11 რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

Admin
ბავშვების აღზრდა
0
0

მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო 25 წლიანი პედიატრიული პრაქტიკის და ათასობით ბავშვისთვის დახმ...

parents

მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე

წყარო

25 წლიანი პედიატრიული პრაქტიკის და ათასობით ბავშვისთვის დახმარების გაწევის შემდეგ, დამიგროვდა რამდენიმე მაგალითი, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ჯანმრეთელობაზე უფრო ღრმა შეხედულება მქონდეს. აი რამდენიმე შეუფასებელი გაკეთილი.

1. გაზრდა და განვითარება არ არის რბოლა

დღეს ყველას ეჩქარება გაზრდა. დღევანდელ ძალიან სწრაფ ტემპიან ცხოვრებაში, ჩვენ გვავიწყდება რომ ცხოვრება გაზრდის პროცესია. ჯანსაღი ხილის მისაღებად აუცილებელია კვებოთ ძლიერი ფესვები. მიაქციე შენი ბავშვის გარემოს ყურადღება: გაისეირნე მასთან ერთად, ჭამეთ ერთად, ითამაშეთ ერთად და გაუზიარე შენი ბავშობის დროინდელი გამოცდილებები.

2. ოჯახური ტრადიციების შექმნა აძლიერებს ოჯახთან სიახლოვეს და ჯანსაღ ცხოვრების წესს

ამას ჭირდება დრო და პრაქტიკა. პირადი ტრადიციები არის წმინდა რადგან ის აძლერებს სიყვარულს, აძლიერებს დამოუკიდებლობას, რომელიც თქვენს შვილს გაჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

3. ჩვენ ვიზრდებით ციკლურად

ყველა ბავშვის ცხოვრებაში არის რიტმი და პულსი - ხანდახან სწრაფი და ინტენსიური, ხანდახან ნელი და მშვიდი. როგორც გაზაფხულს მოაქვს განახლებადი მადლიერების გრძნობა სიცოცხლისადმი, ასევე ბავშვის ცხოვრებში არის აღმოჩენების და სასწაულების ეტაპები. ბოლოს და ბოლოს სწავლა არ არის მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება. ეს არის ჩვენი იდეების ტრანსფორმაციის პროცესი და ხანდახან რომ დავინახოთ ახლებურად, საჭიროა ძველი რაღაცეების დავიწყება. ზოგი ბავშვი დიდი ნაბიჯის გადადგმის წინ ხანდახან ნაბიჯს უკანაც დგამს, რომ უფრო კარგად მოემზადოს ახალი სიახლისთვის. ციკლებად გაზრდა გულისხმობს, რომ ჩვენ გაზრდის მხოლოდ ერთი შანსი არ გვეძლევა. ერთი და იგივე გამოცდა ბევრჯერ მოვა სანამ ბოლომდე არ ჩააბარებ მას. 

4. წახალისება იგივე არაა, რაც ინდულგირება

ჩვენ არ ვზრდით მეფეებს და დედოფლებს. მეფეები ვერ იმკვიდრებენ თავს დღევანდელ საზოგადოებაში. ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაიმეს ინდულგირება ბავშვში ასუსტებს გადარჩენის ძალებს, უმცირებს მოტივაციას და ამცირებს წარმატების შეგრძნებას.

შეგულიანება ნიშნავს, რომ შეგულიანოთ ბავშვი, რომ გააკეთოს რაღაცა და არა თქვენ გააკეთოთ ეს მის მაგივრად. შექმენით მხარდამჭერი კონტექსტი, რომ ბავშვმა ეს იგრძნოს, და არა ზეწოლა თქვენი მხრიდან. უანგარო სიყვარული შეაგულიანებს და მისცემს თქვენ შვილს იმის ძალას რომ თავისით სცადოს, ექსპერიმენტიო ჩაატაროს და თუ არ გამოუვა ეცოდინება, რომ თქვენ მას არ განსჯით. ხანდახან შვილის შეგულიანება ნიშნავს იმას, რომ თქვენ მისგან ოდნავ შორს იდგეთ, რომ მან იგრძნოს დამოუკიდებლობა, თუმცა გაუწოდოთ დახმარების ხელი მაშინვე როცა ეს საჭირო იქნება, მაგრამ ენდეთ მას გადაწყვეტილების მიღებაში.

5. დააჭირკო ღილაკს - ეს არის ჩვენის სულიერი გამოცდილება, ბავშვები კი ჩვენი სულიერი მასწავლებლები არიან

თქვენ არ გჭირდებათ უკან დახევა, თქვენი პატარა ბრძენი მასწავლებელი თქვენთანაა და ის გთავაზობთ სწვალებას სრულიად უსასყიდლოდ.
ბავშვები ჩვენს ყველა ქცევას აკვირდებიან, ცდილობენ ისწავლონ შეუსაბამოებები რომ გაიგონ ეს გიჟური სამყარო. ამ დროს ისინი გიხმობენ, და ითხოვენ, რომ ღილაკს დააჭიროთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს ღილაკები თქვენია და არა მათი. არ იჩქაროთ და ისწავლეთ ბავშვისგან ი,ს რასაც ის ცდილობს, რომ გასწავლოს. მშობლობის ერთერთი საიდუმლო, ეს არის სურვილი - ვტრანსფორმირდეთ ჩვენი შვილებისთვის. როცა შენ სურვილი გაქვს, რომ შეხედო ღილაკს, შენ აცნობიერებ, რომ ეს შეგცვლის შენც და შენს შვილსაც.

6. სიმპტომი - ეს არის სხეულის ენა, რომელიც გავგებინებს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს

იმის ნაცვლად, რომ სიმპტომი ჩაახშოს, მედიცინა გვეკითხება „რა უნდა ამ სიმპტომს“? ჩვენს სხეულს აქვს თავის ინტელექტი, და მაინც ფარმაცევტული რეკლამები გვიმტკიცებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის სიმპტომებთან დაკავშირებულ თქვენს შეგძნებებთამ. ჩემი პრაქტიკის უმეტესობა მაქვს გატარებული სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლაში, თითქოს ისინი იყოს პრობლემა. (ეს იგივეა რაც სხეულს უთხრა, მოკეტე, ეს უხეშობაა.) ჩვენ არ ვენდობით სხუელის ინტელექტს. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ და გვეშინია ჩვენი სხეულის გრძნობების. ბავშვებმა მასწავლეს, რომ სიმპტომი - გაციება არ არის პრობლემა. რაც იწვევს გაციებას ის არის პრობლემა, ტემპერატურა არის სხეულის ენა რომ შეეწინააღმდეგოს იმას რაც ხდება.

მაგალითისთვის ავიღოთ ბავშვი, რომელსაც სიცხე აქვს. კიდევ რა სიმპტომები აქვს ამ ბავშვს? თუ ის თამაშის ხასიათზეა, თქვენ არ უნდა შეეწინააღმდეგოთ სიცხეს. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ცდილობს შექმნას მეტაბოლური სითბო რომ გააძლიეროს, მობილიზება გაუკეთოს იმუნიტეტს. თუ გნებავთ, რომ დაეხმაროთ ორგანიზმს, შეგიძლიათ ბავშვებს მისცეთ თბილი სითხეები (არავითარ შემთხვევაში ცივი), რომ არ გააჩეროს ცეცხლი რომელის ორგანიზმში ტრიალებს.

7. იყავი მზად

ეს ფრაზა მუდამ თავში მაქვს. ეს არის მზადყოფნა, რომელიც შეიძლება იკვებებოდეს თავდაჯერებულობით ან შიშით. თანამედროვეობაში, მე ვეძახი მკურნალობას „მოსამზადებელ მედიციანას“ და არა „პროფილაქტიკურ მედიცინას“, ასე რომ ავად გახდომა არ არის დამარცხება. იყო ჯანმრთელი არ ნიშნავს რომ არასოდეს გახდე ავად. ცხოვრება თავგადასავალია, თავისი წინსვლებით და უკუსვლებით, ბავშვი კი ამ ტემპში ცხოვრობს. სტაბილურმა იმუნურმა სისტემამ იცის, როგორ უნდა გახდეს ავად და როგორ გამოკეთდეს. ძალიან სუფთა ცხოვრების შემთხვევაში, ცხოვრება არათუ გვაძლევს პირიქით გვართმევს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც გამოკეთებისთვისაა საჭირო.

იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ შიშში, რომ ჩვენი შვილი ავად გახდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბუნებრივი გზები, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწრაფად და ეფეტურად გამოჯანმრთელებაში: კარგი კვება, ჰიდრატაცია, პრობიოტიკები, დასვენება და ვარჯიში. მაგრამ ყველაზე მთავრია ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რა ხშირად არის თქვენი შვილი კარგად და არა იმაზე რა სიხშირით ხდება ის ავად.

8.გამოჯანმრთელებას დრო ჭირდება

ყველაზე ალტერანტიული მედიცინა დღეს არის - დაელოდეთ, საჭიროა დრო. როგორც ზოგადად საზოგადეობა, ჩვენც გვინდა რომ მალე გამოვჯანმრთელდეთ, იმიტომ, რომ დრო არ გვაქვს. როგორც ექიმს, მე მამზადებდნენ რომ მემკურნალა სწრაფად და ეფექტურად.

როცა გადაუდებელი დამხარებაა საჭირო, ნამდვილად აუცილებელი და საჭიროა წამალი, მაგრამ ბავშვური ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობაში არ არის საჭირო სიჩქარე. ასეთ სიტუაციებში საჭიროა დრო უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე წამლები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთელ გაენთავისუფლოთ სამსახურიდან, იმიტომ რომ თქვენი შვილი სკოლიდან გამოუშვეს სურდოს გამო, ზედმეტი სტრესია ისედაც სტრესულ დროში. მაგრამ, ბავშვებმა მასწავლეს, რომ გამოკეთების პროცესიც ერთგვარი განვითარების პროცესია.

როცა ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვებს იმის დროს, რომ გამოჯანმრთელდნენ, ჩვენ მათ ვართმევთ იმ დროს, რაშიც ისინი უნდა განვითარდნენ და გაიძლიერონ ჯანმრთელობა გრძელი ცხოვრებისთვის. მაგრამ როცა ჩვენ ვაძლევთ გამოჯანმრთელების დროს, ამით ჩვენ ვაძლევთ მათ თავგადასავალს და არა მხოლოდ დანიშნულების წერტილს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ჯანმრთელობას და ავად ყოფნას, ისევე, როგორც მონეტას - ორი მხრიდან.

9. ცხოვრების საიდუმლო - ბუნებრივად მიშვებაა:

ცხოვება არის მუდმივი გზა. სხვადასხვა რაღაცეები გვაიძულებს, რომ ჩვენში ბევრი რამ ტრანსფორმირდეს. როგორც გაზაფხული გზას უთმობს ზაფხულს, ასევე განვითარების ყოველი საფეხური არის რაღაცის ბუნებრივად მიშვება. ცოცვა აუცილებელია, სანამ ადამიანი სიარულს ისწავლის; ტიტინის გარეშე ვერ ისწავლი ლაპარაკს; ბავშვობის მერე მოდის გარდატეხის ასაკი; ჩასუნთქვას მოყვება ამოსუნთქვა; ჭამას კი კუჭში გასვლა მოსდევს. ყველაფერი ეს ბუნებრივია.

ყველა სეზონი, ყველა ეტაპი, ცხოვრების ყოველი პატარა რიტმი დამოკიდებულია მიშვებაზე, ბუნებრივად განვითარებაზე. ეს გვაძლევს, საშუალოებას რომ „ოთახში“ არ გვქონდეს ზედმეტ ნივთები, ისინი რაც ჩვენ არ გვჭირდება, რომ გავუნთავისუფლოთ ადგილი ახალ ინფორმაციას. ისწავლო მიშვება, არ არის ადვილი და ყველა ბავშვს აქვს თავის კონკრეტული ადაპტირებული მიდგომა და დრო, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს. ბუნება მრავალფეროვნების მომხრეა. გახსოვდეთ, რომ დააფასოთ თქვენი ბავშვის უნიკალური ბუნება.

ყველაზე მარტივად ბავშვები თამაშის დროს უშვებენ ყველაფერს. თამაში ნიშნავს მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლებას. თამაში გვანთავისუფლებს ჩვენ და გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს თავს ძალიან სერიოზულად არ მივუდგეთ.

10. ენდე შენს თავს: შენ ხარ შენი შვილის ექსპერტი

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ვასწავლი მშობლებს, არის ის, რომ ენდონ თავიანთ თავს. ყველაზე რთული ეს მაშინ არის, როცა თქვენ ცხოვრებაში შემოდის ბავშვი. ჩვენ ველით, რომ ვიცოდეთ ყველაფერი და საბოლოოდ ვგრძნობთ, რომ არაფერი არ ვიცით. მაგრამ ბავშვებმა მასწავლეს, რომ ეს არ ცოდნა ხანდახან უკეთესიც არის რათა ვენდოთ ჩვენი ინტუიციის ძალას. 

დაკვირვებული მშობლობა იწყება მოსმენით, გულისყურით უნდა მოუსმინო შენს შვილის და არა შიშით და პანიკით. სწავლებებმა აჩვენა, რომ დედის ინტუიცია ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტესტი პრობლემის მოსაგვარებლად. სამწუხაროდ დღეს იმდენად ბევრი ინფორმაციაა, რომ ჩვენ საშუალება არ გვაქვს ჩვენს პირად ინტუიციას მოვუსმინოთ.

ისწავლეთ თქვენი შვილისგან. ჩახედეთ მათ თვალებში: წარმოიდგინეთ როგორია მსოფლიო სანამ თქვენ ლაპარაკს დაიწყებთ; როგორია მსოფლიო კლიშეების გარეშე, სადაც არ არის კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი. ბავშვებს არ ყავთ მტრები, ეს ხომ ნათელია. ამას ეძახიან ძენ-ბუდისტები - დამწყების გონებას. კარგად დააკვირდით როგორ სუნთქავს თქვენი შვილი მუცლით. ნუ იფიქრებთ მომენტზე და ეცადეთ ასე ისუნთქოთ. შეიძლება ამ დროს იპოვნოთ ყველა პასუხი, რომელსაც ელოდებოდით.

11. უყურეთ შორიდან (იმიტომ რომ უფრო ადვილია დაინახოთ პრობლემა, განსაკუთრებით ღამის 2 საათზე)

მას მერე, რაც ვნახე ათასობით ბავშვის გაზრდის პროცესი, შეიძლება უბრალო რიყის ქვად მომეჩვენოს ის რაც უშველებელ პრობლემად ჩანს ოთხი თვის ბავშვისთვის ან 14 წლის მოზარდისთვის. ბავშვებმა მასწავლეს შორიდან ყურება. როცა ჩვენ შორიდან ვუყურებთ და ვხედავთ ჩვენს თავებს, ჩვენ ვხდებით უფრო ბრძენები და თანამგრძნობელები.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის აღრზდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე 1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვ...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

აღზარდე საკუთარი თავი, სანამ ბავშვებს აღზრდი


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული გაახმოვ...

სწავლება არ-სწავლებით


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ...

სტრესის გამოვლინება ბავშვებში


ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავ...

11 რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო 25 წლიანი პედიატრიული პრაქტიკი...

რატომ ხდება ბავშვი ავად?


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ ხდება ბავშვი ავად? თქვენ მეტყვით: იმ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff