10 youtube-არხი, რომელიც ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერიოდში, როცა მსოფლიო თვითიზოლაცია...

arxe

ავტორი: ანა თოფურიძე

კაცობრიობის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერიოდში, როცა მსოფლიო თვითიზოლაციაშია და უმეტესობა ინტერნეტს ვართ მიჯაჭვულები, კვლავ დავდექით არჩევანის წინაშე. ვიკითხოთ ნეგატიური საგანგაშო სტატისტიკები და ამბები ვირუსზე და შიშები გავუზიაროთ ერთმანეთს და დავრჩეთ სახლში გამოკეტილი მსხვერპლის პოზიციაში თუ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო და გავიცნოთ სასარგებლო და ახალი ადამიანები და ინფორმაციები რაც განგვავითარებს, რომ ეს დეპრესიული იზოლაცია შემეცნების და განვითარების ახალ ეტაპად ვაქციოთ. მე პირადად Facebook და Instagram _ ს უკვე მინიმალურად ვიყენებ და მთელს ამ თავისუფალ დროს იუთუბიდან სწავლას ვუთმობ. ამიტომაც გაგიზიარებთ სხვადასხვა კონტენტის ათ საყვარელ არხს, რომლებსაც წლებია ვუყურებ და ვთვლი გაამრავალფეროვნებს თქვენს მინიმუმ ვირტუალურ ცხოვრებას და მაქსიმუმ პიროვნული პოზიტიური ცვლილებებისკენ გიბიძგებთ..

1. Spirit Science
არხი სხვადასხვა სულიერ მეცნიერებებზე, ბიოენერგეტიკაზე,უძველეს ცოდნებზე და რელიეგიებზე, მითოლოგიაზე, უცხო პლანეტელებზეა. სანახაობრივად კარგს, მას ის ხდის, რომ ყველაფერი ანიმაციურია და სასაცილო რობოტის ხმა გესაუბრებათ.

2. Jonna Jinton
არხი საოცარ შვედ არტისტს გოგონაზე, რომელიც განდეგილად ცხოვრობს ბუნებასთან ჰარმონიაში, იღებს საოცარ ფოტოებს, მღერის, ხატავას და გვჩუქმნის ლამაზ ვიდეოებს თავის ზღაპრული ცხოვრებიდან. გვიყვება გამოცდილებებზე.

3. Moojiji
იამაიკელი სულიერი მასწავლებელია, კაცი, რომელიც ანათებს სიმშვიდით და საუბრობს ადამიანებისთვის სადარდებელ ყველა თემაზე. ვიდეოები ასახავს მის როგორც პირად ასევე საზოგადო ლექციებს. მიყვარს მისი ბედნიერებით გაბრყინებული სახე, იუმორი და სიბრძნე, რომელსაც მუდამ სიმშვიდით გადმოსცემს..

4. MindSmash
ამ არხის მიმართულება კი საბრძოლო ხელოვნების და ბრძოლების მიმოხილვაა. ალბათ მეტად საინტერესო იქნება მამაკაცებისთვის, თუმცა შეიძლება ქალბატონებისთვისაც, მე პირადად სიამოვნებით ვუყურებ ყველა ამ სამოტივაციო ვიდეოს, სადაც არის ბრძოლა, აზროვნება, გამარჯვება და მებრძოლის ფსიქოლოგია და კაცობრიობის ყველა დიდი მებრძოლის და მოაზროვნის ფიგურა. ბრუს ლი, მუდამედ ალი, ნიკოლა ტესლა თუ აინშტაინი. ამ არხის ავტორი ახერხებს გააერთიანოს ეს ყველაფერი და ძლიერი კონტენტის ვიდეოებად გადმოგცეთ.

5. Proko
პროკო ხატვის მასწავლებელია, რომელიც იუმორით გასწავლით ვიდეოს ათ და თხუტმეტ წუთში იმას, რასაც სამსახტვრო სკოლები თვეები უნდებიან და მაინც ზუსტად ვერ გადმოგვცემენ. პროკოს ყავს ასისტენტი 3D მეტიჩარა ჩონჩი, რომელიც ხან ხელს უშლისხოლმე გაკვეთილში ხან ეხმარება. ის ასევე იწვევს მსოფლიოს საუკეთესო მხატვრებს და ილუსტრატორებს მხატვრობაზე საუბრებისთვის, აქვს ონლაინ კონკურსები.

6. Teal Swan
მატილდა სკოტს ამერიკელი სულიერი მასწავლებელია, წიგნების ავტორი და ცნობილი ფიგურა ინტერნეტ სივრცეში. არ დაგაბნიოთ იმან რომ ძალიან ლამაზი ქალბატონია და სექსუალურად და გამომწვევად აცვია, პირიქით ის სტერეოტიპებს არღვევს თავის უნიკალური ჩაცმულობის სტილით. მატილდა ხედავს ადამიანების ენერგეტიკულ ველებს, ხედავს მომავალს, დეტალურად ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემების შესახებ და განიხილავს ძალიან ბევრ თემას სრულიად განსხვავებული ახალი პერსპექტივით. მე პირადად წლებია ამ გოგოს ვუსმენ და ბევრ რამეში დამეხმარა. ავღნიშნავ რომ 2020 წლის მოვლენებზე გამაფრთხილებელი ვიდეო რომელიც იანვარში გააკეთა, ზუსტად ეხმიანება დღევანდელ მდგომარეობას.

7. Sorelle Amore
სორელ ამორე ფოტოგრაფია, ძალიან მხიარული და ძალიან კეთილი. ფოტოების მოყვარულებისთვის საუკეთესო მრჩეველი გახდება. თუ მოგწყინათ ერთი კუთხიდან გადაღებული მსგავსი სელფები, გირჩევთ ამ გოგონას სწავლებებს გაეცნოთ. იძლევა პროფესიონალურ, მრავალფეროვან იდეებს და თავის მაგალითზე გაჩვენებთ როგორ გადაიღოთ განსხვავებული და ლამაზი ფოტო.

8. 李子柒 Liziqi
ეს არხი არის მედიტაცია სილამაზე, ბუნება, სოფელი, კულინარია, ქალი, ხელოვნება. ყველაფერი ერთად. ეს ჩინელი არტისტი გოგონა აკეთებს საჭმელებს, ქსოვს, კერავს, ჩეხავს შეშას, თავის ხელით აკეთებს საქანელას და მაგიდას, წურავს სასმელებს ცოცხალი ხილისგან და ამ ყველაფერს ულამაზესი მონტაჟით გადმოგვცემს. მისი ყურება სულიერად გამშვიდებს და ბუნებას მეტად გაყვარებს.

9. Every Frame a Painting
„ყველა ჩარჩო ნახატია“, თავად არხის სახელი გვეუბნება სათქმელს. აქ განიხილავენ კინემატოგრაფიაში შექმნილ ულამაზეს კადრებს და იმ ყველაფერს თუ როგორ შეიქმნა ის, რატომ არის კადრი კარგი და რატომ ვერ ამართლებს კონრეტული რეჟისორული ხერხი. ვიზუალური სიამოვნების გარდა, ყოველი ვიდეო რაღაც ახალს გასწავლით.

10.Mr. Freeman
ფრიმანი კი ამასობაში ალბათ უკვე ათი წლისაცაა. ეს გენიალური რუსული პროექტია, ანიმაციური კაცუნა რომელიც სატირული იუმორით გეუსაბრება რეალობაზე. გაფიქრებთ სიკვდილზე, სიცოცხლეზე, თქვენს უმოქმედობაზე და ზომბირებაზე. ის გასხივოსნებული არსებაა მოსული კაცობრიობასთან, რომ შეაჯანჯღაროს და გამოაღვიძოს. ფრიმანი საცვალს ხდის თქვენს ეგოს და სარკეში გახედებთ როგორი ჭუჭყიანები და დასაბანები ხართ. სამწუხაროდ მაყურებლის უმრავლესობა კონტენტით კაიფობს, იმის მაგიერ, რომ რაღაც რეალურად შეცვალოს, რაზეც თავად პერსონაჟიც ბრაზდება ანიმაციებში, თუმცა ისევ ფრიმანის ყურება სჯობს სხვა ფსიქიკისთვის საზიანო რამის ყურებას.. ვიდეოები სავსეა სიმბოლიზმით, მხატვრული მიგნებებბით და დასამახსოვრებელი ფრაზებით.

ბოლოსთვის ჩემი საყვარელი თამაში შემოვინახე, ეს youtube არხი არაა, მაგრამ ინტერაქციული ძალიან კარგი საიტია. ყველამ იცის, რომ ჭადრაკი საერთაშორისო საუკეთესო ინტელექტუალური თამაშია, რომელსაც მეცნიერებასაც უწოდებენ და ხელოვნებასაც. ძველ დროში ჭადრაკს რაინდთა სკოლებში ასწავლიდნენ, რადგან ის აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. არაა აუცილებელი ტურნირებში თამაში, უბრალოდ ჭადრაკის ცოდნა, გაგიმრავალფეროვნებთ ცხოვრებას და თქვენს გონებას გააჯანსაღებს. ამ საიტზე, ფიგურების სვლებიდან დაწყებული ყველა საბაზისო ტექნიკებს გასწავლიან, სრულიად უფასოდ და თან სახალისოდ. შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დიზაინი, დაფის ფერი, ფიგურის ფორმა, ყოველი ამოხსნილი მაგალითი საზეიმო მუსიკით ჯილდოვდება, ასევე შეგიძლიათ ეთამაშოთ როგორც კომპიუტერს, ასევე ონლაინ მეტოქე იპოვოთ. საიტი არის უფასო, კომფორტული და მომხმარებელზე კარგად მორგებული, ამ იზოლაციის მოკლე დროში შეძლებთ დაეუფლოთ კაცობრიობის ერთ-ერთ მშვენიერ გამოგონებას.
lichess.org

და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ მაგმას იუთუბ არხი. 

მსგავსი სტატიები

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

ჰოპონოპონო


ავტორი: Ihaleakala Hew Len მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი რა არი...

კვანტური ფსიქოლოგია (ამონარიდები რობერტ ანტონ ვილსონთან ინტერვიუდან)


ტრანსკრიბცია ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე დაახლოებით 1973 ...

პალმისტრი - გულის ხაზის ინტერპრეტაცია


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ამ ხაზის წაკითხვა ორივე მიმართულე...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff