სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული?

woody180
სადჰგურუ
0
0

სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული და როგორ გავარკვიოთ არის თუ არა ჩვენი რჩეული ის ერთა...

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან  

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული და როგორ გავარკვიოთ არის თუ არა ჩვენი რჩეული ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებთ? 

-როგორ გავარკვიოთ, ვინც გვიყვარს, ნამდვილად ის ერთადერთია, ვისაც მთელი ცხოვრება ველით?

- პოპულარული კითხვაა.. ერთხელ, როცა შანკარ პილაი თავის ოჯახთან სადილობდა, მოულოდნელად განაცხადა: „ჩვენს მეზობელ ლუსიზე ვაპირებ დაქორწინებას“ . შანკარის მამა განრისხდა: „რაო? ლუსიზე დაქორწინებას აპირებ? მას ხომ ერთი გროშიც არ აბადია, ღატაკი და მიუსაფარია“ . დედაც გაოცდა... ბიძა გაოგნდა : „მოიცა რომელ ლუსიზე ქორწინდები, თმები ფუჩეჩს რომ მიუგავს? ...

ნათესავები ხომ ყოველთვის ერევიან ასეთ საქმეებში..

დეიდა აღშფოთდა: „ მოიცა რომელი ლუსი.. მუდამ „გაშპაკლული“ სახით რომ დადის? ერთი ტონა ფერუმარილით მოსვრილი? „ . არც პატარა ძმისშვილი დარჩა ვალში: „ რაო? ლუსიო? მან ხომ ისიც კი არ იცის რა არის კრიკეტი... როგორ უნდა მოიყვანო ასეთი არსება ცოლად? . შანკარი კი ჯიუტად იმეორებდა : „დიახ, დიახ, სწორედ მაგ ლუსიზე ვაპირებ დაქორწინებას“. ყველას ერთხმად აღმოხდა: „კი მაგრამ რატომ?“ . იმიტომ- მშვიდად უპასუხა შანკარმა- რომ მას ქმარი არ ჰყავს“.

შეიძლება ეს სასაცილოა, მაგრამ, მაინც როგორ გავიგოთ ვინ არის სწორედ ის ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით? ძალიან არ მინდა რომანტიზმი ჩაგიკლათ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: თუ იაზროვნებთ ისეთი რეალობას მოწყვეტილი და ყურით მოთრეული ცნებებით, როგორიცაა: „რა ბედნიერებაა, ჩემი ადამინი ვიპოვე“. სამწუხაროდ ძალიან მალე დიდი იმედგაცრუება გელით. უნდა გესმოდეთ, რომ ზუსტად თქვენთვის შესაფერისი ადამიანი არ არსებობს. პირველ რიგში უნდა დააკვირდეთ, თავად თქვენ თუ ხართ კარგი ადამიანის შესაფერისი? თუ თქვენ ამას კარგად გაიაზრებთ და მიხვდებით, რომ თქვენ თქვენი წილი სისულელეები გახასიათებთ, სხვებს - თავისი სისულელე, მაშინ შეგიძლიათ ეს სისულელეები ლამაზად შეუთავსოთ ერთმანეთს და ასე გააგრძელოთ ცხოვრება. პირველ რიგში იზრუნეთ იმაზე, რომ თავად გქონდეთ ბედნიერი ცხოვრება და თვითონ გრძნობდეთ თავს კარგად. აი მერე ნახეთ, რას მოიზიდავთ ცხოვრებაში. თუ თქვენ მართლაც ბრწყინავთ ყოველმხრივ, ყველა სფეროში ყველაფერი კარგად გექნებათ. ყველა სხვა წარმოდგენა ძალიან მოდურია, მაგრამ არარეალური.. არარეალურია, თუ ფიქრობთ, რომ სადღაც არსებობს თქვენი სულით მონათესავე ადამიანი, რომ ღმერთმა საგანგებოდ თქვენთვის შექმნა ის ერთადერთი  და ის უნდა იპოვნოთ. თუმცა თუ დავაკვირდებით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ზუსტად თქვენთვის შექმნილ ადამიანს არ პოულობთ ხოლმე, ასე არაა? ყოველ შემთხვევაში ასე გგონიათ მაინც. როგორც ჩანს   ღმერთს მაინცდამაინც თქვენთან დაკავშირებით მოსდის ძალიან ბევრი შეცდომა, სულ ეშლება , ვერასოდეს გიგზავნით ზუსტად სათქვენო ადამიანს. ეს სასაცილოა.

სხეულს პარტნიორი სჭირდება - ეს გასაგებია. ფსიქოლოგიურადაც და ემოციურადაც ასევე შესაძლოა საჭიროებდეთ პარტნიორს , მაგრამ სულს? სულს არანაირი პარტნიორი არ სჭირდება, ასე რომ მოეშვით რაღაც მონათესავე სულების ძიებას. თქვენთვის არავის არ შეუქმნია ის. თუ თქვენს გატაცებაში მთელს გულს და სულს, მთელს თქვენს გრძნობას ჩადებთ, აი მაშინ მოხდება რაღაც მაგიური, ჯადოქრობა. მაგრამ ეს მოხდება თქვენი გრძნობების გამო და არა იმის გამო, რომ ის თქვენი მონათესავე სულია. სრული რეგვენიც რომ აირჩიოთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენ ამ ურთიერთობას თქვენს თავს მიუძღვნით, მართლაც რაღაც საოცრება შეიძლება მოხდეს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი, ან მსგავსი სისულელეები. სინამდვილეში თქვენ ირჩევთ თქვენგან სრულიად საპირისპირო ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან გინდათ და ცდილობთ ეს ადამიანი დაგემსგავსოთ თქვენ, ეს სრული აბსურდია. რადგან თუ ამ სამყაროში კიდევ  ერთი ადამიანი გახდება ზუსტად თქვენნაირი, მას რამდენიმე დღესაც ვერ აიტანთ. თქვენი მსგავსი არავინაა და ეს ძალიან კარგია. ნუ ეძებთ მსგავსებას. ამ სამყაროში ყველაფერი განსხვავებულობათა ერთობით იქმნება და არა მსგავსთა ერთობით.

ამიკ მოდანის შეკითხვა: ამ მატერიალურ სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარული თითქოს გაქრა. ძირითადად ის სიყვარული, რასაც ვიღებთ და გავცემთ, ძალიან ზედაპირულია.  როგორ გავაძლიეროთ ჩვენს, ან სხვის  ცხოვრებაში სიყვარული?

 

-       თუ თქვენ ნატურით მოსიყვარულე გახდებით, ვინმეს ან რამის გამო კი არა, ისე, უბრალოდ.. თუ თქვენ გადაიქცევით თავად სიყვარულად, იმის მაგივრად რომ ვინმეს სიყვარულისთვის მოიკლათ თავი, მაშინ მიხვდებით რა არის ნამდვილი სიყვარული. თუ თქვენ ვინმე გიყვართ და ეს გგონიათ სიყვარული, ძალიან ცდებით,  ასეთი სიყვარული ცვალებადია, რადგან 100% ვერავინ იქნება თქვენი მოსაწონი, ყველა რაღაცით გაგიცრუებთ იმედებს და მოგეჩვენებათ რომ სიყვარული გაქრა. არავის შეუძლია ბოლომდე გაამართლოს ვინმეს იმედები, თავად თქვენც კი. იდეალური ადამიანები არარსებობენ. კრიშნას ცოლებიც კი მუდმივად უკმაყოფილონი იყვნენ კრიშნათი. ასე რომ ასეთ სიყვარულში სიყვარულს ვერ შეიცნობთ.

 

-       ჩვენმა დედებმა იდეალური ცოლობის ძალიან მაღალი სტანდარტი დაგვიწესეს. თუმცა ახალგაზრდები აშკარად ვხედავთ, რომ ასეთ იდეალურ ცოლობას ვერ შევძლებთ. ამის გამო ჩვენი თავები არასრულფასოვან ადამიანებად უნდა ჩავთვალოთ?

 

-                ერთ ამბავს მოგიყვებით - მერი მაკოვსკი გათხოვდა, როცა თაფლობის თვიდან სახლში დაბრუნდნენ, ცოლმა ახალგამომცხვარ ქმარს საზეიმოდ განუცხადა, რომ საგანგებოდ მისთვის მოამზადებდა ვახშამს.  აი, ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან, თვალებგაბრწყინებულმა ჩაიდო ცოლის მომზადებული საჭმლის ლუკმა პირში და დაიწყო ნელა ღეჭვა... ღეჭვა-ღეჭვით ჩაიძირა ფიქრებში... გაბრწყინებული ცოლი არ გაჩერებულა : „დედამ ორი სახის საჭმლის მომზადება მასწავლა - ხორცის რულეტის და ვაშლის ნამცხვარის“. ქმარი ფიქრებიდან გამოერკვა და ცოლს გაოცებულმა შეხედა... „ძვირფასო, ეხლა რასაც ვღეჭავ, ამ ორიდან რომელი მათგანია?“    

 

    მოდი დავფიქრდეთ, როგორ გახდნენ თქვენი ბებიები და დედები  იდეალური ცოლები? ადრე მიღებული იყო აზრი, რომ მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის. გგონიათ დღესაც ასეა? თქვენი ქმარი მშვენივრად შეძლებს შეუკვეთოს გემრიელი ვახშამი თუნდაც გლოვოს ან ვოლტის მეშვეობით. ან რომელიმე აპით შეუკვეთავს პიცას... როგორც ხედავთ შეიცვალა სიტუაცია... შეიცვალა მოლოდინები ... კაცის გულისკენ გზა კუჭზე აღარ გადის. ასე რომ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობა საჭირო აღარაა. მოდით, დავფიქრდეთ რა არის ცოლობის ან ქმრობის არსი. თუ დავაკვირდებით, უმრავლესობა თანაცხოვრებისთვის მზად არაა, ისინი მარტოხელები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს - მათ ყველაფერი შესანიშნავად აქვთ ჩამოყალიბებული ცხოვრებაში, აქვთ ყველაფერი , რაც სურთ  და საერთოდ არ სჭირდებათ ვინმეს არსებობა გვერდით. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სჭირება დასაყრდენი, ზურგი ადამიანის სახით. ადამიანში არსებობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური მოთხოვნილებები, შესაძლოა სოციალურ-ეკომომიური მოთხოვნილებაც იყოს . ასეთი მოთხოვნილებები მრავალნაირია .. და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გინდათ ერთმა ადამიანმა შეძლოს? ძალიან რთულია ასეთი ადამიანის პოვნა. თქვენ ოფიციალურად აფორმებთ ურთიერთობას და გულს იმშვიდებთ, რომ სამუდამო კავშირი იპოვნეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კაცობრიობამ მოიგონა არის ის აზრი, რომ ქორწინება ზეცაში წყდება ღვთის ნებით. აი მთელი ალიაქოთი აქედან მოდის, ნურას უკაცრავად ბატონებო და ქალბატონებო, ქორწინება წყდება აქ, დედამიწაზე. ჩვენ რომ გაგვეცნობიერებინა, რომ ქორწინება ჩვენ გადავწყვიტეთ და არა ღმერთმა, აგვეღო ამაზე პასუხისმგებლობა , აგვეყვანა ჩვენი თავები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, მაშინ ქორწინება ნამდვილად ყოველთვის ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ქორწინება ხომ ზეცაში წყდება.. და თქვენც იმ ზეცის , ღმერთის იმედი გაქვთ და არა საკუთარი თავის. ნუთუ არ გესმით, რომ ქორწინება თავად თქვენ მოიგონეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებისუელი გზა ყოფილიყო უფრო კომფორტული, ზედმეტი რყევების და პრობლემების გარეშე, თქვენ რომ გესმოდეთ ეს, მაშინ ქორწინებასაც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდით არა დედების და ბებიების სწავლების შესაბამისად, არამედ თანამედროვეობის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ასე რომ, თუ თქვენ გყავთ მეგობარი, პარტნიორი, ადამიანი რომელთანაც ცხოვრობთ, გაისიგრძეგანეთ, გაიგეთ, რომ ეს ადამიანი მოვიდა თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თქვენი ერთად ყოფნა ხომ თქვენს მოთხოვნილებებს უკავშირდება და მადლობა თქვით იმისთვის, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს რომელიმე მოთხოვნას, გაიაზრეთ ეს და ქორწინებაც ბედნიერი იქნება. ქორწინებაში ორივე მხარე უნდა მიხვდეს -  ბედნიერებაა, რომ თქვენ შეგხვდათ ადამიანი, რომლის მეშვეობითაც თქვენი ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური სურვილები კმაყოფილდება, მადლობლები იყავით ამისთვის. თუ თქვენ იფიქრებთ: „ააჰააა გჭირდები? მაშინ შენს ექპსლუატირებას მოვახდენ“ , ასე არაფერი გამოვა. მთავარი ის კი არაა, ვინმესგან ბედნიერება გამოვწუროთ, ან პირიქით მან გამოწუროს თქვენგან ბედნიერება, მთავარია ორი უკვე ბედნიერი და შემდგარი ადამიანი შეხვდეს ერთმანეთს. ამ დროს ხდება სასწაული.  თუ თქვენ უბედური ხართ და ფიქრობთ, რომ ვინმე სხვა გაგაბედნიერებთ, ძალიან ცდებით, ამით თქვენი უბედურება მხოლოდ გაორმაგდება.

მსგავსი სტატიები

რელიგიების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ლექციიდან მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ...

სადჰგურუ - რჩევები 5 სტიქიის გასაწმენდად


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: სალომე თორაძე გაახმ...

სადჰგურუ - ჩაკრების შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან  მთარგმნელი: ია გოისაშვილი ...

სადჰგურუ - თაფლის ზემოქმედება ადამიანის გონებაზე


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი თ...

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ს...

როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი სადჰ...

როგორ ვებრძოლოთ კიბოს


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი შ...

შეიძლება თუ არა რომ რეიკი და პრანით მკურნალობა იყოს სახიფათო?


წყარო მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff