I. მონადა, ანუ წმინდა სული, ზეციური მამა.
ეს ასპექტი ასახავს ღვთაების სამ ასპექტს:
1. ნება, ანუ ძალაუფლება — მამა.
2. სიყვარული-სიბრძნე — შვილი.
3. აქტიური ინტელექტი — სულიწმინდა.
ადამიანი მასთან შეხებაში მხოლოდ ბოლო განდობების შემდეგ მოდის, როცა იგი თავისი მოგზაურობის დასასრულს უახლოვდება და სრულყოფილი ხდება. მონადა აისახება
II. ეგოში, მაღალ „მე“-ში, ანუ ინდივიდუალობაში.
პოტენციურად ეს ასპექტი არის:
1. სულიერი ნება — ატმა.
2. ინტუიცია — ბუდჰი. სიყვარული-სიბრძნე, ქრისტეს პრინციპი.
3. უმაღლესი ანუ აბსტრაქტული ჭკუა — უმაღლესი მანასი.
ეგო თანდათანობით იწყებს თავისი ძლევამოსილების გამოვლენას წინწასულ ადამიანებში, გამოცდების გზაზე, სანამ ბოლოს მესამე განდობის მომენტში უმაღლესი „მე“-ს კონტროლი დაბალ „მე“-ზე სრულყოფილი არ ხდება, და უმაღლესი ასპექტის ენერგია შეგრძნებადი ხდება. ეს ირეკლება
III. პიროვნებაში ანუ დაბალ "მე"-ში. ესაა ადამიანი ფიზიკურ პლანზე.
ეს ასპექტიც ასევე სამმაგია:
1. მენტალური სხეული — დაბალი მანასი.
2. ემოციური სხეული — ასტრალური სხეული.
3. ფიზიკური სხეული — მყარი ფიზიკური და ეთერული სხეულები.
ამიტომ მიმდინარე პერიოდში ევოლუციის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მიიყვანოს ადამიანი ეგოისტური ასპექტის გაცნობიერებამდე და დაუმორჩილოს დაბალი ბუნება ეგოს კონტროლს.
ელის ბეილის წიგნიდან — „განდობა - ადამიანური და მზის“