როგორაა მოწყობილი სამყარო

Admin
ოკულტიზმი
0
0

ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენი ძირითადი თემა იქნ...

melnikov111

ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჩვენი ძირითადი თემა იქნება - როგორაა მოწყობილი სამყარო. როგორ მუშაობას ყველაფერი. სანამ რაიმეს აღწერას შევუდგებით, უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი აღწერა - რაღაც მხრივ პირობითი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ნატიფ პლანებს ეხება. ამ შემთხვევაში სუბიექტური შემადგენელი საკმაოდ დიდია. არის სხვადასხვა სისტემები, რომლებშიც საუბარია 7 ჩაკრაზე, 12 სიმკვრივეზე და ა.შ. რომ სამყარო შეგვიძლია დავყოთ 7 ან 12 სიხშირის დიაპაზონზე. ეს მოდელები სასრულები არიან. ჩემი შეგრძნებით კი სამყარო უსასრულოა და არ გამოვა საფეხურებისა და დონეების გარკვეულ დონეებად დაყოფა. ამიტომ ნებისმიერი სისტემის მინუსი, რომელიც რაღაც განსაზღვრულზე საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი გარკვეულ საყრდენს აძლევენ ცნობიერებას. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს 7 ჩაკრა, 12 სიმკვრივე და ა.შ. უბრალოდ, ძალიან რთული ამოცანაა სამყაროს აღწერა მისი შეზღუდვის გარეშე.

ამ მხრივ შემიძლია მხოლოდ ჩემი შეგრძნებები აღვწერო. პირველ რიგში, წამიკითხავს სხვადასხვა წყაროები, მქონია სხვადასხვა სახის ინსაითები, და ვეცდები როგორღაც ეს აღვწერო. ესაა ერთგვარი მოდელი ილუსტრაციისთვის, ერთ-ერთი აღწერის მეთოდი, სამყაროს აღწერა კი უამრავი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, და ყოველი მათგანი რაღაც რეალობას შეიცავს.

პირველ რიგში, ჩაკრების შესახებ. ავიღოთ თვითონ ადამიანი. მას აქვს ფიზიკური სხეული, ნატიფი სხეულები და ჩაკრები, როგორც ერთგვარი ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც ამ ნატიფი სხეულების ფუნქციონირებაზე არიან პასუხისმგებელნი. არის ვერსია, რომ ძირითადი ჩაკრა შვიდია, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ისინი მეტია. და აქ საქმე არ ეხება გამოუვლენელ ჩაკრებს, რომლებიც არანაირად არ პროეცირდება ფიზიკურ სხეულზე, თუმცა როგორც მე ვგრძნობ ისინიც არსებობენ. ჩაკრები, რომლებსაც პროექციული წერტილები აქვთ ფიზიკურ სხეულზე, შვიდზე მეტია, და ყოველი მათგანი ტოფასია იმ შვიდისა, რომლებზეც როგორც წესი საუბრობენ ხოლმე. მე როგორც მინიმუმ 13 ჩაკრას ვგრძნობ. შემდეგ უკვე ეს ჩაკრები სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზეც არსებობენ. და ჩემთვის ძალიან ახლოა სამების პრინციპი, რომელიც მთელს ყოფიერებას განმსჭვალავს. ფიზიკურ აღქმასაც თუ ავიღებთ, მხედველობითი აღქმა 3 ფერამდე დაიყვანება: წითელი, მწვანე და ლურჯი. ესაა სუფთა ფერები. ყველა დანარჩენი ამ სამის კომბინაციაა. ასევე ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ანუ დაბადება-სიკვდილის სამყარო, შეგვიძლია დავყოთ სამ დონედ: ფიზიკური, ასტრალური და მენტალური. შემდეგ, ყოველ ამ დონეზე მრავალი სხვადასხვა ორგანო გვაქვს - როგორც ფიზიკურ სხეულში, ასევე ენერგეტიკულ სხეულებში: ჩაკრები, არხები და ა.შ. და ყველა ეს ჩაკრა არსებობს ყველა სხეულში. ანუ არის პროექცული წერტილები ფიზიკურ სხეულზე - გარკვეული ნერვული კვანძების სახით, არსებობს პროექციული წერტილები ეთერულ სხეულზეც, თუმცა ეს ფიზიკური სხეულის შემადგენელია, ამიტომ შეგვიძლია ფიზიკურ პლანს მივაკუთვნოთ. ასევე გვხვდება ჩაკრები ასტრალურ სხეულშიც და მენტალურ სხეულშიც. შეიძლება ითქვას, რომ ჩაკრები - ესაა ერთგვარი განზომილებების გვირაბები, რომელთაგანაც ყოველს მივყავართ მეტ სიღრმეში.

შემდეგ არის სულის დონეები. სამი დაბალი სხეული და სამიც მაღალი, ანუ სულიერი სხეული, რომელთაგანაც ჩვენთან ყველაზე ახლოს კაუზალური (მიზეზთა) სხეულია. ესაა ის, რაც სიკვდილის შემდეგ არ იშლება. და სწორედ იქ ხდება, როგორც იტყვიან „ცათა სასუფევლის“ საგანძურის დაგროვება. ანუ გარკვეული სახის განსაკუთრებული ენერგიის ან სულიერი დამსახურებების დაგროვება, რომლებიც სამშვინველს შემდგომ სამი დაბალი სხეულისგან, ანუ სასსარას წრებრუნვისგან განთავისუფლებაში ეხმარებიან. შემდეგ, როგორც მე ვგრძნობ, კაუზალური დონის ზემოთ არის კიდევ ორი სხეული, როგორც ჩვენი სულის ერთგვარი შუაგული. მათი აღწერა ჩემთვის რთულია. არსებობს გარკვეული აღწერები, მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ თეორიაა. თუმცა არის მიახლოებითი შეგრძნებები.

ყოველი ჩაკრა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სასიცოცხლო ენერგიის ნაკადი. ამ დროს ჩვენ აღვიქვამთ ჩაკრას ეთერულ ნაწილს. ასევე ყოველი ჩაკრა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც აღქმებისა და ემოციების ნაკადი. ეს უკვე ასტრალური პლანია. ანუ ყოველი ჩაკრა წარმოშობს გარკვეულ ემოციებს, ხოლო ემოციები - ესაა ფიზიკურ სხეულზე ასტრალური ენერგიის მოძრაობის ანარეკლია. ძირითადად ეს ვლინდება, როგორც ემოციები, და მთლიანობაში, როგორც ერთგვარი აღქმა (მიმღებლობა). საკმაოდ სპეციფიური მდგომარეობაა. თუ ნორმალურ ადამიანურ დონეს ავიღებთ, ესაა ერთგვარი ემოციური მდგომარეობების სპექტრი, ხოლო თუ ადამიანი უფრო გაცნობიერებულია ასტრალურ დონეზე, ესაა აღქმის სხვადასხვა ნაკადების სპექტრი, მაშინ ამ ჩაკრების მეშვეობით იგი შეიგრძნობს დაყოფას მიწისქვეშა და ზეციურ სამყაროებად, რომლებიც სწორედ ასტრალურ სამყაროს განეკუთვნება. როგორც მე ვგრძნობ, ასტრალურ პლანზე არის ქვედა დონე, როგორც უწოდებენ უხეში ასტრალი, და ამ უხეში ასტრალის ნაწილი მიწის ქვეშ პროეცირდება. ერთი მხრივ ეს ნატიფი პლანია, ეს არაა ფიზიკური სამყარო, მაგრამ მისი პროექციის წერტილი ფიზიკურ პლანზე სადღაც მიწისქვეშაა. აქედანაა ყველა ლეგენდა იმაზე, რომ ჯოჯოხეთი მიწისქვეშაა, რომ გარდაცვლილები მიწისქვეშა სამყაროში მიდიან და ა.შ. ასტრალური სამყაროს ნაწილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია პლანეტასთან, წარმოშობს კიდეც ასტრალის სწორედ ამ უხეშ (ბნელ) შრეს, რომელში ყოფნაც არც ისე კარგ შეგრძნებებს იძლევა. და ზოგადად, ამ შრისა და მისი ბინადრების ზეგავლენა არც ისე სასიამოვნოა. ამ შრესთან რეზონანსში შესასვლელად საჭიროა ვფლობდეთ გარკვეულ თვისებებს. მთავარი თვისებაა - მიჯაჭვულობა მატერიალურ საგნებზე, სიამოვნებებზე და ა.შ. ანუ რაც უფრო მეტად ვუკავშირებთ საკუთარ თავს მატერიას, რაც უფრო მეტად ვუკავშირებთ თავს სიამოვნებებს ფიზიკურ სამყაროში, მით უფრო მეტად ვრეზონირებთ ამ ასტრალურ ენერგიასთან, ხოლო სიამოვნება და კაიფი, ესაა ერთგვარი ემოცია, ასტრალური ენერგიის ნაკადი. არსობრივად, ჩვენი „ასტრალი“, ანუ ჩვენი გრძნობები მატერიაში შეგვყავს. ამით პლანეტარული დონის უხეშ ასტრალს ვაახლოვებთ თავს (რომელიც ნაწილობრივ მიწის ქვემოთაა, ნაწილობრივ - მიწის ზემოთ). და მასში არც ისე კარგი მოვლენები ხდება, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობასთან, ტანჯვებთან და ა.შ.

შემდეგ არის ასტრალის უფრო ნატიფი შრეები, რომლებტანაც ასევე შეიძლება რეზონანსში შესვლა, და ისინი უფრო მეტად მისაღებია. თუ ადამიანი სიცოცხლის დროს ბოლომდე აიგივებდა თავს ფიზიკურ სხეულთან და არაფერზე ამბობდა უარს, იყო რა ძალიან ეგოისტური, მაშინ, სიკვდილის შემდეგ იგი ამ უხეშ ასტრალში საკმაოდ დიდ დროს გაატარებს, რადგან მისი ასტრალური სხეული ძირითადად ამ უხეში მატერიისგან იქნება შედგენილი. და გარკვეული დროის განმავლობაში დაიტანჯება იქ. ამ ადგილს განსაწმენდელსაც უწოდებენ. თუ ადამიანს სიცოცხლის დროს სხვა მოტივები აქვს, მაშინ შესაბამისად მასში სხვა მატერიაა. იგი სხვა სიხშირეებთან რეზონირებს. და როცა ადამიანი კვდება, იგი შესაბამისად ასტრალის უფრო ნატიფ შრეებში გადადის.

არის ასტრალის ისეთი დონეც, რომელიც დაკავშირებულია ბუნების სულებთან. როცა ბუნებაში ვართ, შეგვიძლია ვიგრძნოთ ეს ნატიფი დონე, რომლებშიც შეგვიძლია ბუნების ამ სულებს შევხვდეთ: „დამავოები“, გნომები, სხვადასხვა სტიქიური სულები და ა.შ.

კიდევ რაშია ასტრალის თავისებურება? ესაა ცვალებადი ფორმის დონე. ფიზიკურ სამყაროსთან შედარებით ეს ძალიან სწრაფი დონეა. პროცესების სიჩქარე იქ ძალიან დიდია, და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც მაგიურ პრაქტიკებს იწყებს და ასტრალს ეხება, იქ ასტრალი ძალიან სწრაფად ირელავს მის თვისებებს. ჩვენს თვისებებს ფიზიკური სამყაროც აირეკლავს, მაგრამ აქ მატერიის ინერტულობა საკმაოდ დიდია. სანამ იგი აირეკლება, დრო გვაქვს, რომ ვიფიქროთ, და ა.შ. ასტრალში კი ყველაფერი გაცილებით სწრაფად ხდება. და თუ ასტრალში გახვედი, იქ დაინახავ და მოისმენ ყველაფერს, რისი დანახვა და მოსმენაც გინდა, თუ ქვეცნობიერში ეს სურვილი გაქვს, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სურვილი ძლიერია. გინდა, რომ რჩეულად იგრძნო თავი? იგრძნობ, და მოვლენ არსებები, რომლებიც ამას გეტყვიან. გინდა, რომ უბედურად იგრძნო თავი? იგრძნობ... ჩვენი ქვეცნობიერი სურვილები ნატიფ პლანზე წარმოქმნიან სიზმარხილვების მთელ სივრცეს. იგივე ხდება სიზმარშიც. პრინციპში ძილის დროს როგორც წესი, სწორედ ასტრალში ვიმყოფებით ხოლმე. და ამ ასტრალში ვახდენთ სიზმრების „ბუშტების“ წარმოქმნას, რომლებიც ჩვენს თვისებებს შეესაბამება. ანუ ასტრალთან ურთიერთობა ჩვენი ქვეცნობიერი მიდრეკილებებისა და სურვილების პრიზმაში ხდება.

ამ თვალსაზრისით ეს დონე ნაკლებად სანდოა. ანუ თუ რაღაც დაინახეთ ან მოისმინეთ ნატიფ დონეებზე, განსაკუთრებით სიზმარში და ა.შ. ეს ყველაფერი ორად, ან უკეთესია ათად დავყოთ. ასტრალში ჩვენ გაცილებით უფრო მეტად ვართ შემოქმედნი, ვიდრე ფიზიკურში, მაგრამ როგორ წესი, ბრმა შემოქმედნი ვართ, გაცნობიერებულობის გარეშე. ჯერ ვქმნით, ისე, რომ ვერ ვგებულობთ ჩვენი რომელი ნაწილით შევქმენით, შემდეგ კი ვხედავთ ამას, როგორც რეალობას ნატიფ დონეზე. და ჩვენთვის ძალიან ძნელია ამ მომენტზე დაკვირვება, თუ როდის ვქმნით რეალობას და როდის აღვიქვამთ მას. სინამდვილეში ფიზიკურ რეალობას ვქმნით, მაგრამ შექმნის პროცესი აქ გაცილებით უფრო ნელია. მატერია უფრო უხეშია, თუმცა ძველ დროში იგი ჩვენთვის უფრო დამყოლი იყო. გარკვეული მიზეზების გამო ეს დამყოლობა შემცირებულ იქნა. ამის შემცირების მიზეზი იყო ამ უნარით ბოროტად სარგებლობა. ჰოდა ასტრალში ეს დამყოლობა გაცილებით მეტია. ესაა ჯადოქრობის სამყარო, და თუ ადამიანი წვდომას იღებს მასზე, მას შეუძლია თითქოს სრულიად დაუსჯელად ნებისმიერზე. სადღაც წავიკითხე ერთი შავი მაგის რეკლამა, რომელიც ამბობდა, რომ მოგაშორებდათ კონკურენტებს, მტრებს და ა.შ. და ამისთვის ვერანაირი პროკურატურა ვერ მოგთხოვთ პასუხს. გარდა კარმის კანონისა. კარმის კანონს ვერ მოატყუებ.

მოკლედ, ასტრალი ძალიან. სახიფათო ადგილია, რომელშიც ვრისკავთ, რომ სერიოზულ ილუზიებში ჩავვარდეთ, და უფრო მეტიც, შეპყრობილიც კი გავხდეთ გარკვეული სულების მიერ, რომლებიც ჩვენი ილუზიებით იწყებენ ჩვენს კონტროლს. ეს მომენტი ძალიან ნატიფია და მისი გაცნობიერება ძალიან ძნელია. ასე რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთგვარი გულწრფელობა (სიმართლისმოყვარეობა) და სისუფთავე, რომლებსაც მაგიის სკოლებში დიდ ყურადღებას აქცევდნენ, სანამ ადამიანს აღქმისა და შესაძლებლობების გაზრდის სხვადასხვა ტექნიკებამდე დაუშვებდნენ. იგი ჯერ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა თვითგანწმენდის, დისციპლინის და ასკეტიზმის დონეებს, რათა ეს პროცესი შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო. დღეს, პრინციპში ეს თითქმის არსად აღარაა. ვინც ამ მიმართულებით მიდის, ყველა აქტიურად ანვითარებს აღქმას, და ეს პროცესს ერთი მხრივ უფრო აჩქარებს, მეორე მხრივ კი - უფრო სახიფათოს ხდის. ასე რომ, ასტრალს არ უნდა დაუჯეროთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი, შეგიძლიათ იმოძრაოთ ამ სფეროებში, მაგრამ ძალიან აკურატულად, და ყველა ინფორმაცია, რომელიც იქიდან მივიღეთ, ათად უნდა გავყოთ. და უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს და საკუთარ მოლოდინებს ვხედავთ. მაშინაც კი, თუ მაგალითად სიზმარს ვაცნობიერებთ, გაცნობიერებულ სიზმარხილვებშიც ილუზიები ძალიან ადვილად წარმოიშობა.

მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ საინტერესო გამოცდილებას ასტრალთან ურთიერთობის მხრივ. ერთი პერიოდი აქტიურად ვაპრაქტიკებდი გაცნობიერებულ სიზმარხილვებს. მეთოდად კასტანედას წიგნებს ვიყენებდი. იქ საუბარია სიზმრის კარიბჭეებზე. პირველი კარიბჭეა, როცა შეგიძლია სიზმარში იმოძრაო გაცნობიერებულობის დაკარგვის გარეშე; მეორე კარიბჭეა, როცა შეგიძლია შეცვალო სიზმრები გაცნობიერებულობის დაკარგვის გარეშე, მესამეა, როცა საკუთარ სხეულს გარედან ხედავ. ჰოდა გავიარე მეორე კარიბჭე და მინდა მესამეზე გადავიდე - საკუთარ სხეულს გარედან დავხედო. და ერთხელაც გავაცნობიერე თავი სიზმარში, ოთახში, და ვფიქრობ, იმ ოთახში ჩემი სხეული წევს, უნდა მივიდე და ვნახო. ვხედავ, და მართლა წევს. ვფიქრობდი, რომ როგორც ჩანს მესამე კარში გავედი. შემდეგ ვხედავ, რომ ჩემი სხეული მოძრაობას იწყებს და უცნაურად იქცევა, როგორც რაღაც არსება. მივხვდი, რომ მე თვითონ შევქმენი გლიუკი. საკუთარი სხეულის დანახვის განზრახვამ ერთგვარი ფანტომი წარმოქმნა. ასტრალში ფანტომების, დუბლების და მთელი სამყაროების შექმნაა შესაძლებელი, და ჩვენ ამას გამუდმებით ვაკეთებთ. სხვადასხვა სახის მღელვარებები, ემოციურად დამუხტული აზროფორმები, სწორედ ასტრალურ სამყაროს განეკუთვნებიან, და გარკვეული ვარჯიშის შემდეგ ამან შეიძლება ფიზიკურ სამყაროზეც იმოქმედოს. კვლავაც, ეს ძალიან სახიფათო საქმეა და ამ სამყაროს გარკვეულ უხეშ შრეებთან და სანსარას ძალებთან გვაკავშირებს, ერთი პირობით, რომ თუ ჩვენი მოტივაცია ეგოისტურია, ანუ თვითგანდიდებისთვის ან სხვადასხვა პირადი მიზნებისთვის ვაკეთებთ ამას. ეგო კი არსობრივად - ესაა ერთგვარი სტრუქტურა, რომელიც განსხვავებულია სულისგან და დაბადებისა და სიკვდილის წრებრუნვის ძალების ბაზაზე წარმოიშობა. მაშ, როგორ ვიურთიერთქმედოთ ასტრალთან? უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ. დაკვირვება შეიძლება, მაგრამ ძალიან ფრთხილად. რაც უფრო მაღალია დონე, მით უფრო მეტია ადამიანისადმი კეთილგანწყობილი არსება.

განვიხილოთ მენტალური დონე. ადამიანურ დონეზე - ესაა გაცნობიერების უნარი. პლანეტარულ დონეზე - ესაა აზრების ნაკადები. და დედამიწას, ისევე, როგორც ადამიანს, სამი სხეული აქვს. მენტალური დონე გაცილებით უფრო ნათელია, ვიდრე ასტრალური. და ასტრალი, ასე ვთქვათ უხეში ეგოიზმია, კონკრეტული „მე“-ა, მენტალი კი უფრო ნატიფი „მე“-ა. და იქ ყოფნა უფრო სასიამოვნოა. საფრთხეები მენტალურ დონეშიც არის, მაგრამ ეს საფრთხეები განსხვავებულია. ასტრალში საფრთხეები დაკავშირებულია შეპყრობილობებთან და ა.შ., ხოლო მენტალის საფრთე იმაში მდგომარეობს, რომ იქ მეტისმეტად კარგია. და ამ „კაიფის“ მდგომარეობებში ძალიან გვინდა, რომ გავიჭედოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყვავილების ჯაჭვის გაწყვეტა უფრო რთულია, ვიდრე რკინის ჯაჭვის, რადგანაც ყვავილების ჯაჭვის გაწყვეტა არ გვინდება. და როცა მედიტაციური პრაქტიკების დროს მენტალურ დონეს ვაღწევთ, ჩვენ განვიცდით ძალიან სუფთა, ცხად და „კაიფის“ მდგომარეობებს. თუ ასტრალში ემოციებს, ენერგიას, დრაივს და ა.შ. ვგრძნობთ, მენტალში ესაა ბედნიერების შვიდი გაცნობიერება, მდუმარება, ან გარკვეული ნატიფი აზრები. დაიქაც არის სხვადასხვა დონეები. არის დონეები, რომლებსაც ფორმები აქვთ, არის ასევე დონეები, რომლებიც მეტად უფორმოა. და შესაბამისად, თუ ადამიანი სულიერი პრაქტიკებით იყო დაკავებული, ან წესიერი ადამიანი იყო და არ მიყვებოდა თავის უხეშ სურვილებს, იგი უფრო მეტად რეზონირებს მენტალთან, და სიკვდილის შემდეგ უფრო მეტ დროს ატარებს ამ სფეროში. კვლავაც, მისი ცნობიერებიდან ფორმირდება სიზმრის „ბუშტუკი“, რომელშიც იქნება კიდეც შემდეგ განსხეულებამდე, სანამ მისი სულიერი მიღწევების ენერგია არ ამოიწურება, ან სხვა მიზეზით არ ინკარნირდება. მენტალური მაგიაც განსხვავდება ასტრალურისგან და უფრო მეტად აზრობრივია.

მენტალურის შემდეგ მოდის კაუზალური სხეული (პირობითად). ეს ყველაზე დაბალი სულიერი სხეულია, რომელიც აღარ ნადგურდება. თუ ადამიანი უხეშ სურვილებს მიჰყვებოდა, იგი დიდი ხნითაა გამოკიდებული ასტრალში, ცოტა ხნით მენტალში და შემდეგ ისევ იბადება. თუ სულიერი პრაქტიკებით იყო დაკავებული, დიდხანსაა მენტალში, ცოტა ხნით ასტრალში და ამ შემთხვევაშიც კვლავ იბადება. მაგრამ თუკი მან მართლა მიაღწია განთავისუფლებას ილუზიებისგან, ან თუ ისწრაფოდა მაინც სიცოცხლეში მენტალური და ასტრალური დონეების საზღვრებს მიღმა გასვლისკენ, ანუ სულისკენ, მას შეუძლია შეეხოს ამ დონეს, ანუ კაუზალურ სხეულს, რომელიც არსობრივად ერთგვარი „სიცარიელეა“. და სანსარასგან განთავისუფლება გულისხმობს კიდეც იმას, რომ ჩვენ ამ სხეულში ბოლომდე ვფიქსირდებით. კაუზალური სხეულისთვის სხვა დაბალი სხეულების მოქმედება დაახლოებით იგივეს წააგავს, რაც წიწილას მოძრაობა კვერცხში. მთელი ჩვენი ცხოვრებები, განსხეულებები, გამოცდილების დაგორვება, სულიერი პრაქტიკები... მაგრამ დგება მომენტი, როცა კვერცხის ნაჭუჭი იმსხვრევა და ჩვენ გავდივართ სამ ზედა დონეში. ყველაზე დაბალი სხეული ზედა სამიდან, სწორედ კაუზალურია. ეს გულისხმობს ღმერთის ნების სრული და აბსოლუტური მიყოლის გზას. ესაა ჩვენი ჭეშმარიტი „მე“-ს რეალიზაციის გზა, რომელიც ასტრალური ენერგიებისა და თვითცნობიერების (ჩვეული გაგებით) საზღვრებს მიღმაა, მაგრამ ამავდროულად ინდივიდუალობაც გააჩნია. ამისკენ გზა მდგომარეობს განზრახვაში - რომ მივყვეთ ღმერთის ნებას და სხვაზე არაფერზე მოვცდეთ. და ბუნებრივია, ამ გზაზე ძაიან. ვიცვლებით. შეიძლება ვფლობდეთ გარკვეულ სუპერ-შესაძლებლობებს, შეიძლება არ ვფლობდეთ. ეს ჩვენზე არაა დამოიდებული, თუკი ჭეშმარიტ ერთგულებას მივაღწიეთ. თუ ამ სამყაროსთვის საჭიროა, რომ ეს უნარები გაგვიჩნდეს, ჩვენ ისინი გვიჩნდება. ესაა ერთგვარი მსახურება, და აქამდე მომწიფებაა საჭირო. ეს სიღრმიდან უნდა მოდიოდეს. მაგრამ თავად რწმენა იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამ პროცესს აჩქარებს.

გარდა ამ დონეებისა, არსებობს პლანეტა, როგორც ცოცხალი არსება, არსებობს კოსმოსი, და შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა, ზუსტად ისევე, როგორც ადამიანი, ამ ქვედა სხეულებსაც ფლობს და სულსაც. შეიძლება ითქვას, რომ პლანეტა, ესაა არსება, რომელმაც გარკვეული ევოლუცია გაიარა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც წარმატებულად განაგრძობენ თავის ევოლუციას, რაღაც უსაზღვროდ შორეულ მომავალში, შესაძლოა პლანეტის დონეს მიაღწიონ. და პლანეტის სული შეუდარებლად მაღალ დონეზეა, ვიდრე ადამიანის სული. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწა - ესაა ძალიან მაღალი დონის ღვთაების სხეული. და ყველა ამაღლებული ოსტატი დედამიწის სულის ცნობიერების ველში იმყოფება. ალბათ ვერ ვიტყვით, რომ ისინი უწყვეტად არიან მასთან დაკავშირებულნი. ალბათ მათ შეუძლიათ მოგზაურობა, მაგალითად, დედამიწის სულიდან მზის სულამდე. ანუ არსებობენ ფიზიკური პლანეტები (მარსი, იუპიტერი და ა.შ.) და არსებობენ ამ პლანეტების სულები, რომლებიც არც ასტრალური სხეულებია და არც მენტალური. და ოდესმე ჩვენც შეგვიძლია მივაღწიოთ პლანეტარული სულის დონემდე, თუ აქამდე ჩვენი ინდივიდუალობა რაღაც მიზეზებით არ გაქრება, რაც ჩემი აზრით ასევე შესაძლებელია. ასევე შეიძლება ვისაუბროთ ვარსკვლავების სულებზე, გალაქტიკების სულებზე და ა.შ. ეს ყველაფერი მატრიოშკასავით ერთმანეთის შიგნითაა.

დღეისათვის მაღალ სამყაროებსა და ჩვენს სამყაროს შორის გარკვეული ბარიერია და ისინი ძალიან შერჩევითად ურთიერთქმედებენ. მაგრამ, არსებობს პერიოდები, როდესაც ფიზიკური სამყაროს და მაღალი სამყაროების სიხშირეები ერთმანეთს უახლოვდება. და მაშინ ამაღლებული ოსტატების ჩვენს სამყაროში გამოვლენა გაცილებით უფრო ხშირ მოვლენად იქცევა ხოლმე. იმისთვის, რომ გავიაროთ ევოლუცია ადამიანური დონიდან ამაღლებული ოსტატის დონემდე, როგორც წესი საჭიროა ასეულობით ან ათასეულობით ინკარნაცია. და არავინ იცის, რომელ ეტაპზე იყოფება ყოველი ჩვენგანი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ადამიანის სტრუქტურა


I. მონადა, ანუ წმინდა სული, ზეციური მამა. ეს ასპექტი ასახავს ღვთ...

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

განდობის კარიბჭეები - შესავალი და თეორია


  ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში ავტორი: ფრანც ბარდონი მთა...

როგორაა მოწყობილი სამყარო


ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გ...

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - მესამე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ცოდნა, გ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff