სწავლება არ-სწავლებით

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია სიტყვები, რომლებიც გა...

kids

ავტორი: ანა თოფურიძე

კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია სიტყვები, რომლებიც გარკვეულ მოვლენას აღნიშნავენ თუმცა ხშირად ღრმა გაცნობიერებული და გამოცდილი გადააზრების გარეშე ისინი ციხედ და ბარიერად იქცევახოლმა. ასეთია სიტყვა სწავლა და სწავლების ფენომენი.

რა არის სწავლა? სწავლა თეორიული დამახსოვრებაა თუ პრაქტიკული გამოცდილება?

რას ნიშნავს როცა რაღაც რეალურად იცი? როგორ უნდა მიხვდე რომ მოსწავლეს ნამდვილად ასწავლე?

მოსწავლედ ყოფნის მედ ყოფნაც მახსოვს და მასწავლებლად ყოფნის აწმყო გამოცდილებებსაც ვაანალიზებ და რადგან ამ საკითხს ორივე მხრივ ვუყურებ და დადებითი და უარყოფითი შედეგებიც ორივე მხრივ გამომიცდია, რამდენიმე მეთოდს გავახმოვანებ რაც ჩემი სწავლების სწავლის პროცესში შევიმუშავე.

მასწავლებლობაა ეგოსთან ძლიერადაა გადაჯაჭვული, უმეტესად ყველას უნდა სხვას რაღაც ასწავლოს, მაგრამ ხშირად ეს სწავლება მცდარია, დამყარებულია არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე და არაჯანსაღ თვითშეფასებაზე რასაც არასასურველ შედეგებამდე მივყავართ, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები შესაძლოა არა მხოლოდ სკოლის მასწავლებლებს, არამედ მშობლებს და ზოგადად მასწავლებლობის მსურველ ადამიანებსაც გამოადგეთ.

1. სანამ გადაწყვეტ რომ ვიღაცას რამე ასწავლო, უნდა გააცნობიერო რომ შენ მხოლოდ ცოდნის მცირე ნაწილის გადამცემი ხარ და მეტი არავინ, სამყაროს თავად ცოდნაა და შენმა მოსწავლემ შესაძლოა შენზე უკეთ, შემზე მრავალხრივად და ღრმად შეიცნოს საგანი. ცოდნა არაა შენი საკუთრება, ცოდნა არსებობს და შენ მხოლოდ ბავშვის იმ დიდ სამყარომდე მიყვანა გევალება გარკვეულ ეტაპამდე.

2. რამდენი წლით უფროსი ან გამოცდილიც არ უნდა იყო მოსწავლეზე, შენს წინ სხვა უნიკალური ინდივიდი დგას თავისი პოტენციალით და მის უნარებს პატივი უნდა სცე ისე როგორც თანასწორ კოლეგას. მოუსმინო და გაითვალისწინო ყველაფერი რასაც გეტყვის.

3. როცა ხდები მასწავლებელი ხდები მოსწავლეც, შენი მოსწავლე თავისი კითხვებით, გამოვლენილი ემოციებით, წინსვლით თუ გაჩერებით გიჩვენებს შენს სახეს, თუ რამდენად სწორი გზით მიდიხარ, მოსწავლე შენი სარკეა და ამიტომ ის უმნიშვნელოვანესი მასწავლებელია იმის რომ დაინახო რა გაკლია, რა გეშლება, რა გჭირდება.

4. გააცნობიერე რომ სწავლა დაუსრულებელია, თუნდაც სხვას ასწავლიდეთ თქვენც მუდამ სწავლობთ, არასოდეს იფიქრით რომ რაღაც ამოწურეთ თორემ თქვენი გონების დახურვა მოსწავლეზე და სწავლის ხარისხზეც აისახება.

5. ასწავლეთ კითხვების დასმით და არა ძახილისნიშნებით. ნუ მიაწვდით ბავშვს გამზადებულ ამოხსნილ მაგალითს, ყოველ პატარა საფეხურზე დაუსვით კითხვები, რომ მან თავად იაზროვნოს და თავად იპოვოს ყველა პასუხი. კითხვების დასმა სწავლების საუკეთესო საშუალებაა, ხოლო ბრძანებითი კილოთი ცოდნის გადაცემა წამგებიანია. ბავშვმა უნდა თავისი მე იგრძნოს რაღაცის მოპოვებაში და ამით ბევრად იხალისებს და მეტის გაკეთება მოუნდება.

6. მიიღეთ არასწორი პასუხები ბოლომდე და ღიმილით, მიიღეთ ბავშვების სათქმელი და თვითგამოვლინება კრიტიკის გარეშე, მე ყოველთვის ვაცდი პატარას მცდარი პასუხები რომ ბოლომდე მითხრას, ეს პატივისცემაა რომელიც ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს ადამიანს. თუ თქვენ გააწყვეტინებთ და შეუსწორებთ, მას თავის თავში ეჭვი შეეპარება და შეიძლება სწავლაზე გული აიცრუოს.

7. თუ გინდა იყო კარგი მასწავლებელი, უნდა შეგეძლოს იყო მოსწავლეზე მეტად უცოდინარი, ზოგჯერ უნდა გაჩუმდე და არ თქვა რაც იცი და აცადო ბავშვს თავად თქვას. თუ ასწავლი სპორტს ან რომელიმე თამაშს, უნდა შეგეძლოს გახდე მასზე სუსტი, რომ მისცე უფლება შენზე ძლიერი სვლები გააკეთოს.

8. არჩევანის უფლება. ყოველთვის მინიმუმ ორ რამეს შორის უნდა ქონდეს ბავშვს არჩევანი და როდესაც აირჩევს ის სიხარულით გააკეთებს დავალებას, როცა ერთი კონკრეტული ბრძანებაა მიცემული, ეს მის მეს შეზღუდავს და ხალისს დაკარგავს და სწავლის ხარისხსაც დაამდაბლებს. არავის უნდა იყოს ბრძანებების შემსრულებელი, არც ხუთი წლის ბავშვს, ყველას სურს იყოს თავის ცხოვრების გამგებელი და ეს დადებითი თვისება სწავლის დროს რატომ უნდა დაითრგუნოს?

9. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ახალი იდეების მისაღებად და მოსწავლე ამის წყაროა. ეპოქა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ყოველი დაბადებული ახალი თაობა მეტად ჭკვიანი იბადება, ასე რომ თქვენი მსოწავლე თქვენზე შემოქმედებითი, თამამი და ჭკვიანია, ამიტომ გამოიყენეთ მასთან ურთიერთობა როგორც განვითარების ერთ-ერთი გზა, მოუსმინეთ მათ იდეებს, შენიშვნებს და შეიტანეთ პრაქტიკაში.

10. რამდენად შაბლონურადაც არ უნდა ჟღერდეს, მოსწავლეს ჯერ უნდა ასწავლოთ საგნის სიყვარული და შემდეგ საგანი. სიყვარული საწინდარია შემეცნების და კარიერულ წარმატებას სწორედ ისინი აღწევენ, ვისაც სიყვარული ამოძრავებთ. თქვენ შეიძლება ორ წელში აღარ ასწავლოთ ბავშვს საგანი, მაგრამ თუ მას სიყვარული დაუტოვეთ, ეს დიდი ინვესტიციაა მომავალში, სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა და თუ ის ბავშვში გაღვივდება, ის მუდამ დაეხმარება იპოვოს ძალები და წყაროები მეტი სწავლის და წინსვლისთვის.

მსგავსი სტატიები

როგორ არ გამოგვეპაროს გენია?


წყარო მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე სმენის ვექტორიანი ბავშვების...

რატომ ხდება ბავშვი ავად?


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ ხდება ბავშვი ავად? თქვენ მეტყვით: იმ...

ნუ "მოარჯულებთ" ბავშვებს!


ავტორი: ნანა აბესაძე იბადება ბავშვი და მასთან ერთად სიხარული. ჩვ...

10 ძირითადი შეცდომა ბავშვის აღზრდაში


მთარგმნელი ქეთევან მიმინოშვილი წყარო მშობლები შვილებს საკუთარი ...

სიყვარული როგორც სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ის რომ ჩვენი ქცევა მუდმივ კავშირშია მომა...

სწავლება არ-სწავლებით


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ...

რატომაა ბავშვის აღზრდა ყველაზე დიდი გმირობა


ავტორი: Stephen Cowan, M.D. მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff