მთარგმნელი: ანაბელ თავდგირიძე
წყარო: ანაბელის ბლოგი
ემოციური კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის აუცილებელია, სწორედ ეს ამყარებს ოჯახური ურთიერთობის ფუნდამენტს და თითოეულ მშობელს აქვს ამის პოტენციალი. ზოგჯერ ბავშვთან კონტაქტი იკარგება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ამ კონტაქტის აღდგენა. ამაზე მოგვითხრობს ფსიქოლოგი ანასტასია ივანოვა.
და რომელი 6 ჩვევაა ეს?
1. თქვენ ბავშვს ყურადღება მხოლოდ მაშინ აქცევთ როცა ის რაიმეს აშავებს
რატომღაც უფრო ხშირად ადამიანები ყურადღბას ცუდზე ამახვილებენ,ხოლო კარგ საქციელს მიიჩნევებ თითქოს - ასეც უნდა ყოფილიყო! თუ ბავშვს რაიმე ნივთი ხელიდან უვარდება ჩვენ მაშინვე ვამჩნევთ ამას და ვსაყვედურობთ, მაგრამ როცა კოხტად უჭირავს პატარა ხალებში სათამაშოები, ან ჩუმად ვართ ან ვერც კი ვხედავთ უნდა გავითვალისწინოთ რომ ბავშვი იმახსოვრებს იმას თუ როდის აქცევს მშობელი მას ყურადღებას, უმეტესად კი ეს ხდება მაშინ როცა ის რაღაცას აშავებს. მაიმუნობა = ყურადღებას
2. თქვენ არ აქებთ ბავშვს
დიდი ალბათობით ახლა ყველა მშობელი იფიქრებს "ეს მე არ მეხება, მე ხომ ყოველთვის ვაქებ ჩემს შვილს სიტყვებით, როგორიცაა " ყოჩაღ" "კარგია" " სუპერ". მსგავს სიტყვების ხშირი გამოყენება იწვევს გაუფასურებას და ბოლოს ბავშვი ამას ყურადღებასაც არ აქცევს. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ "ხარისხიან" ქებაზე! ბავშვი უნდა შევაქოთ კონკრეტულ სიტუაციაში,ასე ბავშვში ვანავითარებთ თავდაჯერებულობას.
3. არ განვიხილავთ მის და ჩვენს ემოციებს
"ნუ ტირი" "არ მოიწყინო" " რა სისულელეა" "დედა კარგადაა, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა" - სწორედ ასეთი ფრაზები იწვევს მშობლისა და შვილის ერთმანეთთან გაუცხოებას. ბავშვი ფიქრობს რომ მის ემოციებს ყურადღებას არავინ აქცევს,ხოლო მშობელი მას ატყუებს და უმალავს საკუთარ განცდებს. " საკუთარი ემოციების გამოხატვა ცუდია, მშობელიც კი ვერ გამიგებს ამას" - სწორედ ასეთ ფიქრებს იწვევს ზემოთ ხსენებული საქციელი ბავშვებში. საკუთარ ემოციებზე საუბარი მნიშვნელოვანია და ორმაგან მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური მდგომარეობა, უნდა მივცეთ მათ საშუალება ისაუბრონ პრობლემებზე ზედმეტი კომენტარების გარეშე როგორიცაა " მერე რა, გულთან ახლოს ნუ მიიტან"
4. თქვენ თვლით, რომ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება
შესთავაზო ბავშვს არჩევანი = განავითრო მასში დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა. თვითონ გადაწყვიტონ ვისთან ითამაშონ, რომელი სათამაშო ათხოვონ სხვას, რომელი შარვალი ჩაიცვან და ა.შ ბავშვებს და არამხოლოდ მათ აქვთ შეცდომის უფლება ამიტომ მიეცით მათ შესაძლებლობა აირჩიონ ის რაც მათ სურს, თუ გინდ ეს "არასწორი" იყოს.
5. თქვენ იყენებთ იძულებითი აღზრდის მეთოდებს
მშობელს არანაირი უფლება არ აქვს ხელი აიღოს ბავშვზე,რაც არ უნდა გააკეთოს და როგორიც არ უნდა იყოს პარატა სწორედ ასე ირღვევა ბავშვის უფლებები.
6. თქვენ ცოტა დროს ატარებთ ბავშვთან.
დაკავებული იყოთ ტელეფონით, როცა ბავშვი თქვენს გვერდით თავისთვის თამაშობს არ ნიშნავს რომ თქვენ მასთან ერთად ატარებთ დროს. ბავშვთან თამაში მოგცემთ საშუალებას ასწავლოთ პატარას ან ისწავლოთ მისგან რაღაც ახალი.გაიგოთ. რა აინტერესებს თქვენს პატარას და რა აწუხებს. ხარისხიანი დრო ეს არის ის დრო როცა მიყვებით ბავშვს თამაშში და აძლევთ საშუალებას თავი იგრძნოს მნიშვნელოვნად და თქვენ ჩაგთვალოთ კარგ მეგობრად