ამას შეუძლია შეცვალოს ცივილიზაცია

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
5
1

ტრანსკრიბცია ბრიუს ლიპტონის ვიდეოდან (არასრული ტექსტი) მთარგმნელი: თემურ კურცხალია ფარმა...

lipton

ტრანსკრიბცია ბრიუს ლიპტონის ვიდეოდან (არასრული ტექსტი)

მთარგმნელი: თემურ კურცხალია

ფარმაცეპტულ ინდუსტრიას არ სურს გვასწავლოს როგორ განვკურნოთ საკუთარი თავი.

სამყარო შექმნილია ენერგიისგან, ენერგია გავს ტალღებს წყალში, ეს ტალღები სინამდვილეში ნამდვილად წყლის გავლით მოძრავი ენერგიაა.

ასე ურთიერთქმედებს ენერგიის ტალღები :

მე ვაგდებ ორ ქვას, ორივეს იგივე ზომის, იგივე სიმაღლიდან და იგივე დროს, ისინი ვარდება წყალში და წარმოქმნის ტალღებს რომლებიც ერთმანეთს ხვდება.

კითხვა შემდეგია :

რა მოხდება როცა ეს ენერგიები ერთმანეთს ხვდება?

როცა ისინი ერთმანეთს ემთხვევა, ტალღა უფრო ძლიერი ხდება. ამას ეწოდება „კონსტრუქციული სიხშირე“.

არსებობს საპირისპირო ეფექტი :

ამჯერად მე ვაგდებ ორ ქვას იგივე სიმაღლიდან მაგრამ ამჯერად მე ვაგდებ ერთს მეორეზე შედარებით ადრე. ტალღები გადაიკვეთებიან ერთმანეთთან, მაგრამ ისინი არ ემთხვევიან ერთმანეთის სიხშირეს. ერთი ტალღა მიმართულია მაღლა, მეორე კი დაბლა. ორ ტალღას შეუძლია ურთიერთქმედება და ერთმანეთის განეიტრალება. ამას ეწოდება „დესტრუქციული სიხშირე“ .

თქვენ ყველას გამოგიცდიათ ეს თქვენს ცხოვრებაში.

მოდი ვთქვათ შაბათი საღამოა და უნდა წახვიდეთ წვეულებაზე, მაგრამ დაღლილი ხართ . ხვდებით ადამიანებს,ვისთანაც ჰარმონიულ ტალღაში ხართ , მათი ტალღები ჰარმონიაშია თქვენთან , და თქვენი და მათი ენერგია არის ერთ სიხშირეზე , ეს გაძლევთ მეტ ენერგიას და თქვენ დადიხართ ფეხის წვერებზე, ხართ მაღალ განწყობაზე - კონსტრუქციული სიხშირე

თქვენ ხართ საშიშ ან არაკომფორტულ ადგილას და გრძნობთ როგორ გეცლებათ ენერგია, ამ დროს ირგვლივ არის ენერგიის ველი, რომელიც კონფლიქტში მოდის თქვენს ენერგიასთან და მას ასუსტებს - დესტრუქციული სიხშირე

ყველა ცხოველი და ყველა მცენარე კომუნიკაციას ამყარებს ვიბრაციებით!

ანტილოპას არ სჭირდება ლომთან მისვლა და კითხვა: „ჩემი მეგობარი ხარ?“ იმიტომ რომ შორი მანძილიდან ენერგია იგრძნობა და ანტილოპა არ მივა ახლოს ცუდი ენერგიული ველის გამო.

ჩვენთვის რომ ბავშვობაში ესწავლებინათ, ვიყოთ მგრძნობიარეები ვიბრაციების მიმართ, ჩვენ არ გვექნებოდა ცუდი ურთიერთობები და არ ვიქნებოდით ცუდ ადგილებზე , მაგრამ ჩვენ გვასწავლიან რომ არ გავყვეთ ჩვენს გრძნობებს,არამედ მოვუსმინოთ თუ რას ამბობენ ადამიანები.

ენა შეიქმნა იმისთვის რომ დაგვემალა გრძნობები, ყველა ორგანიზმი ამყარებს კომუნიკაციას ვიბრაციებით და გრძნობენ კარგ ადგილას არიან თუ ცუდ ადგილას, ჩვენ, ადამიანებს გვაქვს ეს შესაძლებლობა , თუმცა არ გვაქვს ნავარჯიშები რომ გამოვიყენოთ ეს უნარი .

ვიბრაციებს შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი ჯანმრთელობა და ბიოლოგია.

თუ ოქროს ატომს დავაკვირდებით ელექტრონულ მიკროსკოპში , თუ კი მოგცემთ კამერას და თქვენ შეფრინდებით ატომში, გადაუღებთ სურათებს ერთი მხრიდან მერე მხარემდე, როცა დაბრუნდებით და სურათებს ნახავთ, სურათებზე სიცარიელე დაგხვდებათ.

მე თუ გეტყვით წადით 150 კმ/სთ სიჩქარით ტორნადოს მიმართულებით, რას იზამს თქვენი მანქანა, გაივლის თუ არა ტორნადოს? ეს იქნება ქვის კედელთან დატაკება, მანქანა დაიშლება ტორნადოსთან შეჯახებით. თქვენ ხედავთ ტორნადოს, ამიტომ ამბობთ რომ ეს ფიზიკური ობიექტია, მაგრამ თუ ამოიღებთ მტვრის ნაწილაკებს და თქვენ გაექანებით ამ ველის მიმართულებით 150 კმ/სთ სიჩქარით, ეს იქნება ჩვეულებრივი მზიანი დღე და თქვენ დაეჯახებით ჰაერს თითქოს ქვის კედელია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ატომები არიან მინიატურული ტორნადოები, ყველა ატომი ქმნის ტალღებს .

ხართ თუ არა შექმნილი ატომებისგან? დიახ თუ არა?

თუ კი, მაშინ თქვენ გასცემთ სინათლეს და ენერგიას, და თქვენ შთანთქავთ სინათლეს და ენერგიას. ახალი ფიზიკის მიხედვით, თქვენ ხართ ენერგიის ტალღები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამწუთას თქვენში.

საინტერესო ისაა რომ, მედიცინაში ჩვენ არ ვსწავლობთ ენერგიას, მიზეზი ისაა რომ წამლების კომპანიები ყიდიან ქიმიურ შენაერთებს, ისინი არ ყიდიან ენერგიას.

მედიცინას სრულად არ ესმის დაავადება, იმიტომ რომ ის ფოკუსირებულია მხოლოდ ნაწილაკებზე .

ნიუტონის ფიზიკა სწავლობს მხოლოდ სხეულს, კვანტური ფიზიკა კი ამბობს რომ მატერია და ენერგია დაკავშირებულია ერთმანეთთან.

ახალ ფიზიკაში შემოდის გონება, რომელიც არის ენერგია .

გონება არის ველი და ეს აძლევს ფორმას სხეულს , ამიტომ რისიც გჯერა, რაზეც ფიქრობ, ცვლის შენს სხეულს .

როცა ჩვენ ვხედავთ ადამიანებს , როგორც მე გიყურებთ თქვენ , ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს როგორც ფიზიკური სხეულები, მაგრამ ეს ილუზიაა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ურთიერთმოქმედი ტალღები .

სწორედ ამიტომ ერთ პიროვნებას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა პიროვნებაზე უბრალოდ ამ ველში ყოფნით.

ყველა უჯრედს სხეულში აქვს უარყოფითი ძაბვა შიგნიდან და დადებითი ძაბვა გარედან . ყველა ცოცხალი უჯრედი არის ბატარეა.

ყველა უჯრედს აქვს დაახლოებით 1.4 ვოლტი ძაბვა, არც ისე ბევრია, მაგრამ მთელი სხეულის 50 ტრილიონ უჯრედს თუ გავამრავლებთ 1.4 ზე, მივიღებთ 70 ტრილიონ ვოლტს ამწუთას თქვენს სხეულში.

ვარჯიშებით და მედიტაციებით თქვენ შეგიძლიათ ამ ენერგიის („ჩი“/” CH’I ”) ფოკუსირება და გამოყენება თვითგანკურნებისთვის.

პრობლემა არის მხოლოდ ჩვენს რწმენაში.

ჩემს გამოკვლევებში, 40 წლის წინ მე დავიწყე მუშაობა ღეროვან უჯრედებზე.

ამწუთას, ყოველ თქვენგანს აქვს ღეროვანი უჯრედები მთელ სხეულში და მათ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი და შეუძლიათ გაგხადონ ახალგაზრდა ასობით წლის მანძილზე, თქვენ შეიძლება იკითხოთ : რატომ ვბერდებით?

პასუხი არის: იმიტომ რომ გონება აკონტროლებს უჯრედებს და გენებს, ჩვენ კოლექტიურად გვჯერა დაბერების.

მე გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევარი 1977 წელს, ეს არის „ნორმალური და მოდულირებული უჯრედების სრული სტრუქტურული ანალიზი მიოგენურ კულტურებში“ .

მეცნიერება ეკლესიასავითაა, თქვენ არ შეგიძლიათ სრულად გაიგოთ რაზე ვსაუბრობ ამ ნაშრომში, მაგრამ რა არის ამ დასახელების აზრი?

ის,თუ როგორ აკონტროლებს გარემო თქვენს უჯრედებს!

ჩემი კოლეგები არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ ნაშრომით, იმიტომ რომ მათ არ სურდათ ამის გაგება.

თუ შეცვლით თქვენს ფიქრებს გონებაში, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი ბიოლოგია.

სწორედ გონება არის მთავარი ავადმყოფობის მიზეზი პლანეტაზე, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო როგორიც გვინდა რომ იყოს, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის რომ უნდა გავაცნობიეროთ ეს. შემდეგ კი სამოთხე იქნება აი აქ, დედამიწაზე.

 

მსგავსი სტატიები

მულადჰარა ჩაკრა: ფუძისეული ენერგეტიკული ცენტრი


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო ჩაკრების თემაზე პირველ რიგში ...

ჩაკრები – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები


მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე წყარო რა არის ჩაკრები და რაში ჭირდე...

432 ჰერცი მუსიკაში - საინტერესო ფაქტები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო სამყარო ერთიანი და მთლიანია, და...

სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი


მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ...

ამას შეუძლია შეცვალოს ცივილიზაცია


ტრანსკრიბცია ბრიუს ლიპტონის ვიდეოდან (არასრული ტექსტი) მთარ...

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

ენერგო-ვამპირიზმი


ავტორი: ალექსანდრ ილინსკი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ხშირ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff