ხუთი ფაქტი ვირჯინია ვულფის შესახებ

Admin
პერსონა
0
0

წყარომთარგმნელი: ანეტ შტრაუსი Ikigai / იკიგაი ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი, ერთ-ერთ ...

წყარო
მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი Ikigai / იკიგაი

virginia woolf0

ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე ფემინისტ ავტორად ითვლება. იგი არამარტო მწერლობით იყო წარმატებული, არამედ მისი წვლილის გამოც, რომელიც განათლების სისტემის რეფორმაში შეიტანა. მან და მისმა ქმარმა, ლეონარდმა, ერთად დააარსეს გამომცემლობის სახლი - "Hogarth". ამის შემდეგ, ვირჯინიას სახელი ამ მოძრაობისა და მისი ნამუშევრების სინონიმი გახდა, მათ შორის, მისი ყველაზე პოპულარული რომანისაც - „მისის დოლოვეი“, რომელიც ორმოცდაათზე მეტ ენაზე ითარგმნა. სტატიაში წარმოდგენილია 5 საინტერესო ფაქტი ვულფის შესახებ.

 

1. მისი ურთიერთობა ვიტა სექვილ-უესტთან, დიდებული ნაშრომის შთაგონების წყარო გახდა

ვულფსა და მის ქმარს საკუთარ ურთიერთობაში გაგების უნარი გააჩნდათ, ამიტომ, როცა ის მწერალ ვიტა სექვილ-უესტს შეხვდა, რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ვულფსა და მას შორის განვითარდა, საიდუმლო არ იყო. რეალურად, ვულფი ამაზე ძალიან გახსნილად ლაპარაკობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობა ვულფის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა, მათმა სიყვარულმა მხოლოდ 10 წელს გასტანა. ამ დროის განმავლობაში ორივე ქალი ყველაზე პროდუქტიული იყო, ისინი ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ახალისებდნენ. ახლა ვირჯინია ვულფი უფრო მნიშვნელოვან მწერლად არის მიჩნეული, თუმცა იმ დროს, ამ საქმეში ვიტა სექვილ-უესტი ბევრად უფრო წარმატებული იყო. ცნობილია, რომ ვულფსა და მის ქმარს, მათი ბიზნესის, გამომცემლობის, სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ სექვილ-უესტის ნაწერებითაც კი შეეძლოთ.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ურთიერთობამ გამოიწვია, არის ვულფის რომანი, „ორლანდო“, ნაწარმოები, რომელიც სამ საუკუნეს გრძელდება, თავისი მამრი (და ხანდახან მდედრი) მთავარი პერსონაჟით, რომელიც ვიტა სექვილ-უესტით იყო ინსპირირებული. სექვილ-უესტის შვილი, ნიგელ ნიკოლსონი, რომანზე ამბობს: „ვიტას გავლენა ვირჯინიაზე მთლიანად არის ჩატეული „ორლანდოში“, ყველაზე გრძელ და ყველაზე მომხიბლავ სასიყვარულო წერილში, რაც კი ლიტერატურას ახსოვს; რომანში ის ვიტას აღმოაჩენს, მას აქსოვს, უამრავი საუკუნის განმავლობაში ერთი სქესიდან მეორეში გადაჰყავს, მისით თამაშობს; ბეწვში, მაქმანსა და ზურმუხტებში ახვევს, აღიზიანებს, ეფლირტავება, მის გარშემო ნისლს ქმნის“.

 

2. მთელი ცხოვრების განმავლობაში ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებოდა

ვულფს ფსიქიკური პრობლემები ბავშვობაში დაეწყო, რასაც ხელი შეუწყო სექსუალურმა ძალადობამ მისი ორი ნახევარძმის მხრიდან. ეს მდგომარეობა გააუარესა მისი დედისა და ერთ-ერთი დის სიკვდილმა, ხოლო უფრო მეტად გამწვავდა მამის სიკვდილის შემდეგ, რის გამოც ვირჯინია პირველად დაწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ვულფი მკაცრად ერიდებოდა სარკეებს და რაღაც დროის განმავლობაში, არც კი წერდა, რადგან ექიმების მიხედვით, მისთვის საჭირო იყო ინტელექტუალური აქტივობის თავიდან არიდება, ხოლო ამის ნაცვლად კი, ფიზიკურ სამუშაოზე ფოკუსირება. ვირჯინია ვულფმა წერა სექვილ-უესტის წახალისებით ისევ დაიწყო, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო მის კარიერაში.

თუმცა, 1941 წელს, მწერლის დეპრესია გაუარესდა. მან ჯიბეები ქვებით ამოივსო და უზის მდინარეში შევიდა. ორი კვირის შემდეგ მისი ცხედარი იპოვეს.

3. ხშირად ატარებდა ექსპერიმენტებს ტრადიციულ ნარატივებზე

გარდა ფემინიზმისა, ვულფი ასევე ცნობილია მისი ლირიკული წერის მანერით, რაც ექსპერიმენტების სიყვარულის დამსახურებაა. ნამდვილად, მისი რომანები აშკარად ძალიან ექსპერიმენტულია. მაგალითად, "Flush: A Biography" მთლიანად ელიზაბეტ ბერეტ ბრაუნინგის ძაღლის პერსპექტივიდანაა დაწერილი. „ტალღებში“ მოცემული პოეტური მონოლოგებიდან დაწყებული, „გზა შუქურისკენ“-ის უნიკალური ცვალებადი სტრუქტურით დამთავრებული, ვულფის ყველა ნაწარმოები გამოწვევაა ტრადიციული ნარატივის სხვა მხრიდან დანახვის.

4. ვულფი პოპ კულტურის ფართოდ განხილული ფიგურაა

მისი სიკვდილის შემდეგ, ვირჯინია ვულფის მნიშვნელობას, როგორც მწერლის, ფემინისტისა და გამომცემლის, ხშირად აღნიშნავდნენ პოპ კულტურაში. მისი სახელი გამოყენებულია ინტელექტუალურ ხუმრობაში, თამაშში „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ შემდეგ მისი ადაპტაცია გადაიღეს, სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს ელიზაბეტ ტეილორი თამაშობს. ამ როლმა მას ოსკარი მოუტანა.

ალბათ, ყველაზე აღსანიშნავია, პულიცერის პრემიის მფლობელი, მაიკლ კანინგემის ფილმი, „საათები“, სადაც ნიკოლ კიდმანი ვულფს თამაშობს, რომანის სამი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთს. კიდმანმა ვულფის შესრულებისთვის ოსკარი მიიღო. ვირჯინია ვულფი უამრავ სხვა რომანშია გამოყენებული და აგრძელებს, იყოს სხვადასხვა დისკუსიებისა და კვლევების შთაგონების წყარო.

5. იუდაიზმის მიმართ უსიამოვნო გრძნობები გააჩნდა

ვულფი მის ქმარზე, ლეონარდ ვულფზე 1912 წელს დაქორწინდა, მის მეგობრებსა და ოჯახს კი, ქმარი წარუდგინა როგორც „გაღლეტილი ებრაელი“. წერილში, რომელსაც კომპოზიტორ ეთელ სმიტს წერს, ვირჯინია აღწერს, თუ როგორ სძულს, რომ მისი ქმარი ებრაელია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქორწინება უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბედნიერი იყო, იმ ფაქტს, რომ მისი ქმარი ებრაელი გახლდათ, მისთვის ხელი არ შეუშლია, თავის ნაწერებში იუდაიზმზე უპატივცემლოდ ელაპარაკა.

მისი ნამუშევრების კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მისი ებრაელი პერსონაჟები ხშირად ნეგატიური სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით არიან სავსე. მაგალითად, ვირჯინია მათ ხშირად ახასიათებს, როგორც "გულისამრევად ბინძურს". მისი პირადული ჩანაწერებიც იგივე გრძნობას გამოხატავს. თავის დღიუში ვულფი წერს, თუ როგორ არ მოსწონს ებრაული ხმა, და ასევე ახსენებს იმას, რომ ზღვაზე ყოფნისას, მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აირიდოს "გულისამრევი" ებრაელები.

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი მეორე)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

აინ რენდი (1959 წლის ინტერვიუ)


 - მე ვარ მაიკ ვალასი და გთავაზობთ მორიგ სატელევიზიო პორტრეტ...

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი პირველი)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ინტერვიუ ვუდი ალენთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო ინტერვიუერი: მისტერ ალენ, ნამდვი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff