მიჩიო კაკუს სჯერა ღმერთის არსებობის, მაგრამ არა „იმ“ ღმერთის

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: დეა მუსხელიშვილი წყარო ფიზიკოსმა, სიმების თეორიის (სიმების თეორია — განვითარებადი...

kakus point

მთარგმნელი: დეა მუსხელიშვილი

წყარო

ფიზიკოსმა, სიმების თეორიის (სიმების თეორია — განვითარებადი თეორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც მიზნად ისახავს კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის შერწყმას. წყარო: ვიკიპედია. დ. მ.) თანადამფუძნებელმა მიჩიო კაკუმ (Michio Kaku) გასულ წელს შექმნა ე. წ. ტალღები -- ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა მისი ქმედება -- როდესაც ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მეცნიერმა ღმერთის არსებობა დაამტკიცა. ანთროპოლოგიური და კულტურილი კვლევების გეოფილოსოფიურმა ასოციაციამ (The Geophilosophical Association of Anthropological and Cultural Studies) კაკუს ციტატა გააჟღერა: „მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენ სწორედ იმგვარ სამყაროში ვართ, რომელიც ინტელექტის მიერ შექმნილი წესებითაა მოწყობილი. ცხადია, ჩვენ იმ განზომილებაში ვცხოვრობთ, რომელსაც სწორედ ჩვენს მიერ შექმნილი წესები განაგებს, და რომლის ფორმირებაც არა შემთხვევითობამ, არამედ უნივერსალურმა გონმა, ინტელექტმა მოახდინა.“

კაკუმ ამ საჯარო კომენტარს შემდეგნაირად უპასუხა:“ სწორედ ესაა საჯარო სფეროში მოღვაწეობის უარყოფითი მხარე: ხანდახან შენს ციტირებას არასწორად ახდენენ. ჩემი პირადი მოსაზრება კი ისაა, რომ შეუძლებელია ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცება.“

„მეცნიერება ეფუძნება გადასინჯვადს, კვლავწარმოებადს და ფალსიფიცირებადს,“ ამბობს კაკუ. „სწორედ ამას ჰქვია "მეცნიერება". თუმცა, არსებობს ზოგიერთი რამ, რისი შემოწმებაც შეუძლებელია, შესაბამისად, შეუძლებელია მათი კვლავწარმოება და გაყალბება. ღმერთის არსებობის საკითხიც ამ კატეგორიას განეკუთვნება.“ მან ასევე აღნიშნა, რომ იმის გარკვევა, ვცხოვრობთ თუ არა მატრიცას სტილის მოდელში, კიდევ ერთი ამგვარი „არაფალსიფიცირებადი“ საკითხია.

პრობლემის გარკვეული ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ თავისთავად, „ღმერთს“ სხვადასხვა ხალხისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და მასზე მსჯელობისას დაბნევის დიდი ალბათობა არსებობს. და მაინც, მორწმუნენი კვლავაც უსვამენ მეცნიერებს ამ შეკითხვას -- ისინი ალბათ თავიანთი რწმენისთვის მეცნიერულ მტკიცებულებას ეძებენ. მათ სურთ გაიგონ, არის თუ არა კაკუ ათეისტი, მაგრამ, როდესაც ჩვენ იმაზეც კი ვერ ვთანხმდებით, თუ რას ნიშნავს ღმერთი, ვინ არის იგი, ამ შემთხვევაში „ათეისტს“ კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

ყოველთვის, ნებისმიერ შეკრებაზე, როდესაც კაკუს ღმერთის შესახებ ეკითხებიან, იგი აინშტაინის მოსაზრებას მოიხმობს ხოლმე ორი სახის ღმერთის არსებობის შესახებ: „პირველი ღმერთი პირადი ღმერთია, ის, ვის წინაშეც ჩვენ ვლოცულობთ, ღმერთი, რომელმაც ფილისტინები ზღვამდე გადარეკა. ღმერთი, რომელიც წყალზე დადის. ეს პირველი ღმერთია. მაგრამ სხვა, მეორე ღმერთიც არსებობს -- ის სპინოზას ღმერთია. ეს არის ღმერთი მშვენიერების, ჰარმონიის, სიმარტივის.“

სწორედ მეორე „ღმერთითაა“ კაკუ „გატაცებული“. მან innovation tech today-ს განუცხადა, რომ სამყარო შეიძლებოდა, ქაოტური ყოფილიყო, მაგრამ ნაცვლად ამისა „ჩვენი სამყარო არის მდიდარი, მშვენიერი, ელეგანტური.“

kaku

კაკუ იმითაა მოხიბლული, რასაც ის დახვეწილ სიმარტივედ თვლის, მიუთითებს რა, რომ ფიზიკის ყველა კანონი ქაღალდის ერთ ფურცელზეც კი დაეტეოდა და „ფაქტობრივად, სწორედ ამ ქაღალდის ფურცლის აღებით და მისი ერთ ტოლობად შეჯამებით, რაც საბოლოოდ ერთი ინჩის სიგრძის გამოდის, სწორედ ამით ვირჩენ თავს.“ იგი ასკვნის, რომ თავისი სიმების თეორიით მას აქვს ყველაფრის ერთინჩიანი ახსნა, თუმცა, მემბრანულ თეორიაში მიმდინარე ახალი მიღწევების გამო, მას ოდნავ უფრო მეტი ადგილი სჭირდება.

და მაინც, კაკუ ამბობს, რომ ეს მოხდება. იგი ფიქრობს, რომ ფიზიკა კვლევის უმეტესობა სხვა სფეროების საწინააღმდეგოა და თითოეული მიღწევით ის უფრო და უფრო მარტივდება და სწორედ ამაშია მისი საოცრების არსიც. „ამდენად, სწორედ ეს არის აინშტაინის ღმერთი. ღმერთი სილამაზის, [იდეა] რომელიც ამბობს, რომ სამყარო მით უფრო მარტივდება, რაც უფრო მეტს ვსწავლობთ მას.“

კაკუ აგრძელებს მსჯელობას:

„როდესაც მეცნიერები სიტყვა ღმერთს იყენებენ, ისინი, როგორც წესი, წესრიგის ღმერთს გულისხმობენ. მაგალითად, აინშტანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აპოკალიფსი მის ბავშვობაში მაშინ მოხდა, როდესაც მან პირველად წაიკითხა წიგნები მეცნიერებაზე. მან მაშინვე გააცნობიერა, რომ იმ რელიგიური სწავლებების უდიდედი ნაწილი, რომელსაც იგი ბავშვობაში ეზიარა, შესაძლოა, რომ სულაც არ ყოფილიყო ჭეშმარიტება. თუმცა, მისი კარიერის განმავლობაში ის იმ მოსაზრების ერთგული დარჩა, რომ სამყაროში არსებობდა მისტიური, ღვთიური წესრიგი.“

ის მეორე ღმერთი ნაკლებად მომხიბლავი იყო კაკუსთვის, როგორც ხდება ხოლმე ფიზიკოსებისა და სხვა მეცნიერების შემთხვევაში, ნილ დეგრას ტაისონის ჩათვლით, რომელიც ამბობს, რომ ის მორწმუნენი, რომელთაც თავად ესაუბრება, ეუბნებიან მას, რომ ღმერთი ყოვლის შემძლე და ყოვლად კეთილია, მაგრამ, როდესაც ის ხედავს „იმ საშუალებებს, რომლითაც დედამიწას ჩვენი განადგურება სურს,“ ის უბრალოდ ვერ ხვდება, როგორ შეიძლება ორივე სიმართლე იყოს.

ამდენად, როდესაც კაკუ ასკვნის, რომ სიმების თეორიის მიზანი „ღმერთის გონების წაკითხვაა,“ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის აინშტაინის წესრიგის ღმერთს გულისხმობს. „ღმერთის გონების წაკითხვა“ კი გულისხმობს, ვიპოვოთ ის (ერთინჩიანი) ტოლობა, რომელიც ყველაფერს ამოხსნის კოსმოსში. ითვალისწინებს რა ერთგვარ უწყვეტ „რბოლას“, რომელიც მათემატიკასა და ფიზიკას შორის მიმდინარეობს, და იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი ნახტომი ამ შეჯიბრში ფიზიკის სიმების თეორიაა, რომელიც ახალი ტიპის მათემატიკას საჭიროებს, კაკუ საკმაოდ ორაზროვნად გვთავაზობს იდეას, რომ მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებს შორის არსებული განხეთქილების საბოლოო გამოსავალი შესაძლოა იყოს ის, რომ ღმერთი მათემატიკოსად ვცნოთ. და, ღმერთის გონება, ამბობს კაკუ, ანუ წესრიგის ახსნა, შესაძლოა აღმოჩნდეს სიმების თეორიის „კოსმიური მუსიკა“, 11 განზომილებიან ჰიპერ-სივრცეში (სამზე მეტი განზომილების მქონე სივრცე -- მთარგმნ. შენიშვნა) სიმების რეზონანსული ჟღერადობა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ


ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სუ...

ძილის TOP 11 საშინელი აშლილობა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ძილი, წესით, სიმშვიდისა და რელაქ...

ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ


წყარო ავტორი: Yasemin Saplakoglu მთარგმნელი: დავით ტურაშვილი უ...

სიმების თეორია მარტივად


მთარგმნელი: იოანე შენგელია   - გენიალური იდეა მომივიდა: შეიძ...

ოუმუამუას ამბავი - პირველი ვიზიტორი სხვა ვარსკვლავური სისტემიდან


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია. მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე NASA ყ...

ფიზიკური მუდმივები და სტაბილურობა


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკოსები აყალიბებენ უამრავ თეორიას იმის...

რომელია ბუნების ოთხი ფუნდამენტალური ძალა


მთარგმნელი: იოანე შენგელია (მთარგ.შენიშ: უკვე დიდი ხანია ცნობილია,...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff