რა ავიწყდებათ მშობლებს, ბავშვის აღზრდისას?

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე ბავშვები სიცოცხლის ყვავილები არიან და ამ ყვავილებმა რომ იხარონ, და სხვასა...

child6

ავტორი: ნანა აბესაძე

ბავშვები სიცოცხლის ყვავილები არიან და ამ ყვავილებმა რომ იხარონ, და სხვასაც მოუტანონ სიხარული, ამისათვის ახალგაზრდა მშობლებიც სწორად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, ბავშვის აღზრდაზე.

როგორ აღვზარდოთ 21-ე საუკუნის ბავშვი, რა დათმობებზე უნდა წავიდეთ და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეცდომა არ გამოგვეპაროს. რა დროს წავახალისოთ და რა დროს დავტუქსოთ ბავშვი.ზოგი სპეციალისტის აზრით, თანამედროვე მოზარდი, არანაირ აღზრდას არ ექვემდებარება და შესაბამისად, არ ღირს ამაზე დიდი ყურადღების გამახვილება.

ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ რაც არ ვიცით, იმას ვერ გავიგებთ.

გიტარაზე დაკვრას ვერ ვისწავლით, თუ არ ვიცით რას წარმოადგენს გიტარა. თუ თქვენ ველოსიპედის ტარება არ ვიცით, დიდი ალბათობით, არც მასზე დაჯდომის სურვილიც არ გვექნება.

პროფესიებს წლების მანძილზე ვეუფლებით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. უცხო ენებს, წლების განმავლობაში ვხვეწავთ.

აღზრდის საკითხსაც იგივე სისტემა აქვს. შეუძლებელია საზოგადოებაში ინტეგრირება, თუკი წარმოდგენა არ გვექნება ქცევის კონცეფციის ფუნდამენტალური საკითხებზე. ან თუნდაც არ გვექნება ელემენტარული ქცევის ნორმების საბაზო ცოდნა.

აღზრდის ავტორიტარული მეთოდი - ეს აღზრდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია (მშობლების აგრესიის პროექცია) სიტყვები „შეიძლება“ და „არ შეიძლება“ ბავშვს დაბადებიდან ესმის. ეს კი თანდათან ზღუდავს მისი აზროვნების დიაპაზონს. ბავშვს უყალიბდება კომპლექსები. ბავშვობიდან „იცის“ რომ, ის თუ რამეს გააკეთებს, ცუდია. ასე აღზრდილი ბავშვი, უკვე თავს ჩარჩოებში გრძნობს და არავინ იცის,რა შეიძლება მოჰყვეს ამ ჩარჩოების რღვევას. პროტესტი უკვე სახეზეა. მისი ქცევა „არასწორია“ და ცდილობს მოიქცეს „სწორად“. ამას თან სდევს მშობლებთან გაუცხოვება, რადგან იცის, რომ ისედაც „ცუდია“ ან მის აზრს ყურადღებს მაინც არ აქცევენ.

განვიხილოთ ორი ვარიანტი. ბავშვი ან თავად გაიზრდება აგრესორი, ან იქნება სხვისი აგრესიის მსხვერპლი, რადგან, ასეთ შემთხვებაში, ბავშვი ცდილობს თვითდამკვირდებას. ოჯახში არ გამოსდის. გადის გარეთ. ეძებს ადგილს, სადაც „არას“ და „კის“ არავინ ეტყვის. ან თუ ეტყვის, იქ უკვე გასცემს თამამად პასუხს, რადნად დედა და მამა არ არიან.

როგორ და რანაირად, ეს ცალკე თემაა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მოვიყვან ორს.

„ძველი ბიჭი“ -ქუჩაში დაიმკვიდრა ადგილი იქ ავტორიტეტია რადგან უსმენენ, იქცევიან როგორც ის იტყვის და ა.შ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მოზარდი აგრესიულია და თან გონიერი. წინააღმეგ შემთხვევაში იქაც ვერ „გადარჩება“

მეორე მაგალითი. სიხარულს, სიამოვნებას, რომელიც ოჯახში ვერ ნახა, სხვაგან ეძებს. რადგან არაა ფიზიკურად ძლიერი და ვერ იპოვნა თავისი ნიშა სოციუმში, პირობითად, სინჯავს მარიხუანას. ერთხელ, ორჯერ და მერე უკვე სხვა, ძლიერ ნარკოტიკსაც.

ისმება ლოგიკური კითხვა-აბა რა ვქნათ?

უნდა შევეცადოთ რომ ბავშვის ყურადღება გადავიტანოთ, სხვა, მისთვის საინტერესო თემაზე და მეთოდურად ავუხსნათ რატომ ვაკეთებთ ასე, რომ მისთვის იქნებ ასე სჯობს?

ბავშვი ყველაფერს იმახსოვრებს და არასოდეს იცით, როდის რა რა დროს დაგხვდებათ წინ, თქვენი აღრზდის შედეგი.

რაც შეეხება ელემენტარული ჩვევების გამომუშავებას, ამას ყველაზე კარგად საკუთარი მაგალითით ვასწავლით. მაგალითად, სხვის მიმართ მოპყრობა, მადლობა, ბოდიში, პირადი ჰიგიენის დაცვა, რეჟიმი და ა. შ.

უნდა შევეცადოთ საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რა არის „კარგი“, და რა არის „ცუდი“.

აღზრდის პრობლემებს ვაწყდებით ოჯახთა 80 პროცენტში. ყველა ოჯახი შედგება რამოდენიმე წევრისგან და ყველას საკუთარი აზრი აქვს. როდესაც საქმე ბავშვის აღზრდას შეეხება, როგორაც არ უნდა განსხვავდებოდეს პირობითად, ბებიის და დედის პოზიცია, მაინც ისე უნდა აჩვენონ ბავშვს, რომ დედა იმიტომ გაბრაზდა, რომ ბავშვმა დააშავა, მაგრამ ბებია ეფერება მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ტირის, ეწყინა შენიშვნა, მაგრამ ეს შენიშვნა, მან დაიმსახურა. აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს იმას, რომ როგორც არ უნდა დააშავოს, ბებია ან ბაბუა, აუცილებლად მოეფერებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შეეცდება, სიტუაციას მოეგოს, რაც ძალიან წარმატებულად გამოუვა.

გააკეთე რასაც გეუბნები! - აღზრდის უკიდურესი ფორმა, რომელიც ჩვენც არ მოგვწონდა, თუმცა ჩვენს შვილებს, ანალოგიურად ვექცევით. აღმზრდელი (მშობელი) თავისთავად წარმოადგენს ავტორიტეტს და ასეც უნდა იყოს, თუმცა 21-ე საუკუნის ბავშვები, ნებისმიერ შემთხვევაში იგებენ სხვანაირად, და ეს სულ არ ნიშნავს, რომ ისინი არასწორად ფიქრობენ. მათ თავიანთი ხედვა აქვთ და მართლები არიან. ამიტომაცაა, უნდა შევეკითხოთ, აზრები გავცვალოთ, ვიმსჯელოთ მათთან ერთად, მივიდეთ დასკვნამდე. ამის შემდეგ, უკვე შეგვიძლია რჩევა მივცეთ. ამით ჩვენ მისი აზროვნევბის დიაპაზონს ისე გავაფართოვებთ, რომ ბავშვი არ იგრძნობს, თავს ისე, თითქოს ჩვენი აზრები მოვახვიეთ.

ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ უყვართ. აუცილებელი არაა, ამის სიტყვებით გამოხატვა.მაგრამ ქცევით, სავალდებულოა. მან უნდა იგრძნოს ოჯახში თავი სასურველ, საყვარელ და დაცულ ადამიანად. ბავშვი პიროვნებაა და ჩვენ ეს უნდა აუცილებლად უნდა ვაგრძნობინოთ. მარტივი მაგალითი. ვკითხოთ, ეს ჯობია თუ ეს? ან შენ როგორ ფიქრობ, ასე იქნება?

ბავშვში აღზრდისას სწორად შექმნილი ფუნდამენტი და მასში ჩადებული ჯანსაღი რესურსი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი შეიძლება მშობელმა და აღმზრდელმა გააკეთონ, რადგან ამაზეა დამოკიდებული მათი ბავშვის მომავალი.

მსგავსი სტატიები

მასტურბაცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში


რა არის მასტურბაცია? მასტურბაცია არის გენიტალიების თვით-სტიმულაც...

ნუ "მოარჯულებთ" ბავშვებს!


ავტორი: ნანა აბესაძე იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვ...

როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს


«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» -  როგორ ...

რა ავიწყდებათ მშობლებს, ბავშვის აღზრდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე ბავშვები სიცოცხლის ყვავილები არიან და ამ ყვ...

სიყვარული როგორც სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომა...

რატომაა ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა


ავტორი: Stephen Cowan, M.D. მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყა...

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის აღრზდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე 1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვ...

მარია მონტესორი - 40 რჩევა მშობლებისთვის


(მარია მონტესორის წიგნის - "მონტესორის ენციკლოპედიის" - მასალების...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff