milinda1

მთარგმნელი: ლილა

წყარო

მეფე მილინდას შეკითხვები
 
(შერჩეული პასაჟები მილინდაპანადან)
 
მენანდერ I სოტერი "მხსნელი" (ინდოეთის პალის წყაროებში ცნობილი როგორც მილინდა) იყო ინდო-ბერძენი მეფე (165-130 ძვ. წ.), რომელმაც სამხრეთ აზიაში დიდი იმპერია დააარსა და შეიწყნარა ბუდიზმი ...... მენანდერი კავკასიაში დაიბადა და თავდაპირველად ბაქტრიის მეფე იყო.
 
 
შესავალი
 
ბაქტრიელი ბერძნების ქვეყანაში არსებობდა ქალაქი სახელწოდებით საღალა, რომელიც დიდ სავაჭროცენტრს წარმოადგენდა. მდინარეები და გორაკები მეტად ალამაზებდნენ მშვენიერ პეიზაჟებს, რომელიცქალაქს გარს შემორტყმოდა, დამშვენებულს მრავალი პარკით, ბაღით, ტყეებით, ტბებითა და ლოტოსისაუზებით. მისი მეფე იყო მილინდა, ადამიანი სწავლული, გამოცდილი, ინტელიგენტი და კომპეტენტური, რომელიც თავის დროზე დიდი ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა ყველა შესაბამის ბრაჰმინულ წეს-ჩვეულებას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს.  როგორც ოპონენტი, რთულად მოსახელთებელი იყო და გამორჩეულსექტანტ მასწავლებლად ითვლებოდა. 
 
ერთ დღეს, არჰატებმა, რომლებიც ჰიმალაის კარგად დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, მაცნე გაგზავნესპატივსაცემ ნაგასენასთან,  ასტანის პარკში, პატნაში.  მოსვლას სთხოვდნენ, მისი ნახვა უნდოდათ. ნაგასენამმაშინვე შეასრულა მოთხოვნა, სასწრაფოდ გაქრა იმ ადგილიდან, სადაც იყო და სასწაულებრივად წარსდგამათ წინაშე.
 
არჰათებმა უთხრეს მას: "მეფე მილინდა, მუდმივად ავიწროებს ბერებს კითხვებით და კონტრ-კითხვებით, არგუმენტებით და საწინააღმდეგო არგუმენტებით. გთხოვთ, წადით და მოაქციეთ იგი!"
 
ნაგასენამ უპასუხა: "ამ ერთ მეფეზე, მილინდზე არის საუბარი? ინდოეთის ყველა მეფეც რომ ერთად მოვიდესჩემთან  კითხვებით, ყველას გავუმკლავდები, ისე რომ აღარასოდეს შეგაწუხებენ! წადით საღალაში დანურაფრის შეგეშინდებათ!''
 
მართლაც, უხუცესები წავიდნენ საღალაში და მთელს ქალაქს მოედნენ მათი ყვითელი რობებით, რომლებიცლამპარებივით ანათებდნენ და თან მოჰქონდათ წმინდა მთებიდან მონაბერი ნიავი. 
 
ღირსი ნაგასენა სანგეიას სამკვიდროში იყო შეჩერებული 80 000 ბერთან ერთად. მეფე მილინდა, 500 ბერძენის თანხლებით ეახლა მას,  მეგობრული და თავაზიანი სალამი უბოძა და ერთ მხარეს დაჯდა. ნაგასენამაც ისეთი სალამი დაუბრუნა, რომ  მისმა თავაზიანობამ ფრიად ასიამოვნა მეფის გულს.
 
 
ეტლი
 
მეფე მილინდამ ჰკითხა მას: "როგორ არის ცნობილი თქვენი უდიდებულესობა, როგორ მოგმართოთ ბატონო?"
 
"მიცნობენ როგორც ნაგასენას, დიდო მეფეო. ჩემი მიმდევრები რელიგიური ჩვეულებისამებრ სწორედ ასემომმართავენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გვარქმევენ ისეთ სახელებს, როგორებიცაამაგალითად: ნაგასენა, სურასენა, ან ვირასენა, ან სიჰასენა, ამის მიუხედავად, ეს სიტყვა" ნაგასენა "მხოლოდნომინალია, აღნიშვნა, კონცეპტუალური ტერმინია, ამჟამინდელი დასახელება, უბრალო სახელი. ნამდვილიპიროვნება მასში არ მოიაზრება''.
 
მეფე მილინდამ თქვა: "ისმინეთ, თქვენ ხუთასო ბერძენო და ოთხმოცი ათასო ბერო, ნაგასენა მეუბნება, რომის არ არის ნამდვილი პიროვნება! როგორ უნდა მივიღო ეს! შემდეგ ნაგასენას მიმართა: "მეუფე ნაგასენა, თუსახელში ნამდვილი ადამიანი არ მოიაზრება, მაშინ გეკითხებით, ვინ გაძლევთ როდესაც ითხოვთ სამოსელს, საკვებს, საცხოვრებელს და მედიკამენტებს? ვინ არის ის, ვინც იცავს ზნეობა, მედიტირებს და აცნობიერებს[ოთხ] გზას და მის ნაყოფს, შემდეგ კი ნირვანას? და ვინ არის ის, ვინც კლავს ცოცხალ არსებებს, იღებს იმას, რაც არ მიეცა, სექსუალურ სიამოვნებებს მიეცემა, ტყუილებს ამბობს, სვამს ინტოქსიკატებს? ვინ არის ის, ვინცხუთ მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის? ვინაიდან, თუ ადამიანი არ იარსებებდა, ვერ იარსებებდა ვერავითარიღვაწლი და ცდომილება; არც ღვაწლის ან დამამცირებელი საქციელის ჩამდენი და არც მისი ობიექტი; არიარსებებდა მოქმედი პირი ღირსეულ და უღირს საქციელებს მიღმა; არ იარსებებდა სიკეთისა და ბოროტისაქმის ნაყოფი და არც ჯილდო და სასჯელი მათთვის.
 
მაშ, ვინმეს რომ მოეკალი, ო, ღირსო ნაგასენა, არ მოკლავდა ნამდვილ მასწავლებელს, ინსტრუქტორს, ანხელდასხმულ ბერს! თქვენ უბრალოდ მითხარით, რომ თქვენი მიმდევრები რელიგიური ჩვეულებისამებრმოგმართავენ როგორც "ნაგასენას". მაშ, რა არის ეს "ნაგესენა"? თავზე ამოსული თმებია "ნაგესენა"?
 
- არა, დიდო მეფეო!
 
"ან შესაძლოა ფრჩხილებია, კბილები, კანი, კუნთები, ძვლები, ძვლის ტვინი, თირკმელები, გული, ღვიძლი, სეროზული გარსი, ელენთა, ფილტვები, ნაწლავები, ჯორჯალი, კუჭი, გამონადენი, ნაღველი, ფლეგმა, ჩირქი, სისხლი, ცხიმი, ცრემლი, ოფლი, ნერწყვი, სახსრების სითხე, შარდი, ან თავის ტვინის სითხე - ესენიწარმოადგენენ "ნაგასენას"?
 
- არა, დიდო მეფეო!

" ,,ნაგასენა'' ფორმაა იქნებ, ან გრძნობები, ან აღქმა, ან იმპულსები, ან ცნობიერება?"
 
- არა, დიდო მეფეო!
 
ფორმის, გრძნობების, აღქმის, იმპულსების და ცნობიერების კომბინაციაა? ”
 
- არა, დიდო მეფეო!
 
”იქნებ ფორმის, გრძნობების, აღქმის, იმპულსებისა და ცნობიერების კომბინაციის მიღმაა?”
 
- არა, დიდო მეფეო!
 
"მაშ,  საერთოდ ვერ ვიპოვი ვერანაირ ნაგასენას. ეს  ,,ნაგასენა'' უბრალო ჟღერადობაა, მაგრამ ვინ არისნამდვილი ნაგასენა? თქვენმა უდიდებულესობამ ტყუილი თქვა, სიცრუე! სინამდვილეში არ არსებობს ნაგასენა!
 
ამის შემდეგ, ღირსმა ნაგასენამ მეფე მილინდას უთხრა: "როგორც მეფე, თქვენ დიდ დახვეწილობაში ხართაღზრდილი და ყველანაირ უხეშობას ერიდებით. თუ შუადღისას ივლიდით ამ ცხელ, ცეცხლმოკიდებულ დაქვიშიან მიწაზე, მაშინ  ფეხები გაგიუხეშდებოდნენ,  ხრეში და კენჭები ტკივილს მოგაყენებდნენ. სხეულიდაგეღლებოდათ, აზროვნება დაგიქვეითდებოდათ და  სხეულის აღქმა ტკივილთან იქნებოდა ასოცირებული. როგორ მოხვედი აქ, ფეხით, თუ ცხენით?''
 
"ფეხით არ მოვსულვარ, სერ, ეტლით მოვედი".
 
"თუ ეტლით მოხვედით, გთხოვთ, ამიხსნათ რა არის ეტლი. ბოძი არის ეტლი?"
 
- არა, მეუფე ბატონო!
 
- მაშ, ღერძი ეტლია?
 
- არა, მეუფე ბატონო!
 
"მაშ  ბორბლები, ან ჩარჩო, ან უღელი, ან სადავეები, ან კაბინა?"
 
- არა, მეუფე ბატონო!
 
"მაშ, ეტლი ყოფილა ღერძის, ბორბლების, ჩარჩოს, დროშის, სავარძლის, უღლის, სადავეებისა და სახრესკომბინაცია?"
 
- არა, მეუფე ბატონო!
 
"მაშ, ,,ეტლი'' ბიძგების, ღერძის, ბორბლების, ჩარჩოს, დროშის, კაბინის, უღლის, სადავეებისა და სახრესკომბინაციის მიღმაა?"
 
- არა, მეუფე ბატონო!
 
"მაშ, შემიძლია ვთქვა, რომ  ეტლი ვერ აღმოვაჩინე. ეს ,,ეტლი'' უბრალოდ ჟღერადობაა. მაგრამ რა არისნამდვილი ეტლი? თქვენმა უდიდებულესობამ თქვა ტყუილი, თქვა სიცრუე! ეტლი ნამდვილად არ არსებობს ! თქვენი უდიდებულესობა უდიდესი მეფეა მთელ ინდოეთში. ვისი გეშინიათ, რომ სიმართლეს არ ამბობთ? " დამან წამოიძახა: "ახლა ისმინეთ, თქვენ 500-ო ბერძენო და 80,000-ო ბერო, ეს მეფე მილინდა მეუბნება, რომ იგიეტლით არის მოსული. მაგრამ კითხვაზე, თუ რა არის ეტლი, მან ვერ დაადგინა მისი არსებობა. როგორშეიძლება ამის გამართლება?
 
500-მა ბერძენმა ტაში შემოჰკრა ღირსი ნაგასენას სიტყვებზე და უთხრეს მეფეს მილინდას: "დაიძვრინეთ თავიამ არგუმენტიდან თქვენო უდიდებულესობავ, თუ შეგიძლიათ!''
 
მაგრამ მეფე მილინდამ ნაგასენას უთხრა: "მე, ნაგასენა, ტყუილი არ მითქვამს.  ბოძის, ღერძის, ბორბლების, ჩარჩოს, დროშის, კაბინის და ა.შ. წყალობით იქმნება ის, რასაც ,,ეტლი" ეწოდება, ეს აღნიშვნაა, ესკონცეპტუალური ტერმინია, ახლანდელი დასახელება და მხოლოდ სახელი."
 
"თქვენმა უდიდებულესობამ კარგად ისაუბრა ეტლზე. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. სხეულის ოცდათორმეტნაწილზე და ხუთ სკანდაზეა დამოკიდებული, ამ დასახელების ,,ნაგასენას'' არსებობა, რომელიც თავისთავად არის დასახელება, კონცეპტუალური ტერმინი, ამჟამინდელი სახელდება და უბრალო სახელი. საბოლოოდ, მხოლოდ მისი წყალობით ამ პიროვნების გაგება შეუძლებელია, სწორედ ამის შესახებ თქვა ჩვენმა დამვიჟირამ, ბუდასთან პირისპირ შეხვედრისას
 
"იქ, სადაც ყველა მისი შემადგენელი ნაწილი არსებობს, გამოიყენება სიტყვა ,,ეტლი ". ასევე, სადაც ყველასკანდა არსებობს, ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინი" არსება".
"მშვენიერია, ნაგასენა, გასაოცარია! ბრწყინვალედ გაეცი ამ კითხვებს პასუხი! უფალი ბუდა აქ რომყოფილიყო, ის დაადასტურებდა თქვენს ნათქვამს. კარგად თქვი, ნაგასენა! კარგად ლაპარაკობ!"
 

პერსონალური იდენტობა და თავიდან დაბადება
 
მეფემ ჰკითხა: "როდესაც ვინმე ხელახლა იბადება, ღირსო ნაგასენა, ის იგივეად რჩება,  ვინცგარდაიცვალებამდე იყო, თუ უკვე სხვაა?"
 
უხუცესმა უპასუხა: ,,ის არც ის არის და არც სხვა”.
 
"შეგიძლია ამის ილუსტრაცია მომიყვანო?"
 
"როგორ ფიქრობ, დიდო მეფეო? როდესაც ჩვილი იყავი, ახლად დაბადებული, მაშინ იგივე იყავი, ვინც ახლა, გაზრდილი ხარ?"
 
”არა, ის ჩვილი სხვა იყო, მე, ახლა გავიზარდე და სხვა ვარ”.
 
"თუ ეს ასეა, მაშინ, დიდო მეფეო, შენ არ გყოლია არც იგივე დედა, არც მამა, არც რაიმესთვის მიგიღწევია, არც სწაავლება გაგივლია. მაშინ უნდა მივიღოთ, რომ ემბრიონს პირველ ეტაპზე ერთი დედა ჰყავს, მეორემეორე ეტაპზე, სხვა მესამეზე, კიდევ სხვა მეოთხეზე, სხვა დედა ჰყავს დაბადებულ ბავშვის, სხვა ზრდასრულკაცს? სკოლის ბიჭი ერთი ადამიანია და ის, ვინც სკოლა დაამთავრა, სხვაა? ერთი ჩადის დანაშაულს დახელებს და ფეხებს სხვას აჭირიან?
 
"რა თქმა უნდა არა! თქვენ რას იტყოდით ამ ყველაფერზე?
 
უხუცესმა უპასუხა: "მე არც  ჩვილი ვიყავი, ახლად დაბადებული და არც ახლა ვარ ზრდასრული კაცი; მაგრამეს ყველაფერი ერთ სხეულშია განპირობებული და სწორედ ამ სხეულზეა დამოკიდბული''
 
,,შედარება მომიყვანე!"
 
"თუ ადამიანი ჩირაღდანს აანთებს, შეიძლება ის მთელი ღამე ანათებდეს?
 
- დიახ, შეიძლება.
 
"ახლა ის ალი, რომელიც ღამის პირველ საათზე იწვის იგივეა, რაც ის, რომელიც ორ საათზე იწვის?
 
"არ არის იგივე."
 
"ან ალი, რომელიც იწვის ორ საათზე, იგივეა, რაც ბოლო ალი?"
 
"არ არის იგივე."
 
"მივიჩნევთ რომ ღამის პირველ საათზე ერთი ჩირაღდანი ანთია, მეორეზე - მეორე, და სხვა მესამე საათზე?"
 
"არა, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ჩირაღდანი  მთელი ღამის განმავლობაში ანათებს".
 
ასევე უნდა გვესმოდეს დჰარმების მონაცვლეობაც. თავიდან დაბადებასთან ერთად ერთი დჰარმაწარმოიქმნება, მეორე კი ჩერდება; მაგრამ ეს პროცესი თითქმის თანადროულად ხდება (ანუ უწყვეტია). ამიტომაც ცნობიერების პირველი ქმედება ახალ არსებობაში არც იგივეა რაც ცნობიერების ბოლო მოქმედებაიყო წინა არსებობაში და არც სხვა არის''
 
"მომიყვანე კიდევ ერთი შედარება!"
 
,,რძე, მას შემდეგ რაც შედედდება, იქცევა ხაჭოდ, ხაჭოდან კარაქად, კარაქიდან თხევად ერბოდ. სწორიიქნება იმის თქმა, რომ რძე იგივეა რაც ხაჭო, კარაქი, ან ერბო?
 
,,ახლა იგივე არაა, მაგრამ ისინი რძიდან იწარმოება''
 
”ზუსტად ასე უნდა გვესმოდეს  თანმიმდევრული დჰარმების წყობაც.”
 

პირადი იდენტობა და კარმა
 
მეფემ ჰკითხა: ,,ღირსო ნაგასენა, არსებობს ისეთი არსება, რომელიც ერთი სხეულიდან მეორეში გადადის?''
 
- არა, თქვენო უდიდებულესობავ!
 
,,თუ ამ სხეულიდან სხვა სხეულში გადასვლა არ არის შესაძლებელი, მაშინ ადამიანი თავის შემდეგცხოვრებაში გათავისუფლებული არ იქნება იმ ცუდი საქმებისგან, რომელიც წინა ცხოვრებაში ჩაიდინა?
 
"დიახ, ეს ასე იქნებოდა, თუკი ადამიანი კიდევ ერთხელ არ დაუკავშირდებოდა ახალ ორგანიზმს. მაგრამ მასშემდეგ, რაც, თქვენო უდიდებულესობავ, ადამიანი კვლავ ამას აკეთებს,  იგი არ თავისუფლდება თავისიბოროტი ქმედებებისგან."
 
"მომიყვანე მაგალითი!"
 
”თუ კაცს უნდა სხვისი მანგოები მოიპაროს, ამის გამო ცემას არ იმსახურებს?''
 
"დიახ, რა თქმა უნდა იმსახურებს!"
 
,,მაგრამ მას არ მოუპარვს ზუსტად ის მანგო, რომელიც სხვამ დარგო. მაშინ რატომ იმსახურებს ცემას?''
 
”იმ მიზეზით, რომ მოპარული მანგო იზრდება ჩარგულისგან”.
 
”თქვენო უდიდებულესობავ, სწორედ ამ ფსიქო-ფიზიკური ორგანიზმის მიერ გაკეთებული ქმედებების გამო, ის კიდევ უკავშირდება სხვა ფსიქო-ფიზიკურ ორგანიზმს და არ თავისუფლდება საკუთარი ბოროტი საქმეებისგან ”.
 
"ძალიან კარგი, ღირსო ნაგასენა!"
 
მეფემ იკითხა: "თავისუფლდება თუ არა ადამიანი დაბადებათა ციკლიდან გონივრული ყურადღებისწყალობით?’’
 
"დიახ, ეს დამოკიდებულია გონივრულ ყურადღებაზე, ასევე სიბრძნესა და სხვა სასარგებლო დჰარმებზე".
 
"მაგრამ განა ბრძნული ყურადღება იგივეა, რაც სიბრძნე?"
 
"არა, თქვენო უდიდებულესობავ! ყურადღება ერთია და სიბრძნე კიდევ სხვა. ცხვარს და თხას, ხარს და კამეჩს, აქლემს და ვირსაც აქვთ ყურადღება, მაგრამ სიბრძნე - არა".
 
- კარგად თქვით, ღირსო ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "რა არის ყურადღების დამახასიათებელი ნიშანი და რა - სიბრძნის?"
 
”გათვალისწინება ყურადღების ნიშანია, ჩამოაშორე იგი სიბრძნეს”.
 
"როგორ? მომიყვანე რაიმე შედარება!"
 
"ვფიქრობ ქერის მლეწავებს იცნობთ, არა?"
 
"კი."
 
"როგორ იღებენ ქერს?"
 
"მარცხენა ხელით იჭერენ ქერის მტევანს, მარჯვენა ხელში უჭირავთ ნამგალი და ქერს იმ ნამგალით ჭრიან".
 
- ასე, თქვენო უდიდებულესობავ, იოგინს ყურადღებით უჭირავს მისი ფსიქიკური პროცესები და მისი სიბრძნითჭრის ცდუნებებს. 
 
- კარგად თქვი, ღირსო ნაგასენა!
 
მეფემ იკითხა: "როდესაც თქვენ სხვა ჯანსაღ დჰარმებზე ისაუბრეთ, რომელს გულისხმობდით?"
 
”ვგულისხმობ მორალს, რწმენას, ენერგიას, გონებამახვილობას და კონცენტრაციას”.
 
"და რა არის მორალის დამახასიათებელი ნიშანი?"
 
"მორალს შეუძლია უზრუნველყოს საფუძველი ყველა სრულყოფილი დჰარმასთვის, როგორიც არ უნდაიყოს ის. თუ მორალს დაეყრდნობი, არცერთი სასარგებლო დჰარმა ხელიდან არ დაგისხლტება.''
 
"მომიყვანე მაგალითი!"
 
,,როგორც ყველა მცენარესა და ცხოველს, რომელბიც იზრდებიან, საფუძვლად უდევთ მიწა, ასევე იოგინსაქვს მორალი მასაზრდოებელ ძალად, ამ მორალით, როგორც საფუძვლით, ის ავითარებს ხუთკარდინალურ სათნოებას, ე.ი  რწმენას, ენერგიას, გონებამახვილობას, კონცენტრაციას და სიბრძნეს. ”
 
"მომიყვანე მაგალითი!"

”როგორც ქალაქის მშენებელი ქალაქის მშენებლობისას, უპირველეს ყოვლისა ასუფთავებს ადგილს, აშორებს ყველანაირ ღეროს და ეკლებს და ათანაბრებს მიწას; და მხოლოდ ამის შემდეგ აშენებს გზებს დაგზაჯვარედინებს, ასევე იოგინი ავითარებს ხუთ კარდინალურ სათნოებას მორალის მხარდაჭერით, ზნეობით, რომელიც მისი საფუძველია. "
 
მეფემ იკითხა: "რა არის რწმენის ნიშანი?"
 
”რწმენა ქმნის სიმშვიდეს და ნახტომს გაკეთებინებთ.”
 
"და როგორ ქმნის რწმენა სიმშვიდეს?"
 
”როდესაც რწმენა ჩნდება, იგი აჩერებს [ხუთ] დაბრკოლებას და გული თავისუფლდება მათგან, სუფთა, მშვიდი და დაურღვეველი ხდება”.
 
"მომიყვანე ილუსტრაცია!"
 
"უნივერსალურმა მონარქმა შეიძლება, გზად მიმავალმა,  ჯარსთან ერთად, გადაკვეთოს პატარა ნაკადი. ამ დროს სპილოები და ცხენები, ეტლები და ქვეითები აამღვრევენ და აატალახიანებენ წყალს. გადაკვეთს რაწყაროს  მონარქი უბრძანებს თავის მსახურებს, წყალი მოუტანონ დასალევად. მეფე ფლობს სასწაულებრივწყლის გამწმენდ ძვირფას ქვას. მისი მსახურები, მისი ბრძანებით, ჩააგდებდნენ მას ნაკადულში. ეს ფილტრავსწყალს ტალახისგან, ნაკადი სუფთავდება, მშვიდება და დაიწმინდება, უკვე მზადაა დასალევად.  აქ ნაკადიშეესაბამება გულს, მონარქის მსახურები - იოგინს, მცენარეების ფრაგმენტები და ტალახი ცდუნებებს დასასწაულებრივი წყლის გამწმენდი ქვა - რწმენას ”
 
"და როგორ გაკეთებინებს რწმენა ნახტომს?"
 
"როდესაც იოგინი ხედავს, რომ სხვების გულები გათავისუფლდა, ის მიისწრაფვის წმინდა ცხოვრებისსხვადასხვა ნაყოფისაკენ და ცდილობს მიაღწიოს ჯერ კიდევ მიუღწეველს, იპოვოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, გააცნობიეროს ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ”.
 
"მომიყვანე მაგალითი!"
 
"წარმოვიდგინოთ, რომ დიდი ღრუბელი ამოიმართა გორაკის ფერდობზე. შემდეგ მისგან წამოსული წყალიჩამოედინებოდა ფერდობზე, თავდაპირველად შეავსებდა მთის ნაპრალებს, წარმოქმნიდა ღვარცოფებს, შემდეგ კი მდინარედ ჩამოედინებოდა ქვევით, ნაპირს გადმოვიდოდა. ახლა ჩავთავლოთ, რომ უამრავიხალხი მოვიდა და ვერ შეძლო მდინარის სიგანე და სიღრმე გაეზომათ, ნაპირზე შეშინებული დაშეყოყმანებულები იდგნენ და მეორე მხარეს ვერ გადადიოდნენ.  შემდეგ მოვიდოდა კაცი, რომელიცსაკუთარი ძალებში დარწმუნებული იქნებოდა.  მტკიცედ დაიბამდა თავს და გადაეშვებოდა მდინარეში. ხალხის დიდი ტალღა, ხედავს, რომ მან შეძლო მეორე ნაპირზე გადასვლა. ასე რომ, იოგინმა, როდესაც ნახარომ სხვისი გულები განთავისუფლდა, ნახტომით წინ მიდის წმინდა ცხოვრების სხვადასხვა ნაყოფამდე დაცდილობს მიაღწიოს ჯერ კიდევ მიუღწეველს, იპოვოს ჯერ კიდევ მოუპოვებელი, გააცნობიეროს ჯერ კიდევგაუცნობიერებელი.  ეს არის რასაც უფალი ბუდა ამბობს Samyutta Nikaya- ში:
 
"რწმენით წყალდიდობა გადალახულია,
სიფხიზლით - ზღვა;
მხნეობით ავადმყოფობაა დაძლეული; 
ის სიბრძნით განიწმინდება.’’
 

მეფემ ჰკითხა: "და რა არის მხნეობის ნიშანი?"
 
"ენერგია იმატებს და როდესაც იმატებს, არ იკარგება არცერთი ჯანმრთელი დჰარმა".
 
"მომიყვანე შედარება!"
 
,,თუ სახლი ინგრევა, კაცი მას ახალი ხის ბარჯგს შეუყენებს და ასე გამაგრებული სახლი აღარ დაინგრევა.''
 
მეფემ ჰკითხა: "და რა არის გულისყურიანობის (მაინდფულნესის) ნიშანი?"
 
"როდესაც გულისყურიანობა იბადება, იოგინი იხსენებს დჰარმებს, რომლებიც მონაწილეობენ იმის შექმნაში, რაც წარმოადგენს მთლიანობას და ნაწილს, ბრალეულს და უმანკოს, დაბალს და ამაღლებულს, ბნელს დანათელს, ანუ ეს არის გონების უნარის ოთხი გამოყენება, ეს არის ოთხი სწორი მცდელობა, ეს არის ოთხი გზაფსიქიკური ძალისაკენ, ეს არის ხუთი კარდინალური სათნოება, ეს არის ხუთი ძალა, ეს არის გასხივოსნებისშვიდი გზა, ეს არის წმინდა მერვედი გზა, ეს არის სიმშვიდე, ეს არის გამჭრიახობა, ეს არის ცოდნა დაემანსიპაცია. ამის შემდეგ, იოგინი იყენებს იმ დჰარმებს, რომლებიც უნდა გამოიყენოს, და არ ატარებს მათ, რომლების ტარებაც არ ღირს.  ის იღებს იმ დჰარმებს, რომლებსაც უნდა მიჰყვეს და არ მიიღებს მათრომელსაც არ უნდა მიჰყვეს. ამ აზრით, გონების ასეთი მომართვა გულისხმიერების ნიშანია.''
 
"მომიყვანე მაგალითი!"
 
"ეს ჰგავს უნივერსალური მონარქის ხაზინადარს, რომელიც ყოველ დილით და საღამოს შეახსენებს თავისისამეფოს ბატონს მისი დიდძალი ქონების შესახებ: ამდენი სპილო გყავს, ამდენი ცხენი, ამდენი ეტლი,  ქვეითი, ოქროს მონეტა, ამდენი და ამდენი ოქროს ზოდი, ამდენი ქონება; გაითვალისწინოს ეს თქვენმა უდიდებულესობამ! ამ გზით ის გონებას ამახვილებს თავის ბატონის სიმდიდრეზე. "
"და როგორ ხდება გულისხმიერების შენარჩუნება?"
 
"როდესაც გულისხმიერება ჩნდება, სასარგებლო და მავნე დჰარმას შედეგები მისი წყალობით  შეფასდება: ესდჰარმები სასარგებლოა, ეს - მავნეა, ეს დჰარმები გამოსადეგია, ეს - არა. ამის შემდეგ, იოგინი თავს ანებებსმავნე დჰარმებს და იღებს სასარგებლოებს; ის აშორებს არაკეთილსინდისიერ დჰარმას და იღებს ჯანსაღს. სწორედ ასე ხდება გულისხმიერების შენარჩუნება "
 
,,შედარება მომიყვანე!"
 
"ეს ჰგავს უნივერსალური მონარქის ფასდაუდებელ მრჩეველს, რომელმაც იცის რა არის სასარგებლო და რასაზიანო მისი სამეფოს პატრონისთვის, რა არის სარგებლიანი და რა არ არის გამოსადეგი. ამის შემდეგშეიძლება აღარ გნახორციელონ ის, რაც მავნეა და იტოვებენ მას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს.’’
 
მეფემ ჰკითხა: "და რა არის კონცენტრაციის ნიშანი?"
 
"ის დგას სათავეში. რაც არ უნდა იყოს სასარგებლო დჰარმა, მათ კონცენტრაცია უხელმძღვანელებს, ისინიკონცენტრაციით იმართებიან, კონცენტრაცია მიუძღვით წინ.’’
 
"მომიყვანე შედარება!"
 
"ისევე, როგორც წვეტიანი სახურავის მქონე ნაგებობაზე აცოცდებიან და ერთმანეთს ხვდებიან მეტივეები, რომ იქედან გადმოიხედონ, ასეთივე ადგილი უჭირავს კონცენტრაციას სხვა სასარგებლო დჰარმებთანშედარებით. ‘’
 
 
,,სხვა შედარებაც მომიყვანე’’


,,თუ მეფეს თავისი არმიით ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მოუნდებოდა. მაშინ მთელი ჯარი: სპილოები, ცხენოსნები, ეტლები და ქვეითები მხედველობის არეში ეყოლებოდა და ისინი მის გარშემო იტრიალებდნენ. ასეთია კონცენტრაციის როლი სხვა სასარგებლო დჰარმებთან მიმართებაში. ”
 
შემდეგ მეფემ ჰკითხა: "მაშ, რა დამახასიათებელი ნიშანი აქვს სიბრძნეს?"
 
"გათიშვა, როგორც ადრე ვთქვი, სიბრძნის ერთი ნიშანია. გარდა ამისა, ის ანათებს".
 
"და როგორ ანათებს სიბრძნე?"

"როდესაც სიბრძნე ჩნდება, ის უცოდინრობის სიბნელეს აქრობს, წარმოქმნის ცოდნის ნათებას, ანათებსშემეცნების შუქს და წმინდა ჭეშმარიტებებს ააშკარავებს. ამის შემდეგ იოგინს, თავისი სწორი სიბრძნით, შეუძლია დაინახოს ტყვეობა, ავადმყოფობა და ის რაც არ წარმოადგენს სელფს ”.
 
"მომიყვანე შედარება!"
 
"ის ჰგავს ლამპარს, რომელსაც ადამიანი ბნელ სახლში შეიტანს. ეს გაანადგურებს სიბნელეს, გაანათებს, გამოკვეთავს სახლში არსებულ ფორმებს და სააშკარაოზე გამოიტანს მათ.  
 
- კარგად ნათქვამია, ნაგასენა!
 

ნირვანას პრობლემები
 
მეფემ ჰკითხა: "შეჩერება არის ნირვანა?"
 
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ!
 
- ეს როგორ, ნაგასენა?
 
"ყველა სულელი, უბრალო ადამიანი, სიამოვნებას იღებს გრძნობებით და მათი საგნებით, შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა, ებღაუჭება მათ. ამ გზით, ისინი წყალდიდობას მიჰყვებიან და არ თავისუფლდებიან დაბადების ციკლისგან, სიბერისგან და სიკვდილისგან, მწუხარების, გოდების, ტკივილის, ტანჯვისა და სასოწარკვეთისგან- მე ვამბობ, ისინი ვერ გათავისუფლდებიან ტანჯვისგან. მაგრამ კარგად ინფორმირებული წმინდა მოწაფეებიარ იღებენ სიამოვნებას გრძნობებით და მათი საგნებით, მათით აღფრთოვანებულნი არ არიან, სურვილსწყვეტენ; სურვილის შეჩერება თანდათან გათავისუფლებთ შეპყრობისგან, დაბადებისგან, სიბერისგან დასიკვდილისგან, მწუხარებისგან, გოდებისგან, ტკივილგან, ტანჯვისა და სასოწარკვეთისგან - ყველა ეს უბედურება წყდება. სწორედ ამიტომ, შეწყვეტა არის ნირვანა. ”
 
- ძალიან კარგი, ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "ყველანი ნირვანაში ვხვდებით?"
 
"არა, ყველა არა. მხოლოდ ის მიაღწევს ნირვანას, ვინც სწორად პროგრესირებს, იცის რა თავისი სუპერცოდნით ის დჰარმა, რომელიც უნდა იცოდეს, აცნობიერებს მას, რომელიც უნდა გაიგოს, მიატოვებს იმდჰარმას, რომელიც უნდა მიატოვოს, ავითარებს, რომელიც უნდა განავითაროს და აცნობიერებს იმდჰარმებს, რომლებიც უნდა რეალიზდეს. ”
 
- ძალიან კარგი, ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "მათ, ვინც ნირვანას ვერ მიაღწია, იციან, რამდენად ბედნიერია ეს მდგომარეობა?
 
"დიახ, იციან."
 
"მაგრამ როგორ შეიძლება გქონდეს ცოდნა ნირვანას შესახებ, მისი მიღწევის გარეშე?"
 
"როგორ ფიქრობთ, თქვენო დიდებულობავ? იციან მათ, ვისაც ხელი და ფეხი არ აქვს მოკვეთილი, რამდენადრთულია ეს პროცესი?’’
 
"დიახ, იციან."
 
- და საიდან იციან?’’
 
,,იქედან, რომ მათ საშინელ ხმებს ისმენენ, ვისაც ხელებს და ფეხებს კვეთენ. ‘’
 
,,სწორედ ასევე მათი სიტყვების მოსმენით, ვინც ნირვანა გამოსცადა, სხვებმა იციან რამხელა ნუგეშია ეს.''
 
- კარგად თქვი, ნაგასენა!
 
 
ნირვანას ბუნება
 
მეფე მილინდამ თქვა: "გვარწმუნებთ, ნაგასენა, რომ ნირვანა აბსოლუტური შვებაა და, ამის მიუხედავად, შეუძლებელია მიუთითო მისი ფორმა,  ხანგრძლივობა ან ზომა, ახსნა, მიზეზი ან არგუმენტი მოიყვანო მის შესახებ. მაგრამ შესაძლებელია ნირვანა დახასიათდეს რაიმე თვისებით, რომელსაც იგი სხვა საგნებთანიზიარებს, და რომელიც მის მეტაფორულ ახსნად გამოდგება?''
 
"მისი ფორმა, მეფეო, ვერ განისაზღვრება მსგავსი ფორმების მოშველიებით, მაგრამ მისი თვისებები შეიძლებადახასიათდეს".
 
"რა კარგია ამის მოსმენა, ნაგასენა! სწრაფად მესაუბრე, ისე რომ ნირვანას თუნდაც ერთი ასპექტის ახსნამომაწოდო! გულის სიცხე შენი სიტყვების ტკბილი ნიავით გამიგრილე.!''
 
"ნირვანას აქვს ერთი  საერთო ლოტოსთან, ორი წყალთან, სამი წამალთან, ათი სივრცესთან, სამი სურვილისამსრულებელ ქვასთან და ხუთი მთის მწვერვალთან. როგორც გრილი წყალი ანელებს ციებ-ცხელებას, ასევენირვანაც ამშვიდებს ყველა ვნებას. უფრო მეტიც, როგორც წყალი კლავს წყურვილს, აქარწყლებს საშინელსიცხეს, ასევე აქრობს ნირვანა ყველა ვნების ციებ-ცხელებას. ხსნის სენსიტიური სიამოვნებისკენ ლტოლვას, რაღაცად გახდომისკენ სწრაფვას. როგორც მედიცინა იცავს შხამების მტანჯველი ეფექტისგან ადამიანს, ასევენირვანა იცავს შხამიანი ვნებების ტანჯვისგან. უფრო მეტიც, როგორც მედიცინა წყვეტს ავადმყოფობას ასევენირვანა წერტილს უსვამს ყველა ტანჯვას. დაბოლოს, ნირვანა და მედიცინა ორივე უზრუნველყოფენდაცულობას. და ეს არის ათი თვისება, რომელსაც ნირვანა იზიარებს სივრცესთან. არც იბადება, ბერდება, კვდება, გარდაიცვალება, არც ხელახლა იბადება; ორივე დაუმარცხებელია, ვერ მოიპარავ, არავისი მხარდაჭერა არ სჭირდება, არის გზა შესაბამისად ჩიტებისა და არჰათებისთვის, რომლებიც იმოგზაურებენ, არის შეუფერხებელი და უსასრულო. სურვილების ამსრულებელი ძვირფასი ქვის მსგავსად, ნირვანაცგაძლევთ ყველაფერს,, რაც გსურთ, სიხარული მოაქვს და ნათელს გფენთ. როგორც მთის მწვერვალი არისმაღალი და ამაღლებული, ასევე არის ნირვანაც. როგორც მთის მწვერვალი ურყევია, ასევე არის ნირვანაც. როგორც მთა მიუწვდომელია, ასევე ნირვანა მიუწვდომელია ყველა ვნებისთვის. როგორც მთის მწვერვალზევერანაირი თესლი ვერ გაიზრდება, ასევე ვერანაირი ვნების თესლი ვერ გაიზრდება ნირვანაში. დაბოლოს, როგორც მთის მწვერვალი თავისუფალია ყოველგვარი სურვილისგან, ასიამოვნოს, ან  ავნოს, ასეა ნირვანაც! "
 
"კარგად თქვი, ნაგასენა! ასეა,  გეთანხმები".
 
 
ნირვანას რეალიზაცია
 
მეფემ მილინდამ თქვა: "სამყაროში შეიძლება ნახოთ კარმისგან, მიზეზებისგან, ბუნებისგან წარმოშობილისაგნები. მითხარი, რა არ არის მსოფლიოში კარმა, არც მიზეზი, არც ბუნება?"
 
”არსებობს ორი ასეთი რამ: სივრცე და ნირვანა.”
 
"არა, ნაგასენა, ჩაეჭრა ჟინა (ბუდას) სიტყვები ამ შეკითხვას ასე გაუთვითცნობიერებლად არ პასუხობენ.
 
- რა ვთქვი, თქვენო უდიდებულესობავ, რომ ასე მელაპარაკებით?
 
"რაც თქვენ თქვით იმის შესახებ, რომ სივრცე არ იბადება კარმით, მიზეზით ან ბუნებით,  სწორი იყო. მაგრამმრავალი ასეული არგუმენტით გამოუცხადა უფალმა ბუდამ თავის მოწაფეებს ნირვანას რეალიზაციის შესახებ,  თქვენ კი თქვით, რომ ნირვანა არ არის მიზეზით წარმოშობილი! "
 
”მართალია, უფალს მრავალი ასეული არგუმენტით აქვს გამოცხადებული თავისი მოწაფეებისთვის ნირვანარეალიზაციის გზად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან ისაუბრა ნირვანას წარმოშობის მიზეზზე.”
 
"ნაგასენა, ჩვენ ნამდვილად შევალთ ახლა სიბნელედან უფრო დიდ სიბნელეში, ჯუნგლებიდან უფრო ღრმაჯუნგლებში, თხრილიდან უფრო დიდ თხრილში ჩავცვივდებით, რამდენადაც ჩვენ მოგვცეს ნირვანასრეალიზაციის მიზეზი, მაგრამ თავად მისი მიზეზი არ არსებობს. იგივე დჰარმას (ნირვანას) წარმოშობა. თუარსებობს მიზეზი ნირვანას რეალიზაციისა, ჩვენ ასევე ველით, რომ იგი უნდა წარმოქმნილიყო თავადაც. თუარსებობს ვაჟი, ამ მიზეზით ჩვენ ვასკვნით მამის არსებობასაც; თუ არსებობს მოსწავლე, უნდა არსებობდეს მასწავლებელი; თუ არსებობს თესლი, მოველით, რომ არსებობდა თესლი, რომლიდანაც ამოვიდა. თუარსებობს ნირვანას რეალიზაციის მიზეზი, ველით, რომ არსებობს მისი წარმომშობი მიზეზი. თუ ხეს აქვს ნაყოფი, ამ მიზეზით მას ასევე უნდა ჰქონდეს მერქანი და ფესვი. ასე რომ, თუ არსებობს ნირვანასრეალიზაციის მიზეზი, უნდა არსებობდეს მისი წარმომშობი მიზეზიც "
 
"მეფეო, ნირვანა არ არის ისეთი რამ, რაც უნდა წარმოიშვას. ამიტომაც არ გამოცხადებულა მისი წარმოშობისარანაირი მიზეზი."
 
"გთხოვ, ნაგასენა, მომიყვანე მიზეზი, დამარწმუნე კამათით, რომ ამ საკითხის გაგება შემიძლია!"
 
"მაშ, მეფეო, ყურადღებით მომისმინეთ და მე გეტყვით ამის მიზეზს. შეუძლია ადამიანს თავისი ბუნებრივიად მოცემული ძალით წავიდეს აქედან ჰიმალაის მთებში?"
 
- დიახ, შეუძლია
 
"მაგრამ ამ კაცს თავისი ბუნებრივი ძალით შეუძლია ჰიმალაის მთების აქ ჩამოტანა?"
 
- არა, არ შეუძლია
 
"ასე რომ, შესაძლებელია მიუთითოთ ნირვანას რეალიზაციის გზაზე, მაგრამ შეუძლებელია მისი წარმოშობისმიზეზის ჩვენება. 
შეუძლია თუ არა ადამიანს ნავით და თავისი ბუნებრივი ძალით მიაღწიოს დიდებული ოკეანის უშორეს ნაპირებს?’’
 
- დიახ, შეუძლია
 
"მაგრამ შეძლებდა თუ არა ეს კაცს თავისი ბუნებრივი ძალით აქ ჩამოეტანა ამ ოკეანის ნაპირი?’’
 
- არა, ვერ შეძლებდა. 
 
"ასე რომ, შეიძლება მიუთითოთ ნირვანას რეალიზაციის გზა, მაგრამ შეუძლებელია აჩვენოთ მისი წარმოებისმიზეზი. და რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ეს დჰარმა (ნირვანა) უპირობოა".
 
- მაშ, ნაგასენა, ნირვანა უპირობოა?’’
 
"ასეა მეფეო, ნირვანა განუპირობებელია, არაფრისგანაა შექმნილი. ნირვანას შესახებ არ შეიძლება ითქვას, რომ ის წარმოიშვა ან არ წარმოიშვა, ან რომ უნდა წარმოიშვას, რომ ის წარსულია, ან აწმყო, ან მომავალი; ანრომ ამის ცოდნა შეიძლება თვალის, ყურის, ცხვირის, ენისა და სხეულის საშუალებით. ”
 
”გამოდის ნაგასენა, რომ თქვენ მიუთითეთ ნირვანაზე, როგორც დჰარმაზე, რომელიც არ არის, არ არსებობს.”
 
"ნირვანას გონება სცნობს. წმინდა მოწაფე, რომელიც სწორ გზას გაჰყვა, ხედავს ნირვანას სუფთა, ამაღლებული, სწორი, უშფოთველი და დაუინტერესებელი გონებით."
 
"მაგრამ მაშ როგორია ეს ნირვანა? მომიყვანე მსგავსება და დამარწმუნე არგუმენტებით. რადგან დჰარმა, რომელიც არსებობს, ნამდვილად შეიძლება ილუსტრირდეს მისი მსგავსით!"
 
- არსებობს, დიდო მეფეო, ის, რასაც ქარს ვეძახით?
 
- დიახ, ასეთი რამ არსებობს. 
 
- გთხოვთ, მაჩვენეთ თქვენო უდიდებულესობავ ეს ქარი, ამიღწერეთ მის ფერი და ფორმა.  თხელია თუსქელი, გრძელია თუ მოკლე?
 
"არ შეიძლება ქარის ასე აღწერა. ქარს ხელში ვერ აიტაცებ, ის ხელუხლებელია. მაგრამ ამის მიუხედავადარსებობს ასეთი რა ,,ქარი "."
 
,,თუ ქარს ვერავინ გაზომავს , შეიძლება დავასკვნათ, რომ ის საერთოდ არ არის”.
 
”მაგრამ მე ვიცი, ნაგასენა, რომ არის ქარი, მე ამაში საკმაოდ დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომმისი დახასიათება არ შემიძლია.”
 
"ასე, თქვენო უდიდებულესობავ, არსებობს ნირვანა, მაგრამ არ შეიძლება დაახასიათო ის, არც მისი ფერითდა არც მისი ფორმით".
 
"ძალიან კარგი, ნაგასენა. გასაგებია, დამაჯერებელი არგუმენტია. ასე რომ, მე ვთანხმდები, რომ არსებობსნირვანა."
 
 
არჰათები და მათი სხეულები
 
მეფემ ჰკითხა: "გრძნობს რაიმე უსიამოვნო გრძნობას ადამიანი, რომელიც თავიდან აღარ იბადება?
 
უხუცესმა უპასუხა: "ზოგიერთს გრძნობს, ზოგიერთს არა".
 
"რომელს  გრძნობს და რომელს არა?"
 
”ის გრძნობს ფიზიკურს, მაგრამ  არ გრძნობს არავითარ ფსიქიკურ ტკივილს”.
 
- ეს როგორ ხდება?
 
”ფიზიკური ტკივილის გამომწვევი მიზეზები და პირობები არ უქმდება, ხოლო ფსიქიკური ტკივილისგამომწვევი კი.  და ასე თქვა უფალმა ბუდამ: მხოლოდ ერთი სახის გრძნობებს გრძნობს ის, ფიზიკურს და არამენტალურს ”.
 
,,თუ ფიზიკურ ტკივილს გრძნობს, რატომ არ გაექცევა ამ ტკივილს საბოლოო ნირვანაში, სწრაფი სიკვდილით?’’
 
"არჰატს აღარ მოსწონს და აღარც არ მოსწონს. არჰათები არ წყვეტენ მოუმწიფებელ ნაყოფს, ბრძენიელოდება მის დამწიფებას. ასე თქვა უმაღლესმა სარიპუტრამ, დჰარმას გენერალმა:
 
,,არც სიცოცხლეა ის რასაც ვაფასებ და არც სიკვდილი.
ისე გამყავს დრო, როგორც მოსამსახურეს, რომელიც თავის ხელფასს ელოდება.
არც სიცოცხლეა ის რასაც ვაფასებ და არც სიკვდილი.
მე ვიყენებ ჩემს დროს, გონებამახვილობითა და სიბრძნით. ”
 
- კარგი, ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "სხეული ძვირფასია თქვენთვის?"
 
"არა, არ არის."
 
"მაშინ, რატომ უვლი მას ასე?
 
"თქვენი უდიდებულესობა ბრძოლის მსვლელობისას ისრით დაჭრილა?"
 
- დიახ, ეს მოხდარა.
 
 
,,არ აცხებთ-ხოლმე ასეთ შემთხვევაში ჭრილობას მარილს და არ შეიხვევთ?’’
 
- დიახ, ასეა.
 
- მაშ, არის თუ არა ეს მკურნალობა იმის ნიშანი, რომ ჭრილობა ძვირფასია თქვენი უდიდებულესობისთვის?
 
”არა, ის ჩემთვის ძვირფასი არ არის. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ჭრილობა კვლავ შეხორცდეს.’’
 
"ასე რომ, სხეული არ არის ძვირფასი განდეგილისთვის. სხეულზე მიჯაჭვის გარეშე ის ზრუნავს მასზე, რათაშესაძლო გახადოს წმინდა სიცოცხლე. უფალმა ბუდამ სხეული შეადარა ჭრილობას. საჭიროა სხეულისთვის, როგორც ჭრილობისთვის ისე ზრუნვა, მასთან მიჯაჭვულობის გარეშე. რადგან უფალმა ბუდამ თქვა:
 
"ნესტიანი კანი მალავს მას,
მაგრამ ის ჭრილობაა,
დიდი, ცხრა პირ გახსნილი.
მის ირგვლივ უწმინდურად ტრიალებს
ბოროტი სუნის მატერია ”.
 
- კარგად უპასუხე, ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "რა განსხვავებაა ხარბსა და მას შორის, ვინც არაა ხარბი?
 
"ერთი მიჯაჭვულია, მეორე კი არა ".
 
"ეს რას ნიშნავს?"
 
”ერთს ძლიერ სწყურია, მეორე კი არა”.
 

”როგორც ვაკვირდები,  ხარბ ადამიანსაც და სიხარბისგან თავისუფალსაც, ორივეს სასიამოვნო საკვების მიღება სურს და არც ერთს არ სურს ცუდი საჭმლის ჭამა”.
 
,,ვინც სიხარბისგან თავისუფალი არ არის საჭმელს ჭამს გაუმაძღრად, გემოვნებაზეა დამოკიდებული; ვინც სიხარბისგან თავისუფალია, მასაც აქვს გემოვნება, მაგრამ არ აქვს გაუმაძღრობა.
 
- ძალიან კარგი, ნაგასენა!
 
მეფემ ჰკითხა: "რა მიზეზით განიცდის ჩვეულებრივი, ამ სამყაროში მცხოვრები, ადამიანი ორივეს, ფიზიკურ დამენტალურ ტკივილს?
 
"ეს იმიტომ ხდება, რომ  მისი ფიქრები ძალიან განუვითარებელია. ის  მშიერ და აღელვებულ ხარს ჰგავს, რომელიც დაბმული იყო სუსტი, მყიფე და მოკლე ჩალის ან ნაჭრის თოკით, რომელიც გაგიჟებული გამოიქცადა თან წაიღო თავისი სისუსტე. ის, ვისაც აზროვნება განუვითარებელი აქვს, ტკივილისგან გონებაში აჟიტირდება, სწორედ მისი აჟიტირებული გონება სხეულს ძალას ატანს - ის კანკალებს, ტირის და შიშისგანპანიკაში ვარდება. ეს არის მიზეზი, რის გამოც ადამიანი განიცდის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურტკივილს. ”
 
"და რა არის მიზეზი, რის გამოც არჰათები გრძნობენ მხოლოდ ერთგვარ განცდებს, ფიზიკურს და არაგონებრივს?"
 
"არჰატების გონება განვითარებულია, კარგად არის განვითარებული, იგი მოშინაურებულია, მოთვინიერებული, მორჩილი და დისციპლინირებულია. როდესაც მტკივნეული გრძნობა შემოიჭრება, არჰატიმტკიცედ ეჭირდება მისი არამუდმივობის იდეას და აზრებით მედიტაციაზე კონცენტრირდება. მისი აზროვნება, მედიტაციის საყრდენს უკავშირდება, არ კანკალებს და არ ირყევა, რჩება მტკიცე და ურყევი.  ტკივილისგავლენა მის სხეულს ხრის, ახშობს  და მხოლოდ ფიზიკური ტკივილისგან ტანჯავს. "
 
,,ნაგასენა მართლაც ყველაზე მშვენიერი რამეა ამ სამყაროში, რომ შესაძლებელია გონება ურყევი დარჩეს, როდესაც სხეული შეირყევა. მითხარი ამის მიზეზი!"
 
"ჩათვალეთ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ არსებობს გიგანტური ხე, მერქანით, ტოტებით და ფოთლებით. თუ მას თავს ძლიერი ქარი დაატყდებოდა, ტოტები დაელეწებოდა, მაგრამ მერქანსაც იგივე დაემართებოდა?"
 
- არა, პატივცემულო ბატონო!
 
"არჰათას ფიქრი არ კანკალებს და არ ირყევა, გიგანტური ხის ღეროს მსგავსად."
 
"მშვენიერია, ნაგასენა, საოცარია!’’
 


დასკვნა
 
მეფე ღირსი ნაგასენასთან დისკუსიების შედეგად, სიხარულით აღივსო და დამდაბლდა. მან დაინახამნიშვნელობა ბუდას რელიგიაში, ენდო სამმაგ ჭეშმარიტებას, დაკარგა ამპარტავნება და სიჯიუტე, დარწმუნდაუხუცესის ღირსებებში, მონასტრული წესების დაცვის, სულიერი პროგრესისა და ზოგადად ქცევის გამო; ქედმაღლობისა და ამპარტავნებისგან გათავისუფლდა. კობრას მსგავსად, რომელსაც ეშვები დასძვრა, მანთქვა: "კარგად თქვი, კარგად თქვი, ნაგასენა! თქვენ უპასუხეთ ჩემს კითხვებს, ისე რომ ბუდაცდაგთანხმდებოდათ! უზენაესი სარიპუტრას, დჰარმას გენერლის, გარდა ბუდას ამ რელიგიაში არავინ არისისეთი, ვისაც შეუძლია ისევე გაუმკლავდეს კითხვებს, როგორც თქვენ. მაპატიეთ ჩემი დანაშაულებანი, ნაგასენა! დაე, მიმიღეთ მოწაფედ, რომელიც  სამმაგ ჭეშმარიტებაში იპოვის ნუგეშს დღეიდან, სიცოცხლისბოლომდე! "

მსგავსი სტატიები

გველის პოზა იოგაში


მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ახლა ადამიანების უმრავლესობა ...

როგორ ჩნდება დაზიანებები მენჯის სეგმენტში?


ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმ...

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?


ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება ...

მედიტაციის არსი და მეთოდი


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორ...

შვიდი ძალა ხელში


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულ...

გწამდეს, რომ ყოვლისშემძლე ხარ!


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff