კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (1)

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდეოდან ნაწილი პირველი "ყვ...

leo gura pic

ავტორი: ლეო გურა

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

ნაწილი პირველი

"ყველაფერი რასაც რეალურს ვეძახით, შედგება ნაწილაკებისგან, რომელთა რეალურად მიჩნევა შეუძლებელია" - ნილს ბორი.

"ცნობიერებას ფიზიკური ტერმინებით ვერ განვსაზღვრავთ. რაც ცნობიერებისთვის აბსოლუტურად ყოვლისმომცველია, მას სხვა ვერცერთი ტერმინით ვერ განვსაზღვრავთ."- ერვინ შროდინგერი

ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ თემაზე რომ უნდა გელაპარაკოთ. დიდი ხანია მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ცოტა თავსატეხი თემაა სწორად გადმოსაცემად, რადგან, ერთდროულად ბევრი სხვადასხვა კუთხიდან განხილვას მოითხოვს. ამასთანავე, მრავლად არსებულ გონების მახეებში გაბმის დიდი რისკიც არსებობს. ამიტომ საფეხურებრივად უნდა მივყვეთ და განვავითაროთ ეს თემა.

საუბარი კვანტურ მექანიკასა და "ნონ-დუალიზმს" (არა-დუალიზმს) შეეხება. მე არ ვაპირებ დაწვრილებითი დეტალები მოგაწოდოთ კვანტური მექანიკის შესახებ, თუმცა ძირითადს ავხსნი. მე უფრო მთლიანი სურათი და კვანტური მექანიკის შედეგები მაინტერესებს. მისი მეტაფიზიკური და ეპისტემოლოგიური შედეგები,ის თუ რას ამბობს კვანტური მექანიკა სპირიტუალობასა და ნონ-დუალიზმზე.

მე არ ვაპირებ ახალი თაობის (New Age) სპირიტუალიზმისა თუ რელიგიის ტიპიურ გამართლებას. გაგაცნობთ ძალიან სერიოზული მეცნიერების ციტატებს და არა შარლატანების, არა ახალი თაობის ხალხის, მე ვაპირებ ძირითადად ციტატები მოვიყვანო თავად კვანტური მექანიკის მამებისგან, დიადი ტიპების: შროდინგერის, აინშტაინის, რიჩარდ ფაინმენის, არტურ ედინგტონის, ნილს ბორის და მსგავსი ხალხის. ამ ადამიანებმა, ფაქტიურად კვანტური მექანიკა დააარსეს. ისინი ნამდვილი პიონერები იყვნენ და არა რიგითი მეცნიერები და ჩვენ ამას თანდათან საუბარში უკეთ გავიგებთ.

კვატური მექანიკა ახალი თაობის (New Age) თუ რელიგიის მიმდევრების მიერ, ძალიან ხშირად, არასწორად არის გამოყენებული, ისინი კვანტური მექანიკის გამოყენებით, საკუთარი შეხედულებისა და რწმენის დამტკიცებას ცდილობენ. რითაც მე არ გახლავართ დაინტერესებული, ჩემი მიზანია დაგანახოთ კვანტურ მექანიკას ნონდულაიზმსა და სპირიტუალიზმს შორის არსებული ძალიან ღრმა კავშირი, სავარაუდოდ, თქვენთვის ჯერ უცნობი გზით. და თუ ბოლომდე მომისმენთ ნამდვილად გაოცდებით. ზოგ მომენტში ეს საუბარი ცოტათი ტექნიკური იქნება, თქვენ მიოსმენთ ბევრი სერიოზული ფიზიკოსისა და მეცნიერის გამონათქვამებს, რადგან არ მინდა ეს იდეები წმინდად ჩემგან მოდიოდეს. მინდა გაიგოთ, რომ კვანტური მექანიკის მამებს, ნამდვილად სიღრმისეულად ესმოდათ თავიანთი აღმოჩენების ფიზიკური და ეპისტემიოლოგიური შედეგები, როგორც დღეს ბევრ თანამედროვე მეცნიერს და ფიზიკოსს არ ესმის. რადგან ისინი მატერიალისტურ პარადიგმებს ეთანხმებიან.

ერთი რამ, რასაც სკოლაში არ გვასწავლიან და რაც ძირითად კულტურაში ბევრმა არ იცის, არის ის, რომ 1920 წელს, დასავლურ ტრადიციებში, ჩუმი მეტაფიზიკური და ეპისტომოლოგიური რევოლუცია მოხდა, ეს ნამდვილი გადატრიალება იყო, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამ იდეებმა მაღალი ხარისხის აბსტრაქტულობის და ეზოთერულობის გამო პოპულარულ კულტურაში ვერ შეაღწიეს. შედეგად, ძირითადმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, 1920 წლის მეტაფიზიკური და ეპისტემიოლოგიური რევოლუციის შესახებ.

ამრიგად, მეცნიერების ყველაზე პოპულარული კულტურული კონცეფცია და ასევე ის, რაც რეალობადაა მიჩნეული, ასი წლით მოძველებულია. ამის აღმოჩენა შოკისმომგვრელია. მიზეზი კი ის არის, რომ ეს მასალა უფრო კომპლექსურია, ზოგჯერ ტექნიკური, ხოლო პრაქტიკული არსის დანახვა რთულია. შედეგად ამას არც სკოლაში გასწავლიან და არც უნივერსიტეტში.

თუ თქვენ პირველად მისმენთ, შესაძლოა ფიქრობთ რომ ვინმე New Age-ს წარმომადგენელი ვარ, ან რომელიმე რელიგიის მიმდევარი და ჩემი ქრისტიანული ან ბუდისტური რწმენის გამყარებას ვცდილობ, მაგრამ სულაც არა, მთელი ცხოვრება ათეისტი ვიყავი, აქტიურად ჩართული ფილოსოფიაში და ეპისტომოლოგიაში. უნივერსიტეტში მეცნიერების ფილოსოფია და ლოგიკა შევისწავლე. ჩემი ძირითადი სპეციალობა კი ინჟინერია იყო. ამრიგად, მე გავეცანი ბირთვული ფიზიკას, ინჟინერიაზე სწავლის პერიოდში, მთელი 2 წელი უწყვეტად ვესწრებოდი ფიზიკის და მათემატიკის სესიებს. ასე რომ, მე ნამდვილად რთული რამეები მომწონს. საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, ძირითადად უმაღლესი შეფასებები მყავდა და მესმოდა მასალა. ძალიან კარგი ვიყავი ფიზიკაში. და ასეთი ძლიერი ფიზიკის გაკვეთილების მიუხედავად, რომელზეც ხალხის უმეტესობა ვერც კი იოცნებებს, მათ მაინც არ უსწავლებიათ ეს რამეები ჩემთვის უნივერსიტეტში, და უამრავი ფილოსოფიის ლექციის მიუხედავად, მხოლოდ კვანტური მექანიზმის არსის ზედაპირს ვებღაუჭებოდი. შემდეგში, როცა ამ საკითხის რეალურად გაგების ინიციატივა გამოვიჩინე გაცილებით მეტი შრომა და კვლევა დამჭირდა.

შესაძლოა, უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხებს არ აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა და ამიტომაც არ გვასწავლიან. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათი პრაქტიკული მნიშვნელობა უზარმაზარია, უზარმაზარი და უაღრესად პრაქტიკული, თუმცა, რა თქმა უნდა ეს აკადემიასთან არ არის რეზონანსში. სინამდვილეში, პრობლემა უარესია. კვანტური მექანიზმის მეტაფიზიკური მნიშვნელობა იმდენად მწირედ არის გაგებული, რომ ყველაზე დიდი მეცნიერებიც კი, ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე აკადემიკოსები, ვისაც ნობელის პრემიები და დოქტორის ხარისხი აქვს კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ვინც ფაქტიურად მუშაობს და მოწინავე კვლევებს ატარებს კვანტური მექანიკის თემაზე,თვითონაც ვერ სწვდებიან თავიანთი მუშაობის შედეგების მეტაფიზიკურ, ფიზიკურ და ეპისტომიოლოგიურ მნიშვნელოვნებას. მათ ჯერ კიდევ არ ესმით 1920 წელს კვანტური მექანიკის მამების მიერ გაკეთებული აღმოჩენების არსი. რადგან დიდი სხვაობაა კარგ მეცნიერად ყოფნასა და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებასა და ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარებას შორის. ეს ერთი რამაა და შეგიძლიათ ამაში ბრწყინვალე იყოთ, მაგრამ შემდეგ, თქვენი ნაშრომის მნიშვნელოვნება და არსი რომ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს ის ადამიანის ფსიქიკისა და ცნობიერებისთვის, რას ნიშნავს ეს მეტაფიზიკის, ეპისტომოლოგიის თუ ფილოსოფიისათვის, ეს ცალკე თემაა. შესაძლოა ერთში შესანიშნავი იყო მეორეში კი საშინელი. და ერთი რამ, რაც მაწუხებს: ბევრი თანამედროვე, ძლიერი მეცნიერი და ფიზიკოსი, ძალიან ცუდია მეორე ასპექტში, რის გამოც ჩვენი საუბრის აუცილებლობა დგება. და ეს არ არის რაიმე შესავალი კურსი, რომელსაც პირველკურსელს წაუკითხავდით უნივერსიტეტში, ამაზე შეგიძლიათ ესაუბროთ დოქტორანტურის სტუდენტს, ნობელის პრიზის მქონე ფიზიკოსს, მაგალითად სტივენ ჰოკინგს, თუმცა არც კი ვიცი, მან მიიღო თუ არა ნობელის პრემია. ერთი სიტყვით, ავიღოთ ვინმე ჰოკინგსის მსგავსი, თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მას ამაზე და თუკი გონებაგახსნილია, ის რაღაცას ისწავლის აქედან. მაგრამ თავსატეხია ის, რომ იქნებით თუ არა გონებაგახსნილი და ობიექტურად განწყობილი ამ თემის მიმართ, ჰოკინგსის მსგავს ინტელექტუალურ თუ აკადემიურ კლასს რომ ეკუთვნოდე?- შესაძლოა არა.

მეცნიერებაზე წარმოდგენის შესაქმნელად, იმისათვის რომ გავიგოთ რეალურად რა არის მეცნიერება, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება უნდა გავაკეთოთ. ეს სამ ნაწილიანი, სამმხრივი განსხვავებაა. ამრიგად პირველი...

კარგი, სანამ პირველ ნაწილზე გადვალთ, როცა ჩვენ ვამბობთ სიტყვას - მეცნიერება, ეს სიტყვა ხშირად გვესმის, თითქოს ხალხმა მისი მნიშვნელობა იცის, მაგრამ მეცნიერება ძალიან ეშმაკური რამეა, და ამაზე ეპიზოდი მომავალში მექნება, სადაც ვაპირებ გითხრათ, რაც არის მეცნიერება და ამას უკეთ მერე განვსაზღვრავ, მაგრამ ეს სიტყვა მეცნიერება, ისეთი ხრიკია, ისეთი დამაბნეველი... ხალხი სხვადასხვა გზით იყენებს მას. პირველ რიგში, არსებობს უკიდურესად დაუდევრად შექმნილი მეცნიერების პოპულარული და გაცვეთილი კონცეფცია. მსგავსი წარმოდგენაა გავრცელებული -ოჰ, მეცნიერება ეს არის რა გზითაც ვიცით რაღაცეები, თუ როგორ ვქმნით რაღაცებს. და ჩვენ უბრალოდ ვუსმენთ მეცნიერებს , მივიჩნევთ რომ ისინი მხოლოდ სიმართლეს ამბობენ. ამ შეხედულებით მეცნიერება რელიგიას პოლარულად ეწინააღმდეგება. ამრიგად მეცნიერები სიმართლესთან ასოცირდებიან, რელიგიის მიმდევრები კი ცრუმორწმუნეობასთან, დოგმასთან, ბიბლიურ წყაროებთან, მითოლოგიასთან და ისეთ რამეებთან რაც მეცნიერებას პოლარულად ეწინააღმდეგება. ყველამ იცის, რომ რელიგიური რწმენებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ხოლო მეციერება, ფაქტიურად რეალობას მიჰყვება. ეს მეცნიერების ძალიან უხეში დახასიათებაა. სინამდვილეში მეცნიერება ასე არ მუშაობს, ეს მითია მეცნიერებაზე, გაიდეალებული ხედვა.

ამიტომ, წარმოგინდგენთ, მეცნიერების ძლიერ, თანამედროვე, ტექნიკურ ხედვას. თუ თქვენ ნამდვილად მეცნიერი ხართ, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, მუშაობთ უნივერსიტეტში, ან შესაძლოა ცოტა მეტი ისწავლეთ სიღრმისეულად, ანუ თქვენ, ფაქტიურად, ისწავლეთ მეცნიერების ფილოსოფია, მაშინ თქვენ გესმით, რომ მეცნიერება იმაზე მეტად თავსატეხი და ტექნიკურია ვიდრე ძირითადად ხალხი მიიჩნევს, რომ ასეთი ადვილი არ არის სიმართლის ტყუილისგან გამორჩევა. თქვენ ისწავლეთ მეცნიერების ისტორია და გააცნობიერეთ რომ ფაქტიურად, ისტორიის მანძილზე ბევრი მეცნიერი იყო მორწმუნე, ცრუმორწმუნეც და სპირიტუალისტიც. ასევე ის რომ,თეორიის შემოწმება, არის თუ არა ის ნამდვილად ჭეშმარიტი, საკმაოდ რთულია, რომ მეცნიერება არ არის ნედლი სიმართლე. ის არა მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს, ასევე მოდელის, თეორიისა და სტრუქტურის კონცეპტუალიზაციას ახდენს. ისინი საჭიროებენ რეალობის წინააღმდეგ შემოწმებას, თეორიის რეალობაზე შემოწმების ეს პროცესი კი - გამოწვევაა, თავსატეხია. ეს შეცდომისკენ მიდრეკილების მაღალი ხარისხის მქონე, არატრივიალური პროცესია, სადაც შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია. მეცნიერება ასევე, სისტემატიურად გადახედვის და შემოწმების პროცესში უნდა იყოს. სინამდვილეში კი, თანამედროვე მეცნიერების თითქმის ყველა მოცემულ თემაში, მრავალი მანკიანი ან არასწორი და არასრული ასპექტის აღმოჩენაა შესაძლებელი. ისინი რადიკალურად შეიცვლებიან მომავალში, მეცნიერული რევოლუცით, პარადიგმის ცვლილებით. ეს მეცნიერების უფრო ნიუანსური წვდომა იქნება.

რაზეც კიდევ ვისაუბრებთ, არის ფანტასი მეცნიერება, მეცნიერების ფორმა, რომელიც ფილოსოფიის, მეტაფიზიკის და ეპისტემოლოგიის გადაკვეთით იქმნება. სწორედ აქ სცდებით უბრალოდ ლაბორატორიული მუშაობის საზღვრებს. როგორც იცით, აკადემიური ინსტიტუტის, თანამედროვე მეცნიერი წერს კვლევით ნაშრომებს, ასრულებს ლაბორატორიულ სამუშაოს. ის არ არის ფანტასტი მეცნიერი, ის არ არის გენიოსი ფილოსოფოსი, მაშინ როცა, კვანტური მექანიზმის მამები,როგორებიც იყვნენ აინშტაინი, ნილს ბორი, შროდინგერი, ჰაიზენგერგი და სხვა მსგავსნი, ისინი არ იყვნენ უბრალოდ ლაბორატორიის ტექნოლოგები, ისინი ფანტასი თეორეტიკოსები იყვნენ, პირველ რიგში და უპირატესად ფილოსოფოსები, მეცნიერები კი მეორეხარისხოვნად. ამიტომაც შეძლეს გაეკეთებინათ რადიკალური გარღვევები, შექმნათ კვანტური მექანიკის რევოლუცია, მათ მეცნიერების ძალიან განსხვავებული წვდომა ჰქონდათ. ისინი თანამედროვე ტექნიკოსი მეცნიერების უმრავლესობის მსგავსად არ იყვნენ უბრალოდ მატერიალისტები. თანამედროვე მეცნიერება დღეს უფრო განვითარებულია ლაბორატორიული სამუშაოების, ფენომენებს შორის გარკვეული კორელაციების აღმოჩენის პრაგმატულ სავარჯიშოებში. შემდეგ, ყიდიან ამ ტექნოლოგიას ან იმფორმაციას სხვა კომპანიებს, დამწყებ ბიზნესებს, ფარმაცევტულ თუ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ფულს აკეთებენ ამით. ან უბრალოდ, მუშაობენ კვლევით ნაშრომებზე, იმატებენ სტატუსს და მეცნიერულ კარიერას იკეთებენ, იღებენ ნობელის პრიზებს და ასე შემდეგ.

ყოველივე ეს შესაძლოა გაკეთებული იყოს უგონო მდგომარეობაში, გაუცნობიერებლად. ადამიანური გამოცდილების დაფუძნებისა და საკუთარი სამუშაოს ღრმა ფილოსოფიური შედეგების გაგების გარეშე. ხედავთ, იმავე გზით, მეცნიერული თეორიის გამოყენებით, თქვენ ბირთვული ბომბის შექმნა შეგიძლიათ. მაგრამ ფიქრობთ თუ არა ამ პროცესში რას და რატომ აკეთებთ? როცა გესმით რომ ამას ომის იარაღად გამოიყენებენ? ხედავთ? იმიტომ რომ თანამედროვე მეცნიერს, ვინც მატერიალისტია, არ ადარდებს მსგავსი რამეები, ეს ძირითადად, წმინდად პრაგმატული სავარჯიშოა. მე არ ვამბობ რომ მათ გული არ აქვთ, არ ვამბობ რომ არ ადარდებთ ადამიანები სიცოცხლე, მაგრამ ძირითადად, ეს აღმოჩენების გაკეთებისა და ტექნოლოგიების შექმნის გაუცნობიერებელი პროცესის სახეობაა. მაშინ, როცა როგორც ფანტასტი მეცნიერი თქვენ შედეგებზე ძალიან ფრთხილად იფიქრებდით. და ეს არ იქნებოდა უბრალოდ, შესაძლო ტექნოლოგიების შექმნის პროცესი და უფრო ჰოლესტიკურად იფიქრებდით თქვენი აღმოჩენების შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კაცობრიობაზე, არის თუ არა ეთიკური ან მორალური, გაზრდის თუ შეამცირებს ეს კაცობრიობის ცნობიერებას, სად მიგვიყვანს ეს აღმოჩენები, რა არის მათი ფილოსოფიური არსი.

ასე რომ გააკეთეთ მეცნიერების სხვადასხვა დონეს შორის ეს დაყოფა თქვენს გონებაში, რაზედაც ეხლა ვისაუბრეთ. ანუ როცა ვამბობთ სიტყვას - მეცნიერება, რას ვგულისხმობთ? უბრალოდ მეცნიერების პოპულარულ განმარტებას? გაიდეალებულ მითს? თუ ვსაუბრობ უნივერსიტეტეტის სტრუქტურისათვის დამახასიათებელ ტექნიკურ მეცნიერებაზე? ფილოსოფიური მეცნიერების ღრმა დონეზე? ეს უკანასკნელი კი ძალიან იშვიათია ამ დღეებში, რადგან ჩვენი საზოგადოება, ფაქტიურად, არსობრივად მეტად მატერიალისტი ხდება და ამაზეც ვისაუბრებთ.

ახლა, უფრო რთულ საკითხებზე გადასვლამდე, თქვენ შესაძლოა იკითხოთ - კარგი და ლეო, ვინ მოგცა კვანტურ მექანიკაზე საუბრის უფლება? ვინ გგონია თავი? ან რა ამპარტავნობაა! სად არის შენი PHD სად არის შენი ნობელის პრიზი, სად არის შენი წიგნები, თუ პროფესორი არ ხარ, მაშინ რატომ უნდა მოგისმინო კვანტურ თეორიაზე? საერთოდაც როგორ შეგიძლია გულწრფელად გჯეროდეს რომ მათზე მეტი იცი? - აქ რამდენიმე ასპექტს დავამატებდი. მართალია მე არ მაქვს PHD ხარისხი და არ ვარ პროფესორი, არც ბევრი წიგნი წამიკითხავს კვანტურ მექანიკაზე, არ მისწავლია ტექნიკური დეტალები სიღრმისეულად, მაგრამ ჩემი მითითება აქ ტექნიკური ან მათემატიკური არ იქნება არამედ მეტაფიზიკური და ფილოსოფიური. ახლა შეიძლება თქვენ თქვათ- ოჰ , ლეო თუ შენ მათემატიკა არ იცი მაშინ რა გესმის კვანტური მექანიკის? ამაზე ვუპასუხებდი, რომ თუ ამისათვის რიგიდულობა და სტანდარტულობაა სჭირო, მაშინ ჩვენ ფაქტობრივად ვერაფერზე ვილაპარაკებთ, რადგან, ძირითადად როცა რაიმეზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ საკითხის ტექნიკური ექსპერტები არ ვართ, თუმცა ვგრძნობთ, რომ ამაზე საუბარი მაღალ დონეზე შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ავტიმობილებზე. და ჩვენ, ფაქტიურად ავტომობილის მექანიკოსობისა და ინჟინერობის გარეშე, შეგვიძლია მათ ფილოსოფიურ არსზე ვისაუბროთ, მათ მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. ხედავთ? ამიტომ ეს დეტალები ფართოდ უმნიშვნელოა. გამოდის, ჩვენ საეჭვო ექსპერტებს ვენდობით. მე ნამდვილად არ ვამბობ რომ ეს აკადემიკოსები უსარგებლო ხალხია და სასარგებლო ინფორმაციას არ გვაწვდიან. არა, ისინი მშვენივრად ასრულებენ ტექნიკურ ლაბორატორიულ კვლევებს, რაც ძალიან საჭიროა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება გვქონდეს ნდობა, რომ ეს კვლევები აკურატულად შესრულებულია, ეს კვლევები საზოგადოებასთან უნდა ზიარდებოდეს, რათა ჩვენც შევძლოთ დასკვნებზე მუშაობა. და ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. რასაც აქ ვიტყვი არ ეხება კვანტური მექანიზმის მათემატიკას, არც ვაპირებ თავი მოგაწყინოთ ამ დეტალებით, ეს არ იქნება მშრალი თემა, არამედ სინამდვილეში ძალიან წვნიანი და საინტერესო, საბოლოოდ ავხსნით არსებობის საწყის სუბსტანციას, სულ მცირე იმდენად, რამდენადაც ამის ახსნის შესაძლებლობას ენისა და კონცეფციების გამოყენება გვაძლევს.

ერთი საკითხი, რომელსაც კვალიფიკაციის თემაზე დავამატებ - მე ეპისტომოლოგია და მეცნიერების ფილოსოფია ძალიან სერიოზულად შევისწავლე თინეიჯერობის ასკიდან. ეს ჩემი უდიდესი ჟინი იყო. ფაქტიურად ჩემი ყველაზე ღრმა გზნება პიროვნული განვითარება არ არის, არც განმანათლებლობაა, ჩემი ყველაზე მგზნებარე ინტერესი ნამდვილად მეცნიერების ფილოსოფია და ეპისტომოლოგია. იმის გაგება, თუ რა არის ცოდნა და როგორ მუშაობს ის, რა რის ცოდნის ლიმიტი. ეს მამოძრავებდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ამას ეფუძნება ჩემი პიროვნული განვითარება და ყველა ჩემი შეგნებული სამუშაო და განმანათლებლობა, რომელსაც ვასრულებ. მე საკმაოდ ბევრი ფილოსოფოსის და მეცნიერის ნაშრომი წავიკითხე და სიღრმისეულად მივუდექი ამ თემას. ასე, რომ ჩემი ყველაზე დიდ კვალიფიკაცია არ არის PHD და სერთიფიკატები, არამედ, ჩემი შრომა და ჟინი. მე ვიყავი მონუსხული და მადარდებდა ეს საკითხი, რაც ერთადერთი საჭირო კვალიფიკაციაა რაიმეს გასაგებად. იმისათვის რომ რაიმე გაიგოთ, თქვენ უნდა გადარდებდეთ ეს საკითხი, უნდა ზრუნავდეთ ამაზე მიზნად უნდა დაისახოთ. ეს არის მთავარი. სხვა დანარჩენი მშვენიერია, მაგრამ ჭეშმარიტი წვდომის, ნამდვილი ღრმა გაგების გარანტიას არ იძლევა. ამას მხოლოდ დაფიქრება აკეთებს.

კიდევ ერთი საკითხი კვალიფიაციასთან დაკავშირებით. მე აქ ძალიან სერიოზული მეცნიერების ციტატებს გამოვიყენებ და არა ახალი თაობის შარლატანების ან შეშლილების და სპეკულაციური თეორეტიკოსების, ვისაც გიჟური იდეები და ინტერპრეტაციებ აქვთ. არა, მე აქ ნათქვამს დავამოწმებ იმ ადამიანების გამონათქვამებით, ვინც რეალურად გამოიგონა კვანტური მექანიკა. ასევე კალიფორნიისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამედროვე მეცნიერების გამონათქვამებს. ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად მათ სიტყვებს გამოვიყენებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათი იდეებით არ შემოვიფარგლები. იმიტომ, რომ მათი იდეები შეზღუდულია და ჩვენ მათ შემდეგ დონეზე ავიყვანას შევეცდებით.

ბოლო პუნქტი, რასაც კვალიფიკაციაზე ვიტყვი, არის ის, რომ კვანტური მექანიკის ტექნიკურ მათემატიკურ ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანი, ფაქტიურად, ცნობიერების ღრმა მდგომარეობების გამოცდილებაა. გონების არაორდინალური მდგომარეობების. მე საკმაო გამოცდილება მაქვს ამ საკითხში და ეს არ არის ტრაბახი, უბრალოდ ფაქტია. ამ ცნობიერების მდგომარეობების სიღრმე, უკიდურესად გასაოცარია. ამით შეგვიძლია კვანტურ მექანიკასა და მაგალითად სპირიტუალიზმს ან ნონდუალიზმს, ან ეპისტომოლოგიასა და მეტაფიზიკას შორის არსებული ღრმა ინტერკავშირების დანახვა. ვისურვებდი ეს ასპექტი მეტ მეცნიერს დაემატებინა თავიანთ სამუშაოში და ამის შემდეგ ისინიც ჩემსავით ისაუბრებდნენ.

ამრიგად, ამ ეპიზოდის თეზისის გასაღები არგუმენტები შემდეგია:

1. ჩემი პირველი თეზისია - კვანტური მექანიკა ნონდუალიზმს ადასტურებს. კვანტური მექანიკა მიუთითებს, რომ რეალობა არადუალური სინგულარობაა, ყველა სხვა ვარიაციის არსებობა შეუძლებელია და აუცილებლად მარცხს განიცდის.

2. ჩემი მეორე თეზისია, რომ კვანტური მექანიკა საბოლოოდ ამხელს მატერეალიზმს და მათი ობიექტური რეალობის არსებობის ცოდნას, ეს ცოდნები 1920 წლიდან მოყოლებული მკვდარია. რეალობა არ არის მატერილური, ის არ არის ობიექტური, არ არის ხაზობრივი, რაციონალური მექანიკური მანქანა.

3. მესამე თეზისი შემდეგია: პარადოქსი რეალობის განუყრელი ნაწილია. რეალობა ვერ იარსებებს პარადოქსის გარეშე, პარადოქსი არ არის შეცდომა, ეს არ არის დეფექტი, ეს მახასიათებელია, მისით რეალობა შესაძლებელი ხდება. რეალობა უცნაური მარყუჟია. როცა რეალობის სუბსტანციის საფუძველთან მივალთ, აუცილებლად აღმოვაჩინოთ, რომ ის იტრიალებს უკან და პარადოქსულ უცნაურ მარყუჟში ჩაგვითრევს ჩვენც და საკუთარ თავსაც. თუ თქვენ არ გსმენიათ უცნაური მარყუჟის შესახებ, ნახეთ ჩემი ძალიან ღრმა ეპიზოდი - "რეალობა არის უცნაური მარყუჟი", სადაც მასზე გრძლად ვსაუბრობ.

4, მეოთხე, ჩემი თეზისია: კვანტური მექანიკის შედეგები ძალიან რადიკალურია, იმდენად რადიკალური, რომ ადამიანის გონებას მასთან გამკლავება არ შეუძლია, შეუძლებელია მათი დაჯერება და ლოგიკურად გაგება, ერთადერთი გზა, კვანტური მექანიკის შედეგების ნამდვილად გასაგებად, ადამიანური გონების ზღვარის გადალახვაა. ცნობიერების ტრანსცედენტულ დონეზე მისვლა, რაც კაცობრიობის უმრავლესობას არასოდეს გამოუცდია, და არც კი იციან რომ შესაძლებელია. ამის შედეგები კი, ისეთი რადიკალურია, ნამდვილად გაანადგურებს რეალობას და ყველა თქვენგანის ცხოვრებას. რასაც ახლა ვამბობ, უბრალოდ ფილოსოფიის ინტელექტუალური სავარჯიშო არ არის, არც უბრალოდ რწმენის სისტემა, ან ახალი თაობის რელიგია, ეს მეცნიერებაც კი არ არის. ამ შედეგების განხორციელება ისეთი რადიკალური ამბავია და მისი გაგების ერთადერთი გზა მათი განხორციელებაა, რაც ნამდვილად მოგკლავთ. ეს მეტად გაბედული განაცხადია, რომელიც გარკვეულ განმარტებებს მოითხოვს და ჩვენ აქამდეც მივალთ.

5. და ჩემი მეხუთე თეზისი შეეხება ხალხს, ვინც თვლის რომ კვანტურ მექანიკას არაფერი ესაქმება ნონდუალიზმსა თუ სპირიტუალიზმთან, და საკმაოდ ბევრი ფიქრობს ასე, მეცნიერების, ფილოსოფოსების და განმანათლებელი ხალხის ჩათვლით, მაგრამ ისინი სცდებიან. და გაჩვენებთ რაშიც არის საქმე.

ასე რომ დავიწყოთ...

გაგრძელება იქნება...

მსგავსი სტატიები

გველისმჭამელი მინდიას მისტერია


ფენტეზის ჟანრის ერთი ფილმიდან ხშირად მახსენდება ჩემთვის ძვირფასი სი...

პალმისტრი - გულის ხაზის ინტერპრეტაცია


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ამ ხაზის წაკითხვა ორივე მიმართულე...

1.5 მილიონმა მოხალისემ 66 მილიონი ხე დარგო 12 საათში და გინესის რეკორდი დაამყარა


ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ახალი გინესის რეკორდი ...

აპოლონური და დიონისური პრინციპების შეერთება


ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... ...

შვილის 10 მცნება


ავტორი: ანა თოფურიძე 1. შეიყვარე სული და არა სხეული. ამ ქვეყნად...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff