TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია.
მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე
NASA ყოველთვის სიფრთხილით ადევნებს თვალს ასტეროიდების შესაძლო შეჯახების საფრთხეს, ამის გამო პან-სტარის ტელესკოპი ყოველ ღამე ასკანირებს ცას. ყოველ დილით, კანდიდატი ობიექტები პან-სტარის პერსონალის მიერ მოწმდება და ძირითადად განსაკუთრებული აღმოჩენა არ კეთდება ხოლმე. მაგრამ 2017 წლის 19 ოქრომბერს, პან-სტარმა აღბეჭდა ვარსკვლავებს შორის სწრაფად მოძრავი ობიექტი, ამ დროს კი, ჩვეული პოზიციის და სიჩქარის აღრიცხვის პარამეტრებმა აჩვენეს რაღაც სრულიად განსხვავებული. 22 ოქტომბრისთვის, ჩვენ უკვე საკმარისი მონაცემები გვქონდა მივმხვდარიყავით, რომ ეს ობიექტი არ ეკუთვნოდა ჩვენს მზის სისტემას.
წმინდაო ძროხა! ამ დროს მე სატელეფონო ზარი მივიღე. სატელეფონო ზარი, რომელსაც მზის სისტემის ყველა ასტრონომი ელოდება. ნება მომეცით გითხრათ, თუ როგორი ამაღელვებელი იყო ეს.
NASA ვარსკვლავთ-შორისი კომეტის დედამიწაზე გავლას 1970 წლის შემდეგ ელოდა, მაგრამ აქამდე არასოდეს გვენახა მსგავსი რამ. ჩვენი საკუთარი სოლარული სისტემა უზარმაზარია. უახლოესი ვარსკვლაური სისტემიდან, რომელიც 4.4 სინათლის წლით არის დაშორებული, გზავნილის მიღებასაც კი, 50,000 წელზე მეტი დრო დასჭირდებოდა. ამიტომ, ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა. ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი ჩვენს სოლარულ სისტემაში პლანეტების სიბრტყის სიღრმiდან შემოვიდა, ის მოდიოდა ჩანგის თანავარსკვლავედიდან და 9 სექტემბერს, მზესთან ყველაზე ახლოს, მერკურის ორბიტის შიგნით გაიარა.
ეხლა, ეს არ არის დეტალურად ზუსტი მიახლოება ან უჩვეულო დისტანცია. უბრალოდ ობიექტების დანახვა მახლობლად უფრო ადვილია. 14 ოქტომბერს, სანამ ჩვენ მას აღმოვაჩენდით, ის ყველაზე ახლოს იმყოფებოდა დედამიწასთან. დაახლოებით 15 მილიონ მილში. რაც, ნამდვილად ახლოა ასტროლოგიური სტანდარტით.
ვიდრე მის მოუქნელ კატალოგურ სახელს დავუძახებდით, ჩვენ მას მოკლედ "რამას" ვეძახდით - ცილინდრული კოსმოსური ხომალდის მიხედვით, რომელმაც გაიარა სოლარულ სისტემაში, არტურ კლარკის კლასიკურ სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობაში, 1973 წელს. მაგრამ ესეც არ იყო მთლიანად სამართლიანი, ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ის ჰავაიზე აღმოაჩინეს ტელესკოპით, ჩვენ, მისი სახელის შესახებ რჩევა ვკითხეთ ჰავაური კულტურის მქონე ორ ექსპერტს - ჰავაელ შტურმანს და ლინგვისტს. და მათ - "ოუმუამუა" გვირჩიეს, რაც ნიშნავს სკაუტს ან მაცნეს, შორეული წარსულიდან.
ეს აღმოჩენა ბევრი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გვეუბნება ოუმაუმა ჩვენი მზის სისტემის წარსულზე. ახალი სოლარული სისტემის დაბადების და პლანეტის გაზრდის პროცესი, შესაძლოა ძალიან ძალადობრივი და არეული საქმე აღმოჩნდეს.(გამოსახულება 2:48) ყინულისებრი და ქვისებრი, უცხო, ორგანული ნივთიერებების ნარჩენები განიდევნება ახალი სოლარული სისტემის მიერ, როგორც გიგანტური პლანეტები გადასახლდება მტვრიანი დისკის გავლით იმისგან მოშორებით, რისგანაც წარმოიქმნენ.
თქვენ როდესმე განგიცდიათ ემოციური სიგრილე? რაღაც, რაც იმდენად ამაღელვებელია რომ მსუბუქი კანკალი გივლით ხერხემალზე? ან რაღაც რაც ძალიან ემოციურად მოძრაობს? კარგი, სწორედ ასეთი იყო ეს ჩემთვის. ეს იყო ჩემი "ვაუ" მომენტი. ჩვენ ფაქტიურად გვქონდა სხვა სოლარული სისტემიდან მატერიის ნაწილი, რომელიც იმდენად ახლოს მოდიოდა რომ შეგვეძლო მასზე დაკვირვება.
რა გსურთ ოუმუამუას შესახებ იცოდეთ, სრულიად პირველ ვიზიტორზე სხვა სოლარული სისტემიდან? კარგი, მე შემიძლია მილიონი რამე მომეფიქრებინა, მაგრამ ერთია რაც თქვენ გსურთ და მეორე რისი მიღებაც შეგიძლიათ, ოუმუამუა კი, ძალიან სწრაფად მიდიოდა და უჩინარდებოდა. ერთი კვირის ინტერვალში მისი სიკაშკაშე შემცირებული იყო ფაქტორით [100]. ეს იყო დაახლოებით ის დრო, როცა ჩვენ ვაპირებდით ადვილად შეგვესწავლა ის. დროში შეზღუდვის გამო, ტელესკოპის მოპოვების პროცესის დრო უნდა შეგვემცირებინა, ეს კი ძირითადად ძალიან ხანგრძლივი, დაძაბული, სწორად გამოზომილი პროცესია, რომელსაც რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი რამდენიმე დრეში უნდა შეგვესრულებინა.
და დაიწყო რესურსების "ზრდილობიანი" კონკურსი. კარგი, ნება მომეცით არ შევალამაზო სიტყვები, ეს მძვინვარე ბრძოლა იყო. ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი, შეუჩერებლად ვმუშაობდით, ვცდილობდით შეგვექმნა სავსებით მაცდუნებელი შეთავაზებები ობსერვატორიის დირექტორებთან გასაგზავნად. და კარგი სიახლე- ჩვენ ჩავეტიეთ დროში!
ახლა, ხედვის სრულიად ეგოისტური მხრიდან, პირველი რამ, რისი გაგებაც ალბათ გვინდა არის ის, თუ რამდენად მასიურია ოუმუამუა. რადგან, ყველაფრის შემდეგ, მან დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუარა და ჩვენ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ. რამდენად ცუდი იქნებოდა ის რომ დედამიწას არ აცილებოდა? დაჯახების ენერგია დამოკიდებულია, მასის სიჩქარის კვადრატის ნამრავლზე და მასა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია და რისგან შედგება ის. ოუმუამუას ფორმა შეგვიძლია მისი სიკაშკაშით აღვიქვათ. თუ ჩემი არ გჯერათ, დაფიქრდით და შეადარეთ თქვენს უკანა ეზოში მყოფი ციცინათელის და თვითმფრინავის სანავიგაციო სინათლეის სიკაშკაშე. თქვენ იცით, რომ თვითმფრინავი გაცილებით უფრო კაშკაშაა, მაგრამ მოშორებით ყოფნის გამო მისი შუქი სუსტი ჩანს. ჩვენ ასევე დაგვჭირდება რომ ვიცოდეთ, რამდენად ამრეკლავია ოუმუამუას ზედაპირი და ამის არავითარი გასაღები არ გვაქვს. თუმცა მიზანშეწონილია ვარაუდი, რომ ის ძალიან ჰგავს ჩვენს სოლარულ სისტემაში არსებულ პატარა ასტეროიდებს და კომეტებს, ან ტექნიკურ ტერმინებში, მისი არეკვლადობა მსგავსია არეკვლადობისა რაღაც ხის ნახშირსა და სველ ქვიშას შორის.
დღესდღეობით დიდი ტელესკოპების უმეტესობა, პირადი დაქირავებისათვის გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა ჩამოვაყალიბოთ ყველა ინსტრუქცია და გავუგზავნოთ ტელესკოპის ოპერატორს, შემდეგ კი მშფოთვარედ დაველოდოთ მიღებულ მონაცემებს და ვილოცოთ ამინდის ღმერთებისთვის. სანაძლეოს დავდებ, რომ უმეტესი თქვენგანის კარიერა არ არის დამოკიდებული იმაზე, იყო თუ არა მოღრუბლული წინა საღამოს. ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ერთი შანსი გვქონა, და მართალია ამინდი მშვენიერი იყო, მაგრამ ამას ვერ ვიტყოდით ოუმუამუაზე. მისი სიკაშკაშე ცვალებადობდა. აქ ჩვენ ვხედავთ, როგორ მოძრაობს ოუმუამუა ვარსკვლავებს შორის. ის შუაშია ცენტრირებული, მან დაიწყო შესუსტება და შემდეგ უფრო კაშკაშა გახდა, შემდეგ უფრო სუსტი, უფრო კაშკაშა და კვლავ უფრო სუსტი.
ექსტრემალური სიკაშკაშის ცვლილებამ მიგვიყვანა მისი ფორმის შესახებ დაუჯერებელ დასკვნამდე. როგორც ამ მხატვრის შთაგონებაში ჩანს, ოუმუამუა, როგორც ჩანს, არის ძალიან გრძელი და ვიწრო, ღერძების შეფარდებით ათი ერთთან. მისი სიბნელის გათვალისწინებით იგი დაახლოებით ნახევარი მილის სიგრძისაა. ჩვენს სოლარულ სისტემაში მას სხვა არაფერი ჰგავს. მხოლოდ რამდენიმე ობიექტი გვაქვს , რომელთა ღერძების შეფარდება მეტიც კია ვიდრე 5/1. ასე, რომ ჩვენ არ ვიცით ეს როგორ ფორმირდება, მაგრამ, ეს შესაძლოა მისი დაბადების პროცესის ნაწილი იყოს,თავის მშობლიურ სოლარულ სისტემაში.
ოუმუამუა ყოველ 7.34 სათში ცვალებადობდა სიკაშკაშეში, ან ჩვენ ვიფიქრეთ ასე. რაც უფრო მეტმა მონაცემებმა დაიწყეს შემოსვლა სხვადასხვა ჯგუფიდან, ისინი სულ სხვადასხვა ციფრებს გვატყობინებდნენ. რატომ არის, რომ რაც უფრო მეტს ვსწავლობთ რაღაცის შესახებ, მით უფრო რთული ხდება მისი ახსნა? ჩანს, ოუმუამუა არ ბრუნავს მარტივი გზით. ის ირხევა, როგორც წვერი (რაიმეს წვერი, ზედა წერტილი) ანუ, როცა თავის მოკლე ღერძის გარშემო ბრუნავს, ის ასევე გორავს გრძელი გვერდის ირგვლივ და ირხევა ზემოთ-ქვემოთ. ეს ძალიან ენერგეტიკულია, ამაღელვებელი მოძრაობა თითქმის ცხადად ხსნის, რომ ის ძლიერად არის გამოტყორცნილი მისი მშობლიური სოლარული სისტემიდან. ის თუ როგორ ვხსნით მის ფორმას, სიკაშკაშის მეშვეობით, ძალიან კრიტიკულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ბზრიალებს. ასე რომ ახლა ჩვენ კვლავ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას შეიძლება გავდეს ეს. და როგორც ამ ლამაზ ფოტოზე ჩანს, რომელიც, კოსმოსის მხატვარ ბილ ჰარტმანის მიერ არის შესრულებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოუმუამუა ალბათ გაბრტყელებული ოვალია.
დავუბრუნდეთ ენერგეტიკას. რისგან შედგება ის. იდეალურ შემთხვევაში,ჩვენ ძალიან მოხარულნი ვიქნებოდით ოუმუამუას პატარა ნაჭერი რომ გვქონოდა ლაბორატორიაში, რაც დეტალური შესწავლის საშუალებას მოგვცემდა. მაგრამ მას შემდეგ რაც, საიდუმლო ინდუსტრიასაც არ შეუძლია კოსმოსური ხომალდის მიმოქცევაში შემოყვანა, ან რაღაც მსგავსი, ასტრონომებს უწევთ დაეყრდნონ დისტანციურ დაკვირვებას. ამ გზით, ასტრონომები აკვირდებიან თუ როგორ ურთიერთქმედებს სინათლე ზედაპირთან. ზოგი ფერი შესაძლოა კარგად აღიქმებოდეს და ქიმიური ანაბეჭდიც მოგვცეს, ზოგი კი არა. ზოგი სუბსტანანცია ეფექტურად ირეკლავს ლურჯ ან წითელ ფერს. ოუმუამუას შემთხვევაში ის უფრო წითელ ფერს ირეკლავს, ეს მას იმ ორგანულად მდიდარი წითელი ზედაპირის მქონე კომეტას ამსგავსებს, რომელსაც როზეტას კოსმიური ხომალდი ესტუმრა ბოლო დროს. მაგრამ ყველაფერს რაც მოწითალო ჩანს, არ აქვს ერთნაირი შემადგენლობა.
ფაქტიურად, მინერალები, რომლებათაც ზედაპირზე რკინის პაწაწინა ნაწილაკბნი აქვთ, შესაძლოა ასევე წითლები ჩანდნენ, როგორც სატურნის მთვარის ბნელი მხარე, როგორც ამ სურათზე ჩანს. ჯოვანი კასინის (იტალიელი ასტრონომი) კოსმოსური ხომალდიდან. ნიკელი-რკინის მეტეორები, სხვა სიტყვებით, მეტალებიც შესაძლოა იყვნენ წითელი შეფერილობის. ასე რომ, როცა ჩვენ არ ვიცით რა არის მის ზედაპირზე, ჩვენ გაცილებით უფრო ცოტა ვიცით რა არის მის შიგნით. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სულ მცირე, ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, იმისათვის , რომ რხევის დროს არ დაიშალოს და ირგვლივ არ გაიფანტოს. სავარაუდოდ, მას ქვისებრი ასტეროიდების მსგავსი კონცენტრაცია აქვს, შესაძლოა უფრო მკვრივიც, როგორც მეტალს.
მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი ლამაზი ფერების სურათი, რომელიც ხმელეთის ტელესკოპით აღმოვაჩინეთ.
კარგი, ვაღიარებ ასეთი შთამბაჭდავი არ არის. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს რეზოლუცია. ედვინ პაულის (ამერიკელი ასტრონომი 1889-1953) ტელესკოპმაც კი ვერ მოგვცა უკეთესი ხედვა. მაგრამ ედვინ პაულის მონაცემების მნიშვნელოვნება იყო არა გამოსახულება, არამედ ის, რომ მან ჩვენი დაკვირვება განავრცო აღმოჩენიდან ორთვენახევრამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავეცანით მეტ პოზიციას ორბიტის გასწვრივ, რაც იმედია მოგვცემს საშუალებას გავიგოთ წარმოიშვა ოუმუამუა.
ანუ რა არის ზუსტად ოუმუამუა? ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს სხვა ვარსკვლაური სისტემის დაბადების არქეოლოგიური ნაშთების ნარჩენები, მცირე ზეციური ნაფოტები.
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ოუმუამუა წარმოიქმნა ძალიან ახლოს ვარსკვლავთან, რომელიც გაცილებით მყარი, მკვრივი იყო ვიდრე ჩვენი პლანეტა. და ვარსკვლავის მიქცევა-მოქცევის ძალებმა, დაანაკუწა პლანეტარული მატერია, სოლარული სისტემის ადრეულ ისტორიაში. ზოგი ვარაუდობს, რომ ალბათ ეს არის რაღაც, რაც წარმოიქმნა ვარსკვლავის მტანჯველი სიკვდილის შემდეგ, შესაძლოა სუპერნოვა აფეთქების დროს, როცა პლანეტარული მატერიები დანაწევრდა.
რაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ გვჯერა, რომ ის ბუნებრივი ობიექტია, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად არ შეგვიძლია იმის დამტკიცება, რომ ის ხელოვნური არ არის. მისი ფერი, უცნაური ფორმა, აკრობატიული მოძრაობა, შესაძლოა სხვანაირადაც აიხსნას. ეხლა, მაშინ როცა ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს უცხოპლანეტელების ტექნოლოგიაა, რატომ არ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და რატომ არ უნდა მოვძებნოთ რადიო სიგნალი? ზუსტად ეს გააკეთა გარღვევის მოსმენის პროექტმა, (Breakthrough listen) მაგრამ , ჯერ-ჯერობით ოუმუამუა სრულ სიჩუმეს ინარჩუნებს.
ეხლა ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა კოსმოსური ხომალდი გავაგზავნოთ ოუმუამუაზე და ერთხელ და საბოლოოდ ვუპასუხოთ ამ შეკითხვას? -დიახ, ფაქტიურად ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, მაგრამ გრძელი და ძვირადღირებული ვოიაჟია და მზიდან იმდენად მოშორებით აღმოვჩნდებით, რომ საბოლოო მიღწევის ტრაექტორია საკმაოდ რთული იქნება.
ასე რომ, ალბათ ოუმუამუას ძალიან ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს, და ფაქტიურად მეტი სიურპრიზის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი თუ მეცნიერები, როგორც მე, გააგრძელებენ მონაცემებზე მუშაობას. უფრო მნიშვნელოვნად, მე ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტორმა შორეთიდან, ნამდვილად მოიტანა გზავნილი, რომ ჩვენი სოლარული სისტემა არ არის იზოლირებული, რომ ჩვენ უფრო დიდი გარემოცვის ნაწილი ვართ, და ფაქტიურად, შესაძლოა ვარსკვლავთშორისი ვიზიტორებითაც კი ვიყოთ გარშემორტყმულნი და არც კი ვიცოდეთ ამის შესახებ. მართალია, ამ მოულოდნელმა საჩუქარმა, უფრო მეტი კითხვა წამოწია ვიდრე პასუხებით უზრუნველგვყო, მაგრამ ჩვენ პირველად მივესალმეთ ვიზიტორს სხვა სოლარული სისტემიდან.
ჯედია აისლერი: გმადლობთ კარენ, მე რათქმაუნდა ძალიან ვისიამოვნე ამ საუბრით. მადლობთ. როგორც მახსოვს, ჩვენ საკმაოდ გვიან აღმოვაჩინეთ ის ჩვენსკენ მომავალ გზაზე. მომავალი ტექნოლოგიები, როგორიცაა დიდი სინოპტიკური კვლევის ტელესკოპი, დაგვეხმარება ამის უფრო სწრაფად გამოვლენაში?
კარენ მიჩი: დიახ, ვიმედოვნებთ ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ ასეთ რამეს, და იდეალურ შემთხვევაში, მოხარული იქნებით აღმოაჩინოთ რომელიმე მათგანი, როდესაც ის მზეს უახლოვდება,იმის გამო, რომ დრო გჭირდებათ მთელი ამ მეცნიერების ჩასატარებლად, იდეალურ შემთხვევაში, შესაძლოა კოსმოსური ხომალდიც კი მიიღოთ და წახვიდეთ, დააპარკინგოთ სადმე ლ4 ან ლ5 პოზიციაზე, სადმე დედამიწასთან ახლოს და ამგვარად, როდესაც რაიმე გამოივლის თქვენ დაედევნებით მას.
ჯედია აისლერი: შესანიშნავია, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ კარენს მადლობა.