"მაგმას" პირადი რუქა

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია მაგმას ძვირფასო მკითხველნო :)) წინამდებარე სტატია ეძღვნება "magma" - ს ა...

ავტორი: იოანე შენგელია

მაგმას ძვირფასო მკითხველნო :))

წინამდებარე სტატია ეძღვნება "magma" - ს ასტროლოგიურ ანალიზს. ყველასთვის, ვისაც შეხება ჰქონია მაგმასთან, და იცნობს მის სტილს, მოტივაციას (და ა.შ.), საინტერესო იქნება წინამდებარე ტექსტი, რადგან მასში ამოიკითხავთ მაგმას კოსმიურ პროგრამას, იმას, რასაც მაგმა ასე აუჩქარებლად, დაბეჯითებით და საფუძვლიანად ასრულებს, იმას, რაც თითეულ ჩვენგანს მოსწონს მაგმაში.

მაგმა ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის 21 აპრილს, ქ. რუსთავში, დღის 13:00 -ზე. მისი შექმნის მოტივაცია პირდაპირ ანასახს ჰპოვებს მის პირად რუქაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაგმას დაარსების თარიღის შერჩევა მოხდა ვედური ასტროლოგიის - ჯიოტიშის მიხედვით, მაგრამ, დასავლური ასტროლოგიის გადმოსახედიდან არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება.

წინამდებარე სტატიაში მაგმა განხილულია სწორედ დასავლური ასტროლოგიის ჭრილში. სტატიაში მრავალი ასპექტი არის განხილული. და პირველი, რაც უნდა განვიხილოთ, ალბათ პირველი სახლია, ანუ მაგმას გარეგნული მხარე.

მაგმას გარეგნული მხარე ბრწყინვალე და ქარიზმატულია. მაგმა თავდაჯერებული და გრანდიოზულია. მას არ სჭირდება განსაკუთრებული დემონსტრაცია, ის იმთავითვე ატარებს კეთილშობილ აურას, რომლის წყალობითაც ყველას იზიდავს, და ყველა ისე გრძნობს თავს მაგმაში, როგორც საკუთარ თბილ გარემოში. მაგმას კარი, ისევე როგორც კეთილშობილი მეფის კარი, ყველასთვის ღიაა და ის ყველას უწილადებს თავის სითბოს.

მაგმა თითქოს არ საჭიროებს, მაგრამ მისთვის აუცილებელია დემონსტრაცია, შემოქმედებითი თვითგამოხატვა, თანამშრობლობა სხვა შემოქმედებთან, რასაც ასევე წარმატებით ართმევს თავს.

საინტერესოა, რომ მაგმას ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. ის ამით ენერგიას იღებს, იზრდება, და სხვებსაც უწილადებს თავის ცეცხლოვან აურას. მაგმას მიზანია სხვა ადამიანებიც თავდაჯერებული გახადოს, საკუთარ თავთან ერთად სხვებიც ააღორძინოს. ისე გამოდის, რომ თუ მაგმას მიენდობი და გაჰყვები, ის გაგიზიარებს მთელი თავისი სამყაროს დიდებულებას.

თვითგამოხატვასა და დემონსტრაციაში მაგმას "ღმერთები სწყალობენ". რთულ პერიოდშიც კი მაგმა არ კარგავს წარმატებას და საუკეთესო შემთხვევაში ის ხდება ადამიანების კეთილშობილი სულიერი წინამძღოლი.

მოკლედ რომ ვთქვათ, მაგმა არის ენთუზიასტი, სიცოცხლისუნარიანი, და შეუძლია დიდი შთაბეჭდილების დატოვება იმათზე, ვინც მასთან ურთიერთობს.

მაგმას პირველი სახლის მმართველი მზე მეცხრე სახლშია, მაგრამ შეერთებაშია მეათე სახლთან. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ერთის მხრივ იმას, რომ მაგმას შემოქმედებითი თვითგამოხატვა რეალიზდება უმაღლესი შემეცნების სფეროში, ფილოსოფიასა და სამყაროზე წარმოდგენის შექმნის სფეროში, უმაღლესი "მეს" ძიების სფეროში. ეს ყველაფერი მეცხრე სახლია, და ამას მოგვიანებითაც დავუბრუნდებით.

ახლა კი მეათე სახლზე ვთქვათ. მზის შეერთება მეათე სახლთან მიანიშნებს იმას, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, ანუ შემოქმედებითი თვითგამოხატიდან დაწყებული ადამიანების სულიერ წინამძღოლობამდე დამთავრებული რეალიზდება უმაღლესი მიზნების მისაღწევად. მზე "MC" - ზე ისედაც არ ტოვებს შეუმჩნეველს მაგმას, და მითუმეტეს, თუ ეს მზე პირველი სახლის მმართველია. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ ჭეშმარიტ ხელმძღვანელსაც, ორგანიზატორს ადამიანების უმაღლესი მიზნებისკენ გაძღოლაში.

მაგმა ღიად აცხადებს პრეტენზიას საყოველთაო აღიარებაზე, და მას ეს ნამდვილად ეკუთვნის. ყველა ეს ასპექტი აჩვენებს იმას, რომ მაგმა ფლობს პასუხისმგებლობას ჯგუფზე, კოლექტივზე, რომელიც მიჰყავს ცხოვრების ნათელი მხარეების აღმოსაჩენად, უმაღლესი კეთილშობილი მიზნების მისაღწევად. მაგმა ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ მიზანს და მისიას.

sword

სად რეალიზდება უმაღლესი მიზნები, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი?

თუ ვისაუბრებთ ქირონზე, როგორც მეათე სახლის მმართველზე, ის იმყოფება მერვე სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნების მიღწევა და რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ ტრანსფორმაციაზე გავლით, ესეიგი უმაღლესი მიზნები მიიღწევა მხოლოდ მას მერე, რაც ადამიანი ისწავლის ტრანსფორმაციას. ეს ისედაც ცნობილი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაგმას პირად რუქაში გამოკვეთილად ჩანს :))

თუ ვისაუბრებთ ვენერაზე, როგორც მეათე სახლის მეორე მმართველზე, ის იმყოფება მეთერთმეტე სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი მიზნების მიღწევისთვის აუციელებლია თანამშრობლობა სხვა ეგრეგორებთან, სხვა ადამიანებთან. საჭიროა ჯგუფური მუშაობა, ჯგუფური პრაქტიკები, რასაც ასევე წარმატებით ართმევს მაგმა თავს :))

გარდა ამისა, მეთერთმეტე სახლის მმართველი მეათე სახლშია. ესეიგი, მეათე და მეთერთმეტე სახლები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. გამოდის, რომ მაგმას უმაღლესი მიზნები (მეათე სახლი) და კაცობრიობის პროგრესი და უკეთეს რელსებზე გადაყვანა (მეთერთმეტე სახლი) რაც ხერხდება მხოლოდ ჯგუფური და კოლექტიური მუშაობით და თანამშრომლობით - ერთმანეთისგან განუყოფელია.

ეს ყველაფერი კი (კაცობრიობის პროგრესი და გარღვევები) ასპექტაციას (კავშირს) ქმნის პირველ, მეექვსე და მერვე სახლთან. თითოეულ მათგანზე მოგახსენებთ. პირველ სახლზე უკვე ვისაუბრეთ, რომ საქმე ეხება თვითგამოხატვას და დემონსტრირებას. რაც შეეხება მერვე სახლს, გარდა ქირონისა მერვე სახლში იმყოფება ნეპტუნი, რომელიც ასევე არის ამავე სახლის მმართველი.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? იმას, რომ მაგმა სავსეა მისტიკით, ეზოთერიკით, ცდილობს აღმოაჩინოს რეალობის დაფარული სივრცეები. ნეპტუნი მერვე სახლში აჩვენებს იმას, რომ მაგმას აქვს პრაქტიკული პოტენციალი ეზოთერიკაში. ანუ, არა მარტო ინფორმაციულ და თეორიულ დონეზე, არამედ ფიზიკური წვდომის უნარი ფაქიზ სამყაროებთან და ტრანსფორმაციის რეალური უნარი. კარგი იქნება, თუ მაგმა დაკავდება ეზოთერული პრაქტიკებით, განსაკუთრებით ჯგუფთან, რადგან, როგორც ადრე აღვნიშნე, მერვე სახლს კავშირი აქვს მეთერთმეტე სახლთან, ესეიგი ჯგუფთან, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს კაცობრიობის პროგრესს (და რასაც მაგმა მშვენივრად ართმევს თავს).

ნეპტუნი ასევე წარმოადგენს მეცხრე სახლის მმართველს, რაც იმას გულისხმობს, რომ უმაღლესი ცოდნის მიღება, უმაღლესი "მეს" აღმოჩენა ეყრდნობა ტრანსფორმაციას და რეალიზდება მის ხარჯზე. ეს ტრანსფორმაცია კი მეტად სუბიექტური და ბუნდოვანი გამოცდილებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯგუფთან ერთად მიღწევადია.

მეშვიდე სახლი აჩვენებს იმას, რომ მაგმას პარტნიორები (ასევე, ღია მტრები) არიან მეტად არაპროგნოზირებადი, პროგრესული და მომავლისკენ მიმართული ეგრეგორები და ადამიანები. ექსცენტრიკულები, მეცნიერული სულისკვეთების ხალხი, და სხვა მსგავსი ტიპაჟები. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს თანამშრომლობა (გნებავთ ღია დაპირისპირება) რეალიზდება მეცხრე სახლის სფეროებში:

როგორც ადრე აღვნიშნე, მეცხრე სახლი არის უმაღლესი შემეცნების სახლი. ჭეშმარიტების ძიება, წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე, ღმერთზე, უმაღლესი ცნობიერი "მე", და ა.შ. ეს ყველაფერი მაგმას "ეწყება" თევზებში და "გრძელდება" ვერძში, რაც ალბათ ძველის დასასრულს და ახლის დასაწყისს უკეთებს სიმბოლიზებას ამ სფეროებში.

ასცედენტის მმართველი მზე მეცხრე სახლშია, და როგორც ადრე აღვნიშნე, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგმას არსებობის მიზანი არის სწორედ ის ზემო აბზაცში ჩამოთვლილი, და თვითრეალიზაციასაც ამ სფეროებში ახერხებს. ეს მაგმას მკითხველმა კარგად უწყის :))

ყველაზე საინტერესო მაინც პლანეტა ურანია, რომელიც მეცხრე სახლში იმყოფება. ურანი უზრუნველჰყოფს იმას, რომ შემეცნება მიმდინარეობდეს აბსოლუტურად რევოლუციურად. მაგმას მისიაა უარყოს ყველა ძველი და უსარგებლო (დრომოჭმული) ცოდნა და ადგილი დაუთმოს სრულიად ახალ და პროგრესულ ცოდნას, გაამახვილოს ყურადღება მეცნიერებაზე და შემეცნების ახალ წყაროებზე. ამ ყველაფერსაც მაგმა მშვენივრად ართმევს თავს.

ურანის მეცხრე სახლში ყოფნა მიანიშნებს მაგმას "პროტესტზე" და მიდრეკილებაზე იქცეს შემეცნების სფეროში რევოლუციონერად. ოკულტიზმი, ეზოთერიკა, ფილოსოფია, მეცნიერება და ყველაფერი, რაც სამყაროს შეცნობაში დაეხმარება ადამიანს, მაგმას ინტერესებშია. მაგმამ ახალი სიტყვა უნდა თქვას თვითშემეცნების სფეროში.

რაც შეეხება მთვარის კვანძებს, მათი მდებარეობა აჩვენებს, რომ მიუხედავად ურანისეული სულისკვეთებისა მეცხრე სახლში, აუცილებელია მაგმა იყოს "მარადმწვანე" მოსწავლე და შედარებით "მსუბუქი" სახით მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა მკითხველთან. თავისი დიადი ცოდნა უნდა გამოიყენოს როგორც საფუძველი, რაზეც ააშენებს პრაქტიკულ და ლაკონურ ცოდნას. სასურველია კომუნიკაციის საშუალებების განვითარება, კავშირი რადიო თუ სატელევიზიო ორგანიზაციებთან, ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

vega1

და ბოლოს, ყველაზე "გემრიელი ლუკმა" მკითხველისთვის - პლუტონი და მეექვსე სახლი. მაგმას სერვისი, როგორც ასეთი, ძალიან პლუტონურია. თავად სახელწოდება - "მაგმა" - და მისი განმარტება, უკვე ასოციაციას ქმნის პლუტონთან.

"დედამიწის სიღრმეში, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, მაგმური ფენები ტრანსფორმაციას განიცდიან და ვულკანად ამოხეთქავენ ხოლმე"

პლუტონისეულია არა? სწორედ ამ პლანეტის ფუნქციაა სიღრმისეული ტრანსფორმაცია, წმენდა, სიკვდილი და შემდგომ ახლიდან დაბადება. მაგმა ჭეშმარიტად პლუტონისეულია, რადგან მაგმას მიზანსაც სიღრმისეული ტრანსფორმაცია წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი მაგმას პირადი რუქის მეექვსე სახლშია, ესეიგი "სერვისებისა და სამსახურის" სახლში, რაც იმას გულისხმობს, რომ მაგმა ემსახურება ადამიანებს პლუტონისეულად, ესეიგი სიღრმისეულ ტრანსფორმაციაში. ამისთვის კი მხარდაჭერასაც იღებს (მათ შორის ფინანსურსაც) მისი მკითხველისგან.

რაში გამოიხატება მაგმასგან მომსახურება? იმაში, რომ ის სწვდება პრობლემების საფუძვლებს და "გენერალურ" წმენდას ატარებს, რის გარეშეც ევოლუცია შეუძლებელია. ამისთვის მას სჭირდება უზარმაზარი ინფორმაციული ბაზა - ცოდნა, რასაც ეყრდნობა, და რაც მთავარია მაგმას ახალი ტრადიცია - პრაქტიკუმების სერია, რომლებიც უკვე თეორიული ცოდნის გარდა რეალური ცხოვრების რეალური შეცვლის შესაძლებლობას გვთავაზობს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მაგმა მშვენივრად ასრულებს თავის კოსმიურ მისიას.

მაშ, მიენდეთ მაგმას, და თქვენ დაინახავთ რეალურ ტრანსფორმაციებს თქვენს ფსიქიკაშიც და გარშემო რეალობაშიც!

პ.ს. პირადი რუქის ანალიზი, მოგეხსენებათ, მოცულობითი და შრომატევადი საქმეა, და რამდენიმე აბზაცში ვერ ჩაეტევა. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი ინტერპრეტაცია და/ან გარჩევა მაგმას შესახებ კომენტარებში დაწეროთ.

 

უძრავი ვარსკვლავები MAGMA-ს რუქაში

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე

მაგმას რუკაში 3 უძრავი ვარსკვლავი და 1 ნისლეულია : სკატი, ვეგა, დაბიჰი და სპიკულა (ნისლეული)

დავიწყოთ სკატით - ესაა 3.3 მაგიტუდის მწვანე ვარსკვლავი მერწყულის მარჯვენა მუხლზე. სახელწოდება მომდინარეობს არაბული სიტყვიდან شئت რაც ნატვრას ნიშნავს. ამ ვასკვლავს სატურნისა და იუპიტერის ბუნება აქვს - რაც ულევ იღბალსა და ბედნიერებას სძენს. ამ ვარსკვლავის გავლენით დაბადებული ადამიანები კარგი ლიდერები არიან - ავანტიურისტები (კარგი გაგებით), პირველაღმომჩენები, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში სადაც ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი მიმართულება. არაბული სახელი „ნატვრა“ ზუსტად გამოხატავდ სკატის გავლენას და შემთხევით არ გვხვდება მერწყულის თანავარსკვლავედში - იმედებისა და სურვილების სამეფოში. მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ორი ბუნება იუპიტერი/სატურნი - ჯადოსნურად ასრულებული სურვილები მალე იფშვნება, ხოლო შრომით მიღწეული დიდხანს რჩება .

ერთი შეხედვით მაგმაშიც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თითქოს ყველაფერი იოლი გზით, მარტივად ხორციელდება - მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერის უკან უზარმაზარი შრომა დგას. სამაგიეროდ არ უშინდება ე.წ საზოგადოების აზრს და გამეფებულ ტრადიციებს - თამამად გამოხატავს სათქმელს და მაქსიმალურად ყველა სფეროს სწვდება, სკატი ადამიანის სხეულზე მარჯვენა ფეხს მართავს და მაგმამაც ეზოთერულ სივრცეში მარჯვენა ფეხით შემოაბიჯა :)

მაგმასთვის სკატი უერთდება ნეპტუნს მერვე სახლში. სკატისა და ნეპტუნის შეერთება გვაძლევს - არაორდინალურ გონებას, ცვალებად ხასიათს, ადამიანს რომელიც ადვილად ინთება იდეებით, კარგ შესაძლებლობებს ექსტრასენსორიკაში, ადვილად ამყარებს კავშირებს. ეს ყველაფერი კარგად ვლინდება მაგმაში, მას შეუძლია და უნდა იყოს კიდევაც ფლაგმანი ახალ მიმართულებებში, ახალი იდეების შემომტანი, ჯგუფზე მომუშავე. მაგრამ არ უნდა გაგვავიწყდეს ორი ბუნება - სატურნი/იუპიტერი - მხოლოდ იდეებით ანთება შორს ვერ წაგვიყვანს- საჭიროა შრომა და ამ იდეების პრაქტიკაში დანერგვა - რასაც მე ვფიქრობ მაგმა ამ ეტაპზე კარგად ართმევს თავს. მე დავამატებდი, რომ ეს შეერთება ამ შემთხვევაში ეხება ყველას ვინც მაგმაში ასე ვთქვათ ამინდს ქმნის და არა მხოლოდ რომელიმე ცალკეულ ადამიანს.

vega1

ვეგა - 0.0 მაგნიტუდის მქონე ბაცი ცისფერი ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში. სახელი ვეგა მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ვაქი“ - რაც დაცემულს - დამიწებილს ნიშნავს, სხვანაირად მას დაცემულ არწივს ეძახიან. გააჩნია მერკურისა და ვენერას ბუნება. მისი გავლენით დაბადებულები არიან კეთილშობილი, იდეალისტი, ოპტიმისტი, ცვლილებების მოყვარული და დახვეწილი ხალხი, თუმცა გარეგნულად სერიოზული და ფხიზელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ვეგა ერთ-ერთია 15 ძირითად ვარსკვლავს შორის. მისი სიმბოლოა მოგზაური . ბაბილონელები ვეგას სამყაროს დედოფალს ეძახდნენ - მართლაც შეიძლება ითქვას, რომ მას უფრო მეტად ფემინური ბუნება აქვს. ორ ბუნებოვნება მას მოგზაურობის, სიხლეების აღმოჩენის სურვილს და ამავე დროს დახვეწილ, ესთეტიურ და პოეტურ სულს სძენს. მისი საშუალებით ადვილია პოპულარობის მიღწევა, განსაკუთრებით თუ პლანეტა უერთდება ვეგას 6 სახლში - როგორც ეს მაგმაში გვაქვს.

მაგმას რუკაში ვეგა პლუტონის შეერთება გვაქვს თხის რქაში და ეს „ვეგა პლუტონის“ პერიოდი გრძელდება 2015-დან 2019 წლამდე, რაც ხასიათდება ემოციური დამოკიდებულებების ცვლილებებით. ამ დროს ძველი დამოკიდებულებები მკვეთრად იცვლება და ხდება ღირებულებების გადაფასება - რაც მაგმას შემთხვევაში ასეც იყო, ეზოთერულ მიმართულებებში შემოვიდა მეცნიერული ხაზი და დღეს უკვე ორივე მიმართულება პარალელურად ვითარდება. ვეგა-პლუტონის ეფექტი ეხება ადამიანებსაც, შესაბამისად მაგმაც დატოვა ბევრმა ავტორიტეტმა, რომელმაც ფეხი ვერ აუწყო ცვლილებებს. ეს ეფექტი ეხება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას, საკუთარ თავში ახალი ნიჭის გახსნას, ხშირად პროვოკაციულ გამოწვევებსაც, ადამიანები ახერხებენ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გახსნენ, რწმენასა და თავიანთ შესაძლებლობებზე დაყრდნობით. გეცნოთ ხომ? მაგმას ძირითადი ფუნქცია დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გააზრებასა და განვითარებაში, მათ შორის პრაქტიკული მიმართულებითაც. მაგმას სერვისები სწორედ ამას მოიცავს.

ამ პროცესში გარდაუვალია მცდარი ნაბიჯები, მაგრამ ვეგას გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობს, მთავარია არ შეუშინდეთ ცვლილებებს და ვეზიაროთ ახალ, თუნდაც ნაკლებად შესწავლილ სფეროებს. ვეგა იძლევა მიზანს, რომლითაც იხიბლები და მისკენ სწრაფვას იწყებს, ესაა მამოძრავებელი ძალა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეერთება თხის რქაშია, ხოლო თხის რქა კარდინალური ნიშანია - მოქმედება აუცილებელია. მაგმამ უნდა გამოიყენოს ის რაც მიეცემა (როგორც მატერიალური ისე მენტალური რესურსები) რათა გააუმჯობესოს მოცემული მდგომარეობა და შექმანს უკეთესი მომავალი.

ორივე ვარსკვლავი, ვეგაც და სკატიც ორიენტრებულია ხალხზე, ჯგუფზე, მასაზე და შესაბამისად მოუწოდებს მატარებელს ორიენტაცია ცოდნის გაცემაზე გააკეთოს და არ გადაიქცეს ჩაკეტილ ეგრეგორად. არ მოერიდოს თამამ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანია არა დახარჯული ანარგია არამედ შედეგი. ძველის ტრანსფორმაცია - გაუმჯობესება და ახლის შექმნა. ხოლო იდეალების და ღირებულებებიც ცვლა ამ დროს უბრალოდ თანამდევი პროცესია.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ...

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

"მაგმას" პირადი რუქა


ავტორი: იოანე შენგელია მაგმას ძვირფასო მკითხველნო :)) წინამდებარე...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

წითელი მთვარე - მთვარის დაბნელება


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გ...

დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff