ანგელოზთა კრებული

Admin
ოკულტიზმი
0
0

ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავალი და ავტორის წინასიტყვობა სა...

Angel Of Peace angels 10952900 426 414

ავტორი: იულია კრესველი

გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ

შესავალი და ავტორის წინასიტყვობა

საიდან მოდიან ანგელოზოები - მოკლე ისტორია

როცა იწყებ ანგელოზებზე წერას, ხვდები რომ ინფორმაციას მათზე ყველგან და ყველა კულტურაშია. მათ ვიპოვით, არა მარტო სასულიერო ტექსტებში, არამედ ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ სიმღერებში.

კი მაგრამ საიდან მოდის წარმოდგენა ანგელოზებზე ?

ის დაკავშირებულია ღმერთთან და მის უშუალო სამყაროსთან. ინდოეთიდან აზიამდე არის წარმოდგენა არსებებზე, რომლებიც ადამიანებსა და ღმერთს შორის დამაკავშირებლად ითვლებიან. ებრაულ ტომებში, ისევე როგორც ქრისტიანებთან(თუმცა ქრისტიანებთან ანგელოზების როლი ნაწილობრივად წმინდანებმა დაიკავეს] თუ ახლო აღმოსავლეთში, ყველაგან ვხვდებით ანგელოზებს, როგორც ღმეთის მაცნეებს და ადამინების დამაკავშირებლებს.

ბიბლიის პირველ თავებში ანგელოზები ხშირად არ არიან ნახსენები, ისინი გვევლინებიან უფრო ადამიანის ან ცეცხლის როლში. ახლა თუ ძველ აღთქმაში ისინი ნახსენები არიან როგორც მალაქი-Malek-angelos ანუ ციური გზავნილები/მაცნეები.

მასშემდეგ რაც იუდეველები დევნის პერიოდში ბაბილონურ კულტურას ეზიარნენ, იწყებენ ანგელოზების თაყვანისცემაც და ვითარდება ანგელოზთა კულტიც. სპარსელების რელიგია არის დუალისტური. მათ რწმენაში არსებობდა როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები, რამაც ხელი შეუწყო წარმოდგენას კეთილსა და დაცემულ ანგელოზებზე. ასე განვითარდა წარმოდგენები ანგელოზებზე, შემდეგ ქერუბიმებზე და სხვა ზეციურ ძალებზე. (კარგად არის ეს აღწერილი მერკაბაში-`Markhabh). წარმოიქმნა ანგელოზთა იერარქია რაც კარგად შეესიტყვებოდა სპარსული სამფოს იერარქიას. და ზოროატიზმიც, ზარატუსტრას-Zarathustra სწავლებაც, წარმოდგება ბაბილონური რწმენის სისტემიდან.

სხვა სხვადასხვა თქმულებები ლეგენდები ანგელოზებზე უნდა ვეძებოთ თვით ბიბლიაში. ასევე სხვადასხვა რელიგიაში და მათ სწავლებებში.

ანგელოზთა სახელები, იერარქები და რიცხვები - ანგელოზთა სახელების წარმომავლობა

მიუხედავად სხვადასხვა წყარებისა, არსებობს ანგელოზების უმარავი სახელები, თითქმის შეუძლებელია მათ დათვლა. მათ სახელებზე ბიბლია თუ ყურანი ბევრს არ ლაპარაკობს. მაგრამ არის სხვა წყაროები თუ წიგნები რომლებიც შეგროვლია აპოკრიფულ-Apocrypha წიგნებში (ასევე ფსოიდეგრაფიებში-Pseuidepigrapha ). ამჟამად მოიცავენ ეს წიგნები 65 ტექსტს. მათში ხშირად ვპოულობთ ინფორმაციებს ანგელოზებზე. უნდა ვახსენო მერკაბა-Mekhabah ან ჰეკალოტის-Hekalot ტექსტები. ამ ტექსტებში აღწერილია ცა, სადაც ულამაზეს სასახლეებში ანგელოზთა გუნდები ცხოვრობენ. აქედან მნიშვნელოვანია ენოქის პირველი, მეორე და მესამე წიგნი. ამ წიგნებში შეგვიძლია გავეცნოთ ანგელოზებზე ინფორმაციას. მაგრამ ეს წინგები საკმაოდ რთულად არის დაწერილი. ამის გარდა ცის მაცნეები ნახსენებია თალმუდის-Talmud წიგნი (მათ შორის მიშნა-Mishnah)

შუასაუკუნებში განვითარდა ფსოიდეპიგრაფიის მისტიკიდან კაბალის მისტიკა.
თუ თალმუდი ანგელოზებს ღმერთის ქმნილებად თვლიდა, შუასაუკუნეებში ადამიანებს უკვე შეეძლოთ ანგელოსების მოხმობა მათი სახელების წარმოთქმით. კაბალა შედგება ორი მთავარი წიგნისგან, სოჰარი-Sohar და სეფერ- იეცირა.Sefer Jezira (შემოქმედის წიგნისგან). შემდგომში კაბალადან განვითარდა ბევრი მაგიის ელემენტები. ანგელოზებმა დიდი ადგლი დაიკავეს მაგიაში, რადგან ისინი სხვადასხვა სიტუაციაშია ადამანებს ეხმარებიან და ეს მაცნეები მზად არიან ადამინების დასახმარებლად.

მოდი მივუბრუნდეთ ანგელოზების სახელებს. პირველად შემძლია ვახსენო ბიბლიიადან მიქაელი-Micha-el და გაბრიელი-Gabri-el. როგორც ცნობილია ელ -el არის ღმერთის ერთ ერთი სახელი. ასევე ანგელოზი ბარაქიელი-Baraqui-el, სინათლის ანგელოზი. ასევე დაბლოება იაჰ-yah, რომელიყ ებრაულ ენაზე ღმერთს ნიშნავს. ასვე იელ-iel, რომელიც ან ღმერთ ან ღმერთის ქმნილებას ნიშნავს. ჰანიელი-Hann-iel ნიშნავს ღმერთის მოწონებულს და მიქაელი ღმერთის კაცს. ასევე ი-i ნიშნავს ღმერთს. მაქიელი ნიშნავს ღმერთი არის ჩემი მეუფე. მაგრამ ეს აბდიელთან არ იქნებოდა სწორი..რადგან განმარტება იქნებოდა, ღმერთი მე მემსახურება. ასე რომ დაბოლოებბებს აქვს სხვადასხვანაირი მნიშვნელობა..რამაც შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს.

ანგელოზების მეორე კატეგორია დაყარებულია რიცხვთა მაგიაზე და ეს უკანასკნელი გვხვდებიან კაბალაში. და რადგან რიცხვებს და ასოებს მისტიური მნიშვნელობაა მიეწერებათ, შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციებიდან გამოვიყვანოთ წმინდა სახელები. ასეთ მექანიკურ ასოთა კომბინაციის დროს შეუძლება ბევრი სახელის წარმოთქმა შეუძლებელიც კი იყოს..მაგალითად პდგნერ. მესამე კატეგორიას მიეკუთვნება სიტყვები, რომლებიც არ წარმოდგება ებრაულ ენიდან.. რადგან ბევრი ტექსტი ითარგმნა რომაულად ან ბერძნულად, ბევრგან ანგელოზების სახელებს ვხვდებით ბერძნულ ენაზე.

რატომ გააჩნიათ ანგელოზთა სახელებს სხვადასხვანაირი ფორმები?

ის, რომ ანგელოზთა სახელებს, ბევრი სხვადასხვანაირი დაბოლოება აქვთ, მოდის იქიდან რომ, ხშირად სახელები ხელით იწერებოდა ან შთამომავლობას სიტყვიერად გადაეცემოდა. ამას ემატება თარგმანის დროს სახელების თარგმნის პრობლემატიკა. ებრაული და არამეული ენები შეიცავენ სხვა თანხმოვნებს თუ ხმოვნებს. ამიტომ წარმოითქმის სახელები სხვადასხვანაირად, როცა შევეცდები აგიხსნათ რომელიმე ანგელოზის თვისებები, მომიწევს ზოგჯერ რამდენიმე სახელის დასახელება. ავიღოთ K, Kh, Ch, G, Gh , ასევე საუკუნეების მანძილზე შეიცვალა თანხმოვნები, და სახელებიც წარმოთქმის დრო სხვადასხვანაირად ჟღერს.

ბევრი სანგელოზების სახელები წარმოდგება სემიტური ენებიდან, უმეტესად ებრაულ, არამეულ, სემიტურ და სირიული ენებიდან. ამ ენებს აქვს სამი თანხმოვნიდან სიტყვის ძირი, და მათში ხმოვნების ჩამატებით მიიღება სხვადასხვა მნიშვნელობები. ასე მოხდა ერთი ენიდან მეორე ენაზე სახელების კოპირება, რომლებიც სხვადასხვანაირად წარმოითქმის.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გამოითქმის ანგელოზების სახელები სხვადასხვანირად, შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ყველას არ წარმოეთქვა ანგელოზის სახელი და ცოდნა დაფარული ყოფილიყო.

ამ წიგნში მოვახერხე შემეკრიბა მნიშვნელოვანი ანგელოზების სახელები, წარმომავლობა თუ თვისებები, რომელიც ფსოიდეგრაფიაში არიან აღწერილები. ასევე ამ წიგნში შევიყვანე და ავღწერე დაცემული ანგელოზები.

ეს კრებული შედგენილია სხვადასხვა წიგნებიდან და წყაროებიდან.

ასევე მოკლედ ავღწერ რამდენიმე რელიგიას და ენას

რელიგიები

აკკადიელები არიან ერთერთი ძველი ერის წარმომადგენლები, რომლებიც ბაბილონის ჩრდილოეთით ახლანდელი ჩრდილო ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. აკკადიური ნიშნავს მათ ენას, კულტურას და რელგიას.

ქალდეელები იყვნენ ბაბილონური სახელწიფოს სხვა შტოის წარმომადგენლები. ისინი ისეთი ცნობილები იყვნენ მაგიური შესაძლებლობებით რომ მათ მეორე სახელად მაგებს და ჯადოქრებს უწოდებდნენ. ამის გარდა ამ სახელად იწოდება ქრისტიანული ეკლესიის ერთ ერთი გაშტოება ახლო აღმოსავლეთში.

გნოსტიციზმი გნოსტების რწმენას სვადასხვა კულტურული ფესვები გააჩნია, განსაკუთრებთ აღმოსავლეთ შუამდინარეთში. ასევე ვხვდებით გნოსტიციზმის სისტემაში სხვადასხვა განსხვავებებს. მაგრამ გნოსტიკები ღმერთს აღითქვამენ როგოც ტრანსცენდენტულ უმაღლეს ძალას. ამას მოსდევს მეორე ძალა (დემიურგი-Demiurg), რომელმაც სამყარო შექმნა, ამის შემდეგ მოიაზრება სფეროები (ეონები-Äonen) , რომლებიც ადამიენბს ღმერთისგან აშორებს და რომელზეც ბოროტი სული არხონი მბრძანებლობს.. ადამიანურის სული ღვთიურია და ისევ ღმერთამდე უნდა ამაღლდეს, რაც ღმერთის საიდუმლოს ცოდნის გნოზის (Gnosis) წყალობით არის შესაძლებელი. გნოსციტიზმს აქვს სხვადასხვა სკოლები და ქვედაჯგუფები ოპიანური-ophian და ოპიტინური-opiti. გნოსტები, სადაც გველს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ცოდნა გნოსტიციზმზე შემოგვინახეს ეკლესიის მამებმა, რომლებიც მასში ქრისტიანობის საშიშ ძალას ხედავდნენ, არადა ამ მიმდინარეობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ქრისტიანების და იუდევლების მწერლობის განვითარებაში.

კაბბალა ამ წიგში ფართოდ არის აღწერილი კაბბალა. ის მოიცავს მისტიური იუდაიზმის სხვადასხვა რწმენის მიმართულებებს, რომელიც შუასაუკუნეებში წარმოიშვა.

კოპტები არიან ეთიოპიის და ეგვიპტის მაცხოვრებლები. მათ ჯერ კიდევ ძალიან ადრე მიიღეს ქრისტიანობა, მაგრამ ამასთანავე მუდმივ კავშირში იყვნენ იუდეველებთან. მათ უნდა ვუმადლობდეთ უძველეს ტექსტებს და მათ შორის ენოქის პირველ წიგნს, რომელმაც დღემდე კოპტურ დიალექტზე ხელნაწერის სახით მოაღწია ჩვენამდე.

მანდეერები არიან ქრისტიანული მიმართულების გნოსტიკური სექტა. ისინი ცხოვრობენ ირაყში. თუმცა მათი უმეტესობა სხვადასხვა ქვეყანაშია გადახვეწილი.მათ აგრეთვე უწოდებენ ნაზორეებს-Nasoräer-Mandäer

ნეოპლატოინიზმი არის რწმენის ან ფილოსოფიური სისტემა, რომელიც პლატონის ნაწარმოებებიდან(205-270 n.Ch.) წარმოიშვა. დამყარებული რა პლატონის ათენურ ფილოსოფიზე შეერწყა ახლო აღმოსავლეთის მისტიკას სულიერი და მორალური განვითარების გზით.

Qumran/ქუმრანის მანუსკიპტრები, რომლესაც მკვდარი ზღვის ხელნაწერებსაც ეძახიან და ნაპოვნი იქნა 1947 წელს მკვდარი ზღვის ჩრდილო დასავლეთით თიხის კოკებში კონსერვირებული, დიდი მონაპოვარია ქრისტიანობის ისტორიაში. ფრაგმენტული ხასიათის მიუხედავად შეიცავს უამრავ ინფორმაციას იუდეურ მისტიციზმზე.

სამარიტელები არიან პატარა სექტა, რომლებიც იუდეიზმიდან განვითარდნენ და დღემდე იერუსალიმის ახლოს ცხოვრეობენ. მართალია აქვთ იგივე რწმენა მაგრამ მაინც განსხვავდებიან იუდევლებისგან.

იეზიდები არიან ქურთების სექტა, თუმცა ისინი თავს სექტად არ თვლიან. მათი რწმენა წარმოიშვა ზარატუსტრას, ქრიასტიანობის, ისმალის სუფის და გნოსტიციზმის სწავლებებიდან. მათ მაჰმადიანები სატანის თაყვანისმცემელსაც უწოდებენ. რადგან მათ სწამთ რომ ანგელოზი მალექი მოინანიებს თავის დაცემას და ისევ თავის ადგილს დაიკავებს ზეცაში.

ზოროასტრიზმი არის მოძღვრება წინასწარმეტყველი ზატატუსტრასი, მათ ინდოეთში პერსებს ეძახიან. ზარატუსტრა ცხოვრობდა ქრისტეშობამდე ორი საუკუნით ადრე და მისი მისი მოძღვრება დამყარებულია დუალიზმზე, კეთილი და ბოროტი ძალების არსებობაზე. ამ სწავლებამ შემდეგში ბევრ რელიგიაზე იქონია გავლენა.

ენები

არამეული არის ებრაულიდან წარმოშობილი ენა, რომელზეც ქრიატიანობს დასაწყისში პალესტინაში და მის მეზობელ ქვეყნებში საუბრობდნენ.სირიული ენაც არამეული ენაა.

ებრაული არის ძველი აღთქმის და იუდეურ სწავლებათა ენა.

კოპტური წარმოშობილია ეგვიპტური დიალექტებიდან.

სპარსული არის ზარატუსტრას ენა, ინდოევროპული ენა, რომელზეც ძველ სპარსეტში, ეხლანდელ ირანში ლაპარაკობენ.სოროატიზმის რელიგიური ტეხტები (ავესტა)დაწერილი იქნა ძველ სპარსულ ენასზე. მის მოგვიანებით ფორმას სპარსული ან ფარსი დაერქვა.

სლავური არის არის აღმოსავლეთევროპული ენა, რომელზეც აღმოსავლეთევროპის შუასაუკუნეების ეკლესიური ტექსტები იქმნებოდა. ენოქის მეორე წიგნი მარტო ამ ენაზეა მოღწეული.


 

serapims1

ანგელოზების არსი

როცა ჩვენ ვიწყებთ საუბარს ანგელოზებზე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა დროში და სხვადასხვა კულტურაში მათ განსხვავებულად ახასიათებდნენ და აღწერდნენ. ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა ევროპულ ყოფიერებაში ანგელოზებზე (ვგულისხმობ ხალხურს) სრულიად განსხვავდება ადრინდელ წარმოდგენებზე. ჩვენ აღვწერთ ანგელოზებს ადამიანის მსგავს, ნაზ, ღვთიურ, სიფრიფანა, გრაციოზულ გრძელ სამოსელში გახვეულ ფრთიან არსებებს, ანდა როგორც გაბრწყინებულებს და ზოგჯერ როგოც პატარა ფრთიან ბავშვებს (Putten-lat. პატარა ბიჭი).

ადრეულ დროის წარმოდგენებში ისინი არ გავდნენ ადამიანებს (მათ შორი საყდარნი-Hayyot და ქერუბიმები-Cherubim). მათ აღწერდნენ ისეთი სიმაღლის არსებებად, რომლებიც დედამიწიდან ცას სწვდებოდნენ და მათი ფრთები ცას ფარავდნენ და ამ ღვთაებრივ ცეცხლში გახევულ არსებებს უამრავი ფრთები და თვალები ჰქონდათ. ენოქის წიგნის 2, 30 თანახმად ამ ანგელოზებმა შექმნეს ადამიანის გონიერება და ინტელექტი.

გინზბერგი იუდეველთა ლეგენდების შესწავლის შემდეგ წერდა, რომ ანგელოზები შექმნილი ცეცხლისგან, მართლა ცეცხლოვანები არიან, მაგრამ იქამდე ვიდრე ზეცაში იმყოფებიან. მაგრამ როგორც კი ისინი მიწაზე ღმერთის ნების აღსასრულებლად ეშვებიან, იცვლიან არსს და გარდაიქმნებიან ქარად ან იღებენ ადამიანურ სხეულს.

ანგელოზები იყოფიან ათ სხვადასხვა დასად ან იერარქიად. მსახური ანგელოზნი, რომლებიც მიწიერ სამყაროსთან შეხებაში იყვნენ, ზეცაში ასვლისას უნდა განიწმინდონ. ისინი განიბანებიან შვიდგზის ცეცხლის და ალის ქარიშხალში, 365 ჯერ იმოწმებენ თავს, რომ მართლა განიბანენ მიწიერისგან. და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ თავს უფლებას ავიდნენ ზეციურ კიბით მეშვიდე ცაზე, ჰაშმალებთან-Hashmal და საყდრისებთან-Hayyot ერთად ღმერთის გარშემო ტახტის გარშემო იმყოფებოდნენ და მილიონობით ცეცხლოვანი გვირგვინით და ცეცხლოვანი სამოსით შემოსილები ერთ ხმაში და მელოდიში ადიდებენ ღმერთს.

16 საუკუნეში რაზიელის (das Buch Raziel) სლოანის წიგნში (Sloane-Handschrift) გვიყვება შემდეგს, რომ ჰერმეს ტრისმეგისტრმა თქვა, რომ დედამიწზე ასეთი სულები შეიძლება ვიხილოთ: ზოგიერთი მართლა ანგელოზია, რომლებიც, როგორც ალი და ვარსკვლავი ბრწყინავენ და ანათებენ, და წინასწარმეტყველნიც მათ ანგელოზებს უწოდებენ. სხვები არიან ჰაერის სულები და ანათებენ სხვადასხვა ფერებში, მაგალითად მწვანე, ზოგი მართგანიც ცეცხლოვანად მოელვარე და წითელია, ზოგი მათგანი წყლის სისტემისგან შედგება და ისინი თეთრნი, ვერცხლისწყლისმაგვარი, და პრიალა რკინას გვანან. ზოგიერთი ჰაერის თეთრი ბურთივითაა, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტში შემოდიან და საბოლოოდ არის დაბალი ამღვრეული შავი ფორმები, მათ ეშმაკებს უწოდებენ.

ამასთან აღსანიშნავია რომ ანგელოზები ადამინივით არ ჭამენ.

როცა მიქაელი , გაბრიელი და რაფაელი როგორც სამი მამაკაცი აბრაამს და სარას ესტუმრნენ (გენეზისის წიგნი 18) და მათთან ერთად მიუსხდებიან სუფრას, თვითონ კი არ ჭამენ, არამედ ღვთაებრივი ცეცხლში შედიოდა საკვები.

მაგრამ ყველა ანგელოზი არაა კარგად წარმოდგენილი, მაგალითად სატანიელი, რომელმაც არ ინება თაყვანი ეცა ღმერთის ქმნილება ადამისთვის. არსებობენ სხვა ანგელოზებიც რომლეთაც არ უნდათ რომ ადამინი ზეცაში ავიდეს, აგრეთვე შეიძლება გავიხსენოთ ის ზეციური არსებანი, რომლებიც მოსეს აბორკილებდნენ კანონის გამოცხადებაში.

ანგელოზთა იერარქია

serapims2

ციური იერარქიას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად აღგვიწერს. უმნიშვნელოვანესია წყაროა დიონისე არეოპაგელის ზეციური იერარქია. ის გარდაიცვალა ახალწელთაღიცხვის 5 საუკუნეში. მას აგრეთვე უწოდებენ ფსევდო დიონისუს, რადგანაც იგი გათანაბრებულია პირველსაუკუნეებში მცხოვრებ ეპისკოპოსთან, რომელიც მოციქულმა პავლემ მოაქცია.

მაგრამ როცა მის ნაწერებეს ვეცნობით, შეუძლებელია მას პირველ საუკუნეში ეცხოვრა. მისი ნაწერების თანახმად, ანგელოზთა დასი იყოფა 3 იერარქიად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ სამი დასისგან შედგება.

I 1 სერაფიმები           II  1 ხელმწიფებანი      III 1 მთავრობანი
   2 ქერუბიმები             2 უფლებანი                2 მთავარანგელოზნი
   3 საყდარნი-Hayyot.    3 ძალნი                        3 ანგელოზნი

რაც შეეხება იუდეველთამ მოძღვრებას ისინი ამ იერარქიას 10 საფეხურად ყოფენ, მოსე მაიმონიდე დაყო 12 საუკუნეში იერარქია ამგვარა:

1-HAYYOT        4-HASHMALIM    7-ELOHIM 10-ISHIM
2-OPHANIM      5-SERAPHIM       8-BENE ELOHIM
3-ERELIM          6-MALAKHIM      9-CHERUBIM

ხოლო სოჰარში 1275 ამგვარად აყალიბებენ იერარქიას:

1-MALAKHIM     4-HAYYOT          7-ELIM 10-ISHIM
2-ERELIM           5-OPHANIM        8-ELOHIM
3-SERAPHIM.     6-HASHMALIN   9-BENE ELOHIM

მაჰმადიანებთან არ ვხვდებით ასეთ იერარქიებს არ ვხვდებით.

ანგელოზთა დასის აღწერა

სერაფიმები

ესაიას წიგნის (Jesaja) 6,2-7 მიხედვით ამ უმაღლესი კატეგორიის ანგელოზს აქვს 6 ფრთა, რომლეთაგანაც ორი იფარავს სახეს, ორით ფეხებს და ორით დაფრინავს. ამით გავს ის ექვსფრთიან ღმერთს ელ კრონოს, რომელზეც ევსები კესარიელი (Eusebious von Caesare) წერდა, რომ მას ახლო აღმოსავლეთში აღმერთებდნენ, იმყოფებიან სერაფიმები უფლის ტახტის გარშემო და ერთმანეთს შესძახიან «წმინდაა წმინდაა წმინდაა უფალი ჩვენი, და მისი დედებულებით არის ქვეყანა სავსე.»

ეს ლოცვა აღებულია მთავარ ლოცვად ეკლესიებში. ენოქის წიგნებში და სხვადასხვა მერკაბა ლიტერატურაში ახსენებენ მათ როგოც უფლის ტახტს გარსშემო მყოფ უფლსადმი ხოტბის შემსხმელ ანგელოზებს. ხშირად ისინი შიშის მომგვრელ არსებებადაც კი არიან მოხსენებულნი: «ცეცხლოვანმა სერაფიმებმა მზერა მომართეს ჩემსკენ, მე შეშინებულმა უკან დავიწიე და მიწაზე დავეცი, დამთრგუნეს მათთმა ცეცხლოვანმა თვალების და სახის ბრწყინვალებამ» (ენოქი 1, 3)

გინზბერგის გადმოცემით, რომელიც დამყარებულია ერთ ერთ იუდეურ ხელნაწერზე, წელიწადში ერთხელ სერაფიმები უახლოვდებიან სულთან სამყაროს, აშინებენ მათ, რომ ადამიანებს სულებმა ზიანი არ მიაყენონ.

ენოქის 3,26 თანახმად არსებობს 4 სერაფიმი, მდგომარე ქვეყნის ოთხივე სამყაროს მხარისთვის. მათ აქვთ 6 ფრთა, რომლეც შემოქმედის 6 დღეს შეესიტყვება, 16 სახე, ისეთი მანათობელი და ბრწყინვალე, რომ თვით ქერუბიმებსაც კი უჭირთ მათი მზერა. სახელი «სერაფ» წარმოდგება მწველისგან. და ეს სახელი მიენიჭათ, რადგან მათ (ენოქის 3 წიგნი) ის ფილა დაწვეს, რომელზეც სატანამ, სამმაელმა და დუბბიელმა ისრაელის ტომის ცოდვები ჩამოწერეს. მათ ეს ფილა გადასცეს, რომ უფალს მათ ცოდვები წაეკითხა, მაგრამ უფალს ისინი თვალით არ უნახავს, რადგანაც სერაფიმებმა ეს ნაწერები გაანადგურეს.

ადამის ტესტამენტის (ანდერძის) მიხედვით სერაფიმები უფლის შინაგან არსებას ემსახურებიან. ზოგიერთი მაგიური ტექსტის მიხედვით, ისინი ჰაერზე ბატონობენ. მოსე მაიმონდის მიხედვით სერაფიმები 5 ცაზე, ხოლო, სოჰარის ტექსტით მეორე ცის იერარქიაზე დგანან. მაგრამ ქრისტიანულ იერარქიაში, რომელიც დიონისუს ნაწერებს ემყარება, ისინი უმაღლესი ანგელოსთა დასია.

ფერწერაში ისინი ნაწერია, როგორც ერთ, ორ ან სამი წყვილი წითელი ფრთებით. ზოგჯერ მათ ერთი სახით ხატავენ, რომელიც ფრთებით არის შემოსაზღვრული. თუ მათ მთლიანდ ხატავენ, მაშინ ფეხშიშველ სერაფიმებს მახვილი ან სანთელი უკავიათ ხელში.

სერაფიელი - SERAPHIEL, SERAPIEL ენოქის მესამე წიგნის მიხედვით სერაფიმთა მთავარსარდალია. «ის გავს სახით ანგელოზს და ტანით არწივს.» ის ასწავლის სხვა ანგელოზებს, თუ როგორ ადიდონ უფალი. რაზაელის წიგნში (სლოანის ხელნაწერებში) ის არის ჩრდილოეთში მეოთხე ცის მბრძანებელი. აგრეთე იაოხელი(JAOCHEL) არის სერაფიმების წინამძღოლი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ადამიანის სტრუქტურა


I. მონადა, ანუ წმინდა სული, ზეციური მამა. ეს ასპექტი ასახავს ღვთ...

როგორაა მოწყობილი სამყარო


ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გ...

ფულის შვიდი ოკულტური რიტუალი


ავტორი: ჰენრი არჩერი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე MAGMA-ს ადმი...

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff