ავტორი: Stephen Cowan, M.D.
მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე
5 წლის წინ დავწერე სტატია „11 რამ რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს“, რომელშიც ჩემი 25 წლიანი პედიატრული კარიერა დამეხმარა. ძალიან ბევრი სითბო წამოვიდა ამის შემდეგ რაც პირადპირ გულზე მომხვდა. რა თქმა უნდა ცხოვრებაში ყველაფერი 11 რამეზე არ ჩერდება. ზოგადად ბავშვები განაგრძობენ, რომ იყვნენ ჩემი მასწავლებლები. ჩემი 30 წლიანი მშობლობის, და შემდეგ პედიატრობის პარქტიკის განმავლობაში მივხვდი ერთ მთავარს რაც ამ 11 რამეში არც კი მაქვს მოხსენიებულიც და შეიძლება უმთავრესიც კი არის.
ბავშვის აღზრდას სჭირდება სიმამაცე - უფრო მეტი სიმამაცე ვიდრე თქვენ აანალიზებთ ან რომელიმე მშობელი, ან მე ვაანალიზებდი ჩემი პედიატრობის პრაქტიკის დროს და მყავდა 2 შვილი.
ეს სიმამაცე არის - გრძნობა, რომ შეიგრძნო სიმამაცე. იგრძნო მწუხარება, იგრძნო იმედგაცრუება, იგრძნო ტკივილი, იგრძნო შიში, იგრძნო ემოცია, იგრძნო შეშფოთება, იგრძნო დაბნეულობა. სიმამაცეა, რომ ამ თვისებებით იყო დაჯილდოვებული, როგორც ის, რომ გიყვარდეს შენი შვილი და გიყვარდეს შენი თავი. ბავშვის აღზრდის დროს ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიქმნება. ურთიერთობების ცვლილებები, რომლის გამოც გვიწვევს ჩვენ, რომ გავიზარდოთ. ძლიერი ამბები რომლებსაც ჩვენ თან ვატარებთ. ძალიან ბევრ აზრს შეიძლება წავაწყდეთ აღზრდის დროს. შენი აზრის საწინააღმდეგო აზრი, გაკიცხვა და დაუსრულებელი განაჩენები, მეცნიერიების და მორალის სახელით.
ყველა მშობლისთვის, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, რომ თავის შვილთან ერთად შეიცვალოს. რას შეგიძლიათ დაეყრდნოთ მაშინ, როცა უნდა აყვეთ ჟამთა სვლას და გაცუროთ ძალიან ღრმა პიროვნული ცვლილებებისკენ, რომელშიც სხვა ვერავინ იმოგზაურებს თქვენს მაგივრად?
პასუხი არის ის, რაც მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს როგორც მშობლისას და იყენებს მას, როგორც ძალას.
3 ნაბიჯი რომ გაბედულად იკისრო გრძნობები და გამოიმუშაო მშობლის ინტუიცია:
1 - გამოდით თქვენი გონებიდან, რომ შექმნათ სივრცე თქვენ გულში: როდესაც ჩვენ ვეჩეხებით რაღაცის შესახებ უკვე არსებულ აზრს თუ რა არის კარგი და რა ცუდი, ამ დროს ჩვენ თავიდან ვფიქრობთ და თავიდან ვაანალიზებთ ჩვენს გრძნობებს. ეს კონკრეტული მოსაზრებები ჩვენ გვიწესებს ლიმიტებს და ასევე დიდ გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, აძლიერებს შეწინააღმდეგების სურვილს და იწვევს ყველასთვის დიდ ტანჯვას.
2 - შექმენით სივრცე თქვენს გულში, რომ ნახოთ, რას ჭირდება ყველაზე მეტი ყურადღება: როდესაც შენი გონებიდან გამოდიხარ, ხვდები რომ გრძნობები არ შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი. გრძნობები არ არიან მტრები. მე ბავშვებს ასე ვუხსნი - გრძნობები არის ამინდი თქვენში, რომელიც გახვედრებთ, თუ რა ხდება კონკრეტულ მომენტში თქვენს შიგნით, ეს ამინდი ყოველთვის შერეულია და ყოველთვის იცვლება. არაკომფორტული გრძნობები უნდა გამოიყენოთ, როგორც ინფორმაცია, რომ გაიგოთ რა გჭირდებათ თქვენ და თქვენს შვილს იმისთვის, რომ უფრო ახლოს, დაკავშირებულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი ერთმანეთთან.
3 – ყურადღების მიქცევა იმაზე, თუ რა არის საჭირო ნდობის გასაზრდელად: ნდობა ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია ენდო საკუთარ თავს და შვილს. ეს არ არის ბრმა რწმენა. როდესაც ხედავ, რამდენად საჭიროა გრძნობები, თქვენ უფრო მეტად მზად ხართ, რომ პრობლემა უფრო მარტივად და კრეატიულად მოაგვაროთ. ვიცი რომ ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ყოველ ჯერზე მე აღმოვაჩინე, რომ როცა კი ჩვენ ასე სულიერად/გულით ვუდგებით სიტუაციას, ჩვენ ვხედავთ უფრო დიდ სურათს თუ როგორ უნდა განვვითარდეთ როგორც მშობლები. ამ ყველაფერს კი ჩვენი შვილებისთვის დიდი კომფორტი მოაქვს.
ბავშვის აღზრდა არის ყველაზე გმირული რამ რაც კი ვიცი.
ბავშვზე მთელი გულით ზრუნვა, ნიშნავს რომ შენ ზრუნავ უფრო დიდ რამეზე, ვიდრე შენი თავი. ეს არის „დიდი შენ, სიყვარულისთვის“ რაც გაიძულებს შენ და გაძლევს ძალას, რომ ყოველი გამოწვევის დროს ტრანსფორმირდე. მე ეს ძალიან ხშირად მინახავს და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ეს დიდი სასწაულია. ეს „დიდი შენ“ არის ექსპერტი და იცის რა როგორ უნდა იყოს, არ აძლევს სხვას საშუალებას, რომ უთხრას „ეს ასე არ არის“. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ მას შემდეგ რაც, შეელევი შენს ძველ ჩვევებს, შენ იქნები გამოსავალი ყველა პასუხზე. აღარ დაგაინტერესებს არანაირი კლიშეები, ჩვევები, დადგენილი წესები ან მეცნიეული დიაგნოზები. ეს ყველაფერი მხოლოდ აშინებს ჩვენს გრძნობებს და არ აგულიანებს მათ უფრო მეტი სიყვარულიკენ.
არც ერთმა ექიმმა, პოლიტიკოსმა ან სულიერმა მოძღვარმა არ იცის თქვენზე უკეთ, როგორ გიყვარდეთ თქვენი შვილი ყოველგვარი მიზეზის გარშე, მთელი გულით. საბოლოოდ, ეს სიყვარული არის ის მთავარი რამ რაც თქვენს შვილს უნდა თქვენგან .
ეს სიყვარული არის მთავარი. ის ჩანს თქვენს სხეულის ენაში, იგრძნობა თქვენი ხმის სინაზეში. ცუდი სიზმრის შემდეგ უზის საწოლთან, ის ამზადებს ლანჩს და ლანჩზე აკეთებს წარწერას „მე შენ მიყვარხარ“, ის გრძნობს ლოყაზე სიცხეს მაგრამ არ პანიკდება ამის გამო, ის უსმენს შვილის სუნთქვას, სანამ ის სიზმარს ნახულობს, შვილთან ერთად უხარია მისი ყოველი ახალი თავგადასავალი, გრძნობს ტკივილს და წინააღმდგეობას, ის არის მშვიდად მაშინაც კი, როცა გარდატეხის ასაკი მოდის, მშვიდად არის სკოლის პირველ დღეს, პირველი პაემნისას, კოლეჯში წასვლის დღეს, პირველი სამსახურის დაწყების დროს, ქორწილის დროს, ოჯახის გაზრდის დროს.
სიყვარულია ის, რაც მშვიდადაა და ყველაფერს დინების მიხედვით აკეთებს, დაე იყოს ასე.
რა შეიძლება იყოს ამაზე გმირული.