(რუდოლფ შტაინერმა ლექცია წაიკითხა 1907 წლის 16 მარტს ქალაქ ლაიპციგში.
ეს არის ადამიანების, ცხოველების და მათი კოსმოსთან ურთიერთობის
სულიერ–სამეცნიერო გაგების მცირედი ნაწილი ანთროპოსოფიული სწავლებიდან)
მთარგმნელი: ადილარი წირღვავა
დღეს ჩვენ უნდა დავკავდეთ ადამიანის გარდა სხვა არსებების სულის არსებობის საკითხის შესწავლით. კერძოდ, აქვთ თუ არა ცხოველებს რაიმე სახის სული. ეს საკითხი ზედმეტია მათთვის ვინც ყურადღების მიპყრობის გარეშე გვერდს უვლის მას, თუმცა წარსულში ცნობილი ადამიანებს უკვე განუხილავთ იგი. მე–17 საუკუნის დასაწყისში ფილოსოფიის მნიშვნელოვანმა განმაახლებელმა დეკარტემ განიხილა ეს ამბავი, თუმცა ცხოველები უსულო მექანიზმებად, რეფლექსებით მოძრავ ავტომატებად ჩათვალა.
მაგრამ ვინც ცხოველთა სიცოცხლეს ცნობიერად აკვირდება ამ მოსაზრებას ძნელად გაიზიარებს. საკმარისია უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ბევრი ცხოველი ჩვენს გარემოში არა მხოლოდ რაიმე ქმედებებს ახორციელებს არამედ ამყარებს ისეთ ურთიერთობებს, რაც ძნელად შეიძლება წარმოიდგინო სულის გარეშე. ერთ–ერთი მაგალითი არის ძაღლის ერთგულება. ძნელად დასაჯერებელია, რომ არაფერი სძევს მის არსებაში მსგავსი, რაც არ ცხოვრობს ადამიანში. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ცხოველთა ზოგიერთ მოქმედებას, განა შეგვიძლია უარვყოთ უფრო მაღალი სულიერი აქტივობის არსებობა? მოდით განვიხილოთ თახვის მიერ აგებული კაშხალი. ეს ხელოვნების დონეზე შექმნილი ნამუშევარი ადამიანისათვის დიდი სულიერი ძალისხმევას წარმოადგენს. განსაკუთრებული სიბრძნე ჩანს იმაში, თუ როგორ არის ზოგიერთი მორი წყლის ნაკადისა და გარემო პირობების მიხედვით ზუსტად გათვლილი კუთხით მორგებული.
განვიხილოთ ჭიანჭველები. ყველა ჭიანჭველის ბუდეში თქვენ ნახავთ ადამიანთა ბრძნულ სახელმწიფოებრივი წესრიგის მსგავსს, მეტიც ის თანამედროვე ადამიანის სახელმწიფო წყობასაც აღემატება. ჭიანჭველები სამ ჯგუფად იყოფიან – მუშები, მამრები და მდედრები. მუშები ძალიან ჭკვიანები არიან, მდედრები –ნაკლებად, ხოლო მამრები – უფრო ნაკლებად. ნაგებობაში ყველაფერი საგულდაგულოდ არის ორგანიზებული: როგორ მოიპოვებენ ისინი ყველაფერს, რაც მშენებლობისა და ახალგაზრდების აღზრდისათვისაა აუცილებელი, როგორ ხელმძღვანელობენ საკვების მოძიების ექსპედიციებს და ა.შ. თუ ადამიანების სახელმწიფოში ამას სული სჭირდება მაშინ ჩვენ ვერ უარვყოფთ ამ არსებების სულიერებას. ხალხი ყოველთვის კმაყოფილდება „ინსტინქტით“, თუმცა არასოდეს ფიქრობენ რაიმეზე, რაც დგას ამ „ინსტიქტის“ უკან.
ჩვენ ახლა აგრეთვე უნდა განვიხილოთ სხვა მხარეც და არ უნდა გამოგვრჩეს არსებითი განსხვავება რასაც ადამიანი აკეთებს მისი სულით და ცხოველი მისი სულით. მაგალითისათვის ჩვენ დავიწყებთ განსაზღვრული ფაქტით. მოგზაურებს ხშირად შეუმჩნევიათ, რომ სიცივის გამო თუ ცეცხლს დაანთებდნენ მას შემდეგ რაც წავიდოდნენ მოდიოდნენ მაიმუნები და თბებოდნენ. მათ არასოდეს შეუმჩნევიათ, რომ მაიმუნს შეშა მიეტანა, ცეცხლი, რომ არ ჩამქრალიყო. უაღრესად მნიშნელოვანია, რომ მას ასეთი კომბინაციის გაკეთება არ შეუძლია. ის ვერანაირად ვერ შექმნის რაიმე ახალს მისი სულიერი ძალებით, როგორიცაა ცეცხლის გაღვივება ან მსგავსი მოქმედებები.
თუ ჩვენ გვსურს შევიცნოთ ცხოველის სული, უნდა დავიწყოთ როგორ განსხვავდება ადამიანის სულისაგან. ერთ ფუნდამენტური განსხვავება ადამიანისა და ცხოველის სულს შორის ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ადამიანის სულზე ბიოგრაფია, ცხოველისაზე კი – ვერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ სხვადასხვა არსებებზე თქვენი ინტერესების შესახებ, აღმოაჩენთ, რომ იგივე ინტერესს ავლენთ ცალკეული ადამიანის მიმართ, როგორც ცხოველების შემთხვევაში – ცხოველთა მთელი ჯგუფის მიმართ. ლომზე ფიქრისას შენ იგივეს გრძნობ ლომის ბაბუაზე, მამაზე, შვილზე შვილიშვილზე, მაგრამ ეს აზრი სისულელედ გამოჩნდება თუ გამოყენებული იქნება ადამიანზე.
ძაღლის მეპატრონე თუ მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ძაღლის ბიოგრაფიის დაწერა ეგ არაფერს ცვლის. ასე ჩვენ შეიძლება დავწეროთ კალამის ბიოგრაფია, ანაც ნემსისა და ქინძისთავის სიცოცხლის განსხვავებები. ეს გადაჭარბებული განსხვავებაა. ისევე როგორც ერთი ცხოველის მთელი სახეობა განსხვავდება მეორესაგან, ასევე ერთი ინდივიდუალური ადამიანი განსხვავდება მეორესაგან.
ერთი საერთო სული ცხოვრობს მთელ ცხოველთა ჯგუფში, როგორც თქვენი ათი თითი არის თქვენივე ხელების ნაწილი ასევე ყველა მგელი არის მგლის ჯგუფური სულის წევრი.
ჩვენ უფრო ზუსტად უნდა შევისწავლოთ ადამიანის სულის ბუნება, რომელიც ადრე არ იყო ისე ინდივიდუალიზებული, როგორც ახლა არის. ადამიანის ევოლუციის ერთ პერიოდში ადამიანი გაცილებით ახლოს იდგა ჯგუფურ სულთან. ტაციტუსი ქრისტე ჯვარცმიდან 100 წლის შემდეგ გვაძლევს სხვადასხვა ტომობრივი ჯგუფების სურათს. რადგანაც ადამიანის ევოლუციაში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება, მაშინ ჯგუფის ყველა წევრი ბუნებრივია გარკვეული გრადაციებით, გრძნობდა, რომ ერთმანეთს ეკუთვნოდა. ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთს ჰგავდა. მკვეთრად ინდივიდუალური ფიზიონომია არის იმის ნიშანი, რომ ჯგუფური სულისაგან ინდივიდუალური სულები გამონთავისუფლდნენ. თქვენ ჯერაც იპოვით ველურებში მეტ–ნაკლებად იგივე თვისებებს. ფიზიოგნომიკა არის იმის მტკიცეულება, რომ ინდივიდუალურობა ფორმაწარმომქმნელად მოქმედებს სხეულზე, ჩვენ სწრაფად უნდა ჩავეჭიდოთ ამ ფაქტს. ეს უფრო და უფრო გამოიკვეთება მომავალში ადამიანის რასების განვითარებისას. მოვა დრო როდესაც რასსიული ხასიათი მთლიანად გაქრება. თუ სული განსხეულდება სხვადასხვა ეროვნებებში, მაშინ ნაციონალური განსხვავებები გაქრება და თითოეულს იმდენად მეტად ემახსოვრება მისი თავი, რამდენადაც მისი ინდივიდუალობა იმოქმედებს თავის თავზე.
ქორწინება მხოლოდ ტომის შიგნით ხდებოდა. წევრები ისე იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან როგორც ერთი ხელის თითები. ტომის ერთი წევრი სხვა წევრზე განხორციელებული ბოროტებისთვის ისე იძიებდა შურს თითქოს ეს სიავე თავათ გადახდენოდა თავს. ეს კავშირი სულ უფრო ქრებოდა. რაც უფრო დიდი და ზოგადი ხდებოდა ადამიანთა გაერთიანებები მით უფრო ინდივიდუალური ხდებოდა სული და ხასიათი. რაც უფრო ქრება გარეგანი განსხვავებები, მით უფრო მეტად იზრდება ინდივიდუალობა.
როგორ განსხვავდება ადამიანის ჯგუფური სულები ცხოველისაგან? ამისათვის ჩვენ კიდევ უკან, მათი წარმოშობის ისტორიაში უნდა ჩავიხედოთ.
იყო დრო როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ისე არ ცხოვრობდა, როგორც ახლა, თავისი არსების სხვადასხვა სხეულებრივ გარსსა და სულიერ ჩანასახში. (შენიშვნა N1) ვგულისხმობ ლემურიულ ეპოქას. იმ დროს უმაღლესი არსებები იყვნენ ადამიან–ცხოველების მაგვარი, ფიზიკური ეთერული და ასტრალური სხეულებით და მე სხეულისაკენ (ეგოს) მიდრეკილებით. ესენი იყვნენ არსებები, რომლებიც მზად იყვნენ ღვთიური საწყისის მიღებისათვის. სულს, რომელიც ახლა მათ შინაგან არსებაში ცხოვრობს ჯერ არ ჰქონდა დატოვებული ღვთაების წიაღი, ის ჯერაც სულიერ–მშვინვიერ სფეროში ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ ჭურჭელი, რომელშიც 1000 წვეთია, ეს წვეთები ერთმანეთში გადადიან შერევის გარეშე და ასე ქმნიან ერთობას. ახლა აიღეთ 1000 ღრუბელი, რომელთაგან თითოს თითო წვეთის შეწოვა შეუძლია და ჩაუშვით ამ ჭურჭელში. შემდეგ თითო ღრუბელი გაივსება ერთი წვეთით. ანალოგიურად უნდა იფიქროთ, რომ ადამიანური გარსებმა მსგავსად შთანთქეს ღვთაებრივ ჩანასახი. ამით ისინი პირველად გახდნენ ინდივიდუალურები და დამოუკიდებლები.
წარმოიდგინე, რომ დასაწყისში სული არ დასახლებულა თითოეულ მათგანში არამედ ერთი სული გადანაწილდა მრავალთა შორის. რაც ახლა ერთშია დასახლებული მაშინ მთელ ტომში ცხოვრობდა. აქ თქვენ ახალი კონცეფცია უნდა გაითავისოთ. ასეთი ჯგუფური სული არ კვდება. სიკვდილის მშვენიერი, მნიშვნელოვანი მხარე არის ინდივიდუალური ადამიანის სულის სპეციფიკური პრივილეგია. თუ ჯგუფური სულის ერთი ნაწილი კვდება, ის მაშინვე ცვლის მას, ისევე, როგორც პოლიპი ცვლის მოჭრილ საცეცს. ამრიგად ჯგუფური სული, რომელიც ფიზიკურ სამყაროში არ ეშვება, სიკვდილს როგორც ერთი წევრის, ნაწილის დაკარგვას ისე აღიქვამს, დაბადებას კი – როგორც ახალი წევრის, ახალი ნაწილის დამატებას. მას არ ხვდება სიკვდილის პრივილეგია. სიკვდილი ინდივიდუალურ არსებაში შემოდის მხოლოდ მაშინ, როცა ცნობიერება აცხადებს – „მე ვარ“. ადამიანი სიკვდილის მეშვეობით იბრძვის და აღწევს უფრო მაღალ არსებობას. სიკვდილის დაუძლევლად ადამიანს უფრო მაღალ არსებობამდე აღწევა არ შეეძლებოდა.
ცხოველის სულის პოვნა შეიძლება ასტრალურ სფეროში, ის მის ყოველ წევრთან დაკავშირებულია ძაფისმსგავსი კავშირით. იმისათვის, რომ გაიგოთ ცხოველის სული როგორ წარმოიშობა თქვენ უნდა გესმოდეთ რა ქმნის ადამიანს ისეთ ფიზიკურ არსებად როგორიც არის. როდესაც ღთაებრივი ჩანასახები დაეშვნენ მათ მათი მიმღებები აღმოაჩინეს, რომ იყვნენ ძალიან განსხვავებულები. ბევრი მათგანი განსაკუთრებით განვითარებული იყო კონფლიქტისათვის. სხვები უფრო მეტი შრომისათვის, მოთმინებისათვის და ა.შ. ამრიგად სხვადასხვა სხეული დიდად განსხვავდებოდა განვითარებაში თუნდაც გარეგნული ფორმით.
რაც დღეს არსებობს, როგორც დაბალგანვითარებული ცხოველები, მწერები, და ა.შ. დედამიწის წინა ინკარნაციის პერიოდში უკვე გამოეყო და დამოუკიდებლად განვითარდა. ახლა ჩვენ მხოლოდ იმ ცხოველებს განვიხილავთ, რომლებიც თევზების დონიდან იწყება. ძუძუმწოვრები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ, როდესაც ეს ღვთიური საწყისები (სულები) მომზადებულ სხეულებში ჩამოვიდნენ - რომლებიც გარეგნულად (და არა შინაგანად) დაახლოებით თევზის სხეულის დონეზე იყვნენ.
იმ დროის ადამიანი იძულებული იყო ნახევრად ცურვით, ნახევრად ტივტივით გადაადგილებულიყო, რისთვისაც მას ფარფლისმაგვარი ორგანოები ჰქონდა. ის, რაც მის სხეულში ხდებოდა დედამიწაზე, ხდებოდა მასში მყოფი ადამიანის სულის მეშვეობით. მხოლოდ ხანგრძლივი ევოლუციის განმავლობაში გარდაიქმნა ეს სხეული დღევანდელ სხეულად. ბევრი საგანი დარჩა სტაგნაციაში დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა ვინაიდან ამასობაში დედამიწა გარდაიქმნა, ეს უმოძრაობა სხეულების განვითარების დეგრადირების მიზეზი გახდა. ავიღოთ ორი ძმა. რომელთაგან ერთი გარდაიქმნება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. მეორე კი უცვლელად დარჩა ბავშვობის სტადიაზე. 60 წლისა ის უკვე არ გამოიყურება, როგორც ბავშვი. ამგვარად, დღევანდელი თევზები დეგრადირდნენ და განსხვავებულად გამოიყურებიან, ვიდრე ადრე გამოიყურებოდნენ.
კაცობრიობა კიდევ უფრო განვითარდა და ყველაფერი ძუძუმწოვრის სხეულისთვის მოირგო. ყველგან კვლავ არიან ისინი, რომლებიც არ განვითარდნენ – ჩამორჩენილი ადამიანური არსებები. თუ ნამდვილად სწორად გაიაზრებ მიხვდები, რომ ყველა ცხოველი ადრეულ ასაკში დაბერდა ძალიან ადრეულ ასაკში, მიიღო ფიქსირებული ფორმები, რომლებიც უნდა გადაელახა. ისინი ასე ვთქვათ მთელი ევოლუციის განმავლობაში კრისტალიზებულები არიან.
აღმავალმა განვითარებამ გარკვეული მახასიათებლების მიმართ ადამიანი ნამდვილად უჩვეულო მდგომარეობაში მოიყვანა. მან დაკარგა უსაფრთხოება. ტყვეობაში მყოფი მაიმუნები მალე იღუპებიან ტუბერკულოზითა და სხვა დაავადებებით. ცხოველებს არ შეუძლიათ დადგნენ ადამიანის განვითარების გზაზე. ცხოველები ადამიანის ცხოვრების წესი ვერ უძლებენ. საკვების თვალსაზრისითაც კი, მათ გარკვეული უსაფრთხოების განცდა აქვთ. თუ ძროხა მდელოზე დადის, მან ზუსტად იცის, რომელი მცენარეებია მისთვის სასარგებლო. ადამიანს ეს უკვე აღარ შეუძლია. მას გაურკვევლობა სჭირდება, რათა არჩევანის თავისუფლებამდე მიაღწიოს. ეს დღევანდელი გაურკვევლობა აუცილებელია, რათა უფრო მაღალ დონეზე მოიპოვოს უსაფრთხოება. ადამიანი უფრო მაღალ საფეხურებს ეგუება. ამგვარად მისი დაუცველად ქცევა არის გარანტია, რომ ის გახდება დამოუკიდებელი.
უსაფრთხოების შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ არსებას ჯერ არ მიუღწევია იმ დონემდე, სადაც ეგოს შეუძლია ინდივიდუალურ არსებაში მოქმედება. ჩვენ ისევე ცოტა უნდა გვიკვირდეს ცხოველების სიბრძნეზე, როგორც საკუთარი ხელის ჭკუაზე. ცალკეული თახვი მხოლოდ ჯგუფური სულის მოსამსახურეა ასტრალურ დონეზე.
ჭიანჭველა თახვისაგან საკმაოდ განსხვავებულ საფეხურზე დგას და საკმაოდ შორს ჩვენგან, რადგან ის უკვე გამოეყო დედამიწის ადრინდელ პლანეტარულ მდგომარეობაში, დედამიწის წინა განსხეულებაში. ცალმხრივი განვითარებით (შენიშვნა N5) ის უფრო შორსაა წასული ვიდრე ადამიანი. ადამიანი ფიქრობს, გრძნობს, სურს რაც ურთიერთკავშირშია. თუ მე ვნახე რაღაც რაც მომწონს – ვებღაუჭები, იდეა ნებას იწვევს. ამ ურთიერთკავშირის არ არსებობის გამო ადამიანი ძალიან დაუცველი იქნებოდა. ჩელასთან (სულიერ მოწაფესთან) გრძნობა, იდეა და ნება განცალკევებული არიან (შენიშვნა N2). ზოგადად კაცობრიობა ამას პირველად მიაღწევს დედამიწის იუპიტერის სტადიაზე (შენიშვნა N3), მაგრამ სანამ ამ გამოცდილებას მიაღწევს მას ზღურბლის მცველი (შენიშვნაN4) ხვდება და მთელი მისი წარსული ცხოვრების შესახებ ნათელს მოჰფენს.
ეს სამად დაშლა – ნების გრნობის და იდეის განცალკევება, ზოგიერთმა ცხოველთა ჯგუფურმა სულებმა ნაადრევად გაიარეს. სინამდვილეში, ჩელას ტვინის ცალკეული ნაწილები ისეა დიფერენცირებული, როგორც ჭიანჭველები – ჭიანჭველების ბუდეში. ჭიანჭველებმა ეს ნაადრევად შეასრულა და ახლა ისინი დარჩნენ, როგორც ნაკლებად მომწიფებული, მაგრამ ჭკვიანი ბავშვი. თახვის ჯგუფურ სულს აქვს შესძლებლობა ის ნაკლი გამოასწოროს, რაც ადრინდელ ეტაპზე ხელიდან გაუშვა; ჭიანჭველის სულმა კი ეს სამუდამოდ დაკარგა და სრულიად სხვა გზებს მიჰყვება. (შენიშვნა N6)
ცხოველთა სულები არის ადამიანთა სულები, რომლებიც ცალმხრივად განვითარდნენ. ოკენი (შენიშვნა N7) ამბობს: „ენა არის მელანთევზა“. ბუნებრივია ეს მხოლოდ სიტყვასიტყვით არ უნდა მივიღოთ. თუმცა არსება, რომელშიც ენის მახასიათებლები ზედმეტად გამოხატული გახდა, იმავე დონეზე ჩერდება.
პარაცელსუსმა (შენიშვნა N8) თქვა ღრმადმნიშნელოვანი სიტყვები: „თუ ბუნებას შევხედავთ, ჩვენ უბრალოდ ცალკეულ ასოებს ვხედავთ, ხოლო სიტყვა, რომელსაც ისინი ქმნიან, არის ადამიანი.“ ადამიანში ერთიანობაში არსებული ყველა განსხვავებული თვისება, რომ წარმოვიდგინოთ სხვადასხვა სხეულებზე გადანაწილებულად, ეგ იქნებოდა ჯგუფური სული. ცხოველები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლების ცალმხრივ განვითარებაში გაქვავდნენ.
ადამიანი მისი უსაფრთხოების დაკარგვის შედეგად გახდა აღმომჩენი. პირველი ელემენტი რომელიც მან შეისწავლა და სამსახურში ჩაიყენა იყო ცეცხლი. ამით მან მიაღწია ცივილიზაციის პირველ საფეხურს. ის არის სხვადასხვა ცხოველური სულების ენციკლოპედია.
ახლა კი ერთი საკითხს უნდა მოეფინოს ნათელი. თუ დაბალ ცხოველებს შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ მათ არ შეუძლიათ ტკივილი ან სიამოვნება ხმის მეშვეობით პირდაპირ გამოხატონ. მწერები ხმას გამოსცემენ, მაგრამ ეს სხეულის მიერ წარმოქმნილი ხმაურია. ოკულტური მეცნიერება აქ მკაცრად ასხვავებს ხმის გამომცემ და უხმო ცხოველებს. პირველად ადამიანში ხდება შინაგანი ხმის სიტყვად, მეტყველებად ქცევა. უმაღლეს ცხოველებსაც კი მხოლოდ ცალმხრივად განვითარებული ხმები აქვთ. მომავალ ეპოქაში ცხოველთა ჯგუფური სულები (არა ცალკეული ცხოველები) გადაიქცევიან ადამიანებად, მაგრამ სრულიად განსხვავებული აგებულებით, ვიდრე დღევანდელი ადამიანი. თეოსოფიამდეც კი, ეს იგრძნო გოეთემ და მშვენივრად გამოხატა თავის „ცხოველთა მეტამორფოზში“: რომ ისინი (ცხოველები) ჰგვანან ადამიანს, რომელიც ნაწილებად არის დაყოფილი, რომ მთელი ცხოველთა სამყარო იყურება ადამიანის ფორმიდან. ასე რომ, ადამიანი საკუთარ თავზე საუბრისას მიმართავს ყველა ცხოველურ არსებას: ,,ყველა ეს, მოქცეული ერთში, ხართ თქვენ!“
შეკითხვა: თუ ელის ადამიანის ევოლუციას შემდგომი დიფერენციაცია?
პასუხი: დიახ. და ამას თეოსოფიაში ეწოდება „კრიზისის გავლა“. ახლა ჩვენ ვართ მეხუთე ძირეულ რასაში (შენიშვნა N9). მეექვსე რასაში ჩვენ ვნახავთ სრულიად განსხვავებულ რასას, კეთილს და ლამაზს, განსხვავებით იმ ადამიანთა რასისგან, რომელიც იქნება განდევნილი, საშინლად მახინჯი, ცხოველის მსგავსი, ავხორცი, ბოროტი, გაცილებით უფრო საშიში, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი კაცობრიობა, რადგან ეს რასა განაგრძობს დაღმავალ განვითარებას. საკმაოდ ნათლად ნაჩვენებია ეს დაყოფა აპოკალიფსის დროს უკანასკნელ სასჯავროზე. ის ვინც სრულიად უანგაროა ახლავე შეიძლება გახდეს მეექვსე რასისთვის მზად. შეიძლება მან მაინც განაგრძოს განსხეულება, მაგრამ მხოლოდ სხვების დასახმარებლად. ბევრს შეიძლება სამსჯავრო მკაცრად მოეჩვენოს, თუმცა როგორც ვიცით მათ აქვთ არჩევანი. სწორად გამიგეთ, არა რეინკარნაციისათვის, არამედ მეექვსე რასისათვის.
შეკითხვა: მოხუცები რატომ სუსტდებიან გონებრივად თუ მათი სული არ იცვლება?
პასუხი: რა თქმა უნდა სული არ იცვლება, სულიერი ევოლუციის ეტაპი შეუქცევადია, მაგრამ მისი ინსტრუმენტი სუსტდება. წარმოიდგინეთ დიდი პიანისტი, რომელსაც ცუდი ინსტრუმენტით აღარ შეუძლია ისე დაკვრა, როგორც მას შეეძლო კარგ ინსტრუმენტზე მანამდე. თქვენ იტყვით, რომ სულმა უკვე აღარ იცის საკუთარი ეტაპი. დიახაც სული ვერ ხედავს საკუთარ თავს, სანამ ფიზიკურ სხეულშია. აქ მხოლოდ სულის ანარეკლი, სარკისებური ანარეკლი შეიძლება მოიძებნოს. თუ სარკე დაბინდულია ან გატყდა, მაშინ მას აღარ შეუძლია იგი აირეკლოს. ჩელა სინამდვილეში პირველია, ვისაც შეუძლია საკუთარი სული აღიქვას.
შენიშვნები
1) ანთროპოსოფიის მიხედვით ადამიანი განიხილება 7 წევრიან არსებად რომელთაგან 4 უკვე არსებული, ქვედა წევრია (ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული, ასტრალური სხეული, მე სხეული–ეგო) ხოლო 3 კი ზედა – ატმა, ბუდჰი მანასი. ეს უკანასკნელი სამი წევრი მას ჩანასახოვან მდგომარეობაში აქვს და მომავალში უნდა განვითარდეს.
2) ჩელა (Chela) – სანსკრიტულად „მოწაფე“, „სტუდენტი“, „მიმდევარი“. სულიერი მოწაფე, რომელმაც გაიარა გარკვეული სულიერი დახელოვნება. მისი ნება, აზროვნება და გრძნობა ტრადიციული კავშირიდან გამოყვანილია და ცალკე დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. ის ვინც აქტიურად მუშაობს ცხოველური არაცნობიერი მდგომარეობების გადალახვაზე შემდეგი გზებით – მედიტაცია, ეზოთერიული განსწავლა, მორალური დახვეწა)
3) ზღურბლის მცველი – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სულიერი ფენომენია, რომელიც სულიერი განვითარების გარკვეულ იმ ეტაპზე ჩნდება, როდესაც ადამიანი ცდილობს შეაღწიოს ზენა სამყაროში.
4) იუპიტერის ეპოქა – ანთროპოსოფიულ კოსმოლოგიაში სტადიები (ეპოქები) ადამიანის და პლანეტარული ევოლუციის ეტაპებია, სადაც ყოველი მათგანი ასრულებს კონკრეტულ სულიერ მისიას. პლანეტარული სახელები (სატურნი, იუპიტერი და ა.შ.) არა ასტონომიულ ობიექტებს, არამედ სულიერი მდგომარეობების სიმბოლოებს გამოხატავს. იუპიტერი სტადია არის მომავალი ეპოქა, რომელიც დაახლოებით 6000 წლის შემდეგ უნდა დადგეს მას შემდეგ, რაც დასრულდება ახლანდელი ანუ დედამიწის ეპოქა.
5) „ცალმხრივი განვითარება“ – ეზოთერიულ ტრადიციაში ცხოველები განიხილება, ადამიანის სულების რეგრესული ან სპეციალიზებული ფორმები, რომლებმაც გარკვეული თვისებები (ძალა, სისწრაფე, ინსტიქტები და ა.შ.) გადაავარჯიშეს, მაგრამ სულიერი მრავალმხრივობა დაკარგეს.
6) „თახვი და ჭიანჭველა“ – რუდოლფ შტაინერი ასახავს ევოლუციურ გზებს: თახვის სულს შეუძლია „დაგვიანებით“ განვითარება, ხოლო ჭიანჭველის სული უკვე სხვა მიმართულებით წავიდა.
7) ლორენც ოკენი (ნამდვილი გვარი ოკენფუსი) – გერმანელი ბუნებისმეტყველი და ნატურფილოსოფოსი.
8) პარაცელსუსი (ნამდვილი სახელი და გვარი ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოჰენჰაიმი) — აღორძნების ეპოქის ექიმი, ბოტანიკოსი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი და ოკულტისტი.
9) მეხუთე ძირეული რასა – ადამიანთა ევოლუციის ერთ–ერთი ეტაპი, კოსმოლოგიურ–ისტორიული კონცეფცია ანთროპოსოფიაში. რომელიც გაგრძელდება ახალი წელთაღრიცხვის 7893 წლამდე.