ღმერთის შეცდომებიც მოსულა

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმენია ეს ფრაზა, განსაკუთრებით მ...

god222

ავტორი: მათე მაყაშვილი

შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმენია ეს ფრაზა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ სასულიერო პირის არასულიერი ქმედება გაამართლონ. მაგრამ ეს რა არის? ხშირად მინახავს პაპზე მეტი კათოლიკეები როგორ ცდილობენ შეცდომების არ დაშვებას და ამ გზით ღმერთთან მიახლოვებას.

ასეთ ადამიანებს გაფრთხილებთ:

ვწუხვარ, მაგრამ იმედების დატოვება, აქვე, პირველ აბზაცთან მოგიწევთ, რამეთუ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. შეუცდომელი არც ღმერთი არ არის, პირიქით, ღმერთმა დაუშვა პირველი შეცდომა სამყაროში და მას მერე ამ შეცდომების გამოსწორებაშია. სორი მარა ზის იზ თრუ.

მიმოიხედეთ ირგვლივ და თქვენ ღმერთის შეცდომებს მრავლად ნახავთ: ქუჩაში, უბანში, სახლში, ინტერნეტში, ტელევიზორში, მე ხანდახან სარკეშიც კი ვხედავ. (თვითირონიულად იღიმის) ყმაწვილკაცობაში, როდესაც ღვთის შიში უფრო მძლავრობდა ჩემში, ვიდრე მისი სიყვარული, ღმერთის შეცდომების აღმოჩენების მეშინოდა (არადა რა მრავლად იყო მამაძაღლი) და ამით გართულ გონებას მკაცრად ვუწყრებოდი, „მათე შენ ახლა ეშმაკი გებრძვის, ღმერთი შეუცდომელია, მიაფურთხე ეშმაკსა“ მაგრამ ვერ განვდევნე ეგ აზრები და რაღაც პერიოდი ვიტანჯებოდი კიდეც. თუმცა წამოვიზარდე თუ არა ჩემ თავს კითხვების დასმის უფლება მივეცი და ეს ტანჯვა შემეცნებად იქცა.

და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ღმერთზე დაწერილ ყველაზე დიდ წიგნში აღმოვაჩინე, რომ არათუ შეუცდომელი, პირიქით, ღმერთი თავად აღიარებს საკუთარ შეცდომებს!
არ ვიცი რამდენ ხანს იფიქრა მან სანამ სამყაროს შექმნას გადაწყვეტდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ამ საქმიდან რა გამოვიდოდა.

ეს ჩემით არ მომიგონია, ღმერთზე დაწერილ წიგნში წერია, აი თუ არ გჯერათ:

„თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.“

გაიგეთ, უფრო სწორედ წაიკითხეთ? ნახა რო კარგი იყოო, როდესაც ჰქმნა ნათელი მაშინ ნახა, შესაბამისად მანამდე არ იცოდა რა გამოუვიდოდა და სავსებით შესაძლებელია მანაც თომას ედისონივით მეორიათასე ცდაზე შეძლო სამყაროს განათება.

იგივე მეორდება ზღვებზე და ხმელეთზე, „ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“

აი, გამეორება უკვე მოწმობს იმას, რომ ეს სიტყვები შემთხვევითი არ არის. მამა ჩვენი სამყაროს შექმნისას ისე იქცეოდა, როგორც დამწყები დიზაინერი ილუსტრატორის პირველად გახსნისას. შესაბამისად შეცდომოებსაც უშვებდა და ვინ იცის მანამდე რამდენი უგვანი ფორმა შექმნა და მერე წაშალა.

არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ღმერთის ყველაზე დიდი შეცდომა, ალბათ ჩვენ ვართ, ადამიანები, ალბათ კი არა უეჭველი ეგრეა, ამას თავადაც აღიარებს ბიბლიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამონარიდი ინტერვიუდან, დაბადება, თავი მეექვსე.

„ დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.“

შეწუხდა! გესმით თქვენ! შეწუხდა! (ამ ერთ სიტყვაში ჩანს ღმერთის ადამიანური ბუნება.) და ამ წუხილის გამო კი არ გალოთდა, დეპრესიაში გადავარდა და მეგობრებთან წუწუნი დაიწყო, არაფერი მე არ გამომდის, ლუზერი ვარ, წარმატებას ვერ ვაღწევ რამდენი ადამიანიც გავაკეთე ყველა გაპროჭდაო. პირიქით, გააცნობიერა საკუთარი შეცდომა და მყისვე მის გამოსწორებაზე დაიწყო ფიქრი. ამისთვის ცოტა მკაცრი, მაგრამ უკიდურესად აუცილებელი მეთოდი აირჩია, მონიშნა ცოცხალი არსებები და წარღვნა. CTRL+ALT+DELETE

noe

„თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.“

ღმერთი მიხვდა, რომ მარტო წარღვნა არ უშველიდა საქმეს და შეცდომის გამოსასწორებლად კიდევ ერთ ხერხი მოიგონა.

„თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.“

აჰა, არ გაამართლა 1000 წლის ადამიანმა, თავს გავიდა, გაბლატავდა, ჰოდა In your face იცხოვრე ახლა 119 წელი, დაელოდე შენი წამლის რიგებს აფთიაქებში, გაეტირე მომაკვდავ ადამიანებს, გასკდი ბღავილით როცა შენი საყვარელი ტელეფონი დაგემტვრევა, თვის ბოლოს ითვალე ხურდები და გადაიხადე ბანკის ვალები.
აბა რა ქნა ღმერთმა? რა ქნა და გააცნობიერა მისი შეცდომა, მიხვდა რომ ადამიანისთვის 1000 წელი ნამეტანი იყო და სიცოცხლის ასაკის დაკლებით სიცოცხლე შეგვაყვარა, შეგვაყვარა მისი მოწონებული სინათლე, ზღვები და მიწები და შეცდომა ასე თუ ისე გამოასწორა.

აბა მოდით და ახლა მითხარით, რომ შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია! არა, შეუცდომელი არც ღმერთი არ არის, რადგან შეცდომების დაშვება ერთადერთი გზაა გამოცდილების მისაღებად, გამოცდილება კი ერთნაირად საჭიროა ღმერთისთვისაც და მეწაღისთვისაც.

მაგრამ თუ დაუშვებთ ერთიდაიგივე შეცდომებს ხშირად და ღმერთივით არ გააცნობიერებთ. ეს იმას ნიშნავს რომ გაკვეთილს ვერ სწავლობთ, მაშინ უკვე წკეპლით გვასწავლიან და CTRL+A+DELETE-ს ფუნქცია ამუშავდება.

შეცდომები მოსულა და ალბათ ერთადერთი შეცდომა, რომელიც არ მოსულა, შეცდომების არ დაშვების შიშში ცხოვრებაა. ამ შიშს კი ბავშვობიდან გვინერგავენ რათა მიგვიღოს, ჯერ საზოგადოებამ და მერე ღმერთმა.

არადა შეცდომები გზაა შემეცნებისკენ, შემეცნება გზაა სიყვარულისკენ, სიყვარული კი თავადაა ღმერთი და როდესაც ჩვენში სიყვარული მოქმედებს, ღმერთი ახალ სამყაროს ქმნის, ან ძველად დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.

დაე შევცდეთ, შევიმეცნოთ და შევიყვაროთ.

შეიძლება ამის დაწერაც შეცდომაა, მაგალითად ეს ტექსტით ვუბიძგო ვინმეს გამოუსწორებელი შეცდომის დაშვებისკენ. მაგრამ არაუშავს რა, თუ ასე მოხდება ვისწავლი ჭკუას და სხვა დროს ფრთხილად დავწერ. თან უფრო ხშირად იმას ვნანობ რასაც არ ვწერ, ვიდრე იმას რასაც ვწერ.

„შეცდომების პრევენციის დეპარტამენტმა“ კი მომწერა გაფრთხილების წერილი: „არ გინდა ახლა მათე მაგ პოსტის წერა, იყავი რა შენთვის, როცა რამეს მოიფიქრებ აუცილებელი კი არ არი ყველას გააგებინო? თან ხო იცი შეიძლება ხვალ სხვა ჭკუაზე იყო და გაგიტყდეს ამის წაკითხვაო?“

მაგრამ დიდი ხანია „შეცდომების პრევენციის დეპარტამენტს“ უფლებები შევუზღუდე და გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია ჩამოვართვი.
ასე უფრო ადვილია.

თუ მოგეწონა, გააზიარე...

მსგავსი სტატიები

გარემოცვა - როგორც ჩვენი დაავადების მთავარი მიზეზი


ავტორი: ლუკა შერმადინი როდესაც გამოვლინებას იწყებს რომელიმე დაავ...

სიძულვილის ანატომია


ავტორი: ანა თოფურიძე ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ...

თეზა #3


ავტორი: მამუკა გურული ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავ...

ჰიპერბორიელთა სინათლე


მონაკვეთი ნაშრომიდან „ჰიპერბორიელთა მოდგმა“ ავტორი: ერენიელი თუ...

რეალობის კანონები?


ავტორი: იოანე შენგელია ერთხელაც ეზოთერულ მოვლენებს შევხედე ფიზიკ...

აზრის თავისუფლება


ავტორი: ანა თოფურიძე წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელში...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff