წყარო
მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი
ანაჰატა: ზოგადი ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს ეს ჩაკრა
მდებარეობა: გულ-მკერდის არე
სიმბოლო: წრე, ლოტოსის 12 ფოთოლთან ერთად. შიგ ჩახტულია 6 ქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ცენტრიდანაც მოდის ღერო და სიტყვა „იამ“
მახასიათებლები: მგრძნობელობა, თანაგრძნობა, სინაზე, გულწრფელი სიყვარული, სიმშვიდე, ერთგულება.
აქცენტი: სიყვარული
განვითარების პერიოდი: 13-დან 15 წლამდე
სტიქია: ჰაერი
პასუხისმგებელია: შეხების შეგრძნებებზე (წნევის, სითბოს, სიცივის შეგრძნება შეხების დროს)
მანტრა: „იამ“
თხელი სხეული: მგრძნობიარე
ორგანოები: გული, სისხლძარღვები, ფილტვები, კანის საფარი, ხელები.
დისბალანსი იწვევს: გაციებას, გულის ტკივილებს, ჰიპერტონიას, მუდმივ დაძაბულობას, უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას.
არომათერაპია: სანდალი, კედარი
ქვები: ყვითელ და მწვანე ფერებში
ჩაკრა მდებარეობს გულ-მკერდის არეში. მისი დამხარებით ხდება 3 ქვედა ჩაკრის შეერთება ზედა 3 ჩაკრასთან. ამგვარად, ფიზიკურ სხეულს და ემოციურ ცენტრს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სულის და გონების განვითარების ცენტრს.
შემთხვევითი არაა, რომ ანაჰატის ერთ-ერთი სიმბოლო არის 6 ქიმიანი ვარსკვლავი. მისი კუთხეები - ჩაკრებია (ზედა და ქვედა). ერთმანეთის ტოლი სამკუთხედების გადაკვეთის წერტილი არის ანაჰატა.
ანაჰატა - არის ადამიანების მიმართ სიყვარულის, მათზე ზრუნვის და თანაგრძნობის წყარო. მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ერთგულება და სხვა ადამიანების განკურნების უნარი. ის გვეხმარება ინტუიციურ დონეზე ვიგრძნოთ ადამიანები და აუცილებლობის შემთხვევაში ავეწყოთ მათ სიხშირეზე. მისი დახმარებით შეგვიძლია მაშინვე შევიგრძნოთ თითოეული ადამიანი ყველა დონეზე.
ჩვენს გარშემო არსებულ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ღვთიურ ძალას და სამყაროს ენერგიას. ჩაკრა გვეხმარება ბუნების სილამაზის დანახვაში და შეგრძნებაში, მისი ჰარმონიულობის შეგრძნებაში. ის გვიბიძგებს, რომ დავამყაროთ ჰარმონია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ანაჰატა ხნის ადამიანის გულს, აახლოებს მას იმ ჰარმონიასთან, რომელიც არის მხატვრობაში და მუსიკაში. ეს არის განსაკუთრებული ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც გარდაქმნის სიტყვას მშვენიერ შეგრძნებებად და შთამბეჭდავ ემოციებად.
ანაჰატა მდებარეობს ორ ძირითად ჩაკრას შორის: მზის წნულსა და ყელის ჩაკრას შორის. პირველი პასუხისმგებელია ადამიანის ემოციებზე, მეორე - თვითგამოხატვაზე. ასე რომ, ემოციები ანაჰატის გავლით, ასე ვთქვათ იწმინდება, რათა შემდეგ გარდაიქმნას ადამიანის ინდივიდუალურ ძალად და მოქმედებად.
გულის ჩაკრა საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ გულწრფელი სიყვარული. ის პასუხისმგებელია ადამიანის უნარზე გასცეს და მიიღოს სიყვარული ახლობელი ადამიანებისგან. აქ ლაპარაკია ნამდვილ სიყვარულზე, ეგოიზმის და მესაკუთრეობის გარეშე. ეს არის უანგარო სიყვარული, რომლისთვისაც მნიშვნლოვანია თვითონ ადამიანი. ამის გარდა, ჩაკრა ასევე პასუხისმგებელია ღვთაებრივი სიყვარულის მიღების უნარზე. მისი დახმარებით შეგვიძლია შევიგრძნოთ ერთიანობა ადამიანთან ყველა დონეზე: როგორც ფიზიკურ ისე სულიერ დონეზე.
ანაჰატა ასევე პასუხისმგებელია ზეციური სიყვარულის მიღების უნარის სტიმულაციაზე. მისი გავლით, ყელის ჩაკრიდან მოდის რწმენის ძალა. თუ ანაჰატა დახურულია, ადამიანს აღარ სჯერა საოცრების, ის იკეტება ემოციების და გრძნობების მიმართ.
ანაჰატას ღია და ჰარმონიული განვითარება გვაძლევს სუფთა, ღვთიურ სიყვარულს ყველაფრის მიმართ რაც ცოცხალია. ასეთ სიყვარულს არ ეშინია უარყოფის. ჩაკრის დისბალანსს მივყავართ საყვარელი ადამიანის დაკარგვის, უარის მიღების მუდმივ შიშამდე. ასეთ შემთხევაშიც ადამიანი განიცდის სიყვარულს, მაგრამ მიწიერ, ეგოისტურ სიყვარულს. ღვთიური სიყვარული კი არც თავს მოხვეული არაა და ვერც უარყოფ. ის უბრალოდ არსებობს და ცოცხლობს თავისი კანონებით.
თუ სიყვარული ზედა ჩაკრებიდან გადის გულის ჩაკრაში ის ხდება ღვთიური. ადამიანი შეიგრძნობს ზეციურ სიძლიერეს თითოეულ ცოცხალ არსებაში. ის აღიქვამს ბუნებას და ხვდება, თუ რამდენად ლამაზია ის. თითოეულ ადამიანში, ცხოველში, მცენარეში ის ხედავს ღმერთის პატარა ნაწილს. მას შეუძლია დაუკავშირდეს მათ სულიერ არხებს და გადაეწყოს მათ პოზიტიურ ტალღაზე.
ანაჰატა ასევე განსაზღვრავს ეყვარება თუ არა ადამიანს საკუთარი თავი. ფსიქოლოგები ტყუილად არ ამბობენ, რომ თუ ადამიანს არ შეუძლია სიყვარულით მოექცეს საკუთარ თავს, ის ვერასოდეს ვერავის ვერ შეიყვარებს. გაიხსენეთ რას ამბობს ბიბლია: «გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი». ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიყვაროს საკუთარი თავი. ეს მას მისცემს საშუალებას შეიგრძნოს გულწრფელი სიყვარული ახლობლების მიმართ. თუ ადამიანს არ უყვარს და პატივს არ სცემს საკუთარ თავს, ის ქვეცნობიერ დონეზე იწყებს ნაკლოვანებების ძებნას სხვა ადამიანებში. ასეთ ადამიანს არ შეუძლია გულწრფელი სიყვარულის განცდა. მას შეუძლია მხოლოდ პრეტენზია ჰქონდეს და მესაკუთრეობის გრძნობას განიცდიდეს, და ამ ეგოისტურ გრძნობას თვლიდეს სიყვარულად.
გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით ცხოვრების გზაზე ასე ვთქვათ სარკეს წარმოადგენენ. თუ თქვენ გაქვთ ხასიათის თვისება, რომელიც თქვენში არ გიყვართ, ამ თვისებას მუდმივად აღმოაჩენთ თქვენს გარშემო მყოფებში. ეს იწვევს ბრაზს და უკმაყოფილებას. მაგრამ როგორც კი თავს მიიღებთ ისეთად როგორიც ხართ, შეიყვარებთ თქვენს სხეულსა და სულს, სხვა ადამიანებიც მოგეჩვენებათ იდეალურებად. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ ნამდვილი სიყვარულის განცდა, თუ გსურთ დაუკავშირდეთ ღვთიურ ძალას, ისწავლეთ თქვენი თავის ბოლომდე მიღება და შემდეგ უკვე სხვების მიღება.
ანაჰატა ეხმარება ადამიანს ყველაფერი გასცეს სხვა ადამიანების მიმართ, გამართლება მოუძებნოს მათ საქციელს, თანაუგრძნოს ყველა ცოცხალ არსებას. რა არის თანაგრძნობა? ეს არის სხვა ცოცხალი არსების ღრმად შეგრძნება, მისი ტკივილის, ტანჯვის გაგება. ძალიან მნიშვნელოვანია არ განვსაჯოთ ადამიანი, რომელიც მოხვდა უსიამოვნო სიტუაციაში (თუნდაც ის იყოს დამნაშავე ამაში). უნდა გვინდოდეს მისი დახმარება. ფაქტიურად თანაგრძნობა - ეს არის უნარი დავაყენოთ ჩვენი თავი სხვა ადამიანის ადგილას, შევაღწიოთ მის სხეულში და სულში, გავიგოთ რა სჭირს მას. ადამიანების მუდმივი განსჯით არ ვითარდება თანაგრძნობა. განსჯა გვართმევს უნარს გავიგოთ სხვისი სირთულეები და პრობლემები. ის გვაიძულებს ადამიანზე ვიმსჯელოთ გარედან, მაშინ როცა ღვთიური სიყვარული დაკავშირებულია სულის გაგებასთან. ჩვენი გულები იკეტება სიყვარულის და თანაგრძნობისთვის.
გახსოვთ როგორ გაეცანით სექსუალურ ჩაკრას? მასშიც წარმოიქმნება გრძნობა და ემოციები. მისი აქტივაცია ხდება მზის წნულის ჩაკრაში, გაცნობიერება კი - ანაჰატაში. მეორე ჩაკრა უბრალოდ ამუშავებს სექსუალური ჩაკრიდან წამოსულ ემოციებს. ის ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში, ზრდის მის შინაგან ძალას. გულის ჩაკრაში მოხვედრის შემდგომ ემოცია ხდება სიბრძნის განვითარების საფუძველი. ის ეხმარება ადამიანს ნაკლებად გააკეთოს აქცენტი საკუთარ თავზე და სურვილებზე და ხსნის გულს მთელი მსოფლიოსთვის.
გულის გახსნას მივყავართ მგრძნობელობის, სირბილის, სინაზის გაზრდამდე. თუ ადამიანი არის რბილი, მაშინ ეს ყველაფერში გამოიხატება: სიტყვებში, მოძრაობაში, საქციელში. პარადოქსი მდგომარებს იმაში, რომ სირბილის განვითარებისთვის აუცილებელია სიმტკიცე. ანუ შინაგანი ცენტრი და თვითშემეცნება. მხოლოს ასეთ შემთხვევაში აძლევს ადამიანი თავს უფლებას იყოს რბილი და მგრძნობიარე.
თუ ჩაკრა გახსნილია და კარგად ატარებს ენერგიას, ჩვენს გონებას ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს და შეიგრძნოს საკუთარი ემოციები, ასევე სხვა ადამიანების გრძნობები. უნდა განვეწყოთ სიყვარულის მიღებაზე და გაცემაზე. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ასობით ნიღბის ტარება საკუთრი შინაგანი სამყაროს დასაცავად. ჩვენ მთლიანად გახსნილი ვართ სამყაროსთვის და ღვთიური ენერგიისთვის. ადამიანი, რომელსაც გაწონსაწორებული ანაჰატა აქვს სავსეა შინაგანი ძალით. ზუსტად ის იძლევა შესაძლებლობას მგრძნობიარობის და თანაგრძნობის გამოსავლენად გარშემო მყოფების მიმართ. დამცავი ბრონი მთლიანად ქრება რადგან ის აღარ არის საჭირო.
ჩაკრის ჰარმონიზაციას მივყავართ შინაგანი რწმენის გამოვლენდამდე. ადამიანი ნელ-ნელა ხვდება, რომ ღმერთის ძალა ვლინდება ყველა ცოცხალი არსებისადმი სიყვარულში. ამ ყველაფრის გაცნობიერებით ჩაკრის ფუნქციონირება გადადის უფრო მაღალ დონეზე. ამის შედეგად ჩვენი სიყვარული ვრცელდება არამარტო ახლობელ ადამიანებზე, არამედ მთელ სამყაროზე.
გაწონასწორებული ანაჰატა მის პატრონს ჩუქნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უნარს: საკუთარი შინაგანი მეს შენარჩუნება. ადამიანი უკვე აღარ ცდილობს სხვა ადამიანებზე მორგებას ანგარების მიზნით, არ ღალატობს საკუთარ გულს. ამის გარდა ის კეტავს თავის შინაგან სამყაროს რათა სხვა ადამიანების ტანჯვამ არ შეაღწიოს იქ. ის მზად არის თანაგრძნობისთვის და თანადგომისთვის. მაგრამ ის არასოდეს დაუშვებს, რომ სხვისმა ნეგატიურმა ენერგიამ დაანგრიოს მისი შინაგანი სამყარო.
ორგანიზმის ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვებს კურნავენ. ყველა ექიმბაში ან ექსტრასენსი მზად უნდა იყოს უანგაროდ დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილს, მატერიალური სარგებელის მიღების სურვილის გარეშე. ამავე დროს მან არ უნდა მიიტანოს გულთან ახლოს (пропускать через свое сердце) ყველა იმ ადამიანის ტკივილი ვინც მას მიმართავს დახმარებისთვის. სხვა შემთხვევაში მისი სამყაროს ერთიანობა ადვილად დაინგრევა.
თუ ადამიანი ზედმეტად ძლიერად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ეს ნიშნავს რომ ანაჰატა დაუბალანსებელია. მის პატრონს ახასიათებს სხვისი პრობლემების ჩაღრმავება, მათი, როგორც საკუთარის განცდა. ეს იწვევს ჩაკრის დანგრევას გაუწონსაწორებლობის შედეგად. ასეთი ადამიანი დანაკარგს განიცდის ცხოვრების ყოველ ფეხის ნაბიჯზე. თუ თქვენ გაქვთ სურვილი გასცეთ სითბო და სიყვარული, დაეხმაროთ მათ ვისაც ეს სჭირდება, ყურადღება მიაქციეთ გულის ჩაკრის ჰარმონიაზაციას. ის უნდა იყოს გაწონასწორებული და განვითარებული, რათა სხვისმა ტკივილმა და ტანჯვამ არ გაანადგუროს ის.
ისწავლეთ პრობლემებისგან დისტანცირება. ეს დაგვეხმარება სიტუაციის სწორად შეფასებაში და ობიექტური გადაწვეტილების მიღებაში. თუ თქვენ შეძლებთ შორიდან უყუროთ როგორც საკუთარ ისე სხვის პრობლემებს თქვენ ცხოვრებაში გაჩნდება გულწრფელი სიყვარული და თანაგრძნობა. თქვენ ყოველთვის შეძლებთ სხვა ადამიანის დახმარებას გასაჭირში, საკუთარი ჩაკრების ჰარმონიის დარღვევის გარეშე.
ჯანმრთელი ანაჰატის მახასიათებლები
თუ ანაჰატა გაწონასწორებული და ჰარმონიულია, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის სხვა ჩაკრებზე. ამის დახმარებით ორგანიზმი გარდაიქმნება არხად, რომელიც მუშაობს ღვთიური სიყვარულის მიღებაზე. ანაჰატა თავადაც ასხივებს დიდი რაოდენობით ენერგიას, რომელიც ხვდება ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში, მიდის კოსმოსში, სამყაროში. ანაჰატის ჰარმონიული განვითარება (იმ შემთხვევაში, როცა სხვა ჩაკრებიც ჯანმრთელია) საშუალებას აძლევს ადამიანს გამოსცადოს გულწრფელი სიყვარული და გაუნაწილოს ის გარეშემომყოფებს.
როგორ შეიძლება გავიგოთ რა მდგომარეობაშია ჩვენს ახლოს მყოფი ადამიანის ანაჰატა? ის ჰარმონიულია თუ თქვენ გიზიდავთ ეს ადამიანი. თქვენ გეჩვენებათ, თითქოს ის შინაგანად ასხივებს. ასეთ ადამიანთან მშვიდად ხარ. მის გვერდით ქრება ყველა პრობლემა, გავიწყდებათ მომხდართან დაკავშირებული უსიმოვნო შეგრძნებები. ჯანმრთელი ჩაკრის პატრონი კარგად გრძნობს სხვა ადამიანებთან კავშირს. ის განწყობილია, რომ მათ გაუგოს და თანაუგრძნოს. ამასთან ის არ არღვევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ჰარმონიას, საშუალებას არ აძლევს ემოციებს მისი შინაგანი სამყარო ააფორიაქოს. გაწონასწორებული ანაჰატა გვჩუქნის ბედნიერების შეგრძნებას და თავდაჯერებულობას. ადამიანი ადვილად უნაწილებს ამ ყველაფერს სხვებს და მათაც ავსებს უსაზღვრო ბედნიერებით და სიყვარულით ყველა ცოცხალი არსებისადმი.
ასეთი ადამიანის საზოგადოებაში ადამიანები თავს გრძნობენ თავისუფლად (ძალდაუტანებლად). ისინი ადვილად უხსნიან ასეთ ადამიანს გულს და სულს. თუ თქვენი გულის ჩაკრა გახსნილია თქვენ მიმართ მრავალგზის გამოხატავენ მადლიერებას. «თქვენ მე უბრალოდ გადამარჩინეთ!» - ამ ფრაზას თქვენ მრავალჯერ გაიგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერ ზებუნებრივს არ გააკეთებთ. მაგრამ თქვენი საუბრები ადამიანებთან, მათი პრობლემების მოსმენა, თანაგრძნობა მათში სიცოცხლის სურვილს აღვიძებს. ადამიანებს უყვართ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც ჰარმონიული ანაჰატა აქვთ. ისინი ინტუიციურ დონეზე გრძნობენ, რომ ადამიანთან შეიძლება გულის გადაშლა უსიამოვნო შედეგზე ფიქრის გარეშე. მართალია ის ვერაფერი კონკრეტულით ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ მასთან უბრალო საუბარსაც შესამჩნევი შვების მოტანა შეუძლია. შეიძლება უბრალოდ ჩუმად იჯდე ჯანმრთელ ანაჰატიან ადამიანთან. ამას უკვე შეუძლია თქვენი სულის და გულის განკურნება.
თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ყველა ცოცხალი არსება სამყაროში მუდმივად ცვლის ენერგიას. ჯანმრთელი ანაჰატის პატრონი ასევე აძლევს მისი ენერგიის მცირე ნაწილს მათ, ვინც ახლოსაა. მათი ზემოქმედების შედეგად ისინი დგებიან გულის გადაშლის ხასიათზე, დგებიან ურთიერთგაგების ტალღაზე, სწავლობენ სიყვარულის გაცემას და მიღებას. ყველაფერი ეს ახდენს ჩაკრის და მთლიანად ცხოვრების ჰარმონიზაციას. დამეთანხმეთ, ყოველთვის სასიამოვნოა მოსიყვარულე ადამიანების მომღიმარი სახეების დანახვა, რომლებიც მზად არიან გასაჭირში დასახმარებლად. რაც უფრო მეტ სიყვარულის ენერგიას აგზავნის ჩაკრა სამყაროში, მით მეტს იღებს ადამიანი სხვა ადამიანებისგან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ მსგავსი იზიდავს მსგავსს.
თუ ჩაკრა ჰარმონიულია ადამიანს უჩნდება სურვილი დაეხმაროს უცხო ადამიანებსაც კი. ის თანაუგრძნობს ყველას ვისაც ეს სჭირდება. ამასთან ის არ იცლება ენერგიისგან. მასზე არ ზემოქმედებენ ენერგეტიკული ვამპირები, შეუძლებელია მისით მანიპულირება. მან იცის რისი და რა რაოდენობით გაცემა შეუძლია გარშემომყოფებისთვის. ის დახმარება, რომელსაც ის აღმოუჩენს ადამიანებს არ ანიჭებს მას უპირატესობის შეგრძნებას. ეს ბუნებრივია მისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას.
ხშირად ჯანმრთელი ჩაკრის პატრონი იმ დახმარებას არ აღმოუჩენს ადამიანებს, რომლისთვისაც მას მიმართეს. თავდაპირველად ეს ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგრამ შემდეგ გასაჭირში მყოფი ადამიანი ხვდება, რომ სწორად ასე უნდა დახმარებოდნენ მის სიტუაციაში. საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანს განვითარებული აქვს გულის ჩაკრა, ის ინტუიციურ დონეზე გრძნობს რა სჭირდება ადამიანს ამა თუ იმ ეტაპზე.
გულის ჩაკრის ჰარმონიზაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ემოციებზე. ის მთლიანად იღებს მის ემოციებს, შინაგან მესთან კონფლიქტის გარეშე. ის გათავისუფლებულია საკუთარ თავში დაურწმუნებლობისგან. ადამიანს არ ეშინია საკუთარი სისუსტეების ჩვენება ადამიანებთან. მას შეუძლია იტიროს, სინაზე გამოამჟღავნოს. შიშის არ არსებობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ის მშვიდად იღებს სხვა ადამიანების მხრიდან ემოციების გამოვლინებას. მის შოკირებას არ იწვევს თუ მისთვის უცნობი ადამიანი მოულოდნელად გადაეხვევა და აკოცებს. ჯანმრთელი აურა ეხმარება ადამიანების გრძნობების გაგებაში და მათ ისეთებად მიღებაში როგორებიც არიან. ის ხელს უწყობს ადამიანებს გარეთ გამოუშვან ემოციები და არ დაიტოვონ საკუთარ თავში. ეს ყველაფერი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოჯახური ურთიერთობების განვითარებისთვის და სოციალური კავშირების დამყარებისთვის.
გახსნილი ჩაკრა ძალიან ძლიერად მოქმედებს ადამიანის გარშემომყოფებზე. თუ მისი ენერგია თავისუფლად ცდება ფიზიკურ სხეულს და ურთიერთქმედებს სხვა ადამიანების ბიო ველთან, ასეთ შემთხვევაში ყველაზე უხეში ადამიანებიც კი რბილდებიან. ისინი გრძნობენ, რომ სადღაც მათი სულის სიღრმეში ცოცხლობს სიყვარული, რომელიც ცდილობს ზედაპირზე ამოსვლას. რაც უფრო მეტად ურთიერთობენ რბილ ადამიანთან, რომლებიც არ განიკითხავენ მათ საქციელს მით უფრო იკლებს მათში ბრაზი და გაღიზიანება, და იღვიძებს სირბილე და სინაზე. ეს ხდება იმიტომ, რომ მათი ანაჰატა ბალანსდება და ჰარმონიზდება.
მოდით შევხედოთ როგორ ხდება ეს. მაგალითისთვის ავიღოთ ორი ავტომობილი. ისინი ძლიერად ეჯახებიან ერთმანეთს. მძღოლებმა გადააყენეს მანქანები გზაზე და გადმოდიან მანქანებიდან სერიოზული საუბრისთვის. ერთ-ერთი მათგანი გაცოფებულია. ის ყვირის, ხელებს იქნევს, ადანაშაულებს მეორე მძღოლს ყველა არსებულ ცოდვაში. მისი ოპონენტი მშვიდადაა, ის არ არის გაბრაზებული და დაძაბული. ის ცდილობს შეამსუბუქოს უხერხული სიტუაცია. ამისთვის ის თავაზიადან იხდის ბოდიშს, გულწრფელად ითხოვს პატიებას, ინტერესდება მძღოლის ჯანმრთელობის და მანქანის მდგომარეობით. რაღაც დროის შემდეგ გაცობეული ადამიანი მშვიდდება. ის იწყებს ზრდილობიან საუბარს, რომლის დროსაც ირკვევა ავარიის მიზეზები. როგორ უკავშირდება ეს სიტუაცია გულის ჩაკრას? მშვიდ ადამიანს აქვს გაწონასწორებული ჩაკრა, გაცოფებულს კი - დაავადებული. საუბრის ერთ-ერთი მონაწილის ჯანმრთელი ანაჰატა ენერგეტიკულ კონტაქტს ამყარებს მეორე მძღოლის ანაჰატასთან. შედეგად გაცოფებული მძღოლის ჩაკრა ჰარმონიზდება და წონასწორდება. ამიტომ ის უფრო მშვიდობიანად და თავაზიანად იწყებს მოქცევას.
ადამიანისთვის, რომლის ანაჰატაც გახსნილია, სიყვარული საკუთარი თავისადმი და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ ხდება ნორმა. ამით ის ითავისებს ღვთიურ სიყვარულს და სამყაროსგან დადებით ენერგიას იღებს. დროთა განმავლობაში ადამიანისთვის გასაგები ხდება სამყაროს კანონზომიერებები. მისი ქცევები სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან და მის ცხოვრებაში მოაქვს ბედნიერება, ჰარმონია და კეთილდღეობა.
ჯანმრთელი ჩაკრის პატრონი ხვდება სად იმალება წუხილი და სევდა. ეს გრძნობა გვიჩნდება მაშინ როცა ვშორდებით ჩვენ შინაგან მეს, აღარ ვუსმენთ საკუთარ გულს და სულს. ასეთი ადამიანი ცდილობს დაუკავშირდეს საკუთარ სულს, აავსოს ენერგიით. თუ ის ამას ახერხებს, ჩნდება სურვილი სიცოცხლის ყოველი წუთის დაფასების. სამყარო უკვე აღარ ეჩვენება საშინელი, ცივი და საშიში. ადამიანი ხვდება, რომ სინამდვილეში სამყარო მის მიმართ კეთილგანწყობილია. ის ლამაზი და ჰარმონიულია. ადამიანი წყვეტს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრებას. ის აღარ იციკლება მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე და ფიქრებზე. პირიქით, მოდის ერთიანობის გრძნობა ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწაზე, მცენარეებთან, ცხოველებთან, ძალებთან, რომლებიც ავსებენ ჩვენ პლანეტას და ცას. ის ადვილად იგებს სამყაროს კანონებს, ითვისებს ახალ გამოცდილებას. და ის სიტუაციები, რომლებსაც სხვა ადამიანები გამოჰყავს წონასწორობიდან, ის გაგებით და მადლიერებით იღებს.
დისჰარმონია ანაჰატაში
ჩაკრის გაუმართავი მუშაობა პირველ რიგში აისახება ადამიანის უნარზე გასცეს და მიიღოს სიყვარული. ხანდახან ხდება ისე, რომ თითქოს ადამიანს უყვარს (შორიდან ასე ჩანს), ზრუნავს, ეხმარება ახლობლებს. მაგრამ რეალურად მისი გრძნობები არ არის გულწრფელი, რადგან მის გულის ჩაკრას არ შეუძლია დაუკვაშირდეს ჭეშმარიტ ღვთაებრივ სიყვარულს.
ასეთ სიტუაციას ხშირად მივყავართ სულიერ გამოფიტვამდე. ერთის მხრივ, ადამიანი მუდმივად გასცემს სიყვარულს, მეორეს მხრივ არ შეუძლია მისი მიღება. ამიტომ, ადრე თუ გვიან ორგანიზმი განიცდის სიყვარულის ნაკლებობას. ასეთ დროს ადამიანისთვის რთულია სიყვარული და ზრუნვა. ის იწყებს გულწრფელი გრძნობის დაცინვას, ლაპარაკობს, რომ არ სჭირდება თანადგომა და სიყვარული. მის წარმოდგენაში ადამიანებისგან სიყვარულის მიღება სისუსტის ნიშანია.
ჩაკრის გაუწონასწორებლობა (დისბალანსი) ძლიერ გავლენას ახდენს ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. როგორც კი ადამიანს ებლოკება არხი, საიდანაც მას შეუძლია სიყვარულის მიღება, მას უჩნდება მყარი წარმოდგენა, რომ ის არ იმსახურებს სიყვარულს. მისი ენერგეტიკული დონეები აღარ იზიდავს სიყვარულს მისკენ. ნათელია, რომ ასეთი ადამიანისთვის რთულია მყარი ოჯახის შექმნა. მას შეაშინებს გრძნობების ნებისმიერი გამოვლენა მისი მეორე ნახევრის მხრიდან, ჩაიკეტება და გახდება უხეში და ცივი.
რა იწვევს ჩაკრის არასწორ მუშაობას? ყველაზე ხშირად ის სათავეს იღებს მოზარდობის ასაკში. ამ პერიოდში მშობლები უკვე ერიდებიან სიყვარულის გამოვლენას შვილებისადმი. ისინი თვლიან, რომ მათი ბავშვები უკვე დიდები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათი ჩახუტება, კოცნა. სულ ტყუილად. გრძნობების ასეთი გამოვლენა სჭირდება თითოეულ ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ასე, რომ მოზარდი, რომელიც ხედავს, რომ მშობლებს აღარ უყვართ (ის ამაში დარწმუნებულია), იწყებს საკუთარ თავში გრძნობების და ემოციების ჩახშობას. ამგვარად ის კეტავს გულის ჩაკრას. მრავალი წლის შემდეგ ეს ყველაფერი თავს იჩენს. როცა უკვე ზრდასრულ ასაკში შექმნის ოჯახს, ის მიხვდება, რომ მისთვის რთულია სიყვარულის გამომჟღავნება საკუთარი ოჯახის წევრებისადმი და მათგანაც სინაზის და მზრუნველობის მიღება.
ჩაკრის დისბალანსს სხვა გამოვლინებაც შეიძლება ჰქონდეს. ადამიანი ცდილობს ყველას სიყვარულით და სითბოთი ავსებას. ის პირადპირი მნიშვნლობით თავს ახვევს თავის გრძნობებს სხვებს, რითაც ადამიანებში უარყოფას და ბრაზს იწვევს. ამავე დროს ჩაკრა არ უშვებს სიყვარულის ენერგიას თავის შიგნით. ამგვარად, ადამიანი ემოციურად იფიტება. ის მუდმივად გასცემს, მაგრამ სამაგიეროდ არაფერს არ იღებს. ამას მივყავართ გაუწონასწორებლობამდე და მთელ სამყაროზე გაბრაზებამდე.
თქვენ ალბათ გახსოვთ, ადამიანი რომელსაც აქვს გაწონასწორებული ჩაკრა სიყვარულს გასცემს არა იმიტომ, რომ სამაგიეროდ მიიღოს რამე. მისთვის მთავარია თვითონ სიყვარულის გაცემის ფაქტი. მისთვის ეს პროცესი ბუნებრივია და არ იწვევს ნეგატიურ გრძნობას.
თუ ჩაკრაში არ არის ჰარმონია, ადამიანი ინტუიციურ დონეზე გრძნობს მოთხოვნილებას რამე მაინც მიიღოს მისი სიყვარულის სამაგიეროდ. თუ მისი სიყვარული ვერ პოულობს საპასუხო სიყვარულს და ვერ ამართლებს მოლოდინს, თავს იჩენს იმედგაცრუება. ადამიანს ეჩვენება, რომ ის გამოიყენეს. ამას მიჰყავს ძლიერ წყენამდე. ადამიანს, რომელსაც აქვს დაუბალანსებელი ჩაკრა არ შეუძლია უბრალოდ სიყვარული. მას აუცილებლად ესაჭიროება მეორე მხრიდან მოწონების მოპოვება, სიახლოვის მიღწევა. მას მუდმივად თან დაჰყვება შიში, რომ შეიძლება უარყოს მან ვისაც ის ჩუქნის სიყვარულს. ადამიანს პანიკურად ეშინია მარტოობის, მუდმივად კონცენტრირებულია საკუთარ გრძნობებზე და საბოლოოდ გადაიქცევა ეგოისტად. ის ვერაფრით ვერ ახერხებს ადგილის პოვნას სამყაროს სიყვარულის ჩანასახისთვის, სადაც ხდება საკუთარი თავისადმი და სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის შეერთება.
ანაჰატა და ფიზიკური სხეული
ანაჰატა პასუხისმგებელია გულის, სისხლ-ძარღვების, ფილტვების, თიმუსის ჯირკვლის, კანის საფარის, ხელების და იმუნიტეტის მდგომარეობაზე.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანს არ შეუძლია გულით გრძნობდეს. რომ ამ ორგანოს სრულიად სხვა ფუნქცია აქვს. სინამდვილეში გულის მუშაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული განცდებთან და გრძნობებთან. მაგალითად ბრაზს და გაღიზიანებას მივყავართ წნევის ცვალებადობამდე. თუ ადამიანი მუდმივად განიცდის ბრაზს მას ემართება ჰიპერტონია.
ძლიერი განცდები (მწუხარება დანაკარგის გამო, სევდა, დარდი) იწვევს ტკივილებს გულის არეში და სიცარიელის შეგრძნებას. და პირიქით, როცა ვახერხებთ რაღაც შევცვალოთ სასიკეთოდ, თითქოს გულზე მოგვეშვება ხოლმე. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ გულში კონცენტრირდება სიყვარული (საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ) და ნდობა (საკუთარი შინააგნი „მეს“ და სამყაროს მიმართ). როდესაც ადამიანს აქვს ემოციური პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულის და ნდობის არ არსებობასთან, მას ეწყება გულის პრობლემები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ემოციური შრე ზეგავლენას ახდენს გულის ჩაკრაზე.
დავუშვათ, რომ არსებობს ნეგატიური თვისებები, რომელსაც შეუძლია ადამიანი მიიყვანოს მიოკარდიუმის ინფარქტამდე. ეს არის უხეშობა, სისასტიკე, ახლობელებზე ზრუნვის და სიყვარულის მიღების უუნარობა, ძალაუფლების და ფულის უგუნური წყურვილი. ეს ყველაფერი კეტავს გულთან დამაკავშირებელ არხს. ის ხდება უგრძნობი ემოციების და განცდების მიმართ. ამის გარდა, სწორედ გულია პასუხისმგებელი სისხლის მიწოდებაზე ყველა ორგანოსთვის. სისხლი ასოცირდება სიხარულთან. ეს არის სასიცოცხლო ენერგია. მაგრამ თუკი ის აივსება ბრაზით და სისასტიკით, სისხლის მიმოქცევა ფერხდება. შეიძლება გამოიწვიოს სისხლ-ძარღვების პრობლემები. ამას კი თავის მხრივ მივყავართ შინაგანი ორგანოების დაავადებებამდე.
გულის ჩაკრა ასევე ზეგავლენას ახდენს ფილტვების მუშაობაზე. რა არის სუნთქვა? ეს არის ადამიანის უნარი დატკბეს ცხოვრებით, შეიგრძნოს ის მთელი თავისი სისავსით, უყვარდეს თითოეული განვლილი დღე. თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის შეყვარება, საკუთარი თავის ისეთად მიღება, როგორიც ის რეალურად არის, სასუნთქი სისტემა იწყებს არასწორად მუშაობას. ამის შედეგად ვითარდება ფილტვების და ბრონქების ქრონიკული დაავადებები.
ყოველ წამს, თითოეული ადამიანი აკეთებს ამოსუნთქვას. ეს წარმოადგენს სამყაროს ენერგიასთან დაკავშირების უნარს. მეორეს მხრივ, ის პასუხისმგებელია ჩვენი პირადი სივრცის შექმნაზე. თუ თქვენ გაგიჩნდათ სასუნთქი ორგანოების პრობლემები, ესეიგი ეს ორი შემადგენელი კომპონენტი ერთმანეთან წინააღმდეგობაშია. ეს კი მიუთითებს გულის ჩაკრის დისბალანსზე.
ხშირად დაუბალანსებელი ანაჰატა იწვევს ასთმის ჩამოყალიბებას. ეს მძიმე დაავადება დაკავშირებული სიყვარულის მუდმივ დათრგუნვასთან. ის შეიძლება ასევე განვითარდეს თუ ადამიანის გარემოცვა მითვის შეუფერებელია. ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მეგობრებთან ახლოს ყოფნისას მას სული ეხუთება აუტანლად. თუ პატარა ბავშვს ემართება ასთმა, ეს ნიშნავს, რომ მშობლებმა ის ასე ვთქვათ გადაავსეს სიყვარულით. მისი მშობლები მზად არიან ბავშვს კოცნონ ყოველ წუთს, მუდამ ხელში უჭირავთ. შედეგად ბავშვი იღებს იმაზე მეტ სიყვარულს ვიდრე გასცემს. ბოლო-ბოლო ეს სიყვარული იწყებს მის გაგუდვას. არის ასთმის განვითარების შემთხვევები მშობლების სახლთან განშორების შედეგად. მოზარდი განიცდის მშობლების სიყვარულის ნაკლებობას, რომელსაც ის შეჩვეულია. ესეც იწვევს ასთმას.
ანაჰატა და ჰორმონები
გულის ჩაკრა მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინულ სისტემასთან, თიმუსის ჯირკვალთან. ეს წარმოადგენს ორ ბრტყელ ნახევარსფეროს. ის მდებარეობს გულ-მკერდის არეში (წინა მხარეს). ის შედგება ლიმფური ქსოვილისგან, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტის განვითარებაზე (მხოლოდ ბავშვებში). განსაკუთრებული Т-ლიმფოციტები, რომლებიც იცავენ ჩვენ ორგანიზმს უცხო სხეულებისგან გამომუშავდებიან თიმუსის ჯირკვალში. ახალდაბადებული ბავშვის ჯირკვალი ნორმალური ზომის არის. ზრდასთან ერთად ის პატარავდება.
რისთვის სჭირდება თიმუსის ჯირკვალი ზრდასრულ ადამიანს? მეცნიერებას დღემდე არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი. 15 წლამდე ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელსაც ეძახიან ჰუმორულ რეგულაციას (ფაქტორს). ის ეხმარება იმუნიტეტს გაძლიერებაში. მაგრამ ამ ჰორმონიის შემდგომი გამომუშავება წყდება. ზრდასრული ადამიანის იმუნიტეტზე პასუხისმგებელი ხდება სხვა ორგანოები. ამის მიუხედავად თიმუსის ჯირკვალი რჩება ორგანიზმში, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სარგებელი აღარ მოაქვს.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ჯირკვალი ეხმარება ბავშვს გახდეს ზრდასრული. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბავშვის ორგანიზმი მიდრეკილია ხშირად ავადმყოფობისკენ. მას ძნელად გადააქვს ვირუსები და ბაქტერიები. რომ არა თიმუსის ჯირკვალი, რომელიც პასუცისმგებელია იმუნიტეტის განვითარებაზე, ადვილად შესაძლებელია, რომ ბევრ ბავშვს ვერ მიეღწია მოზარდობის ასაკამდე. გულის ჩაკრა ძლიერ გავლენას ახდენს ამ ჯირკვალის მუშაობაზე. თუ ის გაწონასწორებული/დაბალანსებულია, ბავშვი იშვიათად ავადმყოფობს და მალე გამოჯანმრთელდება. ჯირკვლის დისბალანსს მივყავართ ხშირ მწვავე რესპირატორულ დაავადებებამდე და სერიოზულ ინფექციურ დაავადებებამდე.