სტრესის გამოვლინება ბავშვებში

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავმირებელ ფაქტორებზე, რომელიც შე...

stress

ავტორი: ნანა აბესაძე

სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავმირებელ ფაქტორებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, ბავშვის და მოზარდის ცხოვრების, ამა თუ იმ ეტაპზე.

ჩვენ ვერ დავიცავთ ბავშვს გლობალური პრობლემებისგან, თუმცა შეიძლება არ გავხადოთ ჩვენი ეგოს ძალადობის მსხვერპლი.

ყველა ბავშვი ინდივიდუალურად რეაგირებს სტრესზე და სტრესიც ინდივიდუალურია ყველა ბავშვისთვს.

ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება პიროვნებად, სტრესის გარეშე, რადგან სტრესი, გარკვეულწილად გვეხმარება მიკრო და მაკრო სუციუმთან ადაპტაციაში, პიროვნულ განვითარებაში. მთავარია სტრესის გამომწვევი მიზეზი არ იყოს მშობელთან და აღმზრდელთან ურთიერთობა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არიან დამჯერი და ურჩი ბავშვები. ორივე თავისებურად რეაგირებს მატრავმირებელ ფაქტორებზე. ურჩი უმეტესად მაშინვე გამოხატავს პროტესტს, თვინიერი არა. ის იმახსოვრებს და შესაძლოა ბევრად მძიმე გამოვლინება ჰქონდეს მის პროტესტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ილექებოდა მის ფსიქიკაში, ვიდრე მეამბოხე ბავშვისას. (აგრესიის ფორმები)

სტრესს შეიძლება ჰქონდეს ისეთი სომატური გამოვლინებები, როგორებიცაა: გამონაყარი,ქავილი, გულის რიტმის დარღვევა, მაღალი ტემპეტარტურა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი,გულმკერდის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება (ბურთის გაჩხერა ყელში).

თუმცა, ამ სტატიაში შევეცდები, სტრესისგან გამოწვეულ იმ სიმპტომებზე ვისაუბრო, რაც მშობლის, აღმზრდელის, არასწორმა მიდგომამ განაპირობეს.

ბავშვმა, რომელსაც დედა ძალდატანებით ატარებდა ფორტეპიანოზე, თითები დაისერა სამართებლით.

ბავშვმა, რომელზედაც პედაგოგი ძალადობდა, ასევე პროტესტის ნიშნად, ვენები გადაჭრა რომ სკოლაში არ წასულიყო.

მოზარდმა, რომელიც მშობელმა დასაჯა და სახლში ჩაკეტა, მეორე სართულის აივნიდან გარეთ გაქცევა მოახერხა.

ასევე, ბავშვმა, რომელსაც დედა ხშირად მარტო ტოვებდა დაუჭრა ყველაზე „ლამაზი“ კაბა.

ბავშვს, რომელზეც მთვრალი მამა ფიზიკურად ძალადობდა, ჭურჭლის სარეცხი სითხე ჩაუსხა წყლიან ჭიქაში. საბედნიეროდ მცირე დოზით.

ბაბუას, რომელიც ასევე, „მტრად“ იყო აღქმული ბავშის მიერ, გაზეთებში დახვდა ნემსი, რომელიც თითში შეერჭო „მტერს“.

ბებიას, რომელიც სერიალებს უყურებდა 190 სერიაზე ტელევიზორი ვეღარ ჩართო. ბავშვმა სადენი გადაჭრა.

ბავშვი, რომელიც იძულებით წაიყვანეს ახლო ნათესავის პანაშვიდზე, მიიღო შოკი, ტვინში ჩაირთო დამცავი მექანიზმიდა თანატოფობია ჩამოუყალიბდა.

ვიღაც იტყვის, ამ ბავშვებს არ აქვთ ჯანსაღი ფსიქიკა, და სწორიც იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს მატრავმირებელ ფაქტორებად, ჩვენ ვევლინებით. ისინი კი თავისებურად რეაგირებან. ზემოთაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ. გააჩნია ბავშვის ფსიქოტიპს.

სტრესისგან ყოველთვის ვერ დავიცავთ მათ. უფრო მეტიც, ჩვენ გვიწევს გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება და არ არის ადვილი ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს სახელმძღვანელოებში წერია.თუმცა ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილები, ფსიქოპათებად და სოციოპათებად ჩამოყალიბდნენ.

 

მსგავსი სტატიები

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

სტრესის გამოვლინება ბავშვებში


ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავ...

მარია მონტესორი - 40 რჩევა მშობლებისთვის


(მარია მონტესორის წიგნის - "მონტესორის ენციკლოპედიის" - მასალების...

ნუ "მოარჯულებთ" ბავშვებს!


ავტორი: ნანა აბესაძე იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვ...

სიყვარული როგორც სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომა...

10 ძირითადი შეცდომა ბავშვის აღზრდაში


მთარგმნელი ქეთევან მიმინოშვილი წყარო მშობლები შვილებს საკუთარი ...

როგორ არ გამოგვეპაროს გენია?


წყარო მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე სმენის ვექტორიანი ბავშვების...

რატომაა ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა


ავტორი: Stephen Cowan, M.D. მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff