რა არის მენტალური ველი?

Admin
მეცნიერება
0
0

ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; აკადემიკოს...

111222

ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; აკადემიკოსი)

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

წყარო

ტვინს გააჩნია ენერგეტიკა, რომელიც იხარჯება ამა თუ იმ ქმედებაში, თუმცა რაღაც ნაწილი ამ ენერგიისა, გადადის მენტალურ ველში. მაგალითად,ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ადამიანის აზრები. დავუშვათ, გავიფიქროთ მასზე და მან დარეკოს ან, შეგვხვდეს სადმე. ან მოგვინდეს ვინმესთან დარეკვა, ავიღოთ ხელში ტელეფონი და ის თავად რეკავდეს ჩვენთან. იმის ალბათობა რომ ეს შემთხვევითია, რათქმაუნდა არსებობს, თუმცა ძალიან პატარაა. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ასეთი აზრობრივი სიგნალები, ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს ხშირად გადაეცემა.

რომ დავსვათ მარტივი შეკითხვა - როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მოქმედებდეს მეორე ადამიანის აზრებზე? გამოდის რომ არის რაღაც ენერგეტიკული სიგნალი. ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადადის ენერგია და შესაბამისად ინფორმაცია.

რატომ შეუძლია ადამიანს ზემოქმედება იქონიოს არაცოცხალ ობიექტებზე? მაგალითად, ცნობილი იაპონელი ფიზიკოსი აკვირდებოდა ყინულის კრისტალების ჩამოყალიბებას და დაასკვნა რომ ყინულის კრისტალი, ადამიანის ენერგიისა და აზრის გავლენით, სხვადახსვა ფორმას ღებულობდა.

როგორ ხდება, რომ ერთი ადამიანის ენერგია, მეორე ადამიანს გადაეცემა? ან როგორ ზემოქმედებს მატერიაზე? ეს შეკითხვა რომ დავუსვათ ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, იტყვის რომ ენერგიათა გადაცემა ხდება ველის მეშვეობით. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა-რა არის ველი? როგორ გადაეცემა ის, ერთი ობიექტიდან მეორეს? აქ, პასუხი არც ისე მარტივი გასაცემია. კითხეთ თქვენს ნაცნობ ფიზიკოსს, რა არის ველი? მგონია რომ მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ.ის დაგიწყებთ ახსნას, თქვენ ამას ვერ გაიგებთ. ის თავს უხერხულად იგრძნობს. და ბოლოს ალბათ გეტყვით რომ თქვენ ფიზიკოსი არ ხართ და ამას ვერ გაიგებთ.ალბათ ჯობია საუბარი არ გააგრძელოთ, რადგან როგორი ჭკვიანი ფიზიკოსიც არ უნდა შეგხვდეთ, მცნებას „ველი“ ის ვერ განმარტავს, რადგან ეს მცნება მხოლოდ ფიზიკის ჩარჩოებში არ ეტევა. მაგალითისათვის ავიღოთ ვიკიპედიაში ველის განმარტება - ველი ფიზიკაში, ეს არის ფიზიკური ობიექტი, რომელიც კლასიკურადაა აღწერილი მათემატიკური, სკოლარული, ვექტორული, ტენზორული, სპინორული ველებით და ა. შ. ამას ვინმე გაიგებს? ანუ ველი აღიწერება მათემატიკურად, სპინორულად, და სხვა, მაგრამ რა არის ველი?

სამწუხაროდ ფიზიკოსებს დღემდე ვარ გაურკვევიათ რა არის ველი, ამ ტერმინის ქვეშ განიხილება ზოგიერთი ურთიერთქმედების ობიექტური ფაქტები, რომლებიც შეიძლება ექსპერიმენტულად დაფიქსირდეს და მათემატიკურადაც აღიწეროს, თუმცა მისი ბუნება დღემდე შეუცნობელია. ნიუტონის ნაშრომების შემდეგ, შესამჩნევი პროგრესი დღემდე არ არის. ჩვენ ვახსენებთ გრავიტაციულ, მენტალურ, ელექრტრომაგნიტურ ველებს, მაგრამ რა არის ველის მცნება, გასაგებ ენაზე, დღემდე არ ვიცით.

ჩემი აზრით პრინციპული არა თვითონ ველის მცნებაა, არამედ ის ფაქტი, რომ ადამიანის ტვინი „რაღაცას“ ასხივებს. როგორ გადაეცემა ეს „რაღაცა“ ჩვენ ჯერ არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ენერგეტიკული სიგნალები ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადიან. დავარქვათ ამას მენტალური ველი. ჩვენი ვარაუდით, ეს ველი მიმოფანტულია გარესამყაროში. ჰერმესის პირველი კანონის თანახმად, ყველაფერი არის ჭკუა. გამოდის რომ ყველაფერი არის აზრი. ყველაფერში არის ჩვენი აზრები, მაგრამ როგორ კოდირდებიან ეს აზრები და როგორ გადაეცემიან, ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

ამ ეტაპზე, პრინციპული სხვა რამაა. ტერმინის ქვეშ „ველი“ ჩვენ ვგულისხმობთ ენერგოინფორმაციული სიგნალების გავრცელებას. ანუ ჩვენი რომელიმე აზრის. წარმოიდგინეთ ადამიან,ი რომელიც განრისხებულია. ის ძლიერ ენერგეტიკას აფრქვევს და მეორე ადამიანი, რომელიც ნაწყენია, მაგრამ ამას არ გამოხატავს, თუმცა ისიც აფრქვევს ენერგიას, თუმცა სხვა სიძლიერით, მაგრამ ამ ორი ადამიანის ინფორმაცია შესაძლოა იდენტური იყოს, მიუხედავად მათი მუხტისა. არის ინფორმაცია - არის ენერგია. ეს ორი მცნება განუყოფელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არსებობს გარემო, სადაც ხდება ენერგოინფორმაციული სიგნალების გავრცელება, რომელთა გენერირებას ადამიანის ტვინი ახდენს. ეს სიგნალები ვრცელდებიან და გადაეცემიან როგორც ადამიანებს, ასევე უსულო საგნებს.

მენტალური ველი არის ადამიანთა აზრების, იგივე ენერგოინფორმაციული სიგნალების ველი, რომლებიც გენერირდებიან, აღიქმებიან, ვრცელდებიან ადამიანთა შორის, რომლებსაც აქვთ უნარი ზემოქმედება იქონიონ გარესამყაროზე.

მსგავსი სტატიები

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ


ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სუ...

კვანტური ფრაქტალის ჰიპოთეზა


ავტორი: იოანე შენგელია   ძვირფასო მკითხველო, მოცემულ სტატიაშ...

ორი გენი რომელიც სიზმრებზე აგებს პასუხს


მთარგმნელი: დავით ბექაური. წყარო სიამოვნებას ღებულობ სიზმრების ...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

ერთი ნაწილაკის მექანიკური მოძრაობის ისტორია..


ავტორი: იოანე შენგელია დავიწყოთ იმით, რომ ფიზიკის მეცნიერება იყოფა...

ფიზიკის ანბანი - ურთიერთქმედების ველი


არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff