რატომ არ უნდა დავიძინოთ მაჰაშივარატრის ღამეს?

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე სადჰგურუ, თქვენი ნათქვამი ჩემთვის...

sa

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

სადჰგურუ, თქვენი ნათქვამი ჩემთვის ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ ამავე დროს თქვენ იოგას ცენტრში „იშა“ პომპეზურად აღნიშნავთ რელიგიურ დღესასწაულს მაჰაშივარატრი. ასეთი ფესტივალები მოძველებულ რიტუალებად გამოიყურება, ამიტომ მაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს მაჰაშივარატრის ახალგაზრდობისთვის.

მაჰაშივარატრი - ეს ღამე თქვენ შეგცვლით

რომელი დღესასწაულებია თქვენთვის მნიშვნელოვანი? იქნებ, მხოლოდ წმინდა ვალენტინის დღე? მაგრამ ესეც ხომ რელიგიური დღესასწაულია, წმინდა ვალენტინი. მაინც რა არის მაჰაშივარატრი?

ინდოეთში წელიწადში 365 დღესასწაულია. დღეს, ეკონომიკური მიზეზებიდან და ჩვენი დასაქმებიდან გამომდინარე, მათმა უმეტესობამ თავი ამოწურა. და მგონი მხოლოდ 5 თუ 6 აღინიშნება ზარზეიმით. პრაქტიკულად, ყველა ინდური დღესასწაული კალენდართანაა დაკავშირებული. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რასაც ხელს უწყობს ამ დღეს მზის სისტემის დანარჩენ ნაწილში მიმდინარე პროცესები. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ რასაც ახლა თქვენს სხეულს უწოდებთ, ეს ადამიანური მექანიზმია და აქ, დედამიწაზე წარმოიქმნა. ადამიანების უმეტესობა ამას ვერ გაიგებს, ვიდრე მათ არ დაასაფლავებენ. მათ ჰგონიათ, რომ საიდანღაც მოვიდნენ, არა, ამ სხეულს მზის სისტემა ძერწავს. ამიტომ, რაც ხდება მზის სისტემაში, გარკვეული დოზით თქვენშიც ხდება, აქედან გამომდინარე, მზის სისტემაზე დაკვირვებით, ჩვენ გარკვეულ დღესასწაულებს ვქმნიდით და გარკვეულ რიტუალს ვასრულებდით.

მაშ ასე, მაჰაშივარატრის ღამეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ენერგიის ბუნებრივი მომატება ხდება. სავსემთვარეობას დაჯექით უბრალოდ ოკეანის სანაპიროზე და შეხედეთ, განა წყალი არ მატულობს? თქვენი სხეული კი 2/3 წყლისგან შედგება, რატომ თვლით, რომ თქვენში არსებული წყალი არ მოიმატებს? ორგანიზმში ყველა სითხე მატულობს. ამიტომ, თუ ამ ღამეს დაწვებით, როცა ენერგია ამგვარად მოძრაობას ცდილობს, ასე თუ ისე ხელს შეუშლით მას. ამასთან ერთად, თქვენ არა მარტო შესაძლო უპირატესობას კარგავთ, არამედ საკუთარ თავს შესაძლოა ავნოთ კიდეც ძალზე ნატიფ დონეზე. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გსურთ, იყოთ სრულფასოვანი ადამიანი. სიტყვით „სრულფასოვანი“ ვგულისხმობ, რომ თქვენში ყველა უნარის გახსნა გსურთ, რომლის გახსნაც ადამიანშია შესაძლებელი. თქვენ ყველა იმ პატარა ცვლილებებს აკვირდებით, რომლებიც სისტემაში ხდება და იყენებთ მათ. ამიტომაც გსურთ, სწორად იჯდეთ ამ ღამეს, როდესაც ენერგია ზემოთ მიემართება და გსურთ, მას კიდევ უფრო მაღლა ასვლაში დაეხმაროთ და არა ირხეოდეთ აქეთ-იქეთ. ამიტომ შევქმენით ჯაგარანი - არ დავწვეთ დასაძინებლად, ვიყოთ წელში და მხრებში გამართული. როგორ მოვიქცეთ, რომ ადამიანები არ დაწვნენ და ისხდნენ სწორად? ისინი რომ უბრალოდ დავსვათ, როგორ ფიქრობთ, დიდხანს ისხდებიან ასე? არა, მათი გართობაა საჭირო. ასე რომ, ამ დღეს ჩვენ ვაწყობთ ზეიმს, საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე, 12 საათის განმავლობაში არ წყდება მუსიკა, ცეკვები, მედიტაცია. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ არავინ დაიძინოს. მილიონ ადამიანს გაჩვენებთ, რომელთაგან მთელი ღამის განმავლობაში არც ერთი არ დაიძინებს. თქვენ, ვინც ღამის გართობას ხართ მიჩვეული, ღამის პირველზე ან ორზე გძინავთ? არა. ღამე მთავრდება, როცა მზე ამოდის, შესაბამისად მზის ამოსვლამდე არ გვძინავს.

მსგავსი სტატიები

საკუთარი თავის ცოდნა; შიგნით და გარეთ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ლიკა მარღანია კითხვ...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი შეგვეფერება?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე - რ...

სადჰგურუ ეკადაშის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი (...

სადჰგურუ - რჩევები 5 სტიქიის გასაწმენდად


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: სალომე თორაძე გაახმ...

სადჰგურუ - ალკოჰოლის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანასტასია მჟავია კი...

როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი სადჰ...

სადჰგურუ - როგორ ვიკვებოთ სწორად


მთარგმნელი: მარიამ ვარდოსანიძე წყარო თუ ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე „...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff