პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი

Admin
სხვადასხვა
0
0

1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ქალებისთვის - მარჯვენა ხელი აჩ...

1. ხელის არჩევა

hands

ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ.

- ქალებისთვის - მარჯვენა ხელი აჩვენებს, რითი მოხვედით ამ ცხოვრებაში, მარცხენა კი აჩვენებს - რა დააგროვეთ ამ ცხოვრებაში (სადამდე მიხვედით).
- მამაკაცისთვის ყველაფერი პირიქითაა. მარცხენა ხელი აჩვენებს, რითი მოვიდა იგი ამ სამყაროში, ხოლო მარჯვენა აჩვენებს - რა მოიპოვა მან ამ ცხოვრებაში. ამრიგად, უფრო გონივრულია ქალისთვის მარცხენა ხელის ნახვა, მამაკაცისთვის - მარჯვენასი.


2. მთავარი ხაზები ხელისგულზე

hands2

- პირველი (1) ხაზი - გულის ხაზი. აჩვენებს ჩვენს ემოციებს, მგრძნობიარობას, სიყვარულის უნარს, რომანებს, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს, შემოქმედებას და ჩვენი გულის მდგომარეობას.

- მეორე (2) ხაზი - თავის ხაზი. აჩვენებს ჩვენი გონების, ინტელექტის, სწავლის უნარის, წერის ნიჭის, უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობებს, აზროვნების სიღრმეს. 

- მესამე (3) ხაზი - სიცოცხლის ხაზი. აჩვენებს მთელი ჩვენი ცხოვრების საერთო სურათს - ჯანმრთელობას, სიცოცხლის მიახლოებით ხანგრძლლივობას, ცხოვრებისეულ მოვლენებს, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლებს, ვადმყოფობებს, წარმატებებს. 

- მეოთხე (4) ხაზი - ბედის ხაზი. ესაა განსაკუთრებული ხაზი, რომელიც ყველა ადამიანს არ აქვს. იგი აჩვენებს, იქნება თუ არა მის ცხოვრებაში მოვლენები, რომლებზეც გავლენას ვერ მოახდენს.

3. მთავარი ბორცვები ხელისგულზე

hands3

- ვენერას ბორცვი - ცერა თითის ქვეშ. აჩვენებს ჰედონიზმისკენ, განურჩევობისკენ და სასწრაფოდ დაკმაყოფილებისკენ მიდრეკილებას. ამ ბორცვის არარსებობა მიუთითებს ოჯახური საკითხებისადმი ნაკლებ ინტერესზე. 

- იუპიტერის ბორცვი - საჩვენებელი თითის ქვეშ. აჩვენებს დიდებას, სახელს, სულიერებას, ფულად შენაძენებს, ხელმძღვანელის ნიჭს, მასწავლებლის ნიჭს, ცნობადობას, კანონთან ურთიერთობას, ადამიანის მორალს.

- სატურნის ბორცვი - შუა თითის ქვეშ. იგი გვაჩვენებს დისციპლინას, გამძლეობას, კონცენტრაციის, მორჩილების უნარს, ადამიანთა დიდ მასებთან ურთიერთობას, მნიშვნელოვან მოვლენებს ცხოვრებაში.

- მზის ბორცვი - არათითის ქვეშ. იგი აჩვენებს მამასთან ურთიერთობას, ჯანმრთელობას, სტატუსს.

- მერკურის ბორცვი - ნეკა თითის ქვეშ. იგი აჩვენებს ფულის გამომუშავების უნარს, ინტელექტუალურ უნარებს, კომუნიკაციისა და განათლების უნარებს, ცხოვრებისეულ წარმატებებს, მიდრეკილებას სწავლისკენ.

მოცემული ინფორმაცია არ ეფუძნება მეცნიერებას. და თქვენი ხელებიც, როგორც იცით, დროთა განმავლობაში იცვლება. ნუ განეწყობით ამ ინფორმაციის მიმართ ზედმეტად სერიოზულად.

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო 

მსგავსი სტატიები

გოგონა, რომელიც მატრიცას ხედავს


ტრანსკრიბცია ანა შაგუნოვას ვიდეოდან მთარგმნელი: ანა თოფურიძე არ...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შამანი, და ვინ მოუტანა მას წარმატება?


ავტორი: მამუკა გურული სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მივიქციე ბევრი თ...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

ოშო - მღვდლების შესახებ


  ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია" მთ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (4)


  ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (2)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

კომპლიმენტები, რომლებითაც ადამიანებს გააღიმებთ


ავტორი: ანა თოფურიძე სიძულვილის ენის ეპოქაში, სადაც ყოველ დღე ტე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff