თავისუფლებაა, როცა შეგიძლია...

Admin
აზრები სხვადასხვა
0
0

anna1

ავტორი: ანა თოფურიძე

 

თავისუფლებაა,როცა შეგიძლია დასვა კითხვა რა არის თავისუფლება;
 
თავისუფლებაა,როცა შეგიძლია არ დაიჯერო არცერთი თეორია იმაზე თუ რა არის თავისუფლება;
 
თავისუფლებაა,როცა შეგიძლია მოძებნო თავისუფლება რელიგიის მიღმა;
 
თავისუფლებაა,როცა შეგიძლია აღიარო ჩარჩოების არსებობა და გაიხედო მის იქით;
 
თავისუფლებაა,როცა შეგიძლია დაინახო რომ ჩარჩოებს მხოლოდ თავადვე უწესებ თავს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაიწყო შემეცნება როდის გახდი საკუთარი ცხოვრების ციხის დარაჯი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო პასუხისმგებებლი საკუთარ ციხეზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო პასუხისმგებელი ციხის შიგნიდან გატეხვაზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აპატიო მშობლებს, რომ თავისივე იდეალებში გაგაზრდეს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აპატიო მშობლებს, რომ თავისივე შიშებში გაგზარდეს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიზარდო და დარჩე მარტო საკუთარ თავისუფლებასთან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიღვიძო და გააცნობიერო, რომ შენსა და ღმერთს შორის ეშმაკი არ დგას;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აღიარო, რომ მხოლოდ შენივე არჩევანი განსაზღვრავს შენს ცხოვრებას;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა შენს არჩევანზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიღვიძო და თავად აირჩიო დღეს როგორი განწყობით იცხოვრებ დღეს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შექმნა საკუთარი შინაგანი ამინდი და არ იწუწუნო ბუნებაზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გახვიდე წვიმაში, როცა წლების განმავლობაში იძახდი, რომ წვიმა არ გიყვარს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია სამსახურიდან დაბრუნებისას გადაუხვიო გზას და ახალი ქუჩები დაათვალიერო და სახლისკენ ახალი გზა იპოვო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაუგეგმავად იყიდო ბილეთი და წახვიდე სამოგზაუროდ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაუგეგმავად შეხვდე ადამიანს და წახვიდე მის სამყაროში სამოგზაუროდ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაუგეგმავად..
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაუგეგმავად...
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაუგეგმავად...
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შეისწავლო განსხვავებული კულტურა და აღფრთოვანდე მათი უნიკალური ისტორიით და ხელოვნებით;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აღიარო, რომ შენი სამშობლო მხოლოდ ერთ-ერთია და არა ერთადერთი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია წახვიდე სახლიდან და სამშობლოდან, ბოლოს და ბოლოს ამას ხომ თავად ბიბლია გვასწავლის;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იმოგზაურო და შეიმეცნო ყველაფერი რისკენაც გული გაგიწევს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაბრუნდე სახლში დაბრძენებული და გაძლიერებული და სხვა თვალით გადააფასო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ენდო სამყაროს და უფულოდ გაემგზავრო ქალაქგარეთ განდეგილი ბერის სანახავად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შეხვიდე ძვირადღირებულ რესტორანში და გასინჯო ორმოცდაათი ლარის ღირებულების ჭიქა ღვინო, როცა თვის ხელფასი სამასი ლარი გაქვს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ გქონდეს ფული და იგრძნო ბედნიერება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გქონდეს უამრავი ფული და იგრძნო ბედნიერება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია  შეხვიდე ფილმზე, რომელიც არც კი იცი რაზეა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია  არ იცოდე რა მოხდება ერთი საათის შემდეგ და ეს არ გაწუხებდეს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აღიარო რომ არაფერი იცი და სამყაროს შემოთავაზებული ყველა ცოდნის არის შეღება შეგიძლია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ოცდაათი წლის ასაკში პირველად მიხვიდე ცეკვის წრეზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ორმოცი წლის ასაკში პირველად მიხვიდე ფოტოგრაფიის შესაწავლად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ორმოცდაათი წლის ასაკში პირველად მიხვიდე საბრძოლო ხელოვნებაზე და ბავშვივით მოტივირებული და მონდომებული დადგე სენსეის წინ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია სამოცდაათი წლის ასაკში პირველად მიხვიდე მედიტაციაზე და გამოსცადო ახალი პრაქტიკა და შეიცნო შენი სხეულის შესაძლებლობები;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ოთხმოცი წლის ასაკში ხელში აიღო მობილური და ითამაშო შვილიშვილთან ერთად ვიდეოთამაში;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია სამოცდაათი წლის ასაკში გააკეთო ტიკ-ტოკი და იცეკვო სულელურ სიმღერაზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მიიღო ყოველი ახალი ტექნოლოგია და იდეა რასაც გაგაცნობენ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აღიარო რომ ძალიან ცოტა რამე გესმის და საკუთარ უცოდინარობას დასცინო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გამოიყენო ინტერნეტის უდიდესი რესურსი და მოძებნო ნებისმიერ კითხვაზე პასუხი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ყველა პრობლემა აქციო განვითარების ახალ ინსპირაციად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაუგო და აპატიო ყველა ადამანს, ვინც ცხოვრებაში გაწყენინა, აპატიო შენს თავსაც რომ ამდენი წელი გამოგონილი ტვირთით გამძიმებდა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შეიქმნა ახალი სასარგებლო ჩვევა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაარღვიო ახალი შექმნილი სასრგებლო ჩვევა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო ელასტიური გონებით და სხეულით;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ლოტოსის პოზიდან ადგე ხელების დაუხმარებლად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიქცე შუა ქუჩაში სადაც ყველა ნელა დადის;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაჩერდე შუა ქუჩაში სადაც ყველა გარბის;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ბრძოლა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აირჩიო ის ბრძოლა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია უარი თქვა ბრძოლაზე, რომლის მოგებაც საკუთარ თავზე გამარჯვებას არ მოგიტანს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ბოლო წუთამდე არ დანებდე და გამოიყენო ყველა რესურსი რაც გაქვს და არ იცოდი გქონდა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დანებდე, როცა შეგიძლია შეგიძლია გამარჯვება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაჩუმდე როცა იცი რა თქვა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აირჩიო არაფერი დაამტკიცო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შექმნა ნებისმიერი როლი და განსახიერო ის;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ მოექცე შენივე შექმნილი როლის ჩარჩოში;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გულწრფელად თქვა რა გეწყინა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მოისმინო რა ეწყინა შენგან სხვა ადამიანს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია თქვა რა გაგიხარდება და რა გსურს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მიიღო ყველა საჩუქარი ყველა ფორმაში რასაც სამყარო გაძლევს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მიიღო სხვისი სიყვარულის ენით გადმოცემული ზრუნვა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მიიღო კრიტიკა და გაითვალისწინო ის;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ მიიღო კრიტიკა და შეეკემათო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაწყვიტო ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია თქვა ის რისი თქმაც გეშინია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გეშინია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გამოხატო ის რაც არავის გამოუხატავს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია შექმნა ის რაც არავის შეუქმნია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო თავისუფალი და მიიღო სხვის თავისუფლება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო თავისუფალი შენივე გეგმებისგან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო თავისუფალი შენივე წარმოდგენებისგან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო თავისუფალი შენივე სურვილებისგან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაიკმაყოფილო სურვილი და არ შეიზღუდო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იყო რელური ნებისმერ დროს და არაა იდეალური ბიორბოტი, რომელიც შენ შექმენი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გამოხატო შენი თავი ახლებურად და მზად იყო მიიღო ახალი გამოხატვები გარემოსგან;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გააცნობიერო რომელმა შენმა არჩევანმა შექმნა შენი დღევანდელი რეალობა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიხსენო როდის აირჩიე პირველად და შეცვალო სურვილზე ან მიზანზე კონცენტრაცია;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია მოითხოვო სიყვარული იმ ფორმაში, რა ფორმაც შენთვის ყველაზე სასიამოვნოა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გასცე სიყვარული იმ ფორმაში, რა ფორმაც მისთვის ყველაზე სასიამოვნოა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ გასცე ბრძნული რჩევა როცა მეგობარი პრობლეაზე გიყვება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ თქვა „ხომ გეუბნებოდი..“;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ გქონდეს აზრი პოლიტიკაზე, სხვის ოჯახზე, სხვის გარეგნობაზე, ორიენტაციაზე და ცხოვრებაზე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გქონდეს შენი აზრი და პოზიცია სამყაროში ყველა მოვლენის მიმართ და გამოთქვა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ მოიქცე ისე, როგორც მშობლები გექცეოდნენ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ მოითხოვო ის სხვისგან რასაც შენს თავს სთხოვ;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია უარი თქვა ნებისმერ აქტივობაზე ერთი თვით;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ უყურო ფილმებს სამი თვე;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გააუქმო სოციალური ქსელი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გქონდეს ყველა სოციალური ქსელი იმის მიუხედავად თუ რა ითვლება ტრენდად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გააცნობიერო, რომ გონება მხოლოდ google_ია და ბავშობიდან ჩაწერილი Search history ალგორითმებით გთავაზობს სიახლეებს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაიძინო მშვიდად და უდარდელად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაიღვიძო მშვიდად და უდარდელად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია დაეხმარო ოჯახის წევრს და ახლობელს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ დაეხმარო ოჯახის წევრს არც ახლობელს და მისცე სივრცე თავად დაეხმაროს თავის თავს;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იცოდე გამოსავალი და სწორი გზა, მაგრამ არ ჩაერიო;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია არ იცოდე არც გზა და არც გამოსავალი, მაგრამ ცხოვრება გააგრძელო და ნაბიჯი გადადგა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია ჩაის დალევის და ჭიქის გარეცხვისგან მიიღო აწმყოში სრული სიამოვნება;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია განკარგო შენი დღის ყოველი წუთი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იცხოვრო ყოველი საათი ისე როგორც შენ ნამდვილად გინდა;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია გაანაწილო შენი დრო და ენერგია გაცნობეირებულად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია სრულად დათმო და სხვას მიუძღვნა შენი დრო და ენერგია გაცნობიერებულად;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია იგრძნო, რომ ცხოვრებას შენ ქმნი;
 
თავისუფლებაა, როცა შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა ყველა ქმედებაზე და შედეგზე რაც შენს ცხოვრებაში მომხარა, ხდება და მოხდება.

anna2

მსგავსი სტატიები

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში


მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

თითქოს სამყარო არ გყოფნის


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი გქონიათ ისეთ...

საქართველოს ყველა უბედურებისა და განუვითარებლობის მიზეზი


ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში შეუფასებელია. დამარცხებულ...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

ტრაკის როლი ქართულ მენტალობაში


ავტორი: მამუკა გურული ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff