ოშო - მღვდლების შესახებ

Admin
სხვადასხვა
0
0

  ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია" მთელი ქრისტიანული თეოლოგია სულელ...

 1111122222

ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია"

მთელი ქრისტიანული თეოლოგია სულელურ იდეებზეა დაფუძნებული. მისთვის რელიგიის დარქმევა უბრალოდ აბსურდია. იესო შობილია ქალწული მარიამისგან, ქალწული დედისგან. მთელი მედიცინის მეცნიერება ეწინააღმდეგება ამას, ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს ერთ-ერთი საფუძველია. თუ მას ადგილს შეუცვლით, ქრისტეს მთელი შენობა ჩამოინგრევა. 

მათ არ მიუციათ მსოფლიოსთვის ცნობიერების ამაღლების არცერთი მეთოდი. მათ არ წარმოუშვიათ გამოღვიძებული და გასხივოსნებული ადამიანები, მაგრამ შვიდას მილიონიანი მრევლი ჰყავთ. ეს ადამიანები სავსენი არიან აბსურდული რწმენებით, და მიუხედავად იმისა, რომ თვალები გააჩნიათ, ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ყურები გააჩნიათ, არ ესმით. და თუ რამეს იტყვით, მაშინვე ჯვარს გაცვამენ. ისინი ქრისტეს ჯვარცმის წინააღმდეგ არიან, მაგრამ ნებისმიერ მომენტში მზად არიან თქვენ გაცვან ჯვარს, თუ სიმართლეს იტყვით. 

ერთ-ერთ ჩემს საუბარში მე ვთქვი, რომ წმინდა ბიბლია - მსოფლიოში ყველაზე არაწმინდა წიგნია, რადგან მისი მთელი ხუთასი გვერდი სუფთა პორნოგრაფიისგან შედგება. ჩემმა ერთმა ამერიკელმა მეგობარმა, როცა ეს გაიგო, მართლაც შეაგროვა ეს ხუთასი გვერდი და წიგნი გამოსცა სხვა სახელწოდებით. და ახლა მე ცნობა მივიღე კაშპურის სასამართლოდან, ჩემს წინააღმდეგ ათმა ქრისტიანულმა თემმა აღძრა საქმე, თითქოს მათ რელიგიურ გრძნობები შევლახე. 

არ შემიძლია დავიჯერო, რომ ისინი ასეთი ბრმები არიან. თუკი რამე ლახავს თქვენს რელიგიურ გრძნობებს, ეს სწორედ თქვენი ბიბლიაა, მე ამას ვერაფერს მოვუხერხებ. მთავრობას უნდა უთხრათ, რომ ბიბლია აკრძალონ, ან იარლიყი მიაკრან და პორნოგრაფიულ ლიტერატურას მიაკუთვნონ. 

მე თავად არაფერს ვამბობ. ეს ხუთასი გვერდი - აი, ისინი, ბიბლიაშია, და ამ ათ თემს თავის ბიბლიაში უნდა ჩაეხედა, რათა დაენახა, რაზე ვსაუბრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოზე ბრიყვებად გამოჩნდებიან. 

ახლა ისინი ყოველ ქვეყანაში აკეთებენ იმის აგიტაციას, რომ ჰომოსექსუალიზმი მძიმე დანაშაულად აღიარონ. და ყველამ იცის, რომ პაპი პავლე მეექვსე ჰომოსექსუალი იყო. სანამ პაპი გახდებოდა, იგი მილანის კარდინალი იყო. მას გამუდმებით ხედავდნენ თავის მეგობართან - ახალგაზრდა, ლამაზ მამაკაცთან ერთად... და ის მაინც გახდა პაპი. და როცა პაპი გახდა, მისი მეგობარი ვატიკანში მიიწვიეს მდივნად. ჩვეულებრივ მდივანი ქალი ხდება ხოლმე მეგობარი გოგო, აქ ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ იგივე ისტორია...

...პავლე მეექვსის შემდეგ, რომელიც ჰომოსექსუალი იყო, მოვიდა იოანე პავლე პირველი. ეს იყო ჭკვიანი და ლიბერალი ადამიანი, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ ძიებაში გადაეცათ კარდინალები და ეპისკოპოსები, რომლებიც მასონთა ლოჟას ეკუთვნოდნენ, და რომლებიც კათოლიკური ეკლესიის მიერ მოკვეთილ იყვნენ.

ამ მასონური ლოჟის წევრები მსოფლიოს მხოლოდ ყველაზე დიდი ადამიანები არიან. ისინი გააძევეს ქრისტიანობიდან. ვერცერთი ქრისტიანი მღვდელი, ეპისკოპოსი ან კარდინალი, ან ნებისმიერი, ვისაც ოფიზიალური პოსტი უკავია, ვერ იქნება მასონური ლოჟის წევრი, რადგან მათი საიდუმლო რიტუალები სექსუალური ორგიებისგან და ყველა შესაძლო საზიზღრობისგან შედგება. იოანე პავლე პირველმა განკარგულება გასცა, რომ გამოძიება დაეწყოთ ეპისკოპოსებზე და კარდინალებზე, რომლებიც ამ ლოჟის შემადგენლობაში შედიოდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ვატიკანის მრავალი მაღალი პოსტი მასონებს ეკავათ. პაპმა მათი ყველას პოსტებიდან განთავისუფლების ბრძანება გასცა.

ხედავთ, ამ პირფერობას? ამ ადამიანებმა კანონი გამოსცეს, რომ ვერცერთი ქრისტიანი მღვდელი ვერ იქნებოდა მასონური ლოჟის წევრი, მაგრამ თავად ვატიკანში, კარდინალები, ეპისკოპოსები და არქიეპისკოპოსები აღმოჩნდნენ მასონური ლოჟის წევრები. იოანე პავლე პირველმა ბრძანება გასცა, რომ პოსტებიდან გადაეყენებინათ ისინი, და მთელი კათოლიკური იერარქია და ბიუროკრატია აღდგა ამ ინტელექტუალური ადამიანის წინააღმდეგ. მთელი ქრისტიანობის მანძილზე, იგი, შესაძლოა ერთადერთი პაპია, რომელიც ინტელიგენტურობას, გარკვეულ გაგებას ფლობს.

ამავდროულად მან ჩაატარა გამოძიება ვატიკანის ბანკზე, და გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს ბანკი ხარჯავდა ასობით მილიონ დოლარს, ყოველ წლიურად მიღებულს ჰეროინის გაყიდვის შედეგად.

ასეთები არიან თქვენი რელიგიური დაწესებულებები. თავად ვატიკანის ბანკი, რომელიც პაპის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მაფიის უდიდესი ორგანიზაციაა. ჰეროინის გაყიდვით ასეულობით მილიონი დოლარი შემოსდით, ისინი კი ნარკოტიკების წინააღმდეგ ქადაგებენ.

მან ასევე გამოაცხადა შეკრება, რათა ეთქვა, რომ ეკლესიამ უნდა შეუწყოს ხელი შობადობის კონტროლს. ის მართლაც მოაზროვნე ადამიანი იყო, მას სურდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისთვის „კათოლიკური აბები“ დაერქმია. მაგრამ სანამ ერთი ეს ბრძანება მაინც შესრულდებოდა, იგი მკვდარი იპოვეს საეჭვო ვითარებაში.

იგი მოკლეს. ვატიკანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გულის შეტევა იყო, მაგრამ ეს სრული სიცრუეა, რადგან მისმა პირადმა ექიმმა თქვა, რომ მას მშვენიერი გული ჰქონდა, იგი არასოდეს შეუწუხებია გულს, არასოდეს. და რაც ყველაზე მთავარია, მისი პირადი ექიმი არ იყო მიწვეული. ამის ნაცვლად, ვატიკანის მთავრობამ ბრძანა, რომ დაუყოვნებლივ მოეხდინა სხეულის ბალზამირება, მის პირად ექიმს კი სხეულის, მკვდარი სხეულის დათვალიერება აუკრძალეს. მათ ასევე ნეკროლოგიც აკრძალეს.

მისი სიკვდილის მოწმობა არ გაუციათ. დღესაც კი, ოფიციალურად იგი ცოცხალია, რადგან მისი სიკვდილის მოწმობა არაა გამოცემული.

ბალზამირების შემდეგ გაკვეთა ჩაატარეს. მაგრამ ბალზამირების შემდეგ, სხეულიდან მთელი სისხლის ამოღების და მისი ქიმიკატებით გაჯერების შემდეგ, უკვე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მოხდა. მაგრამ მთელი სიტუაცია ძალიან ცხადია: ამ საქმეში განდობილები ამბობენ, რომ როცა სხეული აღმოაჩინეს, ხელში მას ეჭირა ქაღალდები, რომლებზეც თავისი უკანასკნელი ნება დაწერა.

როდესაც ღამით მიხვდა, რომ მოწამლულია, როცა იგრძნო, რომ კვდებოდა, იგი ალბათ ეცადა, რომ თავისი უკანასკნელი ნება დაეწერა, ან შესაძლოა ეცადა აღეწერა, თუ რა დაემართა, რა გაუკეთეს. მაგრამ ყველა ეს ქაღალდი წამლის აბთან ერთად უცნაურად გაქრა.

ვარაუდობენ, რომ მათ წამალში გაურიეს საწამლავი, და მან შხამი დალია, მაშინ, როცა ფიქრობდა, რომ წამალს სვამდა. როცა საწამლავმა მოქმედება დაიწყო, მას, როგორც ჩანს, უნდოდა დაეწერა თავისი უკანასკნელი ნება, და ასევე დაეწერა, რომ როგორც ჩანს მოწამლეს და კვდებოდა. ადამიანებმა, რომლებმაც ის პირველად აღმოაჩინეს, დაინახეს, რომ მას ხელში ქაღალდები ჩაებღუჯა.

და რაც ყველაზე საოცარია, მანამ, სანამ სხეულს იპოვნიდნენ, უკვე გაცემული იყო სხეულის ბალზამირებისთვის საჭირო განკარგულებები, რადგან ადამიანებმა, რომლებიც შეთქმულებაში მონაწილეობდნენ, გაითვალისწინეს, რომ დილით ბალზამირება იქნებოდა საჭირო, ასე რომ, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.
ეს არ იყო უბედური შემთხვევით სიკვდილი.

მისი მემკვიდრე გახდა პაპი იოანე პავლე მეორე. ესაა პოლონელი, რომელმაც აკრძალა შობადობაზე კონტროლის ყველა მეთოდი, გარდა პერიოდული თავშეკავების მეთოდისა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ვატიკანი ფლობს კომპანიას, რომელიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს აწარმოებს. მან ასევე გააუქმა ეკლესიის წესი, რომელიც თავისუფალი მასონების წევრობას კრძალავდა. მან დააწინაურა მარკინუსი, ვატიკანის ბანკის დირექტორი - არქიეპისკოპოსის პოსტამდე და პირადი ჯგუფის წევრად აქცია იგი. ეს ადამიანი ბანკში ჰეროინის მაფიით მოპოვებულ მთელ ფულს ატარებს.

1982 წელს არქიეპისკოპოსი მარკინუსი ჩათრეული აღმოჩნდა უზარმაზარ ფინანსურ სკანდალში, მას შემდეგ, რაც იტალიურმა ბანკმა კრახი განიცადა. მისი ერთ-ერთი კომპანიონი ლონდონის ხიდის ქვეშ ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეორე კომპანიონი, რომელიც ციხეში პოლიციის კომისარის მკვლელობისთვის იჯდა, მოკვდა, მას შემდეგ, რაც ციანიდიანი ყავა დალია. ეს ადამიანები შეიძლებოდა, რომ არქიეპისკოპოს მარკინუსის წინააღმდეგ მოწმენი ყოფილიყვნენ, ამ ორმა ყველა საიდუმლო იცოდა, და ორივე მოკლეს.

გამოვიდა ბრძანება არქიეპისკოპოსის დაპატიმრების შესახებ. ვატიკანი ცალკე სახელმწიფოა სულ რაღაც რვა კვადრატული მილის ფართობით, მაგრამ იტალიის ხელისუფლებას არ აქვს მის საქმეებში ჩარევის უფლება. და პაპმა ეს ადამიანი ვატიკანში შეიფარა, დაპატიმრების ბრძანება კი გარეთ ელოდებოდა. ასეთები არიან თქვენი რელიგიური ადამიანები.
პოლონელმა პაპმა ასევე მკაცრი განაჩენი გამოუტანა მღვდლებს მთელ მსოფლიოში მათი პოლიტიკაში ჩარევისთვის, მაგრამ თავად ასი მილიონი ვატიკანის ფული გაუგზავნა პოლონეთში ჯგუფ „სოლიდარობას“, რომელიც კომუნისტურ მთავრობას ებრძოდა.

მე რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგი ვარ, რადგან იმ მომენტში, როცა რაღაც ორგანიზებული ხდება, იგი საკუთარ მანკიერ ინტერესებს იძენს. რელიგია დავიწყებულია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაც ხდება. ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების ძიება თქვენს სრულ ჩართულობას მოითხოვენ, ამას სხვა არაფერი არ უნდა დაუდგეს გზაზე. 

ორგანიზებული რელიგია ციხე ხდება. იგი მზა დოქტრინებს გაძლევთ, და თქვენს ერთადერთ ფუნქციად ისღა რჩება, რომ ირწმუნოთ ისინი - მიუხედავად იმისა, არიან თუ არა გონივრულნი და ლოგიკურნი. თქვენ არ გაძლევენ უფლებას, რომ თავად განიცადოთ რაღაც, რადგან - ვინ იცის? - თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ რაღაც, რაც ოფიციალურ დოქტრინას შეეწინააღმდეგება.

მაგრამ ოფიციალური დოქტრინა ვერ გახდება თქვენი გასხივოსნება. ოფიციალურ დოქტრინას შეუძლია გაგხადოთ მეცნიერი, ერუდირებული, მაგრამ იგი ვერ გაგხდით ბრძენს, ვერ გაქცევთ ინტუიტიურად, ვერ მოგცემთ ღმერთის გაცნობიერებას.

მსგავსი სტატიები

მზის შვილები


ავტორი: ანა თოფურიძე იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

ოშო - ომის და მშვიდობის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია" (მზ...

რატომაა ტრადიციული სკოლა უსარგებლო


მთარგმნელი: მაქსიმე ქავთარაძე წყარო ამჟამინდელ ინტერვიუში, გამო...

აღმოაჩინე შვიდი


ავტორი: ანა თოფურიძე ყოველი დღე ახალი რეალობაა და შანსი რაღაც ახ...

ოშო - მღვდლების შესახებ


  ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია" მთ...

ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი


კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (4)


  ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბ...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff