თვითშეთანხმებული და ერთიანი ბუნება

Admin
მეცნიერება
0
0

ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი ფუნდამენტური პრინციპი ფიზიკაში: ბუნ...

abstract blue fractal wave technology background 1017 15837

ავტორი: იოანე შენგელია

არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი ფუნდამენტური პრინციპი ფიზიკაში: ბუნება თვითშეთანხმებული და ერთიანია.

არცერთი ფუნდამენტალური ფიზიკური პროცესი არ არღვევს ამ პრინციპს. ისინი განსხვავდებიან ინდივიდუალური სახე-ხატებით, ფუნქციითა და პარამეტრებით. ღრმა დონეზე, მათ შორის განსხვავება არ არსებობს. მაგალითად, რა საერთო აქვს მექანიკურ მოძრაობასა და ელექტრომაგნიტურ პროცესებს? ერთი შეხედვით არაფერი. თუმცა, თუ სიღრმეებში ჩავალთ, დავინახავთ, რომ ორივე მათგანი ემორჩილება ზემოთ ჩამოყალიბებულ პრინციპს.

ვინაიდან, ფიზიკური პროცესები მრავალი სახისაა, მათ არ ჩამოვთვლი და ზოგადად ვისაუბრებ ამ პრინციპზე, ვიფილოსოფოსებ, ასე ვთქვათ. გამოვიტან ზოგად დასკვნებს. მივყვეთ თანმიმდევრულად:

რას ნიშნავს, რომ ბუნება თვითშეთანხმებული და ერთიანია? იმას, რომ თუ ჩვენ გვსურს რაიმე ფიზიკური სისტემის აღწერა, უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემული ფიზიკური სისტემა განუყოფელია სხვა ფიზიკური სისტემებისგან, რომლებიც მის გარშემო (მის გარემოში) იმყოფებიან. და ვინაიდან განუყოფელი და თვითშეთანხმებულია, მაშასადამე, მის სახე-სტრუქტურაზე გარემო (გარემოში მყოფი სისტემები) ახდენენ გავლენას. და პირიქით - თავადაც ახდენს გავლენას მის გარემოში მყოფ სისტემებზე.

მართალია, მოცემული ფიზიკური სისტემა განუყოფელია თავისი გარემოსგან. მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს მისი დახასიათება, აუცილებელია ის გამოვყოთ გარემოსგან და განვიხილოთ დანარჩენი გარემოს გავლენა მასზე. განტოლებები, რომლებიც აღწერენ ფუნდამენტალურ ფიზიკურ პროცესებს, სწორედ ამას ახდენენ - ისინი აკავშირებენ შესასწავლი ფიზიკური სისტემის პარამეტრებს მისი გარემოს პარამეტრებთან. მაგრამ, როგორი სახე აქვს ამ განტოლებებს? ანუ როგორ მივიღოთ ეს განტოლებები?

ამაზე პასუხს გვცემს სწორედ ეს თვითშეთანხმებულობის პრინციპი..

ვინაიდან შესასწავლი ფიზიკური სისტემა განუყოფელია თავისი გარემოსგან, მაშასადამე, გარემოს გეომეტრიულ-ფიზიკური არაერთგვაროვნება (თავისი გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების შესაბამისად) ზუსტ ასახვას ჰპოვებს შესასწავლი ფიზიკური სისტემის გეომეტრიულ-ფიზიკურ არაერთგვაროვნებაში (თავისი გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების შესაბამისად). და პირიქით: შესასწავლი ფიზიკური სისტემის გეომეტრიულ-ფიზიკური არაერთგვაროვნება ზუსტ ასახვას ჰპოვებს თავისი გარემოს გეომეტრიულ-ფიზიკურ არაერთგვაროვნებაში (თავ-თავიანთი გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების შესაბამისად)

რატომ? იმიტომ, რომ დანარჩენი გარემო და მოცემული ფიზიკური სისტემა ერთიანია. შენიშნეთ, რომ შესასწავლი ფიზიკური სისტემა შეიძლება გარემოს წარმოადგენდეს სხვა ფიზიკური სისტემებისთვის, რომლებიც მოცემულ გარემოში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, ფიზიკური სისტემის ფიზიკურ-გეომეტრიული არაერთგვაროვნება ასახვას ჰპოვებს დანარჩენი გარემოს ფიზიკურ-გეომეტრიულ არაერთგვაროვნებაში, და პირიქით.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ დანარჩენი გარემო ერთგვაროვანია გარკვეულ გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში, მაშინ მოცემული ფიზიკური სისტემაც ერთგვაროვანი იქნება შესაბამის გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში. და პირიქით: თუ მოცემული ფიზიკური სისტემა ერთგვაროვანია გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში, მაშინ დანარჩენი გარემოც ერთგვაროვანია შესაბამის გეომეტრიულ-ფიზიკურ პარამეტრებში.

შენიშნეთ, რომ გარემოს გლობალური არაერთგვაროვნება შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც ლოკალური ერთგვაროვნებების ნაკრები. ანუ, ნებისმიერი გლობალური არაერთგვაროვნების მქონე გარემო ლოკალურად მაინც ერთგვაროვანია (როგორც დედამიწა ჩანს შორიდან მრგვალი (არაერთგვაროვანი), თუმცა ახლოდან ის ბრტყელია (ერთგვაროვანია)). რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია არაერთგვაროვან გარემოში ფიზიკური სისტემაც არაერთგვაროვანია, თუმცა, ის მაინც ერთგვაროვანია გარემოს მოცემული არაერთგვაროვნების გათვლისწინებით.

ამრიგად, ბუნების თვითშენათხმებულობის პრინციპიდან ჩამოვაყალიბეთ ახალი პრინციპი: ერთგვაროვან გარემოში ფიზიკური სისტემაც ერთგვაროვანია, ხოლო არაერთგვაროვან გარემოში ფიზიკური სისტემაც არაერთგვაროვანია, თუმცა, ის მაინც ერთგვაროვანია გარემოს მოცემული არაერთგვაროვნების გათვლისწინებით (მისი სიზუსტით).

არსებობს სხვა ფუნდამენტალური პრინციპიც, რომლიდანაც ფიზიკოსები მიიღებენ ხოლმე ფიზიკურ კანონებს: ეს არის უმცირესი ქმედების პრინციპი, რომლის თანახმადაც ფიზიკური სისტემა ირჩევს თავისი სახის გამოვლენის ყველაზე მარტივ ფორმას, მოცემული გარემოს გათვალისწინებით.

შენიშნეთ, რომ ეს პრინციპი ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ზემოთ. ვინაიდან, ერთგვაროვნება არის ყველაზე მარტივი ფორმა, რაც შეიძლება სისტემას ჰქონდეს. ერთგვაროვნება და სიმეტრია - ეს არის ყველაზე ტრივიალური და მარტივი ფორმა, ყველა დანარჩენი ფორმა წარმოადგენს რთულ სახეს. ფიზიკური სისტემა კი ირჩევს ყველაზე მარტივ ფორმებს (თავისი პარამეტრების ფარგლებში). ეს კი თანხმობაშია იმასთან, რომ ერთგვაროვან გარემოში სისტემაც ერთგვაროვანია, ხოლო არაერთგვაროვან გარემოში ის არაერთგვაროვანია (თუმცა, მაინც ერთგვაროვანია მოცემული არაერთგვაროვნების გათვალისწინებით).

ამრიგად, ე.წ. უმცირესი ქმედების პრინციპი, რომელიც ასე ძალიან უყვართ თეორეტიკოს ფიზიკოსებს, შეგვიძლია ლოგიკურად გამოვიყვანოთ და მივიღოთ იმ თავდაპირველი პრინციპიდან, რაც ჩამოვაყალიბეთ: ბუნება თვითშეთანხმებული და ერთიანია.

ყველა ფუნდამენტალური ფიზიკური სისტემა ემორჩილება ამ ერთგვაროვნება-არაერთგვაროვნების (ანუ უმცირესი ქმედების პრინციპის) კანონს: მექანიკური მოძრაობა, კვანტური მექანიკა, ელექტრომაგნეტიზმი, სტატისტიკური ფიზიკა, და სხვანი.

მაგალითები:

მექანიკური მოძრაობა:
ფიზიკური სისტემა: მოძრავი სხეული
გარემო: ძალები
მოძრაობის კანონი: თუ ძალები არ გვაქვს, მაშინ მოძრაობა ერთგვაროვანია (წრფივი და თანაბარი). თუ ძალები გვაქვს, მაშინ მოძრაობა არაერთგვაროვანია (არათანაბარი).

კვანტური მექანიკა:
ფიზიკური სისტემა: ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობა სივრცე-დროის წერტილებში
გარემო: ძალები
ალბათობის კანონი: თუ ძალები არ გვაქვს, მაშინ ალბათობის განაწილება სივრცე-დროში არის ერთგვაროვანი. ხოლო თუ ძალები არსებობენ, მაშინ ალბათობის განაწილება სივრცე-დროში აღარ არის ერთგვაროვანი.

ელექტრომაგნეტიზმი:
ფიზიკური სისტემა: ელექტრული და მაგნიტური ველები
გარემო: ერთმანეთი (ელექტრულ ველზე მოქმედებს მაგნიტური ველი, და პირიქით)
ველების კანონი: თუ ველები იზოლირებულია, მაშინ მათ აქვთ სფერული (ელექტრულ ველს) და წრიული (მაგნიტურ ველს) ერთგვაროვნება. თუ ისინი არ არიან იზოლირებულნი, მაშინ ისინი აღარ არიან ერთგვაროვანნი.

სტატისტიკური ფიზიკა:
ფიზიკური სისტემა: მრავალი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემა
გარემო: ველები და ძალები
განაწილების კანონი: თუ ნაწილაკების სისტემა იზოლირებულია, მაშინ მათი განაწილება მიისწრაფვის ერთგვაროვანი განაწილებისკენ. ხოლო თუ არ არის იზოლირებული, მაშინ ერთგვაროვნებისკენ არ მიისწრაფვის.

და ა.შ. 

გააზიარეთ თუ მოგწონთ..

მსგავსი სტატიები

ტვინის დოპინგი: აქვს თუ არა აზრი ნოოტროპების მიღებას?


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ვეცადოთ გავერკვიოთ მოდურ, წინააღ...

თეორიული ფიზიკა


ავტორი: იოანე შენგელია მარტივად რომ გითხრათ ძვირფასო მკითხველო: ...

საიდან მოდის პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია პარალელური სამყაროების იდეა ახალი არ არის ი...

რა ემართება ტვინს როდესაც გიყვარდება?!


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო რა ცვლიებებს განიცდის ადამიანის ...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ლარა ბოიდი - ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის


ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება,...

ოუმუამუას ამბავი - პირველი ვიზიტორი სხვა ვარსკვლავური სისტემიდან


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია. მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე NASA ყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff