როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» -  როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შ...

«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» -  როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს 

სტატიის ავტორი: დიმიტრი კორსაკი.
 
მთარგმნელი: მამუკა გურული
 
წყარო

«რა ცუდი თაობა წამოვიდა», — ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული «აიტიშნიკები», ემანსიპირებული ისტერიჩკები და მდიდარ «მამიკოზე» გათხოვების მოსურნე გოგონები გვახვევია. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე. ნაცია ნადგურდება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ ავღზარდოთ სწორად ბავშვები, განსაკუთრებით აქტუალურია. უამრავი «პროგრესული» მეთოდი არსებობს. და მშობლები უკიდურესობბში ვარდებიან. ერთნი თავიანთ შვილებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევენ და შემდეგ უკვირთ, რომ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ბავშვი საერთოდ ვერ ადაპტირდება ცხოვრებასთან. მეორენი, პირიქით, მთელი ძალით ცდილობენ, რომ ბოლომდე დატვირთონ, თვლიან, რომ მთავარი ამოცანაა - გახსნან თავისი ბავშვის მრავალრიცხოვანი ნიჭები, და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვობას ართმევენ მას. ორივე შემთხვევაში მშობელს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ იმდენად «უყვართ» თავიანთი ბავშვები, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ ასახიჩრებენ. არსებობს კი ოქროს შუალედი? დღეს ამ რთულ საკითხს ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკისთან ერთად განვიხილავთ.

aa1

ანდრეი მეტელსკი

ვინ არის იგი? ანდრეი მეტელსკი მშობელთა და შვილთა პრობლემებს უკვე არა ერთი ათწლეულია წყვეტს. განათლებით იგი ექიმი-პედიატრია, მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, გარდა ამისა გეშტალტ-ტრენერი, INTC ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი, თანამედროვე ნლპ-ს ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ჩვენი თანამოსაუბრის რეგალიების ჩამოთვლა საკმაოდ დიდხანს შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა? ანდრეისთან საუბარი თავიდანვე რთული, არაკომფორტული და ცოტა შემაშინებელიც აღმოჩნდა. სცადეთ მისი აზრებისა და გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაიძულებენ, რომ საკუთარ ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ.
 
— დავიწყოთ მთავარით. მართლა ვასახიჩრებთ ჩვენს შვილებს ჩვენი სიყვარულით?
 
— ამ რთულ თემაში გასარკვევად, მოდი ჯერ საბაზისო ცნებები განვსაზღვროთ. ვშიშობ, მრავალი მშობლისთვის ძნელი და არასასიამოვნო იქნება მათი აღქმა. მშობლებს შვილები არ უყვართ. ის, რაც იგულისხმება «ბავშვებისადმი სიყვარულში» ყოფით ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში, - ეს მიჯაჭვულობაა. სიყვარული - ესაა ერთგვარი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ არის, მე შემიძლია განვიცადო იგი, მაგრამ ის ვერავიზე ვერ იქნება მიმართული. შესაბამისად სიყვარული ვერ იქნება მიმართული ვინმესადმი ან რამესადმი. ამიტომ ის, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე განვიცდით საკუთარი ბავშვების მიმართ, - მიჯაჭვულობაა, ამასთან იგი წააგავს მიჯაჭვულობას სასმელისადმი, მანქანისადმი, სიგარეტისადმი და ა.შ.
 
მშობლებს არ უყვართ ბავშვი, მშობლებს საკუთარი თავი უყვართ ბავშვში. ყველანი ვისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი შთამომავალი წარმატებული გახდეს იმ სფეროებში, რომლებშიც ჩვენ ვერ შევდექით. როგორ სათამაშოებს ვჩუქნით ბავშვებს? ყველაზე ხშირად იმათ, რომლითაც თავად ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში. სწორედ ასევე გვიყვარს საკუთარი თავი რაღაც მანქანაში, ვუკეთებთ სპოილერებს, ტიუნინგს და ვტრაბახობთ მეგობრებთან: «ნახე, რა მაგარი მანქანა მყავს!» სწორედ ასევე გვიყვარს ცოლი, ან ქმარი - არა ეს ადამიანი ცალკე, არამედ საკუთარი თავი მასში: «ნახეთ, რა გრძელფეხება ქერა ქალი მყავს. ის კი არაა ასეთი მაგარი, მე ვარ, იმიტომ რომ მე ამირჩია». რა თქმა უნდა, უტრირებას ვუკეთებ, მაგრამ…
 
იმისთვის, რომ ბავშვი შევიყვაროთ, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ეს საკმაოდ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ ესმით მისი სიღრმე. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავი, და ვიღებთ პარადოქსს: როგორ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ვინმე გვიყვრდეს, თქვენ ხომ ქცევის მოდელიც კი არ გაქვთ! საკუთარი თავის შეყვარება - ნიშნავს მკაფიოდ გააცნობიერო საკუთარი მოთხოვნილებები და არ ჩაანაცვლო ისინი სუროგატებით და დამოკიდებულებებით. მაგალითად, ამჟამად ყურადღების მოთხოვნილება მაქვს - ამიტომ წავალ და ამ ყურადღების ძიებას დავიწყებ, ნაცვლად იმისა, რომ მოვწიო ან დავლიო. თუ ფულის ფლანგვას დავიწყებთ, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - რომ ქვეცნობიერად საკუთარი თავის სიყვარულის უკმარისობას ვგრძნობთ და ვცდილობთ - კვლავაც სუროგატულად - ავინაზღაუროთ იგი. თუ მე მიყვარს საკუთარი თავი, უმეტესწილად სხვა პრაქტიკულად არაფერიც აღარ მინდა. ეს იქნება მტკიცებულება, რომელიც ძალიან ახლოს იქნება სიმართლესთან. ბუდა ტყუილად არ ამბობდა: ადამიანს დაბადებიდან აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება.
 
აი, კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი: ბავშვებს შობენ ერთადერთი მოტივაციის - სიკვდილის შიშის გამო. ჩვენ რომ უკვდავნი ვყოფილიყავით, სავარაუდოდ არ იქნებოდა არც ოჯახები, არც ბავშვები. რატომ? იმიტომ რომ აზრი არ ექნებოდა იმაზე ზრუნვას, რომ ვიღაცას ახსოვდე, არ იქნებოდა საჭირო ზრუნვა იმ «კვალზე, რომელიც დატოვე».
 
ამგვარად, ბავშვებს იმისთვის ვშობთ, რომ გავგრძელდეთ მათში, უკვდავების სუროგატი მივიღოთ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ შვილების «შეყვარებას» (залюбливать) მათი სურვილის მიუხედავად: მათ ტარებას უამრავ, მათთვის სრულიად უსარგებლო წრეებსა და სექციებზე, ვაწვალებთ მათ ტოტალური კონტროლით. და თითქოს გვინდა, რომ წარმატებულები იყვნენ, სინამდვილეში კი ეს ასე არაა. რადგანაც თუ მიუკერძოებლად შევხედავთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ხედვით ჩავანაცვლოთ მათი უნიკალური ცხოვრება. არ შეგვიძლია ვაღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ბავშვი - სრულიად ცალკე ადამიანია, და სასოწარკვეთილად ვცდილობთ, დავინახოთ მათში საკუთარი თავის გაგრძელება. მზად ვართ, რომ დავუმახინჯოთ ბავშვს მთელი მისი ცხოვრება, ოღონდ ცოტა მაინც გავიხანგრძლივოთ პლანეტაზე ჩვენი ნაწილის, როგორც პიროვნების არსებობა.

aa2

— როგორღაც, თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, სტარტიდან სამყაროსეულ მასშტაბებამდე გაიზარდა...
 
— მასშტაბებზე ამ მარტივი მაგალითით დაფიქრდით. როცა შედიხართ ნებისმიერ კონტაქტში ბავშვთან, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რასაც ახლა ვაკეთებ, იმისთვის კეთდება, რომ ის იყოს წარმატებული, თუ იმისთვის, რომ მე ვიყო მშვიდად და დავიკმაყოფილო ჩემი ეგო? უმეტესწილად, ესაა ერთადერთი კითხვა, რომელიც მშობელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, როცა ბავშვის აღზრდითაა დაკავებული. ვფიქრობ 80-90% ჩვენს შორის იპოვის ძალას, რომ აღიაროს: პირველ რიგში საკუთარ სიმშვიდეზე ვზრუნავთ.
 
მოდით, დავიწყოთ უმარტივესი რაღაცეებით. როცა ჩვენი სამი-ოთხი წლის ღიპუცა ეზოში ბორცვებსა და საქანელებზე დაცოცავს, ჩვენ გამუდმებით ხელს ვუშლით მას (одергиваем). საიდან გამომდინარე? პირველ რიგში საკუთარი სიმშვიდიდან. დიახ, შესაძლოა ბავშვი დაეცეს, და მას ეტკინება. მაგრამ ეს ხომ მისი ცხოვრებაა! სხვანაირად როგორ მიიღებს საბაზისო და სწორ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, თუ თავის სილურჯეებს და კოპებს არ გამოცდის? ბუნებრივია, რომ ყველაფერი გონივრულ ფარგლებშია კარგი. როცა საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ქმედება გარანტირებულად მიიყვანს ტრავმამდე, ჩვენ ვაფრთხილებთ მათ. თუ ბავშვს პატივს სცემთ, ასეთი აკრძალვა ბევრი არ იქნება.
 
— და რა ვუყოთ დედობრივ ინსტინქტს, გულს, რომელიც თავისი პირმშოს გამო სტკივა?
 
— სწორედ ამას ვამბობდი. შვილზე კი არა, საკუთარ გულის ტკივილზე ფიქრობთ. და ცდილობთ, რომ ბავშვს თავისი ცხოვრება ჩაუნაცვლოთ. თანამედროვე აღმზრდელის კლასიკური მეტაფორაა - ყვირილი ქვიშის გორაზე: «შვილო, წამოდი სახლში!» - «დედა, მე რა, გავიყინე?» - «არა, მოგშივდა!». ჩვენში მშობლებმა ბავშვზე უკეთ იციან, რა ჭირდება მას. მაგრამ ეს ხომ ასე არაა! ყოველი ბავშვი იბადება, როგორც ცალკე პიროვნება, მას აქვს თავისი მისია დედამიწაზე, თავისი დანიშნულება. ჩვენ ვერ გვეცოდინება ეს მისია, მაგრამ მიუხედავად ამისა შეუპოვრად «ვღზრდით» მას. სრული ბოდვაა!
 
ბავშვისადმი სიყვარული გულისხმობს პატივისცემას. მე პატივს ვცემ ნებისმირ მის გადაწყვეტილებას. დიახ, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა არც თუ ისე კარგ შედეგებამდე მიიყვანოს, და ვაფრთხილებ ამის შესახებ.
 
— და ნებას მისცემთ, რომ აირჩიოს?
 
— აი, ზუსტად აქაა მთავარი შეცდომა. ნება მისცე აირჩიოს, ეს კვლავაც საკუთრების განკარგვაა. ვიმეორებ: მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ლინგვისტურად ყველაფერი ძალიან ზუსტად გამოიხატება.
 
— ბავშვი ამბობს: «მომბეზრდა სკოლა, აღარ მინდა იქ სიარული...»
 
— ნუ ივლის!
 
— წარმოგიდგენიათ ამის შედეგები?
 
— მე მყავდა ასეთი მოზარდები. მათ გაცნობიერებულად თქვეს უარი სკოლაზე, და მე რეკომენდაციას ვაძლევდი მშობლებს, რომ ხელი არ შეეშალათ მათთვის ამაში. აი, მაგალითად, თვალსაჩინო სიტუაცია. მოზარდი ყოველ კლასში ორ-ორი წელი სწავლობდა, ოროსანი იყო, ჩხუბობდა, სრულიად უმართავი იყო. ჩვენი ტრენინგის შემდეგ დედა მივიდა სახლში და გადასცა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. ანუ უთხრა: მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი. იგი იმ დღესვე წამოვიდა სკოლიდან. ერთი კვირის შემდეგ სამუშაოდ მოეწყო, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი თავისი სურვილით საბუთები საღამოს სკოლაში შეიტანა. ბიჭი არც თუ ისე ცოტა ფულს შოულობდა, საბოლოო ჯამში ფრიადოსანი გახდა, დღეს კი იგი საკმაოდ ცნობილი რეჟისორია მოსკოვში. მას პასუხისმგებლობა გადასცეს საკუთარ ცხოვრებაზე, და მან ისე ააწყო ის, როგორც სურდა...

aa3

— ანუ მშობლები ტყუილად ფიქრობენ, რომ შეუძლიათ «შემაკავებელი ფაქტორის» როლი ითამაშონ?
 
— მე მრავალი წელია ვმუშაობ ოჯახებთან — მშობლებთან და ბავშვებთან. შემიძლია გითხრათ: თუ ბავშვს პატივს სცემენ და ესმით, რომ უნდა გადასცენ უფლება საკუთარ განვითარებაზე, იგი ყოველთვის იზრდება გენიალური, შემოქმედებითი, მოქნილი. ჭკვიანი მშობელი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, დააკვირდეს, რა უნდა ბავშვს. თუ ჩემს ვაჟს ორი წლის ასაკში ჩემს ხელებში ყოფნა და გამვლელი მანქანების დათვლა უყვარდა, მე ვიდექი მასთან ერთად 20-40 წუთი, და ვხვდებოდი, რომ სამომავლოდ ეს მისთვი სასარგებლო იქნებოდა. როცა იგი პირველ კლასში შევიდა, უკვე გონებაში ორნიშნა რიცხვების შეკრება შეეძლო.
 
ზოგიერთ მშობელს ძაბავს ის, რომ ბავშვი მთელი დღე ჯოხით ხელში სულელივით დარბის. მშობლებო, ეს ხომ მშვენიერია! გაიხსენეთ საკუთარი თავი ბავშვობაში! ნაპოვნი ჯოხი ბავშვისთვის - მთელი სამყაროა: შუბი, ავტომატი, თვითმფრინავის საჭე, და მრავალი სხვა. რატომ ვაიძულებთ ბავშვს, რომელმაც ეზოში ჯოხი იპოვა, რომ მაშინვე გააგდოს ხელიდან? იგი ხომ მისი წყალობით აწყობს სამყაროს, ქმნის, ანვითარებს ფანტაზიასა და ინტელექტს.
 
ბავშვთა ფსიქოლოგიის სამყარო - საერთოდ ძალიან საინტერესო რამაა. იმასაც კი გეტყვით, რომ მოჩვენებები ან არარსებული მგობრები, რომლებთანაც ბავშვი ურთიერთობს, - სულაც რაა სისულელე. რატომ ვაცხადებთ კატეგორიულად, რომ არაფერი ასეთი არ არსებობს? ბავშვისთვის არსებობს, ამ «ფანტომების» წყალობით იგი მეტაფორულად ვითარდება, სწავლობს, რაღაც შიშებისგან თავისუფლდება. მეც კი, როგორც ფსიქოთერაპევტმა, ხშირად არ ვიცი, რა პრობლემას წყვეტს ამწუთას ბავშვის ტვინი, როცა ვიღაც მოკავშირეებს იგონებს.
 
— ადრე თუ გვიან არ გადაიზრდება არჩევანის პატივისცემა თავნებობაში?
 
— ფსიქოლოგიაში არსებობს შინაგანი და გარეგანი რეფერენციის ცნება - ესაა პოლარობები, რომლებსაც ჩვენს ღირებულებათა სისტემაში ვაწყობთ, და ღირებულებათა სისტემა, რომელიც ჩვენზე გარედან ზემოქმედებს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ შინგანი რეფერენცია. მოიპოვებს რა ინფორმაციას გარედან, მას ამასთან ერთად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ამის სწავლა მას მხოლოდ პრაქტიკით შეუძლია, თავისუფლები შეგრძნებით. აი, მაგალითი ჩემივე ცხოვრებიდან. ჩემს ვაჟს ჯიბის ფულს ვაძლევ. ჩვენ შევდივართ ნამცხვრების მაღაზიაში. ვხედავ, რომ ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს არა მხოლოდ ტკბილის ჭამა, არამედ საჭირო თანხის საფულედან ამოღება და დამოუკიდებლად დათვლაც. და აი, გამყიდველი ეუბნება: «შეხედე, შვილო, ეს ნამცხვარი ყველაზე გემრიელია, ხაჭოთი!» ბავშვი უყურებს და ეუბნება: «დიდი მადლობა, მაგრამ ვიცი კითხვა». ამ მომენტში მივხვდი, რომ ყველფერს სწორად ვაკეთებდი, რომ მას შინაგანი რეფერენცია აქვს. ნარკოტიკებიც რომ შესთავაზონ, საეჭვოა, რომ ამან იმოქმედოს: მან ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

შინაგანი რეფერენცია ძალიან ბევრს იძლევა, ხშირად სრულიად უხილავ რამეებსაც. მაგალითად, საშუალებას იძლევა, რომ ჯანმრთელი ვიყოთ: ჩვენ უბრალოდ არ ავყვებით გრიპის «რეკლამას». როცა პედიატრად ვმუშაობდი, საინტერესო ტენდენცია შევამჩნიე: გრიპის ეპიდემია იწყებოდა ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და მეტროში შემოდიოდა ანტიგრიპოზული პრეპრატების რეკლამა. ადამიანები შინაგანი რეფერენციის გარეშე, კითხულობენ რა სიმპტომებს, უკვე მზად არიან მათთვის, განეწყობიან მათზე, და აი ისიც - ავადმყოფობაც გაჩნდა!
 
შინაგანი თავისუფლება, რა თქმა უნდა გარკვეულ ჩარჩოებს გულისხმობს. გახსოვთ, ცხოვრების ძირითადი წესი, რომლებსაც ჰიპები ქადაგებდნენ წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში? «აკეთე რაც მოგწონს, ისე, რომ სხვას არ შეუშალო ხელი». ჩემი აზრით ძალიან სწორი აზრია. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანის თავისუფლება იწყება.
 
— ახლა ძალიან მოდაშია ბავშვის აღზრდის ტიბეტური მოდელი, რომელიც ამბობს, რომ ხუთ წლამდე ისე უნდა მოვეპყროთ მას, როგორც მეფეს, ხუთიდან ათამდე - როგორც მონას, ხოლოდ ათის შემდეგ - როგორც თანასწორს. დროის საზღვრები შესაძლოა მერყეობდეს, მაგრამ იდეა გასაგებია. რას ფიქრობთ ამაზე?
 
— აქ უნდა გვესმოდეს, რომ ზოგიერთ საკითხში ბავშვს უბრალოდ არ გააჩნია ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა: სანამ ყველაფრის ნებას მისცემთ, განიხილეთ, რა არის სწორი და რა - არასწორი? გაითამაშეთ სიტუაციები, მოუყევით ამა თუ იმ ქმედების შედეგების შესახებ? ამ ბაზის გარეშე შინაგანი თავისუფლება სწორედაც რომ თავნებობაში გადაიზრდება.
 
სინამდვილეში ეს დიდი პრობლემაა. მშობლები ხშირად საუბრობენ ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემებზე, და ამასთან თავად არ ელაპარაკებიან მათ! ამ მხრივ ჩემი პოზიცია მკაფიოა: ბავშვს თანასწორივით უნდა ელაპარაკო, უწი-პუწის გარეშე ცხოვრების პირველივე წუთებიდან. და არ მომიყვეთ, რომ უწი-პუწი - სინაზის გამოვლინებაა. იცით, როგორ ხვდებიან ბავშვები, რომ ისინი უყვართ? ერთადერთი მეთოდით - თვალებით. ახლა კი შეკითხვა მშობლებთან: რამდენად ხშირად ურთიერთობთ ბავშვთან ისე, რომ თვალებში სიყვარულით უყურებთ? ურთიერთობის უმეტესი ნაწილი ასე გამოიყურება: ბავშვი რაღაცას ბუტბუტებს, ჩვენ კი ზურგიდან ვპასუხობთ მას. ამასთან ფიზიკურად სხვადასხვა დონეზე ვიმყოფებით: ჩვენ ზემოთ, ბავშვი - ქვემოთ. რა თანასწორობაზე და ურთიერთგაგებაზეა საუბარი? რატომ გიკვირთ, რომ ბოლოს და ბოლოს ბავშვს აღარ ესმის თქვენი?
 
განვაგრძოთ. მოდით დავფიქრდეთ: როდის უყურებს მშობლების უმეტესობა ბავშვს თვალებში? სწორია - როცა ლანძღავს და ანამუსებს. აი, შენ ეს დააშავე, ახლა თვალებში მიყურე. ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი არხი დათრგუნვის ინსტრუმენტად იქცევა. ლოგიკურია, რომ ამის შემდეგ ყველგან ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ თვალებით არ «შეგხვდნენ». ეს ბავშვობიდან მოდის! არხი გადაკეტილია, უფრო მეტიც - შექმნილია ნეგატიური ღუზა: «თუ თვალებში მიყურებენ, ე.ი. ახლა დამანამუსებენ». თუ ბავშვს სჯით - შებრუნდით მაინც. ტყუილად არ აყენებდნენ ადრე კუთხეში.
 
ახლა კი პრაქტიკული რჩევა. როგორ იქმნება საფუძველი, რომ ბავშვმა გადაწყვეტილება მიიღოს? იგი კითხვას სვამს, თქვენ კი მისი თვალების დონემდე ეშვებით (ან მაგიდაზე სვამთ მას) და თანასწორ დიალოგს იწყებთ.
 
როცა დისპანსერში ფსიქოთერაპევტად ვმუშაობდი, ჩემთან ძალიან ხშირად მოჰყავდათ ენაბლუ ბავშვები. 80% შემთხვევებში დახმარება ფაქტიურად ასეთივე მარტივი რჩევით შემეძლო. როგორც კი ბავშვმა მოგმართათ, მიატოვეთ ყველაფერი და მოუსმინეთ ყურადღებით: ამ მომენტში თქვენთვის სხვა არაფერი არსებობს!
ენაბლუობის მიზეზი ყველაზე ხშირად შიში კი არაა, როგორც ამას ამბობენ „ბაბკები“, რომლებსაც ფულის შოვნა სურთ, არამედ ბავშვის დაუკმაყოფილებლობა ურთიერთობაში. მას სურს, რომ აზრი მიიტანოს მშობლამდე, კითხვა დასვას, მას კი არ უსმენენ. ან უსმენენ, მაგრამ მონოლოგის მხოლოდ დასაწყისს (რაც კიდევ უფრო ხშირად ხდება). და აი, ბავშვი, ცდილობს რა მოასწროს აზრის გამოთქმა, უფრო სწრაფად ლაპარაკობს, მაგრამ მისი სამეტყველო აპარატი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ფორმირებული, და ასე ეწყება ენის დაბმა. შემდეგ კი წრეზე მიდის, ბავშვს ენა ებმება, უფრო ნელა ლაპარაკობს, მშობლები კიდევ უფრო ნაკლებად უსმენენ და ა.შ.
 
ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში მშობლები, რომლებსაც ჰყოფნიდათ სიბრძნე და მოთმინება ამ მარტივი პირობის შესასრულებლად, პრობლემას მაქსიმუმ ერთ თვეში ხსნიდნენ.
ბავშვები არ ბოდავენ სისულელეებს, ისინი ბრძენები არიან, და მე დაჟინებით გირჩევთ, რომ ყურადღებით მოუსმინოთ მათ. რა სიყვარულზეა ლაპარაკი, როცა მის შეხედულებას, მის აზრებს, მის სამყაროს არ ვცემთ პატივს? დაე, მოგვეჩვენოს, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვი გვეკითხება, - ბანალურია, გახსოვდეთ, რომ მისთვის სამყარო - აღმოჩენათა რიგია. ნუ გააკეთებთ მთავარ აქცენტს «სწავლებაზე», მოახდინეთ საკუთარი ძალების კონცენტრაცია «მოსმენაზე».
 
— ბავშვის ქცევაში რა ნიშნები უნდა იყოს მშობლისთვის საგანგაშო?
 
— ნებისმიერი. მე მაშინებს, რომ ჩვენს განათლებულ საუკუნეში ბევრი მშობელი თვლის, რომ ნერვული ტიკი, ენურეზი და ენაბლუობა - ესაა ავადმყოფობები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ბავშვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვის ნებისმიერი ავადმყოფობა - საბაბია, რომ დავსვათ კითხვები: «რას ვაკეთებ არასწორად? რა ხდება ჩვენს ურთიერთობებში? » შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ბავშვები ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი არსებები არიან, რომლებიც «ავადმყოფობისკენ მიდიან» პირველ რიგში ფსიქოლოგიური პრობლემების გამო.
 
რა თქმა უნდა, საგანგაშო სიმპტომებს განეკუთვნება ასევე ნებისმიერი ქცევითი გადახრა, რომელიც საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს სცდება. მოკლედ, თუკი რაღაც უბრალოდ არ მოგწონს ბავშვში, უკვე ჯობია, რომ ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან მიხვიდე და სიტუაციაში გაერკვიო.

kid

— უმეტესწილად, გამოდის, რომ სპეციალისტებთან დროა უკვე ყველა მშობელი მივიდეს?
 
— დიახ. და ყველაფერი იმიტომ, რომ ქვეყანაში არაა სწორი აღზრდის ინსტიტუტი, ჩვენ არ გვასწავლიან, როგორ ვიყოთ მშობლები. ამიტომ ყველა «ხინჯს», რომელიც ჩვენს მშობლებთან ურთიერთობაში გვქონდა, ვაპროეცირებთ ჩვენს ბავშვებზე, და კიდევ საკუთარსაც ვუმატებთ. ამასთან, უმეტესობა შემთხვევებში ფსიქიატრთან მუშაობა სწორედ მშობლებს სჭირდებათ, და არა ბავშვებს. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიულ დისპანსერში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე იშვიათად მქონია შემთხვევები, როცა მართლა საჭირო იყო მიზანმიმართულად ბავშვთან მუშაობა. უფრო ხშირად საკმარისი იყო მშობელთა ქცევის კორექტირება. ბავშვი - ეს ნათურაა, ინდიკატორი იმისა, რომ ოჯახში რაღაც რიგზე ვერაა. მის მკურნალობას აზრი არ აქვს, სანამ პირობები ოჯახში არ შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ტექსტივით გამოდის, რომელიც კომპიუტერში ავკრიფე, დავბეჭდე და შეცდომები აღმოვაჩინე. ნაცვლად იმისა, რომ ეს შეცდომები ჩამესწორებინა, მანიაკალური სიჯიუტით ვაგრძელებდი პრინტერით ახალი და ახალი ასლების ამობეჭდვას იმ იმედით, რომ ეს სიტუაციას გამოასწორებდა...
 
— შეუძლია თუ რა მშობელს, რომ თავის ქცევებს მიუკერძოებლად შეხედოს და დამოუკიდებლად შეცვალოს რაღაც?
 
— არა, რა თქმა უნდა. სისტემა თავისით ვერ შეცვლის საკუთარ თავს, მას მხოლოდ საზღვრების მიღმა გასვლით ცვლიან. იდეალური გადაწყვეტილებაა - სპეციალისტთან მუშაობა. როგორც ვარიანტი: მიმართეთ რჩევისთვის ადამიანს, რომელიც თქვენს ნდობას იმსახურებს, და რომელიც წარმატებულია საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში.

— რამდენად გვეხმარება სკოლა და საბავშვო ბაღი ბავშვების აღზრდაში?
 
— არანაირად არ გვეხმარება. ჩვენ, მშობლები, უკვე დიდი ხანია დავიბენით და დაგვავიწყდა ორი მარტივი რამ. სკოლა და ბაღი - ასწავლიან, ოჯახში კი - აღზრდა ხდება. ეს ორი სფერო არანაირად არ უნდა გადაიკვეთოს. და პირადად მე ვთვლი, რომ სკოლას არანაირი უფლება არ აქვს - აღზარდოს თქვენი ბავშვი, თქვენ კი მის საშინაო დავალებებს არ უნდა ასრულებდეთ. როცა მშობელთა კრებაზე ამიხსნეს, თუ როგორ უნდა შემევსო ესა თუ ის რვეული, მე გამიკვირდა: «და მე რატომ მიყვებით ამ ყველაფერს? ჩემს ვაჟს აუხსენით: ისაა მოსწავლე». მე გამოვეყავი სწავლების პროცესს, და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს ძალიან სასარგებლოა. მასწავლებლები თავიდან შოკირებულნი იყვნენ მსგავსი პოზიციით, მაგრამ ძალიან მალე მიხვდნენ, რომ მე ურყევი ვარ, და საერთო ენა გამოვნახეთ.
 
მე არ ვამბობ, რომ სრულიად გულგრილი ვარ იმის მიმართ, თუ რას აკეთებს ბავშვი სკოლაში. თუ მთხოვს, რომ საშინაო დავალებაში დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში. მე არ ვამოწმებ დღიურებს, თავის დროზე ვასწავლე უფროს შვილს, როგორ გაეყალბებინა ჩემი ხელმოწერა, და ამის გამო პრობლემები არ შეგვქმნია. არა ის, რომ მოტყუება ვასწავლე, უბრალოდ ავუხსენი, რომ თანამედროვე სამყაროში არის პირობითობები, რომლებიც იძულებულნი ვართ შევასრულოთ, რა იდიოტურიც არ უნდა იყვნენ ისინი.
 
საერთოდ, ვთვლი, რომ თუ მშობელთა კრებებზე ივლი, მხოლოდ ბავშვთან ერთად უნდა იარო. ეს ხომ მისი სწავლებაა, მისი ცხოვრებაა, მისი პრობლმებია. როგორ შეიძლება მათი განხილვა იმის გარეშე, ვისთვისაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია?
 
სკოლა და საბავშვო ბაღი, გარდა განათლებისა, ნაწილობრივ კიდევ მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ - ბავშვის სოციალიზაციის. იგი იძლევა მოდელებს, თუ როგორ ვიურთიერთოთ სხვა ადამიანებთან, საზოგადოებასთან, ავტორიტეტებთან. იმ მოდელებს, რომლებიც ჩვენი განათლების დაწესებულებებში ეწყობა, ჯანმრთელად და ნორმალურად მე არ ვთვლი. ამიტომ კომპრომისებს სკოლასთან დაკავშირებით, მაქსიმუმ ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონდეთ.
 
— მშობლებს ძალიან ეშინიათ, რომ მათი შვილი ცუდ წრეში მოხვდება, და როგორც შედეგი - კრიმინალი და ნარკოტიკები. არის თუ არა პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რისკებს შეამცირებენ?
 
— თუკი ასეთი კითხვები ჩნდება, ე.ი. უკვე დაპრესეთ თქვენი ბავშვი, ბოლომდე დათრგუნეთ მისი პიროვნება. გაიხსენეთ, რაზე ვსაუბრობდით: თუკი საკუთარ ბავშვში შინაგან რეფერენციას აღზრდით, მაშინ ნებისმიერ კომპანიაში იგი ლიდერი იქნება, და საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მასზე ზეგავლენას მოახდენს, საერთოდ აღარ გაჩნდება.
თუკი შინაგანი რეფერენცია არ არის, ერთადერთი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ - ესაა ტრენინგები პროფესიონალებთან. თქვენ უნდა ისწავლოთ, თუ როგორ გადასცეთ ბავშვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ, ჩემი გამოცდილებით. ყველაფერი მოგვარდება: თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი შედეგებზე დაიწყებს ფიქრს, და ამ შემთხვევაში ისინი, როგორც წესი მიდიან ხოლმე ცუდი საზოგადოებიდან.

aa7

და გახსოვდეთ, რომ ნარკოტიკები ბავშის ცხოვრებაში მაშინ ჩნდება, როდესაც ოჯახში არაა ურთიერთპატივისცემა და ვხვდებით ტოტალური კონტროლის მცდელობას მშობლების მხრიდან. ისინი, ვინც ნარკოტიკებს ყიდიან, მიზანმიმართულად ეძებენ ასეთ პრობლემურ მოზარდებს და «თავისუფლებას» სთავაზობენ მათ. ნარკომანთა წრეში და სექტებში როგორ იტყუებენ? ადამიანს ეუბნებიან: «აქ ისეთად მიგიღებენ, როგორიც ხარ». წარმოგიდგენიათ, როგორ საშინლად ჟღერს ეს მშობლებისთვის? ანუ ისინი თავიანთ ბავშვს ასე არ აღიქვამენ? გამოდის, რომ სწორედ ასეა.
 
ვიღაცისთვის სიახლე იქნება, რომ ხუთი წლის შემდეგ ბავშვი ფორმირებულია და მის ხასიათზე ზემოქმედება გაცილებით უფრო ნაკლებად შეგვიძლია. რა გავაკეთოთ? პირველ რიგში, სრულიად უსარგებლოა დანაშაულის გრძნობის განცდა გაშვებული შესაძლებლობების გამო. მიიღეთ სიტუაცია ფილოსოფიურად, მე ვიტყოდი კარმულადაც კი: ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ, გაკეთეთ. ახლა კი გადაეცით თქვენს შვილებს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. გააკეთეთ ეს ეტაპობრივად, თუ უცებ გეშინიათ. ანუ, თუ გადაეცით პასუხისმგებლობა ჭურჭლის გარეცხვაზე, მის თეფშებს და ჭიქებს საერთოდ აღარ რეცხავთ. თუ გადაეცით პასუხისმგებლობა ოთახის დალაგებაზე, უკვე აღარასოდეს იხედებით მის ოთახში მოუწესრიგებლობის აღმოსაჩენად და არასოდეს არ ახსენებთ, რომ უნდა დაალაგოს.
 
თავიდან ოთახში ქაოსი იქნება, დამიჯერეთ. თავიდან შეგამოწმებენ, რამდენად გულწრფელად გადაეცით პასუხისმგებლობა? და როცა მიხვდებიან, რომ ყველაფერი სერიოზულადაა (ეს დრო ჩვეულებრივ ორი კვირიდან ორ თვემდე გრძელდება), ბავშვი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ იცხოვროს შემდგომში. თუკი მთელი დანარჩენი სახლი სუფთადაა, და ჭურჭელი გარეცხილია, პრაქტიკულად ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ბავშვის ოთახშიც რომელიღაც საოცარ დღეს უკეთესობისკენ ცვლილებებს იხილავთ. შესაძლოა ეს სხვა წესრიგი იყოს, და არ ჰგავდეს თქვენს წესრიგს. ეს მისი წესრიგი იქნება, და იგი იქ კომფორტულად იგრძნობს თავს. მაგრამ ჩვენც ხომ ამას ვცდილობთ?
 

მსგავსი სტატიები

მარია მონტესორი - 40 რჩევა მშობლებისთვის


(მარია მონტესორის წიგნის - "მონტესორის ენციკლოპედიის" - მასალების...

რატომაა ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა


ავტორი: Stephen Cowan, M.D. მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყა...

მასტურბაცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში


რა არის მასტურბაცია? მასტურბაცია არის გენიტალიების თვით-სტიმულაც...

კარგი, ცუდი, ბოროტი


ერთ კანონზომიერებას დავაკვირდი: ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ა...

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის აღრზდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე 1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვ...

10 ძირითადი შეცდომა ბავშვის აღზრდაში


მთარგმნელი ქეთევან მიმინოშვილი წყარო მშობლები შვილებს საკუთარი ...

სწავლება არ-სწავლებით


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ...

როგორ არ გამოგვეპაროს გენია?


წყარო მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე სმენის ვექტორიანი ბავშვების...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff