მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიზმრების გაცნობიერებას

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

 წყარო მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია რამდენ ჩვენგანს გვახსოვს სიზმრები? რამდენს შეგვიძლია მ...

cover

 წყარო

მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია

რამდენ ჩვენგანს გვახსოვს სიზმრები? რამდენს შეგვიძლია მათი კონტროლი?

ადამიანთა კატეგორიას ვისაც ლუციდური სიზმრები აქვთ , შეუძლიათ მათი გაკონტროლებაც. მათ შეუძლიათ სიზმარში გააკონტროლონ სიტუაცია თავისი აზრებით, შეუძლიათ სიზმრის მოქმედ პირებს დაუსვან კითხვები, ასევე შეუძლიათ იკითხონ მათი საკუთარი სულიერი, კარმული ნაწილის შესახებაც.

თუ ადამიანს სურს მეტი სიზმარი ძილის ფაზაში, მათ შორის ლუციდური სიზმრებიც, არსებობს რამდენიმე მცენარე , რომელთა ძილის წინ მიღება ამ სურვილს რეალობად ქცევაში დაეხმარება. ამ მცენარეებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ როგორც წამლებს და როგორც სიზმრის საკითხის გადამწყვეტ საშუალებას.

გაფრთხილება: ხსენებული მცენარეები არის ლეგალური, თუმცა თოთოეულ ადამიანზე ინდივიდუალური მოქმედება აქვს. მათ მიღებამდე მათზე ინფორმაციის მიღებაა საჭირო. იმის გარდა რომ ეს მცენარეები სიზმრების გასაუმჯობესებლად გამოიყენება, მათ აქვთ სამედიცინო დანიშნულებაც. ამის გათვალისწინებით კარგად გაეცანით თითოეულ მათგანს და შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიირეთ გადაწყვეტილება.

1. ველური ასპარაგუსის ფესვები-asparagus racemosus 

1

ასპარაგუსის ფესვები ვედურ მედიცინაში იწოდება როგორც „shatawari”, ხოლო ჩინურში როგორც „tian men dog”, ეს სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ზეციუ სულთა მცენარე“. შამანები, ჩინელი დაოსისტები, მკურნალები ამ მცენარეს იყენებდნენ როგორც სამედიცინო ისე სულიერი განვითარების კუთხით.

ის ასევე ცნობილია , როგორც „მფრინავი მცენარე“ ,რადგანაც სჯეროდათ რომ მას შეეძლო“გადაეფრინა ადამიანი კოსმიურ სამყაროში ღამით და ეჩვენებინა წარმოუდგენლად აღმაფრთოვანებელი სიზმრები“. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩინეთში უძველეს სასწავლებლებსა და სკოლებში დიდი დრო ეთმობოდა ლუციდურ სიზმრებზე მუშაობას.
ჩინური ხალხური მედიცინის მიხედვით, ასპარაგუსის ფესვებს აქვთ უნარი დადებითად იმოქმედონ გულის სამუშაო ენერგიაზეც და გააუმჯობესოს ორგანიზმის მდგრადობა. როგორც ისინი ამბობდნენ ეს მცენარე“ გვაძლევს საშუალებას სულიერად ავყვავდეთ კოსმიურ სამყაროში და განვვიტარდეთ სულიერად ძილის პერიოდში“.

ეფექტი: აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხსნის სტრესს და ორგანიზმს რელაქსაციაში ეხმარება. არის კარგი ანტი-დეპრესანტი და ასტიმულირებს „მფრინავ სიზმრებს“.

გამოყენება: დამწიფებული ფესვების ჩაიდ დაყენება ან გამომშრალი ფესვების მიღება საუკეთესო საშუალებაა ასპარაგუსის გამოსაყენებლად. ზოგადად ნორჩი და ახალი ასპარაგუსი უფრო ეფექტურია.

2. ვალერიანის (კატაბალახას) ფესვები-valeriana officinalis

2

ძირითადად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში დამამშვიდებლად, კუნთების დასასვენებლად, განსატვირთად, ასევე ღრმა ძილის უზრუნველსაყოფად, რაშიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. ვალერიანის ფესვები არის ლუციდური სიზმრების სტიმულატორი. ეს იმიტომ რომ ასუსტებს ფიზიკურ შეგრძნებებს და ამძაფრებს სულიერს. ვალერიანის ფესვები გამოიყენება სიზმრების დასამახსოვრებლად, რობერტ მონრო , რომელიც არის სპეციალისტი „out body of experience”-ში (სხეულის გარეთ მოგზაურობაში), ამბობს, რომ ხალხის უმეტესობას არ ახსოვს საკუთარი სიზმრები, სწორედ ამ საკითხშია ძალიან ეფექტური ეს მცენარე. და არამხოლოდ ამ საკითხში არამედ მათ მართვაში.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ რომ ვალერიანის ფესვები იწვევს როგორც სასიამოვნო სიზმრებს , ასევე კოშმარებსაც, ამიტომაც მის გამოყენებამდე კარგად დაფიქრდით.
გაფრთხილება: ვალერიანის ფესვები არაა რეკომენდირებული ორსულთათვის , რადგან უცნობია მისი ზუსტი ეფექტი მათ ჯანმრთელობაზე.

გამოყენება: ვალერიანის ფესვები ძირითადად გამოიყენება ჩაიში დასაწურად, ასევე შესაძლებელია მასზე ცხელი, მაგრამ არა ადუღებული წყლის დასხმა და ისე მიღება. ასევე შესაძლებელია გამხმარი და გამომშრალი ფესვების გამოყენებაც, ამ ფესვების მოძიება მარტივად შეიძლება ინტერნეტ მაღაზიებშიც.

3. მამულა - Artemisia vulgaris

3

მამულას აქვს დიდი სამედიცინო და მეტაფიზიკური ისტორია ევროპაში, აზიაში და ამერიკაში. მამულა ინდურად (კალიფორნიის ინდურ მოსახლეობაში) იწოდებოდა როგორც „molush” რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „სიზმრის მცენარე“. მას ხშირად ეწეოდნენ ინდურ ცერემონიებზე , სხვადასხვა ტომები მას იყენებდნენ ბოროტებისგან, ბოროტი სულებისგან, ავადმყოფობისგან დასაცავად. მამულა მარტივი საშოვნელია. ბუნებაში არის ადგილები სადაც ის უხვად მოიპოვება.

გამოყენება: მამულას გამოყენება შეიძლება ჩიასთან ერთად, როგორც ნაყენი. ასევე შეიძლება მისი მოწევაც, მარტივად მოსაწევია თამბაქოსთან ერთად, შეიძლება ჩიბუხით მოწევაც, ვინაიდან მასში ისეთი ქიმიური ნივთიერებები შედის როგორიც ზოგიერთ მოსაწევში და ასევე ასტიმულირებს ლუციდურ სიზმრებს. ფრთხილი მოქმედებით და დაკვირვებით, ნატურალური მცენარეებით მარტივია ლუციდური სიზმრების ნახვა და მათი კონტროლი.

4.მექსიკური სიზმრის მცენარე - calea zacatechichi (calea ternifolia)

4

შეიძლება ითქვას, რომ ქალეა ყველაზე ცნობილი და გამოყენებადია ამ მცენარეებს შორის. მექსიკაში მცხოვრები ინდიელთა ტომები მას ლუციდური სიზმრების სანახავად იყენებდნენ. მისი გამოყენება შეიძლება ჩაიში, ასევე შეიძლება მისი გამხმარი ფოთლების მოწევაც.

ეფექტი:ის წმენდს გონებას, მას სულიერი სამყაროსთვის უფრო გახსნილს ხდის, ამ დროს ორგანიზმი მოდუნებულია, ადამიანი კი უფრო საღი გონებით აზროვნებს მოხმარებიდან მომდევნო დღეს.

გამოყენება: აიღეთ დაახლოებით 5 გრამი მცენარე, დალიეთ მისი ნაყენი დაძინებამდე (შესაძლებელია მოწევაც), შემდეგ კი სიზმრებზე კონცენტრირდით.

5. მზის გამხსნელი მცენარე - heimia salicifolia

5

ამ მცენარეს უწოდებენ „sinicuichi” (მზის გამხსნელი - sun opener). ასე მას აცტეკები უწოდებდნენ და ეს მცენარე ისევ გამოიყენება მექსიკელი შამანების მიერ ადამიანის ტრანსის მდგომარეობაში გადასაყვანად. ეს მცენარე აძლიერებს მოგონებებს, ზოგის თქმით მათ წინა ცხოვრება და დაბადებაც კი ნახეს.

ეფექტი: იმის გარდა რომ ის ასტიმულირებს ლუციდურ სიზმრებს, ის ადუნებს ორგანიზმს და ადამიანს უშვებს ფიქრების, მოგონებების უზარმაზარ სამყაროში, აფერადებს ვიზუალურ აღქმას და ცვლის აკუსტიკურ შეგრძნებებს.

გამოყენება: სასურველია მისი მოთავსება ჯამში ან ჭიქაში, დაასხით მას ცივი წყალი და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ მზეზე (დადგით ფანჯრის რაფაზე ან იქ სადაც მზის სხივები კარგად ხვდება). ითვლება რომ 24 საათის განმავლობაშ მზეზე დადგმული ხსნარი მზის ენერგიას იძენს და აძლიერებს მის თვისებებს გამოყენების დროს.

6. ინტელექტის ხე - celastrus paniculatus

6

ინტელექის ხე ფართოდ გამოიყენებოდა ინდოეთში, ხალხურ მედიცინაში. ეს მცენარე მისი ზეთის და თესლის ეფექტების გამო გამოიყენებოდა ინტელექტისა და მეხსიერების ასამაღებლად. საუკეთესო საშუალებაა სიზმრების დასამახსოვრებლად, კარგი მენტალური სტიმულატორია, ის გონების გამჭრიახობას აძლიერებს.

ეფექტი: გარდა ვიზუალური ხატ-სახეების გაძლიერების უნარისა, მას დადებითი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს გონებაზე, ერთგვარი სტიმულატორია.

გამოყენება: 5-10 მარცვალი ერთი საათით ადრე დაძინებამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ სანამ ლუციდური სიზმრები დაიწყება.

7. ქხოსას სიზმრის ფესვები-silence capensis

7

ეს მცენარე გამოიყენებოდა ქხოსას აფრიკული ტომების მიერ როგორც საკრალური მცენარე. მისი ფესვები გამოიყენება შამანების მიერ ლუციდური სიზმრების გამოსაწვევად, ასევე შამანურ რიტუალებში. მას „მასწავლებელ მცენარეს“ უწოდებენ და წმინდა მცენარედ თვლიან.

ეფექტი: ვიზუალური წარმოსახვების გაძლიერება სიზმრის დროს.

გამოყენება: შეაზავეთ წყლით და ისე მიიღეთ დაძინებამდე. ჩაის დაყენებაც შეიძლება თუმცა მწარე გემო აქვს , ამიტომაც ჯობს პირდაპირ და სწრაფად „გადაკრათ„.

8.ლურჯი ლოტუსი-nymphaea caerulea

8

ამ მცენარეს ლურჯ ეგვიპტურ ლოტუსს ეძახდნენ, მაგრამ nymphaea წყლის შროშანია და არანაირი კავშირი არ აქვს ლოტუსის ჩვეულებრივ ყვავილთან. ეს მცენარე ეგვიპტეში დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ასევე იყენებდნენ და ახლაც იყენებენ ლუციდური სიზმრების გამოსაწვევად.

ეფექტი: ძილის ხარისხის გაუმჯობესება, ლუციდური სიზმრების გამოწვევა.

გამოყენება: ეს მცენარე ძირითადად გამოიყენება ჩაიში, მიქსტურებში, შეიძლება მისი მოწევაც. თუ გაქვთ სიზმრების პრობლემა, ან გეღვიძებათ მათი ნახვის დროს, ვერ იმახსოვრებთ მას, ეს მცენარე ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა.

9.აფრიკული სიზმრის მარცვალი-entada rheedii 

9

ტრადიციულად ეს მცენარე გამოიყენებოდა აფრიკულ მედიცინაში ლუციდური სიზმრების გამოსაწვევად და სულებთან დასაკავშირებლად. ენტადა საშუალებას აძლეს ადამიანს სიზმრების სამყაროში გადავიდეს, ძილის რემ ფაზას ასუსტებს ამიტომ ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველაფერი სიზმარია და მის კონტროლს იწყებს. ამ დროს ლუციდური სიზმრები წარმოიქმნება. ეს მცენარე შეიცავს რამდენიმე აქტიურ კომპონენტს, ზეთებს და ალკალოიდებს.

ეფექტი: აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ძილიც და სიზმრებიც უფრო ღრმა, გრძელი და რეალურია.

გამოყენება: მარცვლის შიდა ნივთიერება პირდაპირ უნდა მიიღოთ, ასევე შეიძლება მისი დანაწევრება, სხვა მცენარეებთან შერევა და მოწევა ძილის წინ, ლუციდური სიზმრების გამოსაწვევად.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით:

მანამ სანამ გამოიყენებთ მცენარეს, გაეცანით სრულ ინფორმაციას მასზე. გაითვალისწინეთ რომ მცენარის ტიპს, ხარისხს, ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს და შედეგზეც იმოქმედებს. აუცილებელია სწორი დოზირება, შეზავება, მნიშვნელობა აქვს მიღების დროს, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ მანამ, სანამ ამ მცენარეებს თქვენი გონების და სიზმრების სიღრმეებში შეუშვებთ.

რამდენიმე მცენარე დამატებითი შესაძლებლობებით:

10

Datura-ძლიერი ყვავილია, მას დიდი ისტორია აქვს მსოფლიოში , აიღეთ ამ მცენარის ერთი ან ორი ყვავილი და ბალიშის ქვეშ შედეთ ლუციდური სიზმრებისთვის;

Mugwort-იწვევს ლუციდურ სიზმრებს, არარეალურ შეგრძნებებს;

Anise’s licorice- გიცავთ კოშმარებისაგან;

Sage-მის ფოთლებს შეუძლიათ მშვიდი სიზმრები მოგიტანოთ;

Burdock-სიზმარში გიცავთ სიბრაზისგან, სევდისგან, ნეგატივისგან;

Mullein-გაძლევთ საშუალებას თავიდან აირიდოთ კოშმარები და სასიამოვნო სიზმრები ნახოთ;

Jasmine-მისი ყვავილი იწვევს ეროტიულ და სასიყვარულო სიზმრებს, კარგია ქალებისთვის რომელტაც სექსუალური ცხოვრება აინტერესებთ;

Lemongrass-შეუძლია თქვენი მოსაწყენი სიზმრები ფერადად და ეგზოტიკურად აქციოს.

Rose petals-კარგია განსაკუთრებით ქალებისთვი, სიზმრებს სიყვარულს და სიტბოს ჰმატებს;

Clary sage-საუკეთესოა ორიგინალური სიზმრებისთვის, შეუძლია ლუციდური სიზმრების გამოწვევა;

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

მოკავშირეები (არაორგანული არსებები)


ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" ...

სტალკინგის ხელოვნება


სტატია მომზადებულია კარლოს კასტანედას წიგნებსა და სხვადასხვა ეზოთერ...

გაღვიძება სიზმარში (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები


 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძ...

სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff