432 ჰერცი მუსიკაში - საინტერესო ფაქტები

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო სამყარო ერთიანი და მთლიანია, და მისი ყოველი ნაწილი მთელის ფრა...

432 2

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

სამყარო ერთიანი და მთლიანია, და მისი ყოველი ნაწილი მთელის ფრაგმენტული ანარეკლია.

432 ჰერცის სიხშირე ბუნებრივ შესაბამისობაში იმყოფება სამყაროს ჰარმონიასთან.

432 ჰერციან მუსიკას სასიკეთო სამკურნალო ეფექტი აქვს, რადგან ეს მათემატიკური საფუძვლის მქონე სუფთა ტონია.

არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღეისთვისაა შემონახული, ძირითადად 432 ჰერცზე იყო აწყობილი. ძველი ბერძნული მუსიკალური ინსტრუმენტებიც უმეტესწილად 432 ჰერცზე იწყობოდა. და ეს შემთხვევითი არაა. ძველებს კარგად ესმოდათ სამყაროს ერთიანობა.

დღევანდელი მუსიკის მომართვა 440 ჰერცზე არცერთ დონეზე არაა ჰარმონიაში კოსმიურ მოძრაობასთან, რიტმთან ან ბუნებრივ ვიბრაციებთან.

როდის მოხდა 432 ჰერცის 440 ჰერცით ჩანაცვლება?

პირველად, სიხშირის მასობრივი ცვლილების მცდელობა 1884 წელს იყო, მაგრამ ჯუზეპე ვერდის ძალისხმევებით ძველი სიხშირე შეინარჩუნეს, რის შემდეგაც „ლა“=432 ჰერცი „ვერდის წყობადაა“ ცნობილი.

მოგვიანებით ჯონ დიგენმა, რომელიც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებში მსახურობდა და ფიზიკოსის - ჰერმან ჰელმჰოლცის მოსწავლე იყო, 1910 წელს ყოველწლიურ შეკრებაზე დაარწმუნა მუსიკოსების ამერიკული ფედერაცია A=440 ჰერცის, როგორც ორკესტრებისთვის და მუსიკალური ჯგუფებისთვის სტანდარტული უნივერსალური წყობის მიღებაში. იგი გახლდათ პროფესიონალი ასტრონომიის, გეოლოგიის, ქიმიის სფეროებში, სწავლობდა ფიზიკის მრავალ განხრას, განსაკუთრებით სინათლისა და ბგერის თეორიებს. მისი შეხედულება ავტორიტეტული იყო მუსიკალური აკუსტიკის შესწავლისას. დიგენმა დააპროექტა სამხედრო ჟღერადობა 440 ჰერცზე, რომელიც გამოიყენებოდა პროპაგანდისტული ახალი ამბებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს.

ასევე, მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, 1936 წელს, ნაცისტური მოძრაობის მინისტრმა და მასების მართვის საიდუმლო ლიდერმა - იოზეფ გებელსმა შეცვალა სტანდარტი 440 ჰერცით - სიხშირით, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებდა ადამიანის ტვინზე და გამოიყენებოდა ადამიანთა დიდი მასების მართვისთვის და ნაციზმის პროპაგანდისთვის. ეს იმით აიხსნებოდა, რომ თუ ადამიანის ორგანიზმს ბუნებრივ ჰარმონიას წავართმევთ და ნატურალურ ტონს ცოტათი მაღლა ავუწევთ, ტვინი რეგულარულად მიიღებს გაღიზიანების იმპულსს. გარდა ამისა, ადამიანები აღარ განვითარდებიან, გაჩნდება უამრავი ფსიქიკური გადახრა, ადამიანი ჩაიკეტება თავის თავში, და მისი მართვა გაცილებით უფრო ადვილი გახდება. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიღეს ნაცისტებმა „ლა“-ს ახალი სიხშირე.

დაახლოებით 1940 წელს აშშ-ს მთავრობამ 440 ჰერციანი წყობა მთელ მსოფლიოში შემოიღო, და ბოლოს, 1953 წელს იგი ISO 16-სტანდარტი გახდა. 432 ჰერცის 440 ჰერცით შეცვლა აიხსნება მუსიკალური კონტროლის კულტით: როკფელერის ფონდის ბრძოლით ხალხის ცნობიერების კონტროლისთვის. 440 ჰერცი არაბუნებრივი სიხშირეა და 440 ჰერციანი მუსიკა კონფლიქტში შედის ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებთან.

მუსიკალური ინდუსტრია ამ სიხშირეს მეტი აგრესიის, ფსიქო-სოციალური აჟიტირებისა და ემოციური დისტრესისთვის იყენებს, რასაც ადამიანები ფიზიკურ ავადმყოფობებამდე მიჰყავს. ასეთ მუსიკას ასევე შეუძლია მოახდინოს არაჯანსაღი ეფექტების და ანტისაზოგადოებრივი ქცევების გენერირება, აშლილობა ადამიანის ცნობიერებაში.

მეცნიერება კიმატიკა (რომელიც ბგერისა და ვიბრაციის ვიზუალიზაციას შეისწავლის) ამტკიცებს, რომ სიხშირე და ვიბრაცია საკვანძო გასაღები და საფუძველია ამ პლანეტაზე მთელი მატერიისა და სიცოცხლის ორგანიზებისთვის. როცა ბგერითი ტალღები ფიზიკურ მატარებელს ამოძრავებენ (ქვიშა, ჰაერი, წყალი და ა.შ.), ტალღების სიხშირეს უშუალო კავშირი აქვს იმ სტრუქტურების ფორმირებასთან, რომლებიც ბგერითი ტალღების მიერ იქმნებიან, როდესაც ისინი გადიან გარკვეულ გარემოს, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის სხეული (რომელიც ძირითადად წყლისგან შედგება)!

სიხშირეების შედარება შეგვიძლიათ ამ ფოტოზე იხილოთ:

432 1

რა ვიცით 432 ჰერციანი „ლა“ ნოტის შესახებ? ვფიქრობ არც ისე ბევრი, რადგან მას შემდეგ, რაც „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ISO) „ლა“-ს წყობად 440 ჰერცი მიიღო, როგორც ძირითადი, საკონცერტო წყობა - უკვე 58 წელი გავიდა. 432 ჰერციან წყობას უკვე აღარავინ უკრავს.

მუსიკოსები, რომლებიც ბაროკოს ეპოქის ნაწარმოებებს უკრავენ, უპირატესობას ანიჭებენ „ლა“ – 415 ჰერცს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა კლასიციზმის ეპოქამდე. თანამედროვე მუსიკოსები უფრო ხშირად 440-442 ჰერცს იყენებენ, ზოგჯერ კი უფრო მაღალსაც, როგორც უფრო ჩვეულ და მოსახერხებელ წყობას. მაგრამ მუსიკის ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სწორედ ლა - 432 ჰერცი გამოიყენებოდა.

1953 წელს სტანდარტის მიღების შემდეგაც კი 23 ათასმა მუსიკოსმა საფრანგეთიდან ჩაატარა რეფერენდუმი „ვერდის წყობის“ – 432 ჰერცის შესანარჩუნებლად, მაგრამ ისინი ზრდილობიანად დააიგნორეს.

432 ჰერციანი წყობა არსებობდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, პლატინის, ჰიპოკრატეს, არისტოტელეს, პითაგორას და სხვების დროს, რომლებიც უძვირფასეს ცოდნას ფლობდნენ მუსიკის სამკურნალო თვისებების შესახებ და მრავალ ადამიანს სწორედ მუსიკის ძალით კურნავდნენ!

რა ნოტით იწყება კლასიკური ბგერები? „დო“-თი, ასე არაა? მაშ ასე, ნოტი „დო“ მოცემულ წყობაში 512 ჰერცის შესაბამისი იქნება, ერთი ოქტავით დაბლა - 256 ჰერცი, კიდევ უფრო დაბლა - 128-64-32-16-8-4-2-1. ანუ ყველაზე დაბალი ნოტი წამში ერთი ვიბრაციის ტოლი იქნება, შესაბამისად სწორედ ესაა პირველი ნოტი!

უდიდესი მევიოლინე ანტონიო სტრადივარიუსი (რომლის მიერ მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის საიდუმლო დღემდე არაა ამოხსნილი), თავის შედევრებს სწორედ 432 ჰერცის წყობაზე ქმნიდა! იგი უფრო მშვიდი, თბილი და ახლობელია. მას მთელი გულით გრძნობ.

რას წარმოადგენენ სოლფეჯიოს ძველი სიხშირეები? ესაა ორიგინალური მუსიკალური სიხშირეები, რომლებსაც უძველეს გრიგორიანულ სიმღერებში იყენებდნენ, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ჰიმნი. ბევრი მათგანი, როგორც ეკლესია ამბობს, მრავალი საუკუნის წინ დაიკარგა.

გარშემომყოფი მუსიკა არა მხოლოდ ცნობიერების ყურადღებას იპყრობს, არამედ მისი გავლით პირდაპირ ქვეცნობიერში იტვირთება, ახდენს მასში დაფარული ინფორმაციის ტრანსფორმაციას ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანების მართვა.

432 ჰერციანი მუსიკა შეგიძლიათ აარჩიოთ ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

მსგავსი სტატიები

სერგეი ლაზარევი - კორონავირუსის სიღრმისეული მიზეზების შესახებ


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო დღეს დილით ნაცნობმა დამირეკა და...

პრანა - ადამიანის სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი...

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

ფიზიკური და ეთერული სხეულები


რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთარგმ...

აჯნა ჩაკრა – ადამიანის მესამე თვალი


მთარგმნელები: სოფია გაბრიჭიძე და მამუკა გურული წყარო აჯნა: ზოგა...

სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი


მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ...

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff