სადჰგურუ მარიხუანის შესახებ

Admin
სადჰგურუ
0
0

მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო   რომელი ნარკოტიკიც არ უნდა იყოს, იქნება ეს მარიხუანა თ...

sadhguru marijuana

მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე

წყარო

  რომელი ნარკოტიკიც არ უნდა იყოს, იქნება ეს მარიხუანა თუ ნებისმიერი სხვა ფსიქოდელიური ნარკოტიკი, ადამიანი მათ მოხმარებას იწყებს სურვილთ, რომ გაზარდოს თავისი სურვილი ცხოვრებისადმი და არა უბრალოდ მივიდნენ ოფისში სამუშაოდ და შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. ნადირობა ცხოვრებისადმი/სურვილებისადმი, ეს არის მათი მიზანი. ყველა ნარკოტიკის მთვარი იდეაა ნადირობა სურვილების დასაკმაყოფილებლად. 

  მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია, მაგრამ მისი ხშირი მიღება მომხმარებელს უფრო და უფრო აცლის ძალას რომ გაუმკლავდეს ცხოვრების ყოველდღიურ სიტუაციებს, ის აჩლუნგებს ადამიანის ნერვულ სისტემას. ის უბრალოდ აძლევს ადამიანს გარკვეულ შეგრძნებას, თითქოს  იმ მომენტში მედიტირებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ის უბრალოდ აძლევს მომხმარებელს ასეთ გრძნობას, იმიტომ, რომ მარიხუანა როგორც ქიმიური ნივთიერება ქმნის დისტანციას სხეულსა და ადამიანს შორის, როგორც მედიტაცია. ის ქმნის ძალიან პატარა დისტანციას და შეგრძნებებით ეს ჰგავს მედიტაციას, მაგრამ მარიხუანას არ შეუძლია ორგანიზმზე იგივე ზეგავლენის მოხდენა, როგორიც მედიტაციას. ნებისმიერი მედიტაცია ადამიანს გახდის უფრო მეტად ეფექტურს ვიდრე სხვა ნებისმიერი ნარკოტიკი. ამასთანავე, მარიხუანა ნელ-ნელა აქვეითებს ქმედითუნარიანობას და შესაბამისად ქვეითდება სხვადასხვა სიტუაციებთან გამკლავების უნარიც.

  პირველადი ეფექტი არის შემდეგი, თითქოს მარიხუანას მომხმარებლები არიან ძალიან მშვიდობიანები და საყვარლები, მაგრამ თუ ისინი რეგულარულად გააგრძელებენ მარიხუანას მოხმარებას, რაღაც დროის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა ისინი გახდებიან აგრესიულები, ნებისმიერი პატარა დეტალის მიმართაც კი, იმიტომ, რომ მარიხუანა აზროვნების საშუალებას უკარგავს ადამიანს, მარიხუანას მომხარებლები უკვე ვეღარ ხვდებიან რა და როგორ არის, მათ 16-მდე დათვლაც კი აღარ შეუძლიათ (ხუმრობით ნათქვამი, იცინის). რაღაც დროის გასვლის შემდეგ ისინი ხდებიან გაფანტულები, ვეღარ კონცენტრირდებიან, აღარ შეუძლიათ გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციებს ბოლომდე სრულყოფილად. თუ ხალხისთვის საქმის გაკეთების ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა, მათ ეს შეიძლება ჩვეულერბივადაც მოეჩვენოთ, მაგრამ როცა ცხოვრება მათგან მოითხოვს კონკრეტულ აქტივობებს, ისინი დაინახავენ, რომ აღარ აქვთ უნარი, სრულყოფილად შეასრულონ ეს გამოწვევები, რადგან მარიხუანა ახშობს ადამიანის აზროვნებას. მათთვის ვინც არ ეწევა ხშირად შეიძლება ასეთი ზეგავლენა არც მოახდინოს მარიხუანამ ორგანიზმზე. მაგრამ ვინც ხშირად ეწევა, დროთა განმავლობაში გადაიქცევა არაკომპეტენტურად, რომელსაც არ მოეკითება აზრი, ეს კი სრულიად ზედმეტია, რადგან ხალხი ისედაც საკმარისად არაკომპეტენტურია.

  იმის გამო, რომ ზოგი ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია და აქვს მკაცრი მიდგომები, ასეთ ქვეყნებში მარიხუანას მომხარებლებს აქვთ განცდა რომ ისნი უპირისპირდებიან სისტემას, მარიხუანის მოწევით, სისტემის წინააღმდეგ გამოთქვავენ პროტესტს. ნებისმიერი რამ, რასაც თქვენ აკეთებთ, ნებისმიერი უსამართლო ან უგრძნობი მოქმედების საწინააღმდეგო გაუაზრებელი მოქმედება, გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ უსამართლობას და უგრძნობელობას ასეთ ქვეყნებში. ადამიანმა უნდა იმოქმედოს გააზრებულად. წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს რაღაც კონსერვატიული საზოგადოება, კონკრეტული წესებით, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს სხვადასხვა ქმედებებისკენ, ადამიანის გაუაზრებელი ქმედება არსებული სიტემის წინააღმდეგ უფრო მეტად დაღუპავს, ვიდრე გამოასწორებს სიტუაციას. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა იმოქმედოს გააზრებულად, გაიაზროს როგორ მიუდგეს ამ სიტუაციას, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება არსებულ სიტუაციაში.

  ახლა თუ მხოლოდ ერთეულები არიან მარიხუანას მომხრაბელები და ამასაც მუდმივი სახე არ აქვს, ეს დიდად საგანგაშო არ არის, მაგრამ დავუშვათ, მთელი მსოფლიო გახდა მარიხუანას მომხმარებელი. ვიცი, რომ ხალხს ვინც მოიხმარს მარიხუანას, სურს, რომ მთელმა მსოფლიომ მოწიოს მარიხუანა, არა ბოროტი განზრახვით, არამედ მათ გონიათ, რომ თუ ყველა გახდება მარიხუანას მომხმარებელი, მსოფლიოში იქნება მშვიდობა, აღარ იქნება ძალადობა, აღარ იქნება ომები და ყველანი გახდებიან მგრძნობიარეები და მოსიყვარულეები. ეს ასე არ არის. მაგალითად თუ თქვენს ავტომობილს ააწყობს მარიხუანას მომხმარებელი მექანიკოსი, ასეთ მანქანას ხომ ვერ ენდობით? დავუშვათ ყველა მსოფლიოში დაიწყებს მარიხუანას მოხმარებას, უბრალოდ წარმოიდგინეთ სიტუაცია, რა მოხდება?

  მარიხუანა არ არის გამოსავალი. შეიძლება მოხმარებისას ადამიანს მოწონდეს კონდიცია, რომელშიც იმყოფება და ეს რა თქმა უნდა ადამიანის უფლებაა, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ სულ ასეთ კონდიციაში ყოფნა დააზიანებს ადამიანს. მედიტაციის დროს კი ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს ასეთ კონდიციამდე, იყოს ბალანსირებული და ამასთანავე ამ დროს ადამიანი შინაგანად იყოს თრობის ქვეშ. იგი შინაგანად განიცდის თრობას, მაგრამ ამასთანავე არის ფხიზელი და მომართული, რომ შეასრულოს ნებიმიერი ცხოვრებისეული დავალება. მედიტაციიას დროს ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

  თუ ადამიანის ტვინი მუდამ თრობის ქვეშ იმყოფება, მაშინ ის კარგავს ყველანაირ შესაძლებლობებს. ასეთ დროს ადამიანს არ აქვს თავისი შესაძლებლობების შეცნობის უნარი და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ის ცხოვრობს წარმოსახვით სამოთხეში. თუ ადამიანის გარშემო ყველა დაკარგავს ფუნქციონირების შესაძლებლობას, მაშინ ის მიხვდება, რომ რაღაც პრობლემაა. მაგრამ თუ მის გარშემო ყველა ადეკვატურად იქცევა და ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ მარიხუანას მომხარებელს არ აქვს არანაირი პრობლემა. მაგრამ როგორც კი მის გარშემო ყველა და ყველაფერი არალოგიკურად გააგრძელებს ფუნქციონირებას, მაშინ ის იტყვის რომ პრობლემაა და რაღაც გამოსავალი უნდა მოძებნოს, დაიწყებს გზების ძიებას.

  ასე რომ, ადამიანი უნდა დატკბეს არა მარიხუანით, არამედ თავისი თუნდაც უსაქმურობით, ან თრობით რომელიც მას შეიძლება მოუტანოს მედიტაციამ, რომელიც მას არაფერი არ დაუჯდება. იყავით ცოხვრებით მთვრალი, ასეთ შემთვევაში სულ თორბის ქვეშ იქნებით მაგრამ ასევე მომართული რომ შეასრულოთ არამარტო ყოველდღიური არამედ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დავალებები.

მსგავსი სტატიები

რატომ არ უნდა დავიძინოთ მაჰაშივარატრის ღამეს?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე სად...

სადჰგურუ - ჩაკრების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან  მთარგმნელი: ია გოისაშვილი ...

ტკივილი, მაგრამ არა ტანჯვა


სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: მამუკა გურ...

სადჰგურუ - ხუთი ელემენტის შესახებ...


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ...

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ს...

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი შეგვეფერება?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე - რ...

სადჰგურუ ეკადაშის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი (...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff