პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ყველაზე ხანგრძლივ, ტრანსფორმაც...

მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ყველაზე ხანგრძლივ, ტრანსფორმაციულ, ეფექტურ და საინტერესო 48 დღიან ონლაინ-პრაქტიკუმს - "პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება".

პრაქტიკუმს გავუძღვები მე - მამუკა გურული.

ამ პრაქტიკუმის პირველი ჯგუფი წარმატებით შედგა და შედეგებიც ძალიან კარგი დაიდო მათ მიერ, ვინც მაღალი პროცენტით შეასრულა პრაქტიკუმის დავალებები. შთაბეჭდილებები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე

1 ოქტომბრიდან გთავაზობთ პრაქტიკუმის უფრო გაუმჯობესებულ, საინტერესო და თეორიული ნაწილით კიდევ უფრო გაჯერებულ ვერსიას.

ეს არის ქართულ სივრცეში ყველაზე საუკეთესო პრაქტიკუმი პიროვნული ზრდის თვალსაზრისით, რადგან პრაქტიკებთან ერთად მოიცავს იმ არსობრივ თეორიულ საკითხებს,, რომლებიც საკუთარი თავის შემეცნების გზაზე ძალიან დაგეხმარებათ (პრაქტიკის გარეშე, მხოლოდ თეორიის გამოც კი ღირს მისი გავლა). 

პრაქტიკუმში მოწოდებული ლექციები საინტერესო იქნება როგორც ფსიქოლოგიით, ასევე ეზოთერიით დაინტერესებულთათვის. 

48 დღიანი მანდალა განსაკუთრებულია იმით, რომ ზედიზედ 48 დღის განმავლობაში გაკეთებული ნებისმიერი პრაქტიკა ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩადის და ეს ხანგრძლივობა თვითპროგრამირებისთვის ძალიან ეფექტურია. 

ამ პრაქტიკუმის მეშვეობით ისწავლით დისციპლინის და ნებისყოფის გამომუშავების მთავარ, არსობრივ პრონციპებს, რის შემდეგაც შეგეძლებათ, რომ საკუთარ თავს დაუწესოთ თქვენთვის შესაფერისი დისციპლინა და აღარ დაგჭირდეთ სხვადასხვა სახის ტრენერები, ქოუჩები, გურუები და ა.შ. 

ამ პრაქტიკუმის მეშვეობით გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოიშოებთ ან შეიმცირებთ შფოთვებს და შიშებს, უფრო მეტად მიუახლოვდებით საკუთარ არსს და ისწავლით, თუ როგორ იპოვოთ თქვენი საკუთარი, ინდივიდუალური გზა და დანიშნულება... 

 

პრაქტიკუმის ფორმატი:

- ყოველდღიური მარტივი დავალებები, რომლებიც 48 დღიანი რეგულარული შესრულების შემთხვევაში ძალიან დიდი ეფექტს იძლევა და დღეში საშუალოდ 40-60 წუთს წაგართმევთ (მთავარი სირთულე, რაც ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს, დილით ადრე გაღვიძება იქნება). დავალებები პრაქტიკუმის განმავლობაში განახლდება და დაემატება. 

- კვირაში საშუალოდ ერთი (ზოგჯერ ორი) საღამოს ლაივ-ლექცია (21:00 ან 22:00)-ზე Zoom-ის ონლაინ ფორმატში. შეგეძლებათ დასვათ კითხვები. ჩანაწერი შეინახება ფეისბუქ ჯგუფში და შეგეძლებათ მოგვიანებითაც ნახოთ ხოლმე. 

- კვირაში საშუალოდ ერთი (ზოგჯერ ორი) დილის ერთობლივი პრაქტიკა (Zoom-ის ონლაინ ფორმატში), სადაც ვისწავლით და ერთად გავაკეთებთ საბაზისო პრაქტიკებს, მედიტაციებს და ვიზუალიზაციებს. 

- ყოველდღიური სამოტივაციო პოსტები, რეპორტები და განხილვები ჯგუფის წევრების მეტი ჩართულობისთვის და მოტივაციისთვის. 

- კვირაში ერთი ან ორი სამოტივაციო და შემეცნებითი ფილმი, რომლებიც თეორიულ საკითხებს მიებმება და ერთად განვიხილავთ (ფეისბუქ ჯგუფში, რომელიც სპეციალურად შეიქმნება ამ პრაქტიკუმისთვის).

 

სალექციო თეორიული საკითხები:

- გურჯიევის სისტემა (არსობრივი მიმოხილვა);

- იუნგის სიღრმის ფსიქოლოგია (არსობრივი მიმოხილვა);

- რ.ა. ვილსონის წრედების სისტემა ("პრომეთეს აღზევების" მიხედვით);

- ჯიოტიში - ცოდნა სამყაროს მთავარი ძალების შესახებ (არსობრივი მიმოხილვა);

- ეგრეგორები (არსობრივი მიმოხილვა);

- ვექტორული ფსიქოლოგია (არსობრივი მიმოხილვა);

- კაჰუნების სიბრძნე - უძველესი შამანური ცოდნა (არსობრივი მიმოხილვა);

- და კიდევ სხვა ახალი და ძალიან საინტერესო სისტემა, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ...

ეს საკითხები სხვადასხვა პაზლებია საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნების პროცესში, და მათი დაკავშირებით და გაერთიანებით შეძლებთ ადამიანის ფსიქიკის და სამყაროს მთავარი პრინციპების დანახვას როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებშიც. 

ქართულ სივრცეში (და არამარტო) ვერსად ვერ ისწავლით ფსიქოლოგიის და ეზოთერიის (ერთდროულად) საფუძვლებს ისე არსობრივად, როგორც ამ პრაქტიკუმში (დეტალურ შესწავლას, ცხადია, ამ ფორმატში ვერ შევძლებთ). 

 

პრაქტიკუმის ფასი:

სტანდარტული - 500 ლარი

უმუშევრებისთვის - 400 ლარი

მაგმას მხარდამჭერებისთვის იმოქმედებს ფასდაკლება 20%-დან 50%-მდე (გაწეული მხარდაჭერის შესაბამისად). ასევე ფასდაკლება იქნება მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე პრაქტიკუმი გაიარა. დეტალებისთვის მომწერეთ ჩემს ფეისბუქ-პროფილზე

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700

TBC ბანკი: GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი გზავნილით ჩემ სახელზე - Mamuka Guruli

 

პრაქტიკუმს ვიწყებთ 1 ოქტომბერს...

ეს პრაქტიკუმი აღარ განმეორდება, ამიტომ ყველას გირჩევთ არ გადადოთ, ჩაეწეროთ და გაატაროთ დაუვიწყარი 7 კვირა მაგმასთან ერთად! 

ეს პრაქტიკუმი ცხოვრებას ცვლის! :)

ეს პრაქტიკუმი ყველასთვის არაა, ამიტომ ჩასაწერად ჯერ უნდა გაიაროთ მცირე გასაუბრება...

ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ ჩემს პირად ფეისბუქ პროფილზე - Mamuka Guruli.

P. S. ამ პრაქტიკუმისთვის აუცილებელია, რომ გქონდეთ ფეისბუქ-პროფილი, რადგან ძირითადი სამუშაო სივრცე ფეისბუქ-ჯგუფი იქნება, რომელსაც პრაქტიკუმის დაწყების წინ შევქმნი. 

მსგავსი სტატიები

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

შავი ხვრელის მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული მედიტაცია კეთდება დღეში ორჯერ: დილით 30-40 წ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

დამიწება


 (ალექსანდრ ლოუენის ბიოენერგეტიკული სავარჯიშო) ეს პრაქტიკა ძა...

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff