჭკაჭთა ხიდის“ სახელწოდებით. ლეგენდის თანახმად, მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე ქალწული მქსოველი (ვარსკვლავი ვეგა) ბინადრობდა, რომელიც ღმერთებისათვის სამოსელს ქსოვდა. ერთ დღესაც შეჰბრალებია მზეს მარტოსული ფეიქარი და ცოლად მიუთხოვებია მწყემსისთვის (ვარსკვლავი აკილა), რომელიც მდინარის დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობდა. ახალშეუღლებულთა ბედნიერ ყოფას სავალალო შედეგი მოჰყოლია ღმერთებისათვის: მოქსოვილი სამოსის რაოდენობა დღითიდღე მცირდებოდა. მაშინ განრისხებულა მზე, დაუსჯია ცოლ-ქმარი, გაუყრია ისინი და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მეშვიდე მთვარის მეშვიდე ღამეს მიუცია მათთვის ერთმანეთის ნახვის უფლება. ეს ღამე განსაკუთრებულად გრძელი და ნაზი ყოფილა მუდამ: დაღამებისთანავე მოფრინდებოდნენ თურმე ხშირბეწვიანი კაჭკაჭები, ჩაეჭიდებოდნენ ერთიმეორეს, გადაიჭიმებოდნენ ერთი ნაპირიდან მეორემდე და ხელოვნურ ხიდს ქმნიდნენ შეყვარებულებისთვის. გამთენიისას ხიდს ჭირხლი ეფინებოდა, რაც შეყვარებულებს დღის მოახლოებას მიანიშნებდა. ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ, ჭირხლი ქრებოდა და ღამეს დღე სცვლიდა.

* * *
როგორც ხედავთ ეს ლექსი და ლეგენდა რომელზეც ის არის დაფუძნებული იმ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს სადაც ღამე წარმოდგენილია როგორც პოზიტიური მოვლენა, ხოლო დღე და განთიადი კი პირიქით. ხშირად რელიგიებში, მითებში, ნაწარმოებებში ღამე ბნელია და საშინელებებით სავსე როგორც ცეცხლის ქურუმი მელისანდრე იტყოდა. თუმცა ასეა კი ეს ნამდვილად? შეიძლება კი რაიმე შეედრებოდეს ღამეს რომელიც მეოცნებეთა, შეყვარებულთა და ფიქრების სამყაროში მცხოვრები ადამიანების თავშესაფარია. დღის ის პერიოდი როდესაც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი ვარსკვლავი გვტოვებს თუმცა სხვა შორს მყოფი მაგრამ უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდება ხოლმე. მთვარე რომელიც მზის სხივების არეკვლის შედეგად მთელი თავისი მშვენიერებით წარმოგვიდგება. მოგეხსენებათ ხშირად სხვადასხვა აზრები რაც ასე ძალიან გვხიბლავენ სხვადასხვა ერთი შეხედვით უბრალო მოვლენებზე სხვა კუთხით შეხედვის შედეგია. გარკვეული საგნის ან მოვლენის ახალი რაკურსით დანახვა ჩვენში გარკვეულ ახალ განცდებს იწვევს რაც საშუალებას გვაძლევს სამყარო სხვანაირად დავინახოთ რადგან სამყარო სწორედ ის არის რასაც ჩვენ განვიცდით. სამყაროს აღქმა ჩვენს გონებაში ხდება და აქიდან გამომდინარე აზრს მოკლებული არ არის დავუშვათ რომ ყველაფერი რასაც აღვიქვამთ ვხედავთ შევიგრძნობთ ჩვენს შიგნით წარმოქმნილი განცდებია, ღამე კი ოცდაოთხსაათიანი ციკლის რომელსაც ქართულად დღე ეწოდება ის ნაწილია რომელიც სავსეა მინიშნებებითა და მოვლენებით რომლებმაც ათასნაირი განცდებით შეიძლება აგვავსოს.

* * *
ვარსკვლავები

სამყაროში უამრავი ვარსკვლავია და მათ შორის ყველაზე ახლოს მყოფი მზის სახელითაა ცნობილი. იგი იმდენად ახლოსაა ჩვენთან რომ მისი სხივები საკმარისია ჩვენი პლანეტის გასათბობად და გასანათებლადაც, თუმცა მისი სინათლე იმდენად ძლიერია რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავტკბეთ იმ სანახაობით რასაც ათასი, მილიონი, მილიარდი მზე ეწოდება. მისი სინათლე სხვა ყველა „მზეს“ ჩრდილავს რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კიდეში არიან მიმოფანტული. მზე რომელიც დღის განმავლობაში ერთადერთ სინათლის წყაროს წარმოადგენს გვტოვებს საღამოს და ამ მომენტში ხდება საოცრება როდესაც ჩვენს თვალწინ სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით იშლება, როდესაც ვიგებთ რომ სამყარო ჩვენი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავს და იგი სხვა მრავალ ვარსკვლავს იტევს. სამწუხაროა რომ სამყაროს ეს მინიშნება არ გამოდგა საკმარისი იმისთვის რომ მივმხვდარიყავით, დედამიწა სამყაროს ანარეკლია და ისევე როგორც სამყაროში არის მილიარდობით ვარსკვლავი ასევე დედამიწაზე დაახლოებით რვა მილიარდი „ვარსკვლავია“, დაახლოებით რვა მილიარდი „ღმერთი“, დაახლოებით რვა მილიარდი ჭეშმარიტება და რვა მილიარდი გზა იმისთვის რომ შევიცნოთ რა არის მშვენიერება.

* * *
მზე და მთვარე

ეს წყვილი უამრავ სხვადასხვა მითოსში, რელიგიაში თუ უბრალო ამბავში გვხვდება. ხშირია შემთხვევები როდესაც მათ მაგალითს იყენებენ მეტაფორულად თვალსაჩინოებისთვის და მართლაც ვერ მოძებნით უკეთეს მაგალითს სიყვარულიზე საუბრისას. მწამს რომ ეს განცდა იმათ რიცხვს მიეკუთვნება რასაც მე „გამოუთქმელს“ ვუწოდებ. ანუ რაღაც ისეთს რისი სრულად გაზიარებაც შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია თანაგანცდა, ანუ ისაუბრო, აჩვენო ისე რომ იმის ნახევარი მაინც განიცადოს რასაც შენ განიცდი...

მოდი წარმოვიდგინოთ რა არის მთვარე მზის სხივების გარეშე. ხრიოკი უდაბური ბურთი რომელსაც ვერც კი დავინახავდით. თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ მთვარის ბნელი მხარის სურათები თუ ესეთი რამ საერთოდ მოიპოვება. თუმცა როგორია მთვარე მას შემდეგ როცა მას მზის სხივები ეცემა? ამის წარმოდგენა ძნელი არ არის. არ მეგულება ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია ის საოცარი გრძნობა რასაც ღამის ცაზე სავსე მთვარის ცქერა წარმოადგენს. სავსე მთვარე წარმოადგენს სილამაზეს რომელსაც პოეტები ხშირად თავიანთი „გამოუთქმელის“ სილამაზის მიახლოებით მაინც აღსაწერად იყენებენ, რაზეც ამბები ლექსები პოემები იწერება. მართლაც საოცარია ღამის ცაზე სავსე მთვარის ხილვა. დარწმუნებული ვარ ამან რაღაც გაგახსენათ...

განა ასე არ არის ადამიანი რომელიც სიყვარულითა და მისგან გამოწვეული ბედნიერებით არის სავსე. მას შეუძლია არც არაფერი მოიმოქმედოს უბრალოდ უმოქმედოდ იყოს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში და მაინც ბრწყინავდეს ანათებდეს. „მთვარის მდგომარეობას“ ვუწოდებდი იმ ადამიანს რომელიც უმოქმედობის, პასიური ტკბობის მორევშია ჩათრეული, რომელიც მიჯნურის სხივებით გაბრწყინებული ანათებს. მართლაც რომ საოცარი სანახავია ასეთი ადამიანი. მახსოვს შემთხვევა როდესაც ერთ-ერთ ამბავში მზე და მთვარე შეყვარებულ წყვილად იყო გამოყვანილი სადაც კაცი მზე იყო ქალი კი მთვარე. შეიძლება კი რამე უფრო სულელურად ჟღერდეს? საუკეთესო შემთხვევაში ტრფობის ცეცხლით ანთებულთაგან ორივე არის მზეც და მთვარეც თუმცა თუ მაინცდამაინც ერთი მზე უნდა იყოს ხოლო მეორე მთვარე ალბათ ქალი ის ელვარე სხივთმფენი მზე იქნებოდა რომლის მშვენიერება იმდენად დიდია რომ ჩვეულებრივ ადამიანს მისთვის თვალის გასწორებაც კი უჭირს მამაკაცი კი მისი სხივებით განათებული მთვარე.

* * *

მზერა სამყაროს სიღრმეებში

როგორც ადრე ვთქვი დღისით მზე ერთადერთი მნათობია ცის კაბადონზე. მართალია ის გვათბობს და სინათლეს ჰფენს ყველაფერს რასაც მისი სხივები ხვდება თუმცა როდესაც ის არის ცაზე ძნელია თავაწეულმა იარო, შეუძლებელია მისმა სხივებმა თვალი არ მოგჭრას და მზერის სხვა მხარეს მიმართვა არ გაიძულოს. და რა ხდება მაშინ როდესაც ის გვტოვებს და ღამე ისადგურებს? გარდა იმისა რომ ამ დროს სამყაროს მთლიანს ვხედავთ რადგან მისი სინათლე ხელს არ უშლის სხვა ვარსკვლავებს, რათა მათ თავიანთი სხივები მილიონობით სინათლის წლის სიშორიდან მოგვაწვდინონ ასევე ამ დროს შესაძლებელია მზერის ცისკენ მიპყრობა. ამ დროს გვეძლევა შანსი სამყაროს უკიდეგანო სიღრმეებს მივაპყროთ მზერა და მხოლოდ მიწით არ დავკმაყოფილდეთ. სხვა თუ არაფერი ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია რომ ადამიანი რომლის მზერაც ამ უკიდეგანო სიღრმეებში იძირება ვეღარასდროს იქნება ისეთი როგორიც აქამდე იყო.

* * *

ათასი განცდის სამყარო

როგორც ადრე აღვნიშნე ის რასაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ, ანუ სამყაროს ის ვარიანტი რომელიც ჩვენი აღქმის პროეცირებული სურათია სხვადასხვა განცდების ნაკრებს წარმოადგენს. მაშინ როდესაც დღეა ცის კაბადონს მზე იკავებს და მშვენიერების ერთპიროვნული წარმომადგენელია და სხვა ვარსკვლავები მის წინაშე ქედს იხრიან იმ ფორმით რომ უბრალოდ არ ჩანან. როდესაც მისი სხივები ყველაფერს ნათელს ჰფენენ საოცარი განცდა გვეუფლება რადგან მისი სხივები იმ საგნებით ფერებითა და სანახაობით ტკბობის საშუალებას გაძლევს რაც შენს ირგვლივაა, თუმცა განა ეს ერთი განცდა შეედრება იმ ათას განცდას რაც მაშინ გვეუფლება როდესაც სხვა ვარსკვლავები მზის არყოფნით სარგებლობენ და არამარტო იმ მცირე მიწის ნაწილს ანათებენ რაც გარს გახვევია არამედ მთელს სამყაროს? შეედრება კი ესოდენ მცირე არეალში დაბადებული ერთი განცდა იმ ათასი განცდის სამყაროს რაც ღამით იშლება ჩვენს თვალწინ?

* * *

ერთადერთი

ვფიქრობ ის რასაც ახლა დავწერ იქნება პასუხი იმ კითხვაზე რომლითაც ბოლო ჩანაწერი დავასრულე. არ ვუარყოფ იმას რომ ათასი განცდის სამყარო რაც სამყაროს უფრო ფართო სურათია ვიდრე დღისით მზის მიერ ცის ერთპროვნული დაკავება მშვენიერია, თუმცა ჩემი პასუხი კითხვაზე შეედრება კი რაიმე ათასი განცდის სამყაროს? იქნება დიახ შეედრება და აღემატება კიდევაც. დღისით მზე იკავებს ცას და მთელი თავისი მშვენებით წარმოგვიდგება რაც აქამდეც მოგახსენეთ, ახლა კი მოდი კითხვა შევატრიალოთ შეედრება კი ვარსკვლავის მკრთალი გამოსახულება რომელიც ერთ-ერთია მილიარდიდან მზის მშვენიერებას რომელიც როცა არის, არის ერთადერთი? შეედრება კი ერთ-ერთი რვა მილიარდიდან იმას ვინც ერთადერთია?

მსგავსი სტატიები

მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშ...

წმინდა გიორგი და ბრძოლა საკუთარ თავთან


წმინდა გიორგის ორი დიდი დღეობა აღინიშნება წლის განმავლობაში. ერთი გ...

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

მრავალი პარტნიორის ყოლის პრობლემა


ავტორი: ნუცა აივაზაშვილი 21-ე საუკუნე გარდამავალი საუკუნეა საქართვ...

საიდან მოდიან საკრალური რიცხვები - 3, 7, 8, 12?


ავტორი: იოანე შენგელია ცნობილია, რომ რიცხვები - 3, 7, 8, 12 - გავრ...

გარემოცვა - როგორც ჩვენი დაავადების მთავარი მიზეზი


ავტორი: ლუკა შერმადინი როდესაც გამოვლინებას იწყებს რომელიმე დაავ...

თეზა #3


ავტორი: მამუკა გურული ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff