ტიბეტური მეთოდი - როგორ დავიმეგობროთ ჩვენი დემონები

Admin
ფსიქოლოგია იოგა და ტანტრა
0
0

h2p allione 1

წყაროები:

https://bit.ly/3jxZpGh

https://bit.ly/3hsPSxv

მთარგმნელი: ლილა
 
,,მოსიყვარულე გონებით იზრუნე და ბავშვზე მეტად მოუფრთხილდი სამყაროში არსებულ მტრულად განწყობილ ღმერთებს და დემონებს,
ნაზად შემოიკრიბე ისინი შენ გარშემო’’
-      მაჩიგ ლაბდრონი (1055 – 1145)
 
დემონი, იმ აზრით, რა აზრითაც ჩვენ მას ვიყენებთ, არ წარმოადგენს სულს, გობლინს, ან სატანის მოციქულს. როდესაც მაჩიგ ლაბდრონს, თავისმა ვაჟიშვილმა ტონიონ სამდრუპმა დემონების განსაზღვრება სთხოვა, მან ასე უპასუხა: ,,დემონი არ არის რაღაც ბნელი ძალა, რომელიც ყველა იმ ადამიანის პარალიზებას ახდენს, ვინც მას თვალს მოკრავს. დემონი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, რაც თავისუფლების მოპოვებაში გიშლის ხელს... არ არსებობს სელფში ფიქსაციაზე უფრო დიდი დემონი. ამიტომ სანამ ეგოს-ფიქსაცია არ შეწყდება, პირღია დემონები დაგველოდებიან. სწორედ ამ მიზეზით უნდა იმოქმედოთ გამოცდილი მეთოდით, რომ გამოეყოთ ეგოს-ფიქსაციის ეშმაკს.’’ 

მაჩიგის დემონების გაგება საოცრად დახვეწილი იყო. მან ასეთი კითხვა დასვა: რა არის ნამდვილი ბოროტება? ვინ არიან ნამდვილი დემონები? ეგოცენტრულობა არ არის ნამდვილი დემონი პირად თუ კოლექტიურ დონეზე?

შიშები, აკვიატებები, დამოკიდებულებები - ეს ჩვენი ის ნაწილებია, რომლებიც "დემონურები" გახდნენ, მათგან გაყოფის, უარყოფის და მათთან ბრძოლების გამართვის გამო. როდესაც დემონებისგან გაქცევას ცდილობ, ისინი მოგდევენ. მათთან ბრძოლისას უფრო სუსტდები და მეტი ალბათობაა, რომ დაგიმონონ. მაგალითად, ადამიანი, ვინც ალკოჰოლიზმის დემონს ებრძვის, შეიძლება საბოლოოდ გარდაიცვალოს ღვიძლის დაავადებით. ვინც დეპრესიის დემონს ებრძვის, საბოლოოდ შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს. უნდა ვაღიაროთ ამ ბრძოლების უშედეგობა და დავიწყოთ საკუთარი თავის ამ ნაწილების მიღება და სიყვარული.

ჩვენი დემონების დაპურება, მათთან ბრძოლის გამართვის ნაცვლად, ეწინააღმდეგება გავრცელებულ მიდგომას, რომ თითქოსდა აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ მას, ვინც თავს გვესხმის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს შინაგანი გაერთიანების საოცრად ეფექტური გზაა. 


დემონები (სანსკრიტზე მარა) არ არიან სისხლისმსმელი ვამპირები, რომლებიც ბნელ კუთხეში გვისაფრდებიან. დემონები ჩვენში არსებობენ. ისენი ისეთი ენერგიები არიან,რომლებსაც ყოველ დღე განვიცდით, მაგალითად:შიშის, ავადმყოფობის,დეპრესიის, შფოთვის, ტრავმის, ურთიერთობის სირთულეებისადა დამოკიდებულების სახით. 
 
დემონი არის ყველაფერი, რაც ენერგიას გვაცლის და ხელს გვიშლის ფხიზლად ყოფნაში. ამ შინაგანი ძალებისთვის ფორმის მიცემისა და მათი დაპურების მიდგომა, მათთან ბრძოლის სანაცვლოდ, თავდაპირველად შეიმუშავა  ტიბეტური ბუდიზმის წარმომადგენელმა მასწავლებელმა ქალმა, სახელად მაჩიგ ლაბდრონმა (Machig Labdrön. 1055–1145) XI საუკუნეში. მის მიერ შემუშავებულ სულიერ პრაქტიკას ჩოდი (Chöd) ეწოდა და მისი საოცარი შედეგების გამო, ფართო პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ტიბეტში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
 
თანამედროვე სამყაროში რეკორდული რაოდენობის შინაგანი და გარეგანი ბრძოლებისგან ვიტანჯებით. ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროები სულ უფრო მეტად პოლარიზებულები ხდებიან. ახალი პარადიგმა გვჭირდება, კონფლიქტისადმი ახლებური მიდგომა. მაჩიგის სტრატეგია, რომელიც ჩვენი შინაგანი და გარეგანი მტრებისთვის საზრდოს მიწოდებას მოიაზრებს, მათთან ბრძოლის ნაცვლად, კონფლიქტის მოგვარების რევოლუციურ გზას წარმოადგენს, მივყავართ რა ფსიქოლოგიურ ინტეგრაციამდე და შინაგან სიმშვიდემდე. 
 
მაჩიგის მიერ შემუშავებული მეთოდი, სახელწოდებით გამოკვებე შენი დემონი ემყარება დასავლეთისთვის ადაპტირებულ Chöd– ის პრინციპებს. ქვემოთმოცემულია პრაქტიკის შემოკლებული ვერსია, ხუთ ეტაპად. 
 
დემონისა და დემონთან მუშაობის პროცესის მაგალითი

შემდეგი მაგალითი წარმოადგენს ნაწყვეტს წიგნიდან:

ქეითს ძალიან კრიტიკული მშობლები ჰყავდა, რომლებიც ირიბად ყოველთვის იმას ეუბნებოდნენ, რომ სიყვარულის ღირსი არ იყო. გასაკვირი არ არის, რომ მან საკუთარი თავის სიძულვილი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა და დაქორწინდა, საბოლოოდ ქმარმა მიატოვა. უჭირდა სამსახურის შენარჩუნება. ღრმად გრძნობდა, რომ სიყვარულის ღირსი არ იყო და ამიტომ საკუთარ თავს ინადგურებდა. მისი შინაგანი ხმა მუდმივად ეუბნებოდა, რომ არ იყო საკმარისად კარგი, რომ ცხოვრებაზე ხელი უნდა აეღო. ეს "საკუთარი თავისადმი სიძულვილის დემონი" იყო, რომელიც სულ უფრო ფართო მასშტაბით მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მის გავლენებს ვერ აცნობიერებდა, დემონმა ყველაფერი გააფუჭა. ეს ხმა მისთვის ერთგვარ ნეგატიურ უსაფრთხოებას ქმნიდა, რომელიც ნაცნობი იყო, მაგრამ ტოქსიკური. ქვემოთ მოკლედაა შეჯამებული, თუ როგორ გაუმკლავდა ქეითი საკუთარი თავის სიძულვილის დემონს. 

ნაბიჯი1. აღმოაჩინე დემონი

მას შემდეგ რაც ქეითმა პრაქტიკისთვის ალტრუისტული მიზნები დაისახა, დახუჭა თვალები და საკუთარი სხეულის გაცნობიერებაში ჩაიძირა, ამასთანავე ცდილობდა განესაზღვრა უღირსობისა და საკუთარი თავის სიძულვილის შეგრძნების ადგილმდებარეობა სხეულში. მას ახსოვს ნეგატივის ინტენსიური შეტევები, რომელიც საკუთარი თავის სიძულვილს ასტიმულირებდა. პერსპექტიული სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ, დედას დაურეკა თანაგრძნობის მისაღებად, მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად, იგი საკუთარ შვილს ადანაშაულებდა. ბრაზითა და საკუთარი თავის სიძულვილით სავსემ პირველად სცადა ვენების გადაჭრა. ამ მოვლენის გახსენება მის გულში ინტენსიურ შეგრძნებებს აღძრავს. იგი ამას განიცდის, როგორც ცივ, მოლურჯო-მოიასამნისფრო, დამსხვრეულ მინის ნატეხს. მტკივნეულია. გული სტკივა. 

h2p allione 2

ნაბიჯი2. განასხეულე დემონი და აღმოაჩინე რა სჭირდება მას
 
ახლა, ქეითი წარმოიდგენს თავისი შეგრძნებების შესაბამის განსხეულებულ ფიგურას. იგი იღებს მაღალი გამხდარი მამაკაცის ფორმას. ღია ცისფერია, მისი ძვლიანი ხელები ბრჭყალებით მთავრდება. იგი ზიზღით უყურებს ქეითს. კბილები წვეტიანი და მოყვითალო აქვს, პირი კი ისე აქვს დაფჩენილი, თითქოს კბენას უპირებს. თვალები პატარა და სასტიკი აქვს. მეორედ შეხედვისას ქეითი შენიშნავს, რომ მისი სხეულის ზედაპირი დაფარულია წვრილი, წვეტიანი ცისფერი ეკლებით.

ქეითი ხმამაღლა ეკითხება:

"რაგინდა?"
"რაგჭირდება?"
"როგორ იგრძნობ თავს, თუ მიიღებ იმას, რაც გჭირდება?"
 
ნაბიჯი 3. გახდი დემონი

სანამ პასუხს მოისმენდეს, ქეითი ადგილს იცვლის, ჯდება მოპირდაპირე სკამზე და გამოყოფს დროს, რომ გახდეს დემონი, რომ მის ტყავში შეძვრეს. ცოტა ხანი ჩერდება, რომ გააზიაროს თავისი შეგრძნებები, სანამ შეკითხვებს უპასუხებდეს. 
 
მის სხეულში კარგად შესვლის შემდეგ, ქეითი ხვდება, რომ დემონი წარმოუდგენლად გამწარებულია და თავადაც ძალიან შეშინებულია.

კითხვაზე: ”რა გინდა?” პასუხობს: ”მსურს, რომ დაინტანჯო, რადგან არაფრის ღირსი არ ხარ, სულელი ხარ.’’

კითხვაზე: ”რა გჭირდება სინამდვილეში?” პასუხობს: „მჭირდება, რომ ჩემთან იყო, ჩემგან გაქცევის მცდელობები შეწყვიტო. მჭირდება რომ მიმიღო და შეგიყვარდე. ”

კითხვაზე: "როგორ იგრძნობთ თავს, თუ იმას მიიღებ რაც გჭირდება?" ის პასუხობს: ,, ვიგრძნობ სიყვარულს და მოვდუნდები.”

h2p allione 3
 
ნაბიჯი 4. გამოკვებე დემონი და შეხვდი მოკავშირეს
 
საკუთარ სკამზე დაბრუნებული ქეითი მის წინ კვლავ საკუთარი თავის სიძულვილის დემონს ხედავს. ახლა მან იცის, რომ სიყვარულით უნდა გამოკვებოს იგი. წარმოიდგენს, რომ მისი სხეული სიყვარულის ნექტარის უსასრულო ოკეანედ ლღვება, შემდეგ კი წარმოიდგენს, როგორ შეისრუტავს მაშინვე დემონი ამ ნექტარს მისი ცისფერი სხეულის ყველა ფორით. 

მიიღებს რა ამ ნექტარს, დემონის გამომეტყველება იცვლება. მისი სხეული რბილდება და ფერი ქრება. ცოტა ხნის შემდეგ ნაცრისფერ ცხენად გადაიქცევა, რბილი ნესტოებითა და ნაზი, მუქი თვალებით.  

ქეითი ამ ნაცრისფერ ცხენს ეკითხება მოკავშირე არის თუ არა. როდესაც იგი თავს უკრავს, ეკითხება, როგორ შეუძლია მას მომავალში მისი დახმარება, მისი დაცვა, რა პირობას აძლევს. შემდეგ ქეითი ადგილს იცვლის და ნაცრისფერი ცხენი ხდება. ესმის, როგორ პასუხობს საკუთარ თავს, ,,წაგიყვანს ისეთ ადგილებში, რომელშიც არასოდეს ყოფილხარ, სადაც მარტო ვერ წახვალ. ჩემს ძალას გადმოგცემ, რომ ამ სამყაროში საქმეები აკეთო. როდესაც სირთულეები შეგხვდება, შეგიძლია თავი კისერზე დამადო. ძალას გადმოგცემ და ამითი დაგიცავ.’’

ქეითი თავის ადგილს უბრუნდება, უყურებს მის წინ მდგომ ცხენს და იღებს მის ძალას და პირობას. ამ ძალის გადმოღვრასთან ერთად, გრძნობს როგორ იზრდება სიხარული მის გულში. მალევე ცხენი თავადაც სრულად ლღვება მასში. ქეითი უდიდესი ძალის მოზღვავებას გრძნობს. შემდეგ ისიც და მოკავშირეც ორივე სიცარიელეში ლღვებიან. 

h2p allione 4
 
ნაბიჯი 5. დაისვენე
 
ამ ეტაპისთვის ქეითი სიმშვიდეს გრძნობს. ისვენებს და ნებას აძლევს საკუთარ თავს დაისვენოს ამ ღია ცნობიერების მდგომარეობაში. მას არ სჭირდება მეხუთე ნაბიჯის ,,პრაქტიკა’’, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვეულებრივ არ მედიტირებს. ეს არ არის მდგომარეობა, რომელშიც მას საკუთარი თავი ფიქრებით შეჰყავს. ეს ბუნებრივი გაფართოებაა, რომელიც დემონის გაქრობას და მოკავშირესთან შერწყმას მოაქვს. 
 
საკუთარი დემონის გამოკვების პროცესის ხუთი ეტაპის შემოკლებული ვერსია:
 
ხუთი მომადუნებელი სუნთქვა

ჩაისუნთქეთ ცხრა ღრმა, მომადუნებელი ჩასუნთქვა და ნელა ამოისუნთქეთ. პირველი სამი სუნთქვისას ჩაისუნთქეთ და მიიტანეთ სუნთქვა ნებისმიერ დაძაბულ წერტილამდე სხეულში და ამოსუნთქვასთან ერთად გაუშვით ეს დაძაბულობა. მომდევნო სამი სუნთქვისას, ჩაისუნთქეთ ნებისმიერ ემოციურ დაძაბულობაში, იგრძენით სად ინახავთ მას სხეულში და გაუშვით დაძაბულობა ამოსუნთქვასთან ერთად. და ბოლოს, ისუნთქეთ ნებისმიერ მენტალურ დაძაბულობაში. იგრძენით სად ინახავთ ნერვიულობას, დაძაბულობას, ან მენტალურ ბლოკებს სხეულში და ამოსუნთქვასთან ერთად გაუშვით ისინი. 
 
მოტივაცია: შექმენით გულწრფელი მოტივაცია, რომ ეს პრაქტიკა მოემსახურება თქვენი და ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობას.
  
ხუთი ნაბიჯი
 
ნაბიჯი 1. აღმოაჩინე დემონი
 
გადაწყვიტეთ, რომელ დემონთან, ღმერთთან, ან ღმერთ-დემონთან იმუშავებ. 
განსაზღვრეთ, სხეულის რომელ ნაწილშია იგი წარმოდგენილი ყველაზე ძლიერად. 
გააცნობიერეთ თქვენს სხეულში არსებული შეგრძნებების თვისებები. მათ შორის შენიშნეთ: 
·      ფერი
·      ტექსტურა
·      ტემპერატურა
გააძლიერეთ ეს შეგრძნება
 
ნაბიჯი 2. განასხეულე დემონი და გაარკვიე რა სურს მას
 
გაასხეულეთ ეს შეგრძნებები ფიგურად, რომელსაც აქვს ხელები, ფეხები, თვალები და დაინახეთ ის თქვენ პირისპირ. თუ უსიცოცხლო ობიექტი წარმოგიდგათ, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა იგი თუ გაპიროვნდებოდა, კონკრეტულ არსებად. 
 
შენიშნეთ:
• ფერი
• კანის ზედაპირი
• სქესი
• ზომა
• ხასიათი
• მისი ემოციური მდგომარეობა
• თვალების გამომეტყველება

შენიშნეთ ისეთი რამ დემონში, რაც მანამდე არასოდეს შეგიმჩნევიათ. 

ჰკითხეთ დემონას, რა უნდა.
რა გინდა ჩემგან?

ჰკითხეთ დემონას, რა სჭირდება მას.
რა საჭიროება დგას შენი სურვილების უკან?

ჰკითხეთ დემონს, თუ როგორ იგრძნობდა თავს, თუ მიიღებდა იმას, რაც სჭირდება.
თუ მიიღებ იმას, რაც გჭირდება, როგორ იგრძნობ თავს?

კითხვების დასმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაცვალეთ ადგილი დემონთან
 
ნაბიჯი 3. გახდი დემონი
 
დაჯექით იმ სკამის, ან ბალიშის პირისპირ, რომელზეც მანამდე იჯექით და გახდით დემონი, საკუთარ თავს დრო მიეცით რომ დემონის ტყავში ყოფნა მოირგოს. დაინახეთ როგორ გამოიყურებით დემონის გადმოსახედიდან. ახლა უპასუხეთ ამ სამ შეკითხვას: 

შენგან მინდა, რომ ...
შენგან მჭირდება... 
თუ მივიღებდი იმას, რაც მჭირდება, ვიგრძნობდი...

ნაბიჯი 4. გამოკვებე დემონი და შეხვდი მოკავშირეს
 
გამოკვებე დემონი

დაუბრუნდით თქვენს თავდაპირველ პოზიციას. ერთი წუთი გამოყევით რომ შეხვიდეთ საკუთარ თავში  და დაინახეთ თქვენ წინ დემონი. 

დაადნეთ თქვენი სხეული ნექტრად, რომელსაც აქვს ისეთი შეგრძნების ხარისხი, რომელიც დემონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებდა  (გაიხსენეთ პასუხი მესამე კითხვაზე, ნაბიჯი 3-ში).

გამოკვებეთ დემონი სრულ დანაყრებამდე. წარმოიდგინეთ როგორ შედის ნექტარი დემონში, ისე როგორც გსურთ. გააგრძელეთ მისი კვება სრული კმაყოფილების მიღწევამდე (თუკი დემონი გაუმაძღარი აღმოჩნდა,  წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება იგი, როცა სრულად დაკმაყოფილდება). ამის შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ მე -5 საფეხურზე, ან შეხვდეთ თქვენს მოკავშირეს.

შეხვდი მოკავშირეს

თუ მეოთხე ნაბიჯის დასრულებისას დემონის ადგილას არსება გაჩნდა, ჰკითხეთ მას, არის თუ არა იგი მოკავშირე. თუ არა, მოიწვიეთ მოკავშირე. თუ დემონი სხვა არსებად კი არ გარდაიქმნა, არამედ სულ გაქრა,  ამ შემთხვევაშიც უბრალოდ მოიხმეთ  მოკავშირე.

შენიშნეთ მოკავშირის ყველა დეტალი: მისი ფერი, ზომა და თვალების გამომეტყველება.

დაუსვით მას ერთი ან ყველა ეს კითხვა:

როგორ დამეხმარები?
როგორ დამიცავ?
რა პირობას დებ ჩემ წინაშე?

შეცვალეთ ადგილები, გახდით მოკავშირე და უპასუხეთ ზემოთ დასმულ კითხვას (კითხვებს).

დაუბრუნდით თქვენს თავდაპირველ პოზიციას, შემდეგ შენიშნეთ და იგრძენით დახმარება და დაცვა, რომელიც მოკავშირისგან მოდის.  შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მოკავშირე ლღვება თქვენში. თქვენ და მოკავშირე ლღვებით სიცარიელეში, რაც ბუნებრივად მიგიყვანთ მეხუთე საფეხურამდე.


ნაბიჯი 5. დაისვენე
 
დაისვენეთ იმ მდგომარეობაში, რომელიც მოკავშირის თქვენში და შემდეგ ორივეს ერთად სიცარიელეში გალღვობის შემდეგ დგება. ნება მიეცით გონებას, რომ მოდუნდეს ისე რომ არ შექმნას არანაირი კონკრეტული გამოცდილება. დაისვენეთ იმდენი ხანი, რამდენიც გსურთ, ისე, რომ არ აავსოთ სივრცე, არ ეცადოთ რაიმე მოხდეს და არ იჩქაროთ პროცესის დასრულება. 
 

მსგავსი სტატიები

ფსიქოსომატიკა


ავტორი: ანა თოფურიძე ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ყველაფერი ...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი


ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორ...

ფსიქოლოგიის დაბადება


თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ...

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები


ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff