განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური

Admin
ოკულტიზმი
0
1

ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნაწილი განდობა I პრაქტიკა პირ...

pentagram

ავტორი: ფრანც ბარდონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

მეორე ნაწილი

განდობა I

პრაქტიკა

პირველი საფეხური

შევუდგეთ განდობის პრაქტიკულ მხარეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სხეული, სამშვინველი და სული ერთდროულად უნდა ვავარჯიშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძებელია მაგიური წონასწორობის მოპოვება და მისი შენარჩუნება. თეორიულ ნაწილში მკაფიოდ ავხსენი ცალმხრივი განვითარების საშიშროება. არაა რეკომენდებული განვითარების დაჩქარება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარი წინაპირობებია: მოთმინება, ამტანობა და შეუპოვრობა. განვითარებისთკენ მიმართული ძალისხმევა უხვად დაჯილდოვდება. ვისაც სურს, რომ მაგიის გზაზე დადგეს, რეგულარული ვარჯიში წმინდა მოვალეობად უნდა აქციოს. ახლობლებთან მიმართებაში ყოველთვის კეთილნი, დიდსულოვანნი და შენწყნარებელნი უნდა ვიყოთ, საკუთარი თავის მიმართ კი პირიქით, მკაცრნი. მხოლოდ ასეთი ქცევითაა შესაძებელი მაგიაში წარმატების მიღწევა. არასოდეს განიკითხოთ და გააკრიტიკოთ. ჯერ საკუთარი კარის წინ გამოგავეთ. საკუთარ სანუკვარ სამყაროში (sanctuary) არავინ შემოუშვათ. მაგი არასოდეს საუბრობს თავის გზაზე, აღმასვლასა და წარმატებებზე. დუმილში უზარმაზარი ძალაა დაფარული და რაც უფრო მკაცრად იქნება დაცული ეს მცნება, მით უფრო ადვილად მოსაპოვებელი გახდება ეს ძალები. უნდა მოაწყოთ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ სრულყოფას. სულაც არაა საჭირო საათობით ლუდის წრუპვა და უფერულ საზოგადოებაში დროის გატარება. დრო წყალივით მიედინება და უკან აღარასოდეს ბრუნდება. უნდა განვსაზღვროთ საკუთარი თავისთვის დროის გარკვეული მონაკვეთი და აუცილებლად დავიცვათ იგი. გამონაკლისები დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ადამიანი — ჩვევის მონაა, და მოცემულ საათზე მიჩვეული, თავად მოინდომებს უკვე წესად ქცეული ვარჯიშის შესრულებას. ისევე, როგორც ჭამის, სმის და ძილის ჩვევა გამომუშავდება, ასევე ეხება საქმე ვარჯიშებსაც: ისინი ჩვევად უნდა იქცნენ. მხოლოდ ასეა შესაძებელი წარმატების მიღწევა. შრომის გარეშე ჯილდო არ არსებობს. მე შევეცადე ისეთი სახით შემედგინა ინსტრუქცია, რომ იგი ყველაზე დაკავებულ ადამიანზე ყოფილიყო გათვლილი. ხოლო თუ ადამიანს საკმარისი დრო აქვს, მაშინ მას შეუძლია ერთდოულად დაკავდეს ორი ან მეტი ვარჯიშით.

სულის მაგიის შესწავლა (I)

აზრების კონტროლი და დისციპლინა, აზროვნების დაუფლება

მოხერხებულად დაჯექით სკამზე ან წამოწექით სავარძელში. მოადუნეთ მთელი სხეული, დახუჭეთ თვალები და 5 წუთის განმავლობაში დააკვირდით თქვენს აზრთა დინებას, ეცადეთ დაიმახსოვროთ იგი. თავდაპირველად გაგახსენდებათ, რომ თავს დაგატყდათ ის ფიქრები და დარდები, რომლებიც ეხება ყოფით, პროფესიულ ან სხვა საქმიანობას. ეცადეთ განეწყოთ ამ ფიქრებისადმი, როგორც გარეშე დამკვირვებელი, სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად. იმის მიხედვით, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებით მოცემულ მომენტში, ეს სავარჯიშო ან მარტივად მოგეჩვენებათ, ან რთულად. მთავარია არ დაკარგოთ აზრთა სვლა და ყურადღებით ადევნოთ თვალყური. არც კი იფიქროთ ამ სავარჯიშოს დროს ჩაძინება. თუ დაღლილი ხართ, მაშნვე შეწყვიტეთ ეს ვარჯიშ და სხვა დროისთვის გადადეთ, მტკიცე განზრახვით, რომ დაღლილობას არ დანებდებით. ინდოელები, მაგალითად , იმისთვის, რომ ძვირფასი დრო არ დაკარგონ, ასე იქცევიან: ისინი ან ცივ წყალს ისხამენ სახეზე, ან სახეს და სხეულს (წელსზემოთ) სველი ნაჭრით იზელენ, რათა სიფხიზლე შეინარჩუნონ. შეიძლება ასევე ვარჯიშის წინ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაკეთებაც, რათა მოვიშოროთ ძილიანობა და დაღლილობა. ყოველი მოსწავლე დროთა განმავლობაში მიმართავს მსგავს ზომებს. აზრების კონტროლის ეს სავარჯიშო სრულდება დილას და საღამოს.

საჭიროა ყოველდღე ერთი წუთით გავზარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობა. ერთი კვირის შემდეგ შეგვეძლოს მინიმუმ 10 წუთი ვადევნოთ თვალყური საკუთარ აზრებს ისე, რომ ოდნავაც კი არ გაგვექცეს ყურადღება. დროის ასეთი შუალედი განსაზღვრულია საშუალო-სტატისტიკური ადამიანისათვის. იმ შემთხვევაშ, თუ ეს დრო არასაკმარისად მოგეჩვენებათ, შეგიძიათ საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოთ იგი. ყოველ შემთხვევაშ ამას სრული სერიოზულობით და დაკვირვებით უნდა მიუდგეთ, რადგანაც აჩქარებას აზრი არ აქვს. ყოველი ადამიანის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფრო წინ წასვლა, სანამ ბოლომდე არ დაეუფლებით წინამდებარე სავარჯიშოს.

დაკვირვებული მოსწავლე მაშინვე შეამჩნევს, რომ თავიდან აზრები თავზე ეყრება და ელვისებურად გაიელვებენ ხოლმე, ამიტომ თავდაპირველად გაუჭირდება ბევრი, სრულიად განსხვავებული აზრის გახსენება. მაგრამ ერთიდან მეორე სავარჯიშომდე იგი დაინახავს, რომ აზრები უფრო და უფრო ნაკლებად ქაოტური ხდება, წესრიგდება სანამ ბოლოს უკვე რამდენიმე აზრი, თითქოს შორიდან არ ამოტივტივდება ხოლმე ცნობიერებაში.

აზრების ამ კონტროლს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგანაც მაგიურ განვითარებაში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, და ამას ყოველი თქვენგანი მოგვიანებით საკუთარი გამოცდილებითაც აღმოაჩენს. იმ პირობით, რომ ეს სავარჯიშო სრულებითაა დამუშავებული, და რომ ყოველი თქვენგანი პრაქტიკულად დაეუფლა მას, უკვე შეგვიძლია სწავლა განვაგრძოთ, სახელდობრ: მენტალური ვარჯიში.

ამგვარად ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი აზრების კონტროლი. შემდეგი სავარჯიშო მდგომარეობს იმაში, რომ ის აზრები, რომლებიც არასასურველნი არიან, მაგრამ მაინც გვიძვრებიან თავში, არ მივუშვათ საკუთარ სულამდე. მაგალითად, უნდა შეგვეძლოს, რომ არ დავკავდეთ სამუშაოთი და არ დავაკაოთ საკუთარი თავი საზრუნავით, როდესაც სამსახურიდან სახლში მოვედით. უნდა გამოვრიცხოთ ყველა აზრი, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ჩვენს პირად ცხოვრებასთან, და მივაღწიოთ იმას, რომ სახლში შესვლისთანავე სრულიად სხვა ადამიანად ვიქცეთ. და პირიქით: თუ სამსახურში ვართ, ჩვენს საქმიანობას უნდა დავუთმოთ ყველა ფიქრი და არ დავუშვათ, რომ მათ შორს, სახლში ან სადმე სხვაგან იტრიალონ.

ეს უნდა აკეთოთ იმდენ ხანს, სანამ ჩვევად არ გექცევათ. პირველ რიგში უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ ყველაფერი, რასაც სამუშაოზე ან სახლში აკეთებთ, სრული გაცნობიერებულობით შეასრულოთ, მნიშვნელობა არ აქვს საქმე ეხება მსხვილმანს თუ წვრილმანს.

აუცილებელია, რომ ეს სავარჯიშო მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ვატაროთ, რადგანაც იგი ლესავს სულს, აძლიერებს ცნობიერებას და მეხსიერებას. თუ მოცემულ ვარჯიშში საჭირო თვისებებს მიაღწიეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგზე. იგი მდგომარეობს იმაში, რომ შეინარჩუნოთ ერთადერთი აზრი ან ერთადერთი იდეა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი აზრები, რომლებიც მასში ძალით ერევიან, მედგრად ჩავახშოთ. აირჩიეთ თქვენი სურვილით აზრის ან იდეის რაიმე დინება ან რაიმე შესაბამისი წარმოდგენა. მთელი ძალით ჩაეჭიდეთ ამ აზრს. ყველა დანარჩენი აზრი, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ამ აზრთან, ენერგიულად გააძევეთ. თავდაპირველად ამას მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაშ შეძლებთ, შემდეგ რამდენიმე წუთით. უნდა მიაღწიოთ იმას, რომ შეძლოთ აზრის შენარჩუნება მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. თუ ესეც შეძელით, მზად ხართ შემდეგი სავარჯიშოსთვის.

შემდეგი სავარჯიშოს სახით უნდა შევქმნათ აზრთა სრული არარსებობის მდგომარეობა. მოხერხებულად მოთავსდით სავარძელში, საწოლზე, ან დაჯექით სკამზე და მოადუნეთ მთელი სხეული. დახუჭეთ თვალები. ენერგიულად განაგდეთ ნებისმიერი გაჩენილი აზრი. თქვენს სულში არაფერი არ უნდა გაჩნდეს. უნდა სუფევდეს მხოლოდ აბსოლუტური სიცარიელე. შეინარჩუნეთ ამ სიცარიელის მდგომარეობა ისე რომ არ მოცდეთ და არც საკუთარი თავი დაგავიწყდეთ. თავდაპირველად ამას მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლებთ, მაგრამ განმეორებითი ვარჯიშებისას ეს უკეთ გამოგივათ. ვარჯიშს მიზანი მიღწეული იქნება, თუკი შეძლებთ, რომ ამ მდგომარეობაში მინიმუმ 10 წუთი დაჰყოთ ისე რომ თავდავიწყებას ან ძილს არ მიეცეთ.

თქვენი წარმატებები, წარუმატებლობები, ვარჯიშების შესრულების დრო და ხანგრძლივობა აკურატულად ჩაინიშნეთ მაგიის შესწავლის დღიურში (დაწვრილებით ამის შესახებ იხილეთ სამშვინველის მაგიის შემსწავლელ თავში). ეს აუცილებელია თქვენი თვითკონტროლისთის. რაც უფრო გულდასმით გააკეთებთ თავიდანვე ამ ყველაფერს, მით უფრო სწრაფად და წარმატებულად გაუმკლავდებით დანარჩენ სავარჯიშოებსაც. მოინიშნეთ მომავალი დღისთვის ან მომავალი კვირისთის დღის ზუსტი განრიგი. იყავით თვითკრიტიკულნი.

 

სამშვინველის მაგიის შესწავლა (I)

ინტროსპექცია ანუ თვითშეცნობა

თქვენ ნებისმიერ დროს უნდა შეგეძლოთ ბრწყინვალედ ორიენტირება საკუთარ «ბინაში», რაშიც იგულისხმება ჩვენი სხეული და სამშვინველი. ამიტომ პირველ ამოცანას საკუთარი თავის შეცნობა წარმოადგენს. ასეთ პირობას ადამიანს ნებისმიერი განდობის სისტემა უყენებს, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი. თვითშეცნობის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სრულყოფა. სამშვინველის სწავლების პირველ დღეებში საჭიროა დავკავდეთ ინტროსპექციით, ანუ თვითშეცნობით. აიღეთ თქვენი დღიური (მაგიის რვეული) და ჩაწერეთ თქვენი სამშვინველის ყველა უარყოფითი მხარე. ეს დღიური განკუთვნლია პირადი მოხმარებისთვის, მისი ჩვენება არავისთვის არ შეიძლება. ეს თქვენთვის ერთგვარი კონტროლის წიგნია. თქვენი შეცდომების, ჩვევების, ვნებების, მოთხოვნილებების და ხასიათის სხვა ულამაზო თისებების კონტროლისას საკუთარ თავს ძალიან მკაცრად უნდა მოეპყრათ. იყავით უკომპრომისო საკუთარი თავისადმი და არ შეაფერადოთ თქვენი შეცდომები და ნაკლოვანებები. იმედიტირეთ და იფიქრეთ საკუთარ თავზე, დააყენეთ თქვენი თავი წარსულის სხვადასხვა სიტუაციებში, როგორ მოიქეცით იმ დროს და იმ ადგილას, როგორი ნაკლოვანებები გამოავლინეთ და რა შეცდომები დაუშვით ამ სიტუაციაში. შეიტანეთ რვეულში თქვენი ყველა სისუსტე, ყველაზე ნატიფი ნიუანსებისა და ვარიაციების ჩათვლით. რაც უფრო მეტს აღმოაჩენთ მსგავსს, მით უკეთესი. არაფრის დამალვა არაა საჭირო, უნდა გააშიშვლოთ ყველაფერი, იქნება ეს უხეში შეცდომები და სისუსტეები თუ მცირედი ნაკლოვანებები. განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეები ახერხებენ ასეულობით შეცდომის აღმოჩენას მათ ყველაზე ნატიფ ნიუანსებში. ასეთი მოსწავლეები მედიტაციის და საკუთარ სამშვინველში ღრმად შეღწევის კარგ უნარს ფლობენ.

ბოლომდე დაასუფთავეთ თქვენი სამშვინველი, გამოყარეთ მთელი ჭუჭყი და ნაგავი. ეს თვითანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სავარჯიშოა მაგიაში. ბევრი ოკულტური სისტემა უგულვებელჰყოფს ამ სავარჯიშოს, ამიტომ მხოლოდ უმნიშვნელო შედეგებს აღწევს. სამშვინველის ეს წინასწარი სამუშაო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანს მაგიური წონასწორობისთვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია გეგმაზომიერი აღმასვლა და სრულყოფა. რამდენიმე წუთი დღეში თვითკრიტიკას უნდა დაუთმოთ.

როცა დღის განმავლობაში რამდენიმე თავისუფალ წუთს იპოვნით, გამოიყენეთ იგი იმის ინტენსიური გააზრებისთვის, ხომ არ დაგრჩათ კიდევ რაიმე ფარული შეცდომა. თუ იპოვნით, მაშინვე ქაღალდზე გადაიტანეთ, რათა არც ერთი მთგანი დავიწყებას არ მიეცეს. ყოველთვის, როდესაც შეცდომას გაიხსენებთ, არ დააყოვნოთ, მაშინვე ჩაიწერეთ. თუ ვერ ახერხებთ ერთი კვირის განმავლობაში ყველა თქვენი ნაკლოვანების აღმოჩენას, მიუძღვენით ამ კვლევას მომდევნო კვირა, სანამ ე.წ. «თქვენი შეცდომების რეგისტრი» ბოლოდმე არ შეივსება.

თუ ამას ერთი ან ორი კვირის განმავლობაშ მორჩით, გადადით შემდეგ სავარჯიშოზე. ეცადეთ ინტენსიური გააზრების შემდეგ ყოველი თქვენი ნაკლოვანება ამა თუ იმ ელემენტს მიაკუთვნოთ. დღიურში ყოველი ელემენტისთვის ცალკე რუბრიკა გამოყავით, რომელშიც ჩქვენს შეცდომებს და ნაკლოვანებებს ჩაწერთ. ის შეცდომები, რომლებიც არ იცით რომელ ელემენტს მიაკუთვნოთ, განათავსეთ რუბრიკაში - «გაურკვეველი». მოგვიანებით, თქვენი განვითარების პროცესში, შეგეძლებათ რომ ყოველი შეცდომისთვის განსაზღვროთ შესაბამისი ელემენტი. ასე მაგალითად, ცეცხლის ელემენტს მიეწერება უეცარი რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი, შურისძიება. ჰაერის ელემენტს — ქარაფშუტობა, ტრაბახი, ჭორაობა, ლაყბობა, ამაოდმეტყველება, მფლანგველობა. წყლის ელემენტს — ინდიფერენტულობა, ფლეგმა, გულის სისასტიკე, ფრიგიდულობა, გულცივობა, სიზარმაცე, მლიქვნელობა, პირმოთნეობა, დაუდევრობა, ზედმეტად მორცხვობა, ამპარტავნობა, უტიფრობა, არამდგრადობა, მერყეობა. და ბოლოს, მიწის ელემენტს — სიზარმაცე, უსინდისობა, სევდა (მელანქოლია), არარეგულარულობა, ადვილად განაწყენება, ანომალიურობა, სიჩლუნგე, მძიმე ხასიათი.

შემდეგი კვირის განმავლობაში იმედიტირეთ თვითოეულ რუბრიკაზე და გაყავით ისინი სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიაკუთვნეთ ყველაზე უხეში შეცდომები, რომლებმაც ყველაზე ნეგატიური სახით იმოქმედეს თქვენზე, და რომლებიც პირველივე შესაძლებლობისთანავე, უმნიშვნელო მიზეზით ვლინდებიან. მეორე ჯგუფში ჩაწერეთ შეცდომები, რომლებიც უფრო იშვიათად ვლინდებიან და არც ისე ღრმანი არიან. და ბოლოს, მესამეში, — ის ნაკლოვანებები განათავსეთ, რომლებიც მხოლოდ დროდადრო მჟღავნდებიან და საკმაოდ სუსტად ვლინდებიან. ამგვარად უნდა ვიმუშაოთ ყველა ელემენტის სამივე ჯგუფზე და ასევე „გაურკვეველ“ (არადიფერენცირებულ) შეცდომებზეც. გულდასმით დაამუშავეთ ყველაფერი. ეს ღირს ამად.

სწორედ ასევე უნდა იმუშაოთ სამშვინველის დადებით მხარეებზე. ისინიც შესაბამის რუბრიკებში განათავსეთ, და აქაც არ დაგავიწყდეთ სამ-სამი ჯგუფი. ასე, მაგალითად ცეცხლის ელემენტს მიაწერეთ აქტივობა, ენთუზიაზმი, სიმტკიცე (firmness), გამბედაობა, გულადობა. ჰაერის ელემენტს — გულმოდგინება, ბეჯითობა, სიხარული, სიმარჯვე, გულკეთილობა, გატაცება, გულისთქმა (lust), ოპტიმიზმი. წყლის ელემენტს — თავმდაბლობა, მორიდებულობა, თავშეკავება, გზნება, აღფრთოვანება, თანაგრძნობა, სიმშვიდე, სინაზე, მიმტევებლობა. ხოლო მიწის ელემენტს — პატიოსნება, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გამძლეობა, სიმყარე, კეთილსინდისიერება, საფუძვლიანობა, ზედმიწევნითობა, სიდინჯე, წინდახედულობა.

ამ სამუშაოს წყალობით თქვენ მიიღებთ ორ ე.წ. «სულის სარკეს»: შავ სარკეს — თქვენი სამშვინველის უარყოფითი მხარეებით და თეთრ სარკეს — ხასიათის დადებითი, კეთილშობილური შტრიხებით. ორივე ეს მაგიური სარკე შეგვიძლია ჩავთვალოთ ოკულტურ სარკეებად, და ამასთან, არავის მათი მფლობელის გარდა, არ აქვს მათში ჩახედვის უფლება. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსწავლე უნდა ესწრაფვოდეს, რომ მკაფიოდ და კეთილსინდისიერად დაამუშავოს თავისი სარკეები. თუ საკუთარი განვითარების პროცესში მას თავში მოუვა ესა თუ ის დადებითი ან უარყოფითი თვისება, ყოველთვის შეუძლია ჩაამატოს შესაბამის რუბრიკაში. ეს ორი მაგიური სარკე შესაძლებლობას აძლევს მაგს, რომ საკმაოდ ზუსტად განსაზღვროს, რომელი ელემენტი ჭარბობს მისთვის თეთრ, და რომელი შავ — სარკეში. მაგიური წონასწორობის მოსაპოვებლად ეს ცოდნა უკიდურესად მნიშვნელოვანია და შემდგომი განვითარებაც ამაზეა დამოკიდებული.

სხეულის მაგიის შესწავლა (I)

მატერიალური ანუ ხორციელი სხეული

სხეულის, ანუ გარეთა გარსის განვითარება გვერდი-გვერდ უნდა მიჰყვებოდეს სულის და სამშვინველის განვითარებას. ჩვენი «მე»-ს არც ერთი ნაწილი არ უნდა ჩამორჩეს, და არც ერთი მათგანი არ უნდა უგულვებელვყოთ. დილით, გაღვიძებისთანავე, აუცილებელია დაიზილოთ სხეული რბილი ჯაგრისით იმდენ ხანს, სანამ კანი ვარდისფერი არ გახდება. ამით გაიხსნება ფორები და სუნთქვა გაგიადვილდებათ. გარდა ამისა საკმაო დონით თავისუფლდება თირკმელებიც. ამის შემდეგ სწრაფად უნდა გადაივლოთ მთელ სხეულზე ან წელსზემოთ მაინც ცივი წყალი და კარგად გაიმშრალოთ უხეში პირსახოცით, სანამ სხეული არ გათბება. სიცივისადმი მგრძნობიარე ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ დამდგარი, ან ოთახის ტემპერატურის წყალი. ეს პროცედურა უნდა იქცეს ყოველდღიურ ჩვევად, და იგი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ. იგი მოქმედებს გამომაფხიზლებლად და გვაშორებს დაღლილობას. ასევე აუცილებელია მინიმუმ რამდენიმე წუთით მაინც დილის გამაჯანსაღებელი ტან-ვარჯიშის შესრულება, რათა სხეული მოქნილი გახდეს. მე არ მოვიყვან სპეციალურ გიმნასტიკურ სავარჯიშოს, რადგანაც ყოველ თქვენგანს შეუძლია თავად შეადგინოს იგი საკუთარი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამისად. მთავარი აქ ისაა, რომ სხეული ელასტიური გახდეს.

სუნთქვის მისტერია

დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ ასევე სუნთქვას. ნებისმიერი ცოცხალი არსება სუნთქავს. სუნთქვის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, მაგმა უნდა იცოდეს, რომ იგი შეისუნთქავს ჟანგბადს აზოტთან ერთად, რომელთა აბსორბციასაც ფილტვები ახდენენ. სუნთქვისა და კვების გარეშე ფილტვები ვერ შეასრულებენ თავის ფუნქციას. ყველაფერი, რაც სიცოცხლისთის გვჭირდება და სიცოცხლეს გვინარჩუნებს, ანუ ოთხპოლუსიანი სუნთქვა და საკვები, შედგება ოთხი ელემენტისგან, პლუს მეხუთე ელემენტი, სასიცოცხლო ელემენტი ანუ აკაშას პრინციპი, როგორც აღწერილია ელემენტთა შესახებ თეოპრიულ ნაწილში. მაგრამ ჰაერს, რომლითაც ვსუნთქავთ, გაცილებით უფრო ნაკლები სიმკვრივე გააჩნია, ვიდრე უხეშმატერიალურ საკვებს. ერთიც და მეორეც უნივერსალური კანონების თანახმად წარმოადგენს ოთხპოლუსიანს და ემსახურებიან სხეულში სიცოცხლის შენარჩუნებას. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ სუნთქვა.

ჟანგბადი შეესაბამება ცეცხლის სტიქიას, ხოლო აზოტი — წყლის სტიქიას. ჰაერის სტიქია შუამავალი-ელემენტია, ხოლო მიწის სტიქია ის ელემენტია, რომელიც ერთად ინარჩუნებს ჟანგბადს და აზოტს. მეხუთე სტიქია, აკაშა ანუ ეთერი, — ეს კანონზომიერი, მიზეზობრივი ანუ ღვთაებრივი პრინციპია. ისევე, როგორც დიდ უნივერსუმში, ბუნებაში ელემენტებს მათი ელექტრული და მაგნიტური ფლუიდები, ანუ პოლარობები გააჩნიათ. გაუცნობიერებელი, ანუ ნორმალური სუნთქვის დროს ორგანიზმში იმდენი ჟანგბადი ხვდება, რამდენიც სიცოცხლისთვისაა აუცილებელი. აქჟანგბადის მოწოდება დაკამოკიდებულია ასევე ელემენტთა ქსოვილის ხარჯვაზე. სხვაგვარადაა საქმე გაცნობიერებული სუნთქვის დროს. თუკი შესუნთქულ ჰაერში ჩავდებთ აზრს, იდეას ან წარმოდგენას, მნიშვნელობა არა აქვს, ქმედითია ეს აზრი თუ აბსტრაქტული, მას შეიწოვს შესაბამისი ჰაერის აკაშას პრინციპი და ჰაერის მატერიის ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებში ატარებს. ეს იმპრეგნირებული ჰაერის მატერია, გადაცემული ფილტვების მიერ სისხლძარღვების მეშვეობით, ამ შემთხვევაში ორმაგ როლს თამაშობს. პირველ რიგში ელემენტთა მატერიალური ნაწილები სხეულის შენარჩუნებას ემსახურებიან, და მეორეც, ელექტრომაგნიტური ფლუიდი, რომელიც დამუხტულია შესაბამისი იდეით ან წარმოდგენით, ამ ელექტრომაგნიტურ ჰაერს ამ იდეით ასტრალური მატრიცის მეშვეობით ასტრალურ სხეულში ატარებს, იქიდან კი რეფლექტორულად მენტალური მატრიცით უკვდავი სულისკენ.

ამგვარად ამოვხსენით სუნთქვის საიდუმლო მაგიური თვალსაზრისით. მრავალი რელიგიური მიმართულება, როგორიცაა მაგალითად ჰათჰა-იოგა, ინსტრუქციულად იყენებს გაცნობიერებულ სუნთქვას ისე, რომ საერთოდ არ იცის ჭეშმარიტი პროცესი. ბევრმა მიაყენა ზიანი საკუთარ ჯანმრთელობას ექსტრემალური ხასიათის სუნთქვითი ვარჯიშებით, რომლებიც ამ სისტემაშა; ეს იმ შემთხვევებშ ხდებოდა, როდესაც ადამიანები ასეთ სავარჯიშოებს გამოცდილი მასწავლებლის (გურუს) გარეშე ატარებდნენ. უმეტეს შემთხვევაშ გამოუცდელი მკითხველი ამ უნარ-ჩვევების ათისებას იმის გამო ცდილობს, რომ მის წინ ოკულტური ძალების სწრაფი დაუფლების პერსპექტივა იყო. ამის მიღწევა, თუკი მოისურვებს, მაგს გაცილებით უფრო სწრაფად და ადვილად შეუძლია ამ ნაწარმოებში აღწერილი განდობის უნივერსალური მეთოდის მეშვეობით.

როგორც ვხედავთ, ყველაფერი დამოკიდებულია შესუნთქული ჰაერის არა რაოდენობაზე, არამედ თვისებაზე, ანუ იმ იდეაზე, რომელსაც ჰაერის მატერიაში ვდებთ. არ არის აუცილებელი, უბრალოდ არაა რეკომენდებული ჩავისუნთქოთ ბევრი ჰაერი და ამაოდ დავძაბოთ ფილტვები. ამიტომ შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები ყოველგვარი აჩქარების გარეშე, ანუ ნელა და მშვიდად.

მოხერხებულად დაჯექით, მოადუნეთ სხეული და ცხვირით ისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ შესუნთქულ ჰაერთან ერთად ფილტვებისა და სისხლის გავლით თქვენს სხეულში შემოდის ჯანმრთელობა, წარმატება, სიმშვიდე, ბედნიერება და ა.შ., ანუ ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ყველაზე მალე გინდათ. თქვენი იდეის წარმოდგენა ისეთი ინტენსიური უნდა იყოს, და ჰაერი, რომელსაც შეისუნთქავთ ისე უნდა იყოს იმპრეგნირებული თქვენი სურვილით, რომ იგი რეალობად იქცეს. ამასთან მცირე ეჭვიც კი არ უნდა გქონდეთ ამ სურვილის შესრულებასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ ცნობიერება არ დაკარგოთ, უნდა დაიწყოთ შვიდი სუნთქვითი ციკლით დილას და შვიდით — საღამოს. შეძლებისდაგვარად თანდათანობით გაზარდეთ სუნთქვითი ვარჯიშის დრო — ყოველდღიურად ერთი ციკლით დილით და ერთით საღამოს. არავითარ შემთხვევაშ არ იჩქაროთ და არ გადააჭარბოთ ზომას, რადგანაც ყველაფერს თავისი დრო აქვს. აუცილებელია გადავიდეთ შემდეგ წარმოდგენაზე ან იდეაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც მანამდე არჩეული სურვილი დანაკლისის გარეშე შესრულდება. მონდომებულ მოსწავლეებში წარმატება უკვე შვიდ დღეშ მოდის; ყველაფერი დამოკიდებულია ნიჭზე და წარმოსახვის ძალაზე. ზოგიერთ მოსწავლეს კი საკუთარი სურვილის რეალიზაციისთვის კვირეები ან თვეები სჭირდება. დიდ როლს თამაშობს ამაშ თავად სურვილთა ნაირსახეობაც. ამიტომ რეკომენდებულია თავიდან არ გვქონდეს რაიმე ეგოისტური სურვილი, არამედ შევჩერდეთ ზემოთმოყვანილებზე, როგორებიცაა სიმშვიდე, ჯანმრთელობა, წარმატება... სუნთქვითი ვარჯიშები ნახევარ საათზე მეტს არ უნდა იკავებდნენ. მოგვიანებით თქვენთვის ათი წუთიც საკმარისი იქნება.

გაცნობიერებული კვება (ევქარისტიის საიდუმლო)

ისევე, როგორც სუნთქვის შემთხვევაში, ეხება საქმე სორგანიზმში საკვების მოწოდებასაც. ელემენტებთან დაკავშრებით აქ ასევე ხდება იგივე პროცესები, როგორც შესუნთქულ ჰაერში, მაგრამ ელემენტთა მოქმედება აქ უფრო მატერიალური და უხეშია. საკვებშ ჩადებული სურვილები განსაკუთრებულად ძლიერად მოქმედებენ მატერიალურ დონეზე, რადგანაც ისინი ელემენტთა უხეშ-მატერიალურ გამოსხივებას ექვემდებარებიან. ამიტომ მაგი, თუ მას რაიმეს მიღწევა მოუნდება, სწორად იმოქმედებს ამ ასპექტის გათვალისწინებით.

ამგვარად, დაჯექით თქვენი თეფშის წინ, და მოახდინეთ კონცენტრაცია ყველაზე ინტენსიურ წარმოდგენაზე, რაც კი შეგიძლიათ იმ ძალით, იმაზე, რომ თქვენი სურვილი განხორციელდეს და ქმედითი გახდეს ამ საკვებში იმდენად, თითქოს იგი უკვე რეალიზდა. თუ მარტო ხართ და არავინ გიყურებთ, შეგიძლიათ ხელები აღმართოთ საკვების თავზე კურთხევის ნიშნად. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ჩაიფიქრეთ მაინც სურვილი ჭამამდე, ან თვალები დახუჭეთ. ამან შეიძება გამოიწვიოს შთაბეჭდილება, რომ ლოცვას კითხულობთ ჭამის წინ; სინამდვილეში ასეცაა. ამიტომ მიიღეთ საკვები ნელა და გაცნობიერებულად, შინაგანი რწმენით, რომ საკვებთან ერთად თქვენი სურვილი მთელს სხეულში შედის. საკვების ასეთი მიღება იგივე უნდა გახდეს თქვენთვის, რაც ქრისტიანისთვის ზიარებაა, ანუ წმინდა მოქმედება.

მაგიური წარმოდგენისთვის არაა სასარგებლო სწრაფად ჭამა. მაგიური იმპრეგნაციისთვის (გაჟღენთვისთვის) ნებისმიერი საჭმელი და სასმელი გამოდგება. უნდა გვახსოვდეს მხოლოდ ის, რომ მთელი იმპრეგნირებული საჭმელი და სასმელი ნარჩენის გარეშე უნდა შეიჭამოს. არაფრის დატოვება არ შეიძლება. არასოდეს იკითხოთ ჭამის დროს; ეს ცუდი თვისება სამწუხაროდ ბევრს აქვს. ასევე უნდა ეცადოთ, რომ არ ისაუბროთ მაგიდასთან. უნდა ჭამოთ ისე, რომ სულ თქვენს სურვილზე ფიქრობდეთ. ასევე თვალყური უნდა ადევნოთ იმას, რომ არ შეურიოთ რაიმე სხვა სურვილი. მაგალითად, თუკი გაცნობიერებული ანუ მაგიური სუნთქვის დროს ჯანმრთელობა გსურთ, მაშინ ჭამის დროს არ შეიძლება წარმატების სურვილი. ყველაზე ეფექტურია, როდესაც როგორც სუნთქვის, ისევე ჭამის შემთხვევაში ერთი და იგივე სურვილი გაქვთ, რათა ორგანიზმში ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსხივებები არ შექმნათ. აქ მოქმედებს ანდაზა: «ორი კურდღლის მადევარი — ერთსაც ვერ დაიჭერსო». ის, ვინც საკვების მიღების დროს განწყობას აკეთებს ევქარისტიულ საიდუმლოზე, იგივე დამოკიდებულებას იპოვნის. აქ ქრისტეს სიტყვები: «მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი... სვით ამისგან ყველამ, რადგან ეს არის სისხლი ჩემი...», — თქვენთვის მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაიხსნება.

წყლის მაგია

წყალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი აუცილებელია, მაგალითად, დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად, დასაბანად და გასარეცხად, წარმოებაში - ორთქლის მისაღებად, მაგრამ ასევე ჩვენს მაგიურ განვითარებაში წყლის ელემენტი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. როგორც უკვე ითქვა თეორიულ ნაწილში, წყლის ელემენტს ექვემდებარება მაგნეტიზმი, ანუ მიზიდულობის ძალა. სწორედ მისი ეს თვისება გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს განვითარებაშ. წიგნებში წმინდა მაგნეტიზმის, ფლუიდური გამოსხივების და სხვათა შესახებ, ცნობილია ფაქტი, რომ წყალს გააჩნია მიზიდულობის ძალა ან ატარებს ფლუიდურ მუხტს. თუმცაღა ნაკლებადაა ცნობილი, როგორ შეიძლება ამ თვისების გაძლიერება ან მისი სხვაგვარად გამოყენება. არა მხოლოდ წყალი, არამედ ნებისმიერი სითხე ფლობს მიზიდულობის სპეციფიურ უნარს, და მიზიდულობის შედეგად შეინახოს (შეინარჩუნოს), არა აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება კეთილ თუ არაკეთილ ზემოქმედებას. ამიტომაც წყლის ელემენტი, განსაკუთღებით კი უხეშ-მატერიალური, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აკუმულატორი. რაც უფრო ცივია წყალი, მით უფრო მეტია მისი აკუმულატორული უნარი. სრული კუთრი წონის დროს, ანუ ნულს ზემოთ 4 გრადუსზე წყალი ამ კუთხით ყველაზე აქტიურია. ეს ცოდნა არაა განმსაზღვრელი, რადგანაც განსხვავება წყლის (ან სხვა სითხეების) მიმღებ ფუნქციებს შორის ნულს ზემოთ 6 გრადუსამდე იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ გამოცდილ მაგს შეუძია ამის გარჩევა. თუკი წყლის ტემპერატურა იმატებს, მაშინ წყლის აკუმულატორული თვისება მკვეთრად ეცემა. 36-37 °С-ზე მაგნეტიზმის თვალსაზრისით იგი ნეიტრალურია. ყურადღება! საქმე ეხება მხოლოდ მიზიდვის განსაკუთრებულ უნარს და ამ უნარის პრაქტიკულ მნიშვნელობას მაგნეტიზმის თვალსაზრისით, რაც გამომდინარეობს ელემენტთა ურთიერთქმედების შესახებ ცოდნიდან და თავისთავად ნაგულისხმებია.

ყოველი საგნის და ასევე ფიზიკური წყლის სურვილით იმპრეგნაცია (გაჟღენთვა), შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ნივთზე ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში. ანუ მაგნიტურად დამუხტული შეიძლება იქნეს პურის ნაჭერი, ყავის ჭიქა ან სუპით სავსე თეფში. მაგრამ ეს დამუხტვა არაა დამოკიდებული წყლის აკუმულატორულ თვისებაზე, არამედ ხორციელდება მეხუთე ელემენტის მიზეზობრივი ძალის მეშვეობით და ზემოქმედებს შესაბამის ელემენტთა ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის მეშვებით. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეს განსხვავება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ცხელი სუპით სავსე თეფში ვერ იქნება მაგნეტიზირებული, რადგანაც წყლის ელემენტის აკუმულატორული თვისება ნეიტრალიზებულ იქნება წყალში გავრცელებული სითბოს მიერ. მაგრამ სუპი შესაძლებელია იმპრეგნირებულ (გაჟღენთილ) იქნეს შესაბამისი სურვილით.

განვიხილოთ წყლის მაგია პრაქტიკული თვალსაზრისით. ხელების ყოველი დაბანის დროს ინტენსიურად იფიქრეთ იმაზე, რომ წყალთან ერთად ჭუჭყს იცილებთ არა მხოლოდ სხეულიდან, არამედ სამშვინველიდანაც. იფიქრეთ, მაგალითად იმაზე, რომ წარუმატებლობა, დარდი, უკმაყოფილება, ავადმყოფობა წყალთან ერთად გშორდებათ, ანუ წყალში გადადის. დაიბანეთ შეძლებისდაგვარად გამდინარე წყლით, რათა ჭუჭყიანი წყალი მაშნვე ჩაირეცხოს, და ამასთან ერთად იფიქრეთ, რომ წარმავალ წყალთან ერთად თქვენი სისუსტეებიც მიდიან.

თუ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ნიჟარა ან აბაზანაა, მაშინ გამოყენებული წყალი მაშინვე უნდა გადაღვაროთ, რათა არც ერთი ადამიანი არ შეეხოს მას. თქვენ შეგიძლიათ ასევე ერთი წუთით ცივ წყალში ჩაუშვათ ხელები და კონცენტრირდეთ იმაზე, რომ მიზიდულობის ასტრალურ-მაგნიტურმა ძალამ თქვენი სხეულისა და სამშვინველის ყველა სისუსტე შეიწოვოს. ამასთან დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა წყალში გადავა. უკვე ძალიან მალე გაოცებულნი იქნებით ამ ვარჯიშის შედეგებით. ეს წყალიც მაშინვე უნდა გადაღვაროთ. საოცრად ქმედითია ეს სავარჯიშო, თუკი მას ზაფხულზე, მდინარეში შეასრულებთ, როცა წყალში მთელი სხეული იქნება (თავის გარდა).

ამ სავარჯიშოს შესრულება პირიქითაც შეგიძლიათ, როდესაც წყალი რეზერვუარში, რომელშიც ბანაობას აპირებთ, წინასწარ იქნება მაგნეტიზირებული ან გაჟღენთილი (იმპრეგნირებული) თქვენი სურვილით. ამასთან ბანაობისას მტკიცედ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ძალა სხეულში გადმოვა და სურვილი ასრულდება. ვისაც საკმარისი დრო აქვს, შეუძლია გააერთიანოს ორივე ვარჯიში, განთავისუფლდეს წყალში (მაგალითად გამდინარეში, ან ცალკე თასში) ცუდისგან, შემდეგ კი დაიბანოს კონკრეტული სურვილით გაჟღენთილი წყლით. ამ შემთხვევაშ პირველი სავარჯიშოს (ნეგატივისგან განთავისუფლების) დროს საპონს იყენებენ. ქალ-განდობილებს მოყვანილი ორი შესაძლებლობის გარდა აქვთ მესამეც, სახელდობრ: ისინი ახდენენ საკუთარი მაგნეტიზმის კონცენტრაციას იმაზე, რომ წყალმა მათი სახე უფრო საღი, ახალგაზრდა, ელასტიური და მიმზიდველი გახადოს. ამასთან კარგია არა მხოლოდ დავიბანოთ სახე, არამედ რამდენიმე წამით წყალში ჩავუშვათ. ამ პროცედურას იმეორებენ არანაკლებ ზედიზედ შვიდი ჯერისა. ამ მიზნით წყალს უნდა დავამატოთ მცირე რაოდენობით ბორის მჟავა.

მაგს ეძლევა კიდევ ერთი შესაძლებლობა - თვალების აბაზანა. დამდგარ (უმჯობესია წინა დღით ადუღებულ) წყალში მაგი დილით სახეს უშვებს და იქ თვალებს ახელს (თასი ნახევრამდე უნდა იყოს სავსე). იგი თვალებს ატრიალებს ყველა მხარეს და ამას შვიდჯერ იმეორებს. თავდაპირველი წვა შეწყდება, როდესაც თვალები მიეჩვევიან წყალს. თუ მხედველობის პრობლემა გაწუხებთ, კარგი იქნება წყალში თვალის ჩაის (Herba euphrasia) სუსტი ხსნარის დამატება. ასეთი წყლის აბაზანები ხელს უწყობს თვალების მედეგობას ტემპერატურული ცვალებადობისადმი, გვაშორებენ თვალების დაღლილობას, შედეგად აუმჯობესებენ მხედველობას და თვალეს უფრო ნათელს და ბრწყინვალეს ხდიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მიზნით გამოყენებული წყალი უნდა დაამაგნიტოთ და სურვილის კონცენტრაციით უნდა გაჟღინთოთ. წინწასულ მოსწავლეებს, რომლებიც ნათელმხილველობას სწავლობენ, ამით ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ნათელხილვის უნარი გააძლიერონ.

I საფეხურის განზოგადება:

I. სულის მაგიის შესწავლა:
1. აზრების კონტროლი.
2. აზრების დისციპლინა.
3. აზრების მართვა.
      1.: აზრების კონტროლი ორჯერ დღეში 5-დან 10 წუთამდე.
      2.: გარეშე აზრების არდაშვება. ერთი არჩეული აზრის შენარჩუნება. აზრობრივი სიცარიელის შექმნა.
      3: დღიურის წარმოება:
              1. თვითკრიტიკა.
              2. გეგმის შედგენა აზრთა დინების შესახებ მომდევნო დღის ან მომდევნო კვირის განმავლობაში.

II. სამშვინველის მაგიის შესწავლა:

1. ინტროსპექცია ანუ თვითშეცნობა.
2. მაგიური სარკეების (თეთრის და შავის) შექმნა ელემენტებთან შესაბამისობაში, სამ ჯგუფად.

III. სხეულის მაგიის შესწავლა:

1. ცხოვრების ნორმალური, ჯანმრთელი წესით ცხოვრება.
2. დილის გიმნასტიკა.
3. გაცნობიერებული სუნთქვითი ვარჯიშები.
4. გაცნობიერებული კვება (ევქარისტიის საიდუმლო).
5. წყლის მაგია.

ყოველი ვარჯიშისთვის გათვალისწინებულია პერიოდი ორი კვირიდან ერთ თვემდე. ეს შეეხება ადამიანებს საშუალო შესაძლებლობებით. ისინი, ვინც მანამდე ვარჯიშობდა კონცენტრაციასა და მედიტაციაში, უფრო ნაკლებ დროში უნდა ჩაეტიონ. ხოლო მათ, ვინც ადრე არ იცნობდა მსგავს პრაქტიკებს, შეუძლიათ საჭიროების მიხედვით გაზარდონ ეს პერიოდი, რამეთუ ნებისმიერი წარმატება ამ სფეროში დამოკიდებულია ყოველი ადამიანის ინდივიდუალობაზე. სრულიად არაფრისმომცემი იქნება თუკი შემდეგ საფეხურზე წინა საფეხურის სრული დამუშავების და დაუფლების გარეშე გადახვალთ.

პირველი საფეხურის დასასრული.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

როგორაა მოწყობილი სამყარო


ტანსკრიბცია სერგეი მელნიკოვის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გ...

განდობის კარიბჭეები - მეორე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff