კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (2)

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდეოდან ნაწილი მეორე პირველ რიგ...

woman in red

ავტორი: ლეო გურა

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

ნაწილი მეორე

პირველ რიგში, ჩვენ რეალობის კლასიკური მოდელი უნდა გავიგოთ, რომელიც თანამედროვე კვანტური მექანიკური მოდელის ალტერნატივაა. კლასიკურ მოდელს მე მატერიალისტურ პარადიგმას ვუწოდებ. ეს არის დე-ფაქტო გზა, თუ როგორ აღიქვამთ რეალობის მოქმედებას დაბადებიდან და მისი ნაწილია, რადგან თქვენთვის კულტურით არის ჩაბეჭდილი, და ასევე უბრალოდ მისი ნაწილია, რადგან ვფიქრობ, ამგვარად ადამიანის გონება მოწყვლადია რეალობის განხორციელების კლასიკური მატერიალისტური მოდელისადმი.

რას ამბობს ეს მოდელი სინამდვილეში? ამ მოდელის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ფიზიკური რეალობა. ჩვენ ვხედავთ მას, ვურთიერთობთ მასთან და ეს ობიექტურია. მე ამ რეალობაში დავიბადე და როგორც ფიზიკური სხეული, ამ რეალობაში ვარსებობ. თუ ამ ფიზიკურ სხეულს მოკლავენ ან საკმარისად დაშავდება, ის არსებობას შეწყვეტს და მე რეალობიდან გავალ. თვითონ რეალობა კი, კვლავ განაგრძობს არსებობას, ის ჩემს დაბადებამდეც არსებობდა და ჩემი სიკვდილის შემდეგაც ასე იქნება. რეალობა ყველაზე პატარა სამშენებლო ბლოკების- ნაწილაკებისაგან შედგება. ნაწილაკები შეიძლება შედგებოდნენ სხვა ნაწილაკებისაგან, ისინი კიდევ სხვა ნაწილაკებისგან და ა.შ. უჯრედები შედგებიან მოლეკულების, ატომების, ელექტრონების, პროტონების, კვარკების, ნიუტრონების, და შესაძლოა სტრინგებისგან ყველაზე დაბალ დონეზე. საბოლოოდ, გვაქვს რეალობის სუბსტანცია, რეალობის არსებობის ობიექტური გზა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ უარვყოფთ ყველაზე აშკარას: რომ ეს რეალობა არსებობს. ასეთია კლასიკური მატერიალისტური მოდელი. ძალიან ბევრი ფაქიზი მეტაფიზიკური დასკვნა, ამ მოდელზე დაყრდნობითაა აღმოჩენილი. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ ეს სულაც არ არის მოდელი. ან რომ ეს სულაც არ არის მეტაფიზიკა. ხალხი ამას უბრალოდ რეალობად აღიარებს. და ფიქრობენ: " ან როგორ უნდა იყოს სხვანაირად? რა არის ალტერნატივა? რა თქმა უნდა ასეა, საერთოდ რა აზრი აქვს ამ საკითხის განხილვას?" - აი ასე ესმის ადამიანთა უმრავლესობას ეს, ბევრი სერიოზული მეცნიერის ჩათვლით. 

კლასიკური მოდელი ნამდვილად ათასობით წლისაა, იგი არსებობდა ძველი ბერძნებიდნ მოყოლებული და შესაძლოა, მანამდეც კი. როგორც ვთქვი, ალბათ ეს ჩვენი ადამიანური ფსიქიკისთვის თანდაყოლილია. დასავლურ ინტელექტუალურ ტრადიციებში არსებობდა რამდენიმე წამყვანი მოაზროვნე, რომელთაც თავიანთი იდეებით გაამყარეს კლასიკური მოდელი, ესენი იყვნენ: დემოკრატე, არისტოტელე, ევკლიდე, დეკარტი, ნიუტონი და ლაპლასი, სხვა მრავალის ჩათვლით, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ამათმა შეიტანეს პარადიგმის ჩამოყალიბებაში.

ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ დაბადებიდან, ამ ხალხის მიერ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს იღებენ და რეალურად შექმნილი აქვთ ეს კულტურული, კონცეპტუალური ჩარჩო. ხედავთ? ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ კულტურა და მეცნიერება განუყოფლადაა დაკავშირებული. მეცნიერება კულტურის ნაწილია, მთელი თქვენი მეცნიერული რწმენა, კულტურის ნაწილია. ხვდებით ამას? - ძალიან ჩახლართულია. მეცნიერება არ არის, როცა ვიღაც ლაბორატორიაში ზის და ექსპერიმენტებს ატარებს, რა თქმა უნდა მეცნიერება ამასაც მოიცავს, მაგრამ მასზე ბევრად, ბევრად მეტია. ის ასევე ძალიან კულტურულია.

კლასიკური მოდელის მოსაზრება, ფაქტიურად, ბერძენმა დემოკრატემ შემოიტანა, ის მიიჩნევდა, რომ სამყარო ატომებისგან შედგება, რაც დღემდე ფესვგადგმულია საზოგადოების ცნობიერებაში. ხალხს დღეს-დღეობით ძირითადად სჯერა, რომ სამყარო ატომებისგან შედგება. ასე არ არის? ასე სჯერა რიგით პიროვნებას ქუჩაში, თუკი ჰკითხავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, კვანტურმა მექანიკამ ეს იდეა დიდი ხნის წინ უარყო, რაზეც შემდეგში ვისაუბრებთ.

aristotle face 1 e1430349753601

შემდეგ იყო არისტოტელე, მან წარმოადგინა სამყაროს რეალობაში განთავსების რაციონალური კატეგორიები. და მეცნიერება ძირითადად ჯერ კიდევ ამ მოსაზრებას ეფუძვნება. ევკლიდემ, განავითარა გეომეტრია. გეომეტრიის პოსტულატები. მან შექმნა ევკლიდესეული გეომეტრია. და მრავალი წელი ეგონათ, რომ ევკლიდესეული გეომეტრია, გეომეტრიის ერთადერთი სახე იყო, ვიდრე აღმოვაჩენდით არა-ევკლიდესეულ გეომეტრიას, რომელმაც აინშტაინის აღმოჩენამდე მიგვიყვანა. თუმცა, ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ რეალობა ევკლიდესეულია, რომ გეომეტრიის სხვა სახეობა არ ასრებოს.

შემდეგ იყო დეკარტი, დიადი მოაზროვნე. მან დუალიზმის იდეა დაიცვა. მოსაზრება, რომ არსებობს მატერია და სული, ან გონება და ეს ორი განცალკავებული ორგანიზმია. მე ვარ ფიზიკური სხეული, მაგრამ, ასევე გონება ფიზიკურ სხეულში. რომ არსებობს როგორც ფიზიკური გარეგანი სამყარო, ასევე ფაქიზი შინაგანი სამყარო. და ეს დუალობა, მთელი ადამიანთა მოდგმის, ოპერაციული სისტემის უზარმაზარი კომპონენტია. თქვენ, ფაქტიურად, გჯერათ გარეგანი ფიზიკური სამყაროს და შინაგანი სამყაროს: ემოციების, ფერების, ხედვის, ჟღერადობის და ნიშნების არსებობის. ეს პერსონალური შინაგანი სამყარო კი, გარეგანი სამყაროსგან გამოყოფილია და მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება სხვა დანარჩენი სიმართლე. მაგრამ შემდეგ მოდიან ნიუტონი და ლაპლასი. ნიუტონმა რა თქმა უნდა კალკულაცია და ნიუტონის მექანიკა შექმნა. რაც ძალიან კარგი იყო: ახსნა თუ როგორ მუშაობს ფიზიკა, სამყაროს აღქმის ჩვეულ რეჟიმში.

მაგრამ შემდეგ გამოჩნდა აინშტაინი და აღმოჩნდა, რომ მის დაშვებასთან მიმართებაში, ნიუტონის მექანიზმი, ფაქტიურად არაზუსტია, ის არ არის სიმართლე. ამრიგად, ეს მოსაზრება, სამყაროს მექანიკური მთლიანობის შესახებ, ნიუტონისა და ლაპლასისგან მომდიანრეობს. ნიუტონი მორწმუნე იყო, ამიტომ ის ამბობდა, რომ ეს საათიის მექანიზმივით აწყობილი სამყარო ღმერთმა შექმნა და აამუშვა, ეხლა კი, ის თავისით მუშაობს, როგორც იდეალური საათი.

თანამედროვე მეცნიერებები ახლა ამბობენ: ჩვენ არ გვჭირდება ღმერთი, ჩვენ მას სურათის მიღმა ვტოვებთ, ჩვენ უბრალოდ გვაქვს ეს მექანიკური სამყარო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება კვანტურმა მექანიკამ უარყო. ამრიგად, ეს იყო კლასიკური მოდელი. მას შეგვიძლია ვუწოდოთ, რეალისტური, მატერიალისტური, ატომური, რაციონალური და ობიექტივისტური. ეს არის კლასიკური მოდელის მეტაფიზიკა, იგი ისე გაიჟღენთა და დასნეულდა დასავლური კულტურით, რომ სინამდვილედ იქცა. ამას ნიშნავს სიტყვა "რეალობა" ფართედ და არც არის ნათელი, სხვა რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

მაგრამ თუ თქვენ თანამედროვე მეცნიერება ისწავლეთ, შოკირებული იქნებოდით იმის გაგებით, რომ კვანტური მექანიკის აღმოჩენებით და ზოგადი ფარდობითობით, ასევე ქაოსის თეორიით, ნაჩვენებია, რომ რეალობა ფაქტიურად არაწრფივია, არარაციონალური, არა-ევკლიდესეული, არა-კარტეზიანული, არა-არისტოტელესეული კაუზალური, არა ფიზიკური და მაღალ ფარდობითია. ეს ნიშნავს, რომ რეალობა არ არის საათის მექანიზმის მსგავსი მანქანა. ის ზედაპირული დაკვირვებით მექანიკურად გამოიყურება, მაგრამ თუკი სიღრმეში ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ამ მექანიზმის ცნება არ მოქმედებს, ის ირღვევა და სწორედ ამას ააშკარავებს კვანტური მექანიკა.

ამრიგად, მაშ, რა არის რეალობა თუკი მექანიკური არა? (როგორც ჩემს "აბსოლუტური უსასრულობის გაგების" ეპიზოდში ვთქვი, და საკმაოდ სიღრმისეულად ავხსენი, ორ-ნაწილიან სერიაში, საკმაოდ გრძელია მაგრამ ყურება ნამდვილას ღირს) რეალობა უსასრულოა, ინტელექტური ცნობიერი სინგულარობა. რეალობა ფიზიკური საგანი არააა, ეს არ არის ფიზიკური საათი, ის გონების პროდუქტია. ეს უსასრულო ჰალუცინაციაა, ან უსასრულო სიზმარი. ამ სიზმარში, თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ფიზიკურობა, როგორც უფრო ფართე შესაძლებლობების კომპლექსის ლიმიტაცია. თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ ცნობიერების შემოკლდებული ვარიანტი, სადაც ხართ თვითობა, ეგო, სხეული, ან მეცნიერი, ან ფიზიკური ობიექტური სამყაროს არსებობა, მაგრამ ეს ნამდვილად ფარდობითი და სუბიექტურია.

თვითონ სიზმარს არ გააჩნია სუბსტანცია, იგი სინამდვილეში არ არსებობს. ეს ყველაფერი საკმაოდ ჩახლართულია. როგორც განცხადება, კი საკმაოდ გაბედული. როგორ შემძლია ასეთი თამამი განცხადების გაკეთება? ამის შემოწმების ერთადერთი გზა ნონდუალიზმის პირდაპირი გაცნობიერებაა, რომელსაც სხვანაირად განსხივოსნებას ან გამოღვიძებას უწოდებენ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მისი გაგება. ეს ადამიანის ცნობიერების ჩვეული დონის მიღმა გასვლას მოითხოვს. რაც შესძლებელია და ბევრ ადამიანს გაუკეთებია, თუმცა, დედამიწაზე მილიარდობით ადამიანის არსებობას თუ გავითვალისწინებთ, ფარდობითად ერთეულებს.

ადამიანის განვითარების ისტორიაში კვლავ იმ საფეხურზე ვართ, რომელზედაც ეს ჯერ კიდევ არ არის დამახასიათებელი, ჩვეული მოვლენა, და ადამიანთა უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ რთულია მისი გაგება, რადგან ისინი, ისე რომ არც კი იციან ეს, მატერიალისტური პარადიგმის ნორმაში არიან ჩაკეტილნი.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მსგავსი არასრული პირდაპირი გამოცდილება. ამისათვის ძლიან ბევრი ტექნიკა, სტრუქტურა და მეთოდი არსებობს და მე უკვე გაგიზიარეთ ეს ტექნიკები, შეგიძლიათ შეასრულოთ. ეს არ არის მხოლოდ რელიგია. ამ მოკლევადიანი გამოცდილებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ ერგება და მიუთითებს ამაზე თანამედროვე მეცნიერება. ხედავთ? იმავე გზით, მათ, ბოლო 10-20 წელია, ჩვენი სოლარული სისტემის გარეთ მდებარე პლანეტების აღმოჩენა დაიწყეს და ასობით ამგვარი რამ აღმოაჩინეს, მათ Zeno პლანეტებს უწოდებენ. პლანეტები, რომლებიც ისე შორს იმყოფებიან, ვიზუალურად მათი დანახვა შეუძლებელია. მაშინ როგორ აღმოაჩინეს ისინი მეცნიერებმა? პლანეტების ტელესკოპით დანახვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან ამისათვის საკმარისი სინათლე ტელესკოპში არ შედის. ასე რომ, მეცნიერებმა დასკვნა გააკეთეს, ისინი მიჰყვნენ პლანეტების თავიანთ მზესთან მიმდინარე გრავიტაციულ პროტექციას. ამ მზის ირგვლივ ორბიტის გრავიტაციული მოქმედება შეამჩნიეს და შემდეგ ნახეს, რომ მზე ირყევა. ეს მცირე რყევაა, რომელსაც თვალით ვერ შევამჩნევთ, მაგრამ შეგვიძლია მისი ხელსაწყოთი გაზმომვა. მეცნიერებს ამ რყევის ეფექტით, შეუძლიათ ივარაუდონ, რომ იქ პლანეტები უნდა იყოს, მეტიც, ამ მერყეობაზე დაყრდნობით, მათ პლანეტების რაოდენობისა და სიდიდის გამოთვლა შეუძლიათ. ხედავთ? სწორედ ამავე გზით, კვანტური მექანიკის აღმოჩენების გამოყენებაც შეგვიძლია, ინტუიციით მივხვდეთ ან ვივარაუდოთ ცნობიერების უფრო მაღალი დონეების არსებობა, რომლთა მიღწევაც შეგვიძლია. აქ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.

einstein

მე-20 საუკუნის მოწინავე მეცნიერების მიერ წარმოდგენილმა აღმოჩენებმა, შეარყია ეს სუსტი კლსიკური მატერიალისტური მოდელი. პირველ რიგში ეს აინშტაინის აღმოჩენა იყო: დროის, სიჩქარისა და მდგომარეობის ფარდობითობის შესახე. რაც უარყოფს სიმულანტურობას. ეს ნიშნავს, რომ დრო ჩემთვის და დრო თქვენთვის ფაქტიურად სხვადასხვაა. დრო დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად ვმოძრაობ მე თქვენთან შეფარდებით, ფაქტიურად, ყველაფერი ფარდობითია. თუ თქვენ სამყაროს სინათლის სხივით შეხედავთ, ყველაფერი გაყინულია და კვლავ დგას. რადგან სინათლე სამყაროს შესახებ დანარჩენი ჩვენი ცოდნის ფარდობითია. ეს ტექნიკური მასალაა და არ ვაპირებ ზოგადი ფარდობითობის თეორიის ახსნას აქ, მაგრამ ალბათ თქვენთვის ცნობილია ეს მოსაზრება. ამგვარად, ამ აღმოჩენით, განადგურდა აბსოლუტური სივრცისა და დროის არსებობის ცნება, რასაც ნიუტონი ამტკიცებდა. ამ მოსაზრების ჩამოყალიბება ნამდვილად არ იყო ადვილი, ეს საკმაოდ ჩახლართული და პარადიგმის გამანადგურებელი იდეაა. თუმცა კარგად შემოწმებული და დამტკიცებულია. ტექნოლოგიებიც კი შეიქმნა, მაგალითად GPS სისტემა, რომელიც ზოგადი ფარდობითობის ჭეშმარიტებას ემყარება.

მე-20 საუკუნეში ასევე გაკეთდა აღმოჩენა, რომ სივრცე არ არის ევკლიდესეული. აინშტაინმა თქვა, რომ არსებობს არა მარტო სივრცე, არამედ ოთხ-განზომილებიანი მანუფაქტურა, რომელსაც სივრცე-დრო (space-time) ეწოდება. სივრცე და დრო შერწყმულია. გრავიტაცია გავლენას ახდენს ამ არა-ევკლიდესეული სივრცის გამრუდებაზე. ასევე აღმოჩინეს, რომ ნაწილაკები, თუ ატომები, ფაქტიურად შესაძლებლობების ღრუბლებია და არა არსებითი ობიექტები. როცა ნაწილაკს არ აკვირდებიან, ის არსებობს როგორც ყველა შესაძლო ვითარების დაშვება, თუ სად შეიძლება იყოს ეს ნაწილაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ხელსაწყოების უზუსტობის გამო არ შეეძლოთ გამოეკვლიათ ნაწილაკების მდებარეობა, არამედ ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო. არ არსებობს არავითარი ნაწილაკი, ისინი ალბათობის ველებია. ნაწილაკებს არ აქვთ მდგომარეობა ან სიჩქარე. ნაწილაკები არ არიან ჩვეულებრივი ობიექტები. "ნაწილაკი" ჩვენს მიერ შეთხზული აბსტრაქტული კონცეფციაა, სამყაროში არსებულ სხვადასხვა ფენომენსა და ექსპერიმენტულ შედეგზე სასაუბროდ. მაგრამ ფაქტიურად, არავითარი ნაწილაკი არ არსებობს და არც პოზიცია და სიჩქარე აქვთ, რადგანაც სინამდვილეში იგი სუპერპოზიციის მდგომარეობაში იმყოფება, სადაც ყველა შესაძლო ფორმულირება, როდესაც მას არ უყურებ, სიმულანტურად შეიძლება არსებობდეს. საკმაოდ ჩახლართული რამეა. ესეც, რა თქმა უნდა, აინშტაინის ცნობილი განტოლებით არის აღმოჩენილი, სადაც მასა და ენერგია იდენტური ან შექცევადია: E=mc².

იცოდით, რომ ბირთვული აფეთქება ენერგიიდან მომდინარეობს? სინამდვილეში რაც ხდება, მათ აქვთ პლუტონიუმის ან ურანიუმის ბურთი რომელიც კვეცს შერწყმას ან დაყოფას, და ამ შერწყმის თუ დაყოფის პროცესში, პლუტონიუმის თუ ურანიუმის საწყისი მასა, მცირდება პაწაწინა ფრაქციებად, როგორც 0.0000001 მილიგრამი. ძალიან პაწაწინა ფრაქციებად და პლუტონიუმის ეს პაწაწინა ფრაქციები, რეკონსტრუქტირდება ენერგიად, მასა რეკონსტრუქტირდება ენერგიად. ასე იქმნება ბირთვული სოკოს ღრუბლის აფეთქებისთვის საკმარისი ენერგიის რაოდენობა, რომელიც მრავალი მილის მანძილზე ანადგურებს ყველაფერს. ასე შეგვიძლია დავინახოთ რამდენად დიდი ენერგიაა მასის ნაწილაკში,ეს უზარმაზარი მოცულობის ენერგიაა. ასე რომ, მასასა და ენერგიას შორის სხვაობა ბუნდოვანი გახდა. ეს ძალიან საინტერესო იყო.

შემდეგი აღმოჩენა იყო, რომ სინათლე არის არა ნაწილაკი ან ტალღა, არამედ ორივე, იმის მიხედვით თუ როოგრ ვაკვირდებით. ეს ტრადიციული, არისტოტელესეული მოსაზრება, რომ ობიექტი უნდა იყოს ან ასეთი ან ისეთი. ან A ან B, მაგრამ შეუძლებელია იყოს ორივე, ხომ ასეა?- კარგი, აღმოჩენდა რომ შესაძლებელია, ასეა და ასეც უნდა იყოს. რადგამ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავაკვირდებით, ხედავთ? ნიუტონის ძველ, კლასიკურ მოდელში, მიჩნეული იყო, რომ სუბიექტი და ობიექტი ორი განსცალკავებული მკვეთრად განსხვავებული რამაა, როგორც მაგალითად, მეცნიერი, რომელიც ნაწილაკს აკვირდება ან ასრულებს ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, რაღაც გაგებით, სამყაროს გარეთაა და შეუძლია ობიექტური დაკვირვება, როგორც მიუკერძოებელ, ობიექტურ დამკვირვებელს. უბრალოდ უყურებს და ხედავს, თუ როგორ გამოიყურება რეალობა სინამდვილეში. მაგალითად უყურებ ტელესკოპით და შეგიძლია თქვა- "აჰა, როგორ ხდება ეს."
მაგრამ , კვანტურმა მექანიკამ აჩვენა, რომ არა, ეს ასე არ ხდება. თქვენს მიერ ობიექტზე დაკვირვება, გავლენას ახდენს ამ ობიექტზე, სუბიექტი და ობიექტი გადახლართულნი არიან და მათი განცალკავება შეუძლებელია.

დაკვირვება გავლენას ახდენს ყველა საზომზე, ანუ თქვენ, ფაქტიურად, ვერაფერს გაზომავთ მასზე გავლენის მოხდენის გარეშე. ეს შესაძლოა თავიდანვე ცხადი არ ყოფილიყო, მაგრამ კლასიკური მოდელი, მეცნიერს უბრალოდ სურათის ნაწილად არ მიიჩნევდა. მაშინ როცა, კვანტური მექანიკაში, თუ საკმარისად სიღრმისეულად განვიხილავთ, ჩვენ აღმოვაჩენთ საკუთარ ჩართულობას სურათში, რადგან ჩვენს მიერ ობიექტზე დაკვირვების ფაქტი, უკვე მოიცავს ფოტონის არსებობას, რომელიც ჩვენს თვალში მოხვედრილ ობიექტს აძლიერებს. ასევე აქ არის ინტერაქცია, რომელიც აერთიანებს, ხლართავს სუბიექტს და ობიექტს.

ასევე აღმოჩინეს კვანტური ჩახლართულობის ფენომენი. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ორი და ნაწილაკი (sister particles), მათ ერთმანეთს დააშორებთ, ერთ-ერთს სამყაროს მეორე მხარეზე მოათავსებთ. ამის შემდეგ, თუ თქვენ შეცვლით რომელიმე და ნაწილაკის მდგომარეობას, სპინს, ბრუნვას ან მამოძრავებელ ძალას, მისი მეორე და ნაწილაკი, თქვენს მიერ განხორციელებულ ცვლილებაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს, მაშინაც კი, თუ ისინი 15 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. ისინი მყისიერად შეიცვლებიან. რა თქმა უნდა უარყოფს ალბერტ აინშტაინის იდეას, რომ ინფორმაცია, მხოლოდ სინათლის სიჩქარით შეიძლება გავცელდეს. ამრიგად, კვანტურმა მექანიკამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, ბუნება თქვენი ლოკალური რეალობის კაუზალობას არღვევს. არავითარი მიზეზობრივი ჯაჭვი, რომლეიც უნდა განხორციელდეს, არ არსებობს, რეალობამ შეიძლება მყისიერად იცოდეს და თვითონ მოახდინოს რეაგირება ცვლილებებზე. ეს არის მყისიერი აქტივობა დისტანციაში. აინშტაინი მას "Spooky action at a distance" ეძახდა. ეს კვანტური შეჭიდულობაა, რომელიც კაუზალობის ძველ მოსაზრებას ანადგურებს.

ასევე აღმოჩენილია, რომ ჩვენი სამყაროს მასის 95%, არ შედგება არც მატერიისა და არც ჩვენთვის ცნობილი სხვა ნივთიერებებისგან. სამყაროს 5% კლასიკური მატერიაა, ესაა ნივთიერებები, რისგანაც შევდგებით, ნივთიერებები, რომელთაც ირგვლივ ხედავთ. დანარჩენი 95%, ორ ნაწილად იყოფა. 27% ბნელი ნივთიერებაა, მატერიის სხვა სახეობა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცნობთ, არ ვიცით რას წარმოადგენს და არც გრავიტაციული ეფექტით შეგვიძლია ამის გარკვევა. არ ვიცით რისგან შედგება ის, არც ერთი ნაწილაკი რომელიც ამჟამად ცნობილია ჩვენთვის, და ასეთი ასობითაა, ჯერ-ჯერობით არცერთი არ შეესატყვისება ამ ბნელ მატერიას. ეს ჯერ კიდევ პროგრესული, მიმდინარე კვლევაა. დანარჩენი 68%, არის ბნელი ენერგია.

cosmic web galaxy clusters e1492345942557

რა ჯანდაბაა ბნელი ენერგია? - კარგი, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ მისი საუკეთესო განმარტება ენერგიის ნეგატიური ფორმაა. ეს ცარიელი სივრცის წმინდა ვაკუუმში არსებული ენერგიის ფორმაა. ენერგიის ფონის სახობა, რომელიც მატერიის და ასე ვთქვათ პოზიტიური ენერგიის კომპენსაციას ახდენს, (ან აბალანსებს) ზუსტად არ ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, სამყაროს სუფთა (ნეტო) ენერგია ნულის ტოლია, რაც საინტერესო შედეგი იქნებოდა. ბნელი და ვაკუუმური ენერგია, სამყაროს მთელ პოზიტიურ ენერგიასა და მატერიას აუქმებს, ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს რაღაცეები არაფრისგან მომდინარეობს, როგორც უსასრულო სინგულარობა იჭიმება უკან, Big Bang -ამდე და კიდევ უფრო ადრე. ამრიგად, ასეთია მე -20 საუკუნის რამდენიმე მეტად განმაცვიფრებელი და ჩახლართული აღმოჩენა.

ახლა კი ნება მომეცით, კვანტური მეანიკის სწრაფი მიმოხილვა შემოგთავაზოთ. ეს კვანტური მექანიკის არატექნიკურიგანხილვა იქნება, ან უბრალოდ არასპეციალისტებისათვის. რასაც კვანტური მექანიკა სინამდვილეში გულისხმობს, ეს არც ასეთი რთულია. ის ამბობს: თუკი არავითარი ნაწილაკი არ არსებობს, მაშინ რა არსებოს? - ეს ყველაფერი ველებია, ნაწილაკი ნამდვილად მხოლოდ ველია. ის შესაძლებლობის ღრუბელია, როცა ამ ღრუბელს რაღაც ხელსაწყოთი, ან საკუთარი თვალებით ან ცნობიერებით აკვირდებით, ეს ღრუბელი მყარდება ( ან შედედდება) და დეტალურ შედეგებში იშლება. ველები ძალია საინტერესოა, მათემატიკურად რომ ვთქვათ ველი უსასრულო სკალარების კომპლექტია.

თუ თქვენ სივრცეში ნებისმიერ წერტილს აიღებთ და მას რიცხვს მიანიჭებთ, ეს ველი იქნება. წარმოიდგინეთ, ფურცლის ნაჭრის მსგავსი, ორგანზომილებიანი სივრცე,თუ ამ ფურცლის ყველა წერტილს, ყველა ატომს და ასეთი ტრილიონი იქნება, სხვადასხვა მნიშვნელობს მიანიჭებთ, უბრალოდ შემთხვევითი მნიშვნელობებს, როგორც: 1, 5, 100, 200, რომლებსაც გარკვეული გზით გაანაწილებთ, შეიქმნება ველი. მეცნიერებმა სხვადასხვა სახის ველები აღმოაჩინეს. კვანტური მექანიკის განშტოება, კვანტური ველის თეორია, ამბობს, რომ ძირითადად ყველაფერი ველია, რეალობა სხვადასხვა ველის ურთიერთქმედებაა. საინტერესოა რას წარმოადგენს ეს ველები სინამდვილეში, ეს არის მნიშვნელობები, მაგრამ რისი მნიშვნელობები? რას აღნიშნავენ ისინი რეალურად? პასუხია შემდეგია: არაფერს. ველი უსასრულო არარსებობაა. და ამ საკითხს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.

თანამედროვე ფიზიკოსები რეალობას კვანტურ ტალღურ ფუნქციებად განიხილავენ. ასე თქვენ შეგიძლიათ ლაბორატორიაში დანახული, ერთ კონკრეტულ კონფიგურაციამდე გამყარებული, შესაძლებლობების ღრუბლის ალბათობების ტალღის ტოლობაც დაწეროთ. ტალღური ფუნქციების მრავალი სახეობა არსებობს. კითვაზე თუ რისგან შედგება ყველაფერი, პასუხი ტალღური ფუნქციაა. მაგრამ რა არის ეს ტალღური ფუნქცია სინამდვილეში?- სუპერპოზიციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ვგულისხმობ, რომ კვანტური მექანიკა სუპერპოზიციაა.

psicho

ამას კიდევ ერთხელ განვმარტავ: სუპერპოზიციის მიხედვით, როცა თქვენ რაიმე საგანს არ უყურებთ, ეს საგანი მის ყველა შესაძლო მდგომარეობად არსებობს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ არ უყურებთ სპილოს. თქვენ ალბათ ფიქრობთ: თუ მე არაფერი ვარ, თუ მე არ ვუყურებ სპილოს, ის კვლავ სპილოა, ასე არ არის? - არა! კვანტური მექანიკის მიხედვით ნამდვილად არა, როცა თქვენ სპილოს არ უყურებთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეს მეტაფორაა, ეს სპილო არსებობს, როგორც სხვა ყველა ცხოველი, რომელიც ის შეიძლება ყოფილიყო. იფიქრეთ ამაზე, და იფიქრეთ ამის რადიკალურ შედეგზე. ეს უზარმაზარია. როცა თქვენ სპილოს არ უყურებთ, ეს სპილო , პირდაპირ, უსასრულობაა, ის ყველა შესაძლო სპილოა, რომელიც როდესმე შესაძლოა არსებულიყო, რომელიც შესაძლოა როდესმე გენახათ, ან სხვა ნებისმიერი ქმნილება, რომლის ნახვაც შეგეძლოთ და არამხოლოდ ეს, ის არსებობს ასევე როგორც კენგურუ, როგორც ციყვი, როგორც მარტორქა, როგორც ხოჭო, როგორც ჩიტი, დინოზავრი და სხვა დანარჩენი. და შემდეგ როცა ჩვენ ვუყურებთ, ის იშლება იმ კონკრეტულ სპილოდ, რომელსაც თქვენ ხედავთ. ეს არის კარგი მეტაფორა იმისა თუ რას ნიშნავს სუპერპოზიცია სინამდვილეში.

მაგრამ იფიქრეთ ამაზე კლასიკურ მოდელთან შედარებით, რადგან ადამიანები როცა ქუჩაში მოძრაობენ, როცა თქვენ სამსახურში მიდიხართ, როცა ბავშვებს სკოლაში ტოვებთ, ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები კვლავ არსებობენ როგორც ბავშვები? როგორც ადამიანები? ფიქრობთ რომ თქვენი სახლი კვლავ არსებობს? თქვენი ოფისი, თქვენი ბოსი, თანამშრომლები, ოჯახის წევრები, კვლავ არსებობენ როცა მათ არ უყურებთ? - რა თქმა უნდ ასე ფიქრობთ. ეს თქვენი მატერიალისტური პარადიგმის ნაწილია. და რასაც ჩვენ ვამბობთ,ეს შემთხვევბი არ არის უარყოფილი. როცა თქვენს შვილს არ უყურებთ, ის არსებობს როგორც უსასრულობა, როგორც არაფერი. როცა თქვენ სპილოს არ უყურებთ ის უსასრულობაა, არაფერია, როცა თქვენს სახლს არ უყუებთ ისიც უსასრულობაა, არაფერია. აი ასეა. თქვენც ასევე ხართ. მაგრამ ეს გაცნობიერებული არ გაქვთ.

ამრიგად, ფუნქციური ტალღები დაკვირვების შედეგად იშლებიან. ასე რომ, დაკვირვება რეალობის "კონცეფციისთვის" მნიშვნელოვანი და უაღრესად ფუნდამენტურია. არ არსებობს "რეალობის კონცეფცია" დაკვირვების გარეშე, მონაწილეობის გარეშე, სუბიექტურობის გარეშე, ფარდობითობის გარეშე. ფარდობითობა რეალობაა, ფარდობითობის გარეშე, სუბიქტური მოსაზრების გარეშე, თქვენ ყველაფერი გაქვთ, ეს უსასრულობაა, თქვენ ყველა კერძო შესაძლებლობა გაქვთ. ამრიგად, როცა თქვენ მანდ სხედხართ და მისმენთ, ამ უსასრულობის კერძო ვერსიას განიცდით. ერთს თქვენი თვალთახედვიდან. უფრო მეტიც, თქვენ ეს თვალთახედვა ხართ. არა სხეული, გონება, ფიქრები ან სული, არამედ თქვენ ხართ თვალთახედვა. ასევე, რა თქმა უნდა, ხართ უსასრულოდ არაფერი. რადგან, ოჰ ეს სიღრმისეულად მიდის, მაგრამ ფაქტიურად არ არსებობს სხვაობა უსასრულობასა და სასრულობას შორის. სასრულობა, უსასრულობით ნაგულისხმევია, თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ უსასრულობა, ყველა შესაძლო სასრულობის გარეშე. წარმატებები ამ საკითხზე ტვინის ჭყლეტვაში. ეს რომ გაიგოთ განსხივოსნება დაგჭირდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, ავღნიშნოთ ერთი დამაბნეველი საკითხი, რომელსაც ბევრი New Age-ს წარმომადგენელი დამაბნევლად აკეთებს. ეს არის, რომ დამკვირვებელი, შეიძლება იყოს ნებისმიერი გასაზომი დანადგარი. არ არის აუცილებელი დამკვირვებელი ადამიანი იყოს. ეს შესაძლოა იყოს ლაზერი, კომპიუტერი, ცხოველი, მანქანა, საზომი ჯოხი, ნებისმიერი რამ. რა თქმა უნდა აქ ერთი დამატებითი ხაზია, რადგან, კარგი მეცნიერი და კარგი კვანტური თეორეტიკოსიც კი, ნამდვილად დაძაბავს ამ საკითხს, და ფაქტიურად გამოიყენებს ამ საკითხს რომ თქვას - კარგი ლეო, მაგრამ თუ ჩვენ უბრალოდ ლაზერს გამოვიყენებთ დამკვირვებლად, მაშინ ცნობიერება არ ყოფილა მნიშვნელოვანი კვანტური მექანიკისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის კვლავ არის. აბსოლუტურად არის. რადგან მხოლოდ ერთი ცნობიერება არსებობს, ეს თქვენი ცნობიერებაა, არ არსებობს სხვა რომელიმე ცნობიერება, თქვენი ცნობიერების გარდა. და გამოიცანით რა?- ეს ლაზერული ხელსაწყო, საზომი ჯოხი, კომპიუტერი, ცხოველიც ან ნებისმიერი რამ, რაც გაზომვას ახორციელებს და ტალღის ფუნქციას შლის - ეს თქვენი ცნობიერებაა, და არაფერია თქვენგან განცალკავებული. საბოლოოდ ეს ყველაფერი თქვენს ცნობიერებამდე დაიყვანება. რადგანაც მთელი ეს რეალობა თქვენს ცნობიერებაში ხორციელდება.

ეს ნამდვილად ნათელი უნდა იყოს, მაგრამ ბევრ კარგ მეცნიერს ჯერ კიდევ რჩება ეს საკითხი. ასე, რომ ეს არის კვანტური მექანიკის მოკლე მიმოხილვა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კვანტური მექანიკა არა მხოლოდ ფილოსოფია, ან თეორიაა, იგი უაღრესად სათუთია, ნამდვილი ფიზიკური ფენომენი, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ. კვანტური მექანიკის ჭეშმარიტებასა და აკურატულობაზე ბევრი ტექნოლოგიაა დამყარებული. ბევრი თანამედროვე ტელეკომუნიკაცია, კომპიუტერული ტექნოლოგია, სმარტფონები, ვიდეო თამაშები. მსგავსი ტექნოლოგიების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, 1920 წელს კვანტური მექანიკის ამ აღმოჩენების გარეშე. ფაქტიურად, ამით, ცხადი ხდება, რომ კვანტური მექანიკა ყველაზე აკურატული, მეცნიერული თეორია, რაც როდესმე ჩამოუყალიბებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, აქ ერთი მახეა- ადამიანის გონება. იგი ისე პრაგმატულად ორიენტირებულია, რომ როგორც კი რაიმეს აღმოაჩენს, რაც მუშაობს, მოქმედებს და მტკიცდება, მაშინვე წყვეტს სიმართლის და საგნების მნიშვნელობის შესახებ კითხვების დასმას. ბევრი ძალიან კარგი მეცნიერიც გაება ამ მახეში, ისინი ამბობდნენ - "ოჰ ეს მუშაობს, ეს გამოდის, ის აკურატულად მუშაობს, ვის ანაღვლებს რას ნიშნავს ეს სინამდვილეში, ვის ადარდებს რა იქნება შედეგები,უბრალოდ გამოვიყენოთ ეს კომპიუტერების, ტელეფონების, ვიდეო თამაშების და ამგვარი რამეების შესაქმნელად. და რასაც ეს მართლა ნიშნავს, ეს ინტერპრეტაცია, ეს ფილოსოფოსებისთვისაა, სალონური დებატებისთვის, სპეკულაციური რამეებია, ამ თეოლოგებს დავუტოვებთ და ვის ანაღვლებს. წავიდეთ უბრალოდ ჩვენი ტექნოლოგიები შევქმნათ." მაგრამ როცა თქვენ ამ დამოკიდებულებას ირჩევთ, ძალიან მნიშვნელოვან რაიმეს ტოვებთ, თქვენ ტოვებთ ნასწავლის მთელს არსს.

leo

 

რას ამბობს კვნატური მექანიკა სინამდვილეში რეალობაზე? რას განიხილავს ის ყველაფრის არსად? მოდით ვიფიქროთ ამაზე, კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ მატერია ნაწილაკების იდენტურია, რომელიც ტალღური ფუნქციის იდენტურია, ის კი ენერგიის იდენტურია, რომელიც ველების იდენტურია. მაგრამ რა არის ველები, რა არის ნაწილაკები, რა არის ტალღური ფუნქცია, რა არის ენერგია, ფუნქცია და ტოლობა, მათემატიკა, მეცნიერება, ადამიანის ფიქრები? რადგან მთელი ეს ცოდნა ადამიანის ფიქრებია, და რა არის ცნობიერება? რადგან ეს ყველაფერი ცნობიერებაში ხდება. რადგან თქვენ ამ ცნებებს ხვდებით არა პირადად, არამედ მხოლოდ თქვენს ცნობიერებაში. ამრიგად ხედავთ აქ წრიულობას ? ხედავთ უცნაურ მარყუჟს? ჩვენ ვსაუბრობთ გარე სამყაროზე, ვფიქრობთ რომ ის გარეთა, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ საკუთარ გონებაზე ვსუბრობთ. და შემდეგ ვფიქრობთ და სად არსებობს ჩემი გონება? რა თქმა უნდა ის არსებობს გარე სამყაროში და ფიზიკურ სხეულში, რომელიც გარე სამყაროში და ტვინში იმყოფება. მაგრამ შემდეგ სად არის ტვინი? საიდან ვიცი ტვინის არსებობის შესახებ, იმიტომ რომ ის ჩემს გონებაშია. ასე რომ ტვინია გონებაში თუ გონებაა ტვინში? ან შესაძლოა ორივე. ანაც არცერთი. ან შესაძლოა ეს ამ ყველაფრის სუპერპოზიციაა. საინტერესოა არა? აი, ამას ვგულისხმობდი პარადოქსსა და მის უცნაურ მარყუჟში. ეს არ არის შეცდომა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ ეს ცოდნა ზედმეტად რადიკალურია იმისათვის რომ თქვენი გონება გაუმკლავდეს

შემდეგ ჩვენ გვაქვს ბოლო შეკითხვა, რომელზედაც მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი: რატომ არსებობს რეალობა. რატომ არის რაღაც არაფერზე მეტი?- ძალიან კარგი კითხვაა. მაგრამ ტიპიური მეცნიერი იტყიდა: "ოჰ, ლეო, ეს ძალიან ფილოსოფიური სტილის შეკითხვაა, ეს რელიგიური შეკითხვაა, შენ ნამდვილად ვერ უპასუხებ ამ კითხვას, მეცნიერება ალბათ არ შეუძლია ამ კითვაზე პასუხის გაცემა." იქნებ შეუძლია? ან შესაძლოა, თქვენს მიერ გამოყენებულ მეცნიერულ ვერსიას არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მეცნიერების სხვა ვერსიას შეუძლია. შესაძლოა ეს არ არის შეკითხვა, რომელზეც პასუხს ვერ გავცემთ, შესაძლოა მას უკვე გასცეს პასუხი. მაგრამ თქვენ არ ხართ მზად ამ პასუხის გასაგებად. შესაძლოა პასუხი ვერ მოვიდეს თქვენამდე ვერბალური ახსნის გზით, მაგრამ თქვენ უნდა მიიღოთ პასუხი, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ღრმად ჩაერთვებით გამოკვლევაში.

ასევე კლასიკური დაშვების მიხედვით მე ვერ ვუპასუხებ შეკითხვას, თუ როგორ ხდება რომ მე ერთგან შეიძლება ვიყო, რეალობა კი მეორეგან. კვანტური მექანიკის თანახმად, კი ჩვენ გადახლართულნი ვართ. კითხვის ავტორი ჩაირთავს კითხვას, ყველზე ფუნდამენტურ დონეზე. ასე რომ, როცა თქვენ სვამთ კითხვას: "რატომ არსებობს რეალობა? რატომ ვარსებობ მე და რა ვარ მე და რა არის რეალობა." - ნამდვილად არსებობს ამ კითხვებზე პასუხი, რომლის ცოდნის შესაძლებლობაც გაქვთ. მაგრამ მას მსხვერპლი დასჭირდება-თვითობის მსხვერპლი. თქვენ უარი უნდა თქვათ მთელ თქვენს ცოდნასა და ღირებულებებზე პასუხის მისაღებად. რადგან როგორც ჩანს, თქვენ უსასრულობა ხართ და ეს უსასრულობა, რომ აღიქვათ, პირდაპირ, თვალი უნდა გაუსწოროთ თქვენს სიკვდილს. რადგან ამჟამად თქვენ ცნობიერი სასრული დამკირვებელი ხართ, რომელიც სამყაროს პერსპექტივიდან უყურებს. თქვენ გთხოვენ დაანგრიოთ ეს პერსპექტივა, ან უფრო მეტად პროცესის საწინააღმდეგო მხარეზე გადახვიდეთ. ამრიგად თქვენ გაქვთ ტალღური ფუნქცია, უყურებთ მას, როგროც ობიექტს, რომელიც, მას კონკრეტულ საგნებამდე შლის. მანამდე ჩვენ მხოლოდ შესაძლებლობების ღრუბელი ვიყავით. ეხლა კი გთხოვთ უკუღმა დაატრიალოთ ეს პროცესი. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთულია, თუმცა რამდენიმე ადამიანს გაუკეთებია ეს. თქვენ უნდა წახვიდეთ ამ ნაწილაკიდან, კერძო სპეციფიკური შემთხვევიდან, გახსნათ, გააერთიანოთ ალბათობის ამპლიტუდა (ტალღური ფუნქცია) და გახდეთ უსასრულო შესაძლებლობების ღრუბელი. და რა თქმა უნდა, იცით რასაც ნიშნავს ეს, იგი სხვაგვარად ცნობილია, როგორც ფიზიკური სიკვდილი. ჩვენ გთხოვთ, რომ ფიზიკურად მოკვდეთ, რისი გაკეთებაც, რა თქმა უნდა, არავის უნდა. ამიტომაც ეს მასალები ფარდობითად უცნობი რჩება.

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ ამაზე დამატებით: რა არის თვითონ კვანტური მექანიკა? რადგან, ნახეთ, ჩვენ ვიყენებთ კვანტურ მექანიკას, რეალობის აღსაწერად. მაგრამ თვითონ კვანტური მქანიკა რეალობის გარეთ იმყოფება, თუ მისი ნაწილია? და რეალობის ნაწილია .მაგრამ როცა კვანტურ მექანიკას რეალობის აღსაწერად ვიყენებთ, რა ჯანდაბაა კვანტური მექანიკა. რას ვხსნით სინამდვილეში? ამ კითხვას ძალიან ცოტა მეცნიერმა უპასუხა, რადგან ეს სიღრმისეულად გადადის ეპისტემოლოგიაში. ეს პარადოქსისა და უცნაური მარყუჟის წინაშე აყენებს მთელ ამ გამოძიების. მაგრამ მე ამას დავასპოილერებ თქვენთვის: რასაც კვანტური მექანიკა აკეთებს, ეს მათემატკური მოდელია, ეს ცნობიერებაში ფიქრია. მნიშვნელოვანია რომ არ აგვერიოს კვანტური მექანიკა იმაში, რასაც მისით აღვწერთ. კვანტური მექანიკა რუკაა და როგორც ვიცით რუკა არ არის ტერიტორია, მენიუ არ არის კერძი. კვანტური მექანიკა მენიუა და არა კერძი. ამგვარ შეცდომას ბევრი თანამედროვე მტერიალისტი მეცნიერი უშვებს. მათი ჩათვლით, ვინც კვანტურ მექანიკაზე მუშაობს, რაც სასირცხვილოა.

კვანტურ მექანიკას ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია აქვს, ბოლო ასი წლის განმავლობაში გაცხარებული დებატები მიმდინარეობდა მისი მნიშვნელობის თაობაზე. სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი კამათობდა და დაობდა ამ საკითის ირგვლივ. ზოგი მათგანი ანტი-რეალისტია, ზოგი რეალისტი, ზოგი ინტერპრეტატორი, ზოგი ამას ფორმალიზმად აღიქვამს, და ა. შ. მე ყველა მოსაზრებას გადავხედე, ასე რომ რასაც აქ წარმოგიდგენთ არ არის მხოლოდ ერთი კერძო ინტერპრეტაცია, არამედ რაღაც ტრანსცენდენტულია. ეს მთელი ამ ინტერპრეტაციის მიღმაა. მათ შორის კვანტური მექანიკის ბაბუებისგან მომდინარე ინტერპრეტაციების ჩათვლით, რადგან ყველა ეს ინტერპრეტაცია არასრულია და საბოლოო გაგების ნაკლებობას განიცდის. რადგან საბოლოო გაგება, აქტუალური განხორციელებით მიიღწევა და არამხოლოდ ფიქრით. ინტერპრეატაცია კი, ყველაფრის შემდეგ მხოლოდ აზრია. აზროვნების პროცესი. ამრიგად ვაპირებ რამდენიმე მრავლობით ინტერპრეტაცია წარმოგიდგინოთ. პირველ რიგში, რამდენიმე ძლიან სერიოზული მეცნიერის, პროფესორის, აკადემიკოსის და კვანტური მექანიკის ბაბუის ციტატას გაგაცნობთ, რომელიც გაგაოცებთ, მე კი ძალიან ბევრ კომენტარს შემოგთავაზებთ, რათა გაჩვენოთ, რაც მათ ესმოდათ და ასევე გავიდეთ მათ მიღმა, ტრანსცენდენტულ მასალებამდე. რადგან, ძალიან მინდა გაგაგებინოთ, თუ რაზე მიუთითებს კვანტური მექანიკა, რომელიც ვერ გაგრძელდება თავისით სიმბოლური მეთოდით...

გაგრძელება იქნება...

მსგავსი სტატიები

ცეცხლზე სიარული ტაჰიტიზე


მონაკვეთი წიგნიდან - "Tahiti Days" მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წ...

იგდრასილი - შამანის კოსმოსი


(კენეტ მედოუზის წიგნიდან - “რუნების მაგია”) მთარგმნელი: მამუკა ...

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა


მთარგმნელი: მამუკა გურული ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – ს...

მათემატიკის სისტემა


შესავალი სიტყვა.. magma-ს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შემეცნება. შე...

გველისმჭამელი მინდიას მისტერია


ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff