ავტორის კომენტარები წიგნის “დონ ხუანის მოძღვრებანი: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა” პუბლიკაციის მეცამეტე წლის აღსანიშნავად
მთარგმნელი: თამარ მელიქიძე
იაკის ტომის ინდიელმა ჯადოქარმა, შამანმა დონ ხუან მატუსმა, გამაცნო “შემეცნების” განმარტება ძველი მექსიკის შამანების მიხედვით. შემეცნებაში იგულისხმება პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია ყოველდღიური ცხოვრების ცოდნაზე, პროცესებზე, რომლებიც მოიცავს მეხსიერებას, გამოცდილებას, აღქმას და მოცემული სინტაქსის ექსპერტის დონეზე გამოყენებას. შემეცნების იდეა, იმ დროისათვის, ჩემი ყველაზე ძლიერი დაბრკოლება იყო, რასაც გადავაწყდი.
ჩემთვის, როგორც განათლებული, დასავლელი ადამიანისთვის, წარმოუდგენელი იყო რომ “შემეცნება”, როგორც ეს განმარტებულია ჩვენი დროის ფილოსოფიური დისკურსით, ყოფილიყო სხვა რამ, გარდა ერთგვაროვანი, ყოვლისმომცველი განმარტებისა ერთიანი კაცობრიობისთვის.
დასავლეთის ადამიანი მზადაა განიხილოს კულტურული განსხვავებები, რაც ითვალისწინებს ფენომენის აღწერის უცნაურ გზებს, მაგრამ კულტურული განსხვავებები ვერ ითვალისწინებს მეხსიერების, გამოცდილების, აღქმისა და ენის ექსპერტული გამოყენების პროცესებს, გარდა ჩვენთვის ნაცნობი პროცესებისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთელი ადამიანისთვის “შემეცნება”არსებობს მხოლოდ როგორც ზოგადი პროცესების ჯგუფი.
თუმცა, დონ ხუანის მოდგმის ჯადოქრებისთვის, არსებობს თანამედროვე ადამიანის “შემეცნება”და უძველესი მექსიკელი შამანების “შემეცნება”.
დონ ხუანს ორივე ყოველდღიური ცხოვრების ორ სამყაროდ მიაჩნდა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ჩემდაუნებურად, ჩემი ამოცანა, რომელიც წარმოადგენდა ანთროპოლოგიური მონაცემების შეგროვებას, მისტერიულად შეიცვალა შამანთა სამყაროს ახალი შემეცნებითი პროცესების ინტერნალიზაციით. ამგვარი საფუძვლების ინტერნალიზაცია მოიცავს ნამდვილ შინაგან ტრანსფორმაციას, განსხვავებულ მიდგომას ყოველდღიური ცხოვრების სამყაროსადმი.
შამანებმა აღმოაჩინეს,რომ ამ გარდაქმნის საწყისი მოქმედება ყოველთვის ხდება, როგორც ინტელექტუალური ერთგულება რაღაცისადმი, რაც თითქოს მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ რასაც უეჭველად მძლავრი მიწისქვეშა დინება ამაგრებს. ეს საუკეთესოდ აღწერა დონ ხუანმა, როდესაც თქვა:
“ყოველდღიური ცხოვრების სამყარო არასოდეს არ უნდა იქნას მიღებული, როგორც რაღაც პიროვნული, რომელსაც ძალა აქვს ჩვენზე, რამაც შეიძლება შეგვქმნას ან გაგვანადგუროს, რადგან ადამიანის ბრძოლის ველს არ წარმოადგენს მის გარშემო არსებულ სამყაროსთან წინააღმდეგობა. მისი ბრძოლის ველი ჰორიზონტს მიღმაა, არეალში, რომელიც წარმოუდგენელია საშუალო ადამიანისათვის. არეალში, სადაც ადამიანი წყვეტს ადამიანად ყოფნას. “
მან განმარტა ეს განცხადებები და თქვა, რომ ადამიანისთვის ენერგეტიკულად აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია - ეს არის შეხვედრა უსასრულობასთან. დონ ხუანმა ვერ მოახერხა ტერმინი “უსასრულობის” დაყვანა უფრო ხელსაყრელ აღწერილობამდე. მან თქვა, რომ ეს ტერმინი ენერგეტიკულად შეუმცირებადი იყო. ეს იყო ისეთი რამ, რაც არც შეხებადია და რისი პერსონიფიკაციაც შეუძლებელია.
იმ დროს ცოტა რამ გამეგებოდა იმის შესახებ, რომ დონ ხუანი მხოლოდ ინტელექტუალურ აღწერას არ მაძლევდა; ის აღწერდა რაღაცას, რასაც ენერგეტიკულ ფაქტს უწოდებდა. მისთვის, ენერგეტიკული ფაქტები იყო
დასკვნები, რომლებიც მან და მისმა შტოს სხვა შამანებმა გამოიტანეს მაშინ, როდესაც ჩაერთნენ ფუნქციაში, რომელსაც დანახვას უწოდებენ: ენერგიის აღქმის აქტი, პირდაპირ, როგორც იგი სამყაროში მიედინება. ამ გზით ენერგიის აღქმის შესაძლებლობა შამანიზმის ერთ-ერთი კულმინაციური წერტილია.
დონ ხუან მატისის მიხედვით, ჩემი ხელმძღვანელობა ძველი მექსიკის შამანების შემეცნებისკენ მიმავალი ამოცანისაკენ ტრადიციული გზით ხდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც იგი მიკეთებდა, იყო ის, რაც გაუკეთეს თითოეულ შამანს ინიციაციის დროს საუკუნეების მანძილზე. განსხვავებული შემეცნებითი სისტემის პროცესების ინტერნალიზაცია ყოველთვის იწყება იმით, რომ შამანის ინიციაციების სრული ყურადღება გადატანილია იმის გაცნობიერებაზე, რომ ჩვენ სიკვდილის გზაზე მიმავალი არსებები ვართ. დონ ხუანს და მისი შტოს სხვა შამანებს სწამდათ, რომ ამ ენერგეტიკული ფაქტის, ამ შეუმცირებელი სიმართლის სრულად გაცნობიერება გამოიწვევს ახალი შემეცნების მიმღებლობას.
საბოლოო შედეგი, რომელსაც დონ ხუან მატუსის მსგავსი შამანები ეძებდნენ თავიანთი მოწაფეებისთვის, წარმოადგენდა გაცნობიერებას, რომლის მიღწევაც, თავისი უბრალოებით, საკმაოდ რთულია: რომ ჩვენ მართლაც ვართ არსებები, რომლებიც მოვკვდებით. ამიტომ, ადამიანის ნამდვილი ბრძოლა არ არის მის თანამემამულეებთან დაპირისპირება, არამედ უსასრულობასთან, და ეს არც კი არის ბრძოლა; ეს, თავისი არსით, მიმღებლობაა. ჩვენ ნებაყოფლობით უნდა მივიღოთ უსასრულობა. ჯადოქრების აღწერის მიხედვით, ჩვენი ცხოვრება უსასრულობაში იღებს სათავეს და მთავრდება იქ, საიდანაც წარმოიშვა: უსასრულობაში.
დონ ხუანის თქმით, ენერგეტიკული ფაქტი, რომელიც უძველესი მექსიკელი შამანების შემეცნების ქვაკუთხედია, მდგომარეობს იმაში, რომ კოსმოსის ყველა ნიუანსი ენერგიის გამოხატულებაა. მათი პლატოდან ენერგიის პირდაპირ დანახვის შესაძლებლობით, შამანებმა მიაგნეს ენერგეტიკულ ფაქტს, რომ მთელი კოსმოსი შედგება ტყუპი ძალებისაგან, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროა და ამავდროულად ავსებენ ერთმანეთს. მათ ამ ორ ძალას დაარქვეს ცოცხალი და უსულო ენერგიები. მათ დაინახეს, რომ უსულო ენერგიას არავითარი ცნობიერება არა აქვს. ცნობიერება შამანებისთვის ცოცხალი ენერგიის ვიბრაციული მდგომარეობაა.
დონ ხუანმა თქვა, რომ უძველესმა მექსიკელმა შამანებმა პირველებმა დაინახეს ის, რომ დედამიწაზე არსებული ყველა ორგანიზმი ფლობს ვიბრაციულ ენერგიას. შამანებმა მათ დაარქვეს ორგანული არსებები და დაინახეს რომ თავად ორგანიზმი ადგენს ამგვარი ენერგიის თანმიმდევრულობასა და საზღვრებს.
მათ ასევე დაინახეს, რომ არსებობს ვიბრაციული, ცოცხალი ენერგიის კონგლომერატები, რომლებსაც აქვთ საკუთარი თანმიმდევრობა, ორგანიზმთან სავალდებულო კავშირის დამოუკიდებლად. მათ დაარქვეს ასეთ ენერგიებს არაორგანული არსებები, და აღწერეს როგორც
შეკრული ენერგიის გროვები, უხილავი ადამიანის თვალში, ენერგია, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს, და ფლობს ერთობას, რომელიც განისაზღვრება შეკუმშვის ძალით, (აგლუტინაცია) რომელიც განსხვავებულია ორგანიზმის შეკუმშვის ძალისგან. დონ ხუანის შტოს შამანებმა დაინახეს, რომ ცოცხალი ენერგიის, ორგანული თუ არაორგანული, აუცილებელი პირობაა სამყაროში ენერგიის სენსორულ მონაცემებად გადაქცევა. ორგანული არსებების შემთხვევაში, ეს სენსორული მონაცემები გარდაიქმნება ინტერპრეტაციის სისტემად, რომელშიც კლასიფიცირებულია ზოგადად ენერგია და მოცემული უკუკავშირი გამოყოფილია თითოულ კლასიფიკაციაზე, რა სახის კლასიფიკაციაც არ უნდა იყოს ეს.
ჯადოქრების მტკიცებით, არაორგანული არსებების სამეფოში, სენსორული მონაცემების ინტერპრეტაცია, რომლებშიც ენერგიის ტრანფორმაცია ხდება არაორგანული არსებების მეშვეობით, უნდა მოხდეს ისეთივე ამოუცნობი ფორმით, როგორც თავად ეს პროცესია.
შამანების ლოგიკის მიხედვით, ადამიანების შემთხვევაში, სენსორული მონაცემების ინტერპრეტაცია არის თავად მათი შემეცნება. მათი აზრით, ადამიანის შემეცნება შეიძლება დროებით შეფერხდეს, რადგან ეს არის მხოლოდ ტაქსონომიური სისტემა, რომელშიც რეაგირება კლასიფიცირებულია სენსორული მონაცემების ინტერპრეტაციასთან ერთად. როდესაც ეს შეფერხება ხდება, ჯადოქრები ამტკიცებენ, რომ ენერგიის აღქმა შესაძლებელია პირდაპირ ისე, როგორი ფორმითაც ის სამყაროში მიედინება.
ჯადოქრები აღწერენ ენერგიის პირდაპირ აღქმას თვალით დანახვის ეფექტის დონეზე, თუმცა თვალების ჩართულობა მინიმალურია.
ენერგიის პირდაპირ აღქმის უნარმა საშუალება მისცა დონ ხუანის შტოს ჯადოქრებს დაენახათ ადამიანები როგორც ენერგეტიკული ველების კონგლომერატები, რომლებსაც შუქმფენი ბურთულების მაგვარი გამოსახულება აქვთ. ადამიანებზე ამგვარი ფორმით დაკვირვებისას,შამანებს არაორდინალური დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცათ. მათ შეამჩნიეს, რომ თითოეული ასეთი შუქმფენი ბურთი ინდივიდუალურად უკავშირდება წარმოუდგენელი პროპორციების მქონე ენერგეტიკულ მასას, რომელიც არსებობს სამყაროში;
მასას, რომელსაც მათ უწოდეს ცნობიერების შავი ზღვა. მათი დაკვირვებით, თითოეული ბურთი მიბმულია ცნობიერების შავი ზღვის წერტილზე, რომელიც ბევრად უფრო დიდებულია, ვიდრე თავად შუქმფენი ბურთი. შამანებმა ამ წერტილის მიერთების სათავეს უწოდეს შემკრები წერტილი, რადგან, მათი დაკვირვებით, აღქმა ზუსტად ამ წერტილზე ყოფნისას იღებს სათავეს. ხორციელდება ენერგიის ნაკადის თავისუფლად ჩართვა, ამ წერტილზე, სენსორული მონაცემების სახით, და შემდგომ ეს მონაცემები ინტერპრეტირებულია როგორც ჩვენი გარემომცველი სამყარო.
როდესაც მე დონ ხუანს ვთხოვე აეხსნა თუ როგორ ხორციელდებოდა ენერგიული ნაკადის სენსორულ მონაცემებად გარდაქმნის პროცესი, მან მიპასუხა, რომ ერთადერთი რაც შამანებმა ამის შესახებ იცოდნენ იყო ის, რომ ენერგიის უზარმაზარი მასა სახელწოდებით ცნობიერების შავი ზღვა აწვდის ადამიანს ყველაფერს, რაც საჭიროა ამ ენერგიის სენსორულ მონაცემებად გარდაქმნისთვის, და რომ ამგვარი პროცესის გაშიფვრა შეუძლებელია საწყისი წყაროს სიდიდის გამო.
უძველესმა მექსიკელმა შამანებმა ცნობიერების შავ ზღვაზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ მთლიანი კოსმოსი შედგება შუქმფენი ძაფებისგან, რომლებიც უსაზღვროდ ვრცელდებიან. შამანები მათ აღწერენ შუქმფენ ძაფებად, რომლებიც გადაადგილებისას ერთმანეთს არ ეხებიან. მათ დაინახეს რომ არსებობენ ინდივიდუალური ძაფები, და მიუხედავად ამისა, ისინი დაჯგუფებულია წარმოუდგენლად დიდ მასებად.
ამგვარი ძაფების მასების, და ცნობიერების შავი ზღვის გარდა, რომელიც შამანებს მოწონდათ მათი ვიბრაციების გამო, არსებობდა რაღაც, რასაც ისინი განზრახვას უწოდებდნენ, ხოლო შამანების ამგვარ მასაზე დაკვირვების აქტს კი განზრახულობას. მათ დაინახეს, რომ მთლიანი მსოფლიო იყო განზრახვის მსოფლიო, და მათთვის, განზრახვა იყო ინტელექტის ექვივალენტი. მაშასადამე, მათთვის, სამყარო იყო ზეაღმატებული ინტელექტის სამყარო. მათი დასკვნა, რომელიც გახდა მათი შემეცნების სამყაროს ნაწილი, მდგომარეობდა იმაში, რომ ვიბრაციული ენერგია, საკუთარი თავის გაცნობიერებით, იყო ექსტრემალური ინტელექტის მქონე. მათ დაინახეს, რომ განზრახვის მასა კოსმოსში იყო პასუხისმგებელი ყველა შესაძლო მუტაციაზე, ყველა შესაძლო ვარიაციაზე, რომელიც სამყაროში არსებობს, არა არბიტრალური, ბრმა გარემოებების, არამედ ვიბრაციული ენერგიის განზრახვის ზემოქმედების შედეგად, თავად ენერგიის ნაკადის დონეზე.
დონ ხუანმა აღნიშნა, რომ ყოველდღიური ცხოვრების სამყაროში, ადამიანები განზრახვას და განზრახულობას იყენებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც ახდენენ სამყაროს ინტერპრეტაციას. მაგალითად, დონ ხუანმა ჩამაფიქრა ისეთი ფაქტის შესახებ, რომ ჩემს ყოველდღიურ სამყაროს არ მართავდა ჩემი აღქმა, არამედ ჩემი აღქმის ინტერპრეტაცია. მან მაგალითად მოიყვანა უნივერსიტეტის კონცეფცია, რაც იმ დროისთვის ჩემთვის ზეაღმატებული მნიშვნელობის კონცეფციას წარმოადგენდა. მან მითხრა, რომ უნივერსიტეტი არ წარმოადგენდა ისეთ რაღაცას, რისი აღქმაც მე შემეძლო ჩემი გრძნობების მეშვეობით, რადგან ვერც ჩემი მხედველობა, ვერც გული, ვერც გემოს და ვერც სუნის შეგრძნება და ვერცერთი ჩემი ტაქტილური შეგრძნებები ვერ მომცემდნენ რაიმე შეგრძნებას უნივერსიტეტის შესახებ. უნივერსიტეტი არსებობდა მხოლოდ ჩემს განზრახულობაში, და იმისათვის, რომ მომეხდინა მისი კონსტრუქცია, მე უნდა გამომეყენებინა ყველაფერი რაც ვიცოდი როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა, ცნობიერი თუ ქვეცნობიერი გზით.
სამყაროს ენერგეტიკულმა ფაქტმა იმის შესახებ, რომ იგი შედგება შუქმფენი ძაფებისგან, გააჩინა შამანების დასკვნის საფუძველი იმისა, რომ ეს ძაფები, რომლებიც საკუთარ თავს უსასრულოდ განავრცობენ, წარმოადგენენ ენერგიის ველს. მათ დააკვირდნენ, რომ შუქმფენი ძაფები, უფრო სწორად ასეთი სახის ენერგიის ველები გადაიკვეთებიან და გადიან შემკრები წერტილის გასწვრივ. იქიდან გამომდინარე, რომ შემკრები წერტილის სიდიდე თანამედროვე ჩოგბურთის ბურთის ტოლი იყო, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ენერგიის ველები, რომლებიც რიცხობრივად მილიონებს უტოლდებიან, გადაიკვეთება და გადიან ამ წერტილის გასწვრივ.
როდესაც უძველესმა მექსიკელმა შამანებმა დაინახეს შემკრები წერტილი, მათ აღმოაჩინეს ენერგეტიკული ფაქტი, რომ ენერგიის ველების ზემოქმედება,რომლებიც გადიან შემკრები წერტილის გასწვრივ, გარდაიქმნება სენსორულ მონაცემებად; მონაცემები, რომლებიც შემდგომ ინტერპრეტირებულია ყოველდღიური სამყაროს შემეცნების სახით. ამ შამანებმა აღრიცხეს შემეცნების ჰომოგენურობა ადამიანებში იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შემკრები წერტილი მთლიანი კაცობრიობისთვის მდებარეობს იგივე ადგილას, ენერგეტიკულ შუქმფენ სფეროზე სადაც ჩვენ ვართ; მხრების სიმაღლის გასწვრივ, მკლავის სიგრძეზე მათ უკან, შუქმფენი ბურთის საზღვრის საპირისპიროდ.
მექსიკელმა ჯადოქრებმა შემკრები წერტილის დანახვის უნარის დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინეს, რომ შემკრები წერტილი ნორმალური ძილის დროს პოზიციას იცვლიდა; ან ექსტრემალური გადაღლილობისას, ან დაავადებისას ან ფსიქოტროპული მცენარეების მიღებისას. ჯადოქრებმა დაინახეს, როდესაც შემკრები წერტილი ახალ პოზიციაში იმყოფებოდა, ახალი ენერგიების შეკვრა გადიოდა მის გასწვრივ, რაც აიძულებდა შემკრებ წერტილს ამ ენერგეტიკული ველების სენსორულ მონაცემებად გარდაქმნას, და მათ ინტერპრეტაციას, რაც შედეგად ახალ, ავთენტურ სამყაროს გვაძლევდა აღსაქმელად. შამანების მიხედვით, ამგვარი ფორმის შედეგად მიღებული თითოეული ახალი სამყარო არის ყოვლის მომცველი, განსხვავებული ყოველდღიური სამყაროსაგან, მაგრამ ამავდროულად სრულიად მსგავსი, რადგან ნებისმიერს შეეძლო ეცხოვრა და მომკვდარიყო მასში.
ისეთი შამანისათვის, როგორიც იყო დონ ხუან მატუსი, განზრახვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა მოიცავს შემკრები წერტილის ნებაყოფლობით მოძრაობას წინასწარ განსაზღვრული წერტილების მისაღწევად ენერგიის კონგლომერატ ველებში, რომლებიც ქმნიან ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ, ათასწლეულების მანძილზე გამოძიების შედეგად, დონ ხუანის შტოს ჯადოქრებმა აღმოაჩინეს, რომ მთლიანი შუქმფენი ბურთის შიგნით არსებობს კვანძოვანი პოზიციები სადაც ადამიანი იმყოფება და სადაც შესაძლებელია შემკრები წერტილის დადგენა და სადაც მასზე ენერგეტიკული ველების დაბომბვამ შეიძლება შექმნას სრულიად ახალი, ავთენტური სამყარო. დონ ხუანი მარწმუნებდა, რომ ენერგეტიკულ ფაქტს წაროადგენდა ის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ასეთ სამყაროში, ან ყველა ამ სამყაროში მოგზაურობა იყო თითოეული ადამიანის საგანძური. მან თქვა რომ ასეთი სამყაროები არსებობდნენ შეკითხვებისთვის, რადგან კითხვები ხანდახან იხვეწებიან შეკითხვების დასმას, და ყველაფერი რაც ჯადოქარს ან ადამიანს ესაჭიროება მათთან მისაღწევად, არის ის, რომ განიზრახოს შემკრები წერტილის მოძრაობა.
კიდევ ერთი საკითხი დაკავშირებული განზრახვასთან, მაგრამ ტრანსფორმირებული უნივერსალურ განზრახვად, უძველესი მექსიკელი შამანებისთვის, იყო, ენერგეტიკული ფაქტი რომ ჩვენ მუდმივად გვიბიძგებს, გვაჯანჯღარებს და გვამოწმებს თავად სამყარო. მათთვის ენერგეტიკული ფაქტი იყო ის, რომ სამყარო ზოგადად მაქსიმალურად მტაცებლური იყო, მაგრამ არა მტაცებლური იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ გვესმის ეს ტერმინი: ძარცვის ან ქურდობის, სხვისი დაზიანების ან ექსპლუატაციის აქტი საკუთარი მიზნებისთვის. უძველესი მექსიკელი შამანებისთვის სამყაროს მტაცებლური მდგომარეობა ნიშნავდა რომ სამყაროს განზრახვა წარმოადგენდა სამყაროს მიერ ცნობიერების მუდმივად შემოწმებას. მათ დაინახეს რომ სამყარო ქმნიდა ზილიონობით ორგანულ და არაორგანულ არსებებს. ყველა მათგანზე ზეწოლით, სამყარო აიძულებს მათ ცნობიერების გაუმჯობესებას, და ამ გზით, სამყარო ცდილობს საკუთარი თავის გაცნობიერებას. შამანების შემეცნების სამყაროში, მაშასადამე, ცნობიერება საბოლოო საკითხია.
დონ ხუან მატუსი და მისი შტოს შამანები ცნობიერებას განიხილავდნენ, როგორც ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად აცნობიერებს ადამიანის ყველა აღქმის შესაძლებლობას, არა მხოლოდ მოცემული კულტურის მიერ ნაკარნახევი აღქმის შესაძლებლობებს, რომლის როლი მისი წევრების აღქმის უნარის შეზღუდვაა. დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანში წარმოსახვის უნარის გათავისუფლება არანაირად არ იმოქმედებდა მათ ფუნქციურ ქცევაზე. სინამდვილეში, ფუნქციური ქცევა გახდებოდა არაჩვეულებრივი საკითხი, რადგან ის შეიძენდა ახალ ღირებულებას. ფუნქცია ასეთ გარემოებებში ხდება ყველაზე მოთხოვნადი საჭიროება.
თავისუფალი იდეალებისა და ფსევდო-მიზნებისგან, ადამიანს აქვს მხოლოდ ფუნქცია მისი სახელმძღვანელო ძალის სახით. შამანები ამას უზადოებას (იმპეცცაბილიტყ) უწოდებენ. მათთვის, იყო უზადო - ნიშნავს ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, და უფრო მეტს. მათ მოიპოვეს ფუნქცია იმის დანახვით თუ როგორ მიედინება ენერგია სამყაროში. თუ ენერგია გარკვეული გზით მიედინება, მიჰყვე ენერგიის დინებას, მათთვის, ფუნქციალურობას წარმოადგენდა. მაშასადამე, ფუნქცია, არის საერთო მნიშვნელი, რომლის საშუალებითაც შამანები აწყდებიან თავიანთი შემეცნებითი სამყაროს ენერგიულ ფაქტებს. ჯადოქრების შემეცნების ყველა ერთეულის ვარჯიშმა, საშუალება მისცა დონ ხუანს და მისი შტოს შამანებს უცნაური ენერგეტიკული დასკვნების გამოტანის საშუალება, რომლებიც ერთი შეხედვით შესაბამისობაშია მათთან და მათ პირად გარემოებებთან, მაგრამ რომლებიც, თუკი კარგად იქნა შესწავლილი, გამოყენებადია ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის. დონ ხუანის მიხედვით, შამანების ძიების კულმინაცია არის ის, რასაც იგი მიიჩნევდა დასკვნით ენერგეტიკულ ფაქტად, არა მხოლოდ ჯადოქრებისთვის, არამედ დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ადამიანისთვის. იგი ამას უსაზღვრო მოგზაურობას უწოდებდა.
უსაზღვრო მოგზაურობა არის შესაძლებლობა, რომ ცალკეულის ცნობიერება, გაძლიერებული შამანების შემეცნების დონეზე, შეიძლება შენარჩუნებული იქნას იმ წერტილს მიღმა, სადაც ორგანიზმს შეუძლია ფუნქციონირება როგორც ერთიან ერთეულს, შეიძლება ითქვას, სიკვდილს მიღმა. უძველესი მექსიკელი შამანების გაგებით, ეს ტრანსცენდენტული ცნობიერება იყო შესაძლებლობა ადამიანების ცნობიერება წასულიყო ყველაფერი იმის მიღმა, რაც ცნობილია, და ამ გზით, მიეღწია ენერგიის იმ დონემდე, რომელიც სამყაროში მიედინება. დონ ხუან მატუსის მსგავსი შამანები, განმარტავდნენ თავიანთ სწრაფვას როგორც სწრაფვას, გამხდარიყვნენ, საბოლოო ჯამში, არაორგანული არსებები, ანუ ენერგიები, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარ თავს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ერთიანი ერთეულები, ორგანიზმის გარეშე. მათ თავიანთი შემეცნების ამ ასპექტს უწოდებდნენ აბსოლუტურ თავისუფლებას, მდგომარეობა რომლის დროსაც ცნობიერება არსებობს თავისუფლად, სოციალიზაციის და სინტაქსის დაწესების გარეშე.
ეს ძირითადი დასკვნებია, რომლებიც მე გამოვიტანე უძველესი მექსიკელი შამანების შემეცნების შესწავლისას. დონ ხუანის სწავლებანი: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა წიგნის პუბლიკაციის შემდეგ, მრავალი წლის თავზე, მე გავაცნობიერე, რომ რაც დონ ხუან მატუსმა შემომთავაზა იყო აბსოლუტური შემეცნებითი რევოლუცია. მე შევეცადე, ჩემს შემდგომ ნამუშევრებში წარმომედგინა ამ შემეცნებითი რევოლუციის განხორციელების პროცედურები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დონ ხუანი მაცნობდა ცოცხალ სამყაროს, ცვლილებების პროცესები ამგვარ ცოცხალ სამყაროში არასოდეს წყდება. მაშასადამე, დასკვნები, არის მოგონების მოწყობილობები, ან ოპერაციული სტრუქტურები, რომლებიც პლაცდარმების ფუნქციას ასრულებენ შემეცნების ახალ ჰორიზონტებში.