ნუ "მოარჯულებთ" ბავშვებს!

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვენ ვიწყებთ მასზე ზრუნვას, თავგ...

child22

ავტორი: ნანა აბესაძე

იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვენ ვიწყებთ მასზე ზრუნვას, თავგამეტებით, როგორც შეგვიძლია ისე. ყველაფერი საუკეთესო გვინდა მისთვის და როგორც შეგვიძლია, ისე ვაკეთებთ. ვიკლებთ ყველაფერს, რომ მას მისცეთ მაქსიმუმი. არადა ამ ზრუნვით თავგადაკლულებს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გვავიწყდება. დაიბადა ბავშვი-პიროვნება! ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს და სხვანაირად არც შეგვიძლია. მაქსიმალურად ვცდილობთ მივცეთ ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვაკლდა და მართლებიც ვართ, მაგრამ ის გვავიწყდება, რაც ჩვენ გვაკლდა, იქნებ მისთვის ეს პრობლებად აღმოჩნდეს, რომელიც მასში აგრესიას წარმოშობს?

დავუშვათ ბავშვები არიან ორი კატეგორიის, დამჯერები და ჯიუტები. დამჯერი იქცევა ისე, როგორც ჩვენ ვუთითებთ, ჯიუტი არა. ჯიუტი ბავშვის შემთხვევაში, ამას მოსდევს ბავშვზე ზემოქმედების მცდელობა, რომელიც ყველა შემთხვევაში კრახით დასრულდება. რატომ? ჩვენ ხომ მივეცით მას ყველაფერი? საჭმელ-სასმელი არ მოგვიკლია, სწავლა განათლება და მეტი რაღა უნდა გვექნა? მთავარი მოვაკელით. ჩვენი ქვეცნობიერი (დამჯერი ბავშვის აგრესია) სურვილები მოვახვიეთ მას, ისე რომ არ დავინტერესებულვართ, სწორია ეს თუ არა. რამდენი ბოროტი გენია ახსოვს კაცობრიობის ისტორიას? დამეთანხმებით, რომ ბევრი. სად იღებდა ეს ბოროტება სათავეებს? ბავშვობიდან, რათქმაუნდა გენეტიკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დამჯერი ბავშვის შემთხვევაშიც, ანალოგიური შედეგია და ეს შედეგი შესაძლოა იყოს პიროვნების ფრუსტრაცია ( საკუთარი აზრის უქონლობა, სწორება მასზე „უკეთესზე“, (ამაზე წინა სტატიაში ვიმსჯელეთ) ან შესაძლოა აგრესიის მასშტაბები დამანგრეველი აღმოჩნდეს. მეამბოხე მაინც, სადღაც გამოავლენს მის ამ თვისებას. აქაც მისი ქარაქტეროლოგიული მაჩვენებლების (სახიათის), გენეტიკის და სხვა ფატქორების გათვალისწინებით. პასიური არა. პასიური ბავშვი უფრო, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკში.

მშობლების ჰიპერმზურველობის ასეთ პროდუქტს, ბევრჯერ და ბევრგან ვხვდებით, და მათ მხოლოდ დისკომფორტი მოაქვთ. ჩვენ კი ეს არ გვინდა. რა გამოდის აბა? ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი, საუკეთესო იყოს. მართალიც ვიქნებით და ამ დროს თავადვე ვაყალიბებთ დისკომფორტის მომტან ადამიანებად. არის შემთხვევა, რომ ბავშვი უნდა დასაჯო და პირიქით, წაახალისო. დასჯის საკმაოდ მუშა მეთოდია იგნორი, განსაკუთრებით ისეთ ბავშვთან, რომელსაც სურს, რომ დედამიწამ მის გარშემო იტრიალოს. იგნორში არ ვგულისხმობ იმას, რომ ზედ არ შევხედოთ. მის ქცევაზე რეაგირება არ უნდა მოვახდინოთ. თუ ბავშვი განსაკუთრებით ეგოცენტრული პიროვნებაა და თან ნიჭიერი, ეს მას უნდა დავანახოთ როგორც მოცემულობა. მაგალითად ბავშვმა დახატა ძალიან ლამაზი სურათი და მთელი დღე დახტის აღტკინებული და აფრიალებს. ჩვენ ვეტყვით, რომ კი, ძალიან კარგი ხარ. შენ ეგეთი დაიბადე. სხვანაირად ვერც დახატავდი. ამით ვთრგუნავთ მის ეგოცენტრიზმს (აგრესიას) და არც შეურაცყოფას არ ვაყენებთ. მაგალითად „რა ტვინი წაიღე“ „გავიგე ხო“ „შევწუხდი უკვე“ ამით ვაღვივებთ მასში დაბადებიდან არსებული აგრესიის მარცვალს, რომელიც მერე არ ვიცით რაში და როგორ გამოვლინდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, „ცუდ საქციელს ცუდი შედეგი მოყვება“ ჩვენ მაშინ ვუშვებთ შეცდომას, როცა თავი მათზე გონიერი გვგვონია. ჭკვიანი არა, გონიერი. იესოს სიყვები გავიხსენოთ, რას ამბობს ბავშვებზე. „ჭეშმარიტებას ღაღადებენო“. ათეისტებმა კი, უბრალოდ უნდა წარმოიდგინონ სუფთა ჭურჭელი, რომლეშიც რასაც ჩაასხამ, იმით გაივსება. ჭურჭელი ბავშვის სულია, მეჭურჭლეები ჩვენ, მშობლები. მე არავის პირიქით გულწრფელად გეტყვით რომ ჩემს ჭურჭელში, ხან ტკივილგამაყუჩებელი წამალია, ხან ტოქსიური სითხეა, ხან უნივერსალური წებოა, ხან გოგირდმჟავა და შეიძლება სულაც ბირთვული იარაღი. ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. მაგრამ მინდა რომ იმ ჭურჭელში, ის ბირთვული იარაღი იყოს, რომელიც არავის მოკლავს. არადა თვითოეულ ჩვენთაგანშია ეს ბირთვული იარაღი. არ უნდა აფეთქდეს მთავარია. ჩვენ, ადამიანები ამ მოცემულობით ვიბადებით და მერე ეს დიდი უზარმაზარი ძალა, რაში გამოვლინდება და როგორ, ეგ უკვე აღზრდის შედეგია.

არიან ბავშვები, წყნარად რომ არიან. თამაშობენ თავისთვის. აქ ძალიან დიდი სიფრხილე გვმართებს. შესაძლოა ეს ბავშვი სწორედას ბირთვულ იარაღად მოგვევლინოს. რათქმაუნდა მის პიროვნულ მასახიათებლებს და გენეტიკის გათვალისწინებით. პირობითად სწორი აღზრდის შედეგად, შესაძლოა ამ ბავშვმა, მასში მყოფი იარაღის ძალა, სასიკეთოდ მიმართოს, ან პირიქით, გამანადგურებელი აღმოჩნდეს. აქტიური და პასიური ბავშვის არასწორად აღრზრდის შემთხვევაში, მაინც ერთ პროდუქტს ვღებულობთ. პროდუქტს რომელიც უხარისხოა.

წახალისებაზეც მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო. ბავშვს, აუცილებლად სჭირდება წახალისება. ეს ცალსახაა. მაგალითად შეკითხვა „ეს ჯობია თუ ეს?“ ან „შენ რას ფიქრობ, ასე რომ გავაკეთო კარგი იქნება?“ მას თავს აგრძნობინებს, რომ ის პირივნებაა და არა მხოლოდ საყვარელი შვილი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტული მეთოდია და რატომ? ბავშვმა იცის რომ პიროივნებაა და მის აზრს ითვალისწინებენ. უჯერებენ არა, ითვალისწინებენ. ეს მას თვითშეფასებას უმაღლებს. ეს უფრო პასიური ბავშვების შემთხვევაში მუშაობს. თუმცა არც აქტიურ ბავშვთან არ ვაშავებთ არაფერს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მისი ნიჭი, როგორც მოვლენა ისე კი არ უნდა დავანახოთ, არამედ როფორც ფაქტი.

ხშირად გვიკვირს, რატომ იქცევა ასე? მე ხომ ყველაფერი გავაკეთე მისთვის? რატომ ურჩევნია იყოს ან კომპიუტერში „შემძვრალი“ ან სულ სახლიდან წასვლა უნდოდეს? გაგვირბოდეს. მინდა დავამატო, რომ მარტო წახალისება-დასჯა არაფერია, თუ მასთან დიალოგი არ გვექნება, თუნცდაც მცირეოდენი დროით. ბოდიშიც რომ მოვუხადოთ, როცა ვიგრძნობთ რომ დაუმსახურებლად ვატკინეთ, ეგეც საჭიროა. ბავშვს მშობელთან უშუალო კონტაქტი უნდა. ყოფილა შეთხვევა, მოუცლელი მშობლების ყურადღება, როცა ვერაფრით მიიპყრო, ბავშვი ისე იმოქცა, რომ დედას თავი აცემინა (სადო-მაზოხიზმის სათავე).

მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა ამით. იამაყოთ თქვენი შვილებით, მათ კი თქვენით.

წარმატებებს გისურვებთ!

ამ თემაზე რეკომენდებული სტატიების სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: ბავშვების აღზრდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის აღრზდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე 1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვ...

რატომ ხდება ბავშვი ავად?


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ ხდება ბავშვი ავად? თქვენ მეტყვით: იმ...

როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს


«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» -  როგორ ...

როგორ არ გამოგვეპაროს გენია?


წყარო მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე სმენის ვექტორიანი ბავშვების...

სიყვარული როგორც სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომა...

რა ავიწყდებათ მშობლებს, ბავშვის აღზრდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე ბავშვები სიცოცხლის ყვავილები არიან და ამ ყვ...

სტრესის გამოვლინება ბავშვებში


ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff