დედამიწასთან დაკავშირებული უცხოპლანეტელების სახეები

Admin
ოკულტიზმი
0
0

სელ რეიჩელის წიგნიდან - "ცხოვრება წინა ხაზზე"

მთარგმნელი: სოსო მინდიაშვილი

დღეს ორიონლები დედამიწაზე დომინირებადი რასაა, მაგარ  ყოველთვის ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწას ბევრი ჯგუფი სტუმრობდა და ზოგ შემთხვევაში ჯვარდებოდა მის მკვიდრთან, 500,000 წლამდე ადამური რასა არ დაიშალა იმ დონემდე, რომ უმცირესობა გამხდარიყო. დაახლოებით იმავე დროს დედამიწაზე მოვიდნენ არსებები რიგელიასა და ბეტელგაიზეს ვარსკვლავური სისტემებიდან, რომლებიც ორიონის თანავარსვკლავედში მდებარეობს. იმ დროს ადამურ რასას ჰქონდა ძალიან მშვიდობიანი, ქალური ბუნება. ორიონელებმა შემოიტანეს აგრესიული მამაკაცური პრინციპი და მოდიოდნენ როგორც ძღვენის მომტანნი“. გონების კონტროლისა და მანიპულირების გამოცდილების ქონით, მათ მალევე მოათვინიერეს ადამური ადამიანები და  პლანეტაზე დაიწყეს გავრცელება. რიგელიას დაჯგუფებას ჰქონდა რეპტილიის გარეგნობა, ხოლო ბეტელგაიზე იყვნენ მაღალი, წითელკანიანი ადამიანები და  ვიკინგებს ჰგავდნენ. რიგელიას დაჯგუფება ცნობილი გახდა, როგორც „ბნელი მეუფენი“, ხოლო ბეტელგაიზეს დაჯგუფება კი, როგორ „სინათლის მეუფენი“. ეს დასახელებები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებული და ამ ორი დაჯგუფების ჩვეული, უკიდურესი პოლარიზების დემონსტრაციის მიზნით.
 
ორიონის დაჯგუფებები იყვნენ აგრესიულები არა მხოლოდ დედამიწასთან მიმართებაში, არამედ ერთმანეთს შორისაც. პლანეტარული ომი ორიონელებს და რიგელიერებს, და ორიონელებს და ბეტელგეიზელებს შორის  მიმდინარეობდა 500.000 და 200.000 წლებს შორის ჩვენს ერამდე. ორი ცივილიზაცია იბრძოდა დედამიწაზე კონტროლის დასამყარებლად, ამიტომაც დედამიწაზე დამკვიდრდა აგრესიული ენერგიები. უამრავი ომი მოხდა ზედაპირზეც. ამ დროისთვის აყვავდა და გაქრა რამოდენიმე ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციების უმეტესი ნაწილი განადგურდა ქიმიური და ბირთვული იარაღით, მეტიც ომში ჩართული იყო თვითონ დედამიწაც.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორიონული რასა იყო საკმაოდ აგრესიული და მებრძოლი, სულები ბეტელგეიზედან აღმოჩდნენ უფრო მშვიდობისმოყვარენი, ვიდრე რიგელიას წარმომადგენლები. „სინათლის საბჭო“ ბეტელგეიზეს სურდა დაემკვიდრებინა საკუთარი ყოფნა დედამიწაზე, მაგრამ კონტროლი პლანეტაზე შეინარჩუნეს ადამიანებმა რიგელიადან. სწორედ აქედან ზოგიერთ გადმოცემაში დედამიწა ჩნდება „ურანტია“-ს დასახელებით.
 
ლუციფერი
 
ანგელოზური არსება ლუციფერი გავლენას ახდენდა ორიონის ორივე დაჯგუფებაზე. ლუციფერი - დუალიზმის ღმერთია: სინათლე სიბნელის წინააღმდეგ ან სიბნელე სინათლის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ლუციფერი-სინათლის ნამდვილად დიადი არსებაა, რომელიც პოლარიზირებულია სიბნელის წინააღმდეგ იმ დონემდე, რომ მას ძალას ანიჭებს. ზეცაში ბევრი მოსიყვარულე არსება იყო, რომელიც ღელავდა დედამიწის მდგომარეობით და სურდა დახმარებოდა მას სინათლის აღდგენაში. ლუციფერმა დაიახლოვა და დაარწმუნა მიეღო მისი მხარე ბეტელგეიზეს რიგელიას წინაშე ბრძოლაში. როდესაც სინათლის არსებები მიუახლოვდნენ, მათ მიიღეს დუალობა და აღმოჩდნენ ორიონის უფრო დაბალი ვიბრაციებით შეპყრობილნი. ძველ გადმოცემებში ეს ცნობილია, როგორც „ლუციფერის აღდგინება“.
 
გარკვეულწილად, ორიონელების  სინათლე და სიბნელე იყო მათ მიერ  „მე“-ს მიერ სხვა „მე“-ების მიუღებლობის ანარეკლი. ორიონის ორივე ცივილიზაციას ჰქონდა მამაკაცური ბუნება და სირიუსელებთან ერთად (მოგვიანებით ამავე თავში) აგრძელებენ დედამიწის უფრო ქალურ არსებებზე დომინირებას დღევანდელ დღემდე. ორიონმა მოიტანა დედამიწაზე პატრიარქატი, რომელიც დროდადრო ჩაანაცვლა პლანეტაზე არსებულმა მატრიარქატმა.
 
ილუმინატები
 
უკანასკნელი 200.000 წელი დედამიწაზე კონტროლი გადადიოდა ხელიდან ხელში რიგელიასა და ბეტელგეიზეს შორის.  ორიონის ყველაზე ბოლო საშუალება არის  - ორგანიზაცია, ცნობილი როგორც „ილუმინატები“, რომელიც ნიშნავს „გასხივოსნებულნი“. ეს ორგანიზაცია გაჩნდა ათასი წლის წინათ , როგორც ოკულტისტთა და მისტიკოსთა საიდუმლო საზოგადოება. მასში შედიან საძმოები, თემები,  მისტერიის სკოლები და ფინანსური დაწესებულებები. ილუმინატების ჭეშმარიტი ისტორია საკმაოდ რთულია, რომ ახლა დეტალებს ჩავუღრმავდეთ. საკმარისია ვთქვათ, რომ თავდაპირველად ილუმინატები იქმნებოდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება წართმეოდათ ორიონელებს და დაებრუნებინათ იგი ადამიურ ადამიანებს მოწინავე სულიერი სწავლებებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიების საშუალებით.
 
ილუმინატები ყვაოდნენ ატლანტიდის დროს და მათ შთააგონეს იმ დროის ბევრი ტექნოლოგიური და სულიერი მიღწევა. პლეადელების მიერ მიწაზე მოტანილი მისტერიის ჭეშმარიტი სკოლა, მოგვიანებით ეს ორგანიზაცია აღმოჩნდა მოსყიდული სირიუსელების - კიდევ ერთი უცხოპლანეტური ჯგგუფის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია მრავალ თანამედროვე რელიგიაზე.
 
დროდადრო ილუმინატები კონტროლდებოდნენ ბეტელგეიზეს დაჯგუფების მერ. ბეტელგეიზეს სინათლის საბჭო პრაქტიკას უწევდა „თეთრ მაგიას“ -გონებაზე კონტროლის ფორმასა და რიტუალს, მიმართულს სიბნელის განსადევნად და სულიერი იერარქიის ზოგიერთი წევრის მიერ მოწონების მიზნით. დუალობის პოზიტიური პლუსის წარმოჩინებით, სინათლის საბჭო იყო მკვეთრად პოლარიზებული სიბნელის წინააღმდეგ. ბეტელგეიზეს სინათლის საბჭოს ბევრი წევრი - არსებები უფრო მაღალი განზომილებებიდან ლუციფერისა და მისი დამხმარე ანგელოზიების მიერ ჩართულნი იყვნენ დედამიწის დრამაში.
 
მანამ, სანამ არსებობს პოლარიზაცია, ქანქარა მუდმივად იქანავებს. ამიტომ დაჯგუფება რიგელია (დრაკონისებურები) შეიჭრა ილუმინატთა გარემოში და დაარღვია წონასწორობა ჩახშობისა და სინათლის დამალვის პოლუსის მიმართულებით. უკანასკნელი რამოდენიმე ასწლულის წინათ მძლავრმა „მშიერი“ დაჯგუფება რიგელიამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიიღო „შავი მაგიის“ პრაქტიკა. დღეს კი ილუმინატები ისევ კონტროლირდებიან რიგელიას დაჯგუფების მიერ.
 
მოგვიანებით, ილუმინატები გაიყვნენ რამოდენიმე მცირე საზოგადოებად, მათ შორის ფრანკმასონებად, როზენკრეიცერებად, მალტის რაინდებად და საერთაშორისო საბანკო საზოგადოებებად, რომლებიც დაფუძნდა როტშილდების, როკფელერების და სხვათა მიერ.
 
კონფედერაცია
 
მე-20 საუკუნეში, ტექნოლოგიის წარმატებებიდან გამომდინარე, რომლებმაც მიგვიყვანეს ატომური ბომბის შექმნამდე ნათელი გახდა, რომ ილუმინატების პოლარიზაცია დედამიწას განადგურებამდე მიიყვანდა. შედეგად ნებადართული იყო პლანეტათა კონფედერაციის ღვთაებრივობით მართული გალაქტიკათაშორისი ორგანიზაციის ჩარევა. ჩარევა ნებადართული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დედამიწაზე აღმოჩნდა მცირე, მაგრამ საკმაო რაოდენობის სული, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, ასევე იმიტომ, რომ პლანეტის განადგურება შექმნიდა ძლიერ დისბალანსს  სამეზობლო სამყაროებში მზის სისტემის შიგნით. ერთხელ მზის სისტემაში უკვე მოხდა პლანეტის განადგურება. პლანეტა, ცნობილი როგორც მალდეკი, რომელიც მდებარეობდა მარსსა და იუპიტერს შორის, იმ ადგილზე სადაც ახლა ასტეროიდების ქამარია.
 
კონფედერაცია ორიონის დაჯგუფების დუალისტურ ბუნებაზე მაღლა განვითარდა. კონფედერაციის წევრებმა ჩუმად დაიწყეს ილუმინატთა რიგებში შეჭრა, ხშირად გარეგანი თანხმობით გადაწყვეტილებებზე, რომელიც თანამედროვე ძალოვანმა სტრუქტურამ მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად ნელ-ნელა ერთობისა და გაერთიანების იდეის შემოტანით. ასეთი ჩარევა წონასწორობას მუდმივად ხრიდა ორიონის მოწინააღმდეგე მხარეს, მიუხედავად ამისა ამ წიგნის წერის მომენტში რიგელიას ჯგუფს ისევ უჭირავს ძალაუფლების 60%, ბეტელგეიზეს - 20% და კონფედერაციას - 20%.
 
ახლა ილუმინატების საზოგადოების ბევრმა წევრმა არ იცის, ვინ ვინ არის ორგანიზაციაში. არსებობენ აგენტები და კონტრ-აგენტები. ასევე არსებობენ ისინიც, ვინც „უკან დაიხია“ იმის მტკიცებით, რომ დაქირავებული იყო და არაფერი არ იცოდა. ორგანიზაციის ცალკეულ საზოგადოებებში, ისეთივეებში, როგორიც არის დე მოლეი-ს ჯგუფი არსებობენ ისინი, ვინც თითქმის არაფერი არ იცის საკუთარ რეალურ ფესვებზე. ასევე არსებობს მრავალი განტეხილი დაჯგუფება, ისეთი როგორიც არის სამმომხრეები, რომლებიც სახელმწიფოს საყრდენნი გახდნენ. ეს არის აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (და სახელმწიფო უსაფრთხოების სამრჩევლო) ფედერალური სადაზვერვო სისტემა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.
 
ორიონელები დღეს
 
შეჯვარებისა და სულთა ფრაგმენტაციის (აიხსნება შემდგომ) შედეგად ორიონელები შეადგენენ დედამიწის დღევანდელი მოსახლეობის თითქმის 80%-ს (საფუძვლად უდევთ სისხლის ხაზი, რომელიც ზემოთაა მოყვანილი). მამაკაცური, აგრესიული ხასიათი იმდენად გავრცელდა და გამყარდა ორიონელ ადამიანებში, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამ თვისებებს „ადამიანური ბუნების“ ნაწილად მიიჩნევს.
 
გალაქტიკური ომების დროიდან მოყოლებული   ორიონის თანავარსკვლავედი მნიშვნელოვნად განვითარდა და ორიონის ცივილიზაციათა უმრავლესობა დღეს ვიბრირებს უფრო მაღალ სიმკვრივეებში. მაგრამ დედამიწის ძლიერმა მაგნიტურმა ენერგიებმა შეანელეს დედამიწის ორიონელების პროგრესი და ხელს უშლიან ასევე სწრაფ განვითარებას, როგორც მათ თანამოძმეებს ორიონის თანავარსკვლავედში. ბევრი რამ, რასაც დღეს გადიან დედამიწელი ორიონელები უკვე დასრულდა 100.000 წლის წინათ რიგელიეზე და ბეტელგეიზეზე. ამ ორი ვარსკვლავის ემისარებს მრავალი წელი არ ჰქონდათ უფლება ჩარეოდნენ დედამიწის საქმეში რაც ზღუდავდა ჩვენი პლანეტის დახმარებას.
 
დღეს დახმარება მოდის კონფედერაციიდან და სხვა გალაქტიკური ორგანიზაციებიდან, რომელსაც წარმოადგენენ ასობით ვარსკვლავური სისტემის ცივილიზაციები. როდესაც მშობლიურ პლანეტებზე ორიონელები განვითარდნენ გარკვეულ დონემდე, ისინი მიიღეს პლანეტათა კონფედერაციაში, ამიტომ დღეს ისინი ყველა ერთად ეხმარებიან დედამიწას სხვა ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც შედიან კონფედერაციაში.
 
შენიშვნა: ამ გალაქტიკურ ჯგუფებს სახელები მინიჭებული აქვთ მხოლოდ მოხერხებულობისთვის, ისინი არ არიან აღიარებული ამ ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. სქემა, რომელიც მოყვანილია თავის ბოლოს დემონსტრირებას უკეთებს კონფედერაციაში შემავალ მრავალ დამოუკიდებელ ორგანიზაციასა და რასას, რომელსაც ქმნის თითოეული ჯგუფი.
 
სირიუსელები
 
თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ დასჭირდათ დედამიწელ ორიონელებს ამდენი დრო, რომ გამოსულიყვნენ აგრესიული ენერგიის დროიდან. გარდა დედამიწის მკვრივი მაგნიტური ველისა, მიზეზის ნაწილი შეიძლება წარმოჩინდეს სირიუსელების განხილვისას.
 
სირიუსელები სირიუსის ვარსკვლავთა სისტემიდან ათასწლეულების განმავლობაში ერეოდნენ დედამიწის საქმეებში. ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი უცხოპლანეტური რასა, რომელიც შეეჯვარნენ ადამურ/პლეადურ  ჯიშებს. პლეადელების მსგავსად ისინი არიან ლირას ვარსკვლავის შთამომავალნი, რომელიც გახდა სუპერნოვა მრავალი მილიონი წლის წინათ. 
 
პლეადელებისგან განსხვავებით (რომლებიც მეტწილად ადამიანებს ჰგვანან) სირიუსელებს ბუნებრივ მდგომარეობაში აქვთ დიდი თვალები (ალმასის ფორმის) და თეთრი ნათელი კანი. დღეს ისინი მშვიდობისმოყვარენი არიან, მაგრამ მათ წარსულში ბევრი არეულობა შემოჰქონდათ. ისინი ბევრჯერ ცდილობდნენ დედამიწის დაპყრობას, იმიტომ, რომ მათი მშობლიური პლანეტა ძლიერად დაბინძურდა ომის შედეგად.
 
ბევრი სირიუსელი გახდა ღმერთი დედამიწისეულ მითოლოგიაში, რადგანაც მათ ჰქონდათ განსხვავებული ექსტრასენსორული შესაძლებლობა და მესიის კომპლექსი. ისინი ტკბებოდნენ სხვებზე ძალაუფლებით, რამაც შეიტანა წვლილი შეჯვარების შედეგად ვიბრაციის დაცემაში. არსებობს ისტორიები იმაზე, რომ ძველი ღმერთები (სირიუსელები) ჯვარდებოდნენ ნორდული წარმომავლობის ადამიანებთან (ორიონელებთან და ანტარესის წარმომადგენლებთან); დროთა განმავლობაში ეს მივიდა ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთის დაცემამდე.
 
სირიუსელებმა დაიპყრეს დედამიწა დაახლოებით 10.000 წლის წინ და იქონიეს დიდი გავლენა ეგვიპტესა და წმინდა მიწაზე. ძველი ეგვიპტის ქურუმი-ფარაონები იყვნენ ატლანტების შთამომავლები, ცივილიზაციის, რომელიც გაქრა 25.000 წლის წინათ.ატლანტები გარდაისახენ ეგვიპტეში დაახლოებით 11.000 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. ცივილიზაციის მშენებლობაში მათ დაეხმარნენ მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები. დიდი პირამიდა აშენდა პლეადელების მიერ. მათვე მიიტანეს ეგვიპტეში ატლანტების მისტიკის საიდუმლო ცოდნა. როდესაც სირიუსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე და დაიწყეს შეჯვარება, ეგვიპტელების ვიბრაცია შემცირდა იმ დონემდე, რომ პლეადელებს მოუწიათ მოეშორებინათ საიდუმლო ცოდნა, რადგანაც სირიუსელები არასწორად სარგებლობდნენ ამით იმისთვის, რომ დაენგრიათ დედამიწა. თავის ბოლოს მე გთავაზობთ დამატებით ინფორმაციას პირამიდების შესახებ. 
 
ძველი ეგვიპტის განვითარების ბოლო პერიოდში სირიუსელები ინტენსიურად ჯვარდებოდნენ. ისინი ხდებოდნენ ახალი მეფეები, ფარაონები და  ქურუმები, მოგვიანებით კი მალაქიტები და ისრაელიანები. წიგნში სამოთხის ღმერთები(William Bramley. The Gods of Eden)უილიამ ბრემლი ხსნის იმას, თუ როგორ დაიმორჩილეს „ღმერთებმა“ ეგვიპტის ხალხი და მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება, კასტებად დაყოფა და შექმნეს ამ რეგიონის საზოგადო სისტემები.
 
ბიბლიურ ისტორიებში ჭარბობენ სირიუსელები. როდესღაც ღმერთი იეჰოვა, მოსეს ღმერთი იყო მეშვიდე სიმკვრივის სირიუსელი. ნაწილობრივ ეს ხსნის ბევრ წინააღმდეგობას ძველ აღთქმაში. ადრეულ ბიბლიაში იეჰოვა გამოისახება როგორც ბოროტი და ეჭვიანი ღმერთი, რომელიც ხშირად ინახულებს ისრაელის ხალხს და ჰყრის მათ ჭირს, უწყობს კატასტროფებს და სხვა სასჯელებს. უცხოპლანეტრული რასის ხარბი ლიდერი იეჰოვა ტირანულად მართავდა დედამიწას. ის ითხოვდა საკუთარი დოქტრინის, (უფრო ცნობილის როგორც ათი მცნება) წინაშე დაქვემდებარებას.
 
წიგნში სამოთხის ღმერთები   ავტორი ყვება, რომ დედამიწის უცხოპლანეტელი მმართველები ინარჩუნედნენ ძალაუფლებას ნგრევით, დაყოფით, ერებსა და ტომებს შორის მტრობით, გაერთიანეაში ხელის შეშლით, რომელიც გააძლიერებდა ადამიურ რასას იმდენად, რომ ისინი შეძლებდნენ ილუმინატების ჯაჭვების გარღვევას. საკუთარ წიგნში ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადამი და ევა იყვნენ მონათა რასის წინაპრები, რომლებიც შეიქმნენ იმისთვის, რომ ემუშავათ შახტებში და შეეგრობენიათ მოსავალი სირიუსელებისთვის. მისი თეორიის თანახმად, ადამისა და ევას ედემის ბაღიდან განდევნის მიზეზი გახდა „სიკეთის და ბოროტების შეცნობის ხე“, რომელსაც შეეძლო მიეცა მათთვის ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, რასაც ვერანაირად ვერ აიტანდნენ მონათმფლობელები (სირიუსელები). დაბადების (შესაქმე) 3:22 არაერთგზის კითხვის შედეგად ვემხრობი იმას, რომ ეს საკმაოდ შესაძლებელია.
 
(შენიშვნა: ეს არანაირად არ აუფასურებს  არც ბაღის მეტაფიზიკურ ინტერპრეტაციას, არც  „წყალობის დაკარგვის“ ისტორიას, რომელიც მოცემულია ამ წიგნის მე-13 თავში. როგორც ნაჩვენები იქნება შემდგომ თავებში, პირველყოფილი ცოდვის კონცეფცია გაჩნდა გაცილებით ადრე ვიდრე ბიბლია).
 
სირიუსელები იყვნენ  უწყვეტი გაუარესებისა და ილუმინატების კორუფციის მთავარი ფაქტორები. არსებითად, სირიუსელებსა და რიგელიეს დაჯგუფებებს შორის შედგა საიდუმლო შეთანხმება კავშირზე. ბრემლის წიგნში სირიუსელებს და ორიონელებს ჰქვიათ „მცველები“. მსოფლიო რელიგიებზე კონტროლი მცველების მხრიდან იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო. მეტიც, წარმოდგება, რომ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ომთა უმრავლესობას, რომელიც მოხდა მიწაზე ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული.
 
თუმცა „მიწიერი“ სირიუსელები იყვნენ კავშირში „მიწიერ“ ორიონელებთან, სირიუსელები, რომლებიც ცხოვრობდნენ საკუთარ ვარსკვლავურ სისტემაში დღესაც სტუმრობენ დედამიწას. ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული ისინი მნიშვნელოვნად ვითარდებოდნენ და ახლაც ვითარდებიან დედამიწაზე უპირატესად ტელეპატიისა და ტრანსული ჩენელინგის მეშვეობით. მათი ხომალდები იშვიათად ეშვებიან მიწაზე, მაგრამ ჩერდებიან ჰაერში ადამიანებთან კონტაქტისას. მათი კოსმოსური ხომალდები ოქროსფერი და მანათობლებია, ზოგჯერ სამკუთხედი, მაგრამ არასოდეს არაა  მქრქალი.    შეცდომით მას აღიქვავენ როგორც ჭაობის აირს. ბევრი სირიუსელი „კაცობრიების კეთილისმყოფელია“, ისინი ცდილობენ გამოისყიდონ საკუთარი ძალაუფლება წარსულში და ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ინფორმაციის გაცვლას საკუთარი არხების მეშვეობით.
 
ვენერელები
 
ვენერელები - კიდევ ერთი რასაა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია დედამიწაზე. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 0,5% ვენერადან „ჩამოსულების“ შთამომავალები არიან. თუმცა ეს არსებები მოდიან მზის სისტემიდან, ბევრი მათგანი-კოსმოსური მოგზაურია, რომელიც მხოლოდ ხანდახან სახიერდება ვენერაზე ან დედამიწაზე. ვენერა - არის განსაკუთრებული კურთხეული პლანეტა, შემოყვანილი კონფედერაციის მიერ სულების მოსამზადებლად უფრო მაღალ სულიერ ჭეშმარიტებებამდე, როდესაც ისინი არიან დედამიწისეული განსახიერებებს შორის. ბევრი სული, მათ შორის ავტორისაც, ხშირად მოგზაურობს ვენერაზე გარდასახვებს შორის.
 
ვენერა - არის მეექვსე სიმკვრივის სამყარო, დაუჯერებელი სილამაზისა და მხატვრული მიღწევების სამყარო. მაღალი ვიბრაციების შედეგად ის უხილავია მესამე და მეოთხე სიმკვრივის მქონე თვალისთვის. ვენერა ითვლება სიყვარულის პლანეტად, რომელსაც ჰქვია სილამაზის ქალღმერთის სახელი. მე მახსოვს ჩემი ცხოვრება ვენერაზე და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი რასაც კითხულობთ სიმართლეა.
 
წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი დაისი. წარმოიდგინეთ ცხოვრება სამყაროში, სადაც ცა ყოველთვის ანათებს ნეტარებით. თვალს ჭრის ყვითელი, ოქროსფერი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და წითელი ფერები. მშვენიერი ტაძრები სპირალურად მიემართებიან ზეცისკენ. უშველებელ ბაღებში უხვადაა ეგზოტიკური ცხოვრებისეული ფორმა. ყველგან მიედინება თხევადი შუქის მანათობელი ნაკადები, რომლებიც კვებავენ სიცოცხლის ყველა ფორმას. მანათობელი კრისტალური სასახლეები და ოქროს ტაძრები ელიან  რჩეულებს, რომლებიც მოდიან სამყაროს საიდუმლოებების შესაცნობად. ამ ფორმებს იხსენებს ბევრი, მიწაზე მათი ნახვა შეიძლება მხოლოდ მხატვართა - მხილველთა ტილოებზე. ყველგან ჟღერს მუსიკა, რომელიც მოდის დროისა და სივრცის გარე ადგილიდან, ადგილს რომელიც დიდი ხანია დავიწყებულია დედამიწაზე მიბმული სულების მიერ, ადგილი სადაც სიყვარული სუფევს.  ის სიყვარულით მსჭვალავს ყველაფერს, სამუდამოდ აქრობს დაყოფას.  
 
ვენერა - ღმერთებისა და ქალღმერთების მომზადების ცენტრი და ცხოვრების აპოფიზია ამ მზის სისტემაში.
 
ვენერა - პირვანდელი ბაზაა არსებებისთვის მთელი გალაქტიკიდან. აქ ისინი ეცნობიან სულიერ სწავლებებს;  და ბევრმა მიწიერმა სულმა აირჩია ვენერა ამაღლების შემდგომ პირველ ცხოვრებად. მე გავიარე ორი ამაღლება და ორივეჯერ ჩემი მარშრუტი  ვენერა იყო.
 
სანამ  არ განვითარდებით მეხუთე სიმკვრივემდე, თქვენ ვერ შეძლებთ პირდაპირ იხილოთ ეს სამოთხე. მესამე სიმკვრივისთვის, ვენერა ცხელი, ჯოჯოხეთური, გამოფიტული მიწაა და ეს იმედს უცრუებს მათ ვინც ცდიდა გაევლო მოკლე გზა ზეცისკენ.
 
გასაღები ვენერასკენ - სიყვარულია. სწორედ სიყვარული მიგიყვანთ იქამდე. ბევრი ვენერელი (მიწიერ სხეულში) დიდხანს უყურებს ყველაზე მანათობელ ვარსკვლავს საღამოს ან დილის ცაზე და უკვირს, საიდან მოდის ეს უცნაური გრძნობები. შესაძლებელია, რომ ვენერაზე თქვენ დაგრჩათ დიდი ხნის დავიწყებული სიყვარული. მე დამრჩა, ჩემი ტყუპისცალი ალი - ვენერელი (ლია).
 
როგორც  უკვე მიხვდით, ვენერელები - მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე, ქალური და ღვთისმაგვარი არსებები არიან. მათ მანათობელი ოქროსფერი თმა და კარგი აღნაგობა აქვთ. მათ ისწავლეს მესამე სიმკვრივეში მატერიალიზება ჰოლოგრაფიული პროექციის მეშვეობით, და აკეთებდნენ ამას ბევრჯერ. ხშირად ისინი გარდაისახებიან ან „შედიან“.  მათ ხომალდს აქვს მეტალის ფერის მქონე თეფშის ფორმა, მაგრამ ხომალდებს შეუძლიათ გამოჩდნენ ცისარტყელის სხვადასხვა ფერებში. მათ შეუძლიათ დროში მოგზაურობა და ბევრი მათგანი აქ მომავლიდან მოვიდა.
 
ბევრჯერ ვენერელები გამოჩდნენ ატომური ბომბის გამოცდის დროს 1940-50 -იან წლებში, ურთიერთობდნენ ჯორჯ ადამსთან, ჯორჯ ვან ტასელთან და სხვებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები (უკვე დაღუპულები) იყვნენ ძლიერად დისკრედიტებულნი „გამომააშკარავებლის“ მიერ, მათ დატოვეს ბევრი დოკუმენტაცია, ფოტოგრაფია და ტექნიკური აღწერა, რომლებიც ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი იცით სად ეძიოთ.
 
ვეგელები 
 
გარეგნულად ვეგელები წააგავან სირიუსელებს, მაგრამ ისინი უფრო ქალურები არიან. ისინ ასევე ლირელების შთამომავლები არიან. ჩაურევლობის დოქტრინის პოზიციით, ისინი წინა პლანზე გამოსვლისგან თავს იკავებენ და ამჯობინებენ დაეხმარონ შიდა პლანებიდან ტელეპატიისა და ჩენელინგის გზით. ვეგელები მშვიდობისმოყვარენი არიან და წარსულში არ ერეოდნენ დედამიწის საქმეებში. ხშირად მათ იპყრობდნენ და იმორჩილებდნენ უფრო აგრესიული რასები. ისინი - დიადი მხატვრები არიან, ხოლო მათი მუსიკა გავლენას ახდენდა დედამიწაზე კომპოზიტორი-კლასიკოსების შთაგონების გზით, დღეს კი ისინი გავლენას ახდენენ ახალი ერის ზოგიერთ მხატვარზე. ისინი ერთგულად ეძღვნებიან მანათობელ ერთს და არიან კონფედერაციის წევრები.
 
ვეგელები საუკუნეების განმავლობაში გარდაისახებოდნენ დედამიწაზე, ცდილობდნენ შემოეტანათ მშვიდობის და სილამაზის ღირებულებები. როგორც ვარსკვლავური ნათესი, ისინი იზრდებოდნენ მეგობრულ გარემოში, მაგრამ რჩებოდნენ მშვიდნი, საკუთარ თავში ჩაძიებული ადამიანები. ხშირად მათ მკაცრად სდევნიდნენ რელიგიური ფანატიკოსები. დღეს მათი პოვნა შეიძლება რელიგია ბაჰაი-ში  (რელიგია ბაჰაი-არაქრისტიანული კულტი, ფესვებს იდგამს ირანში. სინკრეტული რელიგია, მიმართული ყველა რწმენის გაერთიანებისკენ მსოფლიო საძმოში.)და სხვაგან მკაცრად დევნილ ადამიანებში. ვეგელებმა მოიტანეს მიწაზე ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორიცაა არფა და ლირა.
 
ზეტები (Zeta Reticuli)
 
მიუხედავად იმისა, რომ ზეტები წარმოადგენენ დედამიწის ახლანდელი მოსახლეობის მცირე პროცენტს, ამჟამად მათი გავლენა ერთ-ერთი ყველა ძლიერია ამ პლანეტაზე. თუკი დავთვლით მათ არსებობას პლანეტის გარეთ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე სირიუსელებისა და ვეგელების. დედამიწასთან ახლოს მდებარეობს მათი ხომალდი მილიონობით არსებით ბორტზე. ზეტების წარმომადგენლების დაყოფა შეიძლება სამ ჯგუფად, ამიტომ მოხერხებულობისთვის მე მათ დავუძახებ ზეტა-1-ს, ზეტა-2-ს და ზეტა-3-ს. ისინი წარმოიშვნენ ვარსკვლავთა ნაკრების ზეტა რეტიკულის სამი სხვადასხვა ცივილიზაციისგან. ყველა მათგანი მიეკუთვნება მესამე და მეოთხე სიმკვრივეს (ფიზიკურს) მაგრამ ადამიანების მსგავსად, გააჩნიათ გონების დონის მრავალფეროვანება. მათი ფიზიკური ბუნებიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ადამიანებთან კონტაქტების ყველაზე დიდი პროცენტს. თუკი თქვენ იხილიეთ ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) შეუიარაღებელი თვალით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხომალდი ეკუთვნოდა ზეტა რეტიკულს.
 
შენიშვნა: ყველა არსება, რომელიც ექვემდებარება ქვემოთ მოყვანილ აღწერას არ მიეკუთვნება ზეტა რეტიკულს. ამ ჰუმანოიდური ფორმის აღმოჩენა შეიძლება გალაქტიკის რამოდენიმე ნაწილში და სხვა გალაქტიკებშიც კი.
 
ზეტები აქ მრავალი მიზეზის გამო არიან, მათ შორისაა ბიოლოგიური ექსპერიმენტები, დედამიწის რესურსების დაპყრობა და დედამიწელების ფსიქოლოგიური შესწავლა. მაგრამ მათი აქ არსებობის ყველაზე სერიოზული მიზეზი  სახეობათაშორისი შეჯვარებაა.
 
ზეტების მიერ ემოციების არასაკმარისი სარგებლობის გამო ისინი ატროფირდნენ სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად. ისინი არსებობენ უფრო როგორც მწერების კოლონია, ძლიერად ორიენტირდებიან ჯგუფზე და მექანიკურები არიან. საკუთარ თავის ფილანტროპად ჩათვლით ისინი არასაკმარისად არიან სულიერად განვითარებულნი და ბოლომდე არ ესმით ჩაურევლობის „ძირითადი დირექტივა“. ზეტები დაკავებულნი არიან ადამიანთა გატაცებითა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებით, სავარაუდოდ კვლევისა და ადამიანური ემოციების შესწავლისა და შეძენის მიზნით. მათი აქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი არის რასის სერიოზული არაბალანსირებულობა, რომელიც მის არსებობას საფრთხეს უქმნის. მათ სჯერათ, რომ შეძლებენ გადარჩენას თუკი ისარგებლებენ ადამიანების ზოგიერთი თვისებით. ზეტები ქმნიან ჰიბრიდულ რასას ადამიანებთან შეჯვარებით იმ იმედით, რომ ახალი რასა შეინარჩუნებს ჯგუფურ გონებას, მაგრამ დაიტევს ადამიანების ემოციურ ბუნებას.
 
ზეტა-1
 
ზეტების პირველი ჯგუფია - ზეტა-1. ისინი არიან არსებები თეთრი კანით, სიმაღლით 90-120 სმ; მათ აქვთ გიგანტური თავის ქალები, ალმასის ფორმის თვალები, პატარა გრძელი და წვრილი ხელები და ფეხები. ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია, ხოლო მათი კოსმოსური ხომალდი ხშირად ჩანს ღამის ცაზე დედამიწის სხვადასხვა მხარეში. ზეტები-1 ვიბრირებენ მესამე და მეოთხე სიმკვრივეებში. ისინი ტექნოლოგიურად განვითარებულნი არიან, გააჩნიათ ტელეპატიის და მენტალური პროექციის უნარი. მათ შეუძლიათ მოახდინონ ჰოლოგრამული ფორმების პროექცირება და იყვნენ ადამიანებისთვის ხილულნიც ან არახილულნიც მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვითონ ფიზიკური არსებები არიან.
 
ხომალდს გააჩნია სფერული თეფშისმაგვარი ფორმა და არის ნაცრისფერი ან მუქი ნაცრისფერი. საბაზო ხომალდი ცილინდრისებრია ან გააჩნია სიგარის ფორმა. მამოძრავებელ ძალად ყველა ხომალდი სარგებლობს ელექტრომაგნიტური სისტემით და გააჩნია მოწყობილობები, რომელიც ხელს უშლის მათ აღმოჩენაში რადარებსა და ფიზიკურ მოწყობილობებს.
 
ზეტა-1 - ს  ხშირად თან ახლავთ მაღალი ლურჯი არსებები სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან, ასევე მაღალი მოხდენილი არსებები ალტაირის ვარსკვლავიდან. ეს რასები აფორმირებენ იმას, რასაც „ტრიადა“ ეწოდება.
 
დღეს დედამიწაზე და პლანეტის გარშემო 20 მილიონზე მეტი ზეტა-1 -ია.
 
ზეტა-2 

ზეტა-2 მიეკუთვნებიან სხვა ვარსკვლავს ზეტას თანავარსკლვავედში. როგორც წესი მათ „ნაცრისფერებს“ უწოდებენ. მათი სიმაღლე დაახლოებით 120-სმ -ია, მუქი მოყავისფრო-მონაცფრისფრო ფერის უხეში კანი და დიდი ქუთუთოებისგან დაუფარავი თვალები. მათ აქვთ ოთხი თითი და დიდი თითი დაკავშირებულია მათთან გარსით. ეს არსებები არიან კონტაქტში სხვადასხვა დედამიწისეულ ხელისუფლებასთან იმ დროიდან, როდესაც ორმა მათმა ხომალდმა განიცადა ავიაკატასტროფა 1940-იან წლებში. სწორედ ისინი არიან დაკავებული გატაცებებით, ექსპერიმენტებით ცხოველებზე (პირუტყვის დასახიჩრება) და არიან მანიპულაციის გენიოსები, თანამშრომლობენ აშშ -ის უსაფრთხოების ეროვნულ საიდუმლო სამსახურებთან, რომელიც იმართება ილუმინატების მიერ.
 
ზეტა-2 არც ისეთი მეგობრულები არიან, როგორც ზეტა-1, მიუხედავად ამისა ზოგიერთი მათგანი სულიერად განვითარებულია. მეტწილად ზეტა-2 აქ შეჯვარებისა და დედამიწის რესურსების ექსპლუატაციისთვის არიან. მათ აქვთ კონტაქტი დედამიწის ზოგიერთ ხელისუფლებასთან (მეტწილად აშშ-სთან), ვაჭრობენ ტექნოლოგიური საიდუმლოებებით იმ პირობით რომ დარჩნენ აქ სხვების ჩარევის გარეშე. მათი საიდუმლო ბაზები არის Groom Lake - ში, ნევადაში ,  Ducle - ნიუ-მექსიკოსა და ორ სხვა ადგილას.
 
ტელეფილმი „დაუპატიჟებელი სტუმრები“   (გადაღებული ბად ჰოპკინსის წიგნის მიხედვით) არის ზეტა-2 -ის მიერ გატაცების ზუსტი ასახვა. მაგრამ ფილმში არაა ნახსენები, რომ ემბრიონებს იღებენ გატაცებულთა სხეულიდან ორსულობის დაახლოებით მესამე თვეს და შემდგომი ზრდისთვის გადააქვთ სპეციალურ ბიოლოგიურ პირობებში კოსმოსური ხომალდის ბორტზე. ხშირად გატაცებულებს ირჩევენ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში და „აპროგრამებენ“ მათ იმპლანტების მეშვეობით. პროგრამირება ხორციელდება არამხოლოდ „თვალთვალის“ და გატაცებულ ქალებსა და ზეტას შორის ტელეპატიური კავშირის შენარჩუნების მიზნით, ასევე  პირობების მოსამზადებლოდ შემდგომი განაყოფიერებისთვის. გატაცებული ქალები ბრუნდებიან დედამიწაზე და უჩივიან „დროის დაკარგვას“, აღმოაჩენენ ორსულობას, ხოლო სამი თვის შემდეგ ხდება „სასწაული შეცდომა“ კიდევ ერთ დაკარგულ დროის მონაკვეთთან ერთად. მაგრამ რადგანაც მთელი სულიერი გამოცდილება იწერება აკაშის ქრონიკაში, გატაცებულებს ხშირად ახსენდებათ გატაცება როცა უკავშირდებიან საკუთარ აკაშის ქრონიკას ჰიპნოზის ქვეშ. 
 
მიუხედავად იმისა, რომ ზეტას მიერ ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა მათი თავისუფალი ნების  დარღვევაა, ზოგიერთი დედამიწელი დაეთანხმა ამ გამოცდილებას სულიერ დონეზე, ხოლო ყველა დედამიწისეულმა სულმა მიიზიდა ეს გამოცდილება, როგორც ცნობიერებაში არსებული რაღაცის ანარეკლი. თუკი თქვენ გაგიტაცეს და თქვენი მონაწილეობა აღმოჩნდა დახმარება არსებების რასის გადასარჩენად გაქრობისგან, თქვენ ნაკლებად ემხრობით იმას, რომ ზეტა განიხილოთ როგორც ბოროტი დამპყრობლები. მათ ქმედებებში თქვენ ამოიცნობით გადარჩენის სასოწარკვეთილ მცდელობას.
 
კიდევ ერთი შენიშვნა გატაცებების შესახებ: ბევრი, თუ არა უმრავლესობა გატაცებული არის ზეტელი, რომელიც განსახიერდა ადამიანის ფორმაში, რომ გადაეტანა გატაცება, როგორც იტყვიან „პირველი ხელიდან“. ამ შემთხვევაში, ზეტა ეძახის თავის წევრებს ახალი შეთანხმებისთვის გამტაცებელთა და გატაცებულთა სულებს შორის. 
 
ზეტა-2 -ის ხომალდები როგორც წესი ნაცრისფერი თეფშები ან სამკუთხედებია, რომლებიც ხშირად ჩანან თავიანთ ბაზებთან. მათი რაოდენობა უახლოვდება 100.000-ს. ნაციონალური უსაფრთხოების სამმართველოს აქვს კოსმოსური ხომალდების პროტოტიპები, შემუშავებული ზეტა-2 ქსელების ნახაზების საფუძველზე, ხოლო მათი ტექნოლოგია გამოიყენება ზოგიერთ სამხედრო დანადგარში მთელს მსოფლიოში. ზეტა-2 -ს და ადამიანებს შორის რეგულარულ კონტაქტებში ჩართულია ილუმინატების ზოგიერთი წარმომადგენელი.
 
მეტწილად, ზეტა-2 (როგორც ილუმინატები, რომლებთანაც მათ უჭირავთ საქმე) არ აპირებენ პატივი სცენ ადამიანების თავისუფალ ნებას. არსებითად ილუმინატები უზრუნველყოფილნი არიან ზეტა-2 -ის მხარდაჭერით რომ დაეხმარონ დანერგონ საკუთარი ვერსია „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კონტროლზე, მანიპულირებასა და დომინირებაზე. ერთ-ერთი შეთავაზება, რომელსაც ისინი განიხილავენ, არის ხელოვნური კრიზისის შექმნა (რაღაც „კოსმიური დამპყრობლები“-ს მსგავსი) მეგობრული ხალხის მონაწილეობით თეთრ ცხენებზე (ილუმინატების), რომლებიც მოვიდნენ კაცობრიობის ზეტასგან სახსნელად და ამით შეიძინონ კაცობრიობის პატივისცემა. გაერთიანებული მსოფლიო საერთო საფრთხის წინაშე რომელიც გარე კოსმოსიდან მოდის, ილუმინატები ფიქრობენ აკონტროლონ მსოფლიო ხელისუფლება. მისი რაღაც ნაწილი მაინც. მოკლედ რომ ვთქვათ „თანამონაწილეები“ სახით ერთმანეთისკენ ბრუნდებიან. განსაკუთრებით ახლა, როცა ნათელი ხდება, რომ ღვთაებრივ დედას აქვს საკუთარი გეგმები ახალ მსოფლიო წესრიგზე (მეტი ახალ მსოფლიო წესრიგზე იხილეთ თავი 15-ში).
 
ზეტა-3 
 
ზეტა-3 ზეტების ყველაზე არამეგობრული რასაა დედამიწაზე. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ომობდნენ სხვა ზეტებთან. ზეტა 1 და 2 თვლიან მათ ბოროტ ძალად, რომელიც საჭიროა, რომ განადგურდეს. მათ უფლება აქვთ მოვიდნენ დედამიწაზე მხოლოდ მაშინ, როცა შიში და ნეგატიურობა პლანეტაზე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მათი  აქ ყოფნა მისაღები იყოს. თუკი დედამიწის მასიური ცნობიერება საკმარისად ინტეგრირებს ნეგატიურობას, ზეტა-3 მეტჯერ ვეღარ შეძლებს ივიბრიროს დედამიწაზე, რადგანაც ისინი საკუთარი შიშების ანარეკლები არიან.
 
ზეტა-3 -ის ხომალდები შავი და წითელი თეფშებია. ზეტა-3 გონებაზე კონტროლის, შავი მაგიისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების მცოდნენი არიან. ისინი მიისწრაფიან ითამაშონ კაცობრიობის შიშებზე და გააძლიერონ ისინი, იყენებენ სიძულვილსა და შიშს  დედამიწის ფსიქოლოგიურ სივრცეში შესვლის მიზნით. თუკი თქვენ შეხვდით ერთ-ერთ მათ ხომალდს, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ დაეკონტაქტოთ. მაშინვე ითხოვეთ ღვთაებრივი დახმარება იმ მეთოდით, რომელიც ყველაზე უკეთ მუშაობს თქვენთვის. (ღვთაებრივი დაცვის მეთოდები მოცემულია დანართში).
 
1940-იანი წლების ბოლოს სწორედ ზეტა-3 -მა ჩამოაგდო კოსმოსური ხომალდი ზეტა-2  ნიუ-მექსიკოს თავზე. ხომალდის ნამტვრევები ამოიღეს აშშ-ს სამხედროებმა; ასე დაიწყო გრძელვადიანი კონტაქტი ზეტა-2 -სა და ხელისუფლებას შორის. ამ კატასტროფამდე, ზეტას არსებობა დედმამიწაზე შემოიფარგლებოდა მხოლოდ ცალკეული კონტაქტებით ზეტასა და დედამიწელ ორიონელებს, ასევე სირიუსელებს შორის. ილუმინატი - ზეტების კავშირის ჭეშმარიტი ბუნება განხილული იქნება მე-16 თავში.
 
ზეტა-3 წააგვანან ხვლიკებს. ფსიქოლოგიური გაცვლის მეშვეობით მათ თავისუფლად შეეძლოთ დედამიწის დაპყრობა ისე, როგორც ნაჩვენებია სატელევიზიო მინი სერიალებში „ვიზიტორები - V”. 
 
პლეადელები
 
ადამური რასების გარდა, დღეს ჩვენს პლანეტასთან მუშაობენ სამი სხვა პლეადური ჯგუფი. მხოლოდ ერთი, სამი ჯგუფიდან ხილულია ადამიანის თვალისთვის მესამე სიმკვრივეში.
 
მეოთხე სიმკვრივის პლეადელები 
 
სწორედ ამ არსებებზე ყვებოდა ცნობილი შვეიცარიელი ფერმერი ბილ მეიერი. ისინი მაღალი, ქალური და მშვიდობისმოყვარენი არიან (მამაკაცებიც კი საკმაოდ ქალურები არიან). მათი განსაზღვრა მარტივია წაგრძელებული ყურის ბიბილოებითა და გრძელი ვერცხლისფერი თმით. არსებობს ფოტოებიც, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მათი მოპოვება რთული გახდეს. მათ ხომალდს აქვს მეტალის ფერის თეფშის ფორმა და საკმაოდ რთული პროექტისაა. ისინი ასევე სარგებლობენ მოწყობილობებით, რომლებიც ხომალდს ხან ხილულს, ხან კიდევ უხილავს ხდის. საბაზო ხომალდი გამოიყურება როგორც დიდი ჭაღი, რომელიც წააგავს ხომალდს ფილმში „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ .  ამ არსებებს შორის ყველაზე პოპულარული არსება არის არსება, ცნობილი როგორც სემიასე (დეტალურად აღწერილია ბილი მეიერის მასალებში). მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ იქნა მრავალი მცდელობა, დისკრედიტირებულიყო ბილ მეიერი და მცირერიცხოვანი სხვა კონტაქტები პლეადელებთან, ეს არსებები საკმაოდ რეალურები არიან და ფოტოთა უმრავლესობაც ნამდვილია. 
 
მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები
 
ეს არსებები ისე კარგად არ არიან ცნობილები, როგორც მეოთხე სიმკვრივის პლეადელები. მათ გააჩნიათ  ჰუმანოიდური ფორმის მანათობელი სხეული.რადგანაც ისინი ვიბრირებენ ასეთ მაღალ დონეზე, მათთვის უცხოა სხეულის მახასიათებლები, მხოლოდ ჰუმანოიდის მანათობელი ნაკვთები. ვარსკვლავური არსებებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან გამჭირვალენი. სინათლე ოქროსფერი ფერისაა.
 
მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები მოგზაურობენ სივრცეთშორის კოსმოსურ ხომალდში, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა და სურვილისამებრ შესვლა და გამოსვლა მესამე სიმკვრივეში. მიუხედავად იმისა, რომ მათ იშვიათად ხედავენ მე ერთხელ ვნახე ერთ-ერთი მათი ხომალდი, რომელიც წააგავდა მანათობელ მწვანე სფეროს და დაფრინავდა ჰორიზონტალურად დიდი სიჩქარით,
 
ზოგიერთი ამ არსებებიდან მოგზაურობს დროში. ისინი მკვლევარები არიან და მრავალი მათგანი ადამური რასის პირველადი განსხეულებები არიან, რომლებიც განვითარდნენ უფრო მაღალ განზომილებაში ვიბრაციების შემცირების შემდეგ დედამიწაზე განსხეულებისთვის. ისინი ურთიერთობენ მეტწილად ტელეპატიურად და ჩენელინგის მეშვეობით. ამჟამად დედამიწაზე მათი სწავლებას ავრცელებს რამოდენიმე ცნობილი არხი.
 
მეთორმეტე სიმკვრივის პლეადელები
 
ისინი დამაარსებლების წინაპრები არიან, რომლებზეც ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ. ძირეული პლეადელების გარდა რომლებიც თითქმის არ შეცვლილან 100 მილიონი წლის განმავლობაში, არსებობენ პლეადელები, რომლებიც განვითარდნენ მეთორმეტე სიმკვრივემდე ლირას ლეგენდარული ვარსკვლავური სისტემიდან. ყველა მათგანი განვითარდა ფიზიკურ ფორმაზე მაღლა და ჩნდებიან მხოლოდ სულიერი ხედვის წინაშე მხოლოდ დიდი მანათობელი ბურთების სახით, რომლებიც ასხივებენ თეთრ-მოცისფრო ფერს. ისინი გამოიყურებიან როგორც პლეადის თანავარსკვლავედის შვიდი და მინიატურაში. ქმნილებაში არსებობს ასეთი მხოლოდ 100 არსება. ითვლება, რომ მათი ზესულებიც ასევე არიან ვარსკვლავები.
 
დამაარსებლები პერიოდულად მოდიან დედამიწაზე პლანეტარული ინიციაციის მომენტებში. ისინი მოგზაურობენ ყველა სივრცით და დროით განზომილებაში, რისთვისაც სარგებლობენ სუფთა გონებით. როდესმე ყველა განვითარებადი სული მიაღწევს იგივე უსაზღვრო მდგომარეობას.
 
მიუხედავად იმისა, რომ დამაარსებლებმა იციან სინათლის საძმოს და სულიერი იერარქიის არსებობის შესახებ, ისინი პირდაპირად არ ახდენენ გავლენას ამ ჯგუფებზე. იმ მომენტისთვის, როცა სული აღწევს მეოცე სიმკვრივეს, იერარქიის და დონის კონცეფცია უმნიშვნელო ხდება.
 
არქტურიანელები  
 
არქტურიანელები მრავალგანზომილებიანი არსებების კიდევ ერთი ჯგუფია, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ დედამიწას ადრინდელი დროიდან. არსებობს არქტურიანელების ორი ძირითადი ჯგუფი.
 
მეშვიდე სიმკვრივის არქტურიანელები
 
მეშვიდე სიმკვრივის არქტურიანელები-მაღალი არსებები არიან ცისფერი კანით (არ აგერიოთ ტრიადაში), უხილავები მესამე სიმკვრივის თვალისთვის. როდესაც მე პირველად ვნახე ისინი შინაგანი მხედველობით, ისინი წააგავდნენ დატოტვილ ხეს, რომელიც შედგებოდა ყველა მიმართულებით განაწილებული ენერგიისგან. მათი სიმაღლე 2,4 - 3 მეტრია და ისინი ეთერში დაცურავენ. მათი ხომალდები ეთერულია, მოცისფრო ფერის  თეფშისებრი, როგორც მათი კანის ფერი. მათ აქვთ მიწისქვეშა ბაზები დედამიწაზე, მაგრამ ეთერული ვიბრაციის გამო ისინი ფიზიკურ სამყაროში იშვიათად ჩნდებიან.
 
მე ვიყავი ერთ-ერთი წმინდა ადგილზე სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც მდებარეობდა კოსმოსური ხომალდის შესასვლელ-გამოსასვლელის თავზე. ზოგიერთი იქ მცხოვრები ადამიანი იტყობინებოდა, რომ ჰქონდა შეგრძნება, თითქოს კოსმოსურ ხომალდში იმყოფებოდნენ. 
 
მეათე სიმკვრივის არქტურიანელები
 
მეათე სიმკვრივის არქტურიანელები - საწყისი მთავარანგელოზების ფრაგმენტები არიან. როგორც ყველა ვარსკვლავისეული სიცოცხლის ფორმა, ისინიც მანათობელნი არიან და ძალიან დიდები. ყველაზე შესაფერისი ფიზიკური გამოსახულება, რომელიც მე ვიცი, არის გილბერ უილიამსის და ეოლიას ნახატები. არქტურის სისტემა - მრავალგანზომილებიანი დროითი პორტალია, ასევე ცნობილი როგორც გადასატვირთი ბაზა ნახევარ გზაზე. გადასატვირთი ბაზა ნახევარ გზაზე - არის ხიდი ვარსკვლავურ სფეროებს შორის (7-9 სიმკვრივის) და შუალედურ სფეროებს შორის (4-6 სიმკვრივის). ის აკლიმატიზაციის შესაძლებლობას იძლევა განზომილებათა ცვლის გზაზე.
 
თეთრ-ცისფერი გარდამავალი არსებების გარდა, რომლებიც წააგვანან სინათლის კრისტალურ სხეულს,  არქტურიანელებს ასევე გააჩნიათ დიდი ფრთოსანი ფორმა. პეგასი და თეთრი გველი ფოლკლორში საწყისს იღებს არქტურიანელებიდან. ამ ყოვლისშემძლე არსებებს გააჩნიათ ფრთები, რომლებიც იშლება 15 მეტრამდე და მეტადაც, რადგანაც დაფრინავენ ეთერში დიდი სისწრაფით. მათი აურული ველებიდან სინათლის გამოსხივებით ისინი ანათებენ როგორც შუადღის მზე.
 
ამ არსებებს ძალიან უყვართ კაცობრიობა და არიან კონფედერაციის წევრები. მათი მიზანი დედამიწაზე, არის პლანეტის აურული ველის ბალანსირება და წონასწორობის აღდგენა ეთერულ ველებთან პლანეტის ზემოთ. 
 
ანდრომედელები 
 
ანდრომედელები გაჩდნენ ანდრომედას თანავარსკვლავედში, სისტემა რომელიც არის ცალკეული გალაქტიკა და ემეზობლება ირმის ნახტომს. ისინი მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე არსებები არიან თეთრი კანით, რომელიც ზეტა ქსელებს წააგავს. ძირითადი სხვაობა მათ შორის არის სიმაღლე, რომელიც აღწევს 1,8-2,1 მეტრს. მათ თვალებს ასევე აქვთ ალმასის ფორმა, ოღონდ უფრო მცირესი. მათი თავები წაგრძელებული და ვიწროა და წააგავს ამოტრიალებულ მსხალს. ისინი ძალიან წააგვანან ესასანებს (ესასანები - მეოთხე სიკმვრივის ჰიბრიდული რასა, რომლებიც შეიქმნენ „ნაცრისფერი“ უცხოპლანეტელებისგან და ადამიანებისგან. ეხმარებიან გარდასახვის გავლაში.)-  ადამიანების და ზეტა ქსელების ერთ-ერთ ჰიბრიდულ რასას.
 
ანდრომედელები - მკვლევარები არიან, მათ ეს პლანეტა ატომური იარაღის გამოცდების შედეგად შეამჩნიეს. მათი სურვილია - დაეხმარონ კაცობრიობას თავიდან აიცილონ ბირთვული ჰოლოკოსტი. მათ გააჩნიათ მესიის ხასიათი და ცნობილი არიან ადამიანების თავისუფალ ნებაში ჩარევით, რათა საკუთარივე თავისგან დაიცვან ისინი. 
 
ჩემთვის არ არის ცნობილი არანაირ კავშირზე ანდრომედელებსა და დედამიწის ხელისუფლებებს შორის, თუმცა წარმოსადგენია, რომ მათ ძალიან აინტერესებთ გარკვეული მინერალები და დედამიწის იშვიათი ელემენტები. რადგანაც ისინი მეოთხე სიმკვრივის არსებები არიან, მათ სჭირდებათ დიდი დრო დედამიწასა და მშობლიურ პლანეტას შორის მანძილის გადასალახად. მათი მშობლიური პლანეტა მდებარეობს 1 მილიონ სინათლის წელზე მეტი მანძილის მოშორებით მესამე განზომილების ტერმინებში, ამიტომ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს კაცობრიობისთვის. მათ ხომალდს გააჩნია ცილინდრისებრი ან სიგარისებრი ფორმა და ისინი სარგებლობენ სიჩქარის გამრუდების სისტემებით, როგორც ხომალდი ენტერპრაიზი ფილმიდან „ვარსკვლავური გზა“. 
 
ანტარესელები
 
როგორც მათი მშობლიური წითელი ვარსკვლავი ანტარესი, ანტარესელები გიგანტების რასაა გჯერათ თუ არა ამის, ლამაზი კანით. ისინი გარდაისახებოდნენ მიწაზე სხვადასხვა დროს. სხვადასხვა გრავიტაციული და ფიზილოგიური სხვაობების შედეგად დედამიწასა და მათ პლანეტას შორის ისინი იშვიათად ინახულებდნენ დედამიწას საკუთარ ბუნებრივ ფორმაში ან ეშვებოდნენ უშუალოდ პლანეტის ზედაპირზე. ისინი შედიოდნენ კონტაქტში მიწისქვეშა არსებების რასებთან, რომელიც განიხილება შემდგომ. როგორც თვითონ ისინი და ყველაფერი მათ გარშემო მათი ხომალდები გიგანტური სფეროები ან ცილინდრებია, რომლებიც წააგვანან ხომალდებს ფილმიდან„ 2001: კოსმიური ოდისეა“.
 
ანტარესელებს გააჩნიათ მაღალგანვითარებული ტელეპატიური და ფსიქოკინეტიკური შესაძლებლობები, მაგრამ თვლიან დედამაწას საშიშ ადგილად საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ბევრი აქ გარდასახული ანტარესელი გაეხვა მესამე სიმკვრივის მახეში და იყურებიან ზეცაში დიდხანს დავიწყებულ შეკითხვებზე პასუხების ძიებაში.
 
სხვა რასები
 
მათ გარდა, რომელიც უკვე ვახსენე არსებობს მრავალი უცხოპლანეტური რასა, რომელიც გარდაისახა ან რომელმაც მოინახულა დედამიწა სხვადასხვა ვარსკვლავური სისტემიდან. ზოგიერთი მათგანი ხელმძღვანელობს დედამიწას მხოლოდ სხვა რეალობიდან. აი სხვა ზოგიერთი რასის მოკლე ჩამონათვალი.
 
დენები- მზის ჯვრის წევრი (გალაქტიკათშორისი ორგანიზაცია). ისინი წარმოადგენენ სულიერ სახელმძღვანელოს ჩენელინგის და ტელეპატიის მეშვეობით.
 
ალტაირი-ტრიადის წევრი. ის უფრო მაღალია, ვიდრე ზეტა ქსელები.
 
ტრანტორი- მზის ჯვრის სინათლის სამრჩევლოს ხელისუფლების ხელძღვანელი.
 
ალდებრანი-ვარსკვლავური სისტემა, მისი წევრები კონსულტირებენ აშტანას გუნდს- კიდევ ერთი გალაქტიკათშორისი ჯგუფი.
 
ალკიონა-ვარსკვლავური სამყარო, კონსულტირებენ დიდ თეთრ საძმოს (სულიერი ორდენი, ილუმინატების მისტიური ორდენის წინათ მყოფი მათ კორუფციამდე).
 
პოლარისი-მეთორმეტე სიმკვრივის რასა, რომელიც უზრუნველჰყოფს სულიერ ხელმძღვანელობას ტელეპატიის და ჩენელინგის გზით. 
 
ჩვენი მზის სისტემა
 
ჩვენს მზის სისტემაში არის რამდენიმე რასა, რომლებიც რამდენიმე სიმკვრივეშია განაწილებული. ვენერასა და დედამიწის გარდა ეს მიწისქვეშა რასა არის მეოთხე სიმკვრივის მარსზე, მეხუთე სიმკვრივის რასა იუპიტერზე და სატურნზე, რიგი ფორპოსტები და ალტერნატიული სიცოცხლის ფორმები ურანსა და ნეპტუნზე. ასევე არსებობს ქრონიკის დარბაზი პლუტონზე. ასტეროიდების ქამარი თავიდან იყო პლანეტა, რომელიც განადგურდა ლაზერებით და ბირთვული იარაღით. ბევრი სული, თავდაპირველად განსახიერებულები ამ პლანეტაზე, მარსზე ემიგრირდნენ. მთვარის ბნელ მხარეზე არსებობს რიგი ფორპოსტები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ საიდუმლო ხელისუფლებებს და NASA-ს ფრენებს და რა თქმა უნდა მალავდნენ ამას ადამიანებისგან. მეტი ინფორმაცია გონიერ სიცოცხლის ფორმებზე ჩვენს მზის სისტემაში იქნება წარმოდგენილი შემდეგ წიგნებში.
 
შიდა დედამიწა
 
არსებობს ბევრი ლეგენდა ცივილიზაციებზე, რომლებიც დედამიწის შიგნით არსებობენ. სინამდვლეში ეს რამოდენიმე მიწისქვეშა ჯგუფია. ერთი ცივილიზაცია წავიდა მიწის ქვეშ ზედაპირზე კატასტროფების შედეგად, ხოლო სხვები მოვიდნენ აქ სხვა პლანეტებიდან და აღმოაჩინეს, რომ დედამიწის შიდა მხარე ჰგავს მათ პლანეტას. სამი ყველაზე დიდი ცივილიზაცია მდებარეობს: შესტას მთის ქვეშ კალიფორნიაში, ამაზონის აუზის ქვეშ სამხრეთ ამერიკაში და გობის უდაბნოს ქვეშ. მათი სახელებია-ტელოსი, პოსეიდონი და შამბალა. არსებები, რომლებსაც იეტის უწოდებენ ასევე მოდიან დედამიწის შიდა მხრიდან. ისინი არიან უცხოპლანეტელების რასის შთამომავლები სირიუსიდან, რომელთანაც დღესაც აქვთ კონტაქტი.
 
ყველა მიწისქვეშა ქალაქი მიეკუთვნება მეოთხე სიმკვრივეს, მიუხედავად ამისა დედამიწის სხვა ფენებში მათ აქვთ შესაბამისი „პარალელური“ ქალაქები მეხუთე სიმკვრივეში. მეხუთე სიმკვრივის ქალაქები მოიცავენ „ამენტის დარბაზებს“ რომლებიც მდებარეობს სფინქსის ქვეშ ეგვიპტეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქების არსებობის მტკიცებულებების ძიებაში გეოლოგებმა გადათხარეს ეს ადგილები ისინი ვერასოდეს ვერ იპოვიან მათ ორი მიზეზის გამო: (1) მეხუთე სიმკვრივე უხილავია მესამე სიმკვრივისთვის; (2) უძველესი ეგვიპტის დაცემისას, როდესაც პლეადენიალებმა დატოვეს დედამიწა, მათ „დაკეტეს“ მიწისქვეშა სფეროში შემავალი კოდები. 
 
ამაღლების კამერები
 
დედამიწის მრავალი დიადი ისტორიული ძეგლი აშენდა უცხოპლანეტელების მიერ იმისთვის, რომ ემსახურათ ამაღლების კამერებად. ამაღლების კამერა - არის რადიოელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ამაღლებს მეოთხე სიმკვრივის ადამიანების უჯრედების ვიბრაციას იქამდე, სანამ ადამიანი ვერ შეძლებს „შეიმოსოს“ მეხუთე სიმკვრივის სხეული. ზოგიერთი უძველესი საზოგადოება იყენებდა ამაღლების კამერას როგორც ტაძარს მიძღვნისთვის. მათში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც საკმაოდ გაწმენდილი იყო. ამაღლების ორი ყველაზე ცნობილი კამერა არის - აღთქმის კიდობანი, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში და გიზას დიდი პირამიდა. ორივე შემთხვევაში, როცა მათში შესვლას ცდილობდნენ არასაკმარისად განწმენდილი ხალხი, მათი სხეული იწვოდა გარდასახვის ნაცვლად. შედეგად ადამიანებმა, რომლებსაც არ ესმოდათ განწმენდის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გამოიგონეს გრძელ რიტუალთა თანმიმდევრობა და მსხვერპლშეწირვები.
 
პლეადელები იყვნენ ამაღლების პროცესის ოსტატები. მაგრამ სირიუსელებს, რომლებიც მართავდნენ ეგვიპტეს და წმინდა მიწას  სურდათ გამოეყენებინათ კამერები თავის სასარგებლოდ. იაჰვე, მოსეს ღმერთი იყო მეტად დაინტერესებული თავდადებული მიმდევრებით, ვიდრე იმით, რომ დახმარებოდა ადამიანებს გაეგოთ ამაღლების პროცესის ჭეშმარიტი პროცესი. ამაღლების პროცესის არასწორი კონცეფციების უმეტესი ნაწილი გამომდინარეობდა სირიუსელების მიერ ღვთაებრივი ენერგიის არასწორე გამოყენებიდან. რადგანაც სირიუსელებს სურდათ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, მათ შეიტანეს საკუთარი წვლილი ადამიანების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვაში. სხვადასხვა მსხვერპლშეწირვები და რიტუალები, რომლებიც აღწერილია ძველ აღთქმაში განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ სულიერების მიღწევა იმ დროის ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთული (თუ არა შეუძლებელი) გამხდარიყო. მსხვერპლობის მთლიანი იდეა შეიცვალა და ასცდა საწყის მიზანს-სულის გაწმენდას და საკუთარ თავზე ძველებური წარმოდგენის დასასრულებლად - მუდმივ ბრძოლაში დანაშაულთან და საკუთარი სურვილების დაუნდობელი გმობით, და ყოველივე ეს მორალის სახელით.
 
ოქროს ფენომენალური რაოდენობა იყო გამოყენებული აღთქმის კიდობნის შექმნისას, რომელიც გარდასახვისთვის იყო შექმნილი (უფრო მაღალი ვიბრაციის ფორმად) საკურთხეველზე განსაზღვრული მასალების დაწვის გზით. უდავოა, რომ ადამიანებს არ ესმოდათ ძვირფასი მეტალების გამოყენების მიზეზები რელიგიური ნაგებობებისთვის. ბევრი ცივილიზაცია დაიღუპა იმის შედეგად, რომ გასცა საკუთარი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი საკურთხეველზე მსხვერპლშეწირვისთვის.
 
ამაღლების კამერები - მათემატიკურად ზუსტი სტრუქტურებია, რომლებიც მუშაობენ გარდაქმნილ მეტალებზე (როგორც წესი სუფთა კრისტალებზე ან თეთრ კრისტალურ ოქროზე), რომლებიც ქმნიან რეზონანსულ ელექტრომაგნიტურ ველს კამერის შიგნით. ელექტრომაგნიტური ველის გავლენა სჭვალავს სხეულის უჯრედებს, აძალებს რნმ/დნმ-ს ივიბრირონ ელექტრომაგნიტური ველის სიხშირეზე. ძველ მისტიკოსებს არ ესმოდათ შემდეგი:  სწორედ რომ შეიკრას სიხშირეები, ასამაღლებელი ადამიანს უნდა ჰქონდეს დამატებითი რნმ-დნმ სპირალები; ორ სპირალს არ შეუძლია გაუმკლავდეს დენს, რომელსაც გამოიმუშავებს ველი და სხეული ამის გამო იწვებოდა.
 
რნმ/დნმ -ის დამატებითი სპირალები იქმნება სინათლის კოდების აქტივაციით, მისი პრინციპი აღწერილია მე-20-ე თავში.სულიერი და ფიზიკური წმენდა -ერთადერთი საშუალებაა ცნობიერად შეიქმნას დამატებითი რნმ/დნმ სპირალები, რადგანაც ნებისმიერი მკვრივი მასალა (როგორიც არის საკვები ტოქსინები, დათრგუნული ემოციები ან ნეგატიური ვიბრაციები) სხეულში დაბლოკავენ სინათლის კოდების აქტივაციას რნმ/დნმ-ის განჭოლვისგან.
 
პირამიდები
 
ძველ ეგვიპტეში, ერთადერთი პირამიდა, რომელსაც ჰქონდა რადიოელექტრონული ენერგია იყო დიდი პირამიდა. პლეადელების მიერ აშენებული, როგორც მიძღვნის ტაძარი, პირამიდას შეეძლო გააქტიურებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი კრისტალი ეპიცენტრში (მეფის კამერასთან) ემთხვეოდა სასახლის ქვის სიხშირეს (დღეს დაკარგულია). მალევე პირამიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მოვიდნენ სირიუსელები და გახდნენ ადამიანების ღმერთები. გაჩდნენ ძალაუფლებას დახარაბებული ადამიანები, რომლებსაც სურდათ გამოეყენებინათ პირამიდა საკუთარი მიზნებისთვის, ამიტომ მოხდა მისი დეაქტივაცია. ეგვიპტელებმა, რომლებიც მოგვიანებით განხორციელდნენ დინასტიეში არ იცოდნენ, როგორ გაეაქტიურებინათ პირამიდა ისევ, ამიტომ მათ სცადეს გამოეყენებინათ მაგიისა და ალქიმიის ყველა სახე, მათ შორის ფარაონების სხეულების მუმიფიცირება და სხვადასხვა საკურთხევლების მშენებლობა, რა თქმა უნდა ყოველივე ეს არ მუშაობდა, რადგანაც მათ დაკარგეს რადიოელექტრონიკის და მზის გეომეტრიის ცოდნა. უზომო ფასად-ოფლით და სისხლით- ეგვპტელები აშენებდნენ მრავალ პირამიდას იმ იმედად, რომ აღედგინათ „სასწაულმოქმედი ელექსირი“. მაგრამ პლეადელები არ ბრუნდებოდნენ მათ გასანათლებლად იმიტომ, რომ ეგვიპტელთა ვიბრაციები ძლიერ დაზიანებული იყო.
 
სულიერი იერარქია 
 
მიუხედავად იმისა, რომ სულიერი იერარქია შედგება სულიერი არსებებისგან, რომლებიც ტექნიკურად შეიძლება მივაკუთვნოთ უცხოპლანეტელებს, მე ვამჯობინებ შევეხო მათ სხვანაირად, რადგანაც სულიერი განზომილებები არიან  სხვა სივრცით-დროითი კონტინიუმის ნაწილები, ვიდრე უფრო მაღალი ვიბრაციის მქონე უცხოპლანეტელების სფეროები. ერთი ანალოგია, რომელსაც მე ვიყენებ მოიცავს X, Y და Z ღერძებს, სადაც თითოეული ღერძი არის სივრცით-დროითი კონკრეტული კონტინიუმი. (იხ. სურ. 14.1).
 
მოცემულ შემთხვევაში X ღერძი არის ფიზიკური უცხოპლანეტელების სფერო (მათ შორის ადამიანების/ადამურის), Y ღერძი მიეკუთვნება უფრო მაღალი სიმკვრივის მქონე უცხოპლანეტელებს  (მეთორმეტე სიმკვრივის პლედელიანელებამდე), ხოლოZ ღერძი წარმოადგენს სულიერ იერარქიას.
 
ნახაზი 14.1 სამყაროში გონიერი სიცოცხლის სამღერძიანი მოდელი
 
sall 1
 
 
 
კიდევ ერთი ურთიერთკავშირის ერთი მეთოდი სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს შორის გამოსახულია სურათზე 14.2 ქვემოთ ჩვენ ვხედავთ ფიზიკურ ადამიანებს და უცხოპლანეტელებს სამკუთხედის მარცხენა კუთხეში, უფრო მაღალი სიმკვრივის უცხოპლანეტელებს სამკუთხედის მარჯვენა კუთხეში და სულიერი არსებებისას მაღლა.
 
ნახაზი 14.2 სამყაროში გონიერი სიცოცხლის სხვა მოდელი
 

 
 
 
მეორე მოდელის უპირატესობა ისაა, რომ ის ზუსტად ასახავს იმ ფაქტს, რომ სულიერი სფეროები არიან ადამიანების და უფრო მაღალი სიმკვრივის უცხოპლანეტელების სივრცით-დროითი კონტინიუმის გარეთ.
 
ვინ შედის სულიერ იერარქიაში?
 
დედამიწას რეგულარულად სტუმრობს მრავალი დიადი არსება, რომლებიც მუშაობენ ღვთაებრივობასთან ერთად. ბევრი მათგანი კარგად ცნობილი ანგელოზები და მთავარანგელოზები არიან. მათ შესახებ არსებობს ბევრი ლიტერატურა, ამიტომაც აღწერა მოკლე იქნება. ყველა მათგანი ზეციერი მამის და ღვთაებრივი დედის შთამომავალია და ქრისტესთან ერთად შეადგენენ ღვთაებრივობის სამებას.
 
შემდეგი ჩამონათვალს არ აქვს პრეტენზია სისრულეზე. ახლა, დედამიწის მსახურებაში არსებობენ ათასობით არსება, რომლებიც აქ არაა მოხსენებული. ჩვენ ყველაზე დიდი მადლიერებას გამოვხატავთ უხილავი მოძღვრების და მასწავლებლების წინაშე იმისთვის, რომ ისინი ჩვენს გზას უფრო მარტივს და ნათელს ხდიან.
 
შენიშვნა: ტერმინი „სულიერი იერარქია“ არანაირად არ ნიშნავს, რომ სულიერ სამყაროში არსებობს ფასეულობის ხარისხი. სხვა სიტყვებით „იერარქია“ არ გულისხმობს, რომ ერთი არსებები არიან „მაღლა“ სხვებზე ღირებულებათა ტერმინებით. დიადია არსებები არ ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორც სხვაზე მაღალზე ან დაბალზე. ასეთი კონცეფციები დედამიწის ეგოს სფეროსთვისაა დამახასიათებელი. ტერმინი „იერარქია“ აღნიშნავს, რომ ერთ არსებებს აქვთ დიდი ცნობიერება და ვიბრაციის უფრო მაღალი დონე, ვიდრე სხვას და შესაბამისად გააჩნიათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეხმარნონ და უხელმძღვანელონ საკუთარ მიწიერ ძმებს. 
 
სიცოცხლის ამ ფორმების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია - დიდი თვითპატივისცემა და თვითშეფასება. ეს გამოისახება იმაში. რომ ისინი არ განიხილავენ სხვა სულებს როგორც საკუთარ ტოლს. ერთი ჩემი საყვარელი გამოთქმა, დედამიწის ადამიანებს მთავარანგელოზებმა მოუტანეს: „თქვენ რომ საკუთარ თავს ისე აფასებდეთ, როგორც ჩვენ გაფასებთ, დედამიწა უკვე სამოთხე იქნებოდა“. დიადი არსებები არამხოლოდ აფასებენ ადამიანებს როგორც საკუთარ თანატოლს გრანდიოზულ სამყაროს სქემაში, არამედ პატივს სცემენ და აღფრთოვანებულნი არიან მათით. მათ ესმით, რომ ხშირად ძალზედ რთულია გაიზარდო და გაფართოვდე სამყაროში, სადაც ჭარობს შიში, არ არსებობს უსაფრთხოების  და დანაშაულის შეგრძნება. ისინი განიხილავენ დედამიწისეულ მოგზაურობას როგორც გამოწვევას, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, ცნობიერების როგორი დონე ექნება სულს. ამას მივყავართ სხვა გამოთქმამდე, რომელიც ამჯერად დიად სულიერ მასწავლებელს ეკუთვნის, რომელიც გარდაისახა ერთ-ერთ საკუთარ მოსწავლედ: „ერთადერთი რეალური სხვაობა ჩვენს შორის იმაშია, რომ თქვენ ეჭვი გეპარებათ“.
 
სულიერი არსებები, რომლებიც დედამიწის მსახურებაში არიან
 
ქვემოთ მოყვანილია სულიერი იერარქიის სხვადასხვა წევრისა და მათი შესაბამისი სიმკვრივეების ნაწილობრივი ჩამონათვალი.
 
ზეციერი მამა- სამყაროს  და სამყაროში მთელი სინათლის შემოქმედი. ქმნილების სულიერი პრინციპი. ზეციერი მამა  - ზესულია უძველესიდან საწყის დღეებამდე, იაჰვე, ენოქი, მელქისედეკი და კიდევ რვა სხვის, რომლებიც ერთად ცნობილია როგორც თორმეტი სამუდამო. სინათლის საძმო ზეციერ მამას უწოდებს „მანათობელ ერთს“.
 
ღვთაებრივი დედა - ყოველი სულის, პლანეტებისა და ვარსკვლავების შემოქმედი, მთელი ცხოვრების მკვლევარი. ქმნილების ნების პრინციპი. დედა ტოლია მამის როგორც სამების ნაწილი. ღვთაებრივი დედა- იზიდას ზესულია, გუან-ინი, დედა მარია და ცხრა სხვის, რომლებიც მთლიანი დამატებაა თორმეტ სამუდამოზე. თორმეტი სამუდამო და მათი დამატება შეადგენენ ტახტის ოცდაოთხ უხუცესს, რომლებზეც საუბარია გამოცხადებაში და სხვა წმინდა ნაწერებში.
 
ქრისტე - ქმნილების მამაკაცური და ქალური პოლუსების წონასწორობა. ღმერთის გული, ასევე ეწოდება ღმერთის შვილი. ქრისტე - სანანდას ზესულია, რომელიც თავის წილ არის იესოს ზესული.
 
უძველესი დღეთა საწყისიდან -მეთორმეტე სიმკვრივის არსებობა სამყაროს დიადი ცენტრალური მზიდან, რომელიც ქმნილებას აკვირდება. ერთ-ერთი პირველი ქმნილების ოცდაოთხ სულს შორის.
 
იაჰვე - მეთორმეტე სიმკვრივის არსებობა სამყაროს დიადი ცენტრალური მზიდან, რომელიც ფიზიკურ და ეთერულ სამყაროს აკვირდება. იაჰვე იეჰოვას - მოსეს ღმერთის ზესულია.
 
ენოქი - მეთორმეტე სიმკვრივის არსებობა სამყაროს დიადი ცენტრალური მზიდან, რომელიც ევოლუციის პროცესს აკვირდება.
 
მელქისედეკი - მეთორმეტე სიმკვრივის არსებობა სამყაროს დიადი ცენტრალური მზიდან, მელქისედეკის ორდენის დამაარსებელი.
 
მეუფე მიქაელი -მეთერთმეტე სიმკვრივის არსებობა სამყაროს დიადი ცენტრალური მზიდან ირმის ნახტომი. აკვირდება დედამიწის და სხვა მრავალი პლანეტის ევოლუციის პროცესს.
 
მეუფე სანანდა -მეთერთმეტე სიმკვრივის არსებობა რომელიც ამაღლების პროცესს აკვირდება (სერაპის ბეესთან ერთად ანგელოზური ორდენიდან). ერთ-ერთი პირველი სული ქრისტეს ზესულიდან.
 
სანატ კუმარა - მეთორმეტე სიმკვრივის არსებობა ამ გალაქტიკის დიადი ცენტრალური მზიდან. აკვირდება დედამიწას, ვენერას და კიდევ სხვა რამოდენიმე პლანეტას.
 
ბაბაჯი - მეათე სიმკვრივის არსება ალტერნატიული სამყაროდან, აკვირდება კაცობრიობას. აღმოსავლეთ რელიგიებში ცნობილია, როგორც ღმერთი შივა.
 
ისიდა-პირველადი სული ღვთაებრივი დედიდან, რომელიც ძველი ეგვიპტელების შთაგონების წყარო იყო.
 
გუან-ინი - კიდევ ერთი პირველადი სული ღვთაებრივი დედიდან, მრავალი აღმოსავლური რელიგიის შთამაგონებელი. 
 
დედა მარია- კიდევ ერთი პირველადი სული ღვთაებრივი დედიდან. ქრისტიანობის შთამაგონებელი. შექმნა ფიზიკური მატარებელი იესოს განსახორციელებლად დედამიწაზე.
 
უფალი ქრისტე - ფიზიკური სული სანანდის ზესულიდან. ქრისტეს სიკვდილის და აღდგომის შემდეგ, მან წარმოქმნა ზესული, რომელიც შეიცავდა სულის თორმეტ ფრაგმენტს, რომელიც მოგვიანებით განხორციელდნენ დედამიწაზე, მისი სწავლების მოსატანად.
 
შვიდი მთავარანგელოზი - მეუფე მიქაელი, ურიელი, გაბრიელი, სამუელი, იოფილი და რაფაელი. მთავარანგელოზები მეორე ქმნილებიდან, რომლებიც სულიერი ზრდის სხვადასხვა ასპექტებს აკვირდებიან.
 
სენ ჟერმენი -არსება მთავარანგელოზური ორდენიდან, რომელიც ეხმარება დედამიწას მერწუყლის ეპოქის განხორციელებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს.
 
ამაღლებული ოსტატები - არსებები, რომლებიც გამოვიდნენ ფიზიკური გარდასახვიდან ფიზიკური ფორმის სრულყოფით და სინათლის სხეულად ამაღლდნენ.
 
ამაღლებული არსებები - არსებები, რომლებიც აღწევენ მეხუთე სიმკვრივეს, მაგრამ არაა აუცილებელი გააჩნდეთ სხეულის დასრულებული ოსტატობა.
 
144 000 - სიმბოლური რიცხვი, რომელიც წარმოადგენს მათ, ვინც ახლა გადადის მეხუთე სიმკვრივეში დედამიწაზე. ასევე შეიძლება ითქვას როგორც ამაღლებული სულების ერთიანი სხეული, რომლებიც არსებობენ ღვთაებრივობის სფეროში. გამოცხადებაში - ისინი „ვინც ღმერთთან ერთად მიდის“ და არ ატარებენ „მხეცის ნიშანს“.
 
ღმერთის ფერი
 
რადგანაც სამყაროში ყველას გააჩნია უნიკალური ვიბრაცია და სიხშირე, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ კონკრეტული ფერები თითოეულ არსებას ან არსებათა ჯგუფს. თითოეულ სულს ქმნილებაში გააჩნია ფერების და ნიმუშების ნაკრები, რომლებიც შეესაბამება შემდეგ ფერად სხივებს, რომლებსაც წყარო ასხივებს. ქვევით მოყვანილი ცხრილი გვთავაზობს ღმერთის ფერების ერთ ინტერპრეტაციას.
 
ცხრილი 14.4 ღვთაებრივობის თორმეტი სხივი
 
1.     წითელი  ქმნილების მექანიკა - ფიზიკური/დამაარსებელი ძალები
2.     სტაფილოსფერი  - ვნება -სამყაროს ემოციური/სექსუალური ენერგია
3.     ყვითელი გონება - უფრო დაბალი გონება/ეგო. ღმერთის ლოგიკური გონება
4.     მწვანე-  წონასწორობა/ცხოვრებისეული ძილა-ქმნილების პირველადი გული
5.     ცისფერი- კონცეფტუალური/უფრო მაღალი გონება-სიღრმე და უნივერსალური იდეები
6.     ინდიგო - ეთერი, ასტრალი, წარმოსახვა, ფანტაზია და ფოლკლორი
7.     იისფერი - თხელი/კაზუალური სფეროების განწმენდისა და წმენდის სხივი
8.     ვერცხლისფერი - ქალური პრინციპი; ღვთაებრივი დედა
9.     ოქროსფერი- მამაკაცური პრინციპი; ზეციერი მამა
10.  თეთრი/ვარდისფერი- ქრისტეს პრინციპი; მამაკაცურისა და ქალურის წონასწორობა
11.  შავი- სიცარიელე; უცნობობა.
 
ნახაზები 14.3 და 14.4 დემონსტრირებას უკეთებს სულიერი იერარქიის ორგანიზაციის სტრუქტურასა და პლანეტების კონცეფციას. 

ნახაზი 14.3 სულიერი იერარქია

%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%AE%E1%83%AE%E1%83%AE
 

 
ნახაზი 14.4 პლანეტების კონფედერაცია

sall 4

 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

განდობის კარიბჭეები - მეოთხე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო წინა თავ...

ადამიანის სტრუქტურა


I. მონადა, ანუ წმინდა სული, ზეციური მამა. ეს ასპექტი ასახავს ღვთ...

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - მეორე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - შესავალი და თეორია


  ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში ავტორი: ფრანც ბარდონი მთა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff