8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი არ შეუძლია, კბილის პასტა ჯაგრის...

sunrise2233

მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე

წყარო

დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი არ შეუძლია, კბილის პასტა ჯაგრისზე პირველივე ცდაზე გადაიტანოს, არადა ამასობაში, დილის 7 საათამდე შეიძლება ცხოვრების შეცვლა მოასწრო.

შეგიძლიათ მიჰყვეთ საკუთარ ოცნებებს? ხანდახან ეს ძალიან რთული ჩანს. ხოლო თუ თქვენ გაგიმართლათ და იშოვეთ სამსახური სრულ განაკვეთზე, გყავთ ოჯახი და ბავშვები, საკუთარი მისწრაფებებისათვის მიყოლა კიდევ უფრო რთული ხდება.

მაშ როგორ წავიდეთ წინ?

მოგიწევთ მოძებნოთ გარკვეული დრო ყოველდღე, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე, წინააღმდეგ შენთხვევაში თქვენ დაკარგავთ საკუთარ თავს დღეების უსასრულობაში. სანამ ამას გააცნობიერებთ, ათეულობით წლები გავა. დარჩენილი ცხოვრება კი გადაიქცევა „ზღაპრებად დაკარგულ დროზე“.

მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ - გააანალიზოთ საკუთარი ცხოვრება და გამოხვიდეთ მუდმივი თვითგადარჩენის რეჟიმიდან.

ამ სტატიას იმიტომ კითხულობთ, რომ გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი. სრულებით. ღრმად. მართლა და პატიოსნად. მხოლოდ ასე შეძლებთ დაუბრუნდეთ საფუძვლებს.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებას ბანალურობებითა და უაზრობებით ავსებს. ამ სისულელეზე ხარჯავენ მთელ თავის დროს. ამიტომ მათ წუთიც კი არა აქვთ რომ გაჩერდნენ და დაფიქრდნენ.

ასეთი ადამიანები მუდმივად იმყოფებიან თვითგადარჩენის რეჟიმში. და თქვენ?

გახსოვთ, ჰობიტი ბილბო რომ ამბობს, რომ თავს გრძნობს კარაქის პატარა ნაჭრად, რომელსაც თხელ ფენად უსვამენ პურის დიდ ნაჭერს? ალბათ ბევრს შეუძლია ამ ფრაზაში საკუთარი თავის ამოცნობა. სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში, ეს პურის ნაჭერიც სხვას ეკუთვნის. მხოლოდ ცოტა თუ არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

ამგვარი სიტუაცია სავსებით ნორმალური იყო წინა თაობისათვის: ცხოვრება სხვა ადამიანების მიერ დადგენილი წესებისა და ტრადიციის მიხედვით. ბევრს ურჩვენია დინების მიმართულებით იცუროს, რაიმეს შეცვლის სურვილის გარეშე.

ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, თუ გინდათ რომ რამეს მიაღწიოთ და სხვებზე უკეთესი გახდეთ, იმიტომ, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები უკვე ხვდებიან საკუთარ პასუხისმგებლობას და მზად არიან საქმეს შეუდგნენ და თავისი ცხოვრების ყველა წუთი გაცნობიერებული ცხოვრებით იცხოვრონ, იმ წესების მიხედვით, რომელიც თავად დაადგინეს.

ვერსად ვერ გაიქცევით: თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ცხოვრებაზე. მოგიწევთ, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. თუ თქვენ არ იზამთ, ამას თქვენს ნაცვლად ვიღაც სხვა გააკეთებს.

რომ მიეჩვიოთ თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღებას, გჭირდებათ მოქმედების სწორი სურათი. ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის სია, რომელიც გრძელი ჩანს, მაგრამ სიმამდვილეში ძალიან მარტივი და ნათელია.

• გამოიძინეთ
• გონს მოდით
• იმოძრავეთ
• იკვებეთ სწორად
• მოემზადეთ
• იყავით შთაგონებული
• შეაფასეთ თქვენი ცხოვრება
• დაიწყეთ მოძრაობა მიზნისაკენ

ასე რომ, დილის 8 მდე თქვენ უნდა:

გამოიძინოთ

ჯანმრთელი ძილი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელი კვება. უცნაურია, მაგრამ მილიონობით ადამიანი, მიუხედავად ძილის მნიშვნელობის ცოდნისა, უგულებელყოფს ჯანმრთელ ძილს და მუდმივად გრძნობენ ამგვარი დაუფიქრებელი საქციელის ეფექტს.

ჯანმრთელი ძილი გვეხმარება:

• გავიუმჯობესოთ მეხსიერება
• გავიხანგრძლივოთ სიცოცოხლე
• ავიმაღლოთ კრეატიულობა
• მალე გავხდეთ და გავზარდოთ კუნთოვანი მასა (თუ ჯანსაღ ძილს დავუმატებთ ვარჯიშსაც)
• შევამციროთ სტრესის დონე
• შევამციროთ სტუმულატორებზე (მაგალითად კოფეინზე) დამოკიდებულება
• შევამციროთ დეპრესიის განვითარების რისკი

ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, აზრს მოკლებულია, თუ არ გამოიძინებთ. რა აზრი აქვს დილის 7 საათზე ადგომას, თუ ღამის 3 ან 4 საათზე წვებით დასაძინებლად. დიდხანს მაინც ვერ გაძლებთ. რათქმაუნდა, შეიძლება სტიმულატორების გამოყენება, ბევრი ყავის დალევა, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც დიდხანს ვერ გაძლებთ. პირველ რიგში გული გიღალატებთ - ცხოვრების ასეთ რეჟიმს ვერ გაუძლებს. დამეთანხმებით, მოვლენების საკმაოდ პირქუში განვითარებაა.

მედიტაცია ან/და ლოცვა

მას შემდეგ, რაც გაიღვიძებთ, უნდა აივსოთ სიმშვიდითა და დადებითი ენერგიით. ამისთვის საჭიროა მედიტაცია ან ლოცვა - რომელიც გირჩევნიათ. მთავარია ფოკუსირდეთ და იცოდეთ, რომ თქვენ გინდათ ამის გაკეთება.

ლოცვა და მედიტაცია თქვენში აღძრავენ მადლიერების გრძნობას ყველაფრისათვის, რაც გაქვთ. მადლიერება გულისხმობს, რომ თქვენ გესმით, რამდენი სიკეთე გაქვთ მონიჭებული. ეს გრძნობა მაგნიტივით მუშაობს. როდესაც მართლა მადლობელი ხართ ყველაფრისთვის რაც გაქვთ, თქვენს ცხოვრებაში იზიდავთ მეტ პოზიტივსა და სიკეთეს.

ამასთანავე, მადლიერება ადვილად გადაეცემა სხვას. შესაძლოა ეს გრძნობა იყოს კიდეც წარმატების მთავარი გასაღები.

შესაბამისად, თუ ყოველ დილას დაიწყებთ მადლიერებით, ავტომატურად მოიზიდავთ ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი არსებობს. სამყარო ამაზე უარს არ გეტყვით.

ვარჯიში

მიუხედავად იმისა, რომ სხეული გამუდმებით მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა იგნორირებას უკეთებს ამ სიგნალს.

თუ გინდათ, რომ გქონდეთ ხანგრძლივი, ბედნიერი და ნაყოფიერი ცხოვრება, აუცილებელია საკუთარი თავი მიაჩვიოთ რეგულარულ ვარჯიშს. ზოგიერთი სწორ გადაწყვეტილებას იღებს და სპორტდარბაზში მიდის სავარჯიშოდ. თუ ასეთი აქტივობა არ მოგწონთ, არის კიდევ ასეთი ვარიანტები: ბაღში მუშაობა ან ხანგრძლივი სიარული.

მთავარია იპოვოთ ის, რაც თქვენს სხეულს აიძულებს იმოძრაოს.

რატომ? ფიზიკური აქტივობის პოზიტიურ გავლენაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ვარჯიში ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს და უმკლავდება სტრესს. სპორტით დაკავებას ასევე უკავშირებენ წარმატებას კარიერაში.

მიიღეთ ცილები

ილინოისის პროფესორი დონალდ ლეიმანი (Donald Layman) რეკომანდაციას უწევს მინიმუმ 30 გრამი ცილის მიღებას საუზმეზე. წიგნის „სრულყოფილი სხეული 4 საათში“ ავტორი ტიმ ფერისი (Tim Ferriss) ასევე რეკომენდაციას იძლევა მივიღოთ 30 გრამი ცილა გაღვიძების შემდეგ.

ტიმი ამბობს, რომ მამამისი მკაცრად იცავდა ამ რეკომენდაციას და დაიკლო 8,5 კგ. ერთ თვეში. ცილით მდიდარი საკვები გვეხმარება დავრჩეთ აქტიური უფრო დიდხანს. ის კუჭს დიდხანს არ ტოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდხანს ვერ იგრძნობთ შიმშილს.

ტიმ ფერისის რეკომენდაცია დილით საკვების მიღებასთან დაკავშირებით:

• საუზმის 40%-ს მაინც უნდა შეადგენდეს ცილები
• სასურველია მოამზადოთ 2-3 კვერცხი (თითოეული შეიცავს 6 გრამამდე ცილას)
• თუ კვერცხი არ გიყვართ, მის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი ან ხაჭო
• კიდევ ერთი ვარიანტი: მოამზადოთ პროტეინის კოქტეილი.

მათ, ვინც ცდილობს არ ჭამოს ან შეამციროს ხორცი, რძე და კვერცხი, შეუძლიათ თავისი წილი ცილები პარკოსნებიდან, თხილეულობიდან და მწვანილიდან მიიღონ.

ცივი შხაპი

ტონი რობინსი ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და წიგნების ავტორი, ყოველ დილას იწყებს იმით, რომ ხტება აუზში, სადაც წყლის ტემპერატურა 14 გრადუსია. რატომ აკეთებს ის ამას?

თუ ცივ შხაპს რეგულარულად მიიღებთ, თავს უკეთესად იგრძნობთ, - ფიზიკურადაც და მორალურადაც. ცივი შხაპის დახმარებით თქვენ ავარჯიშებთ იმუნიტეტს, იუმჯობესებთ ლიმფურ, სისხლის და მომნელებელი სისტემების ფუნქციონირებას, შესაბამისად, იუმჯობესებთ საკუთარი ცხოვრების ხარისხს.

2007 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის შედეგების თანახმადაც, ცივი შხაპი გვეხმარება გავთავისუფლდეთ დეპრესიის სიმპრომებისაგან და ამას აკეთებს სამედიცინო პრეპარატებზე უკეთესად. ცივი წყალი გვჩუქნის კარგ განწყობას: ორგანიზმი იწყებს ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას, რისი წყალობითაც თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ.

რათქმაუნდა, ცივი წყლით ბანაობა საშიშია. თუ ერთხელ მაინც მიგიღიათ ყინულოვანი შხაპი, მაშინ იცით: დილაობით რამდენიმე წუთს ღრმად დაფიქრდებით - გჭირდებათ თუ არა ყოველივე ეს.

შესაძლოა შეაბიჯეთ საკუთარ თავთან შინაგან დიალოგში და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ არ მიიღოთ ცივი შხაპი - „ხვალ“ საზეიმოდ შეჰპირდით საკუთარ თავს და სამსახურში წახვედით.

ან გაყინული წყლის პირველივე წვეთებზე გვერდით გადახტით და იმწუთიერად ჩართეთ ცხელი წყალი.

ღირს რომ ამაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და აუზში ყვინთვა წარმოიდგინოთ. ცივ აუზში ნელა არავინ არ ჩადის, იმიტომ რომ ეს დამტანჯველია. უფრო მარტივია - გაირბინოთ და ჩახტეთ. 20 წამის შემდეგ სხეული ეჩვევა და ყველაფერი კარგადაა.

ეს ეხება ცივ შხაპსაც. თავდაპირველად თქვენ გწვავენ ყინულოვანი ნაკადები, გული კი არანორმალურად ცემს. 20 წამის შემდეგ ყველაფერი წესრიგშია.

ცივი შხაპის მიღებით ავარჯიშებთ ნებისყოფას და განაწყობთ საკუთარ თავს კრეატიულობისა და შთაგონებისათვის. მოგიწევთ ისწავლოთ ნელა და მშვიდად სუნთქვა, სანამ ცივი წყალი თქვენს ზურგზე მიედინება. სანაცვლოდ, შემდეგ თავს ბედნიერად იგრძნობთ, ახალი იდეები გაგინათებენ გონებას, მათი ნაწილი კი შგიძლიათ და უნდა გამოიყენოთ დასახული მიზნების მისაღწევად.

გარდა ამისა, ეს რიტუალი დაგეხმარებათ კომფორტის ზონიდან დილიდანვე გამოსვლაში.

საკუთარი თავის მოტივირება

ჩვეულებრივი ხალხი გართობის საშუალებებს ეძებს. თქვენ კი უნდა ეძებოთ გზები გაიგოთ რაღაც ახალი და საინტერესო. მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები კვირაში მინიმუმ 1 წიგნს კითხულობენ. მათთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია არ გაჩერდნენ სწავლის პროცესში.

ნამდვილად გამოგივათ ერთი აუდიოწიგნის მოსმენა კვირაში, თუ სამსახურის გზაზე ჩართავთ მას. დილით კი შეგიძლიათ გამონახოთ 15 წუთი იმისათვის, რომ წაიკითხოთ რაღაც მამოტივირებელი და პრაქტიკული, ის, რაც დაგმუხტავთ მთელი დღის მანძილზე. ასეთი ინფორმაცია გცვლით. ის თითქოს მოგაქცევთ იმ ზონაში, სადაც თქვენ მაქსიმალურად ნაყოფიერი, კრეატიული და მიზანდასახული ხართ.

თქვენ უკვე წაგიკითხავთ ასობით წიგნი, კარგი ხართ იმაში, რასაც აკეთებთ, მაგრამ ახლა უნდა გაიფართოვოთ ჰორიზონტი, შეხედოთ სამყაროს ახალი წერტილიდან.

საკუთარი ცხოვრების შეფასება

ყველა თქვენი მიზანი, დიდიც და პატარაც, უნდა ჩაიწეროთ. ეს სულ რამდენიმე წუთს წაიღებს. ყოველ დილით უნდა გადაიკითხოთ ეს სია და ყოველი დღე იმას უნდა შეუსაბამოთ, როგორც მიგყავთ თქვენი ცხოვრება.

თუ დიდი მიზნების სიას ყოველდღე გადაიკითხავთ, ასე თუ ისე მათზე დილასაც დაფიქრდებით და საღამოსაც. ხოლო როდესაც მიეჩვევით საკუთარი ცხოვრების ყოველდღიურად შეფასებასა და გააზრებას, თქვენ დაიწყებთ მოქმედებას დასახული მიზნის შესაბამისად. ადრე თუ გვიან დასახული მიზნების სია გადაიქცევა თქვენი ცხოვრების ამაყ მანიფესტად.

მიზნის მიღწევა - მეცნიერებაა. მოტყუება არ გამოვა.

ერთი ნაბიჯი მაინც დიდი მიზნისაკენ

ნებისყოფა კუნთივითაა. მისი ვარჯიში შესაძლებელი და საჭიროა. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს უნარზე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ის შეიძლება დახარჯო სისულელეებზე, შეიძლება დაკარგოთ - ხანმოკლე დროით ან სამუდამოდ. მისი გამოყენება გონივრულადაა საჭირო.

ყველა რთული გადაწყვეტილება დილით უნდა მიიღოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ამას არ გააკეთებთ, საღამოს ვერ შეძლებთ რთული გადაწყვეტლების მიღებას, ასე რომ მოგიწევთ ხვალისთვის გადადოთ. ან ზეგისთვის. ან იფიქრებთ, რომ მერე გადაწყვეტთ, ანუ არასოდეს.

ეს მარტივი არაა. მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას მიყავხართ თქვენი დიდი მიზნისაკენ. მალე მიხვდებით: ეს დიდი მიზნები არც ისე შორსაა.

დილის 8 საათის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ყველაფერ ზემოთჩამოთვლილს გააკეთებთ, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, როგორ წავა დღის დარჩენილი ნაწილი. უკვე გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო წარმატებული. თქვენ უკვე წინ წაიწიეთ ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე.

თუ შეძელით ამ სიიდან ყველაფრის გაკეთება - დაამტკიცეთ, რომ მზად ხართ უკეთესი ცხოვრებისათვის. თითოეული ამ პუნქტთაგან დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ნაყოფიერი სამსახურში, შექმნათ ჰარმონიული ურთიერთობები, გახდეთ ბედნიერი. ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯთანაგ თითოეული წარმოადგენს მოძრაობას თავდაჯერებულობისაჯენ, სიმშვიდისა და პასუხისმგებლობისაკენ.

საოცარია, როგორ იცვლება ცხოვრება უკეთესობისაკენ. უბრალოდ შეკარით მუშტად ნებისყოფის ძალა და აკეთეთ ის, რაც საჭიროა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

დამიწება


 (ალექსანდრ ლოუენის ბიოენერგეტიკული სავარჯიშო) ეს პრაქტიკა ძა...

ჯიბერიში - ოშოს მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ჯიბერიში არის მედიტაციის კათარზისული ტექნიკა...

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff