კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (4)

Admin
სხვადასხვა
0
0

  ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდეოდან ნაწილი მეოთ...

 

consciousness

ავტორი: ლეო გურა

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

ნაწილი მეოთხე

"ფიზიკოსი, ეს უბრალოდ ატომის მიერ საკუთარი თავის ხედვაა" - ნილს ბორი.

"ღმერთია, ის რადაც გონება იქცევა მას შემდეგ, რაც ჩვენი გაგების შკალას გასცდება." - ფრიმენ დაისონი

ძალიან ცოტამ იცის, რომ კვანტური მექანიკის დამფუძვნებლები, უმეტესწილად მისტიკოსები და იდეალისტები, ანტი-რეალიზმისადმი დიდი სიმპათიით განწყობილნი იყვნენ. მათ გონებაში კვანტურიმა მექანიკამ და ადრეული მე-20 საუკუნის აღმოჩენებმა მთლიანად გაანადგურა მექანიკური მატერიალისტური სამყაროს ცნება. მათი ნაწერები შოკისმომგვრელია. მათი მისტიციზმისადმი სიმპათია განმაცვიფრებელია, ზოგიერთმა მათგანმა ვედანტა და ბუდიზმიც კი აიღო და მათი საფუძვლიანად შესწავლა დაიწყო. მე ვსაუბრობ, კვანტური მექანიკის დამფუძვნებლებზე, ნილს ბორიდან დაწყებული, რომლის მისტიციზმიც უზარმაზარია, ასევე ვერნერ ჰაიეზენბერგი და შროდინგერიც მისტიკოსები გახლდნენ, მაქს პლანკი, არტურ ედინგტონი, ვოლფგანგ ფალი, ალბერტ აინშტაინი, რომლის მისტიციზმისადმი ღიაობა საკმაოდ ცნობილი იყო, ჯეიმს ჯინსი, დეივიდ ბოუმი, ჯონ არჩიბალდ ვილერი, ფრიმენ დეისონი და ნაკლები დონით რიჩარდ ფეიმენი, მას მისტიკოსს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ის რაციონალური ადამიანი იყო, რომელსაც რაციონალიზმის შეზღუდულობა ესმოდა. ამ ადამიანების შესახებ საინტერესოა ერთი რამ: ისინი გამორჩეული მეცნიერები იყვნენ, განსაცვიფრებელი აღმოჩენები შემოგვთავაზეს, ნობელის პრემიები მიიღეს, მათ თეორიებზე დაყრდნობით უამრავი იმ ტექნოლოგიათაგანია შექმნილი რომლებსაც დღემდე ვიყენებთ და ამავე დროს ისინი ღრმა ფილოსოფოსები, მოზაროვნეები, რადიკალურად გონებაგახსნილები იყვნენ. ეს ხალხი კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციებზე ნამდვილად ღელავდა.

კვანტურ მექანიკას მხოლოდ რაიმეს მიღებისათვის პრაგმატულ ხელსაწყოდ არ განიხილავდნენ. ისინი გენიოსები იყვნენ, ფაქტიურად პოსტრაციონალები გახდნენ და კარგად ესმოდათ რაციონალიზმის შეზღუდულობა, რაც ძალიან ბევრი აკადემიკოსი დღეს აღარ ესმის. ისინი ძალიან მგრძნობიარე ინტუიციური მოაზროვნეები იყვნენ და ფაქტიურად სწორედ ამ ინტუიციურობისა და რაციონალობის ზღვრების გადალახვის შესაძლებლობის წყალობით, შეძლეს გარღვევების გაკეთება. რისთვისაც რადიკალური გონებაგახსნილობაა საჭირო, და იყვნენ კიდეც უმეტესწილად გონებაგახსნილები მაგრამ, მაინც არასაკმარისად, არაიდეალურად გონებაგახსნილები. ეს ხალხი საკმაოდ შორს წავიდა, მაგრამ როგორც მე ვხედავ არცერთი მათგანი, ფაქტიურად გასხივოსნებული არ ყოფილა. მრცხვენია ამის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად არცერთს უშუალოდ არ გამოუცდია რეალობის წარმოშობის მიზეზის წყარო და წარმომავლობა. ეს, უდაოდ, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე დიდი აღმოჩენა იქნებოდა. თუმცა, რომც გამოეცადათ ჯერ ვერც ისაუბრებდნენ ამაზე და მეორეც ისინი ამგვარად ნამდვილი მისტიკოსები გახდებოდნენ, რაც მათი მეცნიერების ტერიტორიიდან გამოძევებას გამოიწვევდა. რადგან მეცნიერება ტრადიციულია, ორთოდოქსული, ბიუროკრატიული სისტემა, თუ ამ ჩარჩოს ძალიან გაცდები ვერ იქნები მიღებული, შეგიძლია ცოტათი გასცდე ჩარჩოს, მაგრამ არა ძალიან.

ამგვარად, ვაპირებ წარმოგიდგინოთ ამ ადამიანების ციტატები რომლებიც განგაცვიფრებთ, ამიტომ ბოლომდე დარჩით ჩემთან. სანამ ამაზე გადავიდოდე, ნება მომეცით ერთი რამ ავღნიშნო: კვანტურ მექანიკაში ეპისტემოლოგიის მნიშვნელოვნება, კვანტური მექანიკა მხოლოდ თეორეტიკული ან ფიზიკური თეორია არ იყო, ის მოიცავდა თვითონ ცოდნას, ეპისტემოლოგია ცოდნას სწავლობს, ასე რომ ეპისტემოლოგიაში ყველაზე დიდი პრობლემა არის თუ როგორ ვიცით ყველაფერი, როგორ უნდა ვენდოთ იმას რაც ვიცით, რას ვიყენებთ გასამართლებისა და დასაბუთების კრიტერიუმად, როგორ შეიძლება საერთოდ ნებისმიერი სახის ცოდნის დასაბუთების არსებობა, საერთოდ რას ნიშნავს იცოდე რაიმე, როგორ არის საგანი ცნობილი, როგორ არის შესაძლებელი საგნის, ობიექტის არსებობა იქ და საგნის, სუბიექტის აქ და რომ სუბიექტი იგებს ობიექტს. როგორ არის ეს შესაძლებელი? რომელი ფიზიკური მექანიზმით მუშაობს ეს. ეს ძალიან ღრმა შეკითხვაა, და მასზე პასუხი მარტივი არ არის, რადგან პასუხი უცნაური მარყუჟია, მაგრამ მთელი ამ ციტატებით, რომლებსაც წარმოგიდგენთ, თქვენ დაიწყებთ დაინახოთ, რომ ეს თემა კვლავ და კვლავ იბრუნებს, რადგან ეს ეპისტემოლოგიის ბირთვული პრობლემაა. და ნახავთ რომ ამ მეცნიერებს თავიანთი აღმოჩენის შედეგების ეპისტემოლოგიასა და მეტაფიზიკასთან კავშირი ესმოდათ.

Niels Bohr

ასე რომ დავიწყოთ: 

პირველად წარმოგიდგენთ ნილს ბორს, კვანტური მექანიკის ძალიან ადრეულ მამას. კვანტური მექანიკის განვითარებაში მას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, ყველაფერი გარკვეულწილად, მის ადრეულ ნაშრომებზეა დაფუძნებული, მან თქვა:

"როცა ფარდობითობის თეორიით მოცემული სამყაროს სურათის დასასრული, უკვე ძირითად მეცნიერულ ცნობიერებაში შთაინთქა, მსგავსი მაშტაბის შემთხვევა, კვანტური მექანიკით გაშუქებული ცოდნის პრობლემის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით ძნელად თუ აღინიშნება." მან ასევე თქვა: "იზოლირებული მატერიალისტური ნაწილაკები აბსტრაქციებია. მათი თვისებაა იყვნენ განსაზღვრული და დაკვირვებადი, მხოლოდ სხვა სისტემებთან ინტერაქციით." ჩემი კომენტარი ამ საკითხზე: ხედავთ ის ხაზს უსვამს, რომ ატომური ნაწილაკის ცნება, რომელიც ქმნის სკამს, პიროვნებას, კატას თუ ხეს, ეს სინამდვილეში კონცეპტუალური კონსტრუქციაა, არ არსებობს მსგავსი ნაწილაკები, ამ ნაწილაკების არსებობა მხოლოდ მათი სხვა სისტემასთან ინტერაქციის დროს შეგიძლიათ დაუშვათ. ამგვარად, კვანტური მექანიკა რეალობის ჰოლისტიკურ ბუნებას ააშკარავებს ჩვენთვის. რეალობას უბრალოდ პატარა ნაწილებად ვერ დაყოფთ და შემდეგ ამ ნაწილაკების ურთიერთჩანაცვლებადობის, ერთმანეთის მიმართ იდეალურად მომუშავეობისა თუ მათი იზოლორებულად არსებობის მოლოდინი ვერ გექნებათ. თქვენ ეს გლობალურად უნდა იყოს გაგებული, სულ მცირე მაშინ, თუკი მთლიანი სურათის, მთლიანობის გაგება გადარდებთ. თუ მხოლოდ პატარა ფრაგმენტების გაგებაში ხართ დაინტერესებული, მშვენიერია, თქვენ შეგიძლიათ ამ პატარა ფრაგმენტებზე მუშაობა, მაგრამ აქ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მთლიანი სურათის გამოვლენა და გაგება.

ბორი ამბობს: "ჩვენ ენით ვართ შეფერხებულნი,იმგვარად, რომ არ შეგვიძლია ვთქვათ რა არის მაღლა და რა არის ქვემოთ. სიტყვა "რეალობა" ასევე სიტყვაა, სიტყვა რომლის სწორად გამოყენებაც უნდა ვისწავლოთ." ხედავთ? თქვენ გარანტირებულად ვერ მიიღებთ სიტყვა "რელობას" როგორც ამას ყველა აკეთებს. ეს გამოარკვია კვანტურმა მექანიკამ. ის ასევე ამბობს: "ფიზიკა იმდენად არ არის დაკავშირებული, რაიმე აპრიორად მოცემულის სწავლასთან რამდენადაც ადამიანური გამოცდილების დაკვეთისა და დაკვირვების მეთოდების განვითარება." - ხედავთ, ძირითადად ჩვენ ფიზიკა გვესმის როგორც რეალობის, ფიზიკური ობიექტების კვლევა. მაგრამ მაშინ რა არის რეალობა და რა არის ფიზიკური ობიექტები, არ არის ეს ადამიანის გამოცდიელბა? მგვარად ფიზიკა ის არ არის, რაც მატერიალისტებს ჰგონიათ.

მატერიალისტებმა დაიწყეს იმ ფიქრით, რომ ფიზიკა ეს რეალური სამყაროს სწავლაა, მაგრამ მას შემდგე რაც თქვენ ღრმად ღრმად ღრმად წახვალთ, აღმოაჩენთ, რომ ჯანდაბას, ფიზიკა არ გულისხმობდა ამას, ფიზიკა ადამიანის გამოცდილებას სწავლობს. ეს მთლიანად ცვლის ფიზიკის არსს.

ის ასევე ამბობს: "მე თვითონ ვნახე სამყაროს ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებად დაყოფა ძალიან პირობითად, ფაქტი, რომ რელიგიები საუკუნეების მანძილზე იგავებითა და პარადოქსებით საუბრობდნენ, ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ მითითებული რეალობის ჩაბღაუჭების სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი რეალობა და ამ რეალობის ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებად გაყოფა შორს ვერ წაგვიყვანს".

ნება მომეცით აქ ერთი მითითება გავაკეთო, ამ ციტატაში სიტყვა "რელიგია" მოულოდნელად გაიგონეთ. როცა ისინი ამბობენ - რელიგია, სინამდვილეშ მისტიციზმს გულისხმობენ, არ იგულისხმება იმდენად ტრადიციული რელიგია, როგრც ორთოდოქსული, ქრისტიანული, ისლამი ან სხვა დანარჩენი, ისინი რელიგიის ეზოთერულ ნონდუალურ ბირთვს გულისხმობენ, ან უკეთესი სიტყვა იქნება სპირიტუალიზმი. ეს ასი წლის წინანდელი ნაწერებია, ასე რომ ზოგი სიტყვის მნიშვნელობა შეცვლილია, ამიტომ მათი ციტატების კითხვისას როდესაც სიტყვა რელიგიას გაიგონებთ, მინდა იფიქროთ არა რელიაგიაზე არამედ სპირიტუალიზმზე ან მისტიციზმზე. ის აგრძელებს და ამბობს: "ბოლო დეკადაში მომხდარ მიღწევებს ფიზიკის განვითარებაში, რომლებმაც აჩვენეს თუ როგორი პრობლემატური შეიძლება იყოს კონცეფციები როგორიცაა "ობიექტი"და "სუბიექტი", აზროვნების დიდი თავისუფლებად მივიჩნევ".

ყველაფერი ფარდობითობის თეორიით დაიწყო, წარსულში, ორი მოვლების სინქრონულობის მოსაზრება ობიექტურ მტკიცებად იყო მიჩნეული. ეს მოსაზრება ნებისმიერი შემოწმებისათვის ღია იყო. მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ სინქრონულობა სუბიექტურ ელემენტს შეიცავს. კლასიკური იდეალური ობიექტის აღწერილობიდან შორი გზა გამოვიარეთ. კვანტურ მექანიკაში, ამ იდეალის დატოვება უფრო რადიკალური იყო. ჩენ კვლავ შეგვიძლია კლასიკური ფიზიკის ობიექტივირებული ენის გამოყენება, დაკვირვებადი ფაქტების შესახებ მოსაზრებების გასაკეთებლად. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტოგრაფული ფირფიტა გაშავდა, ან წარმოიქმნა ღრუბლის წვეთები, მაგრამ თვითონ ატომებზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ჩვენს მიერ ამ აღმოჩენებზე დაფუძვნებული პროგნოზირება დამოკიდებულია, ჩვენივე ექსპერიმენტული კითხვის პოზიციაზე და აქ დამკვირვებელს არჩევნის თავისუფლება აქვს. რასაკვირველია არ იქნებოდა მნიშვნელოვანი თუ ვინ არის დამკვირვებელი: ადამიანი, ცხოველი,თუ რაიმე დანადგარი. მაგრამ უკვე აღარ არის შესაძლებელი დამკვირვებელზე მითითებისა თუ დაკვირვების მნიშვნელობის გარეშე პროგნოზების გაკეთება. ამგვარად, ყველა ფიზიკურ პროცესს, შეიძლება ითქვას, რომ აქვს, ობიექტური და სუბიექტური კომპონენტი. მე- 19 საუკუნის მეცნიერების ობიექტური სამყარო, როგორც დღეს ჩვენ ვიცით იდეალიზებული იყო, ლიმიტირებული შემთხვევა და არა მთლიანი რეალობა. სავარაუდოდ, მომავალშიც მოგვიწევს რეალობის ობიექტურ და სუბიექტურ მხარეებად დაყოფა, ამ ორს შორის გაყოფის გასაკეთებლად. მაგრამ განცალკავების მდებარეობა, შეიძლება დამოკიდებული იყოს, იმაზე თუ როგორ ვუყურებთ ამ საგნებს. გარკვეულწილად, ის შეიძლება ნებისმიერად იყოს არჩეული. აქედან გამომდინარე, მე საკმაოდ კარგად მესმის რატომაც არ შეგვიძლია რელიგიის კონცეფციაზე საუბარი, ობიექტივირებული ენით, ფაქტი, რომ განსხვავებული რეილგიები ცდილობენ გამოხატონ ეს კონცეფცია, საკმაოდ განსხვავებული სპირიტუალისტური ფორმით, არ არის რეალური წინააღმდეგობა. ალბათ ეს განსხვავებული ფორმები შემავსებელ აღწერებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გამორიცხავენ, საჭიროა ადამიანის ცენტრალურ წესრიგთან ურთიერთობის უხვი შესაძლებლობების ასასრულებლად." -ასე, რომ ხედავთ რას ამბობს ის აქ? ის ამბობს რომ ძველი კლასიკური მატერიალისტური სკეპტიკური და რაციონალური ობიექტები რელიგიასა თუ სპირიტუალიზმზე, ნამდვილად არ იყო ვალიდური. რადგან ამ სკოლის წაემომადგენლები სპირიტუალიზმს არ უყურებდნენ სერიოზულად, ისინი იტყოდნენ, რომ სპირიტუალიზმი ეს უბრალოდ თქვენს თავშია, ეს ყველაფერი იდეაა, ყველაფერი მითი და სიმბოლოა. კარგი, მაშინ ფიზიკა რაღაა? მათემატიკა და მეცნიერება? ესენიც ხომ ზუსტად იგივეა. ასე რომ ეს გაყოფა, ეს ხაზი, რომლის არსებობასაც სწორად მივიჩნევდით, ეს დუალობა, მეცნიერებასა და რელოგიას შორის, სინამდვილეში არ არსებობს. კვანტურმა მექანიკამ ეს დღის შუქზე გამოიტანა.

ნილს ბორმა ასევე თქვა: "მე უპანიშადთან მივდივარ, კითხვების დასასმელად" და ნილს ბორზე ჯონ არჩიბალდ ვილერმა თქვა: " თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ბუდაზე, იესოზე, მოსეზე და კონფუცზე, მაგრამ მე მათ არსებობა ნილს ბორთან საუბრის შემდეგ დავიჯერე." ასე რომ ნილს ბორზე საკმარისია. ეხლა ვერნერ ჰაიზენბერგზე გადავიდეთ.

Werner Heisenberg

ჰაიზენბერგმა თქვა: " მთლიანიდან ნაწილების გამოყოფაში, ფუნდამენტური შეცდომაა,ეს არის გარდაქმნის, ატომიზირების შეცდომა, ისეთი რამეების რაც არ უნდა იყოს გარდაქმნილი. მთლიანობა და ურთიერთშევსება, შეადგენს რეალობას." კიდევ ერთხელ, ეს ჰოლიზმის თემაა. მან ასევე თქვა: " უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაკვირდებით არა თვითონ ბუნებას, არამედ ჩვენი შეკითხვის მეთოდებით გამოვლენილ ბუნებას." ეს შონ კეროლის მოსაზრებას უკავშირდება, სადაც მას ტოლობის ფორმალიზმი თვითონ ბუნებაში ეშლება. "მეცნიერება თვითონ ბუნებას არ გამოავლენს. მეცნიერება ავლენს ბუნების უკუკავშირს ჩვენს მიერ გაგზავნილ სარადარო სიგნალზე." ხედავთ? ჩვენ ვესვრით ბუნებას შეკითხვებს, ბუნებისგან კი პასუხად არასრულ, ნაწილობრივ პერსპექტივას ვიღებთ და არასოდეს მთლიანს. თითქოს პინგ-პონგს ვთამაშობდეთ და ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანის მიღებისთვის დარტყმა, რადგან ჩვენ ვართ მთლიანი, ჩვენ ვართ ბუნება, ადამიანი ბუნებისგან განცლკავებული არ არის. ეს დუალობაა რომელიც უნდა დაიშალოს.

მან ასევე თქვა: "სინათლე და მატერია, ორივე ერთი ორგანიზმია. აშკარა დუალობა ჩვენი ენის შეზღუდულობით ჩნდება. ახალი არ არის, რომ ჩვენს ენას, ატომებში მიმდინარე პროცესების აღწერა არ შეეუძლია, რადგან ის ყოველდღიური გამოცდილებების აღწერისთვისაა შექმნილი. ეს მოიცავს მხოლოდ გადაჭარბებულად ბევრი რაოდენობის ატომისაგან შემდგარ პროცესებს. შესაბამისად ძალიან ძნელია ჩვენი ენის გარდაქმნა, იმგვარად რომ ამ ატომური პროცესების აღწერა შეძლოს. სიტყვებით მხოლოდ ისეთი რამეების აღწერაა შესაძლებელი, რომლითაც მენტალური სურათის ჩამოყალიბება და ფლობა შეგვიძლია და ეს შესაძლებლობაც დღიური გამოცდილების შედეგია." -ამრიგად, რეალობაზე მხოლოდ ნაივური მატერიალისტური გზით ვერ ვიფიქრებთ, თითქოს რეალობა თავისთვის იჯდეს მაგიდასთან და თქვენ უბრალოდ მისვლა, აღება და შეხედვა შეგეძლოთ. თვითონ შეხედვის პროცესს, ფიქრის პროცესს და ენას, გააჩნიათ დაშვებები და მეტაფიზიკური სტრუქტურა, ეს ის სატყორცნი მექანიზმია, რომელსაც რეალობასთან ინტერაქციისათვის ვიყენებთ და ცხადია ეს რეალობის საპასუხო დარტყმას აფორმირებს. ენა უმანკო არაა, როგორც ამას ხალხი მიიჩნევს, იგი ღრმა მეტაფიზიკას ატარებს, ენის გამოყენება დუალობასა და ფრაგმენტაციას გულისხმობს, სუბიექტსა და ობიექტს შორის, რეალურსა და არარეალურს შორის განსხვავებას, ყველაფერი ეს ჩვენს ენაშია ნაგულისხმევი, ხალხი კი ამას, ბევრი მეცნიერის ჩათვლით პრეზუმირებულად იღებს, ამი გაგებისათვის ცნობიერების ღრმა დონე, ენის რეალობის,ცოდნის, გონების, ფიქრის, სიმბოლოს არსის მეტი გააანალიზება. ამგვარ კითხვებს კი, მეცნიერთა უმრავლესობა, თუკი ისინი ფილოსოფოსები არ არიან, არ სვამს.

ახლა მაქს პლანკზე გადავიდეთ, მან თქვა: "მე ცნობიერებას ფუნდამენტალურად, მატერიას კი ცნობირებიდან მეორადად წარმოებულად განვიხილავ. ჩვენ ცნობიერების დავიწყება არ შეგვიძლია, ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ, ყველაფერი რისი არსებობაც დაშვებული გვაქვს, პოსტულატად მიიჩნევს ცნობიერებას." - საკითხავია, ეს რატომ არ ესმით თანამედროვე მეცნიერებს და აკადემიკოსებს. პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ისინი, მატერიალიზმის კულტურით არიან მოსყიდულნი და ეს გაცნობიერებული არ აქვთ. ასე რომ ძალიან უხეში ირონიით, ბევრი მეცნიერი რელიგიური ფუნამენტალისტივით იქცევა. მატერიალიზმი მათ რელიგიად იქცა.

მაქს პლანკი ამბობს: "მეცნიერება ვერ გადაწყვეტს ბუნების მაქსიმალურ იდუმალებას, ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ბუნების ნაწილები ვართ და მაშასადამე იდუმალების ნაწილები, რომლის ამოხსნასაც ვცდილობთ." ეს ეპისტემოლოგიის პრობლემისათვის მშვენიერი ინკაფსულაციაა. ფიზიკის თუ მეტაფიზიკის გასაგებად, პირველ რიგში, ეპისტომოლოგია უნდა გავიგოთ, მაგრამ აქ კვლავ უცნაურ მარყუჟს ვაწყდებით, რადგან ეპისტემოლოგია, სწორედ ფიზიკასა და მეტაფიზიკაში ვლინდება. ამრიგად ამ საკითხის გადაჭრა თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენც იდუმალების ნაწილი ხართ, რაც პრობლემა არ არის, ეს თვისებაა.

მან ასევე თქვა: "ახალ მეცნიერულ სიმართლეს საკუთარი ოპონენტების დარწმუნებაში ტრიუმფი არ განუცდია, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მისი ოპონენტები საბოლოოდ იხოცებიან და მოდის ახალი თაობა, რომელიც იცნობს მას." სწორედ ამ პრობლემას ვაწყდებით ჩვენ ეხლა. ახლანდელი თაობის წარმომადგენლები ძალიან მატერიალისტები არიან და ალბათ შემდეგი თაობაც მატერიალისტი იქნება, და ისინი ამ მისტიციზმს არ მიიღებენ. მაგრამ ეს დიდიხანს არ უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ, შემდეგმა თაობამ თავიდანვე უნდა დააფასოს ნონდულაიზმი მისტიციზმში, როგორც სწორის, ნამდვილი, ის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს, კულტურა უნდა განვითარდეს. ნონდუალიზმი და მისტიციზმი მეცნიერებასთან გადაჯაჭვული გახდება, ისე, როგორც ეს წარმოუდგენელია უმეტეს უნივერსიტეტში დღეისათვის. თქვენ რომ ეხლა მისტიციზმსა და ნონდუალიზმს მისდევდეთ უნივერსიტეტში, იქედან გამოგაგდებედნენ, არ გამოაქვეყნებდნენ თქვენს კვლევას, არ მოგცემდნენ უფლებას სტუდენტებისათვის გესწავლებინათ, უბრალოდ გამოგაგდებენ. რადგან უნივერსიტეტის მთელი პარადიგმა ისაა, თუ რისი დამტკიცება შეგიძლია და როგორ ამტკიცებთ ამას მათემატიკური სიმბოლოებითა და ლაბორატორიული სამუშაოებით, და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ მაშინ მიბრძანდით უნივერსიტეტიდან.

თქვენ არ ხართ მეცნიერი, როგორ არ ხართ მეცნიერი?- განმარტებით. არა იმიტომ რომ მართლა მეცნიერი არ ხართ, მათი განმარტებით, თქვენ მეცნიერის კვალიფიკაცია არ გაქვთ მათ ინსტიტუტებში, ეს ბიუროკრატიაა, თამაშია, კულტურაა. თანაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი მეცნიერული აღმოჩენები შემთხვევითად შეგიძლიათ გააკეთოთ უნივერსიტეტში, არა, თქვენ კვლავ უნდა იყოთ კარგი მეცნიერი და ლაბორანტი, ეს ნიშნავს რომ არსებობს გამოტოვბული დამატებითი სფერო, რადგან მთელი ეს მათემატიკური და ლაბორატორიული სამუშაოები ზღუდავენ სიმართლის მოცულობას. მათემატიკითა და კვანტური მექანიკის გამოყენებით ძალიან მცირეს წარმოდგენა შეგიძლიათ, სიმართლე კი უზარმაზარია. შეცდომა, რომელსაც ბევრი რაციონალისტი უშვებს, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ეს სიმართლეა, ეს აუცილებლად დამტკიცებადი უნდა იყოს, ამაზე საუბარი შესაძლებელი უნდა იყოს, ამის წიგნში დაწერა უნდა შეძლონ და კვანტურ თეორიად აქციონ. მაგრამ ასე არ არის, სიმართლის უმეტესობა კვანტურ თეორიაში ვერ გადმოიცემა, აქ არის თქვენი პრობლემა, ეს ბრმა წერტილს (blind spot) ქმნის.

მაქს პლენიკი აგრძელებს: "ჩვენ ყოველთვის ირაციონალობის პირისპირ ვდგავართ,სხვაგვარად ვერ გვექნებოდა რწმენა. როგორც აინშტაინმა თქვა, თქვენ ვერ იქნებით მეცნიერი თუ არ გეცოდინებათ რეალობაში გარე სამყაროს არსებობის შესახებ, მაგრამ ეს ცოდნა არ მიიღება რაიმე დასაბუთების პროცესით, ეს უშუალო აღქმაა და მაშასადამე მის ბუნებაში, ის ენათესავება რწმენას, ეს მეტაფიზიკური რწმენაა. ნებისმიერი, ვინც მეცნიერულ მუშაობაში სერიოზულადაა ჩართული, აცნობიერებს, რომ მეცნიერების კოშკის კარიბჭესთან წერია სიტყვები "უნდა გწამდეთ" ეს არის თვისება, რომლისგანაც მეცნიერი ვერ გათავისუფლდება, წმინდა რაციონალიზმს აქ ადგილი არ აქვს." -მიყვარს ეს გამონათქვამი,ეს მაქს პლანკმა დაწერა, მან პლანკის კონსტანტა შექმნა. ეს უბრალოდ გენიოსურია. მეცნიერების უმეტესობისათვის კი, მთლიანად გამოუაშკარავებელი.

ბევრი მეცნიერისთვის რწმენა ცუდი სიტყვაა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიტყვა განაცალკავებს მათ, როგორც მეცნიერს ამ შეშლილი, რელიგიური ფუნდამენტალიზმის მქონე ხალხისგან. რომ მეცნიერისთვის საჭიროა მიზეზი და არა რწმენა. მაგრამ თქვენ რწმენა მიზეზში გაქვთ, უფრო მეტიც, თქვენი რწმენა და მიზეზი შეუსაბამოდ ორგანიზებულია, რადგან ფაქტია, რომ რეალობა ვერ დაემორჩილება თქვენს ლოგიკურ მიზეზებს. რეალობის გარკვეული ნაწილი კი, მაგრამ არა მთლიანი რეალობა. ყველა მეცნიერი, საკუთარი მეცნიერული შრომისათვის, ბევრ ეპისტემიოლოგიურ და მეტაფიზიკურ დაშვებას აკეთებს, თქვენ მეცნიერებას ვერ განიხილავთ ინტერპრეტაციის გარეშე, ისე როგორც პოპულარულ კულტურაში ბევრი ფიქრობს ნაივურად, როგორც მეცნიერების სამ სახეობრივ განმარტებაში პირველ ნაწილად ავღნიშნე, მეცნიერება არის გაიდეალებული მითი, ამ იდეაში ხალხი არ ფიქრობს, რომ მეცნიერები ინტერპრეტაციას აკეთებენ არამედ, ფიქრობენ, რომ მეცნიერება მხოლოდ ურყევ ფაქტებს მიჰყვება, მაგრამ კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ არავითარი ურყევი ფაქტები არ არსებობს, ყველაფერი ინტერპრეტაციაა, ინტერპრეტაცია ქმნის რეალობას.

schrodinger

ეხლა გადავიდეთ ერვინ შროდინგერზე, მე ის ძალიან მიყვარს, რადგან მან გარკვეული ჰინდუ და ვედანტური ტექსტების და ფილოსოფიიის შესწავლა დაიწყო, დაინახა, რა რომ კვანტური მექანიკა ამაზე მიუთითებდა. ის ამბობს: " ნირვანა ცოდნის წმნიდა ნეტარებაა, მას არაფერი აქვს საერთო ინდივიდუალობასთან, ეგო ან მისი სეპარაცია ილუზიაა, სინამდვილეში, გარკვეულწილად, ორი თვალი იდენტურია, როცა ერთი მხედველობაში არ იღებს ყველა განსაკუთრებულ შინაარსს, მათ კარმას. ადამიანის მიზანი მისი კარმის დაცვა და განვითარებაა, როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი კარმა ცოცხლობს და თავისთვის ახალ მატარებელს ქმნის." -ელოდით ამის თქმას ფიზიკოსისგან დღეს? ის აგრძელებს: " იმავე ელემენტები შეადგენენ ჩემს გონებას სამყაროში. ეს სიტუაცია ყველა გონებისთვის ერთია და ეს სამყაროა, მათ შორის არსებული ჯვარედეინი მითითების სიუხვის მიუხედავად. სამყარო მხოლოდ ერთხელ მეძლევა, არა ერთ არსებობაზე ერთ აღქმაში, სუბიექტი და ობიექტი ერთია, ვერ ვიტყვით, რომ მათ შორის ბერიერი ფიზიკური მეცნიერების ბოლო ექსპერიმენტებით დაიმსხვრა." ის ასევე ამბობს: "წარმოუდგენლად ჟღერს ჩვეულებრივი მიზეზისთვის: " თქვენ და მთელი ცნობიერი მდგომარეობა საერთო ჯამში წარმოუდგენელად ჩანს, ამის შემდეგ, თქვენი ცხოვრება არის არა უბრალოდ მთლიანი არსებობის ნაწილი, არამედ, გარკვეულწილად მთლიანი, უბრალოდ ეს ისეთი წარმომადგენლობითი არ არის, რომ თვალის ერთი შევლებით გამოირკვეს. ეს, როგორც ვიცით, არის ის, რასაც ბრაჰმანი გამოხატავს საიდუმლო მისტიურ ფორმულაში, მარტივი და ნათელი სწავლებით: "ვისაც ხედავ ეს შენ ხარ" ან მსგავსი სიტყვებით: "მე ვარ აღმოსავლეთით და მე ვარ დასავლეთით, მე ვარ ქვედა და მე ვარ ზედა, მე ვარ მთელი ეს სამყარო."

მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ გადაეშვეთ დედამიწაზე, იმ რწმენით, რომ თქვენ ხართ მასთან და ის თქვენთანაა, თქვენ ისე მყარად ხართ დამკვიდრებული, ისევე უძლეველად, როგორც ის, სინამდვილეში ათასჯერ უფრო მყარად და უფრო ბუნებრივად. ის ისევე უდაოდ გშთანთქავთ თქვენ ხვალ, როგორც გშობთ კვლავ, ახალი სულისკვეთებისა და ტანჯვისთვის და არა მხოლოდ ოდესმე არამედ ახლა, დღეს, ყოველდღე. ის თქვენ გშობთ არა მხოლოდ ერთხელ, არამედ ათასზე მეტჯერ. მხოლოდ ყოველდღე ათასჯერ გშთანთქავს მთლიანად და ყოველთვის აწმყოა, ერთი და იგივე- ახლა, აწმყო ერთადერთია, რასაც დასასრული არ აქვს"- ამგვარად ის კლასიკურ ნონდუალიზმს აღწერს. ზუსტად ამას ასწავლის ვედანტა, ეს ხსნის რამდენად კარგად ესმის მას კვანტური მექანიკის მეტაფიზიკა. აწმყო აბსოლუტია და თქვენ ხართ მთელი ეს ყველაფაერი. და ეს მთლიანია. ის აგრძელებს და ამბობს: "ფილოსოფსებისთვის სირთულე მდგომარეობს მოაზროვნე ინდივიდების დაკვირვების სივრცულ და ტემპორალურ მრავლობითობაში, არ მგონია რომ ამ სირთულის გადაწყვეტა ლოგიკურად, თანმიმდევრული ფიქრით შეიძლებოდეს ჩვენი ინტელექტის ფარგლებში, მაგრამ საკმაოდ მარტივია პრობლემის გადაწყვეტის შემდეგი სიტყვებით გამოხატვა: მრავლობითობა, რომელსაც ვიღებთ, მხოლოდ გარეგნულად არსებობს, ის რეალური არაა, ვედანტა ფილოსოფოსებმა მისი განმარტება რამდენიმე ანალოგიით სცადეს. მათ შორის ყველაზე მიმზიდველი მრავალწახნაგიანი კრისტალის ანალოგია იყო, რომელიც რეალობაში ობიექტის კერძო არსებობის ათასობით კერძო, პატარა სურათს ჩვენებით ნამდვილად არ ამრავლებს ობიექტს. ჩვენ, ინტელექტუალები დღეს, არ ვართ მიჩვეული ვაღიაროთ ხატოვანი ანალოგია, როგორც ვალიდური ფილოსოფიური ინსაიტი, არამედ დაჟინებით მოვითხოვთ ლოგიკურ დედუქციას, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, ლოგიკური ფიქრის გამოვლენისთვის, სულ მცირე, ლოგიკური ფიქრით ფენომენის ძირითადი არსის გასაგებად, შესაძლოა ყველა ალბათობა შეუძლებელი იყოს, რადგან ლოგიკური აზროვნება თავად არის ფენომენის ნაწილი და მთლიანად მოცულია მისით."-ეს არის ეპისტომოლოგიის ღრმა პრობლემა, ჩვენს მიერ გამოყენებული ფიქრები და მიზეზები, თვითონ არიან იმის ნაწილი, რის ახსნასაც მათი საშუალებით ვცდილობთ. რაციონალისტებს არ ესმით ეს. ისინი სამყაროს გამოსაკვლევად მოტივებს (მიზეზებს) იყენებენ, მაგრამ არ ინტერესდებიან თვითონ მიზეზის რაობით: საიდან მოდის, როგორ მუშაობს და რატომ არის სწორი. ისინი მიზეზს ხელსაწყოდ იყენებენ, როგორც საბოლოო მნიშვნეობას, პრაგმატულად და უმეტეს სიტუაციაში, ყოველდღიურ ვითარებებში ეს მუშაობს, თუ მიზეზის გამოიყენებთ მანქანის საყიდლად ან სამსახურში რაიმეს გასაკეთებლად ის მუშაობს, მაგრამ როცა მას ყველაფრის აბსოლუტური არსის გასაგებად იყენებთ, იმსხვრევა და ეს სრულიად მოსალოდნელია, რადგან როგორ უნდა ახსნათ მოტივით, რომელიც მთლიანის ნაწილია, მთლიანი. თქვენ ქვესიმრავლით სიმრავლის ახსნას ცდილობთ. ეს არ გამოვა.

ainstein

ახლა ალბერტ აინშტაინზე გადავიდეთ, მას რამდენიმე ძალიან ლამაზი სიტყვა აქვს სათქმელი ამ თემასთან დაკავშირებით, მისტიციზმზე, რელიგიასა და ფიზიკაზე. ის ამბობს: "რელიგიური გამოცდილების მესამე სტადია არსებობს, მაშინაც კი თუ ეს ნაკლებად ითვლება წმინდა ფორმად და მე მას კოსმოსურ რელიგიურ ფორმას ვუწოდებ, მათთვის, ვინც მთლიანად მის გარეშეა, ამ გრძნობის განმარტება ძალიან რთულია. განსაკუთრებით, როდესაც მოპასუხე ღმერთის ანთროპომორფული კონცეფცია არ არსებობს.

ინდივიდი გრძნობს ადამიანური მისწრაფებებისა და მიზნების ამაოებას და უმაღლესი და გასაოცარ მოთხოვნას, რომელსაც აღმოაჩენს ბუნებაშიც და ფიქრების სამყაროშიც, ინდივიდუალური არსებობა მას გარკვეულწილად ციხეს მოაგონებს და სამყაროს განცდა უნდა როგორც ერთმნიშვნელოვანი მთლიანი. ყველა დროის მორწმუნე გენიოსები გამოირჩეოდნენ ამ ფორმის რელიგიური გრძნობით, რომელიც არ ცნობს არც დოგმას და არც კაცის სახოვან ღმერთს, არცერთი ეკლესია ამგვარ რწმენას თავის ცენტრალურ სწავლებად არ აირჩევდა, შესაბამისად, სწორედ ყველა თაობის ერეტიკოსებს შორის შეგვიძლია ვიპოვოთ უმაღლესი ფორმის რელიგიური გრძნობით ასღსავსე ადამიანი, რომელიც უეტეს შემთხვევაში მათი თანამედრივეების მიერ ათეისტად ზოგჯერ კი წმინდანად ითვლებოდა. კოსმოსური რელიგიური გრძნობა მეცნიერული კვლევის ყველაზე ძლიერი და უკეთილშობილესი მოტივია. რელიგიურად განსხივოსნებულ პიროვნებას საკუთარი თავის ეგოისტური სურვილების ნაკადისაგან გათავისუფლების საუკეთესო შესაძლებლობის მქონედ მივიჩნევ. იგი ფიქრებით გრძნობებით და მისწრაფებით არის მოცული, მათი უაღრესად პერსონალური ღირებულებაის გამო.

რელიგიური ადამიანი მორწმუნეა, იმ გაგებით, რომ მას ეჭვი არ ეპარება ამ სუპერ პერსონალური ობიექტების და მიზნების მნიშვნელობაში, რომლებიც არც მოითხოვს და არც შესაძლებლობა აქვს ფლობდეს რაციონალურ საფუძვლიანობას. ისინი იმავე აუცილებლობითა და ფაქტიურობით არსებობენ როგორც თვითონ პიროვნება. ადამიანური ყოფა მთლიანის ნაწილია, რომელსაც მიკერძოებულად სამყაროს უწოდებებენ, დროში და სივრცეში შეზღუდული ნაწილი, იგი საკუთარ თავს, თავის გრძნობებსა და ფიქრებს დანარჩენისგან განცალკავებულად განიცდის, როგორც მისი ცნობიერების ოპტიკური დელუზიის მსგავს რაიმეს, ეს დელუზია ჩვენთვის ერთგვარი ციხეა, ჩვენი პერსონალური სურვილებითა და რამდენიმე ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ სიმპათიით გვზღუდავს. ჩვენი მიზანი საკუთარი თავის ამ ციხიდან განთავისუფლება უნდა იყოს, თანაგრძნობის წრის გაფართოებით ისე, რომ მოიცვას ყველა ცოცოხალი არსება, მთელი ბუნება და მისი სილამაზე. არავის შეუძლია სრულიად მიაღწიოს ამას, მაგრამ ამ მიღწევისადმი მისწრაფება თვითონ არის თავისუფლება და შინაგანი უსაფრთხოების საფუძველი." გესმით ეს? აინშტაინი მიხვდა ამას, მას ესმოდა რა თამაშიცაა ცხოვრება და რისი გაკეთებაც გვევალება. ეს არის ასეთი აღსანიშნავი მასში.

აინშტაინი არა მხოლოდ დიადი მოაზროვნე იყო, არამედ ის იყო დიდი ჰუმანისტი, ღრმად დაკავშირებული თავის გრძნობებთან და ინტუიციასთან, სწორედ ამიტომ იყო ის სამყაროს ყველაზე ცნობილი მეცნიერი. გენიოსობა ეგოდან არ მომდის, გენიოსობა რაციონალობიდან არ მოდის, იგი ზღვრების გადალახვიდან, უსასრულობიდან, უსასრულო ინტელექტიდან მოდის. ყველაზე მაგარი მეცნიერები ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც გასცდება რაციონალობას და უსასრულო ინტელექტს დაუკავშირდება. ისინი არ იქნებიან რაციონალობის ზვინები, რისგანაც უნივერსიტეტების უმრავლესობა შედგება, ისინი არ იქნებიან მატერიალისტები. კარგ მეცნიერად ყოფნას სჭირდება გული, სული, რწმენა, ჟინი ღრმა ინტელექტი და თავდავიწყება. ეს რადიკალურ გონებაგახსნლობას მოითხოვს, რაც კარგად ესმოდათ და აფასებდნენ კვანტური მექანიკის ბაბუები, რადგანაც ეს მათი ცხოვრება იყო.

ალბერტ აინშტაინზე ჯონ არჩიბალდ ვილერმა თქვა: "ყველა გმირს შორის სპინოზა გამოირჩევა აინშტაინის მსგავსი სიდიადით. მის მსგავსად სხვა არავის გამოუხატავს ჰარმონიის, სილამაზის და ყველაზე მეტად ბუნების გაგების რწმენა." და რა თქმა უნდა სპინოზა, თუ თქვენთვის ცნობილია, იყო ერთ- ერთი მცირერიცხოვანთაგანი მისტიკოსი და იდეალისტი, რომლებიც დასავლურ ინტელექტუალურ ტრადაიციაში იყო მიღებული, განსაკუთრებით ფილოსოფიაში. დასავლურ ტრადიაციაში ძალიან ცოტა იდეალისტი ფილოსოფოსი არსებობდა. სპინოზა ერთ-ერთი ეპისკოპოსი ბერკლი იყო, ბერკლის უნივერსიტეტი კიდევ სხვისი სახელობისაა და კიდევ სხვა მრავალნიც იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში ძლიან ცოტა, ბევრი იყო დუალისტი, ბევრი რაციონალისტი, ბევრი მატერიალისტი, ამიტომაც აინშტაინის მიერ სპინოზას დასახელება ყველაზე დიდ ფილოსოფოსად და გმირად არ იყო შემთხვევითი...

გაგრძელება იქნება...

მსგავსი სტატიები

MAGMA-ს საახალწლო მილოცვა


"ახალი წლის ეგრეგორი" ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ როგო...

რა ხდება ამერიკაში... რა ხდება მსოფლიოში... (ნაწილი პირველი)


ტექსტში მოყვანილი ყველა სიტყვა დადასტურებული იქნება დოკუმენტური მას...

რატომაა დედამიწაზე ამდენი წყალი? (ლირიკული გადახვევა)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გიფიქრიათ, როდესმე, რატომაა დედამიწაზე ამდ...

მონანიება


ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სატანას მეჯლისზე დედოფლად ...

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა


მთარგმნელი: მამუკა გურული ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – ს...

30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ


მთარგმნელი: ლიკა ფაჩულია წყარო იაპონია - ყველანაირი გადაზედმეტე...

მოხალისეები დედამიწაზე


მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო -მითხარი... ყველაფერს შორის რაც ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff