მოკავშირეები (არაორგანული არსებები)

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" მთარგმნელი: მამუკა გურული სი...

souzniki

ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი

ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

სიზმარხილვებში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა გარდუვალია. ამავდროულად მათზე წარმოდგენები დღემდე იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენ კამათს იწვევს, რომ მათზე წერის სურვილი ბევრს ეკარგება. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ არაორგანული არსებების თემა აძლევს ქრისტიანებს უფლებას, რომ ისაუბრონ ტოლტეკების ცოდნაზე, როგორც „სატანიზმის“, „ეშმაკებთან ურთიერთობის“ ნაირსახეობაზე, ხოლო მატერიალისტური ყაიდის რაციონალისტებს იმაზე, რომ კასტანედას პრაქტიკებს ჰალუცინაციებამდე და პარანოიამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ არაორგანულ არსებებთან შეხვედრები არც ისე ხშირია, როგორც ამას მდიდარი წარმოსახვის მქონე ენთუზიასტები მიიჩნევენ. არაორგანული არსებების ბუნება (როგორც მე მესმის) ბევრ რამეში ჩვენს საკუთარ ბუნებას წააგავს. ჩვენ არ გვიყვარს, როცა ჩვენ არ ვუყვარვართ, – ასე არაა? დიდად არ ვახვევთ საკუთარ თავს მათ, ვინც ღიად გაგვირბის. ასევე იქცევიან მიახლოებით ჩვენი განვითარების დონის „მოკავშირეებიც“. გამონაკლისს წარმოადგენენ პრიმიტიული სტრუქტურები და არსებები ჩვენთვის მიუწვდომელი განზრახვით. მათზე ცალკე ვიტყვით რამდენიმე სიტყვას.

როგორც წესი, სიზმარმხილველი თავდაპირველად ისწრაფვის არაორგანულ არსებებთან კონტაქტისკენ, რაც ადვილი გასაგებია. პირველ რიგში, მას ამოძრავებს უბრალო ცნობისმოყვარეობა, მეორეც – მათი მეშვეობით ცოდნისა და ძალის მოპოვება სურს. ცნობისმოყვარეობა მალე იწურება, მეორე პუნქტი კი ზოგჯერ იმდენად რთული აღმოჩნდება ხოლმე პრაქტიკულ ასპექტში, რომ არაფერს იწვევს გარდა იმედგცრუებისა. გარდა ამისა, თუკი პრაქტიკოსი აქტიურადაა დაკავებული „სიზმრის სხეულის“ გამკვრივებით, ეს ცხადია, აშინებს არაორგანულ არსებებს. „მკვრივი“ სხეული – თავისთავად ფარია და შესაძლებელია მეორე ყურადღებაში საზარლად გამოიყურებოდეს. მისი „სიმკვრივე“ სიზმარმხილველის თვითკონტროლის მაჩვენებელია, ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ძნელია შეუმჩნევლად „პირის ჩატკბარუნება“.

თუკი ყველაფერ ზემოთჩამოთვლილს გავითვალისწინებთ, სრულიად ბუნებრივია, რომ არაორგანული არსებები უფრო ხშირად გამოუცდელ სიზმარმხილველებს ესტუმრებიან ხოლმე, ან იმ სიზმარმხილველებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ სიზმარხილვის სხეულს, სამაგიეროდ აქტიურად არიან დაინტერესებულნი ეგზოტიკური თავგადასავლებით აღქმის შეცვლილ რეჟიმებში. ამიტომ „მოკავშირეებს“, სიზმარმხილველების გამოცდილებაში, ხშირად აკრავთ გარშემო იდუმლების და მიუწვდომელი ძალაუფლების ორეოლი.

რადგანაც დამწყები სიზმარმხილველის ტონალი კარგად ვერ უწევს წინააღმდეგობას სიზმარხილვით ჰალუცინაციებს, იგი არაორგანული არსებებს საკმაოდ მრავალფეროვნად აღიქვამს:

1) როგორც მშობლებს ან ნათესავებს (უცნაური ქცევებით ან გარეგნობაშ უცნაური შტრიხებით);
2) როგორც ცხოველებს;
3) როგორც უცხოპლანეტელებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან სწავლებისადმი ან სამედიცინო ექსპერიმენტებისადმი;
4) როგორც სინათლის ან სიბნელის გროვებს (“ფორმებს”), რომლებიც გონიერი, მაგრამ მიუწვდომელი არსებებივით იქცევიან;
5) როგორც უცნობები “მანათობელი თვალებით” (მათი როლია – “პროვოკატორობა” ან “მასწავლებლობა”).

ბუნებრივია, ჩვენ არ ამოგვიწურია არაორგანული არსებების ყველა გამოვლინება ადამიანის ტონალში. თუმცაღა ჩამოთვლილიც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა ძნელია გააცნობიერო, რასთან გაქვს საქმე და როგორ მოიქცე სწორად.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ არაორგანული არსებების უმეტესობისთვის ჩვენ – საკვები ვართ. მხოლო ზოგიერთი მათგანი ცდილობს გააბას ჩვენთან კავშირი ინფორმაციული ურთიერთგაცვლის დონეზე. ამიტომ თავდაცვი საშუალებები არავის არ აწყენს.

უდავოა, რომ ამ არსებების ბუნება შორსაა აბსოლუტური ბოროტების იდეისგან, რომელსაც მათ თავს ახვევენ ქრისტიანები ან სხვა რელიგიათა მიმდევრები, რომლებშიც ყველაფერი უცხო და გაუგებარი სატანის გამოვლინებებამდე დაიყვანება. მე არავითარ შემთხვევაში არ მსურს დავაკნინო არაკეთილგანწყობილ „მოკავშირეებთან“ ურთიერთობის რისკის შესაძლო დონე (და ისინი უმეტესწილდ არაკეთილგანწყობილნი არიან). საწინააღმდეგოს მტკიცება იგივეა, რომ განაცხადო შხამიან გველებთან თამაშის აბსოლუტური უსაფრთხოების შესახებ. თუმცაღა ასევე სისულელეა ვიფიქროთ, რომ ეს არსებები ჩვენი უკვდავი სულის მოტაცებას ცდილობენ, ყველა შესაძლო ცოდვებით გვაცდუნებენ და ა.შ. გონიერი „არაორგანულები“ ცბიერები არიან და აქტიურად იყენებენ ჩვენს სისუსტეებს, რომლებიც მათთვის უბრალოდ „ნაპრალებია“ სიზმრის სხეულის დამცავ ეკრანზე. თუმაღა რელიგიურად განწყობილ სიზმარმხილველებს მათი „სიეშმაკეები“ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ, რამეთუ მათ ეჩვენებათ, რომ „მოკავშირეები“ მათ სულს კითხულობენ და ხაფანგებს ქმნიან. ამგვარად, ასოციაციები უწმინდურ ძალებთან იოლად გასაგებია.

არაორგანული არსებების სიზმარმხილველზე ზემოქმედების უნივერსალური ინსტრუმენტი – შიშია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, შიშის ზონა მჭიდროდაა დაკავშირებული ენერგეტიკული სხეულის „ნაპრალთან“, რადგანაც ამ ემოციის პროვოცირება ყველაზე ადვილია.

გაცილებით უფრო იშვიათად (როგორც წესი სიზმარმხილველის მაღალი თვითკონტროლის უნარის შემთხვევაში) „მოკავშირეები“ ფიქრობენ, რომ ადამიანი ყველაზე სუსტი ვერბალურ ცენტრშია, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ზედაპირული ინტელექტის (ვერბალურ-ლოგიკური მანიპულაციების) ცენტრს, შესაბამისად ქარაფშუტული ცნობისმოყვარეობის ცენტრს. სწორედ აქვე, როგორც უკვე ავღწერე, იმყოფება შემკრები წერტილის (ფიქსაციის წერტილის) ის „დამამაგრებელი ქამარი“, რომელიც საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობის გენერირებას ახდენს. ამ შემთხვევაში „მოკავშირეები“ გვიზიდავენ იმით, რომ საკუთარ თავზე ერთგვარი „მასწავლებლის“ როლს იღებენ.

მე პირადად ვფიქრობ, რომ სახელგანთქმული „სიზმარხილვის ემისარი“ – არაორგანული არსებაა, რომელიც გავლენის ამ სახეზე სპეციალიზდება, და სიზმარმხილველის გამომფიტველ ენერგო-გაცვლაზე. მისი სიტყვების მაგალითზე იოლად შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რა სახის „ცოდნას“ ფლობენ არაორგანული ბუნების სიზმარხილვის მასწავლებლები.

პირველ რიგში, ისინი იყენებენ ჩვენი საკუთარი ტონალის ენობრივ შემადგენელს. სამყაროს იმ ტერმინებიდან, და შესაბამისად წარმოდგენებიდან გამომდინარე აღწერენ, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვფლობთ. ისინი ჩვენს ლოგიკას იყენებენ. და თითქოს არ შეუძლიათ ახალი შემადგენელის, მითუმეტეს ახალი იდეების მოცემა. მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი – შეინარჩუნონ ჩვენი ყურადღება (ანუ ენერგო-გაცვლა) მათთვის სასურველ წერტილზე ან სფეროზე და გამოიყენონ იგი თავიანთი მიზნებისთვის.

თუკი „მასწავლებელი“-„მოკავშირეები“ თავის რჩეულებს გადაადგილების ან ზეგავლენის პრიმიტიულ უნარებს აჩვენებს, სავარაუდოა, რომ ეს უნარები თავიდანვე იყო სუბიექტის სიზმარხილვის სხეულში. არსობრივად, მათი პოზიტიური ზეგავლენა იმაში გამოიხატება, რომ თავისი ენერგეტიკული მიზიდულობით ისინი გვეხმარებიან – უკეთ დავაფიქსიროთ შემკრები წერტილი კონკრეტულ პოზიციაში, რის მეშვეობითაც თქვენ გამოღვიძების შემდეგაც ინარჩუნებთ მეხსიერებას ამ გაკვეთილების შესახებ.

ხოლო თუკი „მოკავშირეები“ (პირველ რიგში, „ემისარი“) იწყებენ ისტორიების მოყოლას და ჩვენს განათლებას, ყველაფერი დამოკიდებულია თავად სიზმარმხილველის არაცნობიერ მისწრაფებებსა და ინტელექტუალურ განვითარებაზე. მათ, ვისაც უყვარს სხვადასხვა წინასწარმეტყველებები და „დიადი მისიები“, ისინი ჭყიპავენ ისტორიებით უცხოპლანეტელების მომავალი თავდასხმების შესახებ, აფრთხილებენ გარემოს დაბინძურების შესახებ, იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განვითარების არასწორ გზას დაადგა და ა.შ. დამთავრებული გზავნილებით, რომლებიც სამყაროს სიღრმეებიდან ადამიანთა სახეობას ეგზავნება.
მათ კი, ვინც თავს ახალი ველების, სამყაროებისა და ახალი გამოცდილებების დამოუკიდებელ მკვლევარად თვლის, ან სხვა სკეპტიკოსებსა და ნიჰილისტებს, ისინი „ხიბლავენ“ ფრიად ჩახლართული ლექციებით ადამიანის გაცნობიერებულობის, „დიადების და ძველების“ ფანდების, თვითგანვითარების რაღაც ეგზოტიკური და ნაკლებადგასაგები საშუალებებისა და მისტიური გზების შესახებ.

თუმცაღა, რაც უფრო მაღალ მოთხოვნას უყენებთ „ემისარს“, რაც უფრო მეტად აკონტროლებთ თქვენს განზრახვას – გაიგოთ რაღაც კონკრეტული, მით უფრო ნათლად ვლინდება არაორგანული არსებების უსუსურობა. მათი ლოგიკა ირყევა, მათი სიტყვები ივსება აბსტრაქტული ლექსიკით, რომელსაც არანაირი შემადგენელი არ გააჩნია, გამოთქმები საკუთარ თავზე იკეტება (ჩიხში ექცევა). ზოგჯერ იკვეთება ღრმააზროვანი „იდეები“, ტავტოლოგიების, მინიშნებების ბოლომდე ართქმული აზრების დამქანცველი, მომაბეზრებელი ნაკადი თითქმის უწყვეტი ხდება. ჩნდება მკაფიო შეგრძნება, რომ „ემისარი“ იმედოვნებს, თითქოს მუდამ მოუსმენთ მას და გექნებათ იმედი, რომ ოდესმე გაგიმხელთ დიდ საიდუმლოს, და ცხადყოფს თავისი ლექციების არსს. გადიან თვეები, ზოგჯერ წლებიც, და არაფერი იცვლება, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მიხვდებით, რომ „სიაფანდზე“ გამოგიჭირეს.

„ემისარი“ – ეს „ინფორმაციული პარაზიტი“, თუკი შეიძება ასე ვუწოდოთ, – ვერ იტანს რეალურ ქმედებებს, ქცევებს, გადაადგილებებს, კვლევებს, რომლების მიღებასაც თქვენი ნებით აპირებთ, მისი მრავალსიტყვიერი და უშინაარსო მინიშნებების გარეშე. მისი იგნორირებისა და საკუთარი ინტელექტით მოქმედების შედეგად თქვენ გადალახავთ დამღუპველ ფიქსაციას და თავისუფალი ხდებით. ეს – ყველაზე მარტივი და მოქმედი მეთოდია. ოდესღაც ემისარისგან მეც სწორედ ასე განვთავისუფლდი.

მისი აქტიურობის უკანასკნელი აფეთქება – ესაა შეპირება, რომ გასწავლით რაღაც უჩვეულოს და გაგიხსნით სამყაროს ყველა საიდუმლოს. აქ მნიშვნელოვანია, რომ არ დანებდეთ ამ ცდუნებებს – ის მაინც მოგატყუებთ. უბრალოდ იმიტომ, რომ არ იცის არაფერი გარდა იმისა, რასაც ჩვენი ტონალი შეიცავს. რომც იცოდეს, არ შეუძია ამ ცოდნის ჩვენს ენაზე გადმოთარგმნა, რადგანაც ჩვენი სააზროვნოპ აპარატის დანაზოგებს პასიურად იყენებს და უბრალოდ უკვე არსებული იდეებისა და კონცეფციების კომბინირებას ახდენს.

მთლიანობაში, არაორგანული არსებების ნებისმიერი სახეობისთვის უფრო მოწყვლადს წარმოადგენს ადამიანის ჭუპრის ის ზონები, რომლებშიც გადაიკვეთება წინა წიგნში („კასტანედას შემდეგ“) აღწერილი ენერგეტიკული სხეულის ფრაგმენტები. მაგრამ – არა ყველა ერთნაირად.

ყველაზე ხშირად არაორგანულების ყურადღების ობიექტებს წარმოადგენენ წელსქვემოთ განლაგებული ზონები – „შორისი“, „ჭიპი“ და წელის მიდამო. ყელის ცენტრი და წარბებსშორის მიდამო მოკავშირეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ (გარდა ზემოთნახსენები „ემისარისა“). პირველ რიგში, ჭუპრის ზედა ნაწილი ენერგიის უფრო ნაკლებად მკვრივი ნაკადებისგან შედგება. მეორეც, აქ ყველაზე მკაფიოდაა წარმოდგენილი მენტალური სტრუქტურები, „ძალზე ადამიანური“ და ძალზე გაუგებარი სხვა არსებებისთვის. მაღალი აქტივობა, შედარებით მაღალი კონტროლი და უცხო შემადგენლობა – ყველაფერი ეს ნაკლებადმიმზიდველს ხდის ადამიანის ჭუპრის ზედა ნაწილს.

მაგრამ აქ არის საინტერესო პარადოქსი, რომელიც დაკავშირებულია მესამე თვალის ცენტრთან. ამ „ჩაკრაზე“ მედიტაცია ამკვრივებს ენერგო-ნაკადს და ამავდროულად გაცილებით უფრო ერთგვაროვნად, ნაკლებმოძრავად აქცევს მას. ეს უჩვეულო სიტუაციაა, ამიტომაც იზიდავს არაორგანულ არსებებს. რამეთუ ყველაზე გონიერებსაც კი მათ შორის (რომლებსაც ვუწოდებთ კიდეც „მოკავშირეებს“) ვერ გებულობენ აღქმის ამ ხელოვნური სიტუაციის სპეციფიკას და მის შესაძლო შედეგებს. ისინი ცდილობენ, მოხვდნენ პროვოცირებული ენერგო-გაცვლის ცენტრში და შეამოწმონ, შესაძლებელია თუ არა არსების საკუთარი მიზნებისადმი და სტრატეგიისადმი დაქვემდებარება. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანის ტონალი ჯანმრთელია, ამისგან არაფერი გამოდის – რჩება მხოლოდ შთაბეჭდილება კონტაქტისა რაღაც საშინელთან, აგრესიულთან, ძალადობრივთან. მათი სივრცე, რომელიც ექვემდებარება განზრახვას – „გამოიკვებოს“ ჩვენით, ადამიანს საშინლად ეჩვენება. ეს თითქმის ჯოჯოხეთია. აქედანაა გავრცელებული მითი ეშმაკებთან ურთიერთობის შესახებ.

ყელის ცენტრი მოკავშირეებში რაღაც ინტერესისმაგვარს იწვევს. სწორედ ყელის ცენტრის უჩვეულო აქტივობა იწვევს გონიერ „მოკავშირეებს“, რომლებსაც ინფორმაციული გაცვლის უნარი გააჩნიათ. რადგანაც აქ კონტროლი შედარებით დაბალია, „მოკავშირეები“ ცდილობენ, რომ ადამიანის „შინაგანი ლაყბობის“ იმიტირება მოახდინონ და წაართვან მას სპეციფიური ენერგია. სანაცვლოდ ისინი ტოვებენ უცნაურ იდეებს ან კიდევ უფრო უცნაურ ისტორიებს. ისინი უნებლიედ „ხლეჩენ“ სიზმარმხილველის პიროვნებას და მისი შიზოფრენიისკენ პროვოცირებას ახდენენ იმ შემთხვევაში, თუკი მას თანდაყოლილად ჰქონდა ამ ავადმყოფობისადმი მიდრეკილება. (განსაკუთრებით იოლად ასეთ გავლენას ექვემდებარებიან ქალი სიზმარმხილველები, ამიტომ ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ).
მოკლედ, ყოველ სიზმარმხილველს არაორგანულებთან შეხვედრისას უნდა ახსოვდეს სამი ენერგეტიკული ცენტრის დაცვის შესახებ – ჭიპის, შორისის და ყელის ცენტრის.

არაორგანული არსებების თემა, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს იგი, უსიამოვნო გრძნობებს ტოვებს. ერთი მხრივ მრავალი ადამიანი თვლის მათთან კონტაქტს აუცილებლობად, რამეთუ კასტანედამ არაფრთხილი შეტყობინება დატოვა, თითქოს არაორგანულების ენერგიის გარეშე ტოლტეკური ცოდნის მაღალი რეალიზაციები საერთოდ შეუძლებელია. მეორე მხრივ, ამ არსებათა ბუნება (ყველაზე რთულებიდან ყველაზე მარტივებამდე) მიუწვდომელი რჩება, და ყველაფერი ამოუცნობი კი ერთდროულად გვიზიდავს, გვაბნევს და განგვიზიდავს. მესამე მხრივ, ჩვენ ყველანი ასე თუ ისე ვექვემდებარებით ქრისტიანულ მითოლოგიას და არაცნობიერად ვახდენთ არაორგანული არსებების „კაცობრიობის მტრებთან“, ეშმაკებთან, ბოროტების მატარებლებთან ასოცირებას.

მეორე ყურადღების და მაღალი გაცნობიერებულობის სიზმარხილვების სამყაროებში ყველაზე გავრცელებულია მცირე და არაგონიერი არსებები – მარტივი პარაზიტები, რომლებსაც ისეთი ურთიერთობის იმიტაციაც კი არ შეუძლიათ, სიზმარმხილველი რომ მოხიბლონ. ხედვის რეჟიმში ისინი გვაგონებენ ზოლებს, ზოგჯერ რაღაც სპირალისმაგვარს, მაგრამ უფრო ხშირად –გაბრტყელებულ სფეროიდებს, რომლებიც ძალიან მსუქან „ბლინებს“ გვაგონებენ. მათი სტრუქტურის დეტალების შესწავლა ძალზე რთულია, და ისინი თითქმის ერთგვაროვანი ობიექტების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ბევრის შემკრები წერტილი განლაგებულია „გორგლის“ ან „ზოლის“ ქვედა ნაწილში, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ მათზე, როგორც არაორგანული მცენარეულობის რაღაც სახეობაზე.

უფრო მეტად მსხვილი და ენერგიული არაორგანული არსებები, იმ ადამიანის ნახევრადგაცნობიერებულ სიზმარხილვაში, რომელიც აღქმის შეცვლილი მდგომარეობის ყველაზე „ზედაპირზე“ იმყოფება, და სადაც ჭარბადაა ილუზიები, ახდენენ ნათესავებისა და მეგობრების „იმიტირებას“. მათ ძალადობრივი თავსმოხვევა ახასიათებთ და ცდილობენ დათრგუნონ სუსტი სიზმარმხილველის ნება. ამ მიზნით ყველაზე მოსახერხებელია დედის ან მამის ხატ-სახის გამოყენება, ზოგჯერ მეუღლის ან აგრესიული ნაცნობის. როგორც ჩანს ამ არსებებმ არ იციან ზეგავლენის სხვა მეთოდები, გარდა შიშისა და იძულებისა. თუ ისინი ლაპარაკობენ (ანუ გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ ლაპარაკობენ), ეს ან აგრესიული ლანძღვაა, ან კტეგორიული ბრძანებები.

რადგანაც ეს არსებები იმდენად პრიმიტიულნი არიან, რომ არ აქვთ ორიგინალური ქმედებების უნარი, ისინი ჩვენს გაუცნობიერებელ შიშებს იყენებენ, ან იმას, რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებდა ბავშვობაში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც გაცნობიერებულ სიზმარხილვაში თქვენს მლანძღველ მამას (ან დედას) იხილავთ, ადგილი აქვს შეხვედრას მცირე არაორგანულ პარაზიტთან. პრობლემა იმაშია, რომ არასაკმარისი გაცნობიერებულობის დონეზე ტონალს შეუძლია საკუთარივე ძალებით შექმნას ასეთივე ხატ-სახე, შეგვიყვანოს გაუცნობიერებელ მდგომარეობაში და ამაზე ენერგია დახარჯოს. ამიტომ სიზმარხილვის პრაქტიკის ადრეულ ეტაპებზე არც კი უნდა ვეცადოთ, რომ გავარკვიოთ, რა რა არის სინამდვილეში. რა მნიშვნელობა აქვს? ისინი მაინც ერთნაირად იქცევიან. გადახედვა და უზადოება წარმატებით გაგანთავისუფლებთ როგორც მცირე არაორგანული პარაზიტებისგან, ასევე საკუთარი ტონალის პროექციებისგან. პარაზიტები წავლენ, რადგანაც თქვენ ამოქოლავთ „ნაპრალებს“ ენერგეტიკულ სხეულში, ტონალის პროექციები კი გაქრებიან, რადგანაც თქვენ შეწყვეტთ მათ გენერირებას (წარმოქმნას).
პატარა და სუსტი არსებები ამავე კატეგორიიდან წარმოგვიდგებიან ბავშვებად – კაპრიზულ და „ტვინის მბურღავ“ არსებებად. ისინი ცდილობენ გაგხედნონ, ნებისმიერი საშუალებით მოეწებონ თქვენი სიზმარხილვის სხეულს, რამეთუ ენერგიის დისტანციურად შთანთქვის უნარიც კი არ გააჩნიათ. ამგვარად, მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია – სწრაფვა ახლო სხეულებრივი კონტაქტისადმი. ისინი ხელზე ხელს გკიდებენ, ყელზე ან ზურგზე გაცოცდებიან და ა.შ. უფრო იშვიათად ისინი ახდენენ მცირე ცხოველების იმიტირებას – მაგალითად ძაღლების და კატების. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მათი ქცევა უწინდებურია. ცდილობენ ფეხებზე მოგეტმასნონ, მუხლებზე ამოძვრნენ/ ისინი საშიშები არ არიან, მაგრამ დამქანცველნი არიან. მათი მნერები გამაღიზიანებელია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი შენიღბვის უნარი აშკარად სუსტია.

უფრო საინტრესო, მაგრამ ასეთივე პრიმიტიულ არაორგანულ არსებებს წარმოადგენენ “ჯაშუშები”. (მე აქ არ ანვიხილავ სახელგანთქმულ „ცისფერ ჯაშუშს“, რომელიც პატარა გოგონად გადაიქცა, რადგანაც სიზმარხილვებში მსგავსი არაფერი შემხვედრია, და ჯაშუშებს ვუწოდებ იმ ენერგეტიკულ სტრუქტურებს, რომლებიც ფლობენ მინიმალურ გაცნობიერებულობას, შეუძიათ დაატყვევონ სიზმარმხილველის ყურადღება და ასევე გადაიტანონ სიზმარხილვის სხეული სიზმრის ერთი სფეროდან (სამყაროდან) მეორეში).

ის „ჯაშუშები“, რომლებზეც მე ვსაუბრობ, არასოდეს და ვერცერთ ვითარებაში ვერ მოგვეჩვენებიან ადამიანებად. მხედველის თვალთახედვით, ისინი გვაგონებენ მტვრის ნაწილაკებს, სპორებს, რომლებიც ნაგუალის ქარს ერთიდან მეორე ადგილზე გადააქვს. თუკი ზემოთ აღწერილ „მცირე პარაზიტებს“ შემკრები წერტილი ყოველთვის ქვემოთ არ აქვთ განლაგებული, ამ შემთხვევაში უკვე გამონაკლისები არ არსებობს.

„ჯაშუშების“ ენერგო-გაცვლა პრიმიტიულია. როდესაც „ჯაშუშის“ ენერგოტონუსი ნულს უახლოვდება (ეს კი საკმო ხშირად ხდება), იგი ვარდება ერთგვარ ანაბიოზში. მხედველები ხედავენ გაყინულ „ჯაშუშს“, როგორც მანათობელ „აღმონაცენს“, რომელიც მცირე „ბოლქვიდანაა“ ამოზრდილი (სწორედ ამ ბოლქვის ძირშია განლაგებული მისი შემკრები წერტილი.

მე ტყუილდ არ მიხსენებია სახელდობრ გაყინული „ჯაშუში“. გადაადგილებისას მას შეუძლია ძლიერ შეიცვალოს, მოცულობაში გაიზარდოს, და ემანაციების ნაკადები გაფუებული „ბოლქვიდან“ ყველა მიმართულებით გამოაფრქვიოს.

როცა სიზმარმხილველი უძრავ „ჯაშუშს“ გადაეყრება, ხშირად არაცოცხალ ობიექტად აღიქვამს მას. ყველაზე ხშირად ესაა უცნაური, ყურადღების მიმპყრობი საგანი ღერძისმაგვარი ფორმით. თუკი ჯაშუში ამ სახით იხილეთ, ეს მეტყველებს თქვენი ტონალის შედარებით სისუფთავეზე, რადგანაც თავისი არსით სწორედ ესაა „მანათობელი ღერი“. სხვა შემთხვევებში ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, მაგალითად უჩვეულო ყვავილი, მანათობელი კრისტალი, ქანდაკება (ერთხელ „ჯაშუში“ აღვიქვი, როორც კალის კოვზი, რომელიც ვიღაცამ მიწაში ჩაარჭო, – ასეთებიც ხდება).

ეს არსებები რეაგირებენ ყურადღების კონცენტრაციაზე და სიზმრის სხეულთან კონტაქტზე. ობიექტზე დაჟინებით დაკვირვებით ან მათთან შეხებით თითქოს აღვიძებთ „ჯაშუშს“. იგი მყისიერად იწყებს „ხტუნვას“ როგორც კალია, და როგორც წესი თან მიყავხართ. გადაადგილების შემდეგ (თუკი მხედველობის არედან არ დაკარგეთ), იგი რაღაც სხვად იქცევა.

თავისთავად არაორგანული არსებების ეს სახეობა – შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უსაფრთხოა. იგი თავს არ გეხვევათ, უბრალოდ ელოდება, როდის შეამჩნევს ვინმე. პრობლემა სხვა რამეშია. ხშირად „ჯაშუშები“ სიზმარმხილველს საკმაოდ შორს იტყუებენ, განსაკუთრებით იმ სემთხვევაში, თუკი იგი მის დახმარებას არაერთხელ მიმართავს ერთი და იგივე სიზმარხილვის განმავლობაში. „ჯაშუშების“ გადაადგილების კანონებს, როგორც მიხვდით, არავითარი კავშირი არ აქვთ ადამიანურ კონსტიტუციასთან და არ ითვალისწინებენ მისი გაცნობიერებულობისა და პირადი ძალის განსაკუთრებულობებს. და აი აქ სიზმარმხილველის წინ დგება „სახლში“ დაბრუნების პრობლემა.

რა თქმა უნდა, სფეროთა უმეტესი ნაწილი, სადაც დახეტიალობენ ეს „მიღმიერი კალიები“, იმდენად შორს არაა განლაგებული, რომ შემკრებმა წერტილმა „დაივიწყოს“ თავისი საწყისი ფიქსაცია პირველ ყურადღებაში. და მაინც, ასეთი სფეროები არსებობს. ამასთან, როგორც მე მივხვდი, პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს არა ენერგიის დაბრუნების საჭიროებაში, არამედ სახელდობრ ახალი ფიქსაციის ძალაში. თუკი მოგიწევთ „ჯაშუშებთან“ შეხვედრა, გაითვალისწინეთ, რომ ისინი ერთგვარი „ფიქსაციის ოსტატები“ არიან. იმ მომენტში, როდესაც მათ გადაჰყავხართ, თქვენ ფაქტიურად ერთი მთლიანი ხდებით, საიდანაც გამომდინარეობს, რომ თქვენი შემკრები წერტილი ისწრაფვის – დაიკავოს ის პოზიცია, რომელშიც იმ დროს იმყოფება თქვენი „სატრანსპორტო საშალება“. ის კი არსად არ ჩქარობს. თქვენს შორის შემდგარი ტანდემი – იდეალური მდგომარეობაა მისთვის. თქვენ ძრავი ხართ საწვავი მარაგით, ის კი – პილოტი. რაც უფრო დიდხანს იმყოფებით ენერგეტიკულ კავშირში „ჯაშუშთან“, მით უფრო ძნელია ახალი ფიქსაციის გაწყვეტა და საკუთარი ნებით პირველ ყურადღებაშ დაბრუნება. რამეთუ „ჯაშუშს“ პირველი ყურადღების სამყარო არა მხოლოდ არ აინტერეებს, არამედ ცხადად გაურბის. აღქმის ჩვეულ ზონაში თქვენ დაცულნი ხართ ამ მოჩვენებითი „მხტუნავების“ ველისგან, შესაბამისად იგი ვერ გამოგიყენებთ ენერგიის წყაროდ.

ეს ფოკუსი მას შემდეგ გავიგე, რაც ერთი სიზმარხილვის მანძილზე სამჯერ ვისარგებლე „ჯაშუშით“ (ვფიქრობ რომ ერთი და იგივეთი). აღქმის უკანასკნელი სფერო იმდენად უცხო იყო ყველაფერი ადამიანურისთვის, რომ მე აღუწერელი სიცივე ვიგრძენი. თავად სურათი სრულიად უმანკოდ გამოიყურებოდა – რაღაც კავკსიის მთების მაგვარი. ალბათ რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი – ასეთი მთები არ არსებობს პირველი ყურადღების ჩვენს სამყაროში. (მთები მაგონებდნენ რაღაც გაურკვეველი ცხოველის ჯავშნის ფირფიტებს, ხოლო ცა – მანათობელი და დამაბრმავებლად ცისფერი – ამობრუნებულ გუმბათს ჰგავდა.) აღქმულის სტაბილურობა დამთრგუნველი იყო, და ყველაზე მეტად ეს მაშინებდა. ეს ან მეორე ყურადღების ერთ-ერთი სამყარო იყო, ან კიდევ იმდენად შევერწყი „ჯაშუშს“, რომ გარემოს მისი „თვალებით“ აღქმა დავიწყე. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი არ მომეწონა. იყო სრულიად მკაფიო შეგრძნება იმისა, რომ რაღაც დროის შემდეგ მე თვითონ გადავიქცეოდი ერთ-ერთ ქვის (მართლა ქვის?) ფილად და მარადიულად ვუმზერდი უძრავი ცის ამობრუნებულ გუმბათს. ამ გამოცდილებამ მოულოდნელ დასკვნამდე მიმიყვანა – იმან, რაც ერთი შეხედვით მიმზიდველი ჩანს (როგორც ის მთაგორიანი პეიზაჟი), შესაძლებელია ჩიხში შეგვიყვანოს, და იმან, რაც ერთი შეხედვით გვაშინებს, შესაძლოა გადაგვარჩინოს. მე მაშინებდა სიბნელეში შესვლა – თითქოს რაღაც არამიმზიდველ ჩრდილოვან ნაპრალს ვხედავდი შორიახლოს. შემდეგ ვკონცენტრირდი ამ ჩრდილზე და მოვწყდი ადგილიდან და დავბრუნდი ჩვენს მოსაწყენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით საჭირო პირველი ყურადღების სამყაროში.

აღწერილი მეთოდი სულც არაა რეცეპტი. შესაძლოა მსგავს მოვლენებს მხოლოდ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა და სხვას ვერავის დაეხმარება. თუმცაღა ამ შემთხვევის შემდეგ არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის „ჯაშუშის“ ტრანსპორტით სარგებლობის უფლება ორზე მეტჯერ ერთ სიზმარხილვაში. შესაძლოა აქაც ყველაფერს პირადი ძალის ან დაგროვილი ენერგიის დონე წყვეტდეს. ჯერ-ჯერობით კი მიწევს, რომ საკუთარივე სხეულიდან წამოსულ ბუნდოვან წინათგრძნობებს დავუჯერო. ანუ ფრთხილად ვიყო და ზედმეტად არ შევაფასო საკუთარი შესაძლებლობები.

არის კიდევ ერთი ნაირსახეობა უსაფრთხო არაორგანული არსებებისა. მე მათ ვუწოდე „ელვისებურები“. ესენი ერთობ მოუსვენარი არსებები არიან და იშვიათად აქცევენ ყურადღებას ადამიანებს. მათი გონივრულობის დონეზე ძნელია მსჯელობა ორი მიზეზის გამო: 1) ისინი მეტისმეტად სწრაფად გადაადგილდებიან, 2) მათი გადაადგილების მიზანი ჩვენთვის მიუწვდომელია.

„ელვისებურებმა“ ასეთი სახელიიმიტომ მიიღეს, რომ ხედვის რეჟიმში გამოიყურებიან, როგორც ორგანიზებული ენერგიის ნაკადები (ზოლები) , რომლებზეც გაირბენენ ხოლმე ელვის მსგავსი მაღალი ნათების ტალღები. მათი შემკრები წერტილი სტრუქტურის წინა ნაწილში იმყოფება (წინ ან ზემოთ, იმის მიხედვით, თუ საით მოძრაობენ).

სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იდუმალი არსებები მოწესრიგებულ ცნობიერებას, ანუ ინტელექტსაც ფლობენ. თუმცაღა ადამიანი მათ აშკარად არ აინტერესებთ. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ისინი წამით შეშდებიან თქვენი სიზმრის სხეულის წინ, უსიამოვნო „ცივ ჩხვლეტას“ ანხორციელებენ თქვენი მზის წნულის მიდამოში და მაშინვე ადგილიდან მოწყდებიან ხოლმე. შესაძლოა, ასე ამოწმებენ, შესაძლებელია თუ არა შემხვედრ არსებსთან ენერგო-გცვლაში შესვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე გაწბილებულნი რჩებიან.

რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ჩემს სუბიექტურ შეგრძნებებს ვწერ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია თითქმის დანამდვილებით ვთქვათ, – მათი არსებობის სიჩქარე ბევრად მეტია, ვიდრე ორგანული სიცოცხლის ნებისმიერი სახეობისა. „ელვისებურებს შეუძლიათ სახიფათონი იყვნენ სიზმარხილვაშ ჩაძირვის მხოლოდ პირველ წამებში, ან მისგან გამოსვლის მომენტში. მაშინ მათი „ცივი ჩხვლეტა“ სომატიკაზე გადადის, ანუ საწოლში მწოლირე ფიზიკურ სხეულზე, და შეუძლია გულის შეტევაც კი გამოიწვიოს. უფრო იშვიათად კი – უსიამოვნო, თუმცა ხანმოკლე ტკივილი გულმკერდის მიდამოში.

მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა „ელვისებური“ ჩემი ყურადღების ველში რამდენიმე წამზე დიდხანს. უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ტონალი სიზმარხილვაში მათ ყოველთვის აღიქვამს, როგორც რაღაც მანათობელს და მოძრავს. ამჯერად დავინახე მოფარფატე პეპელა, რომელიც ხან იატაკზე ეცემოდა სიზმარხილვაშ ნანახ ოთახში, ხან ჭერისკენ ისწრაფვოდა. მე მაშინვე კასტანედას „ცოდნის პეპელა“ გამახსენდა და მომინდა, რომ ჩემს ხელისგულზე დამჯდარიყო. მაგრამ პეპელა ძლიერად დამეტაკა მკერდში და „ცივი ჩხვლეტით“ მივხვდი, რომ საქმე „ელვისებურთან“ მქონდა.

„აღქმის ბუშტი“ მაშინვე გაქრა, მაგრამ პეპელა, რომელიც კაშკაშა მანათობელად იქცა, კიდევ რამდენიმე წუთი მოძრაობდა ჩემს შორიახლოს. მის ყოველ მკვეთრ მოძრაობას თან ახლდა მოგონებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩემს პირად ისტორიაში მრავალი წლის წინ, და თითქოს სამუდამოდ მქონდა გადავიწყებული. ამასთან, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ელექტრო-დენით მირტყავდნენ. მას შემდეგ დღემდე არ მტოვებს ბუნდოვანი შეგრძნება, რომ ყველა ეს „ელვისებური“ რაღაც (ჩემთვის ამოუცნობი) სახით დაკავშირებულნი არიან გადახედვასთან. შესაძლოა, ეს მხოლოდ ფანტაზიაა.

მოკლედ, რამდენადაც არაორგანული არსებების უმეტესობა, თუნდაც მოკლევადიანი კონტაქტისას, აიძულებს ჩვენს შემკრებ წერტილს, გადაინაცვლოს იმ საშუალებებით, რომლებსაც ჩვენ თვითონ იშვიათად ვიყენებთ, „ელვისებური“ შესაძლოა აღმოჩნდეს ენერგეტიკული კატალიზატორი ღრმა გადახედვისთვის.
არსებობს არაორგანული არსებების განსაკუთრებული ნაირსახეობა, რომელსაც აშკარად ყველაზე დიდი მასა და უკიდურესად მცირე მოძრაობის უნარი გააჩნია. მათი ცნობიერების სტრუქტურის შესახებ მსჯელობაც ასევე რთულია. ისინი გამოიყურებიან ერთგვაროვანად, გააჩნიათ თეთრი, ცისფერი ან მორუხო ნათება. შეგვიძია დიდი ხნის განმავლობაში დავაკვირდეთ მათ და ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ მათი შინაგანი ემანაციების ნელ მოძრაობას, რომლებიც ხან თავს უყრიან მანათობელ ორეოლს შემკრები წერტილის გარშემო (რომელიც ყოველთვის ზემოთაა), ხან აუჩქარებელი ტალღებით ფანტავენ ნათებას მთელ მათ ენერგეტიკულ ველში.

ამ არსებების ძალა ძალზე დიდია, მაგრამ ისინი ვერ იტანენ ადამიანურ ენერგიასთან კონტაქტს. მათი არსებობა დაკავშირებულია ემანაციებთან, რომლებიც პასუხს აგებენ დროის ნაკადის სიჩქარეზე. მათ შეგვიძლია შევხვდეთ მეორე ყურადღების „პირველ სამყაროში“ – სწორედ იმ სფეროებში, რომლებიც არ ახდენენ პირველი ყურადღების სივრცის დუბლირებას.

იმ საფრთხის შეგრძნება, რომლებსაც ეს უცნაური არსებები გამოასხივებენ, გვაიძულებს, რომ თავი ავარიდოთ მათთან ახლო კონტაქტებს. სიზმარხილვის სამყაროებში ისინი სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან, რადგანაც ადამიანის ტონალი მძლავრად ფანტაზიორობს ასეთ ამოუცნობ და მასიურ ბუნებასთან შეჯახებისას. ყველაზე ხშირად ისინი წარმოგვიდგებიან კოშკების, კვერცხისმაგვარი ბორცვების, პირამიდების და სხვა სახით. რადგანაც მათი მწვერვალი ყოველთვის მძლავრად ასხივებს, ტონალს შეუძია ეს აღიქვას, როგორც ცეცხლი, ან საგუშაგოს ერთგვარი პროჟექტორი, ან სამსხვერპლო კოცონი საოცარი ტაძრის ან პირამიდის მწვერვალზე.

მეორე ყურადღებაში მათი აღქმა უფრო ადეკვატურია. მათ ახასიათებთ თეთრი ან მოცისფრო ნათება, ხოლო ამ სტრუქტურების მოძრაობა დაიყვანება რიტმულ რხევამდე დან ქანაობამდე.

ნებისმიერ შემთხვევაში ტონალი აღნიშნავს საფრთხის ან მუქარის ატმოსფეროს, რომელიც მოცემული ხატ-სახისგან მოდის. მათთან მიახლოებამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვეველი ბუნების დარტყმითი ტალღის შეგრძნება, გულისწასვლის შეტევის შეგრძნება, რომელიც სიზმარმხილველს პირველ ყურადღებაში აგდებს და აჩქარებულ გულისცემას და ხშირად მუცლის არეში ტკივილებს უტოვებს.

ამ უძრავი გიგანტების სხვა რეაქციას მაშინ ვაკვირდებით, როცა განსაკუთრებული აქტივობის მომენტში წავასწრებთ მათ. მაშინ ისინი იწვევენ დამახასიათებელ კანკალს, ცდილობენ შთანთქონ ჩვენი ყურადღება და რაღაც მოქუფრული და სევდიანი უფსკრულისკენ წარმართონ იგი. ეს იშვიათად ხდება, ასე რომ ამ არსებებს ვერ დავარქმევთ „ადამიანთა სულებზე“ მონადირეებს. თუნდაც გააჩნდეთ ინტელექტი, ჩვენ მის ბუნებას ვერ გავიგებთ.

შესაძლოა, „გიგანტებს“ შეუძლიათ გადაადგილდნენ მეორე ყურადღების ერთი სამყაროდან მეორეში. მე ისინი „შავ სამყაროში“ ვნახე, და „მეორე სამყაროში“ („გამოფიტული დროის სამყაროში“), და „მოკავშირეები – 1“-ის სამყაროშიც კი. ამას შესაძოა სხვა ახსნაც ჰქონდეს – მაგალითად, ეს არაორგანული არსებები ემანაციების ისეთ მოცულობას მოიცავენ, რომ ერთდროულად სხვადასხვა „სამყაროში“ ცხოვრობენ. ასეა თუ ისე, მე ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ენერგიის ამ კოლოსალური რეზერვების გამოყენება.

სახელდობრ „მოკავშირეებს“ მე არაორგანული არსებების მხოლოდ ერთ სახეობას ვუწოდებ. ესაა მძიმე და სქელი წარმონაქმნები, რომლებიც, როგორც ჩანს გაცნობიერებულ ქმედებებს ასრულებენ და ინტელექტი გააჩნიათ. როდესაც ისინი მეორე ყურადღების სამყაროებში მოგზაურობენ, შესაძლოა გამოავლინონ ცნობისმოყვარეობა შემხვედრი ადამიანური ეგზემპლარების მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიზანმიმართულად გადაადგილდებიან, სწრაფები და კაშკაშები ჩანან. „მოკავშირეები“, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არასოდეს წყდებიან თავიანთ ჩვენთვის მიუწვდომელ საქმეებს და შეუძლიათ უცერემონიოდ „გააგდონ“ თავისი მძიმე ველით ნებისმიერი შემხვედრი. მაგრამ ზოგჯერ ისინი მშვიდად და „ამაყად“ დასეირნობენ სივრცეში. ამ შემთხვევაში „მოკავშირეები“ ყურადღებით და მშვიდად ეპყრობიან მათ, ვინც მათთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. სიზმარხილვის სამყაროში ისინი საკმაოდ ხშირად აღიქმებიან ტონალის მიერ, როგორც ცოტა უცნაური ადამიანები მანათობელი თვალებით.მათი კატალიზატორული ზემოქმედება ხშირად ვლინდება „მასწალებლების“ არქეტიპში ჩართულობით.

სიზმარხილვის ყურადღებაში „მოკავშირეებთან“ ტიპიური შეხვედრა შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს: ქუჩაში ან დიდ სახლში თქვენსკენ აუჩქარებლად მოდის ადამიანი, რომელსაც თქვენი ტონალი მაშინვე აიდენტიფიცირებს, როგორც „მაგს“ (მოქმედებს „უჩვეულობის“ სტერეოტიპი). თქვენს ყურადღებას იზიდავენ მისი კაშკაშა მანათობელი ან უბრალოდ უჩვეულო თვალები. შემდეგ შესაძლოა, მაგალითად, გაიღიმოს და თქვას: „მე ერთ რაღაცას გასწავლი“. ცალკეულ სემთხვევებში „მაგი“ გამოხატავს კეთილგანწყობილ გაკვირვებას და ამბობს: „როგორ აღმოჩნდი აქ?“ თუ მოკავშირე თქვენთან ურთიერთობის ხასიათზე არაა, მას შეუძლია უკმაყოფილოდ მოგიშოროთ და რაღაც არასასიამოვნო ჩაილაპარაკოს. შეუძლია ჩუმად შემოგხედოთ თავისი იდუმალი თვალებით ისე, რომ მაშინვე მოგინდებათ – სხვა ადგილზე აღმოჩნდეთ, ან უბრალოდ გაიღვიძოთ.

ეს ყველაფერი თქვენი ადამიანური ტონალის პრიმიტიული ინტერპრეტაციებია. მეორე ყურადღებაში, სადაც ილუზიების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, „მოკავშირე“ არასოდეს წარმოგვიდგება ადამიანის სახით. იგი შეიძლება იყოს მიმზიდველი „მანათობელი არსება“ (თუკი ურთიერთობისთვისაა განწყობილი) ან სიბნელის გროვა, რომელიც გვაშნებს და „ხელს გვკრავს“ (თუკი ჩვენი თავიდან მოშორება სურს).

„მოკავშირეები ხშირად მოინახულებენ ხოლმე მეორე ყურადღების „პირველ სამყაროს“, და რამდენადაც იგი მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ საყაროსთან, შეუძლიათ მისაწვდომნი იყვნენ შეცვლილი ან გაფართოებული აღქმისთვის სიფხიზლეში სიზმარხილვის მდგომარეობაში. ზოგ ცნობისმოყვარე „მოკავშირეს“ შეუძლია თავადაც კი გამოიწვიოს სიფხიზლეში სიზმარხილვის (сновидение-наяву) მდგომარეობა ადამიანში, რომელიც იცავს საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალის ასამაღლებელ დისციპლინას. ისევე, როგორც ყველა არსება, რომელიც გაცნობიერების სამყაროში ცხოვრობს, ისინი მიდრეკილნი არიან, რომ „მოყვასის“ ექსპლუატაცია მოახდინონ და ენერგიით გამოკვებონ იგი. მაგრამ მათი შესაძლებლობები ამ კუთხით ძლიერაა შეზღუდული იმ ადამიანის სიზმრის სხეულით, ვისთანაც კონტაქტში შედიან. დაუცველი სიზმარმხილველები „მოკავშირეებს“ შეუძლიათ მეორე ყურადღების მათთვის მოსახერხებელ სფეროში წაიყვანონ და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიკვებონ მათით. მაგრამ სიზმარხილვის მკვრივი სხეული ან პატივისცემას იწვევს მათში (რაც საეჭვოა), ან ანიშნებს, რომ ასეთ სიზმარმხილველზე პარაზიტობა ძნელია. სწორედ ასეთ სიტუაციაშ იტყუებენ ისინი ადამიანებს თავიანთი „მასწავლებლური“ უნრებით. თუკი სიზმარმხილველი გატაცებულია ამ ყველაფრით და ჭეშმარიტად სჯერა, რომ „მოკავშირისგან“ ღირებულ ინფორმაციას ან ძალას მიიღებს, იგი „გახსნილი“ ხდება. ასეთი „გაკვეთილების“ დროს არაორგანული არსებები „მოსწავლისგან“ მისი ენერგიის რაღაც ნაწილს ღებულობენ. ფანდი იმაშია, რომ გამოცდილი სიზმარმხილველის ენერგიის „შთანთქმისთვის““მოკავშირე უბრალოდ იძულებულია, რომ თავისი ენერგია გაუზიაროს მას.

როგორც იცით, ამ კანონს აქტიურად იყენებდნენ ძველი ტოლტეკი მაგები. ყველა ეს „ზოგადი მეცადინეობები“ სიზმარხილვებში ან მეორე ყურადღებაში „მოკავშირეებთან“ გართმევენ რაღაც „ადამიანურს“ და გმატებენ რაღაც „არაორგანულს“.

ასეთი ენერგო-გაცვლის პირველი ეფექტი ხდება სიფხიზლეში სიზმარხილვის გახშირება. ცხადია, რომ „მოკავშირეებს“ პირველ რიგში თქვენი „სიმკვრივე“ აინტერესებთ, ამიტომ ცდილობენ, რომ ამ შუალედურ მდგომარეობაში შეგვითრიონ, სადაც არა მხოლოდ სიზმარხილვის სხეულია, არამედ სრული მთლიანობა იღებს აქტიურ მონაწილეობას მათთან კონტაქტში.

და მაინც, „მოკავშირეებს“ სულაც არ უყვართ საკუთარი თავის სხვებზე მოხვევა. მათგან განთავისუფლება არც ისე რთულია. პირადად მე არ განვიცდი მათდამი სიმპათიას და შევამჩნიე, რომ ისინი სწრაფად იჭერენ ჩვენს განწყობას, და გვშორდებიან. „მოკავშირეებს“ უყვართ, როცა ჩვენ გვიყვარს და გვაინტერესებს ისინი, ვსწავლობთ მათგან – ერთი სიტყვით, მათდამი დაჟინებულ ყურადღებას ვავლენთ. თუ ეს არ არის, „მოკავშირე“ სწრაფად მიდის თავის უცნობ სამყაროში.

მე მიყვებოდნენ „მოკავშირეების“ შესახებ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ შეშინება, და როგორც ჩანს ამისგან ენერგიას იღებდნენ, მაგრამ მე პირადად ასეთები არ შემხვედრია – შესაძლოა უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არსებები საშიშებად არ მეჩვენებიან. არასოდეს მიგრძვნია, რომ ჩვეულებრივი „მოკავშირისგან“ სერიოზული საფრთხე მოდიოდეს. შესძლოა იმიტომ, რომ დავრწმუნდი: ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია სიზმრის სხეულის გაძლიერებისკენ, აიძულებს ამ არსებებს, რომ უკან დაიხიონ.

ამგვარად, თუკი თქვენ სწორად აპრაქტიკებთ ტოლტეკურ სიზმარხილვას, ჩვეულებრივი „მოკავშირე“ ვერ მოგაყენებთ ზიანს. თქვენ თავად წყვეტთ, შეხვიდეთ თუ არამასთან კონტაქტში და რამდენად მიიახლოვოთ. პირადად მე არ ვეძებ მსგავს შეხვედრებს, რადგანაც არაორგანული ენერგია ნაკლებად პროგნოზირებად მოვლენად მიმაჩნია და არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მართლა სასარგებლო იქნება ჩემთვის.

მსგავსი სტატიები

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

სტალკინგის ხელოვნება


სტატია მომზადებულია კარლოს კასტანედას წიგნებსა და სხვადასხვა ეზოთერ...

კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები


 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძ...

მოკავშირეები (არაორგანული არსებები)


ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" ...

სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff