სადჰგურუ - ჩაკრების შესახებ

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან  მთარგმნელი: ია გოისაშვილი ჩვენს სხეულზე ას თოთხმეტი (11...

ch

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან 

მთარგმნელი: ია გოისაშვილი

ჩვენს სხეულზე ას თოთხმეტი (114) ჩაკრაა. პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვა ჩაკრა ბორბალს ნიშნავს. მაგრამ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, წარმოაგდენს (“ნადი” სანსკრტზე ნიშნავს არხს) არხების შეერთების წერტილს, უფრო სწორად, ჩვენს სხეულში ენერგიის შემოდინების გზებს.

ამ არხების შეერთება, სამკუთხედ ფორმას ქმნის. ბორბალი როგორც წესი წრიული ფორმისაა, თუმცა, სამკუთხედი ბორბალი ნამდვილად უცნაურად ჟღერს, არა?

შეერთებისას ის სამკუთხედ ფორმას ქმნის, მაგრამ ჩვენ მას ვუწოდებთ ჩაკრას, რადგანაც, როდესაც მას ვხედავთ, თითქოს წრეს წააგავს, ის ანათებს და გარკვეული განზომილების ენერგიას ასხივებს.

ის ასხივებს ენერგიას. ყველა ტიპის გამოსხივება კი წრიულ ფორმისაა. შენ შეიძლება ტბაში ჩააგდო სამკუთხედი ქვა, თუმცა მისგან წარმოშობილი ტალღები ხომ წრიულად მოძრაობს? ზუსტად ასევე, ენერგია შესაძლებელია ერთდებოდეს სამკუთხედი ფორმით, მაგრამ როდესაც მას ვხედავთ, წრის შთაბეჭდილებას ქმნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის ერთი განზომილებიდან მეორეში მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს; ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ჩაკრა.

ასე რომ, სისტემაში ას თოთხმეტი (114) ჩაკრაა, 114 ძირითადი ჩაკრა. ისე, მათი რაოდენობა უფრო მეტია.

ძირითადი ჩაკრების რაოდენობა, რომელთა დამუშავებაც შესაძლებელია 114 შეადგენს. ამ 114 ჩაკრიდან, ორი ფიზიკური სხეულის გარეთაა განათავსებული, ხოლო 112 კი ფიზიკურ სხეულშია.

112 ჩაკრიდან, 4 ჩაკრა განსხვავებულია, მათზე ბევრი მუშაობა არ არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაამუშავებ სხვა ჩაკრებს, ისინი თავისით გაიხსნება, ანუ მათ გახსნას არ ჭირდებათ არანაირი ცალკე სისტემა.

ასე რომ, არსებობს 108 ჩაკრაა, რომელზეც შესაძლებელია მუშაობა.

გამომდინარე აქედან, არსებობს მედიტაციის 108 სისტემა.

ადი-ოგი ასწავლიდა გაცნობიერების 112 სხვადასხვა გზას, როდესაც ის ჯდებოდა 7 ბრძენთან „საპტარიშებთან“ ერთად, ის განამარტავდა თუ როგორ ფუნქციონირებდა ადამიანური მექანიზმი, რომ არსებობს 114, ამ 114-დან 112...

ის საუბრობდა ადამიანის უზენაესი ბუნების მიღწევის 112 ხერხზე. მის ცოლი, პარვატი, მომსწრე იყო მისი სწავლებების. ის უბრალოდ მოწმე იყო, უბრალოდ ესწრებოდა ამ პროგრამას.

როდესაც ის აკვირდებოდა აღნიშნულ პროცესს, მას გაუჩნდა კითხვა, რატომ არ შეიძლება რომ მეტი ხერხი არსებობდეს? რატომ მხოლოდ 112? უნდა არსებობოდეს მეტი გზაც.

შივა სრულიად კონცენტრირებული იყო თავის საქმეზე. როდესაც მისმა ცოლმა ეს თქვა, შივამ ყურადღება არ მიაქცია და უთხრა, არ არსებობს სხვა გზა,“ არსებობს მხოლოდ 112“.

პარვატის გული ეტკინა რადგანაც, ის შვიდი ადამიანის წინაშე უგულებელყოფილი იქნა და თქვა, „მეტი ხერხი უნდა არსებობდეს, მაგრამ შენ უბრალოდ არაფერი იცი ამის შესახებ“.

შივამ უთხრა, „მხოლოდ 112 გზა არსებობს“, უაზრობაა და გთხოვ დატოვე აქაურობა.

მან კი უპასუხა, მე ვიპოვი მეტ გზას და გავიდა. ის წავიდა მთებში, სადაც მკაცრი ასკეტიზმით დაკავდა და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა. შივა კი კვლავ განმარტავდა იოგის სხვადასხვა განზომილებებს.

პარვატი დაბრუნდა, და რადგანაც მისი ცოლი იყო, ასეთი ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ შეეძლო უბრალოდ მისულიყო და დამჯდარიყო ქმრის გვერდით, მაგრამ ის მივიდა და დაჯდა ერთი საფეხურით დაბლა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ დამარცხდა.

ეს იყო ორ ადამიანს შორის აზრების გაცვლის ერთგვარი ენა.

მას არ სურდა, რომ დანარჩენ 7 ადამაიანს გაეგო, მისი დამარცხების ამბავი, მაგრამ უნდოდა მის ქმარს სცოდნოდა ამის შესახებ. სწორედ ამიტომ, მივიდა და დაჯდა ერთი საფეხურით დაბლა.

ეს ამბავი ბევრ სხვადასხვა ასპექტს ეხება. და ის აღიქმება ადამიანად, რომელსაც ეჭვები შემოაქვს. შივას კი ისეთი აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნია, რომ ეს შვიდი ადამიანი სრულიად ემორჩილება მას, ხოლო მისი მეუღლე კი მოდის როგორც დამკვირვებელი და ეჭვი შემოაქვს, და ვინაიდან მომავალში, იგივე თემის სწავლებისას, ყველა არ შეიძლება იყოს ისეთივე მონდომებული და ყურადღებიანი, ან ისეთი მიმღები, როგორიც ეს შვიდი ადამიანია. ბუნებრივია, მათ შეიძლება გაუჩნდეთ მსგავსი ეჭვები. ასე რომ, მას გაუჩნდა ეჭვები, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჩნდებოდა.

მოკლედ, 108 ჩაკრა არის ის, რისი დამუშავებაც ნამდვილად შესაძლებელია.

დარჩენილი 4 უბრალოდ ყვავილია, თქვენთვის ნაბოძები საჩუქარია.

თუ კარგად დაამუშავებ 108 ჩაკრას, დარჩენილი 4 თავისით გააქტიურდება, ეს საჩუქარი იქნება, ხოლო დანარჩენი 2 ისედაც გაიხსნება.

თუ ეს 112 დამუშავდა, დარჩენილი 2 თავისით გაყვავდება.

რა თქმა უნდა, ეს ორი არ მდებარეობს სხეულის ფიზიკური სტრუქურის შიგნით.
ასე რომ 108, 108 არის რიცხვი, რომელიც განცხადებულია ამ სისტემაში, რადგანაც 108 მნიშვნელოვანი პროცესია, ან უფრო სწორედ, მნიშვნელოვანი რიცხვია მზის სისტემაში, რადგანაც, მანძილი დედამიწასა და მზეს შორის 108 ჯერ აღემატება მზის დიამეტრს.

მთვარის დიამეტრი და მანძილიც 108 ჯერ აღემატება..

ბევრგან შეხვდებით 108-ის პროპორციას მზის სისტემასთან მიმართებაში...

სწორედ ესაა მიზეზიც, რატომ...

სხვა შემთხვევაში შესაძლებელია 160 ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დავბადებულიყავით მარსზე, შესაძლებელია 160 ან სხვა ციფრი ყოფილიყო. უნდა დაუკვირდეთ ადამიანს და ამას მიხვდებით.

ჰათჰა-იოგა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მუდმივად ადასტურებს რატომ მიიღო სხეულმა ეს ფორმა, ეს სხეული იმიტომ არის ასეთი, რომ მზის სისტემაა ასე მოწყობილი.

ამიტომ ადი-იოგიმ ცხადად თქვა, თუ ადამიანის სხეული კიდევ უფრო განვითარდება, მაშინ საჭიროა დრამატული ან მკვეთრი ცვლილებების განხორციელება მზის სისტემის სტრუქტურაში, მხოლოდ მაშინ შეიცვლება ადამიანის სხეულის სტრუქტურა, რადგანაც ახლა, ფიზიკური სტრუქტურის თვალსაზრისით, მას მიაღწეული აქვს სრული განვითარებისთვის.

ადამიანს შეუძლია ძალღონის გარეშე მოახდინოს ტრანსლირება, თუ ეს ყველაფერი გაიხსნება. თუ ყველა 112 ჩაკრა დამუშავდება, ტრანსლირება ძალისხმევის გარეშე მოხდება. თუ გინდა რომ რამე მოხდეს, არაა საჭირო სადმე წასვლა, იჯექი აქ და მოახდინე ეს ყველაფერი.

ნორმალური ცხოვრებით რომ იცხოვრო, სრულფასოვანი ფიზიკური ცხოვრებით რომ იცხოვრო, საჭიროა მხოლოდ 21 ჩაკრის გახსნა. თუ 21 ჩაკრა თქვენს სხეულში გონივრულად მუშაობს, ვერავინ იფიქრებს რომ რამე გჭირთ. თქვენ იქნებით სრულფასოვანი ადამიანი, მაშ რისთვისაა საჭირო დანარჩენი ჩაკრები?

თუ დანარჩენებიც დამუშავდება, ის გახსნის სხვადასხვა დონის წარმოდგენებს, ის აღქმის ისეთ განზომილებას გახსნის. რომ ხალხისთვის ეს ჯადოსნური, საოცარი, ან საიდუმლოებით მოცული იქნება.. და ეს უბარლოდ იმიტომ, რომ აღქმის სხვა განზომილება გაიხსნება.

ასე რომ, მხოლოდ 21 ჩაკრაა საჭირო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

დარჩენილი ჩაკრები მხოლოდ მაღალ განზომილებას ეხება, როცა, სხვების გაგებით, უკვე აღარ ხარ ჩვეულებრივი ადამიანი. შენ გავხარ ადამიანს (სისტემური თვალსაზრისით), ეს არის ადამიანური სისტემა.

რადგანაც ბევრი ადამიანი ვერ... უმრავლესობა ვერ ყვავის... როგორც ქოქოსის ხეები თამილ ნარდუში, მგონი, ჩვენი ხეები წელიწადში დაახლოვებით 90 კაკალს ისხამს, თითოეული ხე. კარგად მოვლილი ფერმა თამილ ნარდუში მოისხამს 125 ნაყოფს. იგივეე ჯიშის ქოქოსის ხე კერალაში 45-დან 50-მდე ნაყოფს გამოიღებს. კარნატაკასა და დასავლეთ ბენგალში კი მოისხავს 140-დან 250-მდე კაკალს. აქ მხოლოდ მოვლის წესებია განსახვავებული.

თამილელი ფერმერები ცდილობენ გაზარდონ ქოქოსი შავ თიხოვან მიწაში, რადანაც ფიქრობენ რომ ეს ყველაზე ნაყოფიერი მიწაა. თიხოვანი შავი მიწა ნაყოფიერია ბამბის და მსგავსი კულტურებისთვის, მაგრამ არა ქოქოსისთვის, რადგანაც ქოქოსი უნდა იზრდებოდეს ნიადაგში, რომელსაც ქვები ურევია.

ეს ნიადაგი კი კბილის პასტას წააგავს, მორწყვის დროს, არაჩვეულებრივია, ქოქოსის ხე მყისიერად გრძნობს სიცოცხლეს და ფესვებს იდგამს. მაგრამ როგორც კი გვალვა წამოვა, ნიადაგი იკუმშება და შეკუმშვა იმდენდ ძლიერია რომ ბზარები ჩნდება. ეს კი მცენარის ფესვებს მთლიანად უჭერს, ანდგურებს ფესვის წვერებს და ვეღარ იზრდება...

ყოველ ჯერზე, როდესაც ფესვი გაიზრდება, გამოშრობის დროს ის ზიანდება, მას ცოტაოდენი ქვიანი ნიდაგი ჭირდება.

შეგიძლიათ მოსინჯოთ... ნიადაგში, ორი ფუტის სიღრმეზე ჩადეთ ქვის პატარა ნატეხი და მორწყეთ. 15 დღის შემდეგ დააკვირდით და ნახავთ, რომ ყველაფერი მშრალია, მხოლოდ ქვის ქვეშ შენარჩუნდება სინესტე.

ყოველთვის, ქოქოსის ხის ფესვები ქვებისკენ მიემართება, რადგანაც იცის, რომ იქ ყოველთვის სისველეა, სინოტივეა, დაცული იქნება, არ დაზიანდება. იგივე ადამიანების შემთხვევაშიც.

ადამიანი ვერ გამოიყენებს მის სრულ პოტენციალს თუ მას სათანადო პირობებს არ შეუქმნი; როგორც შინაგანს, ისე გარეგანს, მაგრამ საბედნიეროდ დიდწილად ალბათ შინაგანი გარემოა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ვართ მოძრავი არსებები, ჩვენ ხეებს არ ვგავართ, არ შეგვიძლია ერთ ადგილას დგომა მუდმივად ერთნაირ ატმოსფეროში ყოფნა. თუმცა, არსებობენ ადამიანები ვინც ამას აკეთებენ.

ინდოეთში არსებობს ამის კულტურა, მას უწოდებენ „კშეტრა სანიასას“, რაც ნიშნავს რადიუსის დაფიქსირებას.

მაგალითად დავაფიქსირებთ რადიუსს დიანალიგადან. მერე ვიტყვით, რომ ეს მანძილი დიდ ენერგიას მოითხოვს. მათ, ვისაც სურს რომ მასში ჩაიძიროს, მუდმივად, დაიფიცებენ რომ ამ დიამეტრს იქით არ გადავლენ. არ დატოვებენ ამ სივრცეს და არ წავლენ, მუდმივად მის ფარგლებში დარჩებიან.

მარტივია, ისევე როგორიც ქოქოსის ხის შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს მთაში გახარებას. ის აქ საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, მაგრამ თუ მას მთაში დარგავთ, ერთ დღეში განადგურდება.

ქარის გამო... ყოფილხართ მაღალ მთაში?

თუ მეშვიდე ბორცვზე ახვალთ, თითქმის ყველა სეზონზე, სულ მცირე 50-60 კმ საათი სიჩქარის ქარი იქროლებს. ქარიან სეზონზე კი ქარის სიჩქარე 120-140 კილომეტრი საათში იქნება.

თუ ასე იდგები, ის უბრალოდ გადაგაგდებს, ისეთი ძლიერია.

აი მაგალითად, თუ ეს ბიჭი წავა და დადგება იქ, ის ერთი საათიც ვერ გაძლებს. ასე რომ უკეთესია აქ დარჩეთ. მაგრამ, ხეები უძრავია. ჩვენ ვმოძრაობთ. ჩვენთვის ცოტა რთულია შევინარჩუნოთ ისეთი გარეგანი ატმოსფერო, რომელიც მუდმივად ხელსაყრელია.

ზოგი ადამიანი დგამს ნაბიჯებს, რომელსაც უწოდებენ „კშეტრა სანიასას“, ისინი არ იძვრიან კონკრეტული ადგილიდან. ისინი მოხაზავენ რადუსს და მხოლოდ მის ფარგლებში მოძრაობენ. ასე რომ, თქვენ გსურთ იმ გარე ატმოსფეროში იმოძრაოთ..

თუმცა შიდა ატმოსფერო ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ანუ როგორ ინარჩუნებს შინაგან სივრცეს, რომელიც ის აშენებს... ამას უწოდებენ „კავაჩას“, როდესაც შენ შენს გარშემო ქმნი გარსს, დამცავ გარსს.... სადაც არ უნდა წახვიდე, იგივე ატმოსფეროში ხვდები. მაგალითად, შედიხართ თვითმფრინავში, ის ადის 35000 ფუტის სიმაღლეზე, თქვენი სხეული იქ რა თქმა უნდა ვერ გადარჩება. მაგრამ, შენ ხომ შენსავე გარსში ხარ მოქცეული, შენს ჰერმეტულ კამერაში, რადგანაც შენ ეს მოახერხე.

იგივეა წყალქვეშა გემის შემთხვევაშიც. წყლის ქვეშ ამგვარ წნევას რასაკვირველია ვერ გაუძლებდით, მაგრამ რადგანაც დაცული ხართ, მას თავს ართმევთ.

ასევე, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ ქმნით ენერგიის გარსს თქვენს გარშემო. მისი ნაწილი კი არ ხდებით, არამედ, თქვენსავე გარსში ხართ მოქცეული, რომელსაც თან ატარებთ.

თქვენ თქვენს გარსს ატარებთ, ვინმეს პირად სივრცეში კი არ იჭრებით, არამედ სადაც არ უნდა წახვიდე, თან დაგაქვთ საკუთარი გარსი. სხვაგვარად საკუთარ თავს მხოლოდ შეზღუდავთ.

მაგრამ, მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც ყველა ჩაკრა გახსნილია, თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ; პრობლემა მდგომარეობს მხოლოდ მიმღებლობაში.

ადრეც ვთქვი, რომ მე უფრო ადამიანს გავაცანი მედიტაცია, ანუ მათი რიცხვი, ვისაც არასდროს შევხვედრილვარ და მინახავს უფრო დიდია, ვიდრე მათი, ვისთან ერთადაც ვზივარ და ვატარებ პროგრამებს.

ჩვენ პროგრამები ჩავატარეთ რამდენიმე მილიონი ადამიანისთვის, მაგრამ მედიტაცია გავაცანით ბევრად უფრო მეტს ადამიანს.

ისინი მედიტირებენ, მაგრამ ბევრმა სულელმა ისიც არ იცის, რომ მათ მედიტაცია შეუძლიათ. როდესაც სხედან, მედიტაციისთვის არ სხედან, ისინი ვერც კი ხვდებიან რომ უნდა გააკეთონ მედიტაცია...

თუ სადმე სხედან, მათი გამოცდილება ყველა კუთხით ბევრად უკეთესია ვიდრე სხვების, თუმცა ბევრ მათგანს არც კი ესმის, რომ ისინი ბუნებრივად გადადიან მედიტატიურ მდგომარეობაში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

ზოგი ხვდება და ჯდება. ზოგიც არ ჯდება. მაგრამ მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ბევრად უკეთესია, რადგანაც ისინი ბუნებით მედიტატიურები არიან, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ გაეცნენ მედიტაციას.

ჩვენ შეეგვიძლია ეს გადავცეთ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა პრობლემა მიმღებლობაშია. მიმღებლობა რომ გამოვიმუშავოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ.

თქვენ შეგიძლიათ აქ იჯდეთ და მოდით ასე ვთქვათ, მართავდეთ რადიო სადგურს, თქვენ შეგიძლიათ ტალღების ადვილად გადაცემა, მაგრამ თუ არავის აქვს რადიო, ამას რა აზრი ექნება?

მოდით ასე ვთქვათ, თქვენ დაიწყეთ ტრანსლირება რადიო სადგურიდან (სანამ მარკონი მოვიდოდა), მაგრამ რადიო არავის აქვს, თქვენ კი გადასცემთ და გადასცემთ, რას ნიშნავს ეს?

არაფერი მოხდება, არა?

სულ არა. არსებობს გარკვეული ზეგავლენა, გადაცემის დროს, მაშინაც კი როცა არ არის მიმღებლობა. მაგრამ ეს არ არის.. ის არ გადადის სხვა განზომილებაში, რადგანაც არ არის მიმღებლობა. უფრო მარტივია გადასცე ქვებს, ვიდრე ადამიანებს.

არ ვცდილობ ქვების შექებს და თქვენს შეურაცხყოფას, მაგრამ ნამდვილად უფრო მარტივია ინფორმაცია გადასცე ქვებს, რადგანაც გარკვეული ტიპის ქვებს გაჩნიათ სათანადო მთლიანობა. მაგრამ, მათ არ აქვს ტვინი, ისინი თავისით ვერ აზროვნებენ.

ადამიანებთან პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დიდწილად ვერ აცნობიერებენ იმ ბუნებრივ უნარებს, რომელიც აქვთ.
აცნობირებენ ადამიანები სიხარულს? მაგალითად, როგორები იყვნენ ბავშვობაში. ვერ აცნობიერებენ იმ სიხარულს და სიყვარულს, იმ ბუნებრივ მდგომარეობას, რომელიც ჰქონდათ.

ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას. ამიტომაც ისინი ხშირად ვერ აცნობირებენ იმის მნიშვნელობას, რასაც აძლევ.

დღეს მათ რამეს ასწავლი... ალბათ გინახავთ, ბევრ თქვენგანს გინახავთ როგორ გამოდიან ისინი „ბჰავა სპანდანადან“ და შემდეგ იმედგაცრუებულები რჩებიან.

ეს ბედნიერებაა. ყველა გადასარევად ფანტასტიურად გრძნობს თავს და ექსტაზის მდგომარეობაში არიან... მაგრამ 5 თვის შემდეგ ამას მიივიწყებენ. ასე რომ, ყველამ არ იცის როგორ გამოიყენოს საკუთარი აზროვნება კონსტრუქციულად. დიდწილდ ვერ აღიქვამენ საკუთარ კეთილდღეობას.

ბავშვობაში თავს გადასარევად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ამას ვერ იაზრებდნენ. ასე რომ, ფიქრი ყოველთვის ადამიანის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ადამიანების უმეტესობამ არ იცის როგორ გამოიყენოს ის საკუთარი კეთილდღეობისთვის. უფრო ხშირად, ისინი ფიქრებს საკუთარი თავის წინააღმდეგ იყენებენ.

თუ თქვენ გააქტიურებთ თქვენს ენერგიას ბოლომდე, მთელი შესაძლებლობებით, გადაცემა ბუნებრივად მოხდება. მთლიანი გზის გავლაც კი არ მოგიხდებათ.

თუ თქვენ გაააქტიურებთ 63 ჩაკრას, თქვენ საკმაოდ კარგად შეძლებთ ენერგიის გადაცემას.

ეს თამილის კულტურისთვის დამახასიათებელი სიმბოლია... თამილის კულტურა ემყარება 63 „ნაიანმარს“. ისინი მას უწოდებენ 63 ბრძენს, რომელიც მოვიდნენ და მოახდინეს თამილის კულტურის ძირფესვიანი ტრანსფორმაცია. მათ ყველას ცხოვრებაში შემოიტანეს სულიერება.

ეს არის... ის 63 ადამიანი, შესაძლებელია მეტიც იყო, მაგრამ სიმბოლიზმის თვალსაზრისით, მათ ეს რაოდენობა დატოვეს და მხოლოდ 63 ახსენებენ. რომელ ტაძარშიც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ნახავ პატარ-პატარა გამოსახულებებს იმ 63 ადამიანისა.

თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ 63 ჩაკრა, ჩვენ შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, რომ თქვენ ბრძენი ხართ... ანუ საწყის ეტაპზე ხართ, დამწყები ბრძენი ხართ.

თუ 84 გაქვთ გააქტიურებული, ესე იგი ბევრ, ძალიან ბევრი საზღვარი გადალახეთ, ასეთებს ხალხი ზებუნებრივს უწოდებენ.

ხოლო, თუ 108 მიაღწევთ, თითქმის იქ ხართ.

114 კი არის სრული აქტივაცია, რაც ნიშნავს, რომ თქვენ და ის ერთნაირები იქნებით, არანაირი განსხვავება.

თუ გახდებით მიმღები, მე არ მომიწევს აქ მოსვლა და თქვენთვის რამის ახსნა. არავის მოუწევს თქვენთვის იმის სწავლება, რა უნდა გააკეთოთ.

არაფერი.. თქვენ გეცოდინებთ ყველაფერი ადამიანის მექანიზმის შესახებ, ყველაფერი, დასაწყისიდან მის უზენაეს მდგომარეობამდე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

რატომ არ უნდა დავიძინოთ მაჰაშივარატრის ღამეს?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე სად...

სადჰგურუ - როგორ ვიკვებოთ სწორად


მთარგმნელი: მარიამ ვარდოსანიძე წყარო თუ ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე „...

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?


რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?  (საუბარი სადჰგურუსთან) ...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

"ღამის ბუ" თუ "დილის ტოროლა"?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო მამულაძე კითხვ...

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი შეგვეფერება?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე - რ...

სადჰგურუ - ალკოჰოლის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანასტასია მჟავია კი...

სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული?


სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული და როგორ გავარკვიოთ არ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff