ავტორი: სერგი კუპრეიშვილი 

სამყარო წარმოადგენს ენერგიის ვიბრაციის სხვადასხვა დონეს, ხოლო  ჩაკრა არის ზონა, რისი საშუალებითაც ბუნება ურთიერთქმედებს ენერგიის ვიბრაციასთან სხვადასხვა სიხშირეზე.
 
ფილოსოფია ჩაკრების  შესახებ აღმოსავლეთს ეკუთვნის.  სანსკრიტზე ჩაკრა-[चक्र]- ნიშნავს  წრეს.
 
ყოველიჩაკრას მანდალა,ძირითადად,მოიცავს წრეს და მასში ჩახაზულ ფიგურებს. წრე არის სულის და მისი ყველაზე ნათელი გამოვლინების-გონების  სიმბოლო, ხოლო მასში ჩახაზული ფიგურები-სხეულის. შესაბამისად,ჩაკრა არის სიმბოლო იმისა, რომ გონება და სხეული არის ერთი მთლიანი.
 
სული, ანუ ფსიქიკა, ვლინდება ადამიანის გონებაში, იგივე სამშვინველში, ხოლო გონებას აქვს სამი ფუნქცია:
 
1.   შემეცნება - მენტალური
2.   ემოცია - ასტრალური 
3.   ნებელობა - ეთერული 
 
ჩაკრა, როგორც ენერგეტიკული ცენტრი, ფიზიკურ სივრცეში არ არსებობს, მაგრამ ფიზიკურ სხეულზე ქმნის ზონებს , რომელსაც სეგმენტები ეწოდება და ფსიქიკის (სულის) შესაბამისად გონების (სამშვინველის)  მიერ აღქმული ინფორმაცია (ენერგია) ფიზიკური სხეულის  ამ ზონებში, ანუ სეგმენტებში  სხვადასხვანაირად ვლინდება.  შვიდ ენერგეტიკულ ზონას აღმოსავლეთში კუნდალინის ჩაკრებს უწოდებენ. კუნდალინი შაქტი- სასიცოცხლო ძალაა  რისი საშუალებითაც ფსიქიკა, გონება  და სხეული ცხოველქმედებს და ვითარდება სამყაროში . 
 
ძალა  წარმოადგენს ენერგიის ურთიერთქმედების თვისებას. კუნდალინი, როგორც ძალა,  ადამიანის დაბადებისას პირველად მოქმედებაში მოდის სხეულის პულსაციით, რომელითაც  ჩვილი ბავშვი სუნთქვით ახერხებს. სუნთქვის მომენტში მასში შედის ნატიფი თავისუფალი  ენერგია, რომელსაც პრანა ეწოდება . 
 
სამყაროს ენერგიის სიხშირეთა სხვადსხვა დონესთან ჩვენ ვურთიერთქმედებთ ნატიფი სხეულებით ანუ სივრცითი ზონებით .
 
ცნობილია ასეთი შვიდი სივრცითი ზონა აქედან ერთი ფიზიკურია დანარჩენი ექვსი კი ნატიფი.  ესენია:
 
1) ფიზიკური სხეული
 
2) ეთერული სხეული- პრანას ენერგიის სამყოფელი. პასუხს აგებს შეგრძნებაზე .   ეთერული სხეული, ასევე ცნობილი როგორც ინტიმური რადიუსი მდებარეობს სივრცით ზონამდე, ანუ იქამდე, სადამდეც ადამიანის სხეულის სითბური რადიუსი ვრცელდება. 
 
3)  ასტრალური სხეული-ემოციების სამყოფელი.პასუხს აგებს განცდაზე.  ეს არის ზონა, რა რადიუსზეცთვალი აღქვიმას სხეულებს ობიექტურად . ცნობილია, როგორც პერსონალური რადიუსი.
 
4) მენტალური სხეული- აზროფორმათა სხეული.შეესაბამება სოციალურ რადიუსს . 
 
ეს სამი სხეული ცნობილია ,როგორც სამშვინველი.
 
 5)კარმული ანუ მიზეზ-შედეგობრივი სხეული-პასუხს აგებს,პლანეტებიდან შემოსული თავისუფალი ენერგიის მიღებაზე ურთიერთქმედებს სამშვინველზე და პირიქით სამშვინველი ურთიერთქმედებს მასზე. 
 
6) ბუდჰალური  სხეული
 
7) ატმანური სხეული
 
ჩაკრები, როგორც ენერგეტიკული ცენტრები, არსებობენ ნატიფ სხეულებში და გააჩნიათ, როგორც სეგმენტები ანუ დიდი ზონები ფიზიკურ სხეულზე, ასევე წერტილები - მცირე ზონები. ეს წერტილები შეესაბამებიან პრანას ენერგიის ჩაკრებს. მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. 
 
ცნობილია 49 ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი, რისი საშუალებითაც პრანა ვლინდება სხვადსხვა ნატიფ სხეულში. ცენტრი ნატიფ სხეულში იქმნება პრანას ენერგიის მოძრაობით ენერგეტიკული არხებში, რომელსაც ნადი ეწოდება.
 
აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად სამი ძირითადი ენერგეტიკული არხი გვაქვს  იდა ნადი - მთვარის არხი, პინგალა ნადი - მზის არხი, და სუშუმნა  ნადი.
 
ეს არის არხები, რომელშიც მოძრაობს  მამაკაცური, ანუ იან და ქალური ინ  ენერგიები, იგივე მაგნიტური და ელექტრული ფლუიდები. 
 
შუა არხს, რომელსაც პინგალა ეწოდება,  წარმოდგენს ელექტრომაგნიტური ფლუიდი, რომელიც იდასა და პინგალას არხებში ენერგიის ურთიერთქმედებით წარმოიშობა. 
 
ენერგეტიკულ დონეზე ეს ორი არხი შეესაბამება ანიმას და ანიმუსის. არქეტიპის უფრო ღრმა დონეზე კი სულს, როგორც არსს და სამშვინველს, ანუ ფორმას. ხოლო მათ  ერთიანობას ასახავს პინგალა ანუ სიცოცხლის არხი. ამ ენერგეტიკული არხების ურთიერთგადაკვეთის წერტილში იქმნება ცენტრი, რომელსაც ჩაკრას ვუწოდებთ. როგორც უკვე ვთქვით, სულ შვიდი ძირითადი ენერგეტიკული ცენტრი გვაქვს. ყოველ ცენტრს თავისი ენერგეტიკული სიხშირე აქვს, რასაც ჩაკრის სიმბოლიზმში მისი ფერი გამოხატავს, ხოლო მის ენერგეტიკულ მახასიათებელს ელემენტთა პრინციპები ანუ ტატვები  განსაზღვრავენ:
 
1)ფუძის ჩაკრა - მულადჰარა ( मूलाधार) 

ფერი: წითელი 
ელემენტი : მიწა 
 სეგმენტი: მენჯის 
სივრცითი ზონა: ფიზიკური 
სხეული: ფიზიკური
 
2) სექსუალური ჩაკრა - სვადჰისტანა(स्वाधिष्ठान)

ფერი: სტაფილოსფერი
ელემენტი : წყალი
სეგმენტი:მუცლის
ნატიფი სხეული : ეთერული ( სასიცოცხლო) 
სივრცე: ეთერული
 
3) მზის წნულის ჩაკრა ძალის ცენტრი - მანიპურა (मणिपूर) 

ფერი: ყვითელი 
ელემენტი: ცეცხლი
სეგმენტი: დიაფრაგმის
ნატიფი სხეული: ასტრალური 
სივრცე: ასტრალური
 
4) გულის ენერგეტიკული ცენტრი - ანაჰატა( अनाहत) 

ფერი: მწვანე 
ელემენტი: ჰაერი
სეგმენტი : გულმკერდის ყაფაზის
ნატიფი სხეული: მენტალური 
სივრცე: მენტალური (აზროფორმათა სივრცე)
 
5) ყელის ენერგეტიკული ცენტრი - ვიშუდჰა (विशुद्ध) 

ფერი: ცისფერი 
ელემენტი: აკაშა 
სეგმენტი: ყელის 
ნატიფი სხეული: კარმული 
სივრცე : მიზეზშედეგობრივი
 
6) მესამე თვალის ჩაკრა - აჯნა (आज्ञा)

ფერი:ლურჯი 
ელემენტი: აკაშას ინტელექტი 
სეგმენტი: თვალის 
სხეული: ბუთჰალური 
სივრცე: კოსმოსი
 
7) გვირგვინოვანი ჩაკრა - საჰასრარა (सहस्रार)

ფერი: იასამნისფერი
ელემენტი: მაჰატატვა
სეგმენტი: არ გააჩნია
სხეული: ატმანური 
სივრცე: ზეცა

მსგავსი სტატიები

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

პრანა - ადამიანის სასიცოცხლო ენერგია


ავტორი: ოლეგ ტორსუნოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი...

რუდოლფ შტაინერი - ჩაკრების შესახებ


მასალების ძირითადი ნაწილი ამოღებულია წიგნიდან „როგორ მიიღწევ...

ვიშუდჰა ჩაკრა - ყელის ენერგეტიკული ცენტრი


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ზოგადი ინფორმაცია სად იმყოფება:...

ოშო - პრანას გამოვლინება შვიდ სხეულში


ავტორი: ოშო რაჯნიში მთარგმნელი: მამუკა გურული რა არის პრანა და რო...

432 ჰერცი მუსიკაში - საინტერესო ფაქტები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო სამყარო ერთიანი და მთლიანია, და...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff