ბოლოსიტყვაობა(NLP)

Admin
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
5
1

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე არ...

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

860x394არის ერთი რამ, რაც ყველაფერზე უკეთ აღწერს იმას, ფლობს თუ არა ადამიანი ნლპ-ს. ეს არ არის ტექნიკები, ეს არის დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებას საერთო აქვს ცნობისმოყვარეობასთან, სურვილთან, იცოდეს საგანთა არსი, შეეძლოს მოვლენებზე ზეგავლენის ქონა, თან იმგვარად, რომ ეს ღირებული იყოს. ნებისმიერი რამის შეცვლაა შესაძლებელი. სწორედ ეს თქვა ვირჯინია სატირმა მაშინ, როცა მას სემინარს ვუტარებდი და ის აბსოლუტურად მართალია. ეს ნებისმიერმა ფიზიკოსმა იცის. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეიცვალოს 45 კალიბრის დახმარებით - ამას ეწოდება „კო-თერაპია მისტერ სმიტთან და მისტერ ვესონთან“. საინტერესო ის უფროა, არის თუ არა ცვლილება გამოსადეგი.

ტექნოლოგია, რომელიც აქ ისწავლეთ, ძალიან ძლიერია. იმედი მაქვს, ძალიან ფრთხილად მოიფიქრებთ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ და რისთვის გამოიყენებთ მას - შეხედეთ ამას, არა როგორც ტვირთს, არამედ, როგორც ცნობისმოყვარეობას იმის აღმოსაჩენად, თუ რა არის ღირებული. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა და რომლებმაც შექმნეს საფუძველი იმისა, რომ შეგძლებოდათ სიამოვნებისა და კმაყოფილების მიღება, გართობა და ბედნიერება, არ იყო ყოველთვის სასიამოვნო რეალური მიმდინარეობისას. ზოგჯერ, ზოგიერთი ამ გამოცდილებათაგანი სრულიად გამანადგურებელიც კი იყო. ზოგჯერ ისინი გაბნევდნენ. ზოგჯერ, თავისებურად სახალისოც კი იყვნენ. ეს გამოცდილებები არ არის ურთიერთგამომრიცხავი. გქონდეთ ეს გონებაში მაშინ, როდესაც მოახდენთ სხვების გამოცდილებების ორგანიზებასა და უზრუნველყოფას.

ერთხელ, ჩავჯექი თვითმფრინავში ტეხასში გასაფრენად და იქ სემინარის ჩასატარებლად. ჩემ გვერდით მჯდომი ბიჭი კითხულობდა წიგნს სახელად „მაგიის სტრუქტურა.“ რაღაცამ ყდაზე ჩემი ყურადღება მიიპყრო და ვკითხე:

- მაგი ბრძანდებით?

- არა, ფსიქოლოგი ვარ.

- რატომ კითხულობს ფსიქოლოგი წიგნს მაგიის შესახებ?

- ეს არ არის წიგნი მაგიაზე, ეს არის სერიოზული წიგნი კომუნიკაციების შესახებ.

- მაშინ, რატომ ჰქვია „მაგიის სტუქტურა’?

შემდეგ ის სამი საათის განმავლობაში მიხსნიდა, თუ რის შესახებ იყო წიგნი. რაც მან ამ წიგნის შესახებ მომიყვა, არაფერი ჰქონდა იმასთან საერთო, რასაც მე ვფიქრობდი, როდესაც ამ წიგნს ვწერდი. საუკეთესო შემთხვევაში ურთიერთობამ უმნიშვნელო ხარისხსაც კი ვერ მიაღწია, ის მეორე თავში დაიკარგა. მაგრამ სანამ წიგნის შესახებ მიყვებოდა,ვუსვამდი მას ამდაგვარ შეკითხვებს: „ზუსტად როგორ... ?“ და „სახელდობრ რა... ?“

- „თუკი თქვენ ამას ასეთი გადმოსახედიდან შეხედავთ...“

- „თუკი ამას ასეთი გადმოსახედიდან შევხედავ, რას დავინახავ?“

- „მოკლედ, თქვენ აიღებთ ამ სურათს და აიღებთ მეორე სურათს (მან არ იცოდა, რომ ადამიანთა უმეტესობას ყოველთვის ორი სურათი არ გააჩნია), და ამ სურათს დააპატარავებთ, ხოლო მეორეს გაადიდებთ.“

როდესაც მან დაიწყო ამ ყველაფრის აღწერა, რაც მისთვის არგუმენტებს წარმოადგენდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, „ვაჰ, უცნაურია. შესაძლოა მის მიღმა სრულიად ახალი სამყარო იყოს!“

მან მითხრა, რომ უბრალოდ მოხდა ასე, რომ ის ტეხასში ნლპ-ს სემინარზე მიდიოდა. როდესაც მეორე დღეს, კარში შემავალი დამინახა, ესიამოვნა, რომ მისი რჩევა გავითვალისწინე და სემინარზე მისვლა გადავწყვიტე... ვიდრე სცენაზე ავიდოდი და მიკროფონს ავიღებდი! სავარაუდოდ, რასაც ის ვერასოდეს შეაფასებს ისაა, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დავჯექი და ვთქვი, „მე დავწერე ეს წიგნი“, იყო, არ წამერთმია საკუთარი თავისთვის სწავლის შესაძლებლობა.

როდესაც იფიქრებთ, რომ ყველაფერი ბოლომდე გაიგეთ, ჩაიხედეთ ამ დროს თქვენს თავში და თქვით, „მე დამცინიან“, რადგან არსებობს დაჯერებულობის მომენტები, რომლის დროსაც შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ისწავლეთ ის, რაც სინამდვილეში უშედეგო იყო და ვერ ისწავლეთ ის, რამაც სინამდვილეში შედეგი გამოიღო. ცხადია, რომ ყოველთვის უფრო მეტი რჩება სასწავლი და სწორედ ესაა ნლპ-ს სახალისო ნაწილი და ესაა მომავალი.

როდესაც რაღაცას ისე დაეუფლებით, რომ მისი კეთება იდიალურად შეგიძლიათ, ის ხდება სამუშაო, არაფრით განსხვავებული დასტეპლერებისაგან. შეგეძლებათ დააარსოთ კლინიკა, მოიზიდოთ ადამიანები და განკურნოთ ფობიები მუდვიმად, მთელი დღის განმავლობაში. არ არსებობს განსხვავება ამ და სხვა რუტინას შორის. თუმცა, როდესაც თითოეული ეს ადამიანი მოდის თქვენთან, უნდა დაიწყოთ კვლევა, თუ როგორ გახადოთ ეს პროცესი იმაზე უფრო საინტერესო და ღირებული, როგორიც მხოლოდ ისეთი ფობიისაგან განკურნებაა, ვიღაცას რომ ლიფტის აღარ ეშინოდეს.

რატომაც არ უნდა გავაკეთოთ ეს ისე, რომ მან სიამოვნება მიიღოს ლიფტით სიარულით? რატომ არ უნდა აღმოვაჩინოთ, თუ როგორ ხდება ფობიების შექმნა და რატომ არ უნდა მივცეთ მათ მიმართულება რაიმე უფრო ღირებულისაკენ? არსებობს მოვლენები, რომელთა მიმართაც ფობიის ქონა ნამდვილად ღირს! გაქვთ მფლანგველობითი კომპულსიური ჩვევები? - ძალადობრივი ჩვევები? - კვებითი ჩვევები? - მომხმარებლური ჩვევები? რა აზრის ხართ ინერტულობისა და მოწყენილობის ფობიაზე? ამან შესაძლოა ახალი, საინტერესო ადგილისაკენ გიბიძგოთ.

როდესაც სემინარის ჩასატარებლად შორს მივემგზავრები, სასტუმროში ყოველთვის ერთი ღამით ადრე ჩავდივარ. როდესაც ბოლო დროს ფილადელფიაში წავედი, ძალიან ბევრი „წინწასული“ ნეირო-ლინგვისტური პროგრამისტი რჩებოდა იმავე სასტუმროში, სადაც მე და უმეტესობა არასოდეს შემხვედრია. როდესაც დაბლა, ბარში ჩავედი, ერთმა მათგანმა მეგობარს უთხრა, „იმედი მაქვს ეს სემინარიც სუბმოდალობების შესახებ არ არის, რადგან ეს უკვე ვიცი.“ ასე რომ, რასაკვირველია, მივედი და ვკითხე, „რა ჯანდაბაა ნლპ?“- შეკითხვა, რომელსაც დედამიწის ზურგზე არაფრის გამო გამოვტოვებდი.

- „მოკლედ, ასახსნელად რთულია.“

- „თქვენ ნლპ-თი კავდებით, ასეა? კარგად აკეთებთ ამას? იგებთ მას?“

- „ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა.“

- „კარგი, მე უბრალო ადამიანი ვარ. რადგან თქვენ ექსპერტი ბრძანდებით, შეგიძლიათ მომითხროთ მის შესახებ? დაიწყეთ, მე თქვენ კიდევ ერთ სასმელს გიყიდით და თქვენ უბრალოდ მომიყვებით ამის შესახებ.“

მთელ მის ველურ ფანტაზიას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას იგრძნობდა, როცა მომდევნო დილის 9:30-ზე სცენაზე შევაბიჯებდი. მას ასევე არ ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, რომ მე მან ბარში იმაზე მეტი მასწავლა, ვიდრე მე ვასწავლე მას სემინარზე მთელი მომდევნო სამი დღის განმავლობაში.
მინდა, რომ ყველაფერს, რაც შესავალ სემინარზე კეთდება ყურადღებით მოეკიდოთ, ისეთი მიდგომით, რომ არასოდეს იცით იმდენი, რომ აქ თქმული გამოტოვოთ. ძალიან ხშირად, ადამიანები ივიწყებენ, თუ როგორ არ უნდა იცოდნენ. ისინი ამბობენ, „ო, დიახ, ეს ჟღერს, როგორს ...“, „ეს იგივეა, რაც ...“, „დიახ, სუბმოდალობის ეს მასალა გასულ წელს ვისწავლე...“ მე პირადად ჯერ-ჯერობით არ მისწავლია ის სრულად და თუ მათ ეს ყველაფერი გასულ წელს ისწავლეს, მომიყვნენ და ყველაფრის გამოსარკვევად ასე ბეჯითად მუშაობა აღარ მომიწევს!

iStock 534139822ძალიან დიდი განსხვავებაა რაღაცების სწავლასა და იმის აღმოჩენას შორის, ჯერ კიდევ რა არის იქ სასწავლი. ეს ის განსხვავებაა, რომელიც ზოგადად განსხვავებას ქმნის. არის ისეთი რაღაცები, რისი გაკეთებაც ისე შემიძლია, რომ ეჭვი არ შევიტანო, თუმცა ამის საპირისპიროც ასევე სიმართლეს შეესაბამება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველას აქვს სუბმოდალობები, ყველა სჩადის საინტერესო ქმედებებს მათი საშუალებით. მათ, შესაძლოა, გაცნობიერებულად არ იციან, როგორ აკეთებენ ამას, მაგრამ მაინც შეუძლიათ ამის კეთება და უნიკალური კონფიგურაციების გამოყენება. როდესაც კლიენტი მოდის და ეკითხებით, „როგორ ხართ გატეხილი?“ ისინი უპასუხებენ ამ შეკითხვას, მაგრამ არ ივიწყებენ, რომ „გატეხილნი“ არიან, ასე რომ შეუძლიათ იმავე პრობლემის ისევდაისევ ამ გზით გამეორება! ამან ყოველთვის შეიძლება შეგახსენოთ, რომ ეს წარმატებული ქმედებაა, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი უაზრო, საშინელი ან საზიზღარი შეიძლება იყოს ის.

იმის შესაძლებლობა, რომ მოხიბლული იყოთ ამ კომპლექსური მიღწევით, განასხვავებს იმ პიროვნებას ვინც პროდუქტიულ სტილში მუშაობს, იმ პიროვნებისაგან, რომელიც გამოსასწორებელ სტილში მუშაობს. ამ ინტერესის გრძნობის გარეშე, ეს მოვლენები, რომლებიც უაზრო, საშინელი და საზიზღარია, იქნებიან მოვლენები, რომლებზეც ზემოქმედების გზები არ გეცოდინებათ. ამ ზემოქმედების გარეშე ადამიანები გააგრძელებენ ომს უცნობ ადგილებსა და უმნიშვნელო განსხვავებებზე, ისე რომ არ ექნებათ შესაძლებლობა იპოვონ ახალი გზები, რომელთა საშუალებითაც წინსვლა შეიძლება. პროდუქტიული მიდგომის არსი მდგომარეობს მსოფლიოს ისეთად შექმნაში, სადაც ყველა მოგებულია, რადგან არსებობს გზები უფრო მეტის შექმნის, ნაცვლად ბრძოლისა და დანაწევრების შეზღუდული რაოდენობის გამოყენებისა.

ადამიანს მხოლოდ რაღაცის მიღწევა შეუძლია, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ სად, როდის და რისთვისაა ის გამოყენებული. თქვენ ორიდან თითოეულს შეუძლია მოუხერხოს ამას რამე, რადგან თქვენ ორიდან თითოეულს შეუძლია იყოს საკუთარი ავტობუსის მმართველი. თქვენ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ საინტერესო კითხვაა, თუ სად უნდა გააკეთოთ ეს? როდესაც საკუთარი ავტობუსის მართვა არ შეგიძლიათ, აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ საით წახვალთ, რადგან მაინც ვერ მოხვდებით სასურველ ადგილას. როდესაც ისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ტვინი, ეს შეკითხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება. ზოგიერთი ადამიანი წრეებზე დადის. ზოგიერთი ადამიანი ყოველ დღე ერთსადაიმავე რუტინულ ქმედებას ახორციელებს. ზოგიერთი ადამიანი, იმავე რუტინას იყენებს, თუმცა მათ ერთი დღის ნაცვლად ერთი თვე სჭირდებათ.

ჩვენი გონების შიგნით იმაზე გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. გარეთაც იმაზე გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავინტერესდეთ. მხოლოდ ეს ზრდადი ცნობისმოყვარეობა იგდებს თქვენს ენთუზიაზმს ხელში, რომელიც ხდის ყველაზე უინტერესო ან ყველაზე მიმზიდველ ამოცანას ღირებულს, სახალისოს და ინტრიგულს. ამის გარეშე, ცხოვრება იმაზე მეტი არაა, ვიდრე ზღვარზე დგომა და ლოდინი. თქვენ შეგიძლიათ დახელოვნდეთ ტერფებზე დგმოაში ამ ზღვარზე ლოდინისას, ან შეგიძლიათ გააკეთოთ მეტი. და მე სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. აღმოვაჩინე, რომ საიქიო ცხოვრება ზღვარზე დიდი ხნით დგომის შემდეგ იწყება. გიჯობთ, ახლავე იმხიარულოთ, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებას იღებენ საკუთარი თავით და აკეთებენ ისეთ რაღაცებს, რისი გაკეთებაც ცნობისმოყვარეობის დიდებულ შეგრძნებად ღირს, უფრო მოკლე ხნით უწევთ ზღვარზე დგომა, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ იმისი უნარი გამოიმუშავა, თუ როგორ იცადოს ამ ზღვარზე.

არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ ან რას ელოდებით, უნარ-ჩვევები, ტექნიკები და ინსტრუმენტები, რომლებიც აქ შეიძინეთ, თქვენს სამსახურშია, როგორც ბაზისური საშუალება თქვენივე თავის გასამხიარულებლად და რაიმე ახლის შესასწავლად. ის კაცი, რომელიც ჩემთან ერთად ტეხასში მიფრინავდა და ამიხსნა, თუ რას ნიშნავდა ნლპ, ჩემგან მხოლოდ ერთი რამით განსხვავდება. მომდევნო დილით ის დაჯდა, ზემოთ ამოიხედა, მე დამინახა და გაიფიქრა, „ღმერთო ჩემო!“ - მან ვერ გააანალიზა, რომ მე მისგან რაღაც ვისწავლე. ეს ერთადერთი განსხვავებაა ჩემსა და მას შორის. მე ეს იმისათვის არ გამიკეთებია, რომ მისგან სულელი გამომეყვანა. ეს სასწავლებლად ჩავიდინე, რადგან დაინტერესებული ვიყავი. ეს იყო იშვიათი და უპრეცენდენტო შესაძლებლობა. და ასეთივეა ყველა სხვა გამოცდილება თქვენს ცხოვრებაში.

 

 

მსგავსი სტატიები

თავი III - თვალთახედვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის (შესავალი)


ავტორი: რიჩარდ ბენდლერი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი რამდ...

თავი VII - რწმენის მიღმა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

ბოლოსიტყვაობა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი V - მიზნისკენ სწრაფვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი IX - სვიშ პატერნი(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი II - საკუთარი ტვინის ამოქმედება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთ...

თავი VI - დაბნეულობის გაგება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff