ტრადიციების ძალა კოლექტიურ ცნობიერებაში

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი ტრადიცია მოგვიტანა დღემდე, სხ...

an

ავტორი: ანა თოფურიძე

კაცობრიობის წარსულმა გამოცდილებებმა უამრავი ტრადიცია მოგვიტანა დღემდე, სხვადასხვა წეს-ჩვეულებები, რიტუალები და ქცევის ნომების მორალური დაუწერელი წესები. ბევრი მათგანი უმიზნო და უსარგებლოა ახლა, თუმცა ზოგიერთი თავის თავში სულიერ და ეზოთერულ ძლიერ პრაქტიკებს გულისხმობს და მათი გაცნობიერება და განმეორება ჩვენს ცხოვრებაში შესაძლოა ძალიან კარგიც იყოს. სამწუხაროდ ჩვენ გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ და ან ბრმად მივყვებით ან ვუჯანყდებით ტრადიციებს, რაც ცუდია. თუ ადამიანი გაცნობიერებულად არ მოქმედებს და არ აქვს შესწავლილი თავის გონება და სხეული, თუ არ იცის ცხოვრებაში რა უნდა და საით მიდის სულიერად თუ კარიერულად, არ აკონტროლებს თავის ენერგიას და არ ფიქრობს კარმულ გაკვეთილებზე, რომ მის ყოველ ქმედებას აქვს უკუქმედება და ყოველი ფორმით გაგზავნილი ენერგია უკანვე უბრუნდება, ის დიდი ალბათობით დეპრესიის და ცხოვრების უარესი სცენარისკენ მიდის. მე ყველაფრის შეცნობის და შესწავლის მომხრე ვარ, გააზრების და გაცნობიერების შემდეგ კი გადაწყვეტის თუ დატოვო ის შენ ცხოვრებაში თუ გაუშვა. არის ტრადიციები, რომელიც ნამდვილად დასავიწყებელია, მაგრამ არის ტრადიციები, რომელიც თავიდან გადააზრებას იმსახურებს.

ჩემი აღქმით ტრადიცია არ არის სტატიური მოცემულობა. ის შეიძლება შეიქმნა სხვა ეპოქაში და საჭირო იყო იმ ეპოქის ადამიანებისთვის, ხოლო დღეს აღარ ქონდეს აზრი. ასევე შეიძლება დღეს შეიქმნას ახალი ტრადიცია, რომელიც ახლანდელ რეალობაში მცხოვრები ადამიანებისთვის იყოს საჭირო, თუმცა ხუთასი წლის შემდეგ ღირებულება სრულად დაკარგოს. როგორც კაცობრიობა ვითარდება და იცვლება, ასევე ვითარდება და იცვლება იმ ტრადიციების ფორმები რაც მათ თან სდევთ. მაგრამ ასევე არის ტრადიციები, რომელიც დაფუძნებულია სამყაროში შეცნობილ მარადიულ კანონებზე და რომელთაც ყოველთვის ექნება ღირებულება.

ტრადიციულ რიტუალში მონაწილე ადამიანები ცვლიან როგორც კოლექტიურ ცნობიერებას და კოლექტივის მომავალს ასევე თავის ბედს, რადგან ამ ძლიერ ენერგიას უერთდებიან. თუ ტრადიცია კარგია, ის ყველა მონაწილეზე დადებითად აისახება, ხოლო გაუაზრებელი გამეორებული მოქმედება პირიქით, დააზიანებთ. ყოველ დღეს, ყოველ ჩვენს მოქმედებას და ფიქრს, გაღვიძებიდან დაძინებამდე აქვს ძალა, შექმნას მომავალი და იმოქმედოს თავის გარშემო რეალობაზე. ბევრი ადამიანის ერთობლივ მოქმედებას კი ასმაგი და ათასმაგი ძალა აქვს. საკითხავია საით მივმართავთ მას.

ბევრი რიტუალი რაც ახლა სიმახინჯედ გვეჩვენება, ოდესღაც სასიცოცხლოდ და თემის წყობისთვის აუცილებელი იყო. მათ ის სიმყარეს, მორალურ საყრდენს და ერთობის გრძნობას აძლევდა. მაგალითად ქართული სუფრის ტრადიცია ურთიერთობის ძალიან ლამაზი ფორმაა და ფსიქოლოგიურად რომ ჩაუღრმავდე, ეს თერაპიაცაა, პიროვნული ზრდაც, კომუნიკაციაც, მეგობრების შეძენაც, ენერგიის სწორი გადანაწილებაც და განათლების საშუალებაც, ეს რათქმაუნდა თუ სუფრა ჯანსაღადაა წარმართული. ჩემი გაანალიზებული ბევრი ტრადიცია თავის თავში ენერგეტიკული წესების სწორ ფორმირებას მოიცავს. თუმცა ზედაპირზე შეიძლება გადმოცემით რაღაც სხვა სახელით მოაღწია და დღეს დამახინჯებულად გადმოიცემა. ქართული ტრადიციები გრძელი თემაა, მაგრამ ავღნიშნავ ბევრი მათგანი არაა უაზრო და არც დასავიწყებელი, მათ მხოლოდ სწორი გაცნობა და გამოკვლელვა უნდა.

არის რამდენიმე ტრადიცია, რომლებშიც იმდენი სილამაზე და სისწორე დავინახე დღემდე მახსენდება და მაბედნიერებს. რამდენიმეს ახლა გაგიზიარებთ..

ახალშობილის სიმღერა

ერთ ტომში ყველა ადამიანს ქონდა თავის საკუთარი სიმღერა, რადგან ეს მათი ტრადიცია იყო. ქალი, როცა გადაწყვეტდა რომ დედა გამხდარიყო, ის მიდიოდა ბავშვის მომავალ მამასთან და თხოვდა რიტუალის ჩატარებაზე თანხმობას. თანხმობის მიღების შემდეგ, ის მიდიოდა განმარტოებით ტყეში და მდუმარებაში ელოდა სიმღერას. სიმღერა თავისით უნდა მოსულიყო მისი გულიდან და თუ ის სამ დღეში არ მოვიდოდა, ქალი მას ერთი კვირა ან ორი კვირაც დაელოდებოდა. სიმღერის მოსვლის შემდეგ ის მამასთან ბრუნდებოდა და მასაც ასწავლიდა ამ სიმღერას. შემდეგ კი ბავშვის დაბადებისას, როცა ის პირველად მოევლინებოდა ჩვენს სამყაროს, მას მშობლები ამ სიმღერას უმღეროდნენ.

ტომი სადაც ავად არავინ ხდებოდა

იყო ტომი სადაც ავად არავინ ხდებოდა. არანაირი ფიზიკური ავადმყოფობა არავის არ ემართებოდა და ხანგრძლივად და ჯანსაღად ცხოვრობდნენ. მათ ქონდათ ასეთი ტრადიცია, როდესაც ერთ-ერთი ტომელი დააცემინებდა და ამას მეორე დაინახავდა, მას თანასოფლელი მაშინვე სოფლის ცენტრში წაიყვანდა, მას ყველას წრეს შემოატყამდა და თითეული ეკითხებოდა: „ჩემთვის რაიმე ხომ არ დაგრჩა უთქმელი“? მათ სჯეროდათ რომ ავადმყოფობა მოდის მხოლოდ ტყუილისგან და რაიმეს დამალვისგან.

ამ ტრადიციაში ფსიქოსომატიკის ცოდნაა ჩადებული და ძალიან მიყვარს. დღევანდელი ცხოვრების რიტმში რამდენჯერ „გადაგვიყლაპავს“ წყენა და ვინახავდით თვეობით და წლებით, მაგრამ მერე მაინც გვითქვამს უფრო აგრესიული ფორმით, რადგან უკვე ყელში გვქონდა ამოსული და აღარ შეგვეძლო გაჩერება. ჩემი აზრით ზუსტადაც ჯანსაღია თქვა თქვა რაც გაწუხებს და უთქმელი არაფერი დაგრჩეს.

ბნელოში ჯდომა

ხევსურეთში იყო ასეთი წესი, „ბნელოში ჯდომა“. დროდადრო ადამიანების შედიოდნენ ბნელ ოთახში განმარტოებისთვის. ქალიც და კაციც. მათ ეკრძალებოდათ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, რამდენიმე დღეს ატარებდნენ ასე მარტოობაში და სიბნელეში, შემდეგ გამოდიოდნენ და აგრძელებდნენ ცხოვრებას. ეს რიტუალი ინდოეთშიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი მედიტაციის გზა.

მიყვარს ეს ტრადიციაც. რამდენ ჩვენგან შეუძლია რამდენიმე დღით თუნდაც ინტერნეტი გათიშოს და სიბნელეში განმარტოვდეს? ძალიან ცოტას, თუმცა ეს საკუთარი შიშების შემეცნების და სულიერი ამაღლების ძალიან კარგი პრაქტიკაა. ცუდი იქნებოდა დღევანდელ რეალობაში ეს რომ შეგვეძლოს?

რათქმაუნდა უმარავი სულელური წესი არსებობდა, გაუცნობიერებლობის და ცრუ წარმოდგენებისგან შექმნილი, რომელიც ხუმრობის მასალადღა თუ გადმოგება, მაგრამ ზოგიერთი იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია დღევანდელ ეპოქაში არათუ მისი არსის გაგება, შექმნაც ძალიან გაგვიჭირდებოდა.

(თუ გსმენიათ საინტერესო ან უცნაურ ტრადიციებზე, რომელთა სულიერი და ეზოთერული დანიშნულების განხილვის სურვილიც გაგიჩნდებათ დააკომენტარეთ ან მომწერეთ.. სიამოვნებით გავეცნობი).

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

მზის შვილები


ავტორი: ანა თოფურიძე იყო და არა, იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

აპოლონური და დიონისური პრინციპების შეერთება


ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... ...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი


კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარ...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

ოშო - ეგოს და გონების შესახებ


მონაკვეთი წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად...

CDC-ის ყოფილი პრეზიდენტი საეჭვო მანევრს აკეთებს


წყარო პირველადი წყარო სააქციო ბირჟის ვებ-გვერდზე (წყარო-1) დაფი...

სად არის გრძობები და სად - აზრები?


ტრანსკრიფცია დიმიტრი ტროცკის ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff