სერიალ "მეგობრებში" ერთი ეპიზოდია, სადაც ჯოი მადლიერების დღის ინდაურს მთლიანად მიირთმევს ერთ ცდაზე.
"უუუჰ, ამოიხვნეშებს ჯოი, და ფრინველის ჩონჩხს თავისი გახვითქული თავისგან გაწევს, " აი ხორცის ოფლიც" (" here come the meat sweat" - ვიდეოს ჩანართი).
შეიძლება თქვენც იცით რაზეც საუბრობს ჯოი. შეიძლება თქვენც მიგირთმევიათ ძალიან ბერვი ბურგერი ზაფხულის ბარბექიუზე, ანაც შაშხის ძალიან ბევრი ულუფა გადაგიღიათ სადღესასწაულო მაგიდიდან. და მოულოდნელად მშრალი ტანსაცმლის საჭიროების წინაშე დამდგარხართ. ან შესაძლოა უბრალოდ უყურეთ ნათანის ყოველწლიურ ჰოთ-დოგის ჭამის ჩემპიონატს ტელევიზორში და გიკვირდათ, მასიური რაოდენობა პრესპირაციის (ოფლის) კონკურსანტების სახეებზე.
ისევე სულერულად, როგორც ის ჟღერს, "ხორცის ოფლი"- მოჭარბებული ოფლიანობის ფენომენი, რომელიც შესაძლებელია მოსდევდეს გადაჭარბებულად ხორციან საკვებს, ნამდვილად რეალურად ჩანს მათთვის, ვისაც ეს გამოუცდია. მაგრამ არსებობს თუ არა ამ ფენომენის რაიმე მეცნიერული მხარდაჭერა? არის "ხორცის ოფლი", რეალურად ბიოლოგიური მდგომარეობა? და თუ ასეა, რა ხდის ხორცს ასე ბინძურს.
თქვენ ვერსად შეხვდებით "ხორცის ოფლს" რომელიმე სამედიცინო ლექსიკონში, სამაგიეროდ ნახავთ საკმაოდ ბევრ ლიტერატურას, საჭმლის მონელების სისტემაზე, რაც მას შესაძლებელს ხდის. კეია მუჰერჯი (Keya Mukherjee) ტეხასის A&M უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომლიც ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სპეციალისტია, მიიჩნევს, რომ ეს პროცესი იმას უკავშირდება თუ როგორ შლის ჩვენი სხეული პროტეინს.
"პროტეინები არიან ექსტრემალურად კომპლექსური მოლეკულები და სჭირდებათ გაცილებით მეტი ენერგია, ვიდრე ცხიმს და ნახშირწყლებს, თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ პროტეინს და სხვა ბევრ არაფერს, თქვენი სხეული აწარმოებს ბევრ ენერგიას და სითბოს. და რა თქმა უნდა ამის შედეგი იქნება ოფლიანობა."
ნებისმიერი ტიპის საკვების მეტაბოლიზმს სჭირდება ენერგია. სხვადასხვა ტიპის საკვებს დაშლისათვის განსხვავებული რაოდენობის ენერგია სჭირდებათ, და პროტეინი, რომლითაც ხორცი სავსეა, ყველაზე მეტ ენერგიას საჭიროებს.
მუჰერჯი ამბობს, რომ ამის სავარაუდოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის არის, რომ პროტეინები არიან რთული მოლეკულები, რომლებიც ძალიან ბევრი პატარა ქიმიური კავშირით იქმნებიან. ამ კავშირების დაშლას სჭირდება სხვადასხვა ტიპის ემზიმი (ფერმენტი), სანამ ამ პროტეინის გადამუშავება შესაძლებელი გახდება. ამ ემზიმების შექმნა კი, სხეულის ექსტრა ძალისხმევას მოითხოვს.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენს სხეულს იმდენად უყვარს პროტეინი, ის ათვისებული პროტეინებიდან მაშინვე იყენებს ენერგიას, იმისათვის, რომ ახლების შექმნა დაიწყოს." ეს პროცესი ასევე არის სითბოს გამძლიერებელი" -ამბობს მუჰერიჯი.
ხორცის ტექსტურამაც კი შეიძლება ითამაშოს გარკვეული როლი მონელების პროცესში." მაგარი ხორცის ულუფას სჭირდება კარგად დაღეჭვა გადაყლაპვამდე"- ამბობს მუჰერჯი, ეს ნიშნავს, რომ მეტი მუშაობა მიმდინარეობს თითოეული პროტეინის ნაჭერის დაღეჭვაზე. რაც ნიშნავს, რომ მეტი ენერგია და სითბო იწარმოება თითოეულ ლუკმასთან ერთად.
სხვა სიტყვებით, როცა პროფესიონალური ჭამის შეჯიბრის მონაწილე - L.A. Beas- მ , თქვა, რომ გიგანტური ხორცის ნაჭრის ჭამა სავაჯიშო დარბაზში წასვლას გავსო, შესაძლოა არცთუ ისე შორს იყო სიმართლისაგან. ამიტომ ცოტა პოსტ-ბარბექიუ ოფლი, არ არის დიდად სანერვიულო, ასე რომ შეიძლიათ გააგრძელოთ და დაიტაცოთ მეორე (ან მესამე და მეოთხე) ჰოთდოგის ნაჭერი.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ "ხორცის ოფლი" საზოგადოების ცნობიერებაში პირველად ჭამის შეჯიბრით შევიდა - ძალიან ბევრი საკვების, ძალიან სწრაფად ჭამით- ექსპერტები ამბობენ, რომ ხორცის ოფლი არ უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების რეგულარული ნაწილი. და თუ ეს ასეა, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს რომ თქვენი კვება არ არის დაბალნსებული, ან რომ თქვენი სხეული არ გადაამუშავებს საკვებს ისე როგორც საჭიროა. ამბობს მუჰერჯი.
"თუ თქვენ რეგულარულად იოფლებით კვების დროს, ამბობს ის, შესაძლოა თქვენ გქონდეთ სხვა მეტაბოლიზმური დარღვევა, რაც სასურველია რომ შეიმოწმდეს"
ალბათ ერთით მეტი ბურგერის მირთმევის შემდეგ.
ავტორი: ბრანდონ სპექტერი.
მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე