კვანტური ფსიქოლოგია (ამონარიდები რობერტ ანტონ ვილსონთან ინტერვიუდან)

Admin
სხვადასხვა
0
0

ტრანსკრიბცია ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე დაახლოებით 1973 წლამდე, გარკვეული პერიოდი დარწ...

PICT

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

დაახლოებით 1973 წლამდე, გარკვეული პერიოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ შორეული კოსმოსიდან ვიღებდი გზავნილებს, მაგრამ მერე ერთმა ექსტრასენსმა მითხრა, რომ მე გამეხსნა არხი, რომელიც მაკავშირებდა ძველ ჩინელ ფილოსოფოსთან, ხოლო სხვა ექსტრასენსი მეუბნებოდა რომ, კონტაქტში შევედი შუასაუკუნეების ირლანდიელ ბარდთან. იმ პერიოდში ნევროლოგიის შესწავლა მქონდა დაწყებული და ვფიქრობდი რომ ჩემი მარჯვენა ნახევარსფერო ეურთიერთება ასე მარცხენას.

შემდეგ ირლანდიაში გავემგზავრე და იქ ორმეტრიანი თეთრი კურდღელი ვნახე, სახელად პუკა და ირლანდიური ნაწარმოები მასზე. ასე რომ ჩემს მიერ, ყველა მეტაფორის ინტერპრეტაცია დამოკიდებული იყო მათზე, ვისაც ველაპარაკებოდი იმაზე, თუ საიდან მაქვს ასეთი უცნაური გზავნილები. ჩემი ამგვარი გამოცდილებების საფუძველზე შევქმენი წიგნი, რომელიც მკითხველს ეხმარება ცხოვრების შეცვლაში. მაგალითად, ეს მე არ ვარ. ეს ორმეტრიანი თეთრი კურდღელია, კერის საგრაფოდან. ან, ეს მოდის ნებისმიერი ადამიანის მარჯვენა ნახევარსფეროდან. ჩვენ ერთმანეთისგან განგვასხვავებს მარცხენა ნახევარსფერო. მარჯვენა ნახევარსფეროთი ჩვენ, ყველანი ერთნი ვართ მორფოგენეტიკური ველით.იგივე კოლექტიური არაცნობიერით.

მე ჟურნალმა „სკეპტიკოსმა“ ფანატიზმში დამდო ბრალი, თუმცა როცა წავიკითხე ეს ჟურნალი, მივხვდი, რომ იქ ყველა ავტორი ფანატიკოსი იყო. (ფროიდის ნაშრომებში იხილავთ პროექციის მექანიზმის განმარტებას). ამათგან, ზოგი დემონებით შეპყრობილს მიწოდებდა, თუმცა ისინი უფრო ახდენენ შეპყრობილების ნიშნების დემონსტრირებას.

ვფიქრობ, რომ მე სარკესავით ვარ. ჩემი წიგნები სარკეა. იქ მაიმუნი თუ ჩაიხედავს, ფილოსოფოსის ანარეკლს ვერ დაინახავს. ჩემს წიგნებში, მე შიდა და გარე სამყაროების მცნებებს შორის სხვაობას ვშლი. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათი თავი სამყაროს შიგნით არის, მაგრამ მე ჩემს რამოდენიმე წიგნში დავანახე მათ, რომ სამყარო ჩვენს თავშია, თავი კი სამყაროს გარეთ. მაგალითად, ეს სტუდია უნდა იმყოფებოდეს ჩემს თავში, სხვაგვარად მე ვერ გავაცნობიერებდი მას. ჩემს თავში სტუდიის მოდელია, მოდელის შიგნით ჩემი მოდელია. ჩემი მოდელის ზემოთ, ჩემი თავია, მაგრამ ეს არ არის ჩემი რეალური თავი. ჩემი რეალური თავი, მოიცავს სტუდიას, სხეულს და ჩემი თავის მოდელს. ანალოგიური შემიძლია ვთქვა, მთელ სამყაროზე. სამყარო არის მოდელი ჩემს თავში, რომელიც იტევს ჩემი თავის მოდელსაც, ასე რომ, მე ორი თავი მაქვს. ერთი სამყაროს გარეთ და ერთი სამყაროს შიგნით, და ეს სრულიად გასაგები უნდა იყოს. ბერტრან რასელს თავის ექვსგანზომილებიანი გეომეტრიის წიგნში „ადამიანის ცოდნის ბუნება“ აქვს ამის მტკიცებულება.

რაც შეეხება სილოგიკურ ლოგიკას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის, რასაც ვაკვირდებით და შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, რისთვისაც გვაქვს კატეგორიები ჩვენს ენაში. ეს ცნობილია როგორც ანთროპოლოგიაში ვორფის ჰიპოთეზა, რომლის იდეაც უფრო ძველია და ეგუთვნის 18 საუკუნის ნეაპოლელ მოაზროვნეს, ჟან ბატისტ ვიკოს. მან ჩემზე დიდი გავლენა იქონია ჯეიმს ჯოისის მსგავსად. ჩემი წიგნები სავსეა ნეოლოგიზმით და მე ვიყენებ ენას, რომ გავცდე აღქმის ჩვევებს, რომლებიც განპირობებულია ჩვეულებრივი ინგლისური ენის ცოდნით. მე დავწერე წიგნი, „კვანტური ფსიქოლოგია“ სადაც არ არის ნახსენები სიტყვა „წარმოადგენს“. ასევე შეტანილი მაქვს ბეროუზის იდეები, სადაც არ არის ქვემდებარე და შემასმენელი. ჩემს წიგნში ზოგიერთ სიტყვას აქვს ხუთი სხვადასხვა მნიშვნელობა, რომელიც დამოკიდებულია თქვენს შეხედულებაზე წინადადებაში, ზუსტად ისევე, როგორც გააკეთა ჯოისმა წიგნში „ფინეგანის სამძიმარი“.

ყველაფერი ეს არის მცდელობა, გამოიყვანო მკითხველი სტროფების, სიტყვების, ხატების, სახეებიდან, რომლებიც ჩვენი წინაპრების მიერ ყალიბდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ ხომ სამყაროს ისე ვხედავთ, როგორც ის ჩვენმა წინაპრებმა აღგვიწერეს თავიანთ დროში. მათ ხომ არ უნახავთ ის სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მათ ხომ არ უცხოვრიათ კომპიუტერების, კოსმიური ხომალდების და სხვა, მათთვის უჩვეულო მოვლენების ეპოქაში.

მსგავსი სტატიები

ემოციების ბუნება


 თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ ...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

იგდრასილი - შამანის კოსმოსი


(კენეტ მედოუზის წიგნიდან - “რუნების მაგია”) მთარგმნელი: მამუკა ...

სად არის გრძობები და სად - აზრები?


ტრანსკრიფცია დიმიტრი ტროცკის ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინო...

ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი...

30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ


მთარგმნელი: ლიკა ფაჩულია წყარო იაპონია - ყველანაირი გადაზედმეტე...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

ჩვენი აზრები - მენტალური ღრუბლები


ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff